შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიბრალული (სრულად)


22-08-2015, 02:35
ავტორი nicol
ნანახია 28 474

თავზეხელაღებული წვეულება. მთელი ღამე გართობა. განუსაზღვრელი დოზით ალკოჰოლი. ისე, რომ მეორე დღეს ისიც ვერ გაიხსენო სად იყავი და ვისთან ერთად. სპიდომეტრის ახალი რეკორდი. უზომო ადრენალინი და მერამდენედ დაკარგული თავი. უკვე თითქმის მომაბეზრებელი ყოველდღიურობა. გაუცნობიერებელი აპათია და ძალიან ბევრი უაზროდ დაკარგული წამი, წუთი, საათი, დღე, თვე, წელი და ღმერთმა ნუ ქნას ცხოვრება.
ბოლოს ეს ყველაფერიც კარგავს ხიბლს, ძველდება და რაღაც ახლის ძიებას იწყებ, მაგრამ სადამდე? მანამდე სანამ ისეთი რამ არ მოხდება, რაც თავიდან ბოლომდე ცვლის შენს ცნობიერებას. გცვლის, როგორც ადამიანს.
ძალიან მძიმე იყო ეს ცვლილება გიო ჭანტურიასთვის. 20 წლის ასაკში მართლა შეიცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად, 180 გრადუსით.


****
იმ დღესაც ჩვეულებრივად იყო ყველაფერი.
მანქანაში სამნი ისხდნენ: გიო ჭანტურია, საბა მჭედლიშვილი და რეზი ქავთარაძე. ბავშვობიდან ასე იყვნენ, ერთად ერთობოდნენ, ერთად აფრენდნენ, ერთად ჩხუბობდნენ, ერთად უხაროდათ.
ახლაც, დილის ხუთ საათზე კლუბიდან წამოსულები, გიოს სპორტული მანქანით კი არ მოდიოდნენ, უბრალოდ ძალიან დაბლა მოფრინავდნენ. რა თქმა უნდა მთელი ღამის განმავლობაში, ალკოჰოლით გაჟღენთლ ორგანიზმს კიდევ უმატებდნენ. საჭესაც კი ლუდის ბოთლით ხელში მართავდა გიო.
მერე?
მერე იყო შეჯახება. მუხრუჭების გამაყრუებელი ხმა და რამდენიმე მეტრზე დატოვებული საბურავების კვალი. თვითონ უვნებლები გადმოვიდნენ. (გატეხილ საფეთქელს თუ არ ჩავთვლით).
– აუ, შე ჩ**ა ვიღაც გაიტანე. ტრუპი აიკიდე ამის დედას შე**** – თავზე ხელები შემოიწყო რეზიმ და შუა გზაზე დაგდებული სხეულისკენ წავიდა.
ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა გიო და ვერ ახერხებდა ადეკვატურად აღექვა მომხდარი. შეეცადა რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა. მიუახლოვდა. ზევიდან დაყურებდა. დაიხარა და სახიდან თმები გადაუწია.
– ამის დედაც... სულ მთლად ბავშვია – იქვე ასფალტზე ჩაიმუხლა საბამ.
გიო გაშტერებული უყურებდა სახეზე. მართლაც ბავშვი იყო. დაიხარა და აკანკალებული ხელი მისი ყელისკენ წაიღო. ორი თითით გაუსინჯა პულსი. ოდნავ ფეთქავდა. ფრთხილად აიყვანა ხელში, მანქანისკენ წაიყვანა და უკანა სავარძელზე გადააწვინა. მისი პატარა თავი მუხლებზე დაიდო და ერთ ადგილზე გაშეშებულ ძმაკაცებს გასძახა.
– დროზე საავადმყოფოში.
ბიჭები გამოერკვნენ. სწრაფად ჩასხდნენ და მანქანა მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
„გთხოვ არ მოკვდე. ყველაფერ წმინდას გაფიცებ. არ გაბედო. ოღონდ არ მოკვდე“ – ვერც კი ხვდებოდა ისე ბუტბუტებდა და მის სახეს თვალმოუშორებლად დაჰყურებდა, თითოეულ ნაკვთს სწავლობდა. ყველაფერს იმახსოვრებდა.
მერე იყო საავდმყოფოს უსაშველოდ გრძელი დერეფანი, დაუსრულებელი მოლოდინი, ათასჯერ გაფიქრებული – „ღმერთო, ოღონდ გადარჩეს“ და აუტანელი უსუსურობის შეგრძნება. შუა ხნის ქალის სასოწარკვეთილი თვალები და გამაყრუებელი ყვირილი – „ნინა, შვილო“. საკუთარი თავი სძულდა. ცხოვრებაში პირველად იდანაშაულებდა თავს. აქამდე ფიქრობდა, რომ ყოველთვის, ყველა მის საქციელს გამართლება ჰქონდა. ახლა კი, მისი ბრალი იყო. თითოეული ნაკაწრი მის ბავშვურ სახეზე, სისხლით მოთხვრილი სხეული, თითოეული ტკივილი, თითოეული გადატანილი ტანჯვა მისი ბრალი იყო.
მთელი დღე გაატარა საავადმყოფოში. მთელი დღე იწვა საოპერაციო მაგიდაზე ნინა ნაცვლიშვილი. მთელი დღე ცდილობდნენ ექიმები მისი თავი სიკვდილისთვის გამოეგლიჯათ ხელიდან. მოახერხეს, მაგრამ იყო მეორე განაჩენიც – „ვწუხვართ, გადაადგილებას ვერ შეძლებს. თითქმის ყველა ნერვი დაზიანებული აქვს.“ – წარმოთქვა საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა და იქვე ჩაკეცილ ქალს ხელი შეაშველა.
მიტრიალდა და დერეფანს გაუყვა. კიდევ დიდხანს ჩაესმოდა, სულისშემძვრელი – „ვაიმე შვილო“ და ძლივს გააღწია ჰაერზე. აქ სუნთქვა აღარ შეეძლო. ან კი რა ღირსი იყო? ცხოვრებაში პირველად იდანაშაულებდა თავს. ძალიან მტკივნეული იყო, აუტანლად მტკივნეული.
ეზოში მამამისს მოჰკრა თვალი. განრისხებული მოდიოდა მისკენ, მაგრამ როგორც კი მოუახლოვდა სახე შეეცვალა. არასდროს ენახა ასეთი შვილი მერაბ ჭანტურიას, განადგურებული, დარდისგან დაპატარავებული.
– წადი, მაქანაში ჩაჯექი! – მხოლოდ ესღა უთხრა.
– მამა... – ერთი ადგილიდან არ იძვროდა გიო.
– წადი, ჩაჯექი. მალე მოვალ. – ხელი მოკიდა და თვითონ მიიყვანა მანქანამდე.
დიდხანს იჯდა მანქანაში. მეგობრებიც კი დაავიწყდა ისე წამოვიდა იქიდან. მამამისთან ერთად გამოვიდნენ შენობიდან საბა და რეზი და ისინიც მანქანაში ჩასხდნენ.
– კინაღამ მოვკალი. – თავისთვის ჩაიბუტბუტა გიომ. – ცხოვრება კი ნამდვილად დავუნგრიე და რისი გულისთვის?!
– დაწყნარდი. – პირველად ესმოდა მამამისისგან დამამშვიდებელი სიტყვები.
აი, იმ დღეს შეიცვალა გიო ჭანტურიას ცხოვრება რადიკალურად.
მერე?
მერე იყო უძილო ღამეები. აუტანელი დანაშაულის გრძნობა. დაუძლეველი სურვილი მისი ნახვისა. თითქმის ყოველდღე მიდიოდა საავადმყოფოს კარებთან და ასვლას ვერ ბედავდა. მაგრამ იცოდა, ერთხელაც მოიკრებდა ძალას და ნახავდა.
მერაბ ჭანტურიამ ყველაფერი მოაგვარა. როგორც ყოველთვის, დაუსჯელი დარჩა მისი ვაჟი. ასე იყო მუდამ, რაც არ უნდა დაეშავებინა, წყლიდან მშრალი ამოდიოდა. „დაზარალებულ“ ოჯახს მატერიალური დახმარებაც კი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. არ მიიღო ნინამ არანაირი დახმარება. დედაც დაჰყვა მის ნებას, მიუხედავად იმისა, რომ არ იყვნენ მატერიალურად უზრუნველყოფილი, მაინც არანაირი თანხა არ უნდოდა, მითუმეტეს შვილის ჯანმრთელობის ხარჯზე. მერაბი ხშირად დადიოდა მათთან, თავს ვალდებულად თვლიდა. გიო ვერ ბედავდა. ან როგორ უნდა შეეხედა თვალებში ბავშვისთვის, რომელსაც ცხოვრება დაუნგრია?! მომავალი მოუსპო.
ისევ ნინამ მოიკითხა.
– თხოვეთ, თუ შეიძლება, მოვიდეს. თუ შეძლებს მნახოს. – თავის დიდრონ, ბავშვურ თვალებს აფახულებდა. საოცარი იყო, ახლა ამ სიტუაციაში ყველაზე მხნედ ეს 17 წლის ბავშვი გამოიყურებოდა, სათნო ღიმილით და უმანკო გამომეტყველებით.
მივიდა გიო. ძალიან დიდი ხანი იდგა პალატის კართან, ძალას იკრებდა. ბოლოს შეძლო და ჩამოსწია სახელური. შევიდა.
– გამარჯობა. – ნინას წკრიალა ხმამ თითქოს მთელი პალატა გაანათა. საწოლის თავს მიყრდნობილი იჯდა და უღიმოდა. ათასჯერ მეტად სძულდა თავი გიოს. ნინას გულისთვის სძულდა.
გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ნინას მიუახლოვდა. დიდი ხანი უყურებდნენ ერთმანეთს. გიო ტკივილით სავსე თვალებით, ნინა ღიმილით. ათასჯერ უარესი იყო ეს გიოსთვის. როგორ შეეძლო? ღმერთო, ეს როგორ ჩაიდინა? ჯობდა თვითონ აღარ ყოფილიყო ცოცხალი, ვიდრე ამ ანგელოზის ტკივილი მისი ბრალი ყოფილიყო. გაუბედავდ ასწია ხელი და ნინასკენ წაიღო, ფრთხილად გადაუსვა გახეთქილ საფეთქელზე, რომელსაც ჯერ კიდევ ემჩნეოდა ნაიარევი.
– არ მტკივა. – ბოლომდე ანადგურებდა ეს გოგო. ყველაფერში აჯობა.
ყველანაირ ლოგიკას სცდებოდა. წესით ნინას ახლა ისტერიკები უნდა აეტეხა. მისი დაპატიმრება, ანდა სულაც სიკვდილით დასჯა უნდა მოეთხოვა. ის კიდე უღიმოდა. უღიმოდა და აქეთ ამშვიდებდა. დიდსულოვნად პატიობდა. ანგელოზი იყო. მან კი... კინაღამ... რისი ღირსი იყო?
– ნინა. – დაიწყო ხმაჩახლეჩილმა. – მაპატიე.
ხელი ხელზე დაადო და თბილად გაუღიმა.
– ალბათ უფალს ასე უნდოდა.
– უსამართლობაა, ნინა, ახლა მე უნდა ვიწვე მანდ და შენ ცხოვრებით ტკბებოდე. ერთადერთი, ალბათ, უფალს ჩემთვის ჯოჯოხეთი უნდოდა დედამიწაზე.
– გიყვარს ზღვა? – სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ნინამ.
გიომ გაიღიმა და იქვე სკამე ჩამოჯდა.
– მე ძალიან მიყვარს. უფრო სწორად აუცილებლად მეყვარებოდა, რომ მენახა. ძალიან მინდა ერთხელაც მზის ჩასვლა ვნახო ნაპირიდან.
– ზღვაზე არასდროს ყოფილხარ?
– არა.
– რატომ?
– არ ვიცი. მე მგონი, უბრალოდ ამას ოცნებად ვიტოვებდი. კარგია ცხოვრებაში რამე საოცნებო რომ გაქვს. შენ რაზე ოცნებობ?
– წარმოიდგინე, იმდენად უაზრო ადამიანი ვარ, ოცნებაც არ მაქვს.
– არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს. შენ უბრალოდ ჯერ ვერ ხვდები რა არის შენი ოცნება, მაგრამ დამიჯერე ერთხელაც მიხვდები.
– კიდევ რაზე ოცნებობ, ნინა?
– ცხენები მიყვარს ძალიან.
– გინახავს ოდესმე?
– არა.
გიო გაჩუმდა. დიდი ხანი იყო ასე ჩუმად და თვალს არ აშორებდა ნინას თვალებს.
– ნინა, მაოცებ. – დაიხარა და საფეთქელზე აკოცა. – რაღაც სხვანაირი ხარ, რაღაც არაამქვეყნიური. მე მგონი, ჩემი სინდისი ხარ, ნინა.


****
რამდენიმე დღეში ნინა სახლში გაწერეს. იგი უკვე გიოს ყოველდღიურობა იყო. რამდენი გათენებული ღამე საავადმყოფოში, თუნდაც უსიტყვოდ გატარებული საათები. როგორი მეტყველი იყო ეს დუმილი?! როცა ერთად იყვნენ თითქოს დროც კი ჩერდებოდა. რაღაც იყო მათ შორის, რაღაც უფრო მეტი ვიდრე უბრალო ურთიერთობა. ნინასთვის დაუსრულებლად აფართხალებული გული და გიოსთვის მომავლის იმედი – გამოღვიძება. ოცწლიანი ძილის მერე გამოღვიძება. საავადმყოფოდან გაწერის მერეც ყოველდღე სტუმრობდა სახლში. ქალბატონი ლენაც ნელ-ნელა შეეჩვია მის ვიზიტებს.
– ნინა, წავედით.
– სად მივდივართ?
– ლენა დეიდა, გთხოვთ წავიყვან რა. მალე მოვალთ.
– გიო, შვილო, სად უნდა წაიყვანო? – ცოტა ყოყმანობდა ლენა.
– მალე მოვალთ, გპირდებით.
შეამჩნია დედამ როგორ უნდოდა წასვლა ნინას და ოთახში ეტლი შემოიტანა.
– არ გვინდა ეტლი. მე ვიქნები შენი ფეხები. – თქვა გიომ და ხელში მსუბუქად აიტაცა სიფრიფანა გოგო. კიბეებზე ჩაიყვანა, მანქანის წინა სავარძელზე დასვა და ღვედი შეუკრა.
იპოდრომზე წაიყვანა.
– დროა ოცნებების ახდენა დაიწყო. მოგიწევს ამის მაგივრად სხვა ოცნება იპოვო. – იქვე შემაღლებულზე ჩამოსვა და ახლოს მიუყვანა ცხოველი.
აღფრთოვანებული უყურებდა ნინა. გაუბედავად წაიღო ხელი და ცხვირზე მოეფერა. მერე მიიწია და ორივე ხელი კისერზე მოჰხვია.
– გიო, საოცრებაა. ნახე, როგორი მშვიდია?
– საოცრება შენ ხარ. გინდა დაჯდომა?
– შეიძლება? – თვალები გაუბრწყინდა ნინას.
მშვიდი ცხენი აარჩიეს და გიოსთან ერთად დაჯდა ნინა. ძალიან ბედნიერი იყო. რაღაცას გრძნობდა, სიამოვნებდა გიოსთან სიახლოვე. პატარა გული უფართხალებდა. ჯერ თვითონაც ვერ ხვდებოდა რა იყო ეს. მის პატარა და უმანკო გულს აქამდე მსგავსი არაფერი განეცადა. თვალები მილულა. ბოლომდე უნდოდა შეეგრძნო ეს ეიფორია.
– ნინა, ჩაგეძინა? – თავზე აკოცა გიომ და უფრო მაგრად შემოხვია ხელები.
– უჰუ. – ჩაილაპრაკა ჩუმად და ცხვირი გიოს განიერ მკერდში ჩარგო. – ასე მგონია მივფრინავ. საოცარი შეგრძნებაა, მადლობა ამისთვის გიო. – ლაპარაკისას მისი ტუჩები ოდნავ ეხებოდა ვაჟის კანს.


****
– ნინა.
– ?!
– ნინა, რა გჭირს?
– დღეს სკოლა დაიწყო.
– მერე, შენ რატომ არ ხარ სკოლაში?
– როგორ უნდა წავიდე? ალბათ საბუთებს გამოვიტანთ და სახლში ივლის მასწავლებელი.
– გაემზადე.
– რისთვის?
– სკოლაში მიდიხარ!
ოთახში ლენა შემოვიდა.
– გიო, შვილო...
– მე ვატარებ, ლენა დეიდა.
– ყოველდღე ვერ შეძლებ, შენც უნივერსიტეტში დადიხარ. მე და ნინამ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე. – თავი მიაბრუნა, ცრემლები რომ დაემალა.
– შევძლებ ლენა დეიდა, ნინას თავს გეფიცებით, შევძლებ, ყოველდღე ვატარებ. უნივერსიტეტში საღამოს ვივლი.
ლენა უკვე ვეღარ მალავდა ცრემლებს, ნინას იმედიან თვალებს, რომ უყურებდა.
– რომელი საათია? მეორე გაკვეთილს მივუსწრებთ. წავედით, ნინა.
ყოველ დღე ატარებდა ნინას სკოლაში. გაკვეთილის დამთავრებამდე ელოდებოდა. ყოველ დასვენებაზე ადიოდა. ნინას ცხოვრებით ცხოვრობდა. უხაროდა კიდეც. მასთან თავს ყოველთვის მშვიდად გრძნობდა. ნინა მისთვისაც დამამშვიდებელი იყო. ცხოვრებას უფერადებდა და სიცოცხლით ავსებდა. მაგრამ ამ გრძნობას სახელს ვერ არქმევდა. რა იყო ეს? სიბრალული? თანაგრძნობა? დანაშაულის შეგრძნება? მთავარი ერთი იყო, რაც არ უნდა ყოფილიყო, ძვირფასი იყო მასთან გატარებული ყოველი წამი.


****
– პირველ თოვლს გილოცავ ნინა.
– ვაიმე, თოოვს?
– თბილად ჩაიცვი, მოვდივარ.
– დეეე, გიო მოდის მომეხმარე ავდგე.
------------
– გიო, ხომ იცი, არაფრით არ შეიძლება მისთვის ფეხების გაყინვა.
– ნუ ღელავთ, ლენა დეიდა, ცივ ნიავს არ მივაკარებ.
------------
– აუ, დამსვი რა. იმისთვის წამომიყვანე, რომ ხელში აყვანილს მეყურებინა თოვლისთვის? ასე სახლის ფანჯრიდანაც მშვენივრად ჩანდა.
– ვერა, ნინა. ხომ იცი შენი ფეხებისთვის სიცივე არ შეიძლება.
– შენს გვერდით შეუძლებელია გავიყინო, გულს მითბობ და მერე გული მთელ სხეულს ათბობს.
– ნინა...
– გიო, მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთის მადლობელი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი. შენს თავს ვფიცავარ, არაფერს ვნანობ.
– ნინა...
– გთხოვ, არც შენ ინანო. გიო, არასდროს ინანო ჩვენი შეხვედრა. როგორიც იყო ისეთი მიიღე.
– ანგელოზი ხარ. ციდან იმისთვის ჩამოფრინდი, მე რომ გადაგერჩინე. ნინა, რა მეშველებოდა უშენოდ?
რაღაც სხვანაირი იყო მათი ურთიერთობა... აი, არაფერს რომ არ ჰგავდა ისეთი. არავის ესმოდა რა იყო ეს? ვერავინ არქმევდა სახელს იმიტომ რომ სახელი რამე ამქვეყნიურს შეიძლება დაარქვა, მათი ურთიერთობა კი მხოლოდ ზეციურს შეიძლება შედარებოდა. ან რა საჭირო იყო სახელი დაერქმიათ? მთავარი იყო გრძნობდნენ.


****
– გიო, გიყვარს?
– რა თქმა უნდა მიყვარს.
– მე სხვანაირ სიყვარულზე გეკითხები.
– არ არსებობს სხვანაირი სიყვარული. სიყვარული ერთია. შეუძლებელია ნინა არ გიყვარდეს. ანგელოზია, საბა. ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი.
– კარგი, სხვანაირად გკითხავ. გიზიდავს?
– ბავშვია, პატარა ბავშვი.
– აბა, რას გრძნობ?
– მუდმივად მასთან ყოფნის სურვილი მაქვს. ერთი დღესც რომ არ ვნახო ჭკუიდან გადავდივარ. მჭირდება. ჩემი ჟანგბადია, ჩემი სულის ნაწილია, ჩემი ცხოვრების მიზანი. მინდა სულ ხელში აყვანილი ვატარო, გულთან ახლოს ვგრძნობდე, მისი სუნთქვა მესმოდეს. მისით ვცხოვრობ. მჭირდება, საბა, იმაზე მეტად მჭირდება, ვიდრე მე ვჭირდები მას. მე კი არ დამყავს ხელში აყვანილი. ეს მას დავყავარ საკუთარი ანგელოზის ფრთების ქვეშ შეფარებული. ჩემი მფარველი ანგელოზია. იცი რა მითხრა? ჩვენი შეხვედრა ისეთი მიიღე, როგორიც არისო და ნელ-ნელა ვხვდები, რომ მართლა ისეთივეს ვიღებ. სისასტიკეა მისი ასეთი მდგომარეობა, მაგრამ მე ვერაფრის ფასად ვერ ვიტყოდი მასზე უარს. ეგოისტი ვარ, უკანასკნელი ეგოისტი. მაგრამ რა ვქნა? ჩემი ნინაა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამეცნო. სხვანაირად დაღუპული ვიყავი. საბა, გადამარჩინა. ნინამ გადამარჩინა. მიპოვა და გადამარჩინა. ახლა ჩემი ჯერია. მე უნდა გადავარჩინო. ჩვენი გაცნობის პირველივე დღიდან არ მასვენებს ეს აზრი. ჩვენ თითქმის არ გვიძებნია გზები. ფაქტიურად მკურნალობაც არ გვიცდია. არ მოინდომა მატერიალური დახმარების მიღება და თვითონ ვერ შეძლეს. ერთხელ დედამისსაც შევთავაზე დახმარება, მაგრამ უარი მითხრა – არ ვაპირებ მისი ჯანმრთელობით მანიპულირებასო, შენი ისედაც მადლობელი ვარ ცხოვრებას რომ ულამაზებო. მხოლოდ იმ თანხას გთავაზობთ რაც მის მკურნალობას სჭირდება-მეთქი, ამის ვალდებულიც ვარ-თქო, მაგრამ – ნინას არ უნდაო. – ასე მითხრა. არადა, დარწმუნებული ვარ არსებობს გზა. ინტერნეტში მოვიძიე და უამრავი შემთხვევაა. უბრალოდ იმისიც მეშინია ფუჭი იმედი მივცე და მერე შედეგი, რომ არ გამოიღოს... მის იმედგაცრუებას ნამდვილად ვერ გადავიტან. საბა რაღაც სხვანაირია, ძალიან მგრძნობიარე. აი ისეთი, სულ რომ გინდა დაიცვა.
– ბიჭო, ახლა მეც დამაბნიე. ვეღარ ვიგებ რა არის ეს, სიყვარული, თუ სიბრალული? ჯობია გაერკვიო გრძნობებში, თორემ ნინა ბევრად მეტს გრძნობს შენს მიმართ. იცოდე, იმედი რომ გაუცრუვდეს, ამას მართლა ვერ გადაიტანს. უყვარხარ, გესმის? მის ყველა სიტყვაში იგრძნობა ეს, მის ყველა გამოხედვაში.
– რას ამბობ, საბა?! ნინა სხვანაირია, უმანკო, ძალიან ბავშვური. ჯერ სკოლის მოსწავლეა.
– მალე 18-ის ხდება. მის ასაკში ზოგი უკვე ოჯახსაც ჰქმნის.
– ეს ნინაა, გესმი, ნინა. ჩემი ნინაა და მისი გულისთვის ყველაფერზე წავალ!


****
30 მარტი, ნინას დაბადების დღე. დილიდან არ ჩანდა გიო. მოწყენილი იყო ნინა, ელოდებოდა.
– დეე, დაავწყდა ალბათ.
– ხომ იცი, რომ გიოს არასდროს არაფერი ავიწყდება?
მართალი იყო ლენა. არასდროს არაფერი ავიწყდებოდა გიოს. მითუმეტეს, ის რაც ნინას ეხებოდა.
მოვიდა გიო, უზარმაზარი ბუკეტით ხელში.
– დაბადების დღეს გილოცავ ნინუცელა. – ხელში აიტაცა და ოთახში დააბზრიალა. – მივდივართ.
– სად მივდივართ? – კისკისებდა ნინა და ხელებს უფრო მაგრად ჰხვევდა.
– გიტაცებ დღეს. – თვალი ჩაუკრა ლენას და ხელი არ გაუშვია ისე წაიყვანა კარებისკენ.
ლენამ მხრებზე ქურთუკი მოახურა და ჩავიდნენ კიბეებზე. მანქანაში ჩასვა და ღვედი შეუკრა. თვითონ საჭეს მიუჯდა.
– სად მივდივართ?
– დღეს ოცნებების ახდენის დღეა.
– რომელი ოცნების?
გიომ გადმოხედა და გაუღიმა.
– გიო, არ მითხრა რომ... ზღვაზე მივდივართ?
ხმას არ იღებდა და ღიმილით გაჰყურებდა გზას.
– გიჟი, ხარ, დედას გეფიცები, გიჟი.
– შენ მაგიჟებ.
გული შეუფართხალდა, ყოველთვის ასე ემართებოდა, როცა გიოსგან მსგავს ფრაზებს ისმენდა, გული უთბებოდა. მართლა უყვარდა ნინას, უყვარდა წრფელი, უმანკო გრძნობით. უყვარდა ისე, როგორც მარტო მას შეეძლო სიყვარული.
– ვაიმე, ლენა გადავა ჭკუიდან. – ახლაღა გაახსენდა დედა.
– იცის რომ დღეს არ დავბრუნდებით.
– რა უქენი ასეთი, ამაზე რომ დაგთანხმდა? – პირი დააღო ნინამ და გრძელი წამწამები ააფახულა.
– ავუხსენი, როგორ მჭირდებოდა შენთან ერთად გატარებული ეს დღე.
მეტი შეკითხვები აღარ დაუსვამს ნინას, ისედაც ბედნიერად გრძნობდა თავს. გიოსთან ყოველთვის ასე იყო. მარტო მისი სიახლოვეც კი კმაროდა. შეეძლო მთელი დღე არ ამოეღო ხმა, უბრალოდ ეგრძნო რომ მასთან იყო. ფიზიკურადაც და სულიერადაც.
საღამოსკენ ჩავიდნენ ბათუმში. მარტი იწურებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ციოდა. ვის მოუვიდოდა თავში აზრად ამ დროს ზღვაზე წასვლა, გიოსნაირ თავზეხელაღებულის გარდა? მაგრამ ზუსტად ასეთი თავზეხელაღებული უყვარდა ნინას, სიცოცხელეზე მეტად უყვარდა.
სანაპიროზე ისხდნენ და ჰორიზონტს გაჰყურებდნენ.
– საოცნებოდ აღარაფერს მიტოვებ. – მის მკლავებში მოთავსებულმა ქვემოდან ახედა გიოს.
გიომ ცხვირზე აკოცა და უფრო ძლიერად შემოხვია ხელები.
– სულ გაგყინვია ცხვირი. წამოდი, წავიდეთ თორემ, რომ გაცივდე, ლენა შენს თავს აღარ გამომატანს ხოლმე. – ხელში აიტაცა და მანქანაში ჩასვა.
– ახლა თბილისში უნდა დავბრუნდეთ?
– ჯერ ადრეა. სრულწლოვანი გახდი და დღეს თავზე უნდა დავიმხოთ ღამის ბათუმი. – ეშმაკურად აათამაშა წარბები გიომ.
– გიო... მე... – უხერხულად შეიშმუშნა ნინა.
– არავითარი მე. შენც ჩვეულებრივი თინეიჯერი ხარ და 18 წლის შესრულება ზუსტად ასე უნდა აღნიშნო.
ერთ-ერთ ბარში შეიყვანა გიომ. ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა. ნინა არ იყო მიჩვეული ასეთ ხალხმრავლობას და ცოტა დაძაბული იჯდა.
– თუ არ მოგწონს წავიდეთ. – მისი სუსტი თითები თავის ძლიერ ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა ნინას.
– არა, ალბათ მართალი ხარ, დროა შევეჩვიო. მთავარია შენს გვერდით ვარ და სხვას უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.
– ვერც კი წარმოიდგენ, რას ნიშნავ ჩემთვის. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე. ნინა მავსებ, გულს მითბობ.
დიდხანს ისხდნენ ასე. ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში და საერთოდ არ აინტერესებდათ რა ხდებოდა მათ გარეშემო. მართალი იყო ნინა, მთავარია ერთად იყვნენ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელო იყო.
– დალევ რამეს? – ბოლოს გიო მაინც გამოერკვა.
– ოჰოო, არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო. რაც არ უნდა იყოს უკვე თვრამეტი წლის ვარ და ახლა უკვე ყველაფერი შეიძლება ჩემთვის.
– ოპა, ძალიან ბევრიც ნუ მოგინდა. – გაეცინა გიოს. – ჯობია მე თვითონ შეგირჩევ. ახლავე მოვალ. – თავზე აკოცა და გავიდა.
იჯდა ნინა და ხალხს ათვალიერებდა. მართლა პირველად იყო ასეთ ადგილას. არც ავარიამდე იკლავდა დიდად თავს ასეთი გართობით და მერე ხომ საერთოდ სახლიდან მარტო გიოსთან ერთად გამოდიოდა. მოსწონდა თუ არა? რაღაც ხიბლი ჰქონდა, მაგრამ ალბათ ასეთ აქტიურ გართობასაც შეჩვევა უნდა.
– გამარჯობა. – ფიქრებიდან გამოერკვა და მის მაგიდასთან მოქანავე ასე ოციოდე წლის ბიჭს თავისი მიამიტი მზერით ახედა.
– გამარჯობა. – ჩუმად ჩაილაპარაკ და შეიშმუშნა. ბიჭი აშკარად მთვრალი იყო, თვალებს ძლივს ახელდა.
– შეიძლება ვიცეკვოთ? – ორივე ხელით მაგიდას ჩამოეყრდნო და ალკოჰოლის არომატი შეაფრქვია ნინას.
– არ ვცეკვავ. – თვალები დახარა.
– ჩემთვის გამონაკლისი დაუშვი, ლამაზო. – ნინას მკლავს წაეტანა უცნობი.
– თქვენ არ გესმით... – სცადა ნინამ ხელი გაეშვებინებინა, მაგრამ არ გამოუვიდა.
– ერთი ცეკვა, რა მოგივა? – წინააღმდეგობამ უფრო გაახელა და ნინას წამოყენებას შეეცადა.
ისეთი მთვრალი იყო საკუთარ თავს ძლივს იმაგრებდა და ნინას დაჭერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. წაბორძიკდა და ნინაც წააქცია. თვალები გაახილა ნინამ და გაცოფებული გიოს სახე დაინახა. პირველად ხედავდა ასეთ გიოს. მთელი ძალით მოქნეული მუშტი სახეში გაარტყა უცნობს. მერე ნინასკენ დაიხარა, ფრთხილად აიყვანა ხელში და მანქანისკენ წაიყვანა. წინა სავარძელზე დასვა, თავზე აკოცა და უკან შებრუნდა.
– გიო, არ გინდა... – მაგრამ გიოს უკვე აღარ ესმოდა.
რამდენი ხანი იყო ნინა მარტო არ ახსოვს, დროის შეგრძნება დაკარგა. ერთიანად კანკალს აეტანა. ცოტაც და ტირილს დაიწყებდა.
გამოჩნდა გიო. სახე ერთიანად შეშლოდა. მანქანაში ჩაჯდა და ხელები საჭეზე დააწყო. სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
– გიო... – ცრემლები ვეღარ შეკავა ნინამ.
ამან სულ გამოიყვანა მდგომარეობიდან. გამეტებით დაუშინა ხელები საჭეს. ნინამ ხელები მისი სახისკენ წაიღო, მოჰკიდა და აიძულა თვალებში ჩაეხედა.
– გიო, გთხოვ...
გიომ ხელებზე თავისი ხელები დაადო და ტუჩებისკენ წაიღო. უკოცნიდა ხელებს, ისე რომ მის თვალებს არ აშორებდა მზერას. ნინა ტიროდა.
– ნინა... ცოლად გამომემყევი.
გაშეშდა ნინა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა.
– გიო...
– ჩემი ცხოვრება ხარ ნინა. გთხოვ, გამომყევი ცოლად. ჩემი ხარ. მომეცი უფლება, გთხოვ ნინა.
ხელები მისი სუსტი წელისკენ წაიღო, მსუბუქად აიტაცა და კალთაში გადმოისვა. ახლა უკვე გულში ჩაკრული ჰყავდა და მთელ სახეს უკოცნიდა.
– ნინა, ჩემი ნინა. – ბუტბუტებდა და გულში იკრავდა.
არ უპასუხა ნინამ. იმ საღამოს არ უპასუხა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს მაინც მოულოდნელი იყო. უნდოდა, მაგრამ ვერ უპასუხა.
სასტუმროში გაატარეს ის ღამე, ერთ ნომერში, ერთ საწოლზე... გიოს მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას ისმენდა... ნინას თითებში აეხლართა თითები გიოს, მეორე ხელით კი იხუტებდა მის სუსტ სხეულს და მხარზე ეფერებოდა. ყველაზე წმინდა იყო ეს გრძნობა. ყველაზე უმანკო იყო ეს სიახლოვე. ნინას ბაგეებსაც კი არ შეხებია გიო. იმიტომ რომ ეს ნინა იყო, ყველაზე წმინდა, ყველაზე სათუთი, ყველაზე უმანკო არსება მთელს სამყაოში.
დილით ისევ ასე ჩახუტებულებს გაეღვიძათ.
გიომ ნაზად შეახო ტუჩბი ნინას საფეთქელს.
– დილა მშვიდობის. – ქვევიდან ახედა ნინამ. გიომ საპასუხოდ მხოლოდ თითებზე აკოცა.
– მთელი ცხოვრება ვიქნებოდი აქ შენთან ერთად, მაგრამ უნდა წავიდეთ. არ მინდა ლენასთან შვრცხვე, დავპირდი შუადღეზე უკვე სახლში ვიქნებით-მეთქი.
წავიდნენ. მთელი გზა არ ამოუღიათ ხმა. არც იყო ლაპარაკი საჭირო, ისინი გრძნობდნენ.
სახლთან გააჩერა მანქანა გიომ. არ ჩქარობდა გადასვლას. ხელები საჭეზე ეწყო და ნერვიულად უჭერდა.
– ნინა... არ გიპასუხია. – ამოთქვა ბოლოს რაც აწუხებდა.
ნინა შემობრუნდა. ხელებით მის ხელებს დასწვდა და ძალიან ნაზად შეახო ტუჩები.
– თანახმა ვარ. – თვალებზე ცრემლი უბრწყინავდა.
– ნინა... ჩემი ნინა ხარ. მხოლოდ ჩემი. – გულში ჩაკრული მიჰყავდა სახლისკენ.


***
ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში ლენა.
– ნინა, შვილო...
– დეე...
– დიდი პასუხისმგებლობაა ოჯახი. ჯერ თქვენ არ იცით, ნინა, არ ხართ მზად. არავინ გიშლით ურთიერთობას. არ გინდათ დედა, დაფირდით. კარგად დაფიქრდი, როგორ ხედავ მომავალს? დიდი ტვირთია ოჯახი.
– დეე, არ ვიცი ოჯახი, მაგრამ შეუძლებელია გიო ჩემთვის ტვირთი იყოს. ჩემი გიოა, ჩემი ცხოვრება. დედა მან მე სიცოცხლე მაჩუქა. მან მე ბედნიერება მაჩუქა. მან მე ფეხების სანაცვლოდ ფრთები მაჩუქა. შეუძლებელია ის ჩემთვის ტვირთი იყოს. იმიტომ რომ ჩემი გიოა. ჩემია და რა ვქნა?
– რა გიყო, შვილო? – ჩაეხუტა შვილს და ცრემლი ვერ შეიკავა. იცოდა დედის გულმა, როგორი რთული იქნებოდა ნინასთვის ეს გზა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ გიოს გარეშე არსებობა არ შეეძლო.
გადაწყდა, როგორც კი სასწავლო წელი დასრულდებოდა, ნინას ცოლად მოიყვანდა. გიოს მშობლებისთვისაც არ იყო ადვილი გასაგები მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ხვდებოდნენ გიოსთვის რამდენს ნიშნავდა ნინა და რაღა დარჩენოდათ?! მხარში ედგნენ.
დადგა ქორწილის დღეც. სადა და უბრალო ქორწილი ჰქონდათ, ასე უნდოდა ნინას. სასტიკი უარი განაცხადა გიომ, არ მისცა უფლება ნინას ეტლში ჩამჯდარიყო და მთელი ქორწილის განმავლობაში ხელში აყვანილი დაჰყავდა. ულამაზესი იყო ნინა. ულამაზესი და უბედნიერესი. ყველაზე ბედნიერი დღე იყო მისთვის. ამ დღეს გიოს საკუთრება ხდებოდა. მისთვის უნდა მიეძღვნა თავი.
პირველი ცეკვაც იცეკვეს. დიახ, იცეკვეს. გიოს მკლავებში განაბული უსმენდა მუსიკის რიტმს და მასთან ერთად ირწოდა. ყველაფერი გააკეთა გიომ ეს დღე დაუვიწყარი რომ ყოფილიყო მისთვის.
შეზარხოშებული სტუმრები ნელ-ნელა იშლებოდნენ. ცოტა ხნით დასვა გიომ ნინა სკამზე და წყლის მოსატანად გავიდა.
– მაინც ვერ ვხვდები, როგორ გარისკა ასეთ ასაკში ამხელა პასუხისმგებლობა აეღო? – მოესმა ნინას. მოსაუბრეებს ვერ ხედავდა, კედელი ეფარებოდა, თუმცა გაგონებით კი ყველაფერი ესმოდა.
– ამბობენ, დანაშაულის გრძნობის გამოო. – გამოეპასუხა მეორე. – გიოს ბრალია ინვალიდი როა. მანქანით დაჯახებია და ახლა ცოლად მოიყვანა, სამკურნალოდ რომ წაიყვანოს. გაუგზავნია უკვე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მისი საბუთები და ახლა პასუხს ელოდება.
– შენ საიდან იცი?
– მამაჩემთან იყო კონსულტაციისთვის მოსული. მამამ ურჩია ეგ კლინიკა. არა, ძალიან კარგია ასე რომ ეხმარება, მაგრამ სიბრალულით შექმნილმა ოჯახმა როდემდე უნდა გაძლოს?!
მთელი ტანით კანკალებდა ნინა. სუნთქვა უჭირდა. ყველაფერი ტრიალებდა. ცოტაც და გონებას დაკარგავდა.
– ნინა, კარგად ხარ? – მის წინ ჩაიმუხლა გიომ და თითებზე მოეფერა.
მხოლოდ თავი დაუქნია. ხმის ამოღება ვერ შეძლო.
– წავიდეთ?
თავი დაუქნია.
ხელში აიყვანა და კარებისკენ გაემართა. კიდევ კარგი, თორემ თვალებიდან წამოსული ცრემლი ვერაფრით შეიჩერა – ასე ვერ ხედავდა გიო.
მანქანაში ისხდნენ. განადგურებული იყო ნინა, სულიერად გამოფიტული. ყველაზე ბედნიერი დღე... წესით ყველაზე ბედნიერი. თავს ძლივს იკავებდა. ერთიანად დაენგრა იმედები. ვერ იჯერებდა, ასე როგორ მოექცა გიო? როგორ შესთავაზა დაქორწინება თუ არ უყვარდა? ხომ იცოდა რომ ამითი ბოლოს მოუღებდა ნინას. საბოლოოდ მოკლავდა. გაანადგურა. ბოლო მოუღო. აღარ არსებობს ნინა. ცხოვრებაში პირველად სტკიოდა ასე აუტანლად. ცხოვრებაში პირველად გაუცრუვდა იმედები. რა აზრი ჰქონდა აწი მის სიცოცხლეს? რისთვის ეარსება?
ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში გიომ ნინა. ყველაზე ბედნიერები უნდა ყოფილიყო წესით ეს დღე მათთვის, მაგრამ მკვდარი იყო ნინა. ოთახში შეიყვანა და ფრთხილად ჩამოსვა საწოლზე. მის წინ ჩაიმუხლა, ხელები წელზე შემოხვია და თავი მუხლებზე დაუდო.
– გიო... – პირველად ამოიღო ხმა მთელი ამ ხნის მანძილზე – რატომ მომიყვანე ცოლად? – ცრემლებით სავსე თვალები შეანათა.
– ნინა. – გაოგნებისგან მეტი ვერაფერი თქვა. რაღაცას გრძნობდა, რაღაც ძალიან ცუდს.
– ერთ კითხვაზე მიპასუხე, ოღონდ გულწრფელად. თუ ოდნავ პატივს მცემ სიმართლე მითხარი.
– ნინა...
– ჩემი ანალიზები გააგზავნე გერმანიის კლინიკაში გამოკვლევისთვის?
დაიბნა გიო. ვერ მოატყუებდა. არ შეეძლო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა რას ნიშნავდა სიმართლის თქმა. მართალი იყო რაღაც კუთხით ეს ყველაფერი. რომ უყვარდა და მის გარეშე სუნთქვაც არ შეეძლო, ეს ფაქტი იყო. მაგრამ ის რომ ცოლობა, შესთავაზა რაღაც როლი ამაში სამკურნალოდ გამგზავრების პერსპექტივამაც ითამაშა. ასე ბევრად ადვილი იყო ნინას დაყოლიება მკურნალობაზე და მის ფინანსებზეც ვეღარ იტყოდა უარს. ეს ნინასთვის იყო ღალატის ტოლფასი, თორემ რა იყო ამაში გასაკვირი? მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი ამ მდგომარეობიდან დაეხსნა. ნინას პატარა გულს არ ესმოდა ამდენი. მისთვის ეს ტყუილი იყო. როგორ ეპატიებინა ტყუილი? თან ვისთვის? გიოსთვის. ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა იმისთვის.
– გთხოვ მიპასუხე. – უკვე ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები ნინას.
– ნინა... ამას არა აქვს მნიშვნელობა. გთხოვ მომისმინე...
– არ გინდა გთხოვ, უნდა მივმხვდარიყავი. შენ ჩემთვის არც არასდროს გითქვამს, რომ გიყვარდი.
– ნინა, გემუდარები.
– სახლში წამიყვანე.
– სახლში ხარ ნინა.
– ჩემს სახლში წამიყვანე... დედასთან.
– ნინა... – ხმა ჩაუწყდა გიოს.
– გთხოვ, აქ სული მეხუთება, არ შემიძლია.
გაოგნებული უყურებდა გიო. ვერაფრით დაეჯერებინა, რომ მართლა სთხოვდა ნინა ამას. ნუთუ მართლა მიატოვებს? არ დაინდობს? ცოცხლად მოკლავს?
ნინა ტელეფონს დასწვდა და ლენას ნომერი აკრიფა.
– დე, წამიყვანე აქედან, გთხოვ. – ტირილით ჩასძახა ტელეფონში.
გიომ ამოიგმინა, წამოდგა და ორივე ხელით კედელს მიეყრდნო. მორჩა, აქ სრულდებოდა მისი სიცოცხლე. ნინას გარეშე როგორ ეარსება? როგორ ეარსება გულის გარეშე? ჰაერის გარეშე? ვერ იარსებებდა. თუ წავიდოდა, თვითონაც მოკვდებოდა.
მოკვდა კიდეც. აი, მაშინ, კარების ზღურბლზე ლენა რომ დაინახა. აი, მაშინ, რომ წავიდა. აი, მაშინ, მის ზურგსუკან კარი რომ მიიხურა. აი, მაშინ მარტო რომ დარჩა. წესით მათი ბედნიერების დღეს ორივე უბედური იყო. აღარც ერთი აღარ არსებობდა.


****
– ნინა, მისმინე შვილო, იმას რასაც გიო აკეთებდა შენთვის, მხოლოდ სიყვარული თუ გაგაკეთებინებს. შეუძლებელია ამდენი სიბრალულის ან დანაშაულის გრძნობის გულისთვის გააკეთო.
ხმას არ იღებდა ნინა. ეტლში იჯდა და თვალს არ აშორებდა ფანჯარას. რაც იქიდან წამოვიდა იმის მერე სიტყვაც არ უთქვამს. დუმდა. გულში იტევდა ყველაფერს. რამდენს უძლებდა მისი პატარა გული?! ეტლშიც პირველად ჩაჯდა ამდენი ხნის მერე. გიოს არ უყვარდა და ნინაც არ ჯდებოდა. მაგრამ ახლა...
ყოველდღე მოდიოდა გიო, მაგრამ ოთახში არ უშვებდა ნინა. კარებს იქით ჩამოჯდებოდა და თვალებდახუჭული ცდილობდა ნინას გულისცემა მაინც გაეგო. ძალიან სჭირდებოდა თუნდაც ერთი სიტყვა, თუნდაც ერთხელ შეხებოდა. ნინა სჭირდებოდა გიოს. გულის წასვლამდე მტკივნეული იყო ეს დუმილი. აუტანელი იყო ნინას გარეშე სამყარო. ნინას გარეშე სამყაროც წყვეტდა არსებობას და ნელ-ნელა გიოც.
თითქმის ერთი კვიარ იარა გიომ ასე მდუმარედ ნინასთან, აუტანელი ერთი კვირა. საბოლოოდ გაუსაძლისი, რომ გახდა ნინას გარეშე ყველაფერი თვითონ დაელაპარაკა.
– ნინა, გამიღე. ნინა დამელაპარაკე. როდემდე ვიყოთ ასე? ნინა მეყოფა. იმაზე მეტად დავისაჯე ვიდრე წარმოგიდგენია. გააღე, თორემ შემოვამტვრევ. შენს თავს ვფიცავარ მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძლებ. აუტანელია უშენობა. ნინა, ტკივილამდე მენატრები. ერთხელ შემოგხედავ, უკანასკნელად ჩაგიკრავ გულში და შენს თავს ვფიცავარ მეყოფა. ლენა დეიდა... გეხვეწებით, ახლა რომ არ ვნახო ჭკუიდან გადავალ, კარებს ჩამოვიღებ.
– გიო, შვილო...
– რა გავაკეთო, ლენა დეიდა? როგორ დავუმტკიცო? ნინა, მართალი ხარ, არასდროს მითქვამს რომ მიყვარხარ, მაგრამ იმიტომ რომ რასაც ვგრძნობ ათასჯერ მეტია ვიდრე უბრალოდ სიყვარული. ნინა, იმასთან შედარებით რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ სიტყვა სიყვარული არაფერს ნიშნავს. გაღმერთებ, მჭირდები. მართალია, გავაგზავნე ის ოხერი ანალიზები, მაგრამ იმიტომ კი არა რომ დანაშაული გამომესყიდა. იმიტომ რომ ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ და რაღაც მინდოდა გამეკეთებინა შენთვის სრულფასოვნად ცხოვრების უფლება რომ მომეცა. ის დამებრუნებინა, რაც წაგართვი. იმიტომ კი არა, რომ თავს ვიდანაშაულებდი. იმიტომ რომ შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ. როგორ დაგიმტკიცო ეს ყველაფერი? მომეცი ამის საშუალება, დათანხმდი გამოკვლევებს, გაიარე მკურნალობის კურსი და მომეცი საშუალება დაგანახო, რომ მიყვარხარ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. ნინა, მართლა ყველასა აქვს ოცნება და ადრე თუ გვიან ყველა ხვდება მის არსს. ჩემი ოცნება შენ ხარ. გთხოვ, დამიბრუნე ჩემი ოცნება. კიდევ ერთხელ გადამარჩინე. კიდევ ერთხელ მომეცი სიცოცხლის აზრი. შენი გულისთვის კი არა, ჩემი გულისთვის გააკეთე ეს ნინა. მომეცი უფლება სუფთა ფურცლიდან დავწიყო და მიყვარდე ჭკუის დაკარგვამდე.
უკვე მუხლებზე იდგა გიო და შუბლი კარებისთვის მიედო. კარის საკეტმა გაიჩხაკუნა და გაიღო. დაინახა გიომ, მისი ნინა დაინახა. ეტლში იჯდა. ტირილისაგან თვალები დასიებოდა, მაგრამ მაინც ისეთი ნინა იყო გიოს გონების დაკარგვამდე რომ უყვარდა.
– გთხოვ... არ შემიცოდო, შემიყვარე.
– უკვე ნინა. უკვე მიყვარხარ. ტკივილამდე. მიყვარხარ სიცოცხლის ბოლომდე და ბოლო ამოსუნთქვამდე.
ხელები მოხვია და აიტაცა. როგორ მონატრებოდა მისი სუსტი სხეულის შეგრძნება. მისი სურნელი. მისი ნინა მონატრებოდა.
მერე?
მერე, წაიყვანა ნინა გიომ გერმანიაში. ძალიან დიდხნიანი მკურნალობის კურსი ჩაუტარეს. არც ისე კარგად იყო საქმე, როგორც თავიდან ეგონათ. მძიმე იყო თითოეული ნაბიჯი ნინასთვის – მტკივნეული. ყველა პროცედურა ნინასთან ერთად გაიარა გიომ. ნინასთან ერთად სტკიოდა მისი თითოეული ნაბიჯი. პირველი სეანსის დროს ნინას დატანჯულ სახეს ვერ გაუძლო და შუა პროცედურიდან გაიყვანა.
– ნინა, თუ გინდა შევეშვათ. შენ თავს ვფიცავარ არ მომბეზრდება, მთელი ცხოვრება გატარებ ხელში აყვანილს. თუ გტკივა აღარ გავაგრძელოთ.
საპასუხოდ ნინამ მისი ტუჩები მოძებნა. წარმოუდგენელია, მაგრამ ეს იყო მათი პირველი კოცნა. უკვე რამდენიმეკვირიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ, მათი პირველი კოცნა ნინას ინიციატივით შედგა. სწორედ მაშინ როცა ნინა იყო ამისთვის მზად.
რა თქმა უნდა შეძლო ნინამ ფეხზე დამოუკიდებლად გავლა. სადაც ამხელა სიყვარულია, იქ შეუძლებელია ყველაფერი კარგად არ დმთავრდეს.
სიყვარული და არა სიბრალული.
--------------------------------------------------------------
მადლობა მუზას... აი, ასეთი დაგინახე მე...


************************************
დავბრუნდი ბავშვებო. დიდი ხანი ვერ ვძლებ უთქვენოდ. ეს ჩემი პირველი ისტორიაა სრულად და იმედია ესეც მოგეწონებათ.



№1  offline ადმინი შამანი

პირველი ვარ ^^ როგორც ყოველთვის ♥
როგორ ველოდი ♥ ამ ისტორიას,ყველაზე განსაკუთრებულად თან ♥ და ჩვენ ვიცით რატომაც ♥
ახლავე წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემს აზრს... ♥
კიდევ ერთხელ გილოცავ ახალბედა მწერლის სტატუსს. ♥ ♥ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი nicol

შამანი
პირველი ვარ ^^ როგორც ყოველთვის ♥
როგორ ველოდი ♥ ამ ისტორიას,ყველაზე განსაკუთრებულად თან ♥
ახლავე წავიკითხავ და გაგიზიარებ ჩემს აზრს... ♥
კიდევ ერთხელ გილოცავ ახალბედა მწერლის სტატუსს. ♥ ♥ ♥

მადლობა love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline მოდერი ლილიანა

ძალიან მომეწონა.ყოჩაღ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4  offline მოდერი sopiko

საოცრება იყო ♡ შენ წერ... აი სრულფასოვნად :-D მეტი სიტყვა ვერ ვიპოვე მე... ყოველი სიტყვა გულიდან ამოდიოდა და მე ვგრძნობდი ამას. ველოდები ააახალ ისტორიას...

 


№5  offline მოდერი nicol

sopiko
საოცრება იყო ♡ შენ წერ... აი სრულფასოვნად :-D მეტი სიტყვა ვერ ვიპოვე მე... ყოველი სიტყვა გულიდან ამოდიოდა და მე ვგრძნობდი ამას. ველოდები ააახალ ისტორიას...

ძალიან დიდი მადლობა... <3 <3 <3 მალე დავიწყებ ახალ ისტორიასაც... გავწითლდი ცოტა :-D
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

კარგი იყო, უბრალოდ ცოტა მეტი რომ გეჩვენებინა გიოს ხასიათი გამოსწორებამდე უკეთესი იქნებოდა... ძალიან ბევრს გვჭირდება ნინას მსგავსი ადამიანი. ყოველთვის დროულად ვერ ვახელთ თვალებს...

" სხვისი ცოდვებისთვის " ჯერჯერობით ჩემ ფავორიტად რჩება... წარმატებები.

პ.ს. წერილით ხომ არ გაწყენინე? ))

 


№7  offline მოდერი nicol

lullaby
კარგი იყო, უბრალოდ ცოტა მეტი რომ გეჩვენებინა გიოს ხასიათი გამოსწორებამდე უკეთესი იქნებოდა... ძალიან ბევრს გვჭირდება ნინას მსგავსი ადამიანი. ყოველთვის დროულად ვერ ვახელთ თვალებს...

" სხვისი ცოდვებისთვის " ჯერჯერობით ჩემ ფავორიტად რჩება... წარმატებები.

პ.ს. წერილით ხომ არ გაწყენინე? ))


რა თქმა უნდა არ მაწყენინე love
ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა მკითხველის აზრი, მითუმეტეს, რომ ძალიან კომპეტენტური შენიშვნაა... ნამდვილად უფრო შეივსებოდა სიუჟეტი...
ჩემთვის ამ ისტორიის მუზა ნინა იყო და ამიტომ აქცენტი უფრო მასზე გავაკეთე... მინდოდა რაღაც არა ამქვეყნიურ ურთიერთობაზე დამეწერა და ალბათ ამიტომ წავედი მარტო ამ კუთხით...
შენ კი ძალიან დიდი მადლობა, რომ არ დაიზარე და დამიკომენტარე love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან თბილი და დიდი სიყვარულით იყო სავსე ყოჩაღ

 


№9  offline წევრი ooo :)

გულამდე მიაღწია და ეს მომეწონა სხვა რა სჰეიძლება მეტი ვთქვა საოცრებაა <3 თითოეული დასკვნა ისე კარგად გაქვს გამოტანილი რომ არ სჰეიდზლება შენნი ნაწერი გულს არ მოხვდეს და მკითხველამდე ვერ მაიღწიოს ამას ვაფასებ love

 


№10  offline მოდერი nicol

lalita
ძალიან თბილი და დიდი სიყვარულით იყო სავსე ყოჩაღ

ooo :)
გულამდე მიაღწია და ეს მომეწონა სხვა რა სჰეიძლება მეტი ვთქვა საოცრებაა <3 თითოეული დასკვნა ისე კარგად გაქვს გამოტანილი რომ არ სჰეიდზლება შენნი ნაწერი გულს არ მოხვდეს და მკითხველამდე ვერ მაიღწიოს ამას ვაფასებ love

უდიდესი მადლობა ბავშვებო... ყოველი ასეთი კომენტარი მაბედნიერებს... ჩემი წერის სტიმული ხართ love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline წევრი nine

ოთხ ხაზად ჩამომდიოდა ცრემლები recourse ვერაფრით ამიხსნია ასე როგორ შეგიძლია ემოციების და გრძნობების წერა? ის რომ ნიჭიერი ხარ არ ხსნის ამ ფაქთს ..არა რაღაც უფრო დიდი ხარ ჯერ რომ არ მინახავ ისეთი ან და როგორ ვნახავდი ან გავიგებდი შEნ ალბათ პირველი ხარ ასეთი request აი რაღაცნაირად მიყვარხა..ისე რომ არ გიცნობ wink
--------------------
მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს, ოცნების ლამაზ ბუშტებს, ისინი ფრენენ მაღლა,წვდებიან მაღალ ღრუბლებს, ჩემი ოცნებაც ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს, მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს

 


№12  offline მოდერი nicol

nine
ოთხ ხაზად ჩამომდიოდა ცრემლები recourse ვერაფრით ამიხსნია ასე როგორ შეგიძლია ემოციების და გრძნობების წერა? ის რომ ნიჭიერი ხარ არ ხსნის ამ ფაქთს ..არა რაღაც უფრო დიდი ხარ ჯერ რომ არ მინახავ ისეთი ან და როგორ ვნახავდი ან გავიგებდი შEნ ალბათ პირველი ხარ ასეთი request აი რაღაცნაირად მიყვარხა..ისე რომ არ გიცნობ wink

ეხლა მე ჩამომივა ცრემლები... რა ვიცი რამდენრიგად... winked
კომენტარზე გპასუხობ, ვხვდები რომ ვიღიმები და გარშემომყოფები ინტერესით უყურებენ მონიტორს... რას უღიმისო... მე კიდევ შენს კომენტარს ვუღიმი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№13  offline მოდერი მარრიამი

არაჩვეულებრივია <3 უკვე ერთი თვეა ვწერ ერთ ისტორიას, რომელიც ჰგავს შენი ისტორიის იდეას, გოგოს ავარიით და დაინვალიდებით...მაგრამ მაინც ცოტა განსხვავებულია ^^ შენ შესანიშნავი ხარ <3

 


№14  offline მოდერი nicol

მარრიამი
არაჩვეულებრივია <3 უკვე ერთი თვეა ვწერ ერთ ისტორიას, რომელიც ჰგავს შენი ისტორიის იდეას, გოგოს ავარიით და დაინვალიდებით...მაგრამ მაინც ცოტა განსხვავებულია ^^ შენ შესანიშნავი ხარ <3

მადლიბა მარიამ <3 დიდი სიამოვნებით წავიკითხავ შენს ისტორიას...
ასეთი დამთხვევები ხშირია... ამდენ ისტორიაში რაც საიტზე იდება თავისთავად იქნება მსგავსი სიუჟეტები...
გუშინ მეც გადავაწყდი ისეთ ისტორიას, რიმლის სოუჟეტიც ძალიან გავს იმისას, რასაც ახლა ვწერ ;-)
--------------------
თინა ნიკოლ

 


№15  offline წევრი ნენე

ვაიმე ეს რა კარგი იყო love
თბილი,სათუთი,განსხვავებული...
ძალიან,ძალიან მომეწონა.
ემოციებით დატვირთული ნაწერი იყო,აი ისეთი,
რომ წაიკითხავ,განსაკუთრებული არაფერიო,
მაგრამ ხომ იცი სწორედ უბრალოებაშია საიდუმლო.
ხოდა შენც ასე,"უბრალოდ" წერ და მგონი ვერ ხვდები,
რამდენად ღირეულია შენი ნაწერი.
სულში ჩამწვდომი,ცრემლებამდე რომ მიგიყვანს ისეთი...
არც ზედმეტი ბანალირობა,არც ზედმეტი სიყვარული,არც ზედმეტი ბოროტება...
ყველაფერი ისეა,როგორც შენს ნაწერს შეშვენის.
მომდევნო ისტორიას ხომ იცი,
განსაკუთრებულად ველოდები!
ვიცი,მომდევნო ისტორია რომ საერთოდ ბუმი იქნება wink

ჩემი შოკი-მოკი ხარ!
საოცრება!
მიყვარხარ თინანო!

შენი ნენე.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№16  offline მოდერი nicol

ნენე
ვაიმე ეს რა კარგი იყო love
თბილი,სათუთი,განსხვავებული...
ძალიან,ძალიან მომეწონა.
ემოციებით დატვირთული ნაწერი იყო,აი ისეთი,
რომ წაიკითხავ,განსაკუთრებული არაფერიო,
მაგრამ ხომ იცი სწორედ უბრალოებაშია საიდუმლო.
ხოდა შენც ასე,"უბრალოდ" წერ და მგონი ვერ ხვდები,
რამდენად ღირეულია შენი ნაწერი.
სულში ჩამწვდომი,ცრემლებამდე რომ მიგიყვანს ისეთი...
არც ზედმეტი ბანალირობა,არც ზედმეტი სიყვარული,არც ზედმეტი ბოროტება...
ყველაფერი ისეა,როგორც შენს ნაწერს შეშვენის.
მომდევნო ისტორიას ხომ იცი,
განსაკუთრებულად ველოდები!
ვიცი,მომდევნო ისტორია რომ საერთოდ ბუმი იქნება wink

ჩემი შოკი-მოკი ხარ!
საოცრება!
მიყვარხარ თინანო!

შენი ნენე.

ჩემი ნენე მოსულა... <3
ხო იცი რიგორ მაკლდა შენი კომენტარები <3
შემდეგი ისტორია შენთვის ნამდვილად ბუმი იქნება... <3
ყოველ შემთხვევაში ვეცდები ყველანაირად <3 <3 <3
--------------------
თინა ნიკოლ

 


№17  offline მოდერი chica sol

აი, პირდაპირ სრულყოფილი იყო. ყველანაირი ემოციებით გაჯერებული. გულამდე და სულამდე ჩამწვდა. საოცრად ნიჭიერი ხარ ძვირფასოო love

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan dzaan magarj iyoo❤️❤️

 


№19  offline წევრი Annee

რა მაგარი იყოო!!! გავგიჟდი.. გადავირიე!!

 


№20  offline წევრი yvavi

იფ, იფ :3
თბილი და ტკბილი იყო <3

 


№21  offline ახალბედა მწერალი ერკე

შენ ისტორიებში ის მომწონს, რომ სიყვარულიც ჭარბად არის და ხალხს სიყვარულის ძალას აჩვენებ, კიდევ ინტრიგა, დაძაბულობაც არ არის ზედმეტი შენ ნაწერებში და არც სხვა რაიმე გეპარება, რეალური გრძნობიდან გადმოღვრილ-გადმოდენილი.
ვერ იგრძნობ? უბრალოდ მკვდარი ხარ მაშინ. რა უნდა ვერ იგრძნო, როცა ამ ისტორიას კითხულობ, ან როცა ნებისმიერ ისტორიას, შენსას რომ ვკითხულობ მაშინ "ლომკა" მიჩნდება შემდეგის წაკითხვის, "ლომკა" მაქვს კიდევ იმის, რომ ჩემი აზრიც გაგიზიარო და კომენტარი გამოვაცხო შენს გვერდზე. კიდევ ის მომწონს, რომ ყოველთვის აღწერ, იდეალურამდე მიღწეულ სიყვარულის ისტორიას, ორ ადამიანს შორის, სადაც მესამე უკვე ზედმეტია, თუმცა აქ ახლა, ამ წამს მე ვიყავი ეს მესამე, მაგრამ სულაც არ ვგრძნობდი თავს ზედმეტად. ვკითხულობდი, ვერეოდი მათ გრძნობებს, როგორც წყალში ერევა თბილი სიყვარულის საღებავი და მეც გული იმდენად მეწვოდა და ისე მომდიოდა ცრემლები ვერ ვიაზრებდი.
პირველი ცრემლი, პირველი თავი რომ მოვრჩი მაშინ გადმოვაგდე, თავი არა, ალბათ უფრო ნაწილი.
შემდეგ და შემდეგ კი ყოველი თავის ბოლოს ცრემლდენა ჩემი თვალებიდან რატომღაც ტრადიციად მექცა და მეც არ ვღალატობდი ამ ტრადიციას. ახლაც კი... ყელში ბურთი მაქვს მმობჯენილი, სუნთქვასა და ყლაპვაში მიშლის ხელს და ახლაც კი უსიამოვნო გრძნობა მაქვს ყელში, ამ სასიამოვნო ისტორიის წაკითხვის შემდეგ. ანდაც ეს ისტორია უსიამოვნო როგორ უნდა იყოს? არა, ეს ისტორია იმდენად სასიამოვნო და ტკივილნარევი იყო. სასიამოვნო მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს კარგად, ძალიან კარგად დაასრულე, მანამდე რა ტკივილიც გადავიტანე მათთან ერთად ამას ვერ აღვწერ, ამის გადმოცემა ნამდვილად შეუძლებელია, უუბრალო სიტყვებით, ეს ყველაფერი მხოლოდ უნდა იგრძნო, სადაც სიტყვები ზედმეტია.
ვგრძნობდი, თან მერე როგორ?!
საშინელება დაატყდა მას თავს, საშინელი რამ გადახდათ, მაგრამ როგორც არის, რაც არ უნდა მოხდეს, სწორედ ეს არის ბედი. მანქანით რომ არ დაჯახებოდა, ის ვერ გაიცნობდა თავის ანგელოზს, ის უფალმა გამოუგზავნა მას, დაანახა როგორი უნდა იყოს, როგორად უნდა შეიცვალოს მისი ცხოვრება, ამას კი ინსტიქტურად ნინას თვალები ეუბნებოდნენ და ისინი უნათებდნენ გზას, სწორი ცხოვრებისკენ, რამაც შეცვალა გიო.
ჩემთვის გულწრფელ გრძნობაზე ძვირფასი არაფერია, მითუმეტეს იმაზე ძვირფასი, რომ ეს შეგიძლია იგრძნო. მე ვამაყობ, იმით რომ უფალმა მომცა ამის ნიჭი, ვიგრძნო და მეც გულწრფელი ვიყო ყველას მიმართ, გულწრფელად მიყვარდეს და მეც სრულიად მზად ვიყო ამ ყველაფრისთვის.
ბედისწერის გარეშე არაფერი ხდება. მე მჯერა ბედისწერის და განგების, ყოველდღე ვუყურებ ხოლმე ჩემ თავს და ვფიქრობ, რომ ღმერთი ყოველთვის მეხმარება, სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მას ვხედავ, ის ჩემ გვერდით არის. ასევე იყო გიოსთანაც და ვგრძნობდი მის არსებობას მასთან.
საოცარი ისტორია იყო, ცრემლების გარეშე რომ ვერ წაიკითხავ. გული თუ არ აგიჩუყდა მინიმუმ, უგრძნობი და მკვდარი ხარ! მიხარია, რომ მე ცოცხალი ვარ და ვგრძნობ, მიხარია რომ უბრალოდ უკვე შემიყვარდა ეს ისტორია და მიხარია ისიც, კი არ მიხარია, გრძნობებით ვარ აღტყინებული და გადარეული, რომ შენ გაგიცანი, რომ შენი ისტორიები ავირჩიე თავიდანვე საკითხავად და პირველი, რაც ამ საიტზე დასრულებულად წავიკითხე, პირველი ისტორია ვფიქრობ და კი არ ვფიქრობ ასეც არის, რომ "სხვისი ცოდვებისთვის" იყო. მომწონს და მაგიჟებს შენი გულწრფელი გრძნობა, ეს ადამიანზეც მრავლისმეტყველია და ვგრძნობ, როგორი სიყვარულიც შეგიძლია. საოცარი, არაამქვეყნიური და ღირებული. შენ გვერდით ყველა ბედნიერებით და სიცოცხლით თუ აივსება მხოლოდ. შენ გვერდით, ყველა თავისთავად ბედნიერი იქნება, რადგან ამის ნიჭი გაქვს!!!
გიოს რაც შეეხება კი, მან თავისი მეორე ფრთა იპოვა, ადამიანი ცალი ფრთაა მხოლოდ, ის რომ სრულყოფილად გაფრინდეს, მას მეორე სჭირდება, გიოსთვის ეს მეორე ნინა იყო <3 <3 <3
მიყვარხარ თინიიიიიიიიიიიიიიიიიი <3 საოცრად შემიყვარდი...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№22  offline წევრი keta♥

ზედმეტი სიტყვების გარეშე.. საოცარი ისტორია იყო. მოწყენილი დავჯექი, სკეპტიკურად შევხედე გოგოს დაინვალიდების თემას, მაგრამ ბოლოს სასიამოვნოდ განცვიფრებული დავრჩი. ყველა ემოცია ვიგრძენი გიოსთან და ნინასთან ერთად. ეხლაც მაჟრიალებს.
გავგიჟდი, მოკლედ. რა მაგარი გოგო ხარ შენ? feel

 


№23 სტუმარი nini

Ubralod bravooo

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

რა იყო ეს? სიყვარულისა და ბედნიერების ქორწილი ერთად.. აი რა მომწონს შენს ისტორიებში, შეუძლებელია წამით მაინც მოწყდე ეკრანს და თავისუფად ჩაისუნთქო... სასწაულია... ბედნიერების ზეიმი... აი რა არის შენ ისტორიებში.. სიყვარულის ფეიერვერკი..

 


№25 სტუმარი amerika

ვაიმეე რამდენი ვიტირეე რა კაი იყოოო საყვარლები და ძაან ნაგარი ხარ ნუ როდის არ ყოფილხარ

 


№26  offline წევრი Emi Ly

შეუდარებელი ხარ! blush

 


№27 სტუმარი Guest Malo

Sityvebit ver gadmovcem ubralod . Dzaan magaria. Yvelaferi se kargad gaqvs agwerili ro titoeuli momenti shemidzlia warmovidgino.

 


№28  offline ადმინი შამანი

ჩემი ნაწილია ეს ისტორია ♥
მერამდენედ ვკითხულობ ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№29  offline აქტიური მკითხველი terooo

მიხარია რომ გიპოვე

 


№30  offline ადმინი შამანი

ისეთი ამბები ხდება თინ...
მგონი შენი მუზა ,მალე ახალ იდეებს მოგიტანს... heart_eyes
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent