შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წარსულიდან[9]


22-08-2015, 00:07
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 024

თავი უკან გავწიე და უცნობის მკლავებში ქათამივით ავფართხალდი.“ჯერ თორმეტი საათი არაა და თადარიგი დაუჭერია“-გავიფიქრე და შეშინებულმა უკან მივიხედე.ალექსის დანახვაზე სახეზე ზიზღმა გადამირბინა.“უტიფარი არსება“-გავიფიქრე,მან კი ირონიით შემომხედა.
-2 და 1-ალექსის ადგილი წამში დემეტრემ შეცვალა და თავი მის ხელებში მომიქცია.ნაზად და რიტმულად შემახო ბაგეები და მაკოცა! იმ მომენტშიც არ მჯეროდა,რომ ის დემეტრე იყო.ვაკვირდებოდი მის თითოეულ ნაკვთს,მაგრამ მაინც არ ვიჯერებდი.გაშეშებული ვიდექი და ვიაზრებდი,რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო,რომელიც დემეტრეს ერგო.არ მჯეროდა,მაგრამ ეს მოხდა და ისეთი სასიამოვნო იყო,როგორიც არასდროს წარმომედგინა.მთელი სხეული სასიამოვნო შეგრძნებებს მოეცვა.ვგრძნობდი,რომ რაღაც უჩვეულოდ მიხურდა ტუჩები.
-სიმდიდრეს პლიუსები აქვს-თითქოს ამოიცნო,რომ მისი მოსვლა მიკვირდა და პასუხი მაშინვე გამცა-მოგეწონა კულონი?-ღიმილით მკითხა.
-ძალიან-უხერხულად ჩავილაპარაკე და ვფიქრობდი,ჯერ ხომ ახალი წელი უნდა მოელოცა-მეთქი.“კიდევ მიგიხვდება“-მეორე „მემ“ ჩაიბურტყუნა.
-კოცნით მოგილოცე,მაგრამ სიტყვებსაც არ ვიშურებ-გაიღიმე-გილოცავ ახალ წელს-2016 გამოისახა ცაზე და ღიმილიანი სახით შევხედე,შემდეგ მზერა დემეტრეზე გადმოვიტანე.
-მეც,გილოცავ-მამაკაცმა ხალხს მომაშოა და მოშორებით გამიყვანა.
-სანდრა აქაა-ვლუღლუღებდი,მაგრამ ის არც ერთი წამით არ მისმენდა.მყუდრო ადგილას დავსხედით,მაგრამ თითქმის სულ ის საუბრობდა,მე მხოლოდ თავს ვუქნევდი და უხერხულად ვუყურდი მის გამაოგნებლად მიმზიდველ ღიმილს.
^^
ჩემი დაქალები გაგიჟებულები იყვნენ სიხარულისაგან,მაგრამ მე გაურკვეველი მზერით ვეგდე ლოგინზე და ათას რამეზე ვფიქრობდი.ისინი ჭორაობდნენ და კისკისებდნენ,მაგრამ მე დამტვრეული ნივთივით ვიყავი და თავი უმწეო ბარტყი მეგონა.ასეთი შეგრძნება ჩემთვის უცნობი იყო.სასიამოვნოდ უმწეოდ ვგრძნობდი თავს და სენტიმეტალურ-ემოციურ შეგრძნებებსა და განცდებს მოეცვა ჩემი მთელი არსება.
-ნიკი ძალიან მომწონს-ემოციურად ყვებოდა ბიჭზე და კოცნის სცენაც არ გამოუტოვებია.
როგორ შემეძლო რომ არ მეფიქრა დემეტრეზე? თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი და არ ვიცოდი რა მოხდებოდა მომავალში.რა უნდა მეთქვა დედასთავის ან მამასთვის.მილიარდელთან საქმის დაჭერის ბავშვობიდან მეშინოდა.ვთვლიდი,რომ ყველას საკუთარ ფენაში უნდა მოეძებნა ცხოვრების პარტნირი,მაგრამ იმასაც ვგრძნობდი,რომ დემეტრეს მიმართ გრძნობები მქონდა,რომლებიც არ უნდა ყოფილიყო უბრალო.“ფერი ფერსაპ“-გავიფიქრე და ისევ იმ უსიამოვნო ფიქრებში წავედი,რომელიც დემეტრეს ეხებოდა.“მილიარდელია,მე კი..არ შევეფერებით..“-ნაღვლიანი ღიმილი გადამკროდა სახეზე.
-გიყვარს და ამით ყველაფერია ნათქვამი-დაქალები მაიმედებნდენ,მე კი ისევ ვყოყმანობდი.ორშიც კი სახლში ვიყავი და ფილმს ვუყურებდი.
-პოპკორნი ამოგიტანეთ-შემომივარდნენ ნიკი და სანდრა.ნიკი ცოტა ხნის წინ გამაცნო და ცუდი ბიჭი არ უნდა იყოს,ალბათ.რაც არ უნდა იყოს,ასე ჩანს.
-ძალიან კარგი-ამოვიღე ერთი ცალი და მძიმედ გადავყლაპე.
-არ დაურეკავს?-ნიკმა მკითხა და პოპკორნი ამოიღო.სანდრა მასთანაც რომ ლაპარაკობს დემეტრეზე კი მრცხვენია,მაგრამ მას ვერაფერს შეაგნებინებს კაცი!
-არა,არ დაურეკავს.
-ფიქრისთვის გაძლევს დროს-იმედიანად შემომხედა სანდრამ.
^^
ცივ ყავას ვწრუპავდი და წინდებით დავდიოდი ოთახში,როცა კარის ხმა მომესმა.
-სანდრა,სულ შენ როგორ ხარ-ბუზღუნით გავაღე კარი,მაგრამ მაშინვე უკან გავხტი.დემეტრე მედგა წინ გაღიმებული და თან ძალიან სექსუალური გამომეტყველებით.
-სანდრა არ ვარ-ყავა მომაწოდა და მანიშნა,შემოვიდეო.
-შემოდი-თავი დავუქნიე და ყავა გამოვართვი,თან ვანიშნე,აგერ ვსვამ-მეთქი.
-არაუშავს,შენ ყავის გიჟი ხარ-გამიღიმა და თვალები გამისწორა.
-გამოგიტან რამეს-სამზარეულოსკენ წავედი და ისიც უკან გამომყვა.იმ დღეს ჩვენზე სიტყვა არ დაგვიძრავს,მაგრამ უხერხულობა ორივეს გვეტყობოდა.რაღაც გამოუთქმელ გრძნობებს ვგრძნობდი.თითქოს ვარდისფერ ბუშტში უცხო ფერები შემოჭრილიყვნენ.ვგრძნობდი,რომ დემეტრე შეცვლილიყო,თითქოს უფრო მგრძნობიარე და თბილი გამხდარიყო ჩემ მიმართ.
^^
7-ში ისევ ძველებურად ვგრძნობდი მოზღვავებულ გრძნობებს.ჩემებს შობა მივულოცე და უნივერსიტეტისკენ გავწიე.დილას სანდრა არ შემხვდა,ნიკთან ერთად უნდა წავიდე სადღაცო.ცოტა ხნის წინ გამომიტყვდა,შეყვარებული ვარო,მაგრამ რას გაუგებ მაგ გოგოს! არის და იყოს,ჩემთვის უკეთესი!
-იმ დღეს რა მოხდა?-უნივერსიტეტიდან გამოსულს წინ ამესვეტა ალექსი.ეტყობოდა,რომ დემეტრე ვერ იცნო-ასეთ სიუხეშეს არ მოველოდი,არც ის ვიცოდი,თუ შეყვარებული გყავდა,გეთქვა,გაქცევა არ იყო საჭირო!-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და წარბი ზემოთ ასწია.
-ვწუხვარ,მართალი ხარ!-ადვილ გზას დავადექი და ბიჭს დავეთანხმე.
-კარგი წყვილი ხართ-თვალი ჩამიკრა და გამეცალა,“კიდევ კარგი დასრულდა“-ამოვისუნთქე და „ტაქსიში“ ჩავჯექი.
^^
სასტუმროში შევდიოდი,როცა დემეტრეს სილუეტი დავინახე.კიბეებთან ასვეტილიყო და თვალებით მჭამდა.
-დიდ ხანს გელოდებოდი-უკმაყოფილოდ ამათვალიერა და მერე ჩვეულად გამიღიმა.ხვდება,რომ მისი ღიმილი ჩემზე ძლიერად მოქმედებს და არასდროს იშურებს მას.ან რა არის ამაზე ადვილი!
-მართლა?-მხრები ავიჩეჩე და უხერხულად შევხედე-მინდა,რომ ვისაუბროთ-ხელით შემაჩერა და მზერა გამისწორა.
-ახლა არ მცალია,სხვა დროს იყო.
-სულ ცოტა ხნით-გამიღიმა და მანიშნა,გავიდეთო.მეც უკან ავედევნე.მანქანის კარი გამიღო და თავისებურად გამიღიმა.“სულ როგორ მიღიმის.ამერიკულ ღიმილზე უკეთ კი გამოსდის“-კმაყოფილად გავიფიქრე და ჰორიზონტს გავაყოლე თვალი.
-სად მივდივართ?
-ვერ გეტყვი,ნახავ-თვალი ჩამიკრა და სიჩქარეს მოუმატა-თვალები უნდა აგიკრა-ნაზი ნაჭერი შემომახვია და ინტერესით მკითხა-რამეს ხომ არ ხედავ?-თავი გავაქნიე და ფიქრებში წავედი.აზრზე არ ვიყავი რა იქნებოდა მისი სიუპრიზი.
ოც წუთში კარები გამიღო და გარეთ გამიყვანა.ზემოთ-ზემოთ მატარა და შემდეგ თვალები გამინთავისუფლა-ახლა შეგიძლია დაინახო.
ჩემს წინ ვეტმფრენი იყო,დავიბენი და სიხარულისაგან ავკანკალდი,კიდევ კარგი ხელი მომხვია,თორემ ჩავიკეცებოდი.
-რას იტყვი?-მომაშტერდა და პასუხის ლოდინში ნაჭერს ტრიალი წვალება დაუწყო.
-გასაოცარი! ვიცი,რომ ბევრი ასეთი გყავს!-გავუღიმე და მანიშნა ჩადექიო.
-თავზე ეს დაიფარე-მომაწოდა უცხო სხეული და ვეტმფრენში ჩაჯდა.
-შენ უნდა მართო?-შეშინებულმა შევხედე,რასაც მიმიხვდა და თვალებით მისაყვედურა.ცოტად და ჰაერში ავედით.
-მძღოლის გვერდით ჯდომა სულ სხვა ყოფილა-აღტაცებულმა შევხედე დემეტრეს.
-გინდა მართო?-თვალი ჩამიკრა.
-არა,არ მინდა-ვიუარე და მის ხელების მოძრაობას დავაკვირდი.
-ვერც განდობ-გამაბრაზა და ირონიულად შემომხედა.
-ვერც მე ვანდობ საკუთარ თავს-ჩავილაპარაკე.
-მიყვარხარო რომ გითხრა,ბანალურია და მეტიც სრული უაზრობა,ამ სიტყვას ისე ხმარობენ,რომ სასტიკად შემძულდა.სიტყვები არაა საჭირო,როცა ადამიანი ხვდება რას გრძნობს მეორე მის მიმართ და,დარწმუნებული ვარ,რომ შენც ხვდები..-ავკანკალდი მის სიტყვებზე,თითოეული ნაწილი დამეძაბა და გაგრძელებას დამძიმებული გონებითა და გულით დავუგდე ყური..-ქეთ,სხვაგვარად რომ იყოს,ახლა ხელს არ გავუშვებდი საჭეს და..-ხელებში მოიქცია ჩემი აკანკალებული სახე და ბაგეებს ვნებიანი ტუჩებით შეეხო,სწორედ იმ ტუჩები,რომელიც ამდენ ხანს მიბნევდა თავგზას.თითქოს მთელი არსება ჩააქსოვა ამ ერთ კოცნაშიო,ისეთი შეგრძნებები გადმომდო და ვნების ბურანში გამხვია,რომ ძირსაც კი დავეშვებოდი და არაფრის შემეშინდებოდა.იმ მომენტში ყველაზე ბედნიერი ვიყავით.ჩემთვის რომ რომ გეკითხათ,რა გინდა კიდეო,ვერაფერს მოვიფიქრებდი,რადგან მაშინ,როცა ჩემს ტუჩებს ჩაჩუას ბაგეთა მხურვალება ჯერ კიდევ შერჩონებოდა,მე არ ვიყავი ქეთი კალანდაძე,მე უფრო მეტი ვიყავი,ალბათ უსასრულობის ლამაზი ნაწილი,რომლის სულს ჩაჩუას თვალთა ელვარება ამშვენებდა.
-ცოცხლები ვართ-ტუჩის ბოლოში ირონია დასთამაშებდა დემეტრეს.
-გასაოცარი იყო-ვერ მოვითმინე და ბავშვივით ავკისკისდი.ისე გაუცნობიერებლად წამოვიძახე,რომ არც კი მიფიქრია რას ვგულისხმობდი კოცნასა თუ ფრენას.
-ჩემო პატარა-ცალი ხელი თმაში შემიცურა და მათი თითებზე დახვევა დაიწყო.
ვეტმფრენი რომ დაეშვა ისეთი შეგრძნება დამუფლებოდა,თითქოს ოცნებიდან რეალობაში დავბრუნდით,უხასიათოდ ვიდექი დემეტრეს წინ და თვალს ვერ ვუსწორებდი იმ ბავშვური კომენტარის გამო,რომელიც თავისდაუნებურად წამომცდა.მამაკაცი ამასაც ხვდებოდა,მგონი, და თვალებს აქეთ-იქით ატრიალებდა.
-ქეთი,არ გეთამაშები! ვიცი,როგორ გიყვარს ეს სიტყვა და მახსოვს,როგორ მეკითხებოდი,ეს თამაშიაო,ისიც მესმის,რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ირონიანარევი რიტორიული კითხვა იყო,ახლა კი ჩემ წინ დგახარ და მიხარია,რომ არსებობ.მიხარია,რომ არსებობს ქეთი კალანდაძე.რა გითხრა მეტი?-თვალები უკიაფებდა,ახლოს მოიწია,განიერი მხრების გასწვრის გაშალა ხელები,ძლიერი მკლავები შემომხვია წელზე და ოდნავ მოიხარა.მის სხეულის სიმხურვალეს გაათკეცებულად ვგრძნობდი.როცა არ მეხებოდა,მაშინაც ვიწვოდი და მაშინ მთლად მას დავპატრონებოდი..ყველაზე უსაფრთხოდ მის მკლავეშ ვიყავი.დიახ,ეს ასე იყო!
თვალებზე ცრემლები მომადგა.“ასეთი ემოციურიც არ ხარ“-შინაგანი ხმა მამხნევებდა,მაგრამ ამჯერად ვერ შევიკავე ცრემლები და დემეტრეს მაისური ოდნავ დავუსველე.ალბათ,იგრძნო და გამანთავისუფლა,ხელებში მომიქცია სახე და თვალებში ჩამხედა.
-შენ ტირი?-მამაკაცი ასეთი აღელვებული ჯერ არ მანახა.შევამჩიე,რომ სახის თითოეული ნაკვთი დაჭიმოდა.
თავი დავუქნიე გულუბრყვილო ბავშვივით,ვტირი-მეთქი,რაზეც თავი გადააქნია და ხელით ლოყაზე შემეხო.
-სულ ხურხარ-ღიმილნარევიხმით აღნიშნა.
-მართლა?-თავი ჩავწიე დამნაშავესავით და გულში დათვლა დავიწყე,როდის დასრულდება-მეთქი ეს უხერხული მომენტი.
-მოდი ჩემთან-თავით მკერდზე მიმიკრო და მანქანისკენ აიღო გეზი.
-რომელი საათია?-როცა დემეტრე მანქანას ქოქავდა,რეალობაში გამოვერკვე,გამახსენდა ხვალინდელი ლექციები და მამაკაცს ინტერესით აღსავსე მზერა მივაპყრე.
-ექვსი ხდება-საათს მოწვეტით დახედა და ისევ ჰორიზონტზე მოახდინა კონცენტრაცია.
^^
-რა გუშინ ერთად იყავით?-სანდრა ინტერესს ვერ იოკებდა.
-ჰო,ჩამითრია-გადავიხარხარე და ირონიით შევათვალიერე დაქალი-რამე ახალი ხომ არ არის შენსა და ნიკს შორის?-შევეცადე სხვა თემაზე გადამტეტანა საუბარი.
-რა თვითმფრინავში გაკოცა?-ვერ ჩერდებოდა და ლამის იყო ეხტუნა,როცა წინა დღის შესახებ ვუყვებოდი-ღმერთო,ნიკი ამას ვერასდროს მოიფიქრებდა-საწოლის კიდეზე გაბუტული ბავშვივით ჩამოჯდა და საათს ახედა.
-ნიკის სად ყავს ვეტმფრენი-გადავიხარხარე და ტელეფონს დავხედე.თავს არ ვუტყდებოდი,მაგრამ დემეტრეს ზარს ველოდი.ტელეფონის ერთ ვიბრაციაზეც კი კანკალი მეწყებოდა.
-შეყვარებული ხარ!-მტკივნეულ თემას აცდა სანდრა და ისევ ჩემზე დაიწყო საუბარი.
-შენ რა იცი?-თვალი ჩავუკარი დაქალს და დავეკრიჭე.
-მაგას რა ცოდნა უნდა-გამიღიმა და ლოგინზე წამოგორდა,მაგრამ ავაგდე,არ ამირიო-მეთქი,მანაც ირონიით ჩაიცინა და ტელეფონში ძრომიალი დაიწყო.
უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი,როცა დემეტრემ დამირეკა.ორი დღე იყო გასული,მაგრამ ტელეფონის ეკან მაინც ყოველ წამს ვუყურებდი,თითქოს ვგრძნობდი მის მოსალოდნელ თუ მოახლოებულ ზარს.
-ქეთ,მოულოდნელობები მიყვარს-საუბარი განსხვავებულად დაიწყო.
-დემეტრე,არ გელოდი-წავიკეკლუცე და თან ისე მეღიმებოდა,რომ წაქცევის შემეშინდა,კედელს მივეყრდენი და ჩანთა მუხლებით დავაკავე,რომ არ ჩამომვარდნოდა.
-ხვალ კვირაა-გახარებულმა დაიწყო-მინდა,რომ ჩემი მშობლები გაგაცნო,ხვალ რაღაც წვეულებაა და თუ სხვა გეგმები არ გაქვს მოდი-ნელ-ნელა აპირებდა შეპარვას,მაგრამ არ გამოუვიდა,ისე ავკანკალდი,რომ ცავიკუზე და ჩანთას დავეყრდები.ამას ნამდვილად არ ველოდი! რა უნდა მეთქვა აზრზე ვერ მოვედი.ისეთი დაბნეული და უმწეო ვიყავი,როგორც არასდროს.
-კი,მაგრამ...-აკანკალებული ხმით დავიწყე,მაგრამ დემეტერემ შემაწყვეტინა,ეშმაკურად მითხრა,აუცილებელია არაა ახლა მითხრა პასუხიო და გამითიშა.თვითო რა უჭირს,მე კი დამტოვა გაშეშებული.მგონი,ასე თავისუფლების ქანდაკებაც კი არ დგას!
^^
-რა? დაგპატიჟა და მშობლები უნდა გაგაცნოს?ანუ სერიოზულად ფიქრობს შენზე და თან ასე სერიოზულად?-სანდრა თავს არ გავდა,ჩემს ლოგინზე ხტუნვას ვერ წყვეტდა და ბალიშებს აქეთ-იქით ისროდა.
-ჩემი საწყალი ლოგინი-წავიბუზრუნე და სანდრა ისევ შევათვალიერე-უარი უნდა ვუთხრა!-გადაჭრით წამოვიძახე და ლეპტოპში ჩავძვერი.
-არა,წახვალ! არაა სირცხვილი.ცოტა ხნის წინ 48 წლის უგულავამ ნინი რომ მოიყვანა ცოლად,არ გახსოვს?-სანდრა საინფორმაციოებს ვერ ეშვება,ქართული ამბებიც რომ იცის.გადამრევს ეს გოგო!
-კარგი,ერთი,მის მშობლებთან შევრცხვები და მერე ჩემზე დაიწყებენ წერას.ეგღა მაკლია!-უკმაყოფილოდ შემომხედა სანდრამ და კარები გააღო-მე წავედი-ხელი დამიქნია და გაბუტული გავიდა დერეფანში.
-რა გადაწყვიტე?-დემეტრეს მიერ აცეკვებული ტელეფონი გავაჩერე და მისი ჰარმონიული ხმა ჩამესმა.
-ვერ წამოვალ-ჩავიბურტყუნე და მის პასუხს დაველოდე.აღელვებას ვერ ვმალავდი და,დარწმუნებული ვარ,ისიც ამჩნევდა.აბა,რა ეპარება დემეტრე ჩაჩუას!
-რატომ? კარგი რა.ჩემი მშობლების ნუ გრცხვენია.
-არ მინდა მეტი ჟურნალისტები და მეტი პრესა-შეშინებული ხმით გავთქვი თავი.
-მათზე არ იფიქრო,მხოლოდ ჩემზე.მომენდე-დამაჯერებლად დაიწყო მამაკაცმა საუბარი.
-არ შემიძლია-ლოგინზე გამწარებით დავეხეთქე და ისეთი ხმა გამოსცა,რომ დემეტრეც კი გაიგებდა.
-ქეთი,ისინი ისედაც დაწერენ,თუ უნდათ და,რასაც უნდათ,უბრალოდ არ უნდა მიაქციო ყურადღება.მე უკვე კი შევეჩვიე,მაგრამ ზოგჯერ ისეთ სისულელეებს ჩმახავენ,რომ მინდა ერთდროულად ყველანი თმებით ვითრიო.
-არა,დემეტრე შენ შენ ხარ,მე კი მე-ტელეფონი გავუთიშე,მასაც აღარ დაურეკავს და ჩემს საქმეს მივხედე,მკურნალობის რამდენიმე ახალი მეთოდი ჩავიკითხე,აფრიკელს ბავშვებზეც ვნახე ერთი-ორი სტატია,თურმე რომელიღაც შტატიდან ერთი ექიმი გდაფრენილა მატ დასახმარებლად,რაც ძალიან გამიხარდა და განეიტრალებული ავდექი.
ცოტა ხანში კარის ხმა მომესმა და გაბრაზებულმა გავძახე-სანდრა,არ ვარ შენს ხასიათზე!
-დემეტრეს ხასითზე ხომ ხარ?-ირონიულად მკითხა ხმამ და კარი გავაღე.
-შენ?!-უკან გავიწიე და მთელი სხეულით ავკანკალდი-არ გელოდი-ჩავიბურტყუნე,თითქოს წინა წინადადების გამო ბოდიშს ვიხდიდი.
-ბოდიშები არ მიყვარს-ჩაიცინა და ხელით უკან მიბიძგა,დავსხდეთო.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.ისეთი დაბნეული ვიყავი,რომ ყავის მეტი ვერაფერი მომაფიქრდა.ვიცოდი,რაზეც დაიწყებდა საუბარს,მე კი ამ უკანსკნელის განხილვა არ მინდოდა,ამიტომ ყავა შევთავაზე და ფეხზე წამოვხტი.
-არ მინდა,მადლობ,ცოტა ხნის წინ დავლი-მიპასუხა და აკიაფებული თვალებით დამიწყო ცქერა.იცი,რომ ასეთ დემეტრეს ვერ ვუძლებ და სპეციალურად იქცევა!
-მაშინ ჩაის-მაშინვე ვიპოვე გამოსავალი და ერთი ნაბიჯი უკან წავდგი,ის კი ფეხზე ადგა და თავი გადააქნია.
-არ მინდა ჩაი,მე შენთან საუბარი მინდა,ქეთი კალანდაძე-ასე ოფიციალურად რომ მომმვართავს ისე ვიბენვი,რომ ხელებიც კი მიკანკალებს.
-დემეტრე,ნუთუ,არ გესმის ჩემი..არ შემიძლია..არ ვარ ამ ყველარისთვის მზად.
-მზად ხარ,ქეთ.ნუ ცრუობ.შენ ის გოგონა ხარ,რომელმაც ყველაფერი გააკეთა,რომ ჰარვარდის სტუდენტი გამხდარიყო და,რომელიც ყველაფერს გააკეთებს,რომ საუკეთესო პედატრი იყოს,მსოფლიოში საუკეთესო ექიმი...-დაასრულა და ხელები ყელზე შემომხვია,თითქოს ჩემს გაჩუმებას აპირებსო.
-დემეტრე,არ შემიძლია..მე არ ვარ ამ ჭორებს და საერთოდ იმ ყველაფერს შეცვეული,რაც შენს გარშემო ხდება-მინდოდა მეთქვა,არ შევეფერებითო,მაგრამ არ ვთქვი,არ მინდოდა,რომ რაიმე შეცვლილიყო,მე ხომ დემეტრე მიყვარდა!
-შეეჩვევი.დაწყნარდი და მოემზადე,გთხოვ-მუდარით აღსავსე თვალებით შემომხედა.
^^
-აბრძანდით-ტუჩის კიდით გამიღიმა დემეტრემ და ხელი გამომიწოდა.როგორ მიყვარს,როცა ასეთი კენტლმენურია.ისეთი საყარელია და ისეთი ამაღელვებელი,რომ უბრალოდ გონს მაკარგვინებს.
-როგორც იტყვით-ხელი გავუწოდე და წამოვდექი.
იმდენი ხალხი იყო მის უშველებლად დიდ სახლში,რომ სახე შემიკრთა,დემეტრეს ვეყრდნობოდი,თორემ,ალბათ,ზღართანს მოვახდენდი.ლურჯი მოკლე კაბა მეცვა,რაც დემეტრეს მოეწონა,ზუსტად შესაფერისი არისო.ჩვიდმეტსანტიმეტრიანი ფეხსაცმელები მეცვა ისე,რომ არ ვიყავი დაბალი,175 სანტიმეტრს დამატებული 17 სანტიმეტრის გოგო ვიდექი ჩაჩუას გვერდით,მაგრამ ის ნახევარი თავით მაინც იყო ჩემზე მაღალი.
-აი,რას ნიშნავს მაღალი ელიტის ქალბატონი-გამიღიმა და ზღურბლზე გადააბიჯა.უკვე მის სასახლეში ვიყავით.რა დროს სასახლობანაა,მაგრამ მე მაინც სასახლიტ მოვიხსენიებდი მის უზარმაზარ და ანტიკვარ სახლს.
-მუზეუმში ცხოვრობ-გავუღიმე მამაკაცს.ისევ დავაკვირდი მის ბრგე აღნაგობას და მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე,რომ კალათბურთელივით მაღალი იყო.მანამდე ამაზე არასდროს მეფიქრა,ალბათ იმიტომ,რომ მისი თვალები ამის საშუალებას არ მაძლევდა.
-მყუდრო არაა-გამიღიმა და მშობლებისკენ აიღო გეზი.ისინი ადრეც გამაცნო,მაგრამ,ეტყობოდათ,რომ აღარ ვახსოვდი,ალბათ,ყურადღება არ გაუმახვილებიათ ჩემზე.
-ეს ქეთია-გაუღიმა მშობლებს და მერე მე შემომხედა.
-ეს ჩემი მშბლები არიან მაკა და მალხაზი-დედამისის სახეს დააკვირდა,რომელსაც სულ არ ეტყობოდა,რომ მისთვის უცხო ვიყავი.მამამისი,ალბათ,არ აქცევს ჭორებს ყურადრებას და მალე ივიწყებს მსგავს რაღაცებს,მაგრამ ქალები ხომ მაინც სხვანაირები არიან!
____
მიხარია,რომ მოგწონთ.
ველი შეასებებს და მიყვარხართ,ჩემო ლამაზებო.



№1  offline წევრი lamazi gogona

dzalian momwons umagresia :***

 


№2  offline წევრი Just give me a Hand . . .

უკარგესია :***

 


№3  offline წევრი TIME

ra karqi xar avtorooooo ♥♥♥

 


განსაკუთრებულად მომეწონა.მოველი შემდეგს

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
dzalian momwons umagresia :***

Just give me a Hand . . .
უკარგესია :***

TIME
ra karqi xar avtorooooo ♥♥♥

შეყვარებული გოგონა
განსაკუთრებულად მომეწონა.მოველი შემდეგს

მადლობთ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent