შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (7)


19-08-2015, 18:49
ნანახია 3 307

-სულ არ გრცხვენია, შვილო? მხოლოდ 5 დღე იყავი აქ. ერთი სული გაქვს როდის გაიქცევი სახლიდან. - უკან დასდევდა მაია შვილს, თან ნივთებს აწოდებდა, არაფრის წაღება რომ არ დავიწყებოდა და წუწუნებდა.
-დედა, აი თითქმის აიგვისტო იწურება. თვის ბოლოს სახლში ვარ და მთელი წელი არსად წავალ! სულ შენთან არ ვიქნები?! - სიცილით ცდილობდა დეა დედამისის გადარწმუნებას.
მამამისი - როსტომი, სახლში არ იყო. იცოდა, დეა რომ წასვლას აპირებდა და სპეციალურად წავიდა სახლიდან. ვერ იტანდა ჩახუტება, გადაკოცნა, დამშვიდობების სცენებს. თანაც, ასე უკეთესი იყო, ორივესთვის.

გაფრინდაშვილებმა იცოდნენ ჯავახია რომ აპირებდა ჩასვლას და რამდენიმე დღით ზღვაზე წასვლა გადაწვიყეს საბას მშობლება. დეა იქ იქნებოდა და საბას მას დაუტოვებდნენ.
-რა ენაღვლებათ. აბა ის კი არა, შვილივ წავიყვანოთო. ირგებენ გვრიტები ზაფხულს.- მოჩვენებითი სიბრაზით შლიდა ხელებს და აქედ-იქით დადიოდა, აქაოდა როგორ მწყინს აქედან წასვლაო, დედამისისთვის რომ ეჩვენებინა.
არადა პირიქით, ძალიანაც ახარებდა ზღვაზე წასვლა რომ გადაწყვიტეს, მით უმეტეს, საბა რომ არ მიჰყავდათ, რადგან მაშინ თვითონაც მოუწევდა წაყოლა... სოფელში... სოფელში ჩასვლა კი იმიტომ უხაროდა, რომ იმედი ჰქონდა იქ თარაში იქნებოდა.
არ იცოდა რამდენი ხნით წავითა თარაში სოფლიდან. მართალია, იქიდან ერთად წამოვიდნენ, მაგრამ ხომ არ ჰკითხავდა, არა?! არც მანქანის საბარგული დაუნახავს, რომ გაეგო თარაშის ჩემოდანი თუ იდო შიგნით.
მთელი 5 დღე ეჭვები და ფიქრები ღრღნიდა. ნორმალურად არ ეძინა. ღამე ეღვიძებოდა, ბალიშთან დადებულ ოცნების მჭერს რომ დაინახავდა, გაიღიმებდა, აცრემლდებოდა და ისევ იძინებდა.
არც გოგოებს შეხმაინებია, გადაკვრით რომ მაინც ეხსენებია თარაში. ირმასთან რომ დაერეკა ერთხელ მაინც, ის მიხვდებოდა, დეას თარაშის ამბები რომ დააინტერესებდა და ეტყოდა რამეს.
„არა, რა წესია ეს, ირმაზე გაბრაზებული ვიყავი და გამოდის, რომ მხოლოდ ჯაყელზე რამის გასაგებად ვურეკავ. აბა ეგ რა ზრდილობაა?!“- დატუქსა თავისი თავი.
ჩემოდანი შეკრა. დედას გადაეხვია, ლოყეი დაუკოცნა ბინიდან გამოვიდა. არაფრით დართო მაიას გაცილების ნება.
სადარბაზოდან რომ გავიდა, არც მეტი, არც ნაკლები, თემური და მისი მანქანა შეეფეთა. გაკვირვებულმა აახამხამა წამწამები.
-აქეთ ვიყავი, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ სოფელში მოდიოდი, ხოდა გამოგიარე. - აუხსნა სიტუაცია.
დეას არ ესიამოვნა თემურის ნათქვამი. განა ბიჭზე გაბრაზდა ან რამე, უბრალოდ მაშინაც, რაღაც საეჭვოდ ახსენეს თავისი თბულისში წასვლის ამბავი, ნინელიმ და ნონამ ეგრევე თქვეს თემური მიდისო, ახლა კიდე აქ დაახდევრეს.
„რაღაც ამბავია აშკარად.“
მთელი გზა უნდოდა რამე ეკითხა ბავშვებზე. იქნებ ლაპარაკის დროს მაინც წამოსცდეს თარაში იქ არის თუ არაო, მაგრამ ვერ გაბედა. დამუნჯებული იჯდა და გზას გაჰყურებდა.
ოცნების მჭერი, რომელიც 5 დღის მანძილზე თითქმის არც გაუგდია ხელიდან, ახლაც ხელში ეკავა და ისე შესისლხორცებოდა, ვერც კი გრძნობდა მის არსებობას.

***

აგვისტოს შუა რიცხვები იყო. წინასწარ წუხდა დეა ქალაქშ დაბრუნება რომ მოუწევდა. ვეღარც გოგონებთან ერთად იმხიარულებდა და... ვეღარც თარაშს ნახავდა, რომელიც რამდენიმე დღე იყო არ ჩანდა.

სოფელში წესად ჰქონდათ ყოველ აგვისტოს თვეში სხვადასხვა უბნის ბავშვები ფეხბურთში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. დანარჩენი ახალგაზრდობა კი მათ საგულშემატკივროდ მიდიოდა ხოლმე სტადიონზე, რომელიც სხვა არაფერი იყო,თუ არა ერთი დიდი მდელო, მოპირდაპირე მხარეს ჩარჭობილი რკინის ძელებით.
დეა და მისი მეგობრები, მათ შორის ლაშაც, მდელოს მეზობლად მყოფი ტყის პირას ჩამომსხდარიყვნენ და არც თუ ისე დიდი ინტერესეით უმზერდნენ თამაშს.
ჯავახიას მოუსვენრობა ეტყობოდა. იცოდა, რომ ირმას ძმა უნდა მისულიყო, თუმცა თარაშზე რამის კითხვას მაინც ვერ გაბედავდა. თავს გაყიდდა მის ძმაკაცთან, ეს კი არ უნდოდა, რადგამ მის დანახვაზე ყოველთვის სირცხვილის გრძნობას უნდა შეეპყრო.
ბავშვები რაღაცაზე საუბრობდნენ. დეას არ ესმოდა მათი ხმა. ოცნების მჭერს მისჩერებოდა.
-რას იტყვი, დეა? - ფიქრებში წასულს ჩაესმა თამთას ხმა.
-ჰა, რაზე?
-იზოლდა თავის ტრისტანზე ფიქრობს, სად სცალია ჩვენთვის?! - ჩაიცინა ლაშამ.
ჯავახიამ მტრული მზერა სტყორცნა.
-იტყვით თუ მივუბრუნდე ჩემს ფიქრებს?
-ჩემს ძმას მოჰყავს ცოლი. - ყურებამდე გაკრეჭილმა ირმამ უპასუხა.
-მართლა? რა კარგია! გილოცავ ეე! - გახარებული ჩაეხუტა მეგობარს.
-ხო, ოღონდ ჯერ არ აპირებს ქორწილის გადახდას და ასეთებს. უბრალოდ ხელს მოაწერენ და ჯვარს სხვა დროს დაიწერენ.
-ძალიან კარგია, მართლა გამიხარდა! - გულწრფელი იყო ჯავახიას სიტყვები.


სახლში წასვლა უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ ლაშა მარტო არ გაუშვებდა და აზრი არ ჰქონდა. მაინც ვერ განმარტოვდებოდა თავის ფიქრებთან.
-საბას მოვინახულებ და დავბრუნდები. - მიაძახა ბავშვებს, ინტერესით სავსე მზერა რომ გააყოლეს მიმავალს და ნაბიჯს აუჩქარა.
თემურის რომ ცოლი მოჰყავდა მართლა გაუხარდა, თუმცა მაინც ცუდ ხაისათზე იყო. ჯაყელის ნაჩუქარი ოცნების მჭერი ნამდვილად ვერ უწევდა მის მაგივრობას.
შორიდანვე დაინახა მიწაზე გაწოლილი საბა. შეშინებულმა შეჰყვირა და მისკენ გაიქცა.
შვებით ამოისუნთა რომ დარწმუნდა სერიოზული არაფერი სჭირდა, ბურთი მოხვედრია სახეში და ცხვირიდან სისხლი სდიოდა.
ვიღაც უცხოებს წყალი გამოართვა და სისხლიანი ხელ-პირი დაბანა. ბევრი ეხვეწა მერე პატარა გაფრინდაშვილი, მაგრამ თამაშის ნება აღარ დართო. იქვე ჩამოჯდა მინდორზე და ბავშვიც გვერდით მოიჯინა.
ეცადა ფეხბურთზე მოეკრიბა ყურადღება და არაფერზე ეფიქრა სხვაზე. თითქოს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ საბამ რომ ხელზე დაუწყო ჯაჯგური, ძლივს მოკრებილი ყურადღება გაეფანტა.
-ის თემოს მანქანა არაა? - თითი გაიშვირა ბავშვმა სტადიონისკენ მომავალ მანქანაზე.
გულის ცემა აუჩქარდა ჯავახიას. ჯერ კიდევ ჰქონდა იმის იმედი, რომ სამხედრო ნაწილიდან მომავალ თემურს თარაშიც მოჰყვებოდა.
-კი, მერე? - ვითომ უინტერესოდ ჰკითხა.
-აუ ვუთხრათ რა და გამატარებინოს მანქანა?! - შეემუდარა ბიჭი.
-არვიცი, ვნახოთ. - დაუფიქრებლად უპასუხა და მოუთმენლად მიაშტერდა მანქანას.
საუკუნედ მოეჩვენა დრო, სანამ თემური მანქანიდან გადმოვიდოდა. მას კი... მას კი ჯაყელი გადმოყვებოდა.
სიხარულისგან მოწოლილი ცრემლები მუჭით მოიწმინდა და ეცადა აღელვება არ შემჩნეოდა. არ უნდოდა ვინმე რამეს მიმხვდარიყო, მით უმეტეს, თარაში, რომ მისმა დანახვამ დეაზე ასე იმოქმედა.
გაუაზრებლად დახედა ოცნების მჭერს, მერე კი ხელში ჩაბღუჯა.
კაცის ქმედებას აკვირდებოდა. ჯერ რომ დინჯად გადმოვიდა მანქანიდან, მერე ფეხბურთელებს შეხედა, ძმაკაცს გამოელაპარაკა, ბოლოს კი განზე გაიხედა.
რომ შეამცნია თარაშმა მას შეხედა, სწრაფად დახარა თავი და მიწაზე გაურკვეველი ფიგურების მოხაზვა დაიწყო.
ვერ გაიგო, როდის მიუახლოვდა ჯაყელი, მოულოდნელობისგან შეჰკივლა მის გვერდით რომ ჩამოჯდა კაცი.
სამხედრო ფორმა ეცვა, ფორმა, რომელიც ჯავახიას აზრით ყველა სამოსზე მეტად უხდებოდა.
ხან აუჩქარდებოდა გულისცემა, ხანაც შეუნელდებოდა.
ძიძის მოდუნებული ყურადღებით ისარგებლა საბამ და ბავშებთან გაიქცა სათამაშოდ.
-კარგად შეინახე ეგ, არ დაგეკარგოს. - ჩაიცინა თარაშმა.
-მაგას ვაკეთებ ზუსტად. - ფართედ გაუღიმა დეამ.
სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი იძვროდა ადგილიდან, არც მათი მეგობრები მოდიოდნენ.
თარაში ჯავახიას ხელს დაშტერებოდა, რომლითაც ოცნების მჭერი ჩაებღუჯა. უნდოდა გაეღიმა, მაგრამ თავს იკავებდა.
მიზანი ნაწილობრივ მიღწეული იყო.
ხვდებოდა, რომ ჯავახია უკვე გაცვეთილი ფრაზით რომ ვთქვათ „გულგრილი არ იყო მის მიმართ“, აბა სხვას რას უნდა ნიშნავდეს მისი საქციელი, მამაკაცის ნაჩუქარი ნივთვი, რომ ერთ კვირაზე მეტი იყო თან დაჰქონდა?! მართალია, ეს თარაშმა არ იცოდა, მაგრამ მაშინ რომ თან ჰქონდა, ხომ დაინახა?!
ხელი წაიღო მისკენ. მაჯაზე მოკიდა გოგონას, რომელმაც უმალვე შეხედა გაკვირვებული თვალებით.
მეორე ხელით თითები გააშლევინა. ხელისგულზე დადებული ოცნების მჭერს მეორე დაადო ზევიდან.
ჯავახიას გაეღიმა.
-ნუ დაუშვებ შეცდომას ჩემსავით, ასე რომ, დაიჭირე შენი ოცნება. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაცმა და თითები შეაკვრევინა გოგონას.
ადგა და წავიდა.
დეამ მიმავალ თარაშს გააყოლა თვალი.
„რა შეცდომა დაუშვა ნეტა?“
თავისთვის ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა.

***
ირმასთან იყვნენ დეა, ნინელი და საბა. ქალმა დაიჟინა სერიალის ყურება მინდაო და არც მათ დაანება სახლში დარჩენა.
მისაღებ ოთახში, სადაც ტელევიზორი ედგათ, მათთან ერთად ირმას დედა - ნონა და ბებიაც იყვნენ.
ჯავახია არც კი უსმენდა ტელევიზორს, მთელი ყურადღება ყავაზე ჰქონდა გადატანილი და დიდი მონდომებით წრუპავდა საწრუპიდან.
ოხვრით დადო ცარიელი ჭიქა მაგიდაზე და თითები სავარძლის სახელურზე ააკაკუნა. აღარ იცოდა რით გაერთო თავი, ქალების საუბრის და სერიალის მოსმენისთვის რომ თავი აერიდებინა. მისდა სამწუხაროდ რეკლამაც მაშინ დაიწყო...
-დეა! - ირმას ხმა მხსნელად მოევლინა ჯავახიას.
-რა?
-როგორი ბიჭია ჩემი ძმა? - წარბები აათამაშა და ღიმილით მოავლო თვალი შეცბუნებულ დედამისსა და ნინელის.
-რაო? - თვალები დაქაჩა დეამ.
-ჩემს ძმასთან დაკავშირებით რას ფიქრობ, ეგ მაინტერესებს. - ფეხი ფეხზე გადაიდო კმაყოფილმა. - დედაჩემს და ქალბატონ ნინელის თქვენი...
-ირმა!
საოცრად მკაცრი ხმა ნონას ეკუთვნოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ირმა მაინც არ აპირებდა დანებებას.
-ხოდა რას ვამბობდი?! მოკლედ, დედაჩემს...
-ირმა, საკმარისია!
სახლში შესასვლელი კარი გააღეს და დახურეს. არცერთს გაუგია ხმა.
-ორივეს უნდა, რომ შენ და ჩემი ძმა დაქორწინდეთ.
-რაო? რას ამბობ, მე ხომ სხვა მიყვარ... - მოულოდნელად გაწყვიტა დეამ სიტყვა, ოთახში შემოსული თარაში რომ დაინახა. სხვები ჯაყელისკენ ზურგით ისხდნენ, ასე რომ ჯერ ვერ გაეგოთ რა იყო ჯავახიას მოულოდნელი გაჩუმების მიზეზი.
„ოღონდ არ გაეგო ჩემი ნათქვამი, ოღონდ არ გაეგო...“ - ტირილამდე მისულიყო ჯავახია.
--რა იცით ახალგაზრდებმა სიყვარული რა არის! ვისთანაც შეხმატკბილებული იქნები ის გეყვარება.- „საუბარში“ ჩაერთო დეას სიტყვებით აშკარად უკმაყოფილო ლეილა.
-მე არ მითქვამს, რომ თქვენი შვილიშვილი ცუდი პიროვნებაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე და ის... სისულელეა უბრალოდ! - ნერვიული სიცილით დაამატა ბოლოს.
„გარეკეს ამათმა? რას როშავენ საერთოდ, რა მე და თემურის ქორწინება, როცა მისი მეგობარი მიყვარს? თანაც ასე არ მითხრა ირმამ ჩემს ძმას ცოლი მოჰყავსო? ალბათ არ მოსწონთ სარძლო... ნამდვილად ასე იქნება!“
-უსმინეთ ერთი, უსმინეთ რას ლაპარაკობს ეს ერთი ციდა გოგო? სისულელე! არ გამომიყვანა სულელი ამ ხნის ქალი? რას უწუნებ ერთი ჩემს ბიჭს, რითი ჯობია ის შენი ტურფა, ვინც გიყვარს? - აქოთქოთდა ლეილა.
-მართალია, ლეილა, რა იციან ამათმა სიყვარულის. დაინახავენ ვიღაცას და აიჩემებენ მიყვარს, მიყვარსო. ოჯახი ისეთი რამაა მხოლოდ ურთიერთგაგება და პატივისცემა შეძლებს მის შენარჩუნებას, თორემ აბა სად ყრია სიყვარული, მაჩვენე! - აჰყვა ნინელიც.
გაბრაზებულ დეას მძლავრად მოემუჭა ხელები და იატაკს ჩაშტერებოდა. ცდილობდა დაწყნარებულიყო, მაგრამ ქალების ლაპარაკი კიდევ უფრო აღიზიანებდა.
ბოლოს ფეხზე წამოხტა გაბრაზებული. ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, რაც დიდი ნერვების ფასად დაუჯდა, სახლიდან გამოვარდა და რაც შეეძლო სწრაფად გააბოტა პატარა ტყისკენ, უბანს რომ ერტყმოდა გარს.
„სულელი ბებრუხანები! მე არ ვიცი თურმე სიყვარული და მაგათმა იციან რამე! თავში ტვინი კი არა კუჭი აქვთ! ვინც ამოუძღებს იმ კუჭს ის უყვართ და ის უნდათ. სიყვარულის მაგათ არ გაეგებათ არაფერი, თორემ!“
შუა ტყეში გაჩერდა. დაღლილი იყო. ღრმად სუნთქავდა ჯერ ისედაც გაბრაზებული და ახლა დაღლაც მიემატა. სულს ძლივს ითქვამდა. ეგონა, რომ სახე ჭარხალივით ექნებოდა გაწითლებული, იქამდე ცდილობდა მოთმენას, სანამ არ უმტყუვნა ნერვებმა. კიდევ კარგი არაფერი თქვა მათთანმ, თორემ თუ იტყოდა ისეთ მწარეს, რომ ძალიან ეწყინებოდათ ყველას, შეიძლება ირმაც კი განაწყენებულიყო და ეს არ უნდოდა.
„ისევ ირმას გამო გავჩუმდი, მისი ოჯახის წევრები არიან და არ მინდა უთანხმოება მოსვლოდა ჩემ გამო. თანაც მის ძმაზე იყო ლაპარაკი, უცხოზე ხომ არა?! არა, მაინც რამ აფიქრებინათ, რომ მე და თემური დავქორწინდებოდით? სულ გარეკა ამ ხალხმა? საოცარია პირდაპირ რააა, გაგაგიჟებენ კაცს!“
ხის ძირში ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
„მგონი თარაშმა ყველაფერი გაიგონა“- კრიჭა შეკრა, არ უნდოდა ეტირა, არ უნდოდა სუსტი ყოფილიყო და თავისი სიყვარული ვერ დაეცვა სხვებისგან თუ საკუთარი სისუსტისგან.
-საკმარისად ბნელა იმისთვის, რომ ტყეში მარტო იყო ახლა. - მოულოდნელად გაისმა ჯაყელის ბოხი ხმა.
თვალები ჭყიტა. მის წინ აყურებულიყო კაცი და წარბშეკრული დასჩერებოდა ტირილის პირას მყოფ გოგოს.
-მაინც ვინ გიყვარს? - ღიმმილმა ტუჩის კუთხე ჩაუტეხა თარაშს.
-რა შენი საქმეა? - შეუბღვირა და განზე გაიხედა.
-ფიქრობ, რომ ჩემი საქმე არაა? ბოლოსდაბოლოს ჩემს მეგობარს უნდა გაგაყოლონ ცოლად. - ჩაიცინა.
-მთვარია,რომ შენი მეგობარი არ მიყვარს, ასე რომ დანარჩენი შენ არ გეხება!
-ჰო?! - დეამ ყელზე იგრძნო მამაკაცის სუნთქვა.
უნდოდა შეეხედა, თუ სად და როგორ მდგომარეობაში იდგა, მაგრამ თავი მიაბრუნა თუ არა მისკენ, სუნთქვა შეეკრა, რადგან თარაშის სახე სულ ახლოს იყო თავისასთან. ახლა უკვე მთელს სახეზე ეფრქვეოდა ცხელი ჰაერი. ჯაყელის სუნამოს სუნსაც გრძნობდა. თითქოს კაცის სიახლოვე საკმარისი არ იყო, სუნამოს სურნელიც კი თავბრუს ახვევდა და საღად აზროვნებაში უშლიდა ხელს.
-ე.ი. არ მეხება არა? - ჟრუანტელმა დაუარა ტანში. სადაც იყო ცხვირითაც კი შეეხებოდა მის ცხვირს, ან თუნდაც ლოყას.
-არა-მეთქი, ხომ გითხარი, არა?
-საერთოდ?
თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. მამაკაცი დადუმდა. მხოლოდ ღიმილს ვერ იკავებდა ჯავახიას აწითლებული ლოყების და დარცხვენილი მზერის დანახვაზე.
-ოცნების მჭერი სად გაქვს? - იკითხა დასერიოზულებულმა თარაშმა.
დეამ სწრაფად წაიღო ხელი შარვლის ჯიბისკენ, მაგრამ იქ აღარ დაუხვდა. გამალებით ამუშავდა მისი გონება.
„სახლიდან რომ გამოვდიოდი მქონდა, ირმასთანაც. მახსოვს, რომ ხელში მეკავა.“ - სასოწარკვეთილი ცდილობდა ნივთის სავარაუდო ადგილ-სამყოფელის გახსენებას.
-დაკვარგე. - ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა.
ტუჩები აუთრთოლდა და თვალები აუწყლიანდა.
-ალბათ აქ რომ მოვდიოდი გზაში დამივარდა. ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი. - ანერვიულებული წამოდგა ფეხზე და მიმოიხედა, მაგრამ სიახლოვეს ვერსად დაინახა დაკარგული ნივთი.
ეგონა უძვირფასესი რამ დაკარგა, ნივთი, რომლის გარეშეც ვერ იარსებებდა.
ერთად ეძებდნენ ოცნების მჭრერს. უამრავჯერ გაიარეს მანძილი ირმას სახლიდან ტყემდე, მაგრამ ვერ ნახეს. დეა ძალიან წუხდა, თარაში რომ არ ყოფილიყო მის გვერდით, ალბათ გულიანად იტირებდა კიდეც. ჯაყელს არ მიაჩნდა ტრაგიკულ ამბად ეს, მაგრამ ჯავახიას მაინც ვერ დაარწმუნა, რომ მისი დაკარგვით არაფერი დაშავებულა.
-მეორე ხომ გაქვს. - მიაძახა წინ წასულ გოგოს კაცმა და ხეს მიეყრდნო. - ნუ მომკლავ ამის ძებნით.
-მაქვს, მაგრამ ის პირველი მაჩუქე და უფრო მიყვარს. - დაუფიქრებლად უპასუხა.
-რომელი უფრო, მე თუ ის?
მთელი ყურადღება ოცნების მჭერის ძებნისკენ ჰქონდა მიმართული, თარაშის სიტყვების შინაარს კი არ დაკვირვებია და სწრაფადვე უპასხა „შენო“.
კაცს გულიანად გაეცინა. გაკვირვებულმა შეხედა დეამ რა აცინებსო, მერე მისი კითხვა და თავისი პასუხი რომ გაიხსენა ფერები გადაუვიდა სახეზე.
გაშრა.
ანერვიულდა.
-გიყვარვარ არა?! - გოგონამდე მანძილი წამში გადაკვეთა ჯაყელმა და წინ აესვეტა.
-ანუ... ხომ ხვდები... როგორც ადამიანი...
-მე კი ვხვდები როგორც გიყვარვარ, მაგრამ... - ცბიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე თარაშს. გოგონასკენ დაიხარა და ახლოს მიუტანა სახე ისე, რომ გულის ცემაც კი ესმოდა.
-შენ რომ გგონია ისე არ მიყვარხარ! - გაგულისებულმა წამოიძახა. იმედი ჰქონდა, რომ გადაარწმუნებდა კაცს.
-შენ რა იცი მე რა და როგორ მგონია? - თვალებმოჭუტული დააჭტერდა.
-ქალური ინტუიცია! - გამარჯვებულის ნირაბი აიკრა და გაუღიმა.
-ეგ შენი ქალური ინტუიცია იმდენს ვერ ხვდება, რომ შენი არ მჯერა? - ეცინებოდა დეას გულუბრყვილობაზე.
-რატომ არ გჯერა? - მოღუშულმა ჰკითხა.
თარაშმა მხოლოდ გაუღიმა. სურვილს ჯავახიას ჩახუტებისას წინ ვერ აღუდგა და ჯერ თმაზე ჩამოუსვა თითები, მერე მხრებზე მოხვია მხუბუქად და თავისკენ მიიზიდა. დეას თავი ჯაყელის გულ-მკერდამდე ძლივს სწვდებოდა, ხელები გულ-მკერდზე მიებჯინდა და განაბულიყო. ვერ ბედავდა წელზე შემოეხვია, თუმცა ძალიან კი უნდოდა. თარაში თავზე ეფერებოდა, შიგადაშიგ კი ტუჩებითაც ეხებოდა მის თმას.
-დეა, დეა. - გაღიმებულმა კაცმა ჯავახიას სახელი წაიღიღინდა და ხელი უშვა.
არ ესიამოვნა დეას მამაკაცის ქცევა, თუმცა არაფერი უთქვამს. განაწყენებული და შერცხვენილი წინ წავიდა და თან მიწაზე დაჩერებოდა, იქნებ ეპოვა ოცნების მჭერი.
ასე გავიდნენ გზამდე. მერე სვლა შეანელეს.
-აქ რატომ ხარ? - ინტერესიანი მზერით ახედა მაღალ სხეულს ჯავახიამ.
-თბილსში რა გამაჩერებდა აბა. - ჩაიცინა ჯაყელმა.
-მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. - მხრები აიჩეჩა და ირმას სახლთან შედგა.
-არ შემოხვალ?
-არა. დღეიდან შეწყდა ჩემი მანდ ვიზიტები. - მოღუშულმა უპასუხა.
-მიკვირს რომ ვერაფერს ხვდებოდი. - თავზე გადაისვა თარაშმა ხელი.
-ე.ი. ყველაფერი გაიგონე, არა?
-ცოტა ხმადაბლა რომ გეყვირა, იქნებ არ გამეგონა, მაგრამ... - ისევ გაეცინა.
-მგონია, რომ სულ დამცინი. - ტუჩები მოკუმა გაბრაზებულმა და ხელები გადააჯვარედინა.
ჯაყელი დასერიოზულდა.
-დაგცინი? - თვალები მოჭუტა.
სწრაფად გააქნია თავი ჯავახიამ უარყოფის ნიშნად. თითებს ისევ ატკაცუნებდა, ოღონდ ზურგს უკან, ეგონა, თარაში ვერ მხედავსო.
-თითებს სულ მოგალეწავ!
სერიოზული გამომეტყველებით ნათქვამმა სიტყვებმა დეა დააფრთხო. სულ პატარა ნიშან-წყალიც კი არ ეტყობოდა იმის, რომ ხუმრობდა.
-მეხუმრები ხომ?
ჯაყელს არაფერი უთქვამს.
დეას სახლისკენ წავიდნენ. მიდიოდნენ ნელა და მდუმარედ.
თითქოს გამოუტყდნენ ერთმანეთს გრძნობებში, უფრო სწორად კი, თარაში დარწმუნდა, მაგრამ ჯავახია მაინც ვერ ხვდებოდა, რადმედან სერიოზული სახე ჰქონდა ამ ყველაფერს ჯაყელის მხრიდან.
დეას უნდოდა ლოყაზე კოცნით დამშვიდობებოდა, მაგრამ მამაკაცი მასთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო და ფეხის წვერებზე რომც აწეულიყო, მაინც ვერ მისწვდებოდა.
ხელი დაუქნია და ღიმილით შევიდა ეზოში.
„ფ ართოდ გადადგი ნაბიჯი,
ი რიბად გაჰყევი გზას,
ბ ავშვივით ოცნებას აჰყევი,
ი რბინე სლდის პირას.
მე მზად ვარ...
დაგიჭერ!“ - ეზოში მყოფს გარკვევით მოესმა სიტყვები. ეჭვიც არ შეპარვია, რომ ხმა თარაშს ეკუთვნოდა.
არ გამოპასუხებია.
ყურებამდე გაღიმებულმა გადაკვეთა გზა და სახლში შევიდა.
სწრაფად აირბინა თავის ოთახში.
დიდხანს იჯდა ფანჯრის რაფაზე და გზაზე მიმავალ კაცს აკვირდებოდა.
მერე უბრალოდ ფიქრობდა.
საწოლის თავზე დაკიდებულ ოცნების მჭერს ნიავი აქანავებდა.
„მე მზად ვარ... დაგიჭერ“!

____________
შეწყვეტით ნამდვილად არ შევწყვეტ. თქვენ რომ არც გინდოდეთ ამ ისტორიის წაკითხვა, მარტო მე ისე მიყვარს, ჩემთვის დავწერ და თქვენთვის ხომ საერთოდ! მადლობა ყველას, მახარებთ და მიყვრხართ.
იმედი მაქვს ეს თავიც მოგეწონებათ. შედომებისთვის ბოდიშს გიხდით.



№1  offline წევრი Unnamed

ამ ისტორიის გულისთვის შემოვდივარ აქ და ნუ შეწყვეტ ♥

 


№2  offline წევრი milangirl

აუ რა კარგი ისტორიაა smile რატომღაც მგონია, რომ მომდევნო თავი უფრო საინტერესო იქნება

 


№3  offline წევრი ket-kat

საყვარლობაა გააგრძელე :)

 


№4  offline წევრი მთვარეული

ოხ ეს ბებრუხანები როგორ მომიშლაეს ნერვები...ოხ ეს მაჭანკოლბა დაღუპავთ :დ
რა თემური რის თემური როცა ჩემი თარაშია <3
როგორ მომწონს შენი წერის სტილი ^_^ მართლა კარგად წერ და წარმატებებს გუსრვებ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent