შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდაქმნა (ნაწილი 1)


20-08-2015, 01:16
ავტორი Aunt B.
ნანახია 3 647

სასმლისგან თავატკიებულმა ძლივს გაახილა თვალი და ოთახში მოფუსფუსე ნაცნობ სხეულს რომ მოკრა თვალი ძლივს შეიკავა ენაზე მომდგარი სალანძღავი სიტყვები.
- კარგი რა ლიდა, დამაძინე, რა დაგემართა? - უკმაყოფილდ აწია წარბი და საპირისპირო მიმარტულებით გადაბრუნდა კიდევ ცოტა ხნით რომ აერიდებინა აუტანელი სხივებისთვის თვალი.
- არ ვიცი არ ვიცი, როდემდე უნდა გააგრძელო ასე ? გირჩევნია რეზოს მასეთი სახით არ დაენახო, ისედაც ამდენი სანერვიულო აქვს მაგ კაცს და შენ კიდე ყოველ დღე უმატებ და უმატებ.. - არ ცხრებოდა აღმზრდელი და ქოთქოთით აგრძელებდა იატაკიდან უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმლის მოგროვებას.
- ვა, სახლშია რეზო? - მამის სახელის ხსენებამ ცოტათი მართლა გამოაფხიზლა და ისევ რომ არ წაერთმია ძილს თავი ოდნავ წამოჯდა.
- სახლშია და გელოდება, კაბინეტში ზის დილიდანვე.. ცოდოა ის კაცი ბექა! როდის უნდა გაიზარდო ამხელა ბიჭი? - საყვედურების კორიანტელს არ წყვეტდა ლიზა და თან შვილივით გაზრდილი ბიჭის ტკივილისგან ჩაწითლებული თვალები გულს უკუმშავდა.
- ინებე ახლა და აბრძანდი, მოწესრიგდი რომ დაენახო იმ კაცს ადამიანურად. დალიე ეგ სანამ ცივია! - მაინც დატუქსა და ჩუმი ბურტყუნით დატოვა იქაურობა. ბექამ ახლაღა შენიშნა ტუმბოზე დადებული „კოკა-კოლის“ ბოთლი და აღმზრდელის მზრუნველობით გახალისებულმა ღიმილით ჩამოასხა სითხე გამჭვირვალე ჭიქაში.

- რას გავხარ ბექა თუ იცი? - მშვიდი ტონის მიღმა წამებში ამოიკითხა მამის უკმაყოფილება და დასჯილი ბავშვივით ჩამოჯდა ტყავის სავარძელში.
- ცოტა ბევრი მოგვივიდა გუშინ ბიჭებს .. - გართობისა და მეგობრებთან ყოფნის მოყვარულს ყველაფერი ერჩია რეზოს იმედგაცრუებულ მზერას და ყოველთვის ცდილობდა არასდროს გადაემეტებინა, არც უპასუხისმგებლო იყო, თუმცა ზოგჯერ რაღაცეებზე მაინც ვერ ამბობდა უარს. გულწრფელმა აღიარებამ რეზოს ბრაზი თითქოს ოდნავ ჩაახშო, საქაღალდეები დროებით დახურა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- ხომ იცი დღეს ნია ჩამოდის? - სავარძელს მიეყრდნო და შვილს გამომცდელად შეხედა.
- მერე?
- მერე ის, რომ წესიერად მოიქეცი ცოტა ხნით მაინც.. იმ ბავშვს ჩვენ გარდა არავინ ყავს და..
- ვიცი, ვიცი და მოუთმენლად ველოდები ახალ ოჯახის წევრს! - ერთი და იგივე დარიგებით გაბეზრებულმა შეაწყვეტინა და წასავლელად სწრაფადვე წამოდგა მამისთვის გაგრძელების საშუალება რომ არ მიეცა. ნია რეზოს გარდაცვლილი მეგობრის შვილი იყო, მას შემდეგ რაც 2 კვირის წინ გოგონას ოჯახი დაეღუპა თავის პირდაპირ მოვალეობად მიაჩნდა მასზე საკუთარი შვილივით ზრუნვა.
- წავედი მე კორტებზე და 12-კენ სახლში ვიქნები - ყოველი შემთხვევისთვის დაიბარა და კარისკენ დაიძრა. - ისე, ლამაზია ნია? - დახურული კარიდან შემოიჭყიტა და რეზოს აპილპილებულ სახეზე გულიანად გადაიხარხარა. - ხო კარგი, კარგი.. -დანებების ნიშნად ორივე ხელი აწია და იქაურობას ფხუკუნით გაეცალა.

ბოლო დროს ემოციებს უბრალოდ ვერ იტევდა, ჯერ კიდევ ვერშეგუებოდა დედისა და მამის გარეშე სრულიად უცხო გარემოში რომ მოუწევდა ცხოვრება. აქ ადრეც ბევრჯერ იყო ნამყოფი და ყოველთვის უხაროდა მათთან სტუმრობა მაგრამ ადრე თან მშობლებიც ახლდნენ.. გვერძე გაიხედა და ტყავის არიელი სავარძელი ჩაფიქრებულმა შეათვალიერა, თითქოს რწმუნდებოდა, რომ დედა მის გვერდით აღარ იჯდა..
ნაცნობ სახლთან და ნაცნობ უზარმაზარ ჭიშკართან შეხვედრამ, ბავშვობაში ზღაპრულად დიდი რომ ეჩვენებოდა ხოლმე, გულის სიღრმეში უჩვეულო სიმშვიდე მოჰგვარა... არ დალოდება მძროლის გადასვლას, კარი თვითონვე გამოაღო და მითითებების გარეშე გაემართა კარის ზღურბზე მდგარი სილუეტებისკენ. უნდა შეგუებოდა იმ ფაქტს, რომ მომღიმარი ადამიანების პატარა ჯგუფი ახლა მისი „ახალი ოჯახი“ უნდა ყოფილიყო. ღრმად ჩაისუნთქა და რეზოს ძლიერად გადაეხვია...
მძიმე იყო პატარა გოგონას სევდიანი ღიმილის ხილვა, ერთიანად შეძრა მამამისის პერანგზე ჩაბღაუჭებულმა სიფრიფანა თითებმა და ცხოვრებაში პირველად თანაუგრძნო უნებურად ადამიანს.. უჩვეულოდ სერიოზულმა ჩამოართვა ხელი გაცნობისას და ვერაფრით მოწყვიტა მზერა მის თვალებს, ჩაფიქრებული აკვირდებოდა და თანათან იაზრებდა რაც უფრო დიდხანს უყურებდა, უფრო მეტად უნდებოდა გოგონას ღიმილი არ ყოფილიყო იძულებითი, გონებამ მაშინვე გააპროტესტა ნიას უბედურება და იქაურობა უსიტყვოდ დატოვა...


- ჩემო ლამაზო , ყველაფერი კარგად იქნება! - ძლიერად ჩაიკრა გულში ლიდამ პატარა სხეული და ოდნავ ჩაწითლებული თვალები ნაზად დაუკოცნა. მაშინვე გაუმასპინძლდა თავისი საფირმო შოკოლადის ტორტით და სახლი დასათვალიერაბლად მოატარა. გადაწყვეტილი ჰქონდა მისთვის ნებისმიერი უმნიშვნელო სურვილიც კი შეესრულებინა და ოთახის არჩევის უფლებაც კი მისცა.
- თუ შეიძლება აქ დავბინავდები .. - მორიდებით თხოვა ქალს და ოთახის აღმოსავლეთით მდებარე ოთახის ბაცი ლავანდისფერი კედლები კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
- ასეც ვიცოდი, რომ ეს მოგეწონებოდა! - სიამაყით ჩაილაპარაკა ლიდამ და გოგონას კარისკენ უბიძგა - შენ წადი აუზში იჭყუმპალავე, ან ეზო დაათვალიერე... მე აქაურობას მოგიწესრიგებ და მერე დაგასვენებ.. - უპრობლემოდ დაუწყო გეგმები და კარი ცხვირწინ მოუხურა.

&&&

იმ დღეს ძალიან ბევრი არ დაულევია მაგრამ რატომღაც მაინც არ იყო კარგად.. გათენებისას დაბრუნდა სახლში და შუქები არც აუნთია ისე გაემართა თავისი ოთახისკენ. ზღურბლს გადმოაბიჯა თუ არა მაშინვე შემოუტია უჩვეულო სურვილმა, რატომღაც ნიას მონახულება მოუნდა, რატომღაც ძალიან დაინტერესდა რას აკეთებდა ახლა გოგონა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ჯერ ძალიან ადრე იყო და ნიას ალბათ ისევ ეძინა. მსუბუქად აიარა კიბე, კარი ფრთხილად შეაღო და გაკვირვებული ადგილზევე გაშეშდა... ნია ფანჯრის რაფაზე იჯდა, თავი მინისთვის მიედო და მშვიდად ეძინა. ვერაფრით მოწყვიტა თვალი მხრებზე დაფენილ სწორ, ქერა თმას სიგრძით თითქმის წელამდე რომ აღწევდა.. ისე მოუნდა შეხებოდა გაუაზრებლად მიუახლოვდა და უფრო დაჟინებით დააკვირდა. ძალიან ფრთხილად შეახო სახეზე ხელის ზურგი და ძალიან ეცადა არ გაეღვიძებინა უფრო მეტად რომ გაეხანგრძლივებინა უჩვეულოდ სასიამოვნო მომენტი.. უფლება რომ მიგეცათ ალბათ დაუსრულებლად გააგრძელებდა მისი სახის შესწავლას, მაგრამ გოგონა მოულოდნელად შეირხა, საოცრად ლამაზი წამწამები ერთმანეთს ფრთხილად დააშორა და მის თმაზე მოსრიალე ბექას თითები შეათვალიერა.
- ბექა? აქ რას აკეთებ - გაკვირვებულმა ამოხედა და უხერხულად შეიშმუშნა. ვერაფრით აიტანა ბექამ გოგონას დილის სუსხისგან ოდნავ მაგრამ მაინც შესამჩნევად რომ შეამცივნა, ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაიწყო და უცნაური ღიმილით გაუსწორა მზერა.
- რას ვაკეთებ და ძილს ვაპირებდი.. მაგრამ როგორც ჩანს ჩემი ოთახი მიგისაკუთრებია.. - ვეღარ შეიკავა გულწრფელი თვალისმომჭრელი ღიმილი ნიაკოს გაკვირვებისგან თვალები რომ გაუფართოვდა.
- მაპატიე.. ლიდამ მითხრა.. რომელიც გინდა აირჩიეო.. - თავს დაბნეული აქნევდა და ცდილობდა ბიჭისთვის როგორმე აეხსნა.. ხვდებოდა, რომ ბექა არ უბრაზდებოდა, მაგრამ თავი იმდენად უხერხულად იგრძნო ვერც კი გაიაზრა წუთის წინ მის თმაზე მოთამაშე ბექას თითები...
- მიხარია, რომ ეს მოგეწონა.. - სერიოზული და მშვიდი იყო მისი ხმა. თვალს ისევ ვერ აშორებდა, ისევ უმოწყალოდ იძირებოდა სევდაჩამდგარ, საოცრად მიმზიდველ თვალებში იმ წუთებში მართლა რომ თავისუფლად ამოიკითხავდი ყველაფერს. ძალიან არ მოეწონა უმოქმედობა, უყურებდა და ახლა ვერც საკუთარი არსებობა და მიზნები გაამართლა.. შეეცოდა კიდეც და მოუნდა როგორმე ნიას თუნდაც ერთხელ მაგრამ მაინც ლაღად გაეღიმა. მანამ აკვირდებოდა სანამ გოგონა თავს ჩახრიდა, თითებს რომ აწვალებდა უხერხულად ისეთი საყვარელი იყო, ისეთი სასურველი...
- მე წავალ, შენ ჯობია საწოლზე დაწვე და იქნებ დაგეძინოს .. - ვითომ სასხვათაშორისო შენიშვნამ ადვილად მიახვედრა ნია, რომ გაშიფრეს.. მიუხვდნენ, რომ არ იყო კარგად, ვითომ იმასაც მიხვდებოდა ბექა, რომ სხვა ღამეებიც ასე ჰქონდა გათენებული? სანამ მისი გონება ათას კითხვას სვამდა ბექას უკვე კარამდე მანძილი დაეფარა და მისკენ შემოტრიალებული ახლა თითქოს უფრო სხვანაირად იყურებდა..
- ნია.. ვიცი, რომ თანაგრძნობა ძნელია, ისიც ვიცი, რომ ახლა რაც არ უნდა გითხრა არაფერს აქვს აზრი მაგრამ უბრალოდ იცოდე, რომ რაც არ უნდა დაგჭირდეს შენ გვერდით ვარ! - არცერთი წამით შეპარვია ეჭვი მის სიტყვებში, შეუვალი იყო ბექას მზერა და მეტისმეტად სანდო იმისთვის, რომ არ დაეჯერებინა, არ დაეჯერებინა, რომ მარტო აღარ იყო... მადლობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია, ბექას ყალბი ღიმილი, სხვა დროს თითქოს მის კარგად ყოფნას რომ ამტკიცებდა ხოლმე, ახლა ვეღარ გაუბედა. თვალებით გააცილა რამდენიმე წამში ძალიან ახლობლად მიღებული სილუეტი და ისევ ამომავალი მზის სხივებით ოდნავ განათებულ ჰორიზონტს გახედა...

თითქოს არაფერი შეცვლილა იმ დღის შემდეგ.. ბექა და ნია იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არც კი იცოდა ნიამ, რომ ბექამ ზუსტად იცოდა, როდის უჭირდა გოგონას ძილთან გამკლავება, გამთენიისას სახლში დაბრუნებული როგორ უთვალთალებდა მის ძილს და როგორ ელოდა დილის 5 საათს, მხოლოდ იმიტომ რომ მისთვის ედარაჯა..

არ ეძინა ისე იყო საწოლზე ზურგით გადაწოლილი, ხელები თავქვეშ ამოედო და უაზრო მზერით მიშტერებოდა საგულდაგულოდ გაპრიალებულ ბროლის სანათს.
იდეალურ სიწყნარეში ადვილად გაარჩია ჯერ ერთი ნოტი, შემდეგ კი ულამაზესი მელოდია.. არც კი ეგონა სახლში ვინმე თუ იყო, მაინც ადვილად მიხვდა ვინ სიძლებოდა ყოფილიყო „უცნობი“ მუსიკოსი და ისე მოუნდა თეთრ როიალთან მისი ნახვა დაუყოვნებლივ დაეშვა მარმარილოს უზარმაზარ კიბეზე. ბევრად უფრო სასიამოვნო სანახავი იყო მისი გრძელი, წელამდე ჩამოშლილი აბრეშუმივით თმა მზის სხივებს უფრო ღია რომ გაეხადათ.. სულშიჩამწვდომ მელოდიას ნიას თლილი თითები ქმნიდნენ და შეეძლო ყველაფერი დაეფიცა, რომ არასდროს ყოფილა მსგავსი მშვენიერების მომსწრე. იცოდა გოგონა დაკვრას შეწყვეტდა მაგრამ მაინც უნდა შეხებოდა, ფრთხილად მიუახლოვდა და ნაზად მოიქცია თმის პატარა ნაწილი თითებში. არ უნდდოდა მაგრამ უნებურად მაინც შეაშინა, გოგონა მსუბუქად შეხტა და დამფრთხალმა ამოიხედა, ესიამოვნა მალევე რომ დაუმშვიდდა ნიას თვალები მისი სახის დანახვისას და კიდევ უფრო მეტად იმის დანახვა ესიამოვნა მის დაჟინებულ მზერას გოგონამ შეფაკლული ლოყები რომ შეახვედრა. ფრთხილად წამოაყენა, ნაზად შემოხვია მის წელს ხელები და გულზე მიიკრა. ახლაც უნებურად მიხვდა ყველაფერს, მიხვდა, რომ მაშინდელი სიტყვები არ იყო საკმარისი, მისთვის უნდა ეგრძნობინებინა, რომ მართლა მის გვერდით იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში გოგონასთვის მხოლოდ სიტყვებს, გაცვეთილფრაზებს იმეტებდნენ მის სანუგეშებლად, თუმცა რეალურად მას სულ სხვაა რამ სჭირდებოდა. სწორედ ამ „სულ სხვა რამე“ ბექას მკლავებში მოყუჟულმა რომ იგრძნო უნებურად აუცრემლიანდა თვალები ბიჭმა ახლაც ასე ადვილად რომ ამოიცნო მისი განცდები. ფრთხილად მიაყრდნო მის ფართე მკერდს პატარა ხელები და ძლივსშესამჩნევად უბიძგა წინ თავი ოდნავ მაინც რომ დაეღწია უხერხული სიტუაციიდან.
ახლა ნიას რომ ეტირა ვერაფრით აპატიებდა თავს, რამენაირად მისი გონება სხვა მიმართულებით უნდა გადაერთო და სასაცილო თამასი წამოიწყო..
- სხვათაშორის შენზე გაბრაზებული ვარ! - ვითომ გაბრაზების ნიშნად წარბები აწკიპა და მზერაც დაისერიოზულა, სასაცილო იყო დამფრთხალი, კიდევ უფრო მეტად საყვარელი ნია..
- რატომ? - გულწრფელი გაკვირვება ეწერა სახეზე..
- გამაღვიძე! მე კი დილის ძილით ძილი განსაკუთრებით მიყვარს.. - ისევ განაგრძობდა თამაშს და გოგონას უფრო მეტად აბნევდა.
- მე.. მეგონა.. სახლში არ იყავი.. მაპატიე თუ.. - იმაზე მეტად აანერვიულა ვიდრე ეგონა მაგრამ მის ცრემლებს ისევ ეს სჯობდა.
- გაპატიებ, ოღონდ ერთი პირობით! - ეშმაკურად აენთო თვალები და უფრო მტკიცედ შემოხვია ხელები. - ყოველ დილით ამ მელოდიით გამაღვიძე ხოლმე ! - უჩვეულოდ ლაღი ღიმილი მოეფინა მის სახეს და ბექამაც თითქოს შვება იგრძნო. – სად ისწავლე ასე დაკვრა?
- დედამ მასწავლა, ძალიან პატარა რომ ვიყავი მაშინ და მერე მამეცადინებდა ხოლმე - მათი ნაცნობობის მანძილზე ყველაზეგრძელი წინადადება წარმოთქვა ნიამ და ბექა ადვილად მიხვდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო გოგონასთვის მოგონებები.. მონუსხული უსმენდა მის წკრიალა, სევდაშემოძარცვულ ხმას და არ სჯეროდა ყველგან გამჯდარი სიმშვიდის.. სევდანარევი ღიმილით ყვებოდა ნია როგორ უჭირდა პატარაობაში ნოტების აღება პატარათითების გამო, როგორ დასცინოდა მამა და როგორი მოთმინებით ელოდა დედა მის პროფესიონალად ჩამოყალიბებას. ბევრ კითხვებს სვამდა ბექა,არ უნდოდა ნიას გაეაზრებინა მისი ხელები წელზე, თმაზე მოთამაშე ბექას თითები და მისი სხვანაირი, მისთვის ნაკლებად დამახასიათებელი მზერა. იდეალური იყო ყველაფერი მაგრამ ვერ იხვდა რატომ შეკრთა ნია მოულოდნელად, რატომ შეეფაკლა ისევ სახე და რატომ მოიბუზა საცოდავად. ავტომატურად მოაშორა ხელები და კარგად დააკვირდა. რამდენიმე წამით გვიან გააცნობიერა რომ მათ გარდა ოთახში კიდევ ვიღაც იყო, ამ ვიღაცაში ძურგს უკან მდგარი მამამისი რომ ამოიცნო, რომელიც რატომღაც ძალიან გაბრაზებული ჩანდა,ყველაფერს მიხვდა და წამიერად აღელვებული ისევე წამიერად დამშვიდდა. „თუ შეიძლება დაგტოვებთ“-ო ძლივსგასაგონად რომ დაიჩურჩულა მაშინ გაბრაზდა რეზოზე.
- ამიხსნი აქ რა ხდებოდა? - ისევ ზედმეტად გვიან გადახარშა, რომ მამამისი რათქმა უნდა რაღაცეებს სხვანაირად გაიგებდა.
- არაფერი ისეთი, რაც არ უნდა ხდებოდეს! - იშვიათად იყო ასეტი უხეში მამასთან.
- ბექა! ხომ გაგაფრთხილე, ნუ ეთამაშები ამ გოგოს..
- ძალიან მოწყენილი იყო და მინდოდა დავხმარებოდი.. რა შუაშია აქ თამაში? - წყინდა აშკარა გულწრფელობას რატომ ვერ ამჩნევდა რეზო.
- რითი ეხმარებოდი? შენი მაღალი დონის ფლირტაობით,თუ რა ქვია.. - შეუმჩნევლად მაგრამ მაინც აუწია რეზო ტონს.
- ზედმეტი მოგდის! - არ ცხრებოდა ბექაც
- ზედმეტი შენ მოგდის! - შეეცადა ისევ მშვიდი დიალოგი გაება შვილთან - ხომ იცი, რომ ის სხვანაირია? დაგავიწყდა როგორ დაამთავრა იმ გოგომ? ისედაც არ აკლია ბავშვს სადარდებელი შენი სათამაშო რომ არ გახდეს და მერე ამით არ გააუბედურო! - არ დაინდო მამამ მაგრამ იცოდა, რომ იმსახურებდა. არც კი იცოდა რას აკეთებდა , ვერ აცნობიერებდა რატომ მიეჯაჭვა ასე ამ გოგოს.. მართლა არ დაუშვია ოდესმე თუ დაკარგავდა მის მიმართ განსაკუთრებულ ემოციებს მაგრამ არც შედეგებზე უფიქრია. მხოლოდ თავი დაუქნია რეზოს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა სინანული წამის წინ ნათქვამის გამო, დიდხანს აღარ დაკვრვებია, როიალიდან რაღაც ნივთი აიღო და სწრაფად დატოვა იქაურობა..

@@@

ვერ ხვდებოდა რატომ გართულდა იმ დღის მერე ასე ყველაფერი. საათობით იჯდა მეგობრების გარემოცვაში და ხვდებდა როგორი უინტერესო გამხდარიყო მის გარშემო საზოგადოება, რამდენად დაუმსახურებელი იყო ზოგისთვის ბედნიერება ან პირიქით.. საათობით იჯდა ხოლმე ბიჭებთან ერთად ამოჩემებულ ტერასაზე, უხმოდ ცლიდა წაბლისფერი სითხით ბოლომდე სავსე ჭიქებს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ხოლმე რას აკეთებდა ნია.. წარმოიდგენდა ხოლმე როგორ იჯდა ფეხებაკეცილი ფანჯრის რაფაზე, თავი მინაზე მიედო და მoწყენილი იყურებოდა უმისამართოდ. ამ დროს განსაკუთრებით აღიზიანებდა ზომაზე მეტად გადაპრანჭული დაახლოებით ნიას თანატოლი გოგონები, რომლებსაც მხოლოდ ვერ ნაყიდი ფეხსაცმელი, გამოტოვებული წვეულება ან თუნდაც პომადის არასასურველი ფერიადარდებდათ. მათ უმნიშვნელო პრობლემებს უნებურად ნიას ადარებდა ხოლმე და ამ დროს განსაკუთრებულად უჭირდა მისგან შორს ყოფნა...
სავარძელზე გადაწოლილიყო და მარცხენა ხელით უაზროდ ათამაშებდა საჭეს. დღეს დალევაც აღარ უნდოდა, უაზრობა იყო ყველაფერი და გულწრფელად აწუხებდა სრული უმოქმედობა. მარჯვნივ კარი რომ ფაიღო და სალონში საუკეთესო მეგობრის საყვარელი სუნამოს სურნელი დატრიალდა დროებით შეწყვიტა ფიქრი და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა..
- აღარ ამოღერღავ რა გემართება? - იშვიათად ხედავდა ასეთს - სერიოზულს, მომთხოვნს, ზედმეტად კატეგორიულსაც კი.. უარყოფის ნიშნად თავი გააქვია და თითებით ისევ ნერვიულად წაეტანა საჭეს.
- ან იტყვი, ან .. - ცოტა ხნით გაჩუმდა, გონებაში ალბათ აწონ-დაწონა ღირდა თუ არა თქმა - მოკლედ, რა გინდა? - აღარ ღირდა მისი უფრო გაღიზიანება.
- ნია მინდა ! - მოკლედ მოუჭრა და ახლა გაიაზრა, რომ ამით საკუთარ თავსაც ხმამაღლა გამოუტყდა. მართლა არ ელოდა ნიკა და პაუზაც შესაბამისად დიდი იყო..
- მერე? რას დგახარ აქ? - ნიკას ყველა მიმიკა გაკვირვებას გამოხატავდა.
- მერე, არაფერი.. - არაფრით გავდა მეგობარი თავის თავს და მიხვდა აქ ბევრად მეტი იყო ვიდრე უბრალოდ „ნია მინდა“..
- ვერ ვხვდები, რა პრობლემაა?
- ისეთი ლამაზია.. ისეთი სხვანაირი.. – თითქოს ზებუნებრივ არსებაზე ლაპარაკობდა..
- ესაა მერე პრობლემა? მაგიტო ჩამოგტირის თავ-პირი? მერე არც შენ ხარ ურიგო ბიჭი რა გინდა ? - დიდი ხნით ვეღარ გაუძლო ნიკამ დაძაბულ ატმოსფეროს და მაინც მოახერხა ახლაც გაეღიმათ.. - მიდი, ამოღერღე..
- პრობლემა რეზოა.. არ უნდა მასთან ახლოს ვიყო იმ ამბის მერე.. - გონების რაღაც ნაწილი ნიასგან შორს ყოფნას მამამისს გამიზნულად აბრალებდა საკუთარი თავი ზედმეტად რომ არ გაეკიცხა მაგრამ მაინც იცოდა სინამდვილეში თვითონ არ სჯეროდა თავისი გრძნობების, მტკიცე იყო ემოციები მაგრამ არ უნდოდა ნიასთვის უნებურად რამე დაეშავებინა, არ უნდოდა ზედმეტად შეეტოპა და მისთვის ოდესმე მარტივი არ გამხდარიყო ყველაფრის დასრულება. არაფრით გამოუტყდა ნიკას და მეგობარმაც ვითომ დაიჯერა..
- არ ხარ მართალი არც შენ და არც რეზო! - ფიქრები დაუმოწმა მეგობარს და მხარზე ოდნავ უბიძგა და გადაასვლელად მოემზადა.
- სად მიდიხარ ? მე გაგიყვან! -ახლა უკვე ნიკაც უჩვეულოდ იქცეოდა..
- ეეე ძმაო ადექი ახლა და დაქოქე ეგ მანქანა, მიდი იმ გოგოსთან და ამოიღე ხმა, რეზოსან მე ჩაგიწყობთ ! - თვალი ჩაუკრა და სანამ კარს დახურავდა კიდევ მობრუნდა. - ბექა იგივე შეცდომას ნუ დაუშვებ ძმობას გაფიცებ..
ისევ მხოლოდ თავი დაუქნია და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ასეთი პატარა ბიძგს ელოდა ყველაფერი საბოლოოდ რომ გადაეწყვიტა. სწრაფად მიდიოდა, რატომღაც ეგონა, რომ ახლავე ყველაფერს თუ არ ეტყოდა მერე ისევ აზრი დაეკარგებოდა გრძნობებს, ისევ დაუშლიდა თავს მასთან სიახლოვეს და ისევ გაამართლებდა ამ ყველაფერს მამის სურვილებით.
არ უნდოდა მაგრამ მაინც მაგრამ მოუვიდა დამუხრუჭება, ერთიანად ამოფეთქა გრძნობებმა და თვალებიც თითქოს აუციმციმდა. სწრაფად გადაკვეთა შესაშური სისწორით გაკრეჭილი გაზონი და გიჟივით შევარდა სახლში. რეზო მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორის ეკრანს ყურადღებით მისჩერებოდა , ლიდა კი ასე გვიანაც კი მტვერს წმენდდა და ნივთებს ადგილებს უცვლიდა. ხმაურზე ორივემ ერთად გამოიხედეს მისკენ და ყურადღებით შეათვალიერეს შესამჩნევად აღელვებული ბექა.
- სადაა ნია? - სწრაფად იკითხა და კიბისკენ დაიძრა. გაკვირვებული შემობრუნდა სასურველმა პასუხმა მის ყურამდე რატომღაც რომ არ მიაღწია და როცა იმ ორის შეთქმულ მზერას წააწყდა მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო..
- რამე ჭირს? - უფრო მეტად ანერვიულდა და მარმარილოს სახელური კინაღამ ხელში შემოეფშვნა. რამდენიმე წამიანი იყო დუმილი და ალბათ დიდხანს გასტანდა ბექას კიდევ ერთხელ რომ არ გაემეორებინა კითხვა. - გამაგებინეთ, სადაა?
- ნია წავიდა.. - გაურკვეველი და მართლა მოულოდნელი იყო პასუხი.
- სად წავიდა? - ვერაფრით გაანალიზა გონებამ რა ხდებოდა.
- სულ წავიდა.. - არ ინდობდა მამის მტკიცე, შეუვალი ხმა და ერთიანად უნადგურებდა რამდენიმე წუთის წინანდელ განცდილ აღფრთოვანებას.
- სად?
- ვერ გეტყვი .. თავად მოისურვა ასე.. - ისევ ვერაფერი გაერკვია..
ცოტა ხნით ასე იდგა მერე კი რეზოს სიტყვებში დასარწმუნებლად წამებში აირბინა კიბე, ნიას ოთახში შევარდა და მიხვდა როგორ დაიგვიანა. ცარიელი გარდერობი, აღარც მისი სუნამოები, არც წიგნები.. ოთახში აღარაფერი იყო ნიასი მაგრამ მისი სურნელი, ნიაკოს თმის სურნელი ყოველთვის რომ ყველგან შეეძლო გამოერჩია ისევ ჰაერში ტრიალებდა და თავბრუს ახვევდა.
იმ ღამეს ნიას ოთახში, მის საწოლზე ეძინა.. არც მომდევნო დღეებში გამოსულა იქიდა....


@@@

რეზო მოთმინებით ელოდა როდის დაუბრუნდებოდა უდარდელი და მუდამ მხიარული, თავისებური, ზოგჯერ ძალიან ჯიუტი შვილი.იცოდა, რომ ბევრი რამე მისი ბრალი იყო და ვერ ხვდებოდა როგორ გამოესწორებინა შეცდომა. ნიასთან საუბრისას ბოლო დროს ხშირად ახსენებდა ბექას და ცდილობდა გამოეცნო რას ფიქრობდა გოგონა მაგრამ ყველაფერი იმდენად რთული იყო.. ნია კი უფრო და უფრო მეტად სევდიანი ეჩვენებოდა..

კაბინეტის კარზე მტკიცედ დააკაკუნეს. დაღლილმა რეზომ სანამ შემოსვლის ნებართვა გასცა უცნობმა კარი უცერემონიოდ შემოაღო და ბექას დანახვისას რეზოს წამიერმა გაბრაზებამ გადაუარა. შვილს რამდენიმე კვირა არ შეხვედროდა და ნანახით გაოგნებულმა მისალმებაც ვერ შეძლო ნორმალურად.
- გცალია ცოტა ხნით? - ბოლოდროინდელი დამახასიათებელი სიმკაცრით იკითხა ბექამ.
- კი.. კი.. - დაიბნა რეზო - რა გჭირს? კარგად ხარ ? - ბექას თვალები ჩაშავებოდა და ძალიან დაღლილი ჩანდა. ეტყობოდა, რომ ნასვამი არ იყო.
- ............... - ხმას არ იღებდა და გამომცდელად ათვალიერებდა რეზოს
- გულს ნუ მიხეთქავ! მოხდა რამე ? - რეზო უფრო ანერვიულდა.
- სადაა ნია? - ისე იკითხა მამისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ძალიან გთხოვ არ გინდა... რაში გჭირდება ეს ..
- რაში მჭირდება? - კითხვა გაიმეორა და ირონიულად ჩაიცინა
- რა არ მინდა? ხვდები მაინც რა მწირს მის გარეშე? ასე როგორ გადამალე, რომ მსოფლიოს არცერთ კუთხეში არცერთ უნივერსიტეტში , არცერთ კოლეჯში დარეისტრირებული არ არის? იმდენად დაცი, რომ პასპორტი გააყალზე მე რომ არ მეპოვნა? - ვეღარაფრით შეიკავა თავი
- შენ რა? მთელი ეს დრო ნიას ეძებდი? - მოსმენილს ვერ იჯერებდა რეზო.
- ვეძებდი მაგრამ დღეს უვე ყველანაირი რესურსი ამოვწურე.. ერთადერთი იმედი შენ იყავი მაგრამ.. - თავი იმედგაცრუებულმა გადააქნია მაგრამ იმდენად სასოწარკვეთილი იყო რეზომ სიმძიმე იგრძნო გულთან ძალიან ახლოს.

ფეხზე წამოდგა და კაბინეტში გაიარ გამოიარა, თავისთვის ფიქრობდა და თან ბექასკენ აპარებდა თვალს მართლა რომ აღარ გავდა ადამიანს. არასდროს უნახავს შვილი ასეთი მაგრამ ინობდა მის ხასიათს. იშვიათად იტაცებდა რამე მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ბოლომდე მიყავდა. იცოდა გოგონას ვერ პოვნით გამოწვეული ტკივილი რგორ ტანჯავდა. მისმა შემხედვარემ ადვილად მიიღო გადაწყვეტილება და კაბინეტი ისე დატოვა არაფერი უთქვამს.

კარი რომ დაიხურა მხოლოდ მაშინ ამოიხედა და ძლივს შეიკავა თავი ყველაფერი რომ არ დაელეწა. ეს ერთადერთი იმედიც ხელიდან გამოეცალა და მიხვდა უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი...


@@@

იმდენად მთვრალი იყო შემთხვევით აცნობიერებდა, რომ საჭესთან იჯდა. იმ საღამოს რაღაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით მიაღწია სახლამდე, მანქანა შუა ქუჩაზე გაჩერდა და სახლის კარამდეც ძლივს მიაღწია. ძიმედ დაიძრა მეორე სართულისკენ, ისევ ნიას ოთახში რომ დაეძინა. ახლა მხოლოდ ის უნდოდა რაც შეიძლება მალე მიეღწი მის ოთახამდე და მასზე ფიქრებში ჩაძირულიყო. კარი რომ შეაღო პირვეად თავში აზრად ის მოუვიდა ხომ არ გავგიჟდიო, კადრები უმოწყალოდ მეორდებოდა მაგრამ ყველაფერი საკმაოდ რეალური იყო. ფანჯრის რაფაზე , ისევე, როგორც მაშინ - 5 წლის წინ მისი ნია ჩამომჯდარიყო, თავი მინისთვის მიედო და მშვიდად ეძინა. მომენტალურად მოეხსნა ალკოჰოლის ზემოქმედება მაგრამ ახლა მონატრებულმა და მაინც ასე ნაცნობდა სურნელმა დაახვია თავბრუ. ისევ ისე მიუახლოვდა ფრთხილად და ისევ შეახო მის ლოყას თითები. ემოციები წამის მეასედებში იცვლებოდა : სიხარული, მონატრება, გაკვირვება... ისეთი ლამაზი იყო, გაზრდილი, სულ სხვანაირი და უკვე ზედმეტად მიმზიდველიც კი. სუნთქვა შეეკრა და იგრძნო როოგრ დაიწყო ირგვლივ ყველაფერმა თავიდან არსებობა....


(***)

პირველ რიგში ძალიან მომენატრეთ! რაც შეეხება ისტორიას ზოგი თქვენგანი ალბათ კითხულობდა ხოლმე მაგრამ არამგონია ჩემი უპასუხისმგებლოსბის გამო (რააც რა თქმა უნდა ობიექტური მიზეზები გააჩნია ) კიდევ გახსოვდეთ. მოკლედ შეწყვეტილი ისტორია გადავწყვიტე დავასრულო და თან რამდნეიმე ნაწილად შემოგთავაზოთ უფრო დახვეწილი, გამართული და რაც მთავარია დასასრულის მქონე ჩემი ძველი და თან პირველი ისტორია.



№1  offline წევრი ket-kat

ამ ისტორიის დასასრულს როდის დადებ? :)

 


№2  offline წევრი Aunt B.

ket-kat
ამ ისტორიის დასასრულს როდის დადებ? :)

Ramdenime Dgeshi :)

 


№3  offline წევრი lisebeth

ძალიან კარგია ავტორ ყოჩაღ <3

 


№4 სტუმარი სტუმარი მარინა

მეც მახსოვს ეს ისტორია და იმედი აღარც მქონდა თუ გააგრძელებდი წარმატებები და მოუთმენლად ველი ახალ თავებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent