სიყვარული წარსულიდან[7]
ამერიკაში სასწავლებლად ჩამოვედი და არა პაემნებზე სასიარულოდ.დემეტრე ჩემი ბავშვოის მეგობარი რომ არ ყოფილიყო,ალბათ,ახლოსაც არ გავიკარებდი.საქმეც იმაშია,რომ მასთან შეხვედრებს პაემნებს არ ვარქმევ.სანდრა კი მეუბნება,ნამდვილი პაემანი იყოო,მაგრამ ყურს არ ვუგდებ.ჩემს მშობლებს არც მოეწონებოდათ,რომ აქ დამეწყო დაემნობანა და გაცნობობანა,მათ ხომ სასწავლებლად გამომგზავნეს. -რაც გინდა იმას მუდამ აკეთებ და,რაც არ გინდა,იმას სხვას აწერ-გამომაჯავრა სანდრამ. -გოგო,ნუ წაიღე ტვინი-დავეჟღანე და ჩანთა ავიღე. -ისე რა სპეციალობას ირჩევ?ისე მკითხა,თითქოს აქამდე არ ცოდნობდა. -პედიატრიას-ვუპასუხე და გავუღიმე.ბავშვები ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს,რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი.სანდრა კარდიოქირურგიას ირჩევს,გულის ავტონომიაო,სულ ამას გაიძახის. ^^ -გიოს სიცხე აქვს-მაკა ტელეფონში შემომჩივლა. -დე,მაღალი აქვს?-ექიმივით დავიწყე საუბარი,არადა,მხოლოდ პირველი კურსის სტუდენტი ვარ. -38 და ხუთი აქვს. -დამწევი დაალევინე და დაზილე არყიანი წყლით. -ეგ მეც ვიცი,გოგო. -აბა,რა გაინტერესებს? -შვილო,როგორც ექიმს ისე კი არ გეუბნები,როგორც შვილს ისე,თორემ უკვე გიოს ყველანაირი ზომა აქვს მიღებული.არყიანი წინდებიც კი აცვია-დამეკრიჭა დედა.შენტან უნდა საუბარი,ჩემო პატარა. -პატარა არ ვარ-ჩავილუღლუღე-მიდი,დაუძახე. -ქეთუშ,მომენატრე. -მეც,გიო.მალე გამოჯანმრთელდი,კარგი.შემპირდები? -გპირდები-ისე საყვარლად თქვა,რომ მისი ცახუტება მომიბდა.ისეთი ბავშვია,რომ ყოველ დღე მის სურათს ვუყურებ.საფულით დამაქვს ჩემი გიოს ფოტო.ისეთი სიცოცხლეა,რომ ლამისაა ფრთები გამოვიბა და თბილისში ჩავფრინდე. ^^ დილას დემეტრეს ზარმა გამაღვიძა. -როგორ გეძინა? -ახლახანს გამაძვიძე-ნამძინარევი ხმით ვუპასუხე და წყალი მოვშრი=პირი გამიშრა. -გეტყობა.არ გინდა დღეს სადმე გავისეირნოთ? -მეგონა,რომ არ გეცალა-ქალური ეშმალობით ვუპასუხე და თვალები ლამაზად ავაფახუნე, ისე,თითქოს დემეტრე ჩემ გვერდით ყოფილიყო. -გამოგივლი.მზად იყავი,იცოდე. -ბრძანებებსაც სცემ-გადავიხარხარე. დიდხანს არ მიფიქრია ისე გამოვეწყვე სპორტულ ფორმაში,თმა ზემოთ ავიწიე და ბოლთის სცემა დავიწყე.ალბათ,დედაჩემისთვის უნდა მეთქვა დემეტრეზე,მას ხომ არაფერს ვუმალავდი,მაგრამ ამჯერად საჭიროდ არ ჩავთვალე,რატომ არ ვიცი,მაგრამ მასთან მისი სახელიც კი არ მიხსენებია.მამაჩემის აზრით,ოჯახის შექმნაში მშობლები უნდა დაგეხმარონ.რაღაც წრე უნდა შექმნან,როგორც ძველ დროში იყო.მოკლედ,ოჯახებმა ერთმანეთთან უნდა იარონ და ასე უნდა მოხდენ ქორწინება.ამ ყველაფერს ძველმოდურად ვთვლი,არ ვემხრობი,მაგრამ არც ქუჩა-ქუჩა ხეტიალის მომხრე ვარ. ^^ -დაიღალე?-სასტუმროს გზაზე ვიყავით,როცა ჩემკენ გამოიხედა და შემათვალიერა. -არა,ძალიან კარგად ვარ-გავუღიმე ჩაჩუას და ტელეფონის ეკრანს დავხედე.სანდრა მწერდა და რას მწერდა! -ვინ გამწარდა?-დემეტრე ყველაფერს როგორ ხვდება -როგორი მიხვედრილი ხარ-გავუღიმე და სანდრას ვუპასუხე,მალე მოვალ-მეთქი. -სასიამოვნოა შენთან დროის გატარება.რაღაც მინდა გთხოვო..-დაბნეულად დაიწყო,მისგან რა მიდიოდა,მე კი ლამის იყო გულის შეტევა დამმართნოდა. -გისმენ-ძლივს ამოვილუღლუღე და ყველა შესაძლო შემთხვევა გონებაში რამდენჯერმე გადავატრიალე. -მინდა,რომ საღამოზე წამომყვე..მოკლედ,მამაჩემის წარატებას აღნიშნავენ და მარტო არ მინდა მისვლა. -დემეტრე,ეს ზედმეტია.მე რა მინდა მანდ?-უხერხუალად ჩავილაპარაკე და მასა და ჩემს შორის არსებული ურტიერთობა გადავატრიალ-გადმოვატრიალე. -მოიფიქრე-მანქანიდან გადავედი და სასტუმროს კარებისკენ სირბილით წავედი. -ქეთი,ამდენ ხანს სად იყავი.უკვე გვიანია-სანდრამ ჩემზე ზრუნვა დაიწყო,არადა,თვითონ მაქეზებდა მასთან შეხვედრებს მოუხშირეო. -დედიკო..-გადავიხარხარე და ლოგინზე დავეშვი-დიდი ხანი,რაც მელოდები? -ჰო,მაგიტომ,მეგონა,მალე მოხვიდოდი,თორემ მე თქვენი მომხრე ვარ,პირველი მომხრე-სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა გოგონას და თავი მუხლებზე ჩამომადო. -რა თბილი ხარ,სანდრა-როგორი გულჩვილი ვარ,არა? ამას ყველა ამჩნევს,მაგრამთუ გავბრაზდი,მტრისას! -ეკუშკებს უნდა შენთან საუბარი-ლეპტოპი გახსნა და ეკატერინეს გახარებული სახე გამოვარდა. -რა კარგ ხასიათზე ხართ. -არადა შენ უნდა დაფრინავდე.რა ჩიტი გააბი მახეში. -იცი,რა? -რა?-თვალები დაჭყიტა სანდრამ და მერე ეკატერინემაც. -მამამისის წარმატების აღსანიშნავ საღამოზე დმაპატიჟა. -მერე- რა უთხარი? -ვუთხარი,რომ ზედმეტია ეს ყველაფერი,მაგრამ მთხოვა,მოიფიქრეო. -სულელი ხარ! რა ჩიტი გააბი მახეში!-ეკატერინე კვდებოდა სიცილით და ვერ ერდებოდა. -შენზე მაღლა მდგომს არ უნდა წაეპოტინო-დავიწყე ფილოსოფია. -ნუ,ღადაობ!-სანდრამ კატგორიული ტონით გამომიცხადა. -სიყვარულმა არ იცის მსგავსებო!-ეკატერინე მეგობარს ბანალური ფრაზიტ წამოეშველა/ -სუსტი არგუმენტები გაქვთ.მე არ მივდივარ,არ ვაპირებ იქ გამოჭიმვას,მერე პრესაც იქნება-პრესის ხსენებაზე გამაჟრიალა.მიკვირდა,რომ ჩემმა მშობლებმა არ ნახეს ჩემი გულის წასვლის ამბავი,თუმცა ისინი ახალ ამბებს არც კითხულობენ,იშვიათად გადახედავენ ხოლმე.დედაჩემსაც კი არ აინტერესებს ჭორები,რაც მნიშვნელოვანია მხოლოდ იმას თუ მოავლებს თვალს. „რა გადაწყვიტე?“-ვიძინებდი,როცა დემეტრემ მომწერა. „ვერ წამოვალ“-გავუგზავნე და ტელეფონი მოშორებით დავდე,ვაითუ,ისევ არ მომწეროს რამე-მეთქი. დილას ძლივს ავდექი ლოგინიდან,თითქოს რაღაც არსება ისევ მითრევდა ზეწარში,მოდი,ქეთუშ,დაიძინე,ძილი ტკბილიაო. სარკესთან დავდექი და ჩემი ფერით კმაყოფილმა გავიღიმე.ერთი თვე უკვე გასულიყო,მარგამ მეტი არც მჭირდებოდა.მშვენიერ ფერზე ვიყავი.“იდეალური რუჯი მაქვს“-გავიფიქრე და ტანსაცმელი .ტელეფონს დავხედე და ოცამდე მოწერილს წავაწყდი.ყველა დემეტრესგან იყო,მაგრამ არ წამიკითხავს ისე წავედი უნივერსიტეტში. -როგორ ხარ?-სანდრამ გადამკოცნა და შემათვალიერა-რა ხდება?-შეატყო,რომ რაღაც რიგზე არ იყო. -ხვალ საღამოსაა-ტელეფონი გავუწოდე და მოწერილები ვანახე,თავად „ტაქსიში“ ძლივს მომეწსრო წაკითხვა.იმხელა ტექსტები იყო,რომ ლამის იყო შევშლილიყავი. -წახვალ,ლამაზად გამოეწყობი და წახვალ. -სირცხვილია!-ამოვიბურდღინე და აუდიტორიისკენ წავედი. ^^ -მგონი,ყველაფერი დავასრულე-ლოგინზე გავიშოტე და სანდრაც მომიწვა.უმეტეს დროს ჩემს ნომერში ატარებს და ვაჯავრებ,შენი ჩააბარეო. -უნდა წახვიდე-გარდერობი გადმომიყარა და თან ეკატერინეს აქეზებდა,აიძულეო. -ჩვენი ხათრით რა!-ომახიანად შესძახა ეკატერინემ,რომელიც ვირტუალური სივრცის მეშვეობით არც ერთს გვკარგავდა. -აი,ნახე,რა ლამაზია! თან არასდროს გცმია-ოქროსფერი,ზურგმოშიშვლებული და მოკლე კაბა მოძებნა და წინ ამეტუზა.გააგიჟებ ხალხს. -არ გადამრიო,გოგო-ვუსაყვედურე დაქალს და მზერა მოვარიდე.არაფრის დიდებით არ მივდიოდი,რასაც სანდრა მიხვდა,რახან არაფერი გამომივა,სხვა გზას მივმართავო და ცემი ტელეფონიდან დემეტრეს თანხმობა მისწერე და მანაც რვაზე გამოგივლიო,მე კი გავგიჟდი,მაგრამ რას გავაწყობდი,სასწრაფოდ მოვემზადე. -ოქროსფერ თევზს გავხარ-დემეტრემ ასე შემაფასა,რაზეც მხოლოდ გავუღიმე-არ ველოდი შენს თანხმობას. -მოულოდნელობები ვიცი ხოლმე-ხომ არ ვეტყოდი,ჩემმა დაქალმა ასე მიქნა და ასეო. -ეს ქეთია-ჩაჩუამ წარმადგინა საზოგადოებასთან,მე კი ლამის იყო ჩავკეცილიყავი.ხალხს ზედმეტი ყურადღება არ მოუქცევია,ყველა თავისი საქმით იყო გართული,ზოგი ვის ეტენებოდა და ზოგი ვის,ერთმანეთს ეპირფერებოდნენ და ენაგამოვარდნილი ძაღლებივით დასუსუნაკობნდნენ. -ვიცეკვოთ?-ხალხმა ცეკვა დაიწყო და დემეტრემაც შემომთავაზა.ხელი მხარზე დავადე და გავყევი.ტაბრუ მეხვეოდა ამდენ ხალხში,მაგრამ არ ვაგრძნობინე და ცეკვაც ბოლომდე დავასრულეთ.ისეთი სიტუაცია იყო,რომ მეორე ჭიქაც დავლიე,რომელსაც მომდევნოები მოჰყვა და ცხორვებაში პირველად დავთვერი.ჯერ გული ამერია რამდენჯერმე,მაგრამ ვერავინ გაიგო,რადგან ჩუმად მივიპარებოდი სააბაზანოში.დემეტრესაც ვერ ვუთხარი,რადგან არ მინდოდა ჩემი სისუსტით საღაღმო ჩამეშხამებინა. მაგრამ წასვლისას გული წამივიდა და იატაკზე დავენარცხე.იმ დროს,დემეტრე მამამისს რაღაცას ელაპარაკებოდა,მე კი მთელი ხალხის ყურადღება მივიპყარი.ჩაჩუა მაშნვე წამოსულიყო ჩემკენ,რა ხდებაო,მერე თავის ოთახში ავუყვანივარ. დილას,რომ გავიღვიძე ის სკმაზე იჯდა და საათს მიშტერებოდა. -სად ვარ?-წამოვვარდი ფეხზე და ფეხსაცმელებს დავსტაცე ხელი. -არ გახსოვს?ფათვრი და გული წაგივიდა,მე კი აქ დაგაწვინე. -ნომერში უნდა დავბრუნდე-ტელეფონს დავხედე და სანდრას გამოტოვებულ ზარებზე გავჰიჟდი,მაშინვე მივწერე,რაც დამემართა და დავამშვიდე აღელვებული გოგონა. -ყავა მაინც დაგელია-გააპროტესტა ჩემი საქციელი. -არა,არა,უნდა წავიდე.“ტაქსი“ გამომიძახე-მუდარით აღსავსე მზერა ვესრლე მამაკაცს და მის დაღლილს სახის კუნთებს დავაკვირდი-დაღლილხარ,თავად გამოვიძახებ-კარებისკენ წავედი,მაგრამ მისმა ძლიერმა ხელმა შემაჩერა. -მოისვენე-მე კი ისევ პრესა მიტრიალებდა თავში-მეწგიყვა-გასაღები აიღო. -დაღლილი ხარ.ტანსაცმლით გეძინა?-გულუბრყვილოდ ვკითხე და თვალები დავაკვესე. -შენთან ვიყავი,მეშინოდა,ღამით ცუდად არ გამხდარიყავი. -გადამრევ ჩაჩუა!-ღიმილით გადავხედე მამაკაცის გაცისკროვნებულ სახეს. ^^ იმ დღეს,სასტუმროში გაათმაგებული ფიქრებით დავბრუნდი.უნივერსიტეტი კიდევ კარგი არ მქონდა,თორემ გაცდენა არაფერში მარგებდა.სანდრამ,მახარა პრესა შენზე წერსო და კინაღამ გავგიჟდი.დემეტრეს ვუსაყვედურე,შენი ბრალია-მეთქი. -ბავშვი ხარ!-ტელეფონში სიცილით კვდებოდა მამაკაცი. მეორე დღისთვის მოვემზადე.მორგში ბევრი სამუშაო მექნებოდა,ვიდოცი და,ამიტომ შესაბამისად მოვემზადე. ადრე გამეღვიძა და მაშინვე ფეხზე წამოვხტი.საყვარელი მუსიკის ფონზე გამოვეწყვე და სანდრას მივწერე,გამოგივლი-მეთქი. საღამოს კაფეში შევიარეთ მე და სანდრამ.ორივენი სასიამოვნო დაღლას ვგრძნობდით და ცივი ყავა გვჭირდებოდა.საინტერესო თემებზე დავიწყეთ საუბარი,სანამ სანდრამ არ დაიკივლა. -გადამრევენ ეს ჟურნალისტები.მეგონა,მხოლოდ ქართველებს გვჭირდა უსაფუძვლო ჭორაობა. -რა მოხდა?-შევხტი და პლანშეტი გამოვსტაცეხელიდან.საინფორმაციო საიტზე ჩემი და დემეტრესფოტო გამოჭიმულიყო.-კიდევ რამეა ახალი?-მხრები ავიჩეჩე და სათაურის წაკითხვისას ლამის იყო გული წამსვლოდა. -„ვინ არის დემეტრე ჩაჩუასგან ორსულად“-სანდრამ ჩაილუღლუღა და პლანშეტი გამოსტაცა.იცოდა,რომ თავს ვერ გავაკონტროლებდი და სცენებს გავმართვადი-გავიდეთ და შენთან წაგიკითხავ-ხელი მომკიდა და „ტაქსიში“ შემაგდო. -ღმერთო,არა,არა!-ცივმა ოფლმა დამასხა-რას იფიქრებს ხალხი..მშობლები...მშობლები და ნაცნობები,მეგობრები ჰო,მაგრამ სხვები ხომ იდიოტები არიან..-ავსლუკუნდი. ტირილით როცა ვიჯერე თავი,სანდრამ ეკატერინესთან ერთად წამიკიტხა რამდენიმე წინადადებიანი სტატია,თავიდან არანაირი რეაქცია არ მქონდა,ვიფიქრე,მორჩა ტირილი-მეთქი,მაგრამ,როცა გულწასული დავინახე საკუთარი თავი,იმხელაზე დავიწყე კივილი,რომ სანდრა პირზე ხელს მიჭერდა. იმ საღამოს,დემეტრემაც დამირეკა,მაგრამ არავის მოსმენა არ მინდოდა.ღამის ხუთ საათზე კვლავ,რომ აცეკვდა ტელეფონი,ორმოცდაათი გამოტოვებული ზარი შევნიშნე.გაბრაზებულმა საშინელი არსება შორს გავისროლე და ლოგინზე აბაზანაში სირბილით შევედი. იმ დღეს არავისთან მქონია კონტაქტი.ზარებს არ ვპასუხობდი,მხოლოდ „ფეისბუქზე“ გავაზიარე სამარცხვინო სიახლე და ავხსენი,რაც მოხდა,ვინც გაიგებს გაიგეთ და ვინც არა კისერი გიტეხიათ-მეთქი.კიდევ კარგი დედაჩემი არ შემეხმიანა.მანანა ისე კარგად მიცობს,რომ ზედმეტად არასდროს არაფერს მეუბნება. საღამოს უნივერსიტეტისგაცდენაზეავნერვიულდი და სასმელი საბოლოოს შევიძულე.“აწი წვეთსაც აღარ დავლევ,გინდ ქვეყანა იქცეოდეს“-კატეგორიულად გადავწყვიტე და ბალიშში ჩავრგე თავი. ^^ მეორე დილას მაინც მომიწია უნივერსიტეტში წასვლა.აკანკალებული მივდიოდი,ვაითუ,ხალხმა რამე არ თქვას-მეთქი,მარგამ უცნობები ვერ მცნობდნენ,ნაცნობებმა კი ჩემი პოსტი ნახეს და ზედმეტი კითხვებით არ მავსებდნენ. -როგორ ხარ?-სანდრა კედელს მიყრდნობოდა და ჩემს მისვლას ელოდებოდა. -უკეთ,შენ? -კარგად-კედლიდან გამოიწია და კარებისკენ მანიშა,არაა საშიშიო.მეც გავყევი,მაგრამ ხალხის რეაქციის ისევ მეშინოდა.“როგორ შეუძლიათ ამდენი ჭორაობა“ მზერით შევედი პირველლექციაზე,მაგრამ დანარჩევი სხვებს მიჰყვა და,როგორც იქნბა,გარეთ გამოვედი,მარგამ რად გინდა! ჩაჩუა დავინახე,რომელიც მანქანას მიყრდნობოდა და კარებისკენ იხედებოდა და თანაც ისეთი მკვლელი თაფლისგფერი თვალები,რომ ქალებს დაამუნჯებდა.მეორე მხრიდან მოვუარე,მაგრამ მას რას გამოვაპარებდი! -ქეთ-დამიძახა ჩვეულად და მარმარილოსავით ანთებული კბილები გამოაჩინა, -დემეტრე,არ მინდა საუბარი-თავი დავხარე და გზა განვაგრძე. -გაჩერდი-შემაჩერა და თვალებში შემხედა-ისე არ ვიტყოდი შენგანაშვზე უარს!-ეს სიტყვები და სახეში სილა ერთი იყო.“როგორ მაკადრე ინტონაციით“ შევხტი ტაქსში,მისამართი ვუთხარი მძღოლს..გული მისკდებოდა,ვგიჟდებოდი,მაგრამ არ ავტირებულვარ.“მეყო,რაც ვიბღავლე“-დავარიგე საკუთარი თავი და სანდრას მივწერე მხოლოდ ერთი სიტყვა.”help”. ^^ -რა ხდება?-სანდრა შემოვარდა,მაგრამ რა შემოვარდა,მკვდრის ფერი ედო გოგოს.მოვუყევი,რაც მოხდა უნივერსიტეტის წინ და სიცილი დაიწყო. -ვერ ხვდები,რომ ამით გიჩვენა,რომ მოსწონხარ..ამით სიმპათია გიჩვენა,შენ კი უზრდელობაში უთვლი..ხომ იცი,რომ ირონიული ტიპია.გაბრაზებს. -ხოდა მეც გავაბრაზებ-გადაჭრით ვუთხარი სანდრას,ლეპტოპიდან კი ეკატერინე კვდებოდა სიცილით-აღარ დაველაპარაკები! -როგორც გინდა-აღარ შემწინააღმდეგებია სანდრა. -მოდი,პიცა შევუკვეთოთ,შენ კი მაქედან დაგვეწვიე-შევძახე ეკატერინეს. ^^ -ხვალ შენი დაბადების დღეა-18 ნოემბერს დავიბადე და მომდევნო დღეს ოქროს დღე მაქვს.ალბათ,ოქროებს უნდა მჩუქნიდეს ხალხი,მაგრამ საშინელ ხასიათზე ვარ,არ ვაპირებ აღნიშვნას.დემეტრესთან ერთი კვირაა,რაც არ მისაუბრია,სულ ვაიგნორიებ და არც ვაპირებ,რომ ხმა გავსცე.არ მინდა ვაღიარო,მაგრამ თითქოს მაკლია.“ის გაკლია“-მეორე მე დამჩხავის,რის გამოც ყველაზე მეტად მეზიზღება ის. -მერე რა,არ ავღნიშნავ-კატეგორიულად განვუცხადე დაქალს. ^^ 18-ში ადრე გამეღვიძა.“ფეისბუქზე“ შევედი და მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ დაბადების დღე მქოდა.“რამ დაგავიწყა ეს დღე“-დამცინა ალტერეგომ. ბევრი მილოცვა მივიღე ნაცნობ-უცნობისგან.პატარა გიოც კი მილოცავდა ვიდეოთი,რამაც ძალიან გამახარა და საპასუხო ვიდეო ჩავწერე,სხვებს ერთბაშად გადავუხადე მადლობა და საშხაპეში შევხტი.გამოსულს დემეტრეს მილოცვა დამხვდა.“მისი ამოშლა დამვიწყებია“-გავიფიქრე და ინტერესით გავხსენი მისი სტატუსი.“უტვინო საჯაროდ მილოცავს“ მზერით ჩავიკითხე მისი ამაღელვებელი ფრაზები.ვწხუვარო და ათას სხვა სისულელეს მწერდა,მივედი წავუშალე და არც ვუპასუხე,მერე რამდენიმე შეტყობინება მომწერა,მაგრამ ისინიც დავაიგნორე და ტანსაცმელი ჩავიცვი.უნივერსიტეტში წავედი,მაგრამ სანდრას არ შევხვედრირვარ,რაც ძალიან გამიკვირდა.როც აგამოვედი,ლექციები არ მქონდაო მომწერა. ^^ ნომერი გაღებული დამხვდა და შევხტი,ქურდი ხომ არ არის-მეთქი,უნდა დამეყვირა,როცა მისალოცი შეძახილები გაისმა,ტორტი დამიდეს წინ და ჩააქრეო კიოდნენ.ტორტი უცნაურად მმეჩვენა საკმაოდ დიდი იყო.გაშტერებული ბუყურებდი უცნობ თუ ნაცნობ სახეებს. -ახლავე-ბოლოს ძლივს წარმოვთქვი და სული შევუბერე.ტორტი გასკდა და შინგნიდა დემეტრე ამოძვრა.რაზეც გული გამისკდა და უკანასკნელ ხმაზე ვიკივლე. -გილოცავ,ქეთ-სასიამოვნოდ ჩამესმა მისი ხმა-მაპატიე,გთხოვ-ისეთი ტონით წარმოტქვა,რომ უარი ვერ ვუთხარი,თავი დავუქნიე. -ვისი აზრი იყო ეს ტორტი?-კისკისით ვიკითხე,მაგრამ პასუხი არავინ გამცა,თუმცა არც იყო საჭირო,ყველაფერს ხომ დემეტრეს სახეზე ვკითხულობდი. -ეს ტორტი არ იჭმევა,ამიტომ მეორეც გავქვს-სანდრამ შედარებით პატარა ზომის გამოიტანადა სული შეუბერეო მანიშნა. იმ საღამოს კლუბში წამათრიეს,მაგრამ არ დავმთვრალვარ,მეტიც ერთი ყლუპი ალკოჰოლიც არ დამილევია,კოქტეილით დავკმაყოფილდები-მეთქი. ^^ -ანუ შევრიგდით?-დემეტრემ ისევ გიჟური მზერა მესროლა.რაც არ უნდა იყოს,მის თვალებზე ვჭერდავ.რაღაც საოცარი რამაეები არიან. -ტორტის წყალობით-გავუღიმე ირონიით და მაგვიანდებაო,ვანიშნე. ^^ -მომენატრე-გიო ათტაცებული ხმით მირეკავდა. -მეც,გიო.რამეა ახალი? -დღეს სამი წინადადება ვისწავლე და თანაც ინგლისურად!-ზოგმა სამი წლის ბავშვმა,მითიმეტეს ბიჭმა,სამი წლის ასაკში სიარული და ლაპარაკი არ იცის.გიო კი ინგლისურისენაც იწევა,ველოსიპედს ატარებს...ეს ყველაფეერი კი ძალიან მახარებს და ამაყს მხდის. ^^ -გამოგივლი დღე,თუ გცალია-სპეციალურად კვრია დღეს დამირეკა დემეტრემ.მინდოდა მეთქვა,არა,არ მცალია-მეთქი,მაგრამ ისეთ ჰარმონიულად საუბრობდა,რომ უარი ტუჩებზე შემაშრა. სალონში განსაკუთრებულად გამოვეწყევე,გამოსასვლელი,მაგრამ მოკლე კაბა ჩავიცვი და დემეტრეს დაველოდე. -თვალები გამექცა-ვნებიანად შემომხედა მამაკაცმა ის,როგორც შეყვარებულებს ჩვევიათ. ___ ველი შეფასებებს,ჩემო ლამაზებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.