შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ჩაგეხუტო და შენი პაწუკა გულისცემა მოვისმინო!


20-08-2015, 14:30
ავტორი Tay194
ნანახია 2 158

ღვისფერი გაქვს თვალები და თავადაც გავხარ ზღვას!
26-07-2015, 16:40ავტორი ❤Dark -AngeL❤ნანახია 170

მიყვარს წვიმაში სიარული, განსაკუთრებით კი წვიმის დროს ფიქრი.თოთქოს ამ დროს უფრო მეხსნება გონება და ყველაფერს ისე ვფიქრობ როგორც საჭიროა.პატარაობიდან ასე ვიყავი,როცა წვიმას იწყებდა და ყველა შინ გარბოდა ,მე მაშინ მოვდიოდი განსაკუთრებულ ხასიათზე. მნიშვნელობა არ ქონდა დღე იყო თუ ღამე ,ზაფხული თუ სუსხიანი ,ცივი ზამთარი,უცებ გამოვარდებოდი სახლიდან და მარტო დავუყვებოდი ჩემი უბნის გზას.ახლაც ჩუმად მივუყვები გზას და ვფიქრობ ყველაფერზე ,ოჯახზე ,მეგობრებზე, ნაცნობებზე და ვხვდები, რომ მე უზომოდ ბედნიერი ვარ. ბედნიერი იმით ,რომ გვერდით მყავს ისეთი ადამიანები რომლებიც უზომოდ მიყვარს და ჩემი ცხოვრების ყოველი დღე მათი არსებობით იწყება და მთავრდება.უცნაურია ,მაგრამ არასოდეს მიგვრძვნია თავი მარტოდ, არასოდეს გამიგია თუ როგორია სასოწარკვეთილობაში მყოფი ადამიანის ფიქრები და აზრები ,არასოდეს ვყოფილვარ ჩემს ასაკიში მყოფი გოგონებისთვის დამახასიათებელ ეგრედწოდებულ დეპრესიაში და არასოდეს მიგვრძვნია ,რომ მე რაღაც მაკლდა. ზოგჯერ მეგონა, რომ ყველაზე სრულყოფილი ადამიანი ვიყავი ამ ქვეყნად.სრულყოფილი არა მატერიალური თვალსაზრისით არამედ ბედნიერებითა და სიყვარულით სავსე ადამიანი ,რომელიც უსაზღვროთ იყო შეყვარებული ყველაფერზე რაც მის გარშემო არსებობდა
_დედი მოვედი..სახლში შემოსვლისთანავე გავიხადე სველი ქურთუკი და შემოსასვლელში ჩამოვკიდე .ფეხსაცმელიც თავის განკუთვნილ ადგილას დავდე და როგორც კი გაყინულ ფეხზე ჩემი თბილი წინდები ამოვიცვი ,მაშინვე დამიარა სასიამოვნო ,თბილმა ტალღამ მთელს სხეულში
_ანა სამზარეულოში შემოდი შვილო!დედამ როგორც კი ჩემი ხმა გაიგონა მაშინვე დამიძახა
_სად დადიხარ შვილო ,გაცივდები და ავად გახდები .მერე მამაშენის ნერვიულობა ხომ იცი, შენ რომ გეხება საქმე პატარა ბავშვივით ნერვიულობს ყველაფერზე!დედაჩემმა ფარდა გაწია და ფანჯრიდან გადათეთრებულ არემარეს გახედა, რომელსაც წვიმის წვეთები ეცემოდა და თეთრი ფიფქებით გადაპენტილი მიწა ნელნელა თავის სახეს უბრუნდებოდა. თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და გაბრაზებულმა მზერა ჩემზე გადმოიტანა
_დედი ხომ იცი ,რომ წვიმის დროს სიარული ძალიან მიყვარს ვეღარ შეეჩვიე?უცებ მივედი და დედას მოვეხვიე .მალევე შევიგრძენი საყვარელი სურნელი და საწყალი თვალებით ავხედე მომღიმარ ქალს
_დედი მშია!პატარა ბავშვივით გავეკრიჭე და ჩემი გრძელი წამწამები ისე ავახამხამე როგორც მჩვევია ხოლმე.სულ ცოტა ხანში ჩემს წინ უგემრიელესი ცხელი წვნიანი იდო და მეც გემრიელად შევექცეოდი
_გუშინ მე და მამამ ვილაპარაკეთ და ბინა უკვე გიშოვეთ!ქალაქშია საკმაოდ კარგ ადგილასაა ამიტომ საწუწუნო არაფერი გაქვს!დედამ თვალი ჩამიკრა და ჩაი მოსვა
_კარგია დეე ბინას არც ქონდა მნიშვნელობა, მთავარია ელემენტაეული პირობები იყოს!დედაჩემს თბილად გავუღიმე და წვნიანზე ვანიშნე უგემრიელესიათქო
_რას ამბობ შვილო ,მამაშენმა როგორ იქნება ჩემმა შვილმა უბრალო ბინაში იცხოვროსო!არ იცი მაგის ხასიათები?!დედაჩემმა უცებ მომაყარა სიტყვები და მამაჩემის გახსენებაზე სიცილი დაიწყო.სულ დამავიწყდა მეთქვა ,რომ ყაზბეგში ვცხოვრობ ,მოხევე ვარ.მამაჩემი ირაკლი ტრადიციული ქართველი კაცია ,დედა კი ქართლელია. ცოტა არ იყოს ძალიან მიკვირს სად გადაეყარნენ ერთმანეთს მოხევე და ქართლელი ,მაგრამ თუ მამაჩემს დავუჯერებ მათი ბედი წინასწარ იყო დაწერილი.მე არ ვიცი ვინ რა დაწერა ან სად დაწერა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მშობლები ახლაც ისე უყურებენ ერთმანეთს როგორც ახალი შეყვარებულები, რომლებიც ჯერ კიდევ მოწონების სტადიაში არიან.უკვე თხუთმეტი წელია რაც აქ ვცხოვრობთ ,თავიდან თბილიში ვცხოვრობდით მამას რაღაც ბიზნესი ქონდა და ჩვენც არაფერი გვაკლდა.შემდგომ მამამ გადაწყვიტა ყაზბეგში გადავსულიყავით საცხოვრებლად და დედაც დათანხმდა.მე პატარა ვიყავი და რომც მდომოდა არამგონია მშობლებისთვის წინააღმდეგობა გამეწია.მამამ ერთ წელში უზარმაზარი სახლი ააშენა გერგეტში და იმის მერე აქ ვცხოვრობთ. ბატონი ირაკლიც აქედან უძღვება თავის საქმეებს ,რომლის წყალობითთაც არაფერი არ გვაკლია. სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვიცი ნორმალურად რას საქმიენობს ,რატომღაც ეს თემა ჩემთვის დახურულია.მეც ვხვდები ,რომ ასეა საჭირო და ზედმეტ კითხვებს არც ვსვამ თუმცა ძალიან მაინტერესებს.მე ანა ხუციშვილი ვარ ,თვრამეტი წლის.ქერა ,ცისფერთვალება ვარ. ხშირად მეუბნებიან, რომ ეს სილამაზე დედისგან მხვდა წილად, მაგრამ მამაჩემს რომ კითხოთ მთის სილამაზე გამომყვა.საერთოდ არ მიყვარს ჩემსთავზე საუბარი და იმის აღნიშვნა თუ როგორი გარეგნობა მაქვს .ალბათ იმიტომ, რომ არასოდეს არ ვაქცევ ადამიანში სახის ლამაზ ნაქვთებს და თვალის ფერს მნიშვნელობას და სიამოვნების მაგივრად ხშირად მწყინს კიდეც ,რომ ყველა ჩემს ვიზუალს უსვამს ხაზს და არა ჩემს შინაგან სამყაროს.თაყვანისცემლების რიცხვს არასდროს ვუჩივოდი ,თუმცა შეყვარებული არ მყოლია ,ან როგორ მეყოლებოდა მამაჩემის ხელში .ეს ის საკითხია რომელზეც ბატონ ირაკლისთან არ უნდა ისაუბროთ, რადგან აუცილებლად გამოავლენს თავისთავში დამალულ, ნამდვილი მთაში გაზრდილი კაცის ხასიათს.ამიტომაა, რომ ჩემს პირადზე არასოდეს ვსაუბრობ მასთან. ძირითადად დედას ვეუბნები და ჩემს ერთადერთ დაქალ ნინას.ქალაქში ჩემს მეგობარ ნინასთან ერთად მივდივარ ,ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ერთმანეთის ჭირსა თუ ლხინს ერთად ვიზიარებთ.ისე მოვახერხეთ, რომ ჯავახიშვილში ერთად მოვხვდით ფსიქოლოგიურზე და დღესაც ერთად მივდივართ თბილიში საცხოვრებლად
_მაა ეს ჩანთაც წაიღე და მორჩა!მამაჩემს კართან დადებულ ჩანთაზე ვანიშნე და ნინას ვანიშნე წავედითქო.დიდი ხვევნაპროშვნის და გამომშვიდობების შემდეგ, დაღლილ დაქანცული ჩავჯექი უკან მანქანაში და ჩემს გვერდით მჯდომ აცრემლევულ ნინას დავუღრინე
_ახლა პატარა ბავშვივით არ მორთო ღრიალი თორე გავაფრენ!უცებ დავუბრიალე ჩემი დიდრონი თვალები და ხელით ვანიშნე ფანჯარას მოშორდითქო.ისიც დამანჭული სახით მოტრიალდა ჩემსკენ და ცრემლები ხელით მოიშორა.ოთხსაათიანი სიარულის შემდეგ მანქანა გაჩერდა და ჩვენც უცებ გადმოვედით მანქანიდან
_ღმერთო ჩემო სახლი კი არა სასახლეა!რა იშოვეთ ეგეთი?პირდაღებულმა ნინამ მე გადმომხედა და როცა ჩემი გაოცებული სახე დაინახა მხრები აიჩეჩა
_არ ვიცი!ადგილი ხომ არ შეგვეშალა?დაბნეული უცებ მივუტრიალდი მძღოლს ,მაგრამ ადგილზე აღარ მძღოლი იყო და აღარც ის მანქანა რითაც აქამდე მოვაღწიეთ

გამარჯობა მეგობრებო)) დავბრუნდი ძლივს მომენატრეთ )) მუზა მომიფრინდა ისევ და ისე როგორ რომ არ დამეწედა)) წინა ისტორიის გაგრძელების სურვილი არ მქვს და მომიტევეთ გეთაყვა უბრალოდ ახალ მოთხრობაზე ვარ გადართული თუმცა წინასაც გავაგრძელებ))იმედია ვახსოვარ აქ ვინმეს :/



№1  offline წევრი cbieri.gogona

კარგი ისტორიაა, მაგრამ ეს ისტორია მაქვს უკვე წანაკითხი ისიც ავტორს არ გაუგრძელებია და შენ დაგიდევს თან სათაურიც შეგიცვლია:D

 


№2  offline მოდერი sopiko

ნათლად ჩანს რომ დაკოპირებულია შენ კი თურმე მუზა მოგიფრინდა, ისე პლაგიატობა კანონით ისჯება :-D მეც მაქვს წაკითხული ეს ისტორია სხვა სათაურით...

 


№3  offline წევრი nini :)

კარგია ძAან საინტერესო ჩანს მალე დადე შემდეგი

 


№4  offline მოდერი sopiko

მე არაფერი პრობლემა არ მაქვს და ღმერთმა დამიფაროს ცილი დაგწამო. ეს ისტორია ჩემი ნაცნობისაა, თანაც აქ გიწერია რომ მუზა ახლა მოგიფრინდა და რომ არ დაწერო არ შეგიძლია ეს კი ეწინაამღდეგება იმას რაც აქ დაწერე. მოკლედ მე გირჩიე ირონიით თუ გულწრფელად ამას ნუ ჩაუღრმავდები. არ მიხუმრია როცა კანონზე დავიწყე საუბარი, თუ გინდა გააგრძელე უბრალოდ მე ჩემი გითხარი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent