შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალო "კომპლიმენტი"


21-08-2015, 00:51
ავტორი jjiikk
ნანახია 2 295

საღამოა... წვეულებაზე გეჩქარება ... იცვამ , სასწრაფოდ იკეთებ მაკიაჟს და მირბიხარ... (მერე რა რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია)
... გარეთ გადიხარ, სადარბაზოსთან დგახარ ორი წუთით და უცებ ნაცნობი თუმცა არასასიამოვნო ხმა გესმის... მიიხედავ და შენი ძველი მეგობარი ბიჭი დგას (ალბათ ყველას ნახვას ისურვებდი ამის გარდა ) . უღიმი ის კომპლიმენტებს არ იშურებს შენთვის . შენ კვლავ უხასიათოდ უღიმი და მიდიხარ ... მორბის და უაზრო თემებზე გელაპარაკება შენ კვლავ თავს არიდებ. ამჯერად ბრაზდები და ჩხუბობ ... უეცრად ტირილს იწყებ, მაგრამ შენ ამის უფლება არ გაქვს რადგან წვეულებაზე ის იქნება ... ის ვინც შენ გიყვარს ...
... არასასიამოვნო პიროვნებას თავიდან იცილებ... ძლივს მიაღწევ შენი დაქალის სადარბაზოსთან და ისიც ჩამოდის ... აჩერებთ ტაქსს და უაზრო თემებზე ლაპარაკობთ...
სასწაულად იწელება დრო , როგორც იქნა მიაღწიეთ რესტორანთან , ძლივს გადმოხვედით ტაქსიდან და შეხვედით... რათქმაუნდა პირველი ის დაინახე, თითქოს ვერ გამჩნევს ... მის გარდა ყველა აღნიშნავს რომ კარგად გამოიყურები ... შენც თითქოს ვერ ხედავ მას და სუფრასთან ჯდები...
ყველაფერი ისე გრძელდება როგორც ყველა სუფრაზე ... სადღეგრძელოები , იუბილარის დალოცვა და ა.შ ... უცებ ყველაფერი ირევა ყველა ცეკვავს შენ ისევ მოწყენილი ზიხარ , რადგან მას სხვასთან ხედავ... ჰაერზე გადიხარ ... არა იმიტომ არა ,რომ ცუდად ხარ ... იმიტომ ,რომ რეალობისგან გაქცევა გინდა .. დაივიწყო თუნდაც ერთი წუთით ყველაფერი და შენს პატარა სამყაროში გადაცხოვრდე... მალევე გამოდიან სხვებიც და შენს სამყაროს ანადგურებენ... ჯერ ერთი , შემდეგ მეორე და ბოლოს თითქმის ყველა გარეთაა ... შენი სამყარო საბოლოოდ განადგურებულია და კვლავ უაზრო რეალობას უბრუნდები ... შიგნით შედიხარ კვლავ განმარტოვების მიზნით , მაგრამ აქაც ვერ ახერხებ მარტო ყოფნას ... ყოველივე რითიც უნდა ცხოვრობდე ამაზრზენი ხდება შენთვის.
უცებ ყველა ვინც გარეთ იყო შიგნით შემორბის და უაზრო ყვირილს იწყებენ ... მუსიკა , ყვირილი , ტირილი ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ისევ გარეთ გადიხარ შენს ადგილას , სადაც ათი წუთის წინ იდექი ... ადგილი წაგართვეს ... იქ ის დგას ... რატომღაც გეღიმება და მიდიხარ მასთან ... მის გვერდით ყველაფერი აზრს იძენს ... ყველაფერი ფერადი ხდება ( მერე რა რომ უკვე ღამის ათი საათია, შენთვის ყველაფერი ფერადია ) ... საუბარს იწყებთ ... თავის სიყვარულზე გესაუბრება ... შენთვის ვითომ არაფერი ... არაფერს არ იმჩნევ ... ცოტაც და ეტყვი რომ ყველაზე მეტად გიყვარს მთელს მსოფლიოში ... მაგრამ უცებ უკან იხევ ... ჩუმდები და ყველაფერი სრულდება .
მაინც მარტო ხართ... არავინ არ გაწუხებთ (გიკვირს მაგრამ ესეა) . ბევრ ახალ და საინტერესო რამეზე ლაპარაკობთ ... მისი პირველი კომპლიმენტიც გესმის , უბრალო მაგრამ შენთივს ყველაფრის მომტანი : " არაჩვეულებრივად გამოიყურები დღეს "... შენ რათქმა უნდა ეკითხები :" მხოლოდ დღეს ? " ის იღიმის და გპასუხობს : " არა . " აქ ორივეს გეცინებათ და ისევ ცხოვრებისეულ თემებზე ლაპარაკობთ ... იმის გრძნობა რო მალევე შეგიშლიან ხელს გისრულდება ... მორბიან ისევ ბავშვები ... რომლებსაც არც კი იცნობ ... ისევ ყველაფერს აფუჭებენ ...
... შენობაში შედიხართ. წყნარი მუსიკაა ჩართული შენთვის ჯდები ... გული გტკივა .. ჩანთიდან წამალს იღებ და სვამ ... ისევ სხვა სამყაროში ვარდები ... თუმცა მალევე მოდის ადამიანი და ისევ გირღვევენ ყველაფერს ... თუმცა კარგად გინგრევენ ... საცეკვაოდ გადიხარ ... ბევრს ცეკვავ თუმცა მაინც იმ საღამოზე ფიქრობ და უაზროდ იღიმი.
წასვლის დროა . დაღამდა 12 სრულდება უკვე... სხვა დღე იწყება . ყველა წავიდა მას დარჩენა უნდა მაგრამ მაინც მიდის ... შენც უხასიათოდ ემშვიდობები.. ყველაფერი დამთავრდა ... შენი სურვილი ახდა , ყველაფერი ის რაც გინდოდა მოხდა და შენც წამოხვედი. გზაშიც მასზე ფიქრობ და მის პირველ უბრალო მაგრამ შენთვის სასურველ კომპლიმენტზე :
" - you look wonderful tonight"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent