უშენოდ ცხოვრების მუღამი არ მაქ (სრულად)
-ბიჭო შენ კიდე სალომე გიყვარს?..მე ნანუკა და ნუცა ერთად მივდიოდით.ჩვენს უკან კი ნუცას შეყვარებული დათო,და მისი ორი მეგობარი:სანდრო და ლუკა მოდიოდნენ.უკვე დიდი ხანია ვიცი რომ ლუკას ძალიან უყვარხარ.მაგრამ არ ვიცი რა მემართება.ჩემს თავს ვერ ვაძალებ.. ელენეს დაბადებისდღეში მივედით.ყველამ გადავკოცნეთ და სუფრას მივუჯექით.ლუკა რათქმაუნდა ჩემს გვერდით დაჯდა აბა სად უნდა დამჯდარიყო.თან უხერხულად ვიგრძენი და მეორე ოთახში გავედი.ფანჯარა გამოვაღე და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.. -ისევ თავს მარიდებ.მომესმა ლუკას ხმა.მისი სუნთქვა ჩემთან ძალიან ახლოს ვიგრძენი და შევტრიალდი -სუფთა ჰაერზე მინდოდა გამოსვლა.. -კარგი.ისე ეგ კაბა ძალიან გიხდება.ამათვალიერა და თვალი ჩამიკრა.სახეზე სიწითლე მომედო და თავი ავარიდე,ვეცადე ოთახიდან გამოვსულიყავი.. -ისევ თავს მარიდებ.მისი სიტყვებისთვის ყურადღება აღარც მიმიქცევია.წამოვედი და წინ დამიდგა.. -შემომხედე.. ხმას არ ვცემდი -გოგო შემომხედე მეთქი.იმხელა იყვირა რომ შევხტი.შეშინებული თვალებით შევხედე,მან კი გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა -ჩემი გოგო ხარ.ეცადა გულში ჩავეკარი,მაგრამ ისევ გამოვეცალე.. -ჩემი გოგო ხარ-მეთქი. -ძალიან დარწმუნებული ხო არ ხარ საკუთარ თავში?..ხოიცი რომ არ მიყვარხარ -ვიცი რო არ გიყვარვარ.და ისიც ვიცი რომ მალე შეგიყვარდები..ირონიულად გავუცინე -თავს ნუ იტყუებ.უკვე რამდენი წელია ამ სიტყვებს მიმეორებ.უკვე ყელში ამომივიდა რომ სულ დამსდევ.თავი დამანებე რა.გოგოების მეტი რაარის..მე არასდროს შემიყვარდები -თავს არ დაგანებებ.შანსი არ არის.ახლა უკვე თვითონ გავიდა ოთახიდან.ისევ ღია ფანჯარასთან მივედი და რაფას დავეყრდენი.. -რატო გამოხვედი უთახიდან.ჩემთან ნუცა მოვიდა და გვერდით დამიდგა -არ მინდოდა ლუკასთან ყოფნა.. -ხოიცი როგორ უყვარხარ. -მაგას რა მნიშვნელობა აქვს.მე არ მიყვარს.და არც ამაზე ლაპარაკი არ მინდა.ჯობია შევიდეთ თორე ელენეს ეწყინება -კაი.. ოთახში შევედით.ნუცას გვერდზე დავჯექი.დათო და ლუკა კი ზუსტად ჩვენს წინ იჯდნენ.. -შეიძლება თქვენთან ცეკვა?..უკნიდან ბოხი ხმა მომესმა.ლუკას შევხედე,სიბრაზისგან უკვე მუშტების შეკვრა დაიწყო.. -არა არ შეიძლება..ლუკა ისეთი ჩხუბის თავი იყო,რომ დავთანხმებოდი ცეკვაზე ვიცი რაიმე ცუდი მოხდებოდა,ამიტომ თავი შევიკავე.ბიჭი მაინც არ მეშვებოდა.. -ძალიან გთხოვ მეცეკვე რა.. -არა-მეთქი. -კაი რა გეზარება ადექი და მეცეკვე რა. -შენ რა დაყრუვდი?..ლუკამ ვეღარ მოითმინა და ბიჭთან მოვარდა.. -ეს გოგო ჩემია,და თუ გინდა ცოცხალი გადარჩე აქედან დაახვიე.. -შენ ვერ მიბრძანებ როდის რა უნდა გავაკეთო.არც ის ბიჭი უთმობდა.ლუკამ სახეში ძალიან მწარედ დაარტყა..ბიჭი ფეხზე წამოდგა და ახლა ლუკას დაარტყა. -დედას მოგიტ*ნავ იცოდე.იგინებოდა და თან ტუჩიდან წამოსულ სისხლს იწმენდდა ლუკა.საშინელი ჩხუბი ატყდა,ვინ ვის ურტყამდა უკვე აღარ იცოდნენ.ელენე მე ნუცა და ნანუკა იქითა ოთახში გავედით -ასე როგორ შეიძლება.ყველაფერი იდიოტმა ლუკამ ჩაგაშხამა.მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს რაა. -დაწყნარდი არაფერია..ნუ ნერვიულობ -ამის მერე ხმა ისევ როგორ გავცე.. -ხოიცი რო შენთვის გააკეთა..გამიღიმა ნუცამ -კარგი რა.. იმ ღამეს მეზობელმა საშინელი ხმაურის გამო პატრულს გამოუძახა.ყველანი განყოფილებაში წაიყვანეს.ძალიან ვნერვიულობდი ჩემს გამო სხვებიც არ დააკავონ მეთქი.თავჩაღუნული იდგა ლუკა და იგინებოდა.ხელი მოკიდეს და დაკითხვის ოთახში შეიყვანეს.ცოტახანში დათო გამოვიდა.. -დათო რა მოხდა.მივარდით მე და ნუცა -გამოგვიშვებენ ცოტახანში.. -ყველაფერი შენი ძმაკაცის გამო მოხდა.ამის მერე ორმაგად ვერ ვიტან.. -მოგიწევს.თვალი ჩამიკრა და ნუცას ჩაეხუტა.ნახევარი საათის შემდეგ ყველა გამოუშვეს.. -ნუც მე სახლში წავალ რაა ძალიან დავიღალე. -ჩვენც სახლში მივდივართ,წამოდი ჩვენთან ერთად -ლუკას დანახვა არ მინდა.თავჩაღუნული წამოვედი.გზაში წვინა დაიწყო,მე კი ფეხისაუჩქარებლად მოვდიოდი.უკნიდან ფეხის ხმა მომესმა და მაშინვე ნაბიჯს ავუჩქარე.. -ხოიცი მაინც ვერ წახვალ.მკლავში ხელი წამავლო და მისკენ შემაბრუნა.სულმთლად გალუმპულიყო.. -ხელი გამიშვი -არ გაგიშვებ..წამოდი სახლში გაგაცილებ.დავრწმუნდები რომ კარგად ხარ -თავი დამანებე ლუკა. -ხოიცი რო მაინც არ დაგანებებ თავს.ასე რომ წამოდი..სხვა რა გზა მქონდა,ხელი გავაშვებინე და მას გავყევი.გზაში ხმა არ ამოუღოა,მხოლოდ სიგარეტს ეწეოდა.ჩემს სახლთან მალე მივედით.მკლავში ხელი ისევ მაგრამ ჩამავლო.. -ხელი გამიშვი ნაგავო.. -სალო მაპატიე რაა,ვერ ავიტანე ის ტიპი შენთან რო დავინახე -არ მაინტერესებს შენ რა აიტანე და რა არა.გითხარი თავი დამანებე მეთქი -კარგი.ისიც სახლში წავიდა და მეც.ეგრევე ჩემს საძინებელში შევედი და წამოვწექი.თვალები დავხუჭე თუარა ტელეფონის ხმა მომესმა..მისგან იყო მესიჯი -მაპატიე რაა..ძილინებისა. დილაადრიან კარების ბრახუნმა გამაღვიძა.გავიხედე და იმენა მთელი სასტავი ჩემთან იყო ამოსული.ჯერ ვიფიქრე არ გავაღებთქო,მაგრამ ამათ კაკუნს რა გაუძლებდა.ყველანი სახლში შემოლაგდნენ,ლუკა ყველაზე ბოლოს შემოვიდა და ლოყაზე მაკოცა.რათქმაუნდა ისარგებლეს მარტო რო ვცხოვრობ და ისევ ჩემთან ამოვიდნენ. -აუ ძაან გვშია რაა ბიჭებს.წამოიძახა დათომ და გოგოებს შემოგვხედა -მიდი სამზარეულოში და რაც გინდა ის გააკეთე.უთხრა ნუცამ და გაიცინა.. -არ გეღადავები მართლა ძაან ცუდად ვარ და დატრიალდით ეხლაა.სამზარეულოში შევედი,გოგოები მაღაზიაში ჩავგზავნე რაღაცეების ამოსატანად.ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ.ყველაფერი მოვამზადე და ჩაი გავიკეთე.სკამზე ჩამოვჯექი და ამ დროს ლუკაც შემოვიდა.გამიღიმა და სკამზე ჩემს გვერდით დაჯდა -რას შვები.. -ჩაის ვსვამ.. -გკიდივარ ხო?..ვერ მივხვდი ეს რა შუაში იყო. -კარგი ჩაია ძალიან.თემის შეცვლა ვცადე,მაგრამ ამან სულ გააგიჟა -მეკაიფები გოგო?..მაგიდაზე ხელი დაარტყა. -რა გინდა?.. -კითხვა დაგისვი და პასუხი მინდა.. -ისედაც ყველაფერი ძალიან კარგად იცი და ვერ ვხვდები ათასჯერ გამეორება რა საჭიროა რაა.. -იცოდე თავს არ დაგანებებ.. -რაც გინდა ის ქენი რაა.წამოვდექი და მაცივრის კარები გამოვაღე -ნერვებზე მეთამაშები ხო.ამის დედას შევეცი..დამიღრიალა და სამზარეულოდან გავიდა.სამზარეულოს კარები მივაბრახინე და სკამზე ჩამოვჯექი.თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.ოღონდ ვერ მივხვდი ეს რისი ცრემლები იყო გოგოები დატვირთულები შემოვიდნენ სამზარეულოში.ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს ანერვიულებულები მაგიდას შემოუსხდნენ და ინტერესის თვალები მომაპყრეს.. -იტყვი რა მოხდა?..თავი ვეღარ შეიკავა ნუცამ.სიგარეტს მოვუკიდე და ცრემლები მოვიწმინდე -წეღან ლუკამ მიყვირა.. -გიყვირა? ეგ გაგიჟდა ხო?..მოიცადე დათის ვეტყვი.დგებოდა,მაგრამ შევაჩერე -არ გინდა რა..არ ღირს დამიჯერე -ამიხსენი რაზე გიყვირა. -უკვე ზღვარს სცილდება მაგისი საქციელები.. -დაიკიდე და ისე მოიქეცი ვითომც არაფერი.გამამხნევა ნანუკამ.ყველაფერი მოვამზადეთ და სასადილო ოთახში მაგიდაზე დავალაგეთ.ბიჭები მაგიდას შემოუსხდნენ,ლუკა კი სასმლის ბოთლით ხელში იჯდა დივანზე და თავ ეწეოდა.ყურადღება დიდად არც მიმიქცევია..ლუკასთან დათო მივიდა და მხარზე ხელი გადახვია.. -რა გჭირს ძმაო..ლუკამ ერთი შემომხედა გაბრაზებულმა და თავი ისევ ჩახარა.ჩუმად იყო ხმას არ სცემდა დათოს.გულის სიღრმეში ვინანე ასე რომ მოვექეცი.. -ისევ სალომე ხო?..დაანებე თავი რა.ხოიცი არ უყვარხარ -გაჩუმდი ბიჭო..ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ ძლივს ხმა ამოიღო.. -გოგოს არ უნდა და ნუ აწუხებ.სერიოზულად გეუბნები.. -ეგ გოგო ჩემია ძმაო.. -მთვრალი ხარ და არც კი გესმის რას ლაპარაკობ.. -სალომე მთვრალსაც მიყვარს და ფხიზელსაც.სულ მიყვარს.და ამას ლაპარაკი აღარ სჭირდება.. -მეგითხარი და შენი ნებაა თავს თუ არ დაანებებ.მეხოიცი სულ შენს გვერდით ვარ -ვიცი ძმაო ვიცი.მხარზე ხელი გადახვია დათოს.საღამოს ყველა ერთობოდა ჩემს გარდ.მე სულ მომხდარზე ვფიქრობდი და ლუკას ვუყურებდი.სასმელს სვამდა და სვამდა.. წასვლის დრო მოვიდა.ყველა ერთიანად აიშალა.სანდრო ლუკასთან მივიდა და წამოყენება სცადა..ფეხზე ვერ დგებოდა -წამოდი ბიჭო..წასვლის დროა.ყველას გამოვემშვიდობე.ლუკა არც კი დამშვიდობებია ისე წავიდა..რაღაცნაირად გული ძალიან დამწყდა.ძალიან შევეჩვიე მისგან ყურადღებას..ყველა გავაცილე და დასაძინებლად დავწექი.. შაბათი დღე იყო.ძალიან ცხელოდა.დილით ნუცამ დამირეკა და მითხრა სასტავი ბარში ვართ და მოდიო.სახლში მარტოს რა უნდა გამეკეთებინა და ბარში მივედი.შევედი თუარა მივხვდი რაღაც მაკლდა.ბავშვებს გადავხედე და მივხვდი ლუკა აკლდა.გული რაღაცნაირად ამიჩქარდა,მოვიწყინე -ვაა მოხვედი გოგო?..სათითაოდ გადავკოცნე ყველა.ძალიან კი მინდოდა მეკითხა ლუკა რატომ არ მოვიდა-მეთქი,მაგრამ იფიქრებდნენ შეუყვარდაო,ან თუნცად მოეწონაო.არაფერი მითქვამს..ჩამოვჯექი სკამზე და ფორთოხლის წვენის წრუპნა დავიწყე.. -ეიი სალომე.გონებაზე ნანუკას და ნუცას დაძახების შემდეგ მოვედი -ხო.. -სად დაფრინავ..რა გჭირს დღეს. -ეტყობა ლუკა რო არარი.წამოაყრანტალა სანდრომ და ამის გაგონებაზე ეგრევე თვალები დავუბრიალე -მოკეტე სანდრო რა.ხელი დაარტყა დათომ.. -ხო ისე მართლა ლუკა რატომ არ არის?..იკითხა ნანუკამ.გამიხარდა კიდეც რომ იკითხა.ახლა ხომ მაინც გავიგებდი.. -ლუკა და მარი ერთად წავიდნენ სადღაც.გული ამიჩქარდა.ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა.ვერ მივხვდი უცებ რა დამემართა..ბარიდან გამოვარდი და წამოვედი.ყველა გაკვირვებული დარჩა რა მოუვიდაო.ნანუკა და ნუცა წამომეწივნენ..ჯერ ხმას არ ვიღებდით -სალომე რა დაგემართა?..ვეღარ მოითმინა და მკითხა ნუცამ.რა უნდა მეპასუხა მეც არ ვიცოდი.. -არაფერი,უბრალოდ ვერ ვარ კარგად.. -თავიდან კარგად იყავი და,ჰაა ეხლა იტყვი თუ არაა -რა უნდა ვთქვა..მოდი მე სახლში წავალ -ჩვენ რა დებილები კიარ ვართ.მარიო ახსენა სანდრომ და მაშინვე რაღაცა მოხდა.. -რა შუაშია.მე მართლა ცუდად ვარ.. -შენ რა ლუკა ხოარ მოგწონს?..თვალები ამიცრემლიანდა. -რეებს ბოდავ გოგო..გაგიჟდი? ნერვები ძაალიან მომეშალა და იქიდან სწრაფად წამოვედი სახლში.დივანზე დავჯექი და კინოც დაწყებულიყო.დიდი ინტერესით ვუყურე ბოლომდე..ბოლოს კი ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.ეს ისტორია ჩვენს ისტორიას გავდა.ბიჭმა იმდენი გააკეთა რომ გოგოს გული მაინც მოინადირა..ბოლოში ისეთი საყვარლები იყვნენ რომ ცრემლები ვეღარ შევიკავე.მერე ჩემი და ლუკას ამბავი გამახსენდა,ვეცადე რაიმე გამართლება მომეძებდა..რატომ მემართება ამ ბოლო ეს ყველაფერი.კინოშიც ზუსტად ასე იყო..მივხვდი რომ ეს კინო საშინლად წააგავდა ჩვენს ცხოვრებას დილაუთენია დედაჩემის ზარმა გამაღვიძა ამერიკიდან.. -ჩემი ჭკვიანი გოგო.გილოცავ დაბადებისდღეს საყვარელო.სიმართლე რომ ვთქვა აღარც კი მახსოვდა..გული ძალიან ამიჩუყდა -მადლობა დეე.დიდი მადლობა -აბა დღეს რას შვები? -ჩვეულებრივ.გოგოები ამოვლენ და სახლში ავღნიშნავთ.. -მეჩვენება თუ ხასიათზე არ ხარ?.. -ემწუთში გავიღვიძე და ალბათ ამის ბრალია -კარგი საყვარელო.აბა შენ იცი..ჭკვიანად მოიქეცი -კარგი.ანანოს და ნუცასაც დავურეკე,ვუთხარი დღეს აუცილებლად ამოდით ჩემთან-მეთქი.მათაც უარი არ უთქვამთ,თან სანდროს და დათოსაც ამოიყვანდნენ.ლუკაზე არაფერი უთქვამთ.სამზარეულოში შევედი და ყველაფრის გამზადება დავიწყე.9 საათზე უკვე ყველაფერი მზად მქონდა,მხოლოდ მათღა ველოდებოდი.. -რაა ლამააზი დღეაა..რაა ნათელი მზეაა..იმიტომ რომ დღეს სალომეს..დაბადებისდღეააა შემომესმა მათი ხმა და გახარებულმა კარები გავაღე.დიდი საცუქრის ყუთით შემოვიდნენ ყველანი და მისაღებში მოკალათდნენ.ლუკა ისევ არ იყო,გული ძალიან მეტკინა -ჩემს გოგოს უკვე ყველაფერი მოუმზადებია.თქვა ნუცამ და ფუსრას თვალი შეავლო -რა გემრიელუ სუნი დგას.დაეთანხმა დათიც.სუფრას მივუსხედით.ხმას არავინ იღებდა.. -ლუკამ დამირეკა.გული ამიჩქარდა.. -რაო მერე..რატო არ მოვიდა -ჯერ რაღაც საქმე აქვს.თვალი ჩაუკრა დათის.არაფერი შევიმჩნიე და ჩვეულებრივად გავაგრძელე..ძალიან ვერთობოდით,მაგრამ ყველაფერს მაინც ლუკა აკლდა.დივანზე დავსხედით კინოს საყურებლად როცა ტელეფონმა დარეკა.უცხო ნომერი იყო.. -გისმენთ.. -დაბლა ჩამოდი ორი წუთი.ძალიან გამიკვირდა და ამავდროულად გამიხარდა ლუკას ხმის გაგონება. -ვერ ჩამოვალ..მკაცრად ვუთხარი -შენი სახლის წინ ვდგავარ და ჩამოდი -ვერ ჩამოვალ-მეთქი -ეხლა რა გინდა რო მაღრიალო ხოო?.. -უკვე ღრიალებ.. -ჩამოდი გელოდები.. -კარგი.დაბლა ჩავედი,ყველანი გამომყვნენ.მანქანასთან ლუკა იდგა.ხელში ძალიან ბევრი ბურთები და წითელი ვარდები ეჭირა.ძალიან გამიხარდა,მაგრამ რათქმაუნდ არ შემიმჩნევია.. -გილოცავ საყვარელო.ჩემსკენ წამოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.. -დიდი მადლობა.ვარდები გამოვართვი და გავუღიმე.. -მიყვარხარ..დაიყვირა. -სირცხვილია ნუ ყვირიხარ -ყველამ გაიგოს..მიყვარხარ.მიყვარხარ.მიყვარხარ..ყვირილს ისევ აგრძელებდა.. -გეყოფა-მეთქი. -კარგი,კარგი.. -ზემოთ ავალ.შემოვბრუნდი,მაგრამ არ გამიშვა -მოიცა მოიცა..შენ რა გგონია ჩემი სიურპრიზი მხოლოდ ეს არის?..გამიკვირდა -კიდევ რა არის.. -დაემშვიდობე მისი მეგობრებს.მანქანის გასაღები ხელში აათამაშა.ბავშვებს შევხედე,სანდრომ თვალი ჩამიკრა,ეტყობოდა ყველაფერი იცოდნენ.ლუკამ ხელი სწრაფად მტაცა და მანქანაში ჩამსვა.ვყვიროდი დამსვი მეთქი,მაგრამ ვერაფერს გავხდი.. -ნამდვილი დეგენერატი ხარ.. -ძალიან მიყვარხარ. სახლში მიმიყვანა,ეტყობოდა თავისი იყო.შემიყვანა და მოსაცმელი თავისი ხელით გამხადა -როგორ გაბედე ასე მოქცევა.. -როგორ? -აი ასე,როგორც მოიქეცი -რაც ჩემია ის ჩემს გვერდით უნდა იყოს..ამაში ცუდი არაფერია -ცუდი ის არის რომ ვერაფერს ხვდები.დივანზე გაბრაზებული ჩამოვჯექი.. -რამდენი ხანი უნდა ვიყოთ აქ?.. -სანამ არ მეტყვი რომ გიყვარვარ..ამაზე ნერვები უარესად მომეშალა -ეტყობა სულ გაგიჟდი.ხოიცი რომ ეს არასოდეს მოხდება -ძალიან კარგი,რა ჯობია შენს გვერდით ყოფნას.მაშინ სულ აქ ვიქნებით.. -ვერ გიტან..შენი დანახვაც არ მინდა.ზემოთა სართულზე ავედი,ისიც ამომყვა -მეორე ოთახია.მიხვდა რომ ოთახს ვეძებდი.შევედი და ისიც შემომყვა -კარები უნდა დავკეტო და თუარ გინდა ფეხი მოგყვეს გაიწიე.. -არვაპირებ.ოთახში შემოვიდა და წინ დამიდგა.დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში..მერე კი ვერც კი გავიაზრე ისე წამოიწია ჩემსკენ და ტუჩებში მაკოცა. -თავი დამანებე.მოვშორდი.. -გიყვარვარ..ვიგრძენი -მძულხარ.. -რაღაც არ გეტყობა -იცოდე მეორეთი ეს არ გააკეთო თორე.. -თორე რა.. -გაეთრიე აქედან..ხელი ვკარი და გავაგდე.გავიდა თუარა გამეღიმა მის ასეთ საქციელზე..იმ ღამეს ძალიან კარგად დამეძინა დილით ადრე გავიღვიძე.ძალიან მომშვიდა და ვიფიქრე ქვემოთ ჩავალ და რამეს შევჭამ მეთქი.არ მინდოდა ისიც გამეღვიძებინა ამიტომ ფეხის წვერებით ჩავედი პირველ სართულზე და სამზარეულოში შევედი.საჭმლის კეთება დავიწყე,წელზე მისი ხელები ვიგრძენი და მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა. -ხელები გამიშვი..გამოვეცალე,მაგრამ ისევ წინ დამიდგა.ტუჩებზე დამაცქერდა და თან კბილებით თავის ტუჩზე იკბენდა.. -შეგიძლია ესე დებილივით არ მიყურო.. -თავს ვერ ვიკავებ.საკოცნელად გამოიწია,მაგრამ შევაჩერე -არ გაბედო.ვერ მაკოცებ.. -ვერ გაკოცებ? -ვერა..წელზე ხელები შემომხვია და სახე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოსწია.მის სუნთქვას კანზე ვგრძნობდი.. -ესეიგი ვერ გაკოცებ ხო?..ტუჩებზე ძალიან ნაზად მაკოცა.თავიდან ხელების ქნევა დავიწყე,შევეწინააღმდეგებითქო,მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს მეც ძალიან მსიამოვნებდა,კისერზე ხელები შემოვხვიე და ჩუმად ჩავიცინე.. -ვიცოდი..ხელები კედელს მიაყრდნო. -რა იცოდი..გავუღიმე -ვიცოდი რომ გიყვარდი.. -როგორ ყოფილხარ შენს თავში დარწმუნებული.ეს იმას არ ნიშნავს რომ მიყვარხარ -მაშინ რატოარ შემიშალე ხელი.. -საშუალება არ მომეცა.. -კარგი სალომე რაა.აი წარმოიდგინე როგორ გაუხარდებათ სასტავს..პირველ რიგში კი ყველაზე მეტად მე გამიხარდა -იდიოტი ხარ.შევბრუნდი და საჭმლის კეთება განვაგრძე.. -ჩემი გოგო რას მიმზადებს.თავი მხარზე დამადო -მემგონი ზედმეტი მოგდის.ჯერ ასეთი ლაპარაკი ძალიან ადრეა,თანაც საკუთარ თავში დარწმუნებული ბოლომდე არ ვარ.. -რახან ამას მივაღწიე,მალე იმასაც მივაღწევ რომ ძალიან შეგიყვარდე..გპირდები.მაგიდა გავშალე და შემოვუსხედით.. -გინდა დღეს სადმე წავიდეთ? -დაღლილი ვარ..ავალ და დავისვენებ რაა -როგორც გინდა.ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი.სულაც არ ვნანობდი ამ ყველაფერს,ვიცოდი რომ ეს ყველაფერი მალე მაინც მოხდებოდა და რაღა აზრი ქონდა დამალვას.ფაქტი ის იყო რომ ძალიან მიყვარდა,ან უბრალოდ ძალიან მომწონდა მასთან ყოფნა.ან რა აზრი აქვს..მთავარია რომ მომწონდა მასთან ყოფნა.. დილაზე დაძინებულს საღამოზე გამეღვიძა.ოთახში ლუკა შემოვიდა საჭმლით ხელში.. -ვიცი რომ მოგშივდებოდა და ეხლა არ დაიწყო რაღაცეები.. -არაფრის დაწყებას არ ვაპირებ,მართლა ძალიან მომშივდა.ჩემი საქციელი გაუკვირდა.ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.. -მომენატრე.. -სისულელეებს ნუ ამბობ.. -მართლა მომენატრე -კარგი -მიყვარხარ..საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე -შენ არ გიყვარვარ?..მის სულელურ შეკითხვაზე ნერვები მომეშალა და წარბშეკრულმა ავხედე.. -ხო გითხარი დრო მჭირდება-მეთქი -ვხვდები რომ მე და შენ ცალ-ცალკე აღარ ვართ.. -ვერ მივხვდი.. -მე და შენ უკვე ჩვენ ვართ.გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.. -„ჩვენ“-გავიიფქრე..რა უჩვეულო სიტყვაა,ქვეყნად ყველაზე უფრო იდუმალი.წამოვწექი როცა ტელეფონმა დამირეკა.ნუცა იყო.. -ხო ნუც.. -აჰაა ქალბატონო როგორ ხარ? თუმცა როგორც გატყობ ძალიან კარგად.. -ვერგავიგე?.. -გეყოფა დამალვები და მოყევი რა მოხდა როგორ და რანაირად.. -არაფერი მომხდრა.. -ვიცი მე ლუკა როგორი ტიპიცაა.დავიჯერო არაფერი მომხდარა მართლა? -არა კი მოხდა,მაგრამ რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები.. -კარგი და როდის ჩამოხვალთ? -ხვალ.. -კარგი.. -ლუკაა? ლუკა სად ხარ?..დაბლა ჩავედი და რომ ვერსად დავინახე ავნერვიულდი.. -რაიყო მოგენატრე?..წელზე ხეელები შემომხვია და მაკოცა.წინააღმდეგობა არ გამიწევია -ლუკა დღეს ხომ წავალთ სახლში.. -თუ ასე გინდა წავიდეთ.. -ეხლავე წავიდეთ -კარგი,მაგრამ ასეთი რახდება? -არაფერი უბრალოდ გოგოები ძალიან მომენატრნენ.. -გასაგებია.მიდი მოემზადე მაშინ და წავიდეთ -კარგი.. სახლში შევედით.შუქები ავანთე და გოგოები დავინახე..ეგრევე ჩემსკენ გამოექანნენ და ჩამეხუტეს.როგორ ძალიან მომნატრებიან.ლუკა ბიჭებთან ერთად დაჯდა დივანზე.გოგოებს სამზარეულოში ყველაფერი მოვუყევი და ყველას ძალიან გაეხარდა ჩვენი ამბავი.თავიდან ვერ იჯერებდნენ..დიდი ხანი იყვნენ ჩემთან,მერე კი წასვლის დროც მოუვიდათ -ჩვენ წავალთ.ყველა გავაცილე,სახლში მარტო ლუკა დარჩა -შენ აქ აპირებ დარჩენას?.. -რაიყო არ დამიტოვებ?. -მე ეგ არ მითქვამს,გკითხე უბრალოდ.. -არა ვერ დავრჩები..უნდა წავიდე,რაღაც საქმე მაქვს -კარგი.. -მოიცა უკოცნელად მიშვებ?..წინ დამიდგა -არა რათქმაუნდა.ლოყაზე კოცნას ვაპირებდი,მაგრამ სახე შემოატრიალა.. -დეგენერატო.სიცილით ვუთხარი და გავაცილე.ძალიან ბედნიერი ვიყავი,თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მეგონა..საძინებელში შევედი და დასაძინებლად ვწვებოდი როცა ტელეფონმა დამირეკა.ლუკა იყო,გამეცინა და სიცილით ვუპასუხე.. -რაგინდა.. -მომენატრე.. -გეყოფა ჯამბაზობა.. -მართლა მომენატრე შენ სიცოცხლეს გეფიცები.. -კარგი.. -ჩამოდი რა დაბლა.შენი ბინის წინ ვარ და შენს ფანჯარას შევყურებ.საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი.მართლა იქ იყო.გიჟივით ხელებს მიქნევდა.. -ნამდვილი არანორმალური ხარ.. -ჩამოდი დაბლა.ერთს გაკოცებ და ადი ისევ -გაგიჟდი? უნდა დავიძინო.ჯობია სახლში წახვიდე.. -ანუ არ ჩამოხვალ ხო? -ვერ ჩამოვალ ლუკა..ხვალ გნახავ -კარგი ხო.ხელი დამიქნია,ფარდა გავაფარე და საწოლში ჩავწექი.თვალები მოვხუჭე და ტელეფონი ისევ აწკრიალდა.. -ანუ არ ჩამოხვალ ხო?..სიცილი დავიწყე. -ხო გითხარი უკვე.. -კარგი ხო.მიყვარხარ,გკოცნი და ტკბილი ძილი.. -მეც.. -რა შენც -მეც მიყვარხარ-მეთქი იდიოტო -ჩემი ლამაზი გოგო.. -აუ მეძინება.. -კარგი ხო.ხვალეგნახავ -კარგი.ტელეფონი გავუთიშე და იქითკენ გადავტრიალდი.რამოდენიმე წუთში ისევ გაისმა ტელეფონის ხმა,ახლა უკვე საშინლად გავბრაზდი.. -ხო გითხარი მეძინება მეთქი?.. -დამშვიდდი შვილო მე ვარ..დედაჩემი იყო -უი დეე..ბოდიში სხვა მეგონე -მომიყევი აბა როგორ ჩაიარა დაბადებისდღემ.. -ესეთი დაბადებისდღე ჯერ არ მქონია.. -რამე მოხდა რა მე არ ვიცი?.. -მოხდა და მოგიყვები ყველაფერს ხვალ.. -დედიკო არ გინდა ჩემთან ჩამოხვიდე ცოტახანი? ძალიან მომენატრე.. -მეც ძალიან მომენატრე,მაგრამ არვიცი ზუსტად,თუ მოვახერხე აუცილებლად ჩამოვალ.. -კარგი საყვარელო..იცოდე რომ გელოდები მაინც.. -კარგი დეე. -ჩემი ანგელოზი გოგო.. -ძალიან მიყვარხარ -მეც.. დილაადრიან ლუკას ზარმა გამაღვიძა. -მიდი მოემზადე და ჩამოდი.. -ასე მალე? -ხო ასე მალე.. -კარგი ხო.წამოვიზლაზნე და მოწესრიგება დავიწყე.იმისს მერე ათასჯერ დამირეკა არ მოემზადეო? დაბლა გელოდები მანქანითო.ჩავედი და გადავკოცნე,ის ჩამეხუტა.სასტავი მთელი დღე ერთად ვსეირბობდით.მე და ლუკა ერთად,ნუცა და დათი ერთად..და ნანუკა და სანდრო ერთად.საღამოს ყველა ჩემთან ვაპირებდით ასვლას.. -აუ საყვარელო ვერ ამოვალ მე რა.გული ძალიან დამწყდა.. -რატო? -რაღაც საქმეები მაქვს.თქვენ ადით და იმხიარულეთ.გპირდები ხვალ მთელი დღე ერთად ვიქნებით.. -კარგი ხო.. -მიყვარხარ.შუბლზე მაკოცა და წავიდა,ალბათ მართლა სერიზული საქმე ქონდა რამე.სასტავი სახლში ავედით,ხასიათი საშინლად გამიფუჭდა.ეტყობოდა ვერც ისინი ერთობოდნენ კარგად.. -აუ მოდი სადმე ბარში წავიდეთ..გავერთობით.თქვა ნუციმ და ყველას მოეწონა ეს იდეა.ერთი მე არ ვიყავი ხასიათზე არსად წასვლისა და ბოლოს იმდენი ქნეს მაინც დამიყოლიეს.ბარში ხალხმრავლობა იყო..სკამებზე ჩამოვჯექით.უკნიდან ლუკას ხმა გავიგე,მაგრამ ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი.მერე სიცილიც გავიგონე,არა ეს ნამდვილად ლუკას სიცილი იყო.მივიხედე და დავინახე ლუკა ერთ ქერათმიან გოგოსთან ერთად.თვალები ამიცრემლიანდა და მაშინვე გამოვედი ბარიდან.ნანუკა და ნუციც გამომყვნენ.. -სალომე დაწყნარდი ძალიან გთხოვ.. -როგორ დავწყნარდე.ეს მე როგორ გამიკეთა..ფეხები მეკვეთებოდა უკვე -ასე ნუ ნერვიულობ.ბარიდან დათო და სანდროც გამოვიდნენ და ჩემთან მოვიდნენ.. -სალომე შემომხედე..შემომხედე.დათოს ძალიან ძლიერად ჩავეხუტე.. -ერთობოდა სალომე..მითხრა სანდრომ -მართლა? ამის მერე როგორღა უნდა დავიჯერო რომ ვუყვარვარ -ლუკას მართლა ძალიან უყვარხარ..ეჭვი არ შეგეპაროს იცოდე.. -თავი დამანებეთ ყველამ.ტირილით წამოვედი და სახლში განადგურებული ავედი.ისეთ ხასიათზე ვიყავი რო ირგვლივ ყველაფერს დავლეწავდი.მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა ტკივილისგან..ტელეფონი ავიღე და დედას დავურეკე.. -დედა როგორ ხარ.. -რა გჭირს ხმაზე საყვარელო..ტირიხარ? -ამას არააქვს მნიშვნელობა.ვიფიქრე შენს ნათქვამზე და მინდა შენთან წამოსვლა.. -სალომე რაღაცა არ მომწონს შენი ლაპარაკი..მოხდა რამეე? -რომ ჩამოვალ ყველაფერს აგიხსნი გპირდები.ტელეფონი გავუთიშე და ბარგის ჩალაგება დავიწყე.უკვე ბილეთიც ვიყიდე.ხვალ 12 საათზე აეროპორტში უნდა ვყოფილიყავი საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე.თვალებს ძლივსღა ვახელდი ამდენი ტირილის შემდეგ.საათს დავხედე უკვე 11 იყო.მაშინვე მოვემზადე და აეროპორტში წავედი.გული ძალიან მტკიოდა.არც შეტყობინება არ მომსვლია მისგან,არც კი დაურეკია რომ ყველაფერი აეხსნა.თუმცა ამას რაღა მნშვნელობა ქონდა.ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდებოდა რომ დაუმშვიდობებლად მივდიოდი.ვიცოდი გული ძალიან ეტკინებოდა ყველას..უკვე ჩაჯდომის დრო იყო.სანამ თვითმფინავში ავიდოდი თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე ყველაფერი,და აცრემლებული თვალებით გასაგფრენად მოვემზადე.. იქ ჩასულს დედა აეროპორტში დამხვდა..როგორ ძალიან მომნატრებია ახლაღა მივხვდი.სახლში წავედით და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.. -ასე მაინც არ შეიძლებოდა საყვარელო.იმის უფლება მაინც ქონდა რომ ყველაფერი სცოდნოდა..უმისოდ არ უნდა წამოსულიყავი -ვიცი ყველას ძალიან ეტკინება გული,მაგრამ დრო მჭირდება ყველაფრისთვის.ძალიან ძნელია ეს ჩემთვის -ვიცი საყვარელო,კარგად გიცნობ და ვიცი ეხლა რაც ხდება შენს გულში.. -არადა მჯეროდა რომ ვუყვარდი.. -შეიძლება ძალიან უყვარხარ კიდეც -აბა ეს რატომ გააკეთა.ასე გული რატომ მატკინა?.. -სადაც სიყვარულია იქ დაუშვებელია ტკივილიც არ იყოს..სიყვარული ტკივილის გარეშე არაფერია.დამიჯერე საყვარელო.. -კარგი დე.ეხლა შევალ და დავისვენებ კარგი? -ყველაფერზე კარგად იფიქრე.მგზავრობისგან ძალიან დაღლილი ვიყავი,უნდა დამეძინა როცა ტელეფონმა გაანათა.გული ძალაინ ამიჩქარდა..ლუკა იყო -სალომე ცოტახანს დაბლა ჩამოდი უნდა ვილაპარაკოთ -სახლში არ ვარ.. -ბაზარი არარი მითხარი სად ხარ და გამოგივლი..უნდა გელაპარაკო -ამერიკაში ვარ.. -რაა?..ეტყობა ნერვები ძალიან მოეშალა -რაც გაიგე.. -ძაღლადაც არ ჩამაგდე?.. -გოგოებთან გართობა ხომ კარგი იყო.. -ეგ სულ სხვა თემაა..მიპასუხე რასაც გეკითხები -არვაპირებ შენთან ლაპარაკს..თავი დამანებე -ამის დედაც მოვტ*ან,არ გამითიშო ტელეფონი -სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს..კარგად იყავი.ტელეფონი გავუთიშე თორე თავს მეტად ვეღარ შევიკავებდი და ტირილს დავიწყებდი.. -ელაპარაკე?..ოთახში დედა შემოვიდა -ველაპარაკე.. -მერე?.. -არ ვიცი დედა.არაფერი არ ვიცი.. -ჩემი აზრით უნდა ჩახვიდე და ელაპარაკო -მართლა ასე ფიქრობ?.. -რათქმაუნდა საყვარელო.. -ბილეთ მიყიდე და ხვალე წავალ მაშინ -კარგი ჩემო ლამაზო შუადღის სამი საათისთვის უკვე საქართველოში ვიყავი.პირველი რათქმაუნდა ნუცისთან მივედი.ეტყობოდა მთელი სასტავი შეკრებილიყვნენ და რაღაცას ბჭობდნენ.კარებთან ავიტუზე და მოსმენა დავიწყე -მაგარი არასწორად მოიქცა რაა.ლუკა რა დღეშია -შენ ოღონდაც შენი ძმაკაცი გაამართლო და ჩემი დაქალი რა დღეში იყო აბა გაიხსენე -ლუკას მას მერე ვეღარ ვცნობ.სულ სხვანაირია..არავის იკარებს.მეტის მოთმენა არ შემეძლო.აცრემლებული თვალებით შევედი ოთახში.მათ დანახვაზე გული უფრო ამიჩქარდა და ტირილი დავიწყე.ჯერ არ მპატიობდნენ,მაგრამ ბოლოს ვეღარ მოითმინეს და ყველანი სათითაოდ მაგრამ გადამეხვივნენ..ვერ მოვითიმე და ლუკას სანახავად მივედი.სადარბაზოდან სიგარეტით ხელში გამოვიდა და დაღონებული სადღაც მიდიოდა.. -ლუკა მოიცადე.მაშინვე შემობრუნდა,ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდა -უნდა ვილაპარაკოთ.უთქმელად მოვიდა ჩემთან და წინ დამიდგა -გისმენ აბა.. -შეცდომა დავუშვი, არ უნდა წავსულიყავი -მართალი ხარ.შეცდომა დაუშვი -ეხლა შენ გისმენ.. -რას მისმენ?... -სათქმელი არაფერი გაქვს? -არა..ძალიან იყო გაბრაზებული -მიყვარხარ.ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი -შენ არავინ არ გიყვარს ვიყო.. -მიყვარხარ-მეთქი -შენ არავინ არ გიყვარს..მეორე ღერსაც მოუკიდა.ცოტახანი ისევ ვიდექით ხმისამოუღებლად შემდეგ კი წავიდა,ისე წავიდა ვაფშე არაფერი არ უთქვამს.გული ძალიან მეტკინა.მივხვდი რომ არ უნდა წავსულიყავი..მივხვდი რომ დავკარგე.სახლში დავბრუნდი და ძალიან დაღლილი დავეხეთქე საწოლზე.მაშინვე დამეძინა. დილაადრიან ტელეფონის გაუჩერებელმა ხმამ გამაღვიძა.ტელეფონს დავხედე და ჩემდაგასაკვირად ლუკა იყო,ვიფიქრე უნდა საბოლოოდ მითხრას რომ დამშორდა მეთქი.ძალები მოვიკრიბე და ტელეფონს ვუპასუხე.. -ხო ლუკა.. -ერთწამს ჩამოდი დაბლა რაა. -რა გინდა -ჩამოდი და გაიგებ.ისევ მკაცრი ხმა ქონდა.მივხვდი კარგს არაფერს მეტყოდა.მანქანას იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა,დამინახა თუარა სიგარეტი გადააგდო და ჩემთან მოვიდა -მიყვარხარ.ძალიან გამიკვირდა.. -მიყვარხარ-მეთქი.გუშინ ვიფიქრე ყველაფერზე და მივხვდი რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია.უშენოდ ცხოვრების მუღამი არმაქ. მერე ჩამეხუტა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიდექით ასე, ჩახუტებულები. არც მე ვამბობდი რამეს, არც ის. ეს სიჩუმე იყო ყველაფერი: მონატრებაც, სიახლოვეც, მოფერებაც, სიმთვრალეც და სიგიჟეც... მთელი გულით და სულით დავწერე,და იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.