შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წარსულიდან[6]


19-08-2015, 00:09
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 095

-დღეს მაინც ვნახოთ?-კვირა დილას თავზე დამადგა სანდრა.
-დღეს ვერა,კვირაა-მიზეზი ვიპოვე და ზეწარი თავზე გადავიფარე.
-სულ მასე როგორ იძახი?უკვე ერთი კვირა გავიდა.
-კარგი,მაშინ რამე ამირჩიე ნორმალური.ოქტომრის ბოლო იყო და აღარ ცხელოდა,ამიტომ ცოტა თბილი ტანსაცმელი გადმომილა და ისე წავედით.მოკლე და მოტკეცილი იუბკა,თეთრი უმკლავებო მაისური და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი,ფეხზე ყელიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი და გავუდექით გზას.
საავადმყოფოს კიბეები ნერვიულად ავიარე და პალატასთან გავჩერდით.გულმა ასჯერ სწრაფად დამიწყო ძგერა.კარების მიღმა ხომ დემეტრე იწვა,მამაკაცი,რომელიც სიმშვიდეს მაკარგვინებდა.
-შენ იცი-გამიღიმა სანდრამ და მხარზე ხელი დამადო.
-მეც არ ვიყო მისი და ან დაქალი-გადავიხარხარე ცივად.
-რაც არ უნდა იყოს,პრესამ გნახა და ტეხავს,რომ არ მიხვიდე-თავი იმართლა სანდრამ.
-კარგი,ქ დამელოდე-გოგონამ თავი დამიქნია და გზა დამითმო,შედიო.პალატის კარები ნელა შევაღე და მალევე მივხურე.დემეტრეს თვალები დახუჭული ჰქონდა.
-მგონი,სძინავს-სიხარული დამტყობოდა ხმაში.მასთან საუბარი ისე მიმძიმდა,თითქოს რაღაცას ჩემთვის ბორკილები დაედო.
-ვის ძინავს?-ოდნავ წამოიწია მამაკაცი.საავადმყოფოს სამოსშიც სიმპათიურად გამოიყურებოდა.ვერ იტყოდი,რომ ერთი კვირის წინ ოპერაცია გაიკეთა.ისეთი ჯანმრთელი და ჯანსაღი ჩანდა,რომ სულ დამავიწყდა მისი დაჭრის ამბავიც კი.
-მეგონა,გეძინა-დამნაშავესავით ჩავილაპარაკე და საწოლს შევხედე.
-არაუშავს-გამიღიმა და სკმაზე მანიშნა,ჩამოჯექიო.პატარა ბავშვივით თავდახრილი დავჯექი და მის ჩახსნილ ზედას დავუწყე ცქერა.ვუყურებდი და მხოლოდ მის თვალებს ვგრძნობდი.მეგონა,თაფლისფერი ნათება მოდიოდა ჩემკენ.“მზეო,გაჩერდი“-შიაგანმა ხმამ ამოსძახა დემეტრეს და გულში გამეღიმა.მინდოდა,მისი ნაკერი დამენახა.ბოლოს და ბოლოს ხომ მომავალი ექიმი ვიყავი!
-ნაკერს ეძებ-მიმხვდა სურვილს და თვალები გამისწორა-მერე ხელი ჩამკიდა-გამიხარდა,რომ მოხვედი.უკვე აღარც გელოდი.ვიცი,რომ ძალიან მორცხვი ხარ.იმ სტატიამ გამახარა,იცი?-ახლა მთლად დავიბენი.
-არა,არ ვიცოდი-ემოციები დავმალე,არადა,მისმა სიტყვებმა მეც საშინლად გამახარა და აღმაფრთოვანა.ზედა აიწია და ნაკერი მანახა-აი,რომ გაინტერესებდა.შენს თვალებში ვნახე-დემეტრე რაღაც დამთბარი და უფრო სხვანაირი მომეჩვენა.“ტკივილმა იცის“-გავიფიქრე და ნაჭრილობევს შევხედე.
-გინდა შეეხო?-თავი გავაქნიე და ზედა ისევ ჩამოიწია.
-მეჩქარება-ფეხზე ავდექი ოროსანი ბავშვივით და არებისკენ გავიხედე.
-ახლა არ მოხვედი?-ხელით დამაკავა მამაკაცმა.
-მე..სამეცადინო მაქვს-ძლივს მოვიფიქრე მიზეზი.
-რაღაც მინდოდა მეთქვა-ისეთი სერიოზული სახე მიიღო,რომ ისევ დავიკავე ძველი ადგილი და დაქაჩული თვალებით შევათვალიერე მამაკაცი.
-შენი მხოლოდ ერთი სურათი მქონდა.აი,ის,მაშინ რომ მოგეცი.სულ ვატარებდი ხოლმე,მაგრამ რატომ არ მესმოდა,არ ვიცოდი..-ხმა გაუწყდა და მერე ისევ გააგრძელა..-იმ დღეს შენ რომ მოგეცი,ასლი გავაკეთე და დავიტოვე-საფულიდან ამოაძვრინა და დამანახა-ცრემლები მომადგა,მაგრამ შემრცვა და მალევე მოვიწმინდე.გამიხარდა,რომ ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.“ძველი დემეტრე აკიაფებდა ტუჩებს და სიცილით გასკდებოდა“-მეორე „მემ“ უკომენტაროდ არ დამტოვა.“იქნებ არ არსებობს ძველი და ახალი,მხოლოდ ერთი დემეტრე ჩაჩუაა და ისიც შენს წინ“-შეეწინააღმდეგა სხვა „მე“.
-უნდა წავიდე-ფეხზე ავდექი.
-ცოტა ხანს დარჩი.
-წელს მაგისტრატურას ვასრულებ.ბიზნესზე ვსწავლობ.რატომღაც აქ მომინდა გადმოსვლა და არც გამჭირვებია..თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.იმ კაფეში გხედადი ხოლმე ხშირად და გიცანი,მაგრამ როგორ არ ვიცი.
-როგორ დარწმუნდი,რომ მე ვიყავი?-მხრები ავიჩეჩე და მის ამღვრეულ თვალებს დავაკვირდი.
-შენი სახელი ვიცოდი,მაგრამ გვარი არ მახსოვდა.
-ეს ადრე არ გითქვამს-ამაყად ავხედე მწოლიარე მამაკაცს.
-ყველაფერს არ ვამბობ-მეთქი,არ გითხარი?-თვალი ჩამიკრა და გააგრძელა-ერთ დღეს უკან გამოგყევი,როცა სასტუმროში ბრუნდებოდი..მერე გავიგე იმ ნომრის პატრონის გვარი,რომელშიც შენ რჩებოდი,ანუ შენი..-ავკანკალდი,არ ველოდი ასეთ რამეს,ენა დამება და ცივმა ოფლმა დამასხა.სახეზე ხელები მივიფარე-მკითხავ რამეს?-დემეტრემ ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა.
-ანუ ნომრამდე მომყევი?
-კი.
-მერე?-„თამაშში ჩაები?“-ირონიულად ვკითხე საკუთარ თავს.
-შენს „ფეისბუქში“ ვიძრომიალე და დავაზუსტე,ქეთ-უკვე ყველაფერი ნათელი იყო,გული შემიქანდა და ფეხზე წამოვდექი-ისე თავიდან სახელითაც კი გეძებდი-გაეღიმა და ტუჩის კიდეზე ირონიის სხივებმა წაუთამაშა.
-სუფთა ჰაერი მჭირდება-ჩავილაპარაკე და კარებისენ წავედი.
-ქეთ-უკნიდან დემეტრეს ხმა მომესმა-არ მინდოდა,რომ პირველი პაემანი აქ,საავადმყოფოში,გვქონოდა,მაგრამ მიხარია,რომ მინახულე-ამ სიტყვებს არ ველიდი და გარეთ გავედი თუ არა ავტირდი.სანდამ მხარი გამინთავისუფლა კიდევ კარგი,თორემ ძირს მოვადენდი ზღართანს.
-ხომ კარგადაა?-სანდრამ შეშინებული ხმით მკითხა და მაგრამ მიმიკრო.
-კი.
-აბა,რა ხდება.
-მერე მოგიყვები.
^^
-დღეს მორგში ბევრი საქმე გველოდება-სანდრას ქუჩაში შევეფეთე,როცა მაღაზიიდან ყავით გამოვდიოდი.
-მართლა? არ მახსოვდა?
-რა გჭირს?-გაკვირვებული მზერა მესროლა გოგონამ,რომელიც დემეტრეს მონაყოლიც გაგიჟებული იყო,ბედი გაგეხსნაო,მაგრამ მე ვუსაყვედურე და გავებუტე,მაგრამ ის კვლავ ჩემს შემორიგებას ცდილობდა
-გაბუტულები ვართ!-ზურგი ვაქციე და „ტაქსიში“ ჩავჯექი.
-შევრიგდეთ.ენკი-ბენკისა-ბოლო სიტყვა ქართულად მითხრა,რითაც გული მომილბო და სახე გამინათდა.
-კარგი,კარგი,ოღონდ დამპირდი,რომ ქართულს ისწავლი.
-კარგი-დაუფიქრებლად თქვა და გადამეხვია.
-ალექსისგან არაფერი ისმის?-დამეტყო დაქალის სტატუსის დაბრუნება.
-ერთი მაგისი-გადაიხარხარა გოგონამ და თვალი ჩამიკრა.
-აი,ასეთი სანდრა მომწონს-ეუცრად ტელეფონი ამიცეკვდა-ვუპასუხე-გვერდზე გავიწიე და უცნობ ნომერს ანერვიულებულმა ვუპასუხე.
-ქეთი..-ნაცნობი ხმა ჩამესმა და ადგილზე გავქვავდი.
-კარგად ხარ?-სანდრა ჩემკენ წამოიწია,მაგრამ ვანიშნე,არაფერი მიჭირს-მეთქი.
-შენ ხომ ჩემი ნომერი არ იცი-გულუბრყვილოდ ვუთხარი და თან სანდრას რეაქციას ვადევნებდი თვალს.დაქაჩული თვალებით მიყურებდა,თითქოს არ ვეტყოდი და რამეს დავუმალავდი.
-ძნელია არაა გაგება.პატარა ხარ,ქეთ!
-პატარა?
-ჰო,პატარა-გამომცდელად მიპასუხა მამაკაცმა.
-ახლა მივდიოდი ნომერში-უხერხულობა,მგონი,განვმუხტე.
-არ მნახავ?იმის მერე ერთი კვირა გავიდა.
-ასე მალე გავიდა ერთი კვირა?-დემეტრე მართალი იყო.
-კი,აბა,რა გგონია?-ჩაიცინა ჩვეულად,მე კი მისი სახე წარმოვიდგინე.
-დღეს ვერა,მაგრამ ხვალ,კი.
-კარგი,დაგელოდები-გავუთიშე და სანდრას შევხედე.
-გოგო,რატომ უთხარი უარი?დღეს გენახა.
-არ შემიძლია,ხვალისთვის უნდა მოვემზადო.
-კარგი,ჰო.წამოდი,კაფეში,ერთად ვიმეცადინოთ-შემომთავაზა დაქალმა.
^^
-მეგონა აღარ მოხვიდოდი..-სახე გაინათდა დემეტრეს,როცა მის პალატაში შესული დამინახა.
-რატომ?-მხრები ავიჩეჩე და სკამზე ჩამოვჯექი.
-გვიანია.
-ჰო,ცოტა შემაგვინდა.როგორი სულსწრაფი ხარ-ჩავიცინე და მამაკაცის ნაკვთებს ალმაცერად შევხედე.
-ცოტა კი არა ძალიან-თავის პოზიციას არ თმობდა მამაკაცი.
-მე არ მითქვამს რომელ საათსა და რომელ წუთს მოვიდოდი-თვალი ჩავუკარი და ოთახს ისევ ვესროლე ინტერესიანი მზერა.
-ქეთ,ერთ კვირაში გამომწერებ.
-კარგია-უემოციოდ ვუპასუხე და კედელს მივაშტერდი.
-ჩემთან ასეთი დაძაბული რატომ ხარ?-მკითხა,მაგრამ არაფერი ვუპასუხე,მანაც დატოვა ეს თემა-მინდა ერთი რამ მოგიყვე.ჩვენი ბავშობის მოგონება,რომელიც მუდამ სითბოს მიღვრის გულში.
-ნუთუ,ეს შენთვის ასეთი მნიშვნელოვანია?
-ადამიანი მნიშვნელოვანს მუდამ იმახსოვრებს,ასე რომ,კი-ამით თითქოს იმის თქმა უნდოდა,რომ ჩემთვის მასთან დაკავშირებული არც ერთი მოგონება არ იყო მნიშვნელოვანი.
-ვიცი,რასაც ფიქრობ,მაგრამ შენ რომ არ გახსოვს ამაში არ გადანაშაულებ,მაშინ ბავშვი იყავი,მხოლოდ ხუთი წლის და,თუ დაფიქრდები,მიხვდები,რომ მე შენზე წლებით ვარ დიდი.
-ანუ პატარებთან თამაში გიყვარდა?
-კი და ახლაც მიყვარს.
-ამიტომ მეთამაშები?-ირონიულად ვკითხე და მივაშტერდი.
-რა ვიცი,რას ეძახი თამაშს-ჩაიცინა და ოდნავ წამოიწია-შეგიძლია ბალიში გამისწორო.მინდა,რომ უკეთ გიყურო.თავი დავუქნიე და მაშინვე გავუსწორე თეთრი ბალიში.
-ახლა უკეთ ხარ?
-კი,გაცილებით.მადლობ,ქეთ-„უცებ,გამიშინაურდა“-ჩავიცინე გულში და სკამზე ჩამოვდჯექი.
-ერთხელ ვაზის ყლორტით,იცი,რა გავაკეთე?
-რა?-თვალები ინტერესით დავჭყიტე.
-ბეჭედი.არ გახსოვს,რომ გაჩუქე? ისე გიხაროდა,რომ ჭკუაზე არ იყავი-იმ წამს ბუნდოვნად გამახსენდა როგორ ვიძახდი,ვთხოვდები-მეთქი.
-აუ,კი.ახლა წამოტივტივდა.ღმერთო,გამახსენდა-ხელები პირზე ავიფარე,რომ ემოციები ოდნავ მაინც დამემალა.
^^
რამდენჯერმე კიდევ ვესტუმრე დემეტრეს.საბოლოოდ,ბავშვობის ყველა საერთო მოგონებას მოვუყარეთ ერთად თავი,რამაც მასზე წარმოდგენა შემიცვალა.ახლა უფრო სხვაგვარად ვხედავდი მას.სანდრა და ეკატერინე დავაყრუე,დემეტრეზე თხრობით.
-შეგიყვარდა?-არ მასვენებდა სანდრა.
-არა,უბრალოდ გამიხარდა და მიხარია,რომ ბავშვობის მეგობარს ასე დავამახსოვრდი-ამ სიტყვებზე გოგონა მხოლოდ მიღიმოდა „არ მჯერას“ ინტონაციით.მის სახეზე კი ვკითხულობდი ამას,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი,რადგან ჩემთვის არ იყო ეს მნისვნელოვანი.მნიშვნელოვანი ის იყო,რომ რამდენიმე კილომეტრში დემეტრე მელოდებოდა.
-დღეს გამომწერენ.მინდა,რომ მოხვიდე-დამირეკა აღტაცებული ხმით დემეტრემ.
-გილოცავ.
-პირველზე გამომწერენ.
-პირველზე გამოცდა მაქვს,ვწუხვარ-„მაინც და მაინც ახლა“-უკმაყოფილოდ გავიფიქრე და დემეტრეს პასუხს დაველოდე.
-კარგი,მაშინ გამოცდის მერე სახლში გამომიარე-შემომთავაზა მამაკაცმა და მაშინვე დავიბენი.
-მე?-კედელს მივეყრდენი და მამაკაცის სახის ნაკვთები გახსენება დავიწყება.ასეთი რამ,მგონი,ჯერ არ დამმართნოდა.“როგორ შეგიძლია ამდენ ხანს იფიქრო მასზე?’“-ვუსაყვედურე საკუთარ თავს.
-ჰო,ქეთ.მოდი.თუ გინდა მანქანას გამოგიგზავნი-სერიოზული ტონით საუბრობდა დემეტრე.
-არა,არ შემიძლია.ეს უკვე ზედმეტია.უნა შევიდე გამოცდაზე.
-წარმატებები-უკმაყოფილოდ მიპასუხა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა.
^^
მე და სანდრა ლოგინზე პოპკორნთან ერთად წამოვკოტრიალებულიყავით და „სკაიპით“ ეატერინეს ვეჭორავებოდით.ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გავაცნე და კარგადაც გაუგეს,მგონი.ერთადერთი ის გვიჭირს,რომ ორივემ რუსულად უნდა ვისაუბროთ და ეს ცოტა ოდენ დისკომფორტს გვიქმნის.
-არ მივიდა,უყურე-ეკატერინეს შეუკიკინა სანდრამ.
-აბა,როგორ უნდა მივსულიყავი?-მხრები ავიჩეჩე.
-სანდრა ზემმეტები,გეყო-კიდევ კარგი ეკატერინემ ჩემი მხარე დაიჭირა.
-როგორ უნდა მივიდე მის ანტიკვარ სახლში,თან მისი მანქანითა და მისი მძღოლის მომსახურებით,არ მესმის-ავწიკვინდი პატარა ბავშვივით.
-როგორ და ჭრელად-არ დამინდო სანდრამ.
-სანდრა ძალიან ურევ ახლა-თვალები ბრაზით დავაკვესე.
-მოსწონხარ იმ ბიჭს..იდეალურია,თან მილიარდელის შვილი,ფაქტიურად მილიარდელია,დედისერთაა..თან როგორი სექსუალურია-ეკატერინემ დაიწყო ემოციური საუბრები და ლამის იყო საწოლის ქვეშ დავმალულიყავი.როგორ მაწითლებდა სანდრა,როცა ამგვარ სიტყვებს მეუბნებოდა,თავადაც კი არ ჰქონდა წარმოდგენა.
-აი,ეკუშკებიც მეთანხმება-სანდრამ ამაყად შემომხედა.
-პოპკორნი,მომაწოდეთ რა-გადაიხარხარა ეკატერინემ.
-ჩამოდი და პრობლემა არაა-ავყევი ხარხარში,როცა ტელეფონი ამიცეკვდა.
-ისაა,ისაა-ერთდროულად შემოსძახეს გოგონებმა,მე კი გააფთრებული სახით დავხედე ტელეფონს.დემეტრეს სურათის დანახვაზე ავკანკალდი და გვერდზე გავიწიე.
-ქეთ,როგორ ჩაირა გამოცდამ?
-კარგად-ვაღიარებ და ძალიან მესიამოვნა მისი მოულოდნელი ზარი.
-მეც მაქვს რაღაც მოსალოცი.
-რა?
-ხვალიდან თავისუფლებას ვიღებ ლოგინისგან.
-ეს რას ნიშნავს?.
-ძველებურ ცხოვრებას ვუბრუნდები-ამის გაგონებაზე შემაჟრიალა და გამიხარდა,აღვშფოთდი და ლამის იყო ავცეკვებულიყავი.მეგონა,ძლიერი მუსიკა მოძრაობისკენ მიხმობდა.
-გილოცავ,დემეტრე-პირველად მივმართე სახელით.აი,ამაში კი თავი გამოვიჭირე.“წინ გადადგმული ნაბიჯია“-მეორე „მემ“ გამამხნევა,თავის ჭკუით.
-მადლობ,ქეთ.
-ახლა წავედი და ჭკუით იყავი.
-მიხარია,რომ ასეთი მზრუნველი ხარ.მენატრები და ხვალამდე უფრო მომენატრები.
გავთიშე და სანდრას შევხედე,ეკატერინეც მობილიზებული მიყურებდა ეკრანიან.
-თქვენ რა მისმენდით?-თვალები გამიფართვდა და გოგონებს მივაშტერდი,ხან ერთს ვუყურებდი და ხან მეორეს.
-რა მოხდა?
-ხვალამდეო-დავასრულე მოყოლა და ლოგინზე გავიშხლართე.
-მოსწონხარ,ძალიან მოსწონხარ-სანდრა ხტუნავდა სიხარულისგან.
-ასე რატომ ცერცეტობ?-ვუსაყვედურე გოგონას.
^^
-გამოვალ და მოემზადე-მოულოდნელად დამირეკა.ალბათ,ახსოვდა,რომ დასვენების დღე მქონდა,რამაც ძალიან გამახარა.მაშინვე სანდრას დავურეკე აცეკვებული ხმით,რომელმაც მაშინვე მოირბინა.დამეხმარა გამზადებაში,ეს შენი პირველი პაემანიაო.
ბოლოს,სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილად ავათვალიერე საკუთარი თავი.
-მოვიდა-სანდრა ლამის იყო ფანჯრიდან გადამხტარიყო.
-შენ აქ დარჩები?
-კი,შენი ლეპტოპით წავეჭორავები ეკატერინეს-გადაიხარხარა და სამზარეულოში გავარდა,დემეტრემ არ დამინახოსო.
^^
-ლამაზია,არა?-რესტორანში საუკეთესო ადგლი აერჩია და სასტიკად სექსუალურად მიღიმოდა.ეტყობოდა,რომ აღფრთოვანებული იყო.მინდოდა მეთქვა,არ გაიღიმოო,დამეცვა საკუთარი სიმშვიდე,მაგრამ მსიამოვნებდა თითოეული რეაქცია,რომელსაც მისი ღიმილისგან ვიღებდი,როგორც ფიზიკურად,ასევე ფსიქოლოგიურად.
-კი,ლამაზია-გავუღიმე.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები-ისევ ამათვალიერა და კმაყოფილად ჩაიღიმა.
-მადლობ-თავი დავხარე და ჭიქას მივაშტერდი.
ალკოჰოლი მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე,არ ვსვამ-მეთქი,რაზეც დემეტრემ დამცინა,ბავშვი ხარო.
-ბავშვი ვარ?-ავცერცეტდი.
-აი,რატომ ხარ..ბავშვი რომ არ იყო,არ მკითხავდი ასეთ სისულელეს-ჩაეღიმა მამაკაცს და თვალი გამისწორა.როგორ მინდოდა ჩამეკოცნა მისი თვალები,რომელიც ასე მაკარგვინებდა სხეულს,სულს,გულს...
___
არ დაგეზაროთ შეფასება,გთხოვთ.
მადლობა და მიყვარხართ.



როგორც ყოველთვის,ძალიან კარგია და საინტერსო ველი გაგრძწლებეას

 


№2  offline წევრი i love Green Day

ძალიან მომწონს <3333

 


აუ მალე დადე ველი მოუთმენლად ))
ძალიან მომწონს.<33

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

შეყვარებული გოგონა
როგორც ყოველთვის,ძალიან კარგია და საინტერსო ველი გაგრძწლებეას

i love Green Day
ძალიან მომწონს <3333

შეყვარებული გოგონა
აუ მალე დადე ველი მოუთმენლად ))
ძალიან მომწონს.<33

მადლობთ..

 


№5  offline წევრი Queen ♛

კარგია წარმატებები love

 


№6  offline წევრი თათა

ყველაზე კარგი ხარ <3 ძალიან კარგი იყო love
--------------------
tatukakhorava

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

Queen ♛
კარგია წარმატებები love

თათა
ყველაზე კარგი ხარ <3 ძალიან კარგი იყო love

მადლობთ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent