შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილ ქმართან ,რომ სექსი გაქვს ...სხვა რამის ნიშანია ... (სრულად)


21-08-2015, 10:35
ავტორი lisebeth
ნანახია 13 240

უკვე თენდებოდა სახლის ტელეფონი რომ აწკრიალდა . ისე გადმოვყავი ხელი და დავწვდი ნახევრად მეძინა. ჩემმა ასისტენტმა წყნარად და მორიდებულად მომიყვა თურმე ვიღაც ''დიდი კაცის'' ნაცნობს დაურეკავს და უთქვამს სარეკლამო რგოლისთვის ''მაგარი გოგო'' მყავს და აილინს უთხარით გაითვალისწინოსო. ყურმილი ისე დავახეთქე წესიერად ვერც კი გავიგე ვისზე იყო საუბარი ან ვინ ჯანდაბის ნათესავი თუ ნაცნობი რეკავდა. ასეთი დღეში მილიონი გამოჩნდება ხოლმე. გავიფიქრე მდივანს რომ მივალ მერე ვკითხავ რატომ თვითონვე არ მოგვარა ეს საკითხი მეთქი და ზანტად წამოვდექი . ფეხი ლამის ხალიჩაზე დამიცურდა ,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. პირზე წყალი შევისხი და ჩემი სახლის დერეფნებს დავუყევი. ჯერ ისევ ხალათი მეცვა. სასადილო ოთახში ალექსი წამომჯდარიყო და გემრიელად მიირთმევდა დილის საუზმეს . შუბლზე ვაკოცე ჩემს პატარა გოგონას და მაგიდის თავში დავეხეთქე . დილის ოთხ საათზე მოსულს გამოძინებაც კი ვერ მოვასწარი უკან უნდა გავქცეულიყავი . ყველა მე მელოდა. ხო მარტო მე არა ჩემს ყოფილ ქმარსაც მაგრამ არაუშავს ავიტან კიდევ ერთ დღეს მის გვერდით. ალექსანდრამ გამიღიმა და უკვე მივხვდი რის კითხვასაც აპირებდა. მართალიც აღმოვჩნდი
_დედა დღეს მამა მოვა?
_კომპანიაში საქმე თავზე გვაყრია, გთხოვ ნუ დამღლი შენი კაპრიზებით_მსახურს ყავა დავასხმევინე და ჟურნალები გადავშალე. წინა კვირის წვეულებაზე მომხდარ სკანდალზე ჯერ ისევ წერდნენ.
ის დღე ცხოვრებასი არ დამავიწყდება. დადებული ფიცი ,რომ ჩემსა და ჩემს ყოფილ ქმარს შორის არაფერი მოხდებოდა ზუსტად სამ საათში დავარღვიე.
ალექსანდრას ეს ეს იყო რვა წელი შესრულებოდა . მე და ჩემი ყოფილი ქმარი დაახლოებით წელიწაქდნახევრის წინ სკანდალით გავშორდით. მანამდე ორი წლით ადრე კი ჩემი ყოფილი მამამთილის უზარმაზარი იმპერია გადმოვიბარეთ. სარეკლამო სააგენტო რომლის 51% მე ხოლო 49% ჩემს ყოფილ ქმარს ჯონს ეკუთვნოდა .თავის დროზე ეს იმპერია ჩემი წყალობით გახდა ასეთი დიადი. ჩემმა ყოფილმა მამამთილმა შემთხვევით აღმომაჩინა. უნდა ვაღიარო ძალიან კარგად იცოდა როგორ ეკეთებინა ეს საქმე. მერე სააგენტოს მთავარი სახე გაქვხდი ,ერთ წელიწადში კი უკვე საკურთხეველთან ვიდექი მის ვაჟთან ერთად. თავიდან ყველაფერი აეწყო როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მაგრამ ოჯახი მაინც ვერ შევინარჩუნეთ. ამ სფეროში მეტისმეტად რთულია . საქმე თავზე გვაყრია ჩვენი გოგონა კი ამაოდ ელის ყოველ შაბათ კვირას რომ მისი დედიკო და მამიკო როგორმე მოიცლიან და პიკნიკზე წაიყვანენ .ალექსანდრა აიწურა და მაგიდიდან უკმაყოფილოდ წამოდგა. ტანზე სკოლის ფორმა ეცვა რომლის ყველა დანახვაზეც სურვილი მიჩნდებოდა სკოლის ფორმების ახალი კოლექცია შემექმნა . საშინელება იყო მითუმეტეს ჩემი ქალიშვილის ტანზე . თითქმის ერთი საათი მოვანდომე ჩაცმას. მძღოლს მანქანის უკანა სავარძელზე ჩავუჯექი და კომპანიისკენ წავედი . როგორც კი შევედი თანაშემწე მომეგება და პირდაპირ იმ ''ვიღაცის ნაცნობზე '' დამიწყო საუბარი .
_ვინ არის და რა უნდა...რას ითხოვს ჩემგან ?
_თქენმა ყოფილმა ქმარმა მიიღო. ამწუთას მის კაბინეტშია. კოზეტი გახსოვთ მაიამიდან ? აი ის ქალი რეკლამა რომ გაუკეთეთ ტურისტული კომპანიისთვის
_ღმერთო ჩემო ის აუტანელი ქალი? ახლა მისი ნათესავიღა გვააკლდა_ცხვირი ავიბზუე და ჯონის კაბინეტისკენ წავედი. თან გულში ვფიქრობდი უკანასკნელ იმედს ვიტოვებ საქმის გარდა ჯერ სხვა რამეზე არ გადასულან მეთქი . კარი ისე შევაღე არც კი დამიკაკუნებია. მშვიდად საუბრობდნენ . ჯორჯი წამოდგა და მომეგება . წინა დღით ნაჩხუბარზე ამას არც ველოდი მაგრამ ჩვენ ხომ თანამედროვე ოჯახი ვართ . მხოლოდ ნაძალადევად გავუღიმე და ვანიშნე ვინ არის ეგ გოგო მეთქი .
_კოზეტმა გამოგზავნა მაიამიდან
_ეგ უკვე ვიცი . და რა ვუყოთ?
_უნდა ,რომ სერფინგების რეკლამაში ჩავსვათ _სახე ამელეწა უცებ წარმოვიდგინე ეს გოგო ზღვაზე სერფინგების რეკლამაში ნახევრად შიშველი რა სანახავი იქნებოდა . არა მახინჯი არ ეთქმოდა ,მაგრამ ცოტა არ იყოს მომეჩვენა რომ ცელულიტი ჰქონდა. მხარზე ისევ ნაძალადევი ღიმილით მოვქაჩე სტუმარს ,რომ არ ეგრძნო და წავჩურჩულე
_მოაშორე ეს გოგო აქედან .
_მაგას ვერ ვიზამ
_რას ქვია ვერ იზამ ? გინდა ეს გოგო სერფინგების რეკლამაში გავუშვათ? იცი რას იტყვიან ჩვენი კონკურენტები ? აილინ ბერგერს თვალში სერიოზული პრობლმები აქვსო
_მე მაგას ვერ ვეტყვი . მერე კოზეტის ყვირილის და საყვედურების თავი არ მაქვს. ამ ერთხელ ..._მივხვდი რომ ამის გამკეთებელი არ იყო ბეჭი გავკარი და მისსავე სავარძელში მოვკალათდი .
_ჩემო ძვირფასო ეს საქმე არ გამოვა. ვწუხვარ ,მაგრამ უარი უნდა გითხრა. ამ კონკრეტული პროექტისთვის გოგონა უკვე გვყავს. სხვა პროექტზე იქნებ დაგვჭირდე და დაგიკავშირდებით _ისევ ნაძალადევად გავუღიმე და მივანიშნე რომ უნდა წასულიყო. მასაც მგონი უკვე გარანტიები ჰქონდა მიღებული კოზეტისგან.ასახე აელეწა და უკმაყოფილოდ წავიდა.
_კოზედი მოგვკლავს _თავი გადააქნია ჯორჯმა
_შენ ჯობს რამე სასმელი დამისხა თავი მისკდება. გუშინ ჩემთვის ნერვები ,რომ არ აგეშალა მოკვდებოდი ხომ? ..._ვისაყვედურესავით
_ყავა ჯობს ...
_შენ უკეთ იცი _ხელი ავიქნიე და საფეთქელი დავიზილე. მეგონა შაკიკის შემოტევა მქონდა .
_ გინდა მასაჟი გაგიკეთო ? ხომ იცი ამის ოსტატი ვარ _მისებურად ჩამიკრა თვალი. ნერვებზე ავითხარე ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ზუსტად იცოდა საიდან უნდა მოევლო ჩემთვის...
_ხო ვიცი შენი ოსტატობის ამბები . იცოდე რომელ ხელსაც შემახებ იმას მოგამტვრევ . ჩემთან შეხება აკრძალული გაქვს...სა-მუ-და-მოდ..._მეტი ეფექტისთვის დავმარცვლე
_როდის მერე?_გამომაჯავრა მისებურად
_რაც გავშორდით
_გეყოფა რა , მაგის მერეც იყო ჩვენს შორის ცოტა რამ _მტრულად გავხედე თითქოს ამის მოსმენა არ მინდოდა
_ისეთი არაფერი რაც იმის იმედს მოგცემდა რომ ...მოკლედ რა იმის თქმა მინდოდა რომ ალექსის შენთან პრეტენზიები აქვს უკვე მესამე შაბათ-კვირაა არ ინახულე . მე კიდევ რესურსი ამომეწურა შენს გასამართლებლად.
_შენზე უკეთ ვინ იცის რა დღეში ვარ
_ბევრი არაფერი , შენ მხოლოდ მაყურებლის როლს ითავსებ ან ისეთი უარგისი კანდიდატურები მოგყავს როგორიც ცოტა ხნის წინ დავითხოვე ოთახიდან .
_სულაც არ იყო ცუდი ...აილინ შენ უბრალოდ სხვას არ აძლევ აზრის გამოთქმის საშუალებას
_ცუდი არ იყო ...მე ვიტყოდი უფრო კატასტროფა . ასეთი გემოვნება რომ გაქვს ამიტომაც დავაგვირგვინეთ განქორწინებით
_ეგ რა შუაშია ?
_ რქებს ასეთ მახინჯებთან, რომ მადგამდი მაშინ როცა შენს ცოლზე კაცები ოცნებობენ
_სულაც არ გადგამდი რქებს რას იგონებ _ ცოტათი შეურაცყოფილი სახე მიიღო ჩემმა ყოფილმა.
_ამ საკითხზე დავას არ ვაპირებ . იმის ახსნა არ მჭირდება რაც უკვე ვიცი .მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ალექსი გელოდება და ... ბავშვს გულს ნუ გაუტეხავ . აქ ისედაც არაფერს აკეთებ. წადი და სკოლიდან გამოიყვანე . დამღალე უკვე ჯონ ...დამღალე ...
ყავას არც დავლოდებივარ კარი გამოვიჯახუნე და ჩემი კაბინეტისკენ წამოვედი. ყოველი ასეთი კამათის დროს გული მიმძიმდებოდა. ვერ ვიგებდი რა იყო ამის მიზეზი . ის რომ ოჯახის დანგრევა მიმძიმდა თუ ჯერ ისევ მქონდა მის მიმართ გრძნობები . საშინლად მაღიზიანებდა როცა ასე ირონიულად მელაპარაკებოდა და მიწვევდა. ამ დროს განსაკუთრებით ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა.
შაბათს საღამომდე ვიმუშავე .თითქმის არ შემისვენია ,მაგრამ საქმე მაინც ბევრი იყო. ქაღალდები ჩანთაში ჩავიწყვე და მანქანისკენ წავედი . გზად ჯონის კაბინეტისკენ გავიხედე. ცარიელი იყო. გავიფიქრე შაბათია და ალბათ ალექსთან წავიდა მეთქი .
როგორც კი სახლის კარი შევაღე ალექსი დივნიდან წამოხტა და ზევით სართულისკენ გაიქცა. დამანახა რომ გაცოფებული იყო. მაშინვე ოთახში ავაკითხე. მოკუნტული იჯდა საწოლზე და შევამჩნი რომ ტიროდა.
_რა გჭირს ალექს?
_მამა როგორც ყოველთვის დროზე ადრე მოვიდა
_სამსახურიდან ადრე გამოსულა მეგონა შენთან მოდიოდა
_მეც მასე მეგონა. დამირეკა ნაყინის საჭმელად წავიდეთო. თითქმის მთელი დღეა მოსაცდელში ველოდები
_ ალბათ რამე მოხდა
_ხო,ყოველთვის მაშინ ხდება როცა ჩემთან უნდა მოვიდეს . გადაეცი რომ აწი თავი აღარ შეიწუხოს . მაინც არ წავყვები
_ მიდი დაისვენე მე გავიგებ რა მოხდა_დავინახე თავზე საბანი როგორ წაიფარა. მაშინვე დავრეკე მაგრამ არცერთ ზარზე არ მიპასუხა. შუაღამემდე ვმუშაობდი და თან ჩემთვის ხმადაბლა ვემუქრებოდი მამობის უფლებას ჩამოგართმევ მეთქი. უკვე მეც დაწოლას ვაპირებდი ეზოში მანქანის ფარები რომ აინთო . მაშინვე მივხვდი რომ ის იყო . ასე მკვეთრი მოძრაობებით მხოლოდ ის დადიოდა .მანქანის საბურავების წუილი ზედა სართულშიც კი გავიგონე. მიუხედავად იმისა ,რომ გაცილებული ვიყავით ჩემთან მაშინ მოდიოდა როცა მოეპრიანებოდა. სანამ სახლში შემოვიდოდა მანამდე ჩავედი მისაღებში და ამრეზილი სახით დავუხვდი :
_ხომ არ გგონია ,რომ შვილთან მოსაკითხად ცოტა გვიანია?
_ჰოოო... დამაგვიანდა
_კი არ დაგაგვიანდა არ მოხვედი .ახლავე მიბრძანდი ამ სახლიდან _ ხელი ავუქნიე და ჩემი ოთახისკენ გავბრუნდი . ჯერ ისევ ნერვიულად ვისწორებდი ღამის ხალათს . იმის იმედი არც მქონდა რომ წავიდა. ოთახში შემომყვა. არც კი გამკვირვებია. სულ ასე იქცეოდა.თან ჩვენ ხომ თანამედროვე ოჯახი ვიყავით.
_როგორ არ მოხვედი.თურმე მთელი დღე მისაღებში გელოდებოდა
_მაპატიე,მეგობრები შემხვდნენ და ...
_წარმოუდგენელი ცინიკოსი ხარ ,რომ ამას აღიარებ კიდევაც
_ხომ იცი ,რომ ალექსი ყველაზე მეტად მიყვარს ამქვეყნად
_არა,უკვე აღარ ვიცი . მესამე შაბათ კვირაა ბავშვს აღარც კი აკითხავ
_ვერ ვიცლი. გგონია მე არ მინდა?
_არ გინდა. რომ გინდოდეს რამეს მოახერხებდი.არც მე ვარ მოცლილი მაგრამ რამეს ვახერხებ
_მაპატიე ,რომ შენსავით კარგი არ ვარ
_ყველაზე საშინელი ქმარი რომ იყავი ვიცოდი ,მაგრამ ასეთი მამაც თუ გახდებოდი არ მეგგონა. თანაც არც კი გრძნობ თავს დამნაშავედ
_შეიძლება ვნახო ?
_უკვე ძინავს. შენი აზრით 8 წლის ბავშვს ახლა უნდა ეღვიძოს ?
_მაშინ აქ დავრჩები რომელიმე ოთახში და დილით სადმე წავიყვან
_მითხრა გადაეცი აღარ წავყვებიო
_კარგი რა მაშინვე გაუვლის როგორც კი დამინახავს.
_არც კი მჯერა, რომ ბავშვის გრძნობებით თამაშობ
_ამას თამაში არ ქვია აილინ. ნუ ხარ ასეთი
_მიბრძანდი რომელიმე საძინებელში და დაიძინე
_იქნებ მანამდე ცოტა დაგველია
_დარწმუნებული ვარ დღეს არ დაგიკლია. შვილს იმიტომ არ მოაკითხე ,რომ რომელიღაც საყვარელთან ერთობოდი არა_ გამეცინა და საწოლზე წამოვგორდი . უკვე მართლა ისე ვიყავი დაღლილი ფეხები მეკეცებოდა
_სულაც არ ვიყავი საყვარელთან. იახტაზე ვიყავი მეგობრებთან ერთად
_რა გაიძვერა ხარ . ყოველ დღე ვრწმუნდები ,რომ დროულად დავშორდით ერთმანეთს
_მიუხედავად მაგისა მაინც მე გიყვარვარ. შემცვლელი ვერ მიპოვე
_ხო როგორ არა ყოველ ღამე სიზმრებში შენზე ვოცნებობ
_ძალიან უგულო ხარ ჩემო კარგო. წავალ და მარტო დავლევ თუ შენ არ გნებავს
_ხო შენ ხომ მხოლოდ მაშინ მუშაობ როცა ამის სურვილი გიჩნდება
_ალბათ სწორედ მაგიტომ დაგიტოვა მეტი წილი შენ მამაჩემმა.
_ადვილი შესაძლებელია
_მგონი თავიდანვე დარწმუნებული იყო ,რომ ქორწინებაში დიდხანს ვერ გავძლებდით
_ჯონ ახლავე დატოვე ჩემი საძინებელი და დასვენება მაცადე. თავად გასართობად იყავი და ახლა არც მე მაძინებ . შენი ლაყბობის თავი არ მაქვს
-დარწმუნებული ხარ რომ დალევა არ გინდა? _ისევ მობრუნდა და უკანასკნელად გაიბრძოლა
-ვიცი მე მერე რაც მოყვება მაგ დალევას_გავიფიქრე გულში და ხელით ვანიშნე მიბრძანდითქო.
ჯონი ფეხათრევით გაიძურწა ოთახიდან. მალევე ჩამეძინა და დილით ვიღაცის ხმამ გამაღვიძა .მაშივე მივხვდი ,რომ ჩემი მეგობარი ნენსი იყო . როგორც ყოველთვის იმხელა ხმაზე საუბრობდა ქვედა სართულიდან გავიგონე. თვალების სრესით წამოვდექი და ქვემოთ ჩავედი. როგორც ყოველთვის ნენსი და ჯონი ემოციურად საუბრობდნენ. მიკვირდა ხოლმე ასე კარგად როგორ უგებდნენ ერთმანეთს.
_ნენსი ასე ადრიანად თუ მოხვიდოდი არ მეგონა . მაპატიე ჩამეძინა
_არაუშავს მე და ჯონი მშვენივრად ვსაუბრობთ
_ხო გხედავთ
_სადმე მიდიხართ?_გადმოგვხედა ორივეს
_ჰო დღეს ხომ კვირააა. ცოტას ვიშოპინგებთ და მერე ჩოგბურთს ვითამაშებთ _ ოვაციებით წამოთქვა ნენსიმ
_აქტიური ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია _დაგვცინასავით
_შენ სჯობს წახვიდე და ალექსი შემოირიგო _თვალები დავუბრიალე და მანაც მაშინვე წამოდგა
_რაღაცნაირი ურთიერთობა გაქვთ _ჩაიდუდღუნა ნენსიმ
_ვერ ვიტან აქ რომ რჩება. არ მინდა სკანდალები ისედაც ბევრი სკანდალი გამოვიარეთ ამ ურთიერთობის გამო
_რატომღაც განქორწინება არ გამოგდით. ჩხუბობთ ,მაგრამ ეს არ არის ისეთი ჩხუბი როგორიც დაშორებულ წყვილს შეჰფერის
_კარგი რა შენ მაინც ნუ მიმატებ ...ისედაც ნერვოზის ზღვარზე ვარ ..._ღრმად ამოვისუნთქე და თავს დამშვიდება ვაიძულე
_ჩემზე უკეთ ვინ იცის რომ გაყრის მერეც იყო თქვენს შორის რაღაც
_ეს აღარ განმეორდება. მე დავიფიცე და ამას შევასრულებ . დამიჯერე ასე იქნება
ნენსიმ მხრები აიჩეჩა და ჯურნალის ფურცვლა დაიწყო. მივხვდი რომ არ დამიჯერა
-წავალ ჩავიცმევ და სალონში გამყევი რა
-შენს განკარგულებაში ვარ_ხელები ასწია ჩემმა მეგობარმა და მეც კიბეებს ავუყევი ზემოთ. შეღრიჭოებული კარიდან დავინახე ჯონი ალექსს უღიტინებდა და ისიც შეწუხებამდე იცინოდა. მივხვდი ,რომ ჩემი ყოფილი არ შემცდარა დანახვისთანავე შემოირიგა ბავშვი. ამის უნარი კი ჰქონდა იცოცხლე . ერთი შემოხედვა და ყველას გააბამდა მახეში...ნებისმიერს მოულბობდა გულს.
-შერიგდით?_კარი შევაღე და დოინჯშემორტყმული შევედი
-დღეს პარკში მივდივართ_გამიღიმა ალექსმა და ქერა თმები კოსად შეიკრა._მე წავალ წყალს გადავივლებ და მალე მოვალ მამა. გოგონამ კარი მოიხურა.
-იცოდე წესიერად მოიქეცი თორემ არ ვიცი რას ვზამ
-შენ სჯობს წახვიდე და საქმეებს მიხედო.
-შენი მისწავლება არ მჭირდება. შენგან განსხვავებით ჩემს საქმეებს კარგად ვაგნებ მე თვითონაც
-რა სექსუალური ხარ ასე ,რომ ბრაზობ _თვალები დამიკვესა ირონიულად
სისხლი თვალებზე მომაწვა და ერთიანად ამოხეთქა სიბრაზემ ,მაგრამ თავი შევიკავე ყვირილისგან. ალექსს უფრო მოვერიდე ვიდრე სხვა რამეს. მიუხედავად ყველაფრისა მე და ჯონს მის გასაგონად სცენები არასდროს გაგვიმართავს. ბალიშს ხელი წავავლე და პირდაპირ თავში ვესროლე.
-შენი გამოსწორება არ იქნება_კბილებში გამოვცერი
ჩემს ოთახში შევედი და მოხერხებული სამოსი ჩავიცვი. როგორ მიყვარდა ასეთი დღეები , როცა ისე ვიქცეოდი როგორც მინდოდა და პრანჭვა გრეხვა არ მჭირდებოდა არავის წინაშე.მაგრამ დილიდანვე აშლილ ნერვებს ვერაფრის დიდებიტ ვერ ვიოკებდი. ქვემოთ რომ ჩავედი ნენსიმ მითხრა ,რომ მამა-შვილი უკვე წასულიყო. ჩვენც სწრაფად გავედით. საჭესთან ნენსი დავსვი თავი არ მქონდა არაფერზე ფიქრის თუნდაც ამის. მთელი გზა ჩუმად ვიყავი. არც მას გაუცია ხმა. სალონში ,რომ მივედი ყველა დიდი ამბით მომეგება. ლუსიმ მკითხა რამე ხომ არ შევცვალოთო,მაგრამ ისე ვიყავი მოწყენილი არც მისთვის დამიწყია რამის ახსნა. ვუთხარი შენ კარგად მიცნობ და რაც გინდა ის ქენითქო. გაოცებისგან ლოამის თვალები შუბლზე აუვიდა . მიუხედავად იმისა ,რომ ამდენი წელია მიცნობდა ასე არასდროს მოვქცეულვარ. ნენსი გოგონებთან საუბარში იყო გართული ,მაგრამ ჩემსკენ თვალებს მაინც აპარებდა. დაახლოებით ორ საათში ყველაფერს მოვრჩი.
-მოდი სადმე ყავა დავლიოთ_ მითხრა მან
-ვიფიქრე სახლში წავალთქო
-რა გჭირს?
- არაფერი ისე...უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ. ჯონმა დილიდანვე ამშალა და ვეღარ ვლაგდები...
-მგონი ყავას რამე უფრო მაგარი სჯობს.
-კარგი რა...
-დღეს წვეულებაზე მივდივარ წამოხვალ? ვინმეს გაცნობა და ახალი ურთიერთობები გჭირდება ...
-სულაც არ ვფიქრობ მაგაზე _თავი ისე დარწმუნებულმა გავაქნიე ნენსიმ შემოპასუხება ვერ გაბედა
-ისევ ჯონი?
-რა შუაშია?_მთელი ის სარწმუნოება გაქრა ჩემი ხმიდან რაც წამის წინ გამაჩნდა
-თქვენზე უცნაური წყვილი არ მინახავს. გაშორდით და მაინც ერთად ხართ
-ერთად არ ვართ...უბრალოდ ...
-სექსი გაქვთ
-არ გვაქვს...უფრო სწორად რამდენჯერმე გვქოდა გაშორების მერე ,მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
-მეჩვენება თუ ჯონი გენატრება?
-გეხვეწები რა_გაჩუმება ვთხოვე და მანქანაში ჩართული მუსიკა გამოვრთე. ყველაფერი ნერვებზე მოქმედებდა.
-არა არ მეჩვენება..._თავი გააქნია ნენსიმ_წამო ჩოგბურთი ვითამაშოთ. ისე ძლიერად დაარტყი ,რომ წარმოიდგინე ბურთი ჯონია.
კორტებზე მივედით. ზსტად ისე მოხდა ,როგორც ნენსიმ მითხრა. ყველა ბურთის ჩაწოდებაზე თვალწინ ჯონი მეცხადებოდა და მთელი ძალით ვურტყამდი. ისე დავიქანცე ფეხზე ძლივს ვიდექი. შხაპი გადავივლეთ და იქაურობა დავტოვეთ. უკვე შვიდი ხდებოდა. ნენსიმ გამომიცხადა დღევანდელ წვეულებაზე წასასვლელად უნდა მოვემზადოო და მანქანიდან გადმომიხტა. ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. იძულებული გავხდი საჭესან დავმჯდარიყავი. ალექსს გადავურეკე. მითხრა ექვსი იყო მამამ რომ მომიყვანა და შემპირდა გვიან ისევ მოვალ თუ მოვიცალეო. ვიცოდი მაგის ‘’თუ’’ რასაც ნიშნავდა. ეგ იგივე უარის ნიშანი იყო.
ბართან გავაჩერე მანქანა და გადმოვედი. ხმაური ისმოდა ,მაგრამ მაინც მარტო დარჩენის კარგ საშუალებად მივიჩნიე. დახლთან შემოვსკუპდი და ორმაგი შევუკვეთე. ბარმენმა ისე გადმომხედა გეგონებოდათ სასწაული გაიგონაო.
-ძალიან მაგარი ხომ არ არის?_ წაიჩურჩულა იქვე მჯდომმა მამაკაცმა და გამიღიმა
-ჯანდაბა ესღა მაკლდა _გავიფიქრე გულში და ზრდილობისთვის გავუღიმე.თან ახლადმოწოდებული ჭიქით ვანიშნე გაგიმარჯოსთქო.მანაც იგივე გაიმეორა. ერთი ამოსუნთქვით გადავკარი და კიდევ დავასხმევინე.
-სადღაც მინახავხარ_თქვა ბარმენმა
-შესაძლოა
-პრობლემები გაქვს და გინდა ჭიქაში ჩაახრჩო?_გამბედავად მითხრა. სკამზე წამოვიწიე და ყურში წავჩურჩულე.
-დავიჯერო ვერ ხვდებით რომ თავს მაბეზრებთ?
-კი..._გამიღიმა უჩვეულოდ. უფრო მეტად ამეშალა ნერვები. ბარმენი გაქრა ,მაგრამ რად გინდა წამსვე გადმონაცვლდა ის მეორე.
-მარტო ყოფნა მინდა ..._მოჭრით ვუთხარი
-ბარში გინდა მარტო ყოფნა? ცოტა უცნაურია
-უკაცრავად მაგრამ რა თქვენი საქმეა რა და როგორ მინდა? უბრალოდ მომწყდით თავიდან.
-კაცის გამო ხართ ნერვებაშლილი?დამიჯერეთ ყველა კაცი ერთნაირი არაა...
- თუ იმას ელოდებით ,რომ ახლა აქ გამოვთვრები და მერე გონებადაბინდულს თქვენთან სექსი მექნება ძალიან მდიდარი ფანტაზიის უნარი გქონიათ_გაცეცხლებისგან ლამის ნაპერწკლები წამოვყარე თვალებიდან.
-მე ეს არ მითქვამს.
-სამაგიეროდ გაიფიქრეთ...გგონიათ პირველი კაცი ხართ ვინც ცხოვრებაში შემხვდა? კარგად ვიცნობ თქვენისთანებს. ბოთლით მომეცი ტეკილა_მივაყვირე ბარმენს და არც მახსოვს რამდენიანი კუპიურა დავუგდე
-ნუ ბრაზობ რა _სიტუაციის გამოსწორება სცადა კაცმა
-წავალ იქნებ მანქანაში მაინც დავლიო ისე როგორც მე მსურს და რაც მთავარია მარტომ
-დაგაჯარიმებენ _მომაძახა ბარმენმა და ტეკილამომაწოდა
-მაგრად ..._არც მე დავრჩი ვალში... წინა სავარძელზე დავეხეთქე და პირდაპირ მივიყუდე ბოთლი . ერთი-ორი სადღეგრძელო ჩემს თავსაც ვუთხარი და მანქანა დავქოქე. ალბათ სიჩქარეს არ გადამიჭარბებია თორემ ნამდვილად სასწაულით გადავრჩი ,რომ არ გამაჩერეს. გზა და გზა ვფიქრობდი სად წავიდეთქო და ბოლოს ოფისი გამახსენდა. სახლში ალექსს ასე ვერ დავენახვებოდი. ჩემი სტილი არ იყო. მიუხედავად იმისა ,რომ იდეალური არ ვიყავი და არც ბევრი დრო მქონდა მისთვის ვცდილობდი მსგავსი რამეები მის თვალწინ არ გამეკეთებინა. ყარაულს კარებში ჩასძინებოდა. მივაკაკუნე და იმანაც გამიღო. ლიფტთით ავედი ზედა სართულზე და ჩემი კაბინეტის კარი გავაღე. არსად ისე არ ვგრძნობდი თავს როგორც აქ . მოსაცმელი დივანზე მივაგდე და შიგნით ჩავჯექი. ბოთლი იატაკზე დავდგი. რატომღაც ცხელი ყავა მომინდა და გარეთ გამოვედი ,რომ ავტომატიდან ჩამომესხა. რამდენჯერმე ჩავაგდე ფული ,მაგრამ მაინც არ მაძლევდა
-ჯანდაბას შენი თავი ჩემი ნერვების მოსაშლელად ჭედავ ასე ხო ?_წიხლი მივარტყი და ვიგრძენი როგორ წამართვა თითები ტკივილმა. თითქოს შემი შემოლაწუნება იგრძნოო და ქაღალდის ჭიქაში მოშავო სითხე ჩაიღვარა. თითქოს მთელს ტანში დამიარა ამომავალმა ორთქლმა. ის იყო მოსარევად ავიღე ხელში ,რომ საუბრის ხმა მომესმა. ნელა გამოვყევი დერეფანს და დავინახე ,რომ ჯონი იყო იმ დილანდელ გოგოსთან ერთად. სიმწრის ღიმილმა გადამკრა სახეზე. და გზა განვაგრძე.
-აილინ?-მომაძახა უკნიდან_ამ დროს აქ რას აკეთებ?
-ჩემს კაბინეტში ვზივარ და მარტო ვსვამ_ განვუცხადე მტკიცედ. არც მიკითხავს თავად იქ რას აკეთებდა. იმ გოგოს დანახვაზე ისედაც მივხვდი. გზა განვაგრძე ჩემი კაბინეტისკენ.თან სიბრაზე მახრჩობდა და მთელს ტანში დანასავით მერჭობოდა. რამდენიმე წუთში უკან შემომყვა. დივანზე ვიყავი გადაწოლილი და ყავას ვსვამდი. თუმცა სულ ტყუილად ისედაც ვიცოდი ტეკილათი გავაგრძელებდი ამ მშვენიერ საღამოს.
-მეტისმეტი ხომ არ მოგდის?_მზრუნველი ხმით მისაყვედურა
-შენ ვინ გეკითხება....თუ მინდა ხვალ დილამდე ვსვამ გაუჩერებლად_შევუბღვირე ჩემებურად.
-დამპატიჟე მაინც უზრდელო..._გამომაჯავრა მისებურად
- მაგისთვის როგორ მოგაცდენ მორიგი საყვარელი გყავს მოთრეული
-უკვე წავიდა და საყვარელი სულაც არაა...ყველგან ჩემი საყვარლები რატომ გელანდება?
-იმიტომ, რომ ყველგან არიან..._ჩემსავე ნათქვამზე გამეცინა იმიტომ ,რომ კარგად გამომივიდა
-გამაგიჟებ შენ მე...
-დიდი ამბავი შენ უკვე გამაგიჟე და..._ხელები უმისამართოდ გავაქნიე. მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და ჩემს წინ იატაკზე დაჯდა.
-მე დავასხამ და დავლიოთ
- არც იოცნებო ,რომ დღეს შენთან დავწვები ..._შეუფარავად მივახალე და იატაკზე ჩამოვცურდი. უკვე მეორე კაცი იყო რომელსაც ამას ვაფრთხილებდი
-ეს იმას ნიშნავს ,რომ არ აგვცდება ...
-ნაააააბიჭვაროოოოო_ ძლივს წარმოვთქვი სიტყვა და გიჟივით გამეცინა
-გაგიმარჯოს ..._მომიჭახუნა და ელვის სისწრაფით გადაკრა. არც მე ჩამოვრჩი.
-რას იფიქრებს დარაჯი ,რომელმაც იცის რომ განქორწინებული წყვილი სრულიად მარტოა აქ?
-ზუსტად იმას რაც უნდა იფიქროს
-ხანდახან ისე მეზიზღები შენი მოკვლა მინდა._ვეცადე მთელი სიბრაზე ჩამექსოვა ჩემს სიტყვებში
-ხანდახან ისე მენატრები მინდა წყალში გადავხტე იმის გამო რაც გაგიკეთე..._მთელს ტანში გამაჟრჟოლა მისმა სიტყვებმა. სული მეტკინა და კადრებად გამირბინა იმ ექვსმა წელმა რაც ერთად ვიყავით...იმ ყველა ჩხუმბა თუ ტკბილმა მოგონებამ...ყველაფერმა ერთად. ორი წელია რაც გავსორდით. ერთმანეთს ყოველდღე ვხედავდით და კიდევ იყო ჩვენს შორის ის ''რაღაც'' ,მაგრამ ჩემს წინაშე არასდროს უღიარებია ,რომ შეცდა და ნანობდა. თითქოს სწორედ ამას ველოდი ამდენი ხნის მანძილზე.
-არ გვინდა ახლა მაგაზე ლაპარაკი_თემა სასწრაფოდ შევცვალე ,მაგრამ გულის სიღრმეში მინდოდა მომესმინა ბოლომდე.
-არ გეგონოს ,რომ ალექსი არ მიყვარს ან არ მადარდებს ,მაგამ ...
-ვიცი ,რომ გიყვარს არც მჭირდება მაგაზე შენი მტკიცება ...უბრალოდ უპასუხისმგებლო ხარ და მასეთი მოკვდები ... შენ რა შეგცვლის..._ბოლომდე მივაწექი ჩემსას
-საქმე ისაა,რომ...
-არ გინდა ახლა ეს სევდიანი გამოსვლები. დავლიოთ და დავიშალოთ _ხელი ავიქნიე და ჭიქები შევავსე
-რაც დრო გადის იმ სახლში მოსვლა მით უფრო მიჭირს ... ერთდროულად მახსენებს თქვენთან გატარებულ წლებს და ჩემს დიად შეცდომებს ასე უხვად რომ მივქარე ჩემი ცხოვრების მანზილზე
ისევ უჩვეულოდ ამიკანკალდა სხეული და რაღაც მიზიდულობამ მიბიძგა მისკენ ,მაგრამ უკან დავიხიე და ისევ დივანზე შემოვჯექი.
-ცუდი აზრი იყო აილინ ..._წავეჩხუბე ჩემს თავს და ტუჩი მოვიკვნიტე. წამიერად თვალი გამიშტერდა ქალაქის ხედზე და დამავიწყდა რომ ისიც იქ იყო.
-აილინ ...
-ჰო...
-მართლა მენატრები ...ძალიან მენატრება შენთან ერთად გაღვიძება....უფრო სწორად ძალით , რომ მაგდებდი საწოლიდან სამსახურში წამოსაყვანად. უშენოდ არავინ ვარ, ადამიანის სახეს ვკარგავ. შენ იცი როგორ უნდა მომექცე ...შენ ყველაზე კარგად იცი როგორ დაიჭირო ჩემი ქმედებები.ვერ მხედავ რას დავემსგავსე?
-მე შენი ძიძა არ ვარ_თვალი ავარიდე და ისევ მოვიყუდე ჭიქა.
-კარგი რა ...
-რაზე მელაპარაკები საერთოდ ორი წუთის წინ ჩემს თვალწინ საყვარელთან ერთაად იყავი....შენს ცინიზმს ზღვარი არ გააჩნია ჯონ.
-კარგი რა ახლა არ მითხრა ,რომ იმაზეც ჩემი საყვარლობა იფიქრე...აილინ კარგი რა ...
-ჩემი მოტყუება არ გამოდგის
-შემჭამა კოზეტმა რა ...შემჭამა ...გითხარი არა გადაგვატანს ამ ამბავსთქო და ...
-კოზეტი რა შუაშია?
-დამირეკა იმ გოგოზე და ამიკლო სადმე ჩასვითო და მაგიტომ მოვიყვანე ...სხვა პროექტები ვანახე ნაკლებად მნიშვნელოვანი. გითხარი არ მოგვეშვებათქო ,მაგრამ შენ ვინმეს უსმენ ?
-მივხედავ ხვალ მაგას...ალექსი?
-ალექსთან ვიყავი რომ დამირეკა.
-ჰო კარგი დაასხი ისევ რა არ მაინტერესებს არც კოზეტი და არც არავინ. _ტეკილა აღარ იყო. ვისკი დავაფიქსირე ჩემი მაგიდის უკან და იმაზე მივანიშნე.
-გადააგდე ეგ ოხერი ჭიქა და მოდი ჩემთან _ხელში მწვდა. ჭიქა გამომგლიჯა და იატაკზე დაანარცხა. ისეთი ხმა ქონდა გეგონებოდათ მეხი გავარდაო. მარმარილოს იატაკმა ნაპერწკლებივით გაკვესა.
უკვე მეტისმეტი მქონდა დალეული. არც ძაალა შემწევდა და არც სურვილი შეწინააღმდეგების. უფრო მეტიც მე თვითონ დავეხმარე პერანგის გახდაში და კუბიკებად დაკუნთულ მუცელზე ხელები ავაყოლე. გამახსენდა ძველი წლები. როცა ჯერ კიდევ ახალი ცოლ-ქმარი გვერქვა და გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი. ყველაზე მაგარ წყვილად ,რომ გვთვლიდნენ და გვაფასებდნენ.
მაისური გადამაძრო და უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე. რატომ გავშორდით ერთმანეთს- რატომ დავანგრიეთ ეს ურთიერთობა თუ ასე გვიყვარდა ერთმანეთი. თუ მაინც გვქონდა ერთმანეთის სურვილი და მაინც იყო ჩვენს შორის ''რაღაც'' ...
ჩვენ თანამედროვე ოჯახი ვიყავით ,მაგრამ ეს არ იყო თანამედროვეობის დამსახურება და ბრალი. ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს კისერს მისი ტუჩები. ზუსტად ისე განმეორდა რაც ერთი კვირის წინ. ერთად ვიწექით და მერე ისე დავცილდით ერთმანეთს თითქოს არაფერი მომხდარიყოს... უკვე ორი წელია ასე გრძელდებოდა. უკვე ორი წელი იყო საკუთარ თავს ვეფიცებოდი,რომ ეს აღარ განმეორდებოდა,მაგრამ მაინც ხდებოდა. ჭკუიდან გადავყავდი. ერთ-ორ ჭიქას დავლევდი , ისიც დალევდა...ერთ ორ ტკბილ სიტყვას მეტყოდა...ერთი-ორჯერ მაკოცებდა მისებურად,როგორც ჩვეოდა და უკვე მის მკლავებში ვიყავი.
ყოველ ჯერზე როცა მასთან ასეთი სექსი მქონდა საკუთარი თავი მეზიზღეებოდა. ერთი-ორჯერ ლამის ჭკუიდან გადავედი მეგონა დავფეხმძიმდი . ერთხელ ორი კვირა გადამიცდა და მეგონა დავორსულდი. უკვე თვითმკვლელობის ზღვარზე ვიყავი ექიმმა ,რომ მითხრა ორსულად არ ხარო.
მკერდზე თავი დავადე და გავიხსენე რამდენიმე დღის წინ დადებული ფიცი ეს აღარ მოხხდებათქო. სიგარეტს ეწეოდა და თან იატაკზე დადგმული ჭიქიდან ვისკს სვამდა.
-დალევ ?
-აღარ მინდა
-მოწევ?
-მეზარება...
-აბა?
-მეძინება, მინდა რომ გავიღვიძებ ეს ყოველივე რეალობა არ არმოჩნდეს.
-ასე ცუდი იყო?
-იდიოტი ხარ_სერიოზულად გავბრაზდი
ზურგზე ხელები მომხვდია და უჩვეულოდ მაკოცა. მის სუნთქვას ვგრძნობდი კანზე. ცხელ ჰაერს ,რომელიც სასიამოვნოდ მათბობდა
-გინდა ისევ ვცადოთ?
კითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა ,მაგრამ ელვასავით გამკრა ჯერ თვინში და მერე გულში
-არ დაუჯერო _ჩამძახა ტვინმა
-მიეცი მეორე შანსი _ამომძახა გულმა
-უსიტყვოდ დავადე ისევ თავი მკერდზე
-რატომ არ მპასუხობ?
-შენი საყვარლების თავი აღარ მაქვს. არც შენი გაძლების. ეს აღარ განმეორდება... წამოვჯექი. მისი პერანგი გადავიძრე და მივაწოდე ჩაიცვითქო . ჩემს მაისურს ვეძებდი იატაკზე.
-სულ მასე ამბობ ,მაგრამ მერე ისევ...
-კარგი რა...
-და ყველგან ჩემი საყვარლები ნუ გახსენდება. ვიცი ,რომ გაიძვერა ვარ და გიღალატე,მაგრამ ამას ვნანობ. მაშინ უბრალოდ მეგონა ,რომ გაქცევა მინდოდა ამ ღლიდან რასაც ქორწინება ქვია,მაგრამ ხომ ხედავ...ვერ შევძელი თქვენს გარეშე ცხოვრება. მე თვითონაც არ ვიცი რას ვაკეთებ.
-შენი ანგრეული ცხოვრების დასაწყობად გჭირდები?
-შენც და ალექსიც. გგონია ჩემთვის მარტივი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა? დაბნეული ვიყავი და შეცდომა დავუშვი. მეორე შანსს ყველა იმსახურებს.
-იმ კახპაში ,რომ გამცვალე და მერე ორი თვე შენთან ცხოვრობდა ეგ გინდა დავივიწყო? ქვეყნის დასაცინი,რომ გამხადე?
-გთხოვ...
-რა...
-დასაცინი მე გავხდი იმის გამო ,რომ შენ მიგატოვე ...რაც დრო გავა იმ სახლში მოსვლა უფრო მეტად გამიჭირდება. მიუხედავად ყველაფრისა თქვენ მაინც ჩემი ოჯახი ხართ...შენ და ალექსი ...ვიცი რომ განიცდის ჩვენს დაშორებას...
-არ გინდა ახლა ბავშვის გამოყენება
-რატომ გგონია ,რომ ყველას ვიყენებ. რატომ არაფერი გჯერა ჩემი?_ვიგრძენი როგორ გადაურბინა სიბრაზის ტალღებმა სახეზე და მივხვდი,რომ მეტისმეტი მომივიდა
-დამისხი ..._ვანიშნე ჭიქაზე და დივნის თავზე ჩამოვჯექი. ჭიქა მომაწოდა. შევანჯღრიე და სითხის მოძრაობას დავაკვირდი.
-ხედავ? ჩემს წასვლასაც აქვს უარყოფითი თვისებები...სასმელს დაეძალე_კიდევ ერთი გადავკარი და შარვლის ჩაცმა დავიწყე._შენ რა უკვე მიდიხარ? _თავი დავუქნიე და ცარიელი ბოთლი ნაგვის ურნაში მოვისროლე. ამასობაში თვითონაც ჩაეცვა და მე მიყურებდა.
ლოდივით მაწვა გულზე ,რომ არაფერი ვუთხარი და ასე უსიტყვოდ დავტოვე. ჩვენი გაყრის მერე პირველად გაბედა შერიგებაზე სიტყვა დაეძრა. ტვინი მკარნახობდა ,რომ სწორად ვიქცეოდი. გული კი გახეთქვაზე მქონდა. მეტი იმედგაცრუებისთვის მზად არ ვიყავი,მაგრამ არც ამ კარიდან გასასვლელად აღმოვჩნდი ძლიერი. დივნიდან კარამდე გზა ისე დაგრძელდა მეგონა იქამდე ვეღარასდროს მივაღწევდი.
კარის სახელურს უღონოდ გავუშვი ხელი და მისკენ მოვტრიალდი. ისევ იქ იდგა და მიყურებდა.
-წამოდი უკვე გვიანია
-შენ წადი მე აქ დავრჩები
ერთხელ ძლივს გავბედე თქმა და ვერ მიხვდა რა ვიგულისხმე. ახლა უკვე ჩემს თავში ვეძებდი ძალას უკეთ ამეხსნა რას ვგულისხმობდი. სასმელი გონებას მიბინდავდა ,ნერვები კი ყელში მებჯინებოდა და მახრჩობდა.
-სახლში წამოდი ..._ვთქვი და ვიგრძენი როგორ დამიარა მტელს სხეულში დენივით. გულში ჭვალასავით დამიარა ტკივილმა. გაკვირვებულმა შემომხედა. ვერ იჯერებდა ,რომ დავთანხმდი. ადგილიდან არ გარყეულა.
-ადექი თორემ არ ვარ დარწმუნებული,რომ ძალა მეყოფა ეს ყველაფერი მესამედ გავიმეორო.
კარი გამოვიხურე და ლიფტი გავაჩერე. მანქანაში რამდენიმე წუთს ველოდე. ბოლოს ვიფიქრე აღარ მოვათქო და მანქანა დავქოქე. იმედი გამიცრუვდა. სადღაც გულის სიღრმეში დავუშვი ის ფაქტი,რომ შერიგებაზე წამოწყებული საუბარი ინანა.
-გითხარი არ ხარ მზად კიდევ ერთი იმედგაცრუებისთვისთქო ?_ ჩამომძახა სიამაყისგან გაზულუქებულმა ტვინმა. გული სადღაც კუნჭულში იყო მიყუჟული რადგან მისი ხმა არ მესმოდა.
სახლში მისულმა ალექსს დავხედე. მშვიდად ეძინა ,მაგრამ საბანი გადასძრობოდა და დავაფარე. შუბლზე ვაკოცე და გამოვედი. ცხელი შხაპი მჭირდებოდა სასწრაფოდ. ცრემლები წამსკდა ,მაგრამ შხაპის ქვეშ ისე ერეოდა წყალს ვერც კი იფიქრებდით რომ ვტიროდი. კარგა ხანს ვიჯექი და თავი მქონდა შეშვერილი ცხელი წყლის ჭავლისთვის.
პირსახოცი შემოვიხვიე და თმის მშრალებით გამოვედი გარეთ. მისი სუნამოს სურნელი მეცა და მაშინმე მოვათვალიერე ოთახი . კარზე იყო მიყუდებული. არაფერი მითქვამს. ისე ვიყავი გაბრაზებული ლამის ჭკუიდან ვიშლებოდი. წარმოდგენა არ მაქვს რა ძალამ გამაკავა ,რომ არ მეკივლა.
-ვერ დავიჯერე რომ დამთანხმდი...ჯერ ისევ არ მჯერა ...
-ანუ იმის იმედით შემომთავაზე ,რომ გჯეროდა არ დაგთანხმდებოდი ?
-არაა სავალდებულო ყველაფერი შენებურად გადახარშო.
-აბა როგორ გადავხარშო? ერთად დავლიეთ,სექსი გვქონდა , შენ შერიგება შემომთავაზე...მე დაგთანხმდი და შენ ისიც არ ინებე ხმა გაგეცა ჩემთვის
-მაპატიე...
-სულ სიტყვა მაპატიეს რატომ იძახი ? მეზიზღება უკვე ეს სიტყვა .
-შეიძლება ,რომ ეს ღამე უჩხუბრად გავატაროთ?
-რომელი ღამე? მიბრძანდი ჩემი სახლიდან და თვალით აღარ დამენახვო..._საჩვენებელი თითი გავიშვირე კარისკენ. დარწმუნებული ვიყავი სულაც არ მინდოდა ,რომ აქ მოსული გამეგდო. მინდოდა სამუდამოდ დარჩენილიყო,მაგრამ სიამაყეს ბორკილებით ვყავდი დაბმული და უფლებას არ მაძლევდა კიდევ ერთხელ გადამებიჯებინა ჩემი თავისთვის.
-გადაიფიქრე?
-რაა? კიდევ ბედავ და აქეთ მეკითხები?
-გეყოფა ყვირილი დაწყნარდი. ისევ თმების მშრალება განვაგრძე ,მაგრამ სიბრაზემ მძლია და სარკესთან სკამზე დავეხეთქე. თავი ხელებში ჩავრგე.
უცებ კარი გაიღო და ალექსი შემოვიდა.
-თქვენი ყვირილი მთელ სახლში ისმის _ნახევრად მძინარემ წაილუღლუღა_მამა ამ შუაღამეს აქ რას აკეთებ ?
-მე..._მივხვდი,რომ არ იცოდა რა ეთქვა და ჩემს სიტყვებს ელოდებოდა. ალექსი ჯიუტად იდგა და პასუხს უცდიდა. მივხვდი,რომ ამ კითხვაზე სწორედ მე უნდა გამეცა პასუხი . ალექსის ხათრით უნდა მომეძებნა ჩემს თავში ძალა და მესამედ გამემეორებინა იგივე.
-მამა დაბრუნდა ... _თავდაჯერება აშკარად მაკლდა ხმაში. ახლა ,რომ ვუფიქრდები ვერც კი ვაცნობიერებ რის ფასად დამიჯდა ამის თქმა ან რას ვგრძნობდი იმ წამს.
-სახლში ? ჩვენთან?_თვალები გაუბრწყინდა და მისკენ გაქანდა_აღარ წახვალ ? ჯონმა თავი გაუქნია და აკოცა.
-სანამ თმას ვიშრობდი ორივეს საწოლზე ჩასძინებოდა. მე ფანჯარასთან ჩამოვჯექი და ფიქრებში წავედი . მეშინოდა მომავლის ,მაგრამ იმედი მქონდა... იმის იმედი რასაც ჩემს საწოლზე ვხედავდი. განქორწინება არ გამოგვივიდა . ქორწინებაში დაბრუნება გაცილებით კარგი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი ეს მერწმუნა. შევძელი და ერთ მდინარეში მეორედ შევცურე...ეს უკვე გაბედული ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან.
საკუთარ თავთან რაღაცეების მტკიცებაში ვიყავი თავზე ,რომ დამათენდა.
მხოლოდ ის ვიცოდი ,რომ ამ კაცთან ყოფნა მსურდა ...ალბათ მწარე მოგონებების საფასურადაც კი.
__________

ესეც ჩემი ძველი ნაწარმოები ახალი ვერსიით
გადაწყვეტლი მაქვს ,რომ ეს ნაწარმოები ასე დავასრულო ,მაგრამ შეიძლება დავწერო ამ წყვილის მომავავალი ცხოვრება
იმიტომ რომ გამორჩეულად მიყვარს....
სათაური ჯერ ვერ შევურჩიე და შინაარსიდან გამომდინარე ''რაღაც'' დავარქვი
იმედი მაქვს მოგეწონებათ
მიყვარხართ

პ.ს. სკოლა ბავშვების წესებით დაიდება დღეს .... დრო ვერ გამოვნახე რომ დამეწერა.



№1  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგი იყო რაღაც საოცრება სიტყვებიც არ მყოფნის გაგრძელება კარგი იქნებოდა წარმატებები love

 


№2  offline წევრი lisebeth

Queen ♛
ძალიან კარგი იყო რაღაც საოცრება სიტყვებიც არ მყოფნის გაგრძელება კარგი იქნებოდა წარმატებები love
მადლობა გაიხარე <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuu ra kargi iyooo magram roo gaagrdzelebde uketesi iqneba

 


გააგრძელე რაა გთხოოოვვვ

 


№5  offline წევრი yvavi

ამის შემდგომ ნაწილს სიამოვნებით წავიკითხავდი ^^

 


№6  offline წევრი lisebeth

თქვენ იმდენს იზამტ გაგრძელებას დამაწერინებთ <3
მადლობა დიდი ყველას <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

lisebeth
თქვენ იმდენს იზამტ გაგრძელებას დამაწერინებთ <3
მადლობა დიდი ყველას <3


lisebeth
თქვენ იმდენს იზამტ გაგრძელებას დამაწერინებთ <3
მადლობა დიდი ყველას <3

auuu gaagrdzeleee raaa aba sheniciu rogor gagvaxareeb :))

 


lisebeth
თქვენ იმდენს იზამტ გაგრძელებას დამაწერინებთ <3
მადლობა დიდი ყველას <3

gaagrdzele raa gtxoov

 


№9  offline წევრი lamazmani

Gagrdzeleba kai iqneba magaria

 


№10 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან გამახარებთ ამმოთხრობას თუ გააგრძებთ.საუკეთესოა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent