ვნებებზე მოთამაზე [1]
ნიაკო ერთი-ჩვეულებრივი თინეიჯერი,ცხრამეტი წლის გოგონა იყო.ცხოვრობდა ბინაში მშობლებთან ერთად,ჰყავდა რამდენიე დაქალი და,როგორც ყოველა მოზარდს უყვარდა გართობა.ისეთ ასაკში იყო,როცა ადამიანი რაღაც ახალს ეძებს,უნდა ახლი გრძნობები და შეგრძნებები გამოსცადოს,უნდა,რომ ახალ ბედნიერებას მიაგნოს. ნიაკოს ლამაზი ცისფერი თვალები,ოდნავ გამობერილი მარწყვისფერი ტუჩები და პატარა ცხვირი ჰქონდა,ისეთი საყვარელი,რომ კნოპკასაც კი ეძახდნენ.გრძელი ქერა თმა წელამდე წვდებოდა და,როცა მოდიდა,გეგონებოდა რაფუნზელიაო.საშუალოზე მაღალი და კარგი აღნაგონა ჰქონდა.ვერ იტყოდი,რომ რაღაც საოცარი სილამაზის პატრონიაო,მაგრამ ლამაზი ნამდვილად იყო. გოგონას გართობა კი უყვარდა,მაგრამ ამ ყველაფერს ბიჭების გარეშე აკეთებდა,დადიოდა კლუბებში მეგობრებთან ერთად,წვეულებებზე ლამაზ კაბებს იცვამდა,უყურებდა ფილმებს,ცეკვავდა წაქცევამდე...არ იყო დაინტერესებული იმით,რომ შეყვარებული ჰყოლოდა.“ზედმეტი პრობლემაა“-იტყოდა,ჩაიცინებდა და გვერდზე გაიწეოდა.ბიჭები სულაც არ იყვნენ მისადმი გულგრილნი,პირიქით,ძალიან მოსწონდათ ნიაკო და მასთან დაახლოებაც ხშირად უცდიათ,თუმცა გოგონა ყველასთან მხოლოდ სიცივეს ამჟღავნებდა. არ იყო სოციალური ქსელი ვარსკვლავი,მაგრამ მეგობართა მაქსიმალური რაოდენობის გარდა ათი ათასი „ფოლოვერი“ ჰყავდა „ფეისბუქის“ გვერდზე,ფოტოებსაც ხშირად უკომენტარებდა მამრობითი სქესის წარმომადგენლობა და ინტერესაც ხშირად იჩენდნენ მის მიმართ. ერთ წვიმიან დღეს,როცა ზაფხული ლამის იყო დასრულებულიყო და შემოდგომის ფოთოლცვენას შემოებიჯა,გოგონამ ღიმილიანი სახით გაიღვიძა და უსაზღვრო ბედნიერების შეგრძნებამ ტანში დაუარა.“ღადაობ?“-ანის უპასუხა და გადაიხარხარა.რაღაც სასაიმოვნო თემაზე საუბრობდენ,ალბათ. ნინამ უთხრა მშობლებს სოფელში მივყავრ,რაღაც საქმე აქვთ და დღეს უნდა მიგატოვოო,თუმცა ნიაკოს ძალიანაც არ უდარდია,მართალია მისი კიდევ ორი დაქალიც არ იყო თბილისში,მაგრმა რამეს მოვიმოქმედებო,იფიქრა და ტელეფონი გათიშა. „რა კარგია კოტრიალი“-ლოგინში მხარე იცვალა და ხარხარი დაიწყო.უდარდელი გოგონა,ასე ვთქვათ,ყველაფერი „კიდია“. -დედა,ყავა მომიდუღე რა-გასძახა გვერდითა ოთახში მყოფ ნანას და ლოგინიდან ზლოზვნით ადგა.სააბაზანოში ნახევრად მძინარე შევიდა,მაგრამ შხაპის წვეთების შეხებამ ისე გამოაფხიზლა,რომ სიმღერაც კი დაააწყებინა.“არა,რა ვერ ვარ“ სახით გამოვიდა ვანიდან და ხალათის შესაკრავი წელზე ძლიერად მოიჭირა. -დე,კარი გააღე,მემაწვნე იქნება-დედის ხმა მოემსა სამზარეულოდან. -აუ,რად გინდა?-სახე დამანჟჭა და კარებსიკენ ზიზღით გაიხედა. -არ დაგავიწყდეს,რომ სამი წლის და გყვავს-ჩვეულად შეახსენა დედამ.ნიაკო კარებისკენ წავიდ და სწრაფი მოძრაობით გადაატრიალა საკეტი.ერთი მაწონი გამოართვა,გაუსწორდა გამყიდველს და სამზარეულოსკენ ქილით ხელდამშვენებული წავიდა.გზაზე პატარა სილუეტი შეხვდა. -ანაბელ-გაუღიმა დას და თვალი ჩაუკრა,მაწონი გიყიდეო.დასთან თამაში მაინც და მაინც არ უყვარს,მაგრამ ზოგჯერ,როცა თაავში რაღაც დაარტყამს,დასთანხმდება ხოლმე. -თეფშზე გადმომიღე რა-თვალებში შესცცინა დას და სირბილით გაიქცა თავის ოთახისკენ.“ოჰ,ეს ბავშვები“-ნიაკომ ანაბელის თეფში გადმოიღო და ნახევარი ქილა გადმოასხა. -ანაბელ,მზადაა-ხმამაღლა გასძახა დას და დედის მოდუღებული ყავის სმა დაიწყო. -სუხარი ჩამიყარე,ოღონდ გახეხე და ისე-„რა კრაპნიზია“-ბუზღუნით დაიწყო დის დავალების შესრულება.დღეს რაღაც კარგ ხასითზეა,მგონი,თორემ ასე სხვა დროს არ იქცევა.იშვიათად თუ ასრულებს პატარა დის დავალებებს. -დღეს კარქი გოგო ხარ-ანაბელი სკამზე შედგა და ხმაურით აკოცა დას ლოყაზე. -ჩემი პატარა-ამბორი დაუბრუნა ნიაკომ და ყავა მოსვა. -დღეს რას აკეთებ? მე და ანაბელი ჩემ დაქალთან მივდივართ-ნანა შემოვიდა სამზარეულოში და ნიჟარაში არსებული ორი თეფშის რეცხვა დაიწყო. -არ ვიცი,ალბათ,სახლში ვიქნები.თბილისიდან ანიც კი წავიდა.მშობლებს საქმე აქვთო და.. -შენ უკვე საკმარისად დაისვენე-თვალი ჩაუკრა ნანამ და გოგონასაც გაახსენდა ზაფხულის ჩავლილი დღეები. -არც მაქვს პრეტენზია.ანი დასასვენებლად კი არ წასულა-გადაიხარხარა გოგონამ.ყავის სმას რპმ მორჩა თავის დიდი ლოგინზე წამოგორდა და ლეპტოპი ჩართო.მოწერილი დახვდა უცხოსგან.“უცხოებს არ ვპასუხობ“-გაიფიქრა და მის პროფილზე გადავიდა.“ჯანდაბას,კარგი ტიპი ჩანს“-გახსნა მოწერილი და გადაიხარხარა.ეს რას ელოდა და რა ყოფილა. -ბოდიში,ახლა ვნახე,რომ მოწონებას მთხოვდი-„ეს როდინდელი..ამის მერე ორ წელზე მეტი გავიდა“-ღიღინით მიწერა უცნობ დევიდს,დავითს თუ დათოს.სამი სახელითმოიხსენია მასზე რამდენიმე წლით უფროსი მამაკაცი.პასუხის გაცემა არ უჩქარია,კიდევ კარგად შეისწვლა უცნობი.მაღალი და ათლეტული აღანგობის სხეული მოეწონა ნიაკოს,შემდეგ კი მისი სახის ნაკვთების შესწავლაც დაიწყო.შავგვრემანი მამაკაცის ტალღოვანი თმამ და შავმა თვალებდა გააჟრიალა.“ოჰო,რა ტიპია“-არაუშავს,რატომ იხდი ბოდიშო-გაუგზავნა და ბევრი სიცილის სმაილიც თან მიაყოლა.ათიოდე წუთში „ფეისბუქი“ ჩახურა,საინტერესო არაფერი ხდებაო და ანაბელის ოთახში წავიდა.პატარა გოგონა ფუსფუსით არჩევდა სამოს. -გინდა თმა გაგიკეთო?-ნიაკომ დას ჰკითხა და ჭინკებიანი თვალები დაუფახულა.პატარა კისერზე ჩამოეკიდა.ეტყობოდა,გაკვრივება. -ჩემი დაიკო სულ ასეთი საკალელი არ არის-გაუღიმა უფროს გოგიჩაიშვილს და თვალი ჩაუკრა.ამ უკანასკენლს კი ისეთ საყვარლად აკეთებს,რომ ადამიანს გაგაგიჟებს. -მოდი,ჩემთან-სავარცხელს დასტაცა ხელი და საქმეს შეუდგა. -რა ლამაზი ხარ!-აღფრთოვანებას ვე რმალავდა ნანა და ჩანთაში რაღაცას ტენიდა-გვაგვიანდება,აბა,ჭკუით-მოწყვეტით აკოცა ნიაკოს და კარები გაიხურა. „რა ვაკეთო ახლა“-სამზარეულოსკენ წავიდა და ნაყინის დანახვისას თვალები გაუფართოვდა-„ესეც ასე“ გამომეტყველებით დიდ თეფშში გადაიტანა და მისაღებშ გავიდა-„როგორი სიჩუმეა“-მოწყენით გაიფიქრა და დივანში დაეშვა,ტელევიზორი ჩართო და უაზროდ დაუწყო ყურება.ცოტა ხანში,როცა დესერტი დაასრულა,ისევ თავის ლოგინზე გადაინაცვლა და ფანჯრიდან დაიწყო ცქერა,შემდეგ ისევ ლეპტოპს ახადა თავი და შიგნითგ შეძვრა.დათო ზრდილობიანად წერდა,რა ვიცი,მაინც მოგხიადე ბოდიშიო. -არ იყო საჭირო-გოგონას გაეღიმა და უცნობის პროფილს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი. -მაშინ უკან მიმაქვს-შორიდან უკრავდა თვალს დათო. -კარგი-გოგონამ იფიქრა ახლა მორჩა ჩვენი „ჩათიო“,მაგრამ მამაკაცმა საუბარი განაგრძო. -ლამაზი ხარ ძალიან,შესანიშნავი ტანი,თვალები,ცხვირი...-არეულად წერდა კომპლიმენტებს და ნიაკო ხარხარებდა,ტან ფეხებს ნიტმულად აქნევდა. -მადლობ-პაუზის შემდეგ გაუგზავნა შეტყობინება დათოს. შემდეგ საუბარი გაიბა და ერთმანეთი გაიცნეს.სამი საათი არ ჩერდებოდა ნიაკოს ლეპტოპი,მერე დაემშვიდობა დათოს,უნდა გავიდეო. -იმედია,შევხვდებით ამ დღეებში,დროებით-დათოს მოწერილზე მისი გაბრწყინებული თვალები წარმოიდგინა და საკუთარ თავზე გაეცინა,რა მინდა ამ ვირტუალურ სივცეშიო.ადრე ხომ არასდროს წერდა უცნობებს.“ახლა გამონაკლისია,ის ხომ სექსუალურია,ძალიან,ძალიან“-მეორე „მემ“ გამოაჯავრა გოგონა. იმ საღამოს კინოთატრს ესტუმრა,ოღონდ მარტო.“მარტოსულებისთვისაა ინტერნეტი და კონო“-გაიფიქდა და თავისი ადგილი დაიკავა.ერთი დღეა,რაც მარტო დარჩა და უკვე თავს აღარ ჰგავს.ჯერ ვიღაც უცნობს მისცა ნება,რომ მის „დაკერვაზე“ ეზრუნა,ახლა კი მარტო ზის უცნობთა გარემოცვაში და დიდ ეკრანს ადევნებს თვალს,თანაც პოპკორნის ყუთი,რომელიც ხელში უჭირავს ისე აღიზიანებს,რომ ლამისაა ძირს დაანარცხოს. შუა ფილმზე იყო,როცა ვიღაცის ხმა მოემსმა.მგონი,მამაკაცი უნდა ყოფილიყო.“არა ქალს როგორ ექნება ასეთ მაღალი ბარიტონი“-შებრუნდა გოგონა უკან და ნაცნობი სახ დაინახა.“ნუთუ,ეს ის დათოა,არ არსებობს“-გაეღიმა და უცნობს გაკვირვებული მიაშტერდა. -აქ რა გინდა? -შენ რა გინდა?-ტუჩის კიდეში ირონიამ გადაურბინა მამაკაცს. -უბრალოდ გამიკვრიდა,რომ შეგხვდი. -დამთხვევაა თუ ბედისწერა?-თვალი ჩაუკრა დათომ და მისკენ გადმოიხარა. -არ ვიცი-გაეღიმა ნიაკოს და ფილმისკენ გაიხედა. -მალე დასრულდება და მერე სადმე დაგპატიჟებ-მამაკაცმა რიტმულად შესთავაზა,მაგრამ ნიაკოს არაფერი უპასუხია,უკანაც არ გაუხედავს,ფილმს მიშტერებოდა,მაგრამ უკან მჯდომ სიმპათიურ არსებაზე ფიქრობდა.ფილმის მსვლელობას ასე არასდროს დაეღალა.დასასრული დაიწერა თუ არა,მძიმედ ამოისუნთქა. -როგორ მოგეწონა ფილმი?-აედევნა დათო უკან და თან თვალებით გოგონას ისე ჭამდა,გეგონებოდა სილამზის ექსპერტიაო. -რა იყო? ექსპერტი ხარ რამის?-თვალი ჩაურკა ნიაკომ და საკუთარ თავს გამოუტყდა,რომ მამაკაცის ასეთი მზერა სიამოვნებდა.“სხვებს არ ჰგავს“-გაიფიქრა ცხორვებაში პირველად და დათოს შავ თვალებს გაუსწორა მზერა. -ყველა ნამდვილი მამაკაცი სილამაზის ექსპერტია-მალე იპოვა სიტყვები და გოგონას უფრო მიუახლოვდა. -რამდენი ხალხია.არა?-მეტი ვერ მოიფიქრა და კარესკნე წავიდა-ესეც ასე-გასვლისას წარმოთქვა და დათოს გახედა. -უკვე აღარ-მკლავში ხელი მოკიდა და გვერდით გასწია დათომ.“არა მსგავსი რაღაცები ჩემთვის უცხოა“-უკამყოფილოდ გაიფიქრა,მაგრამ მივხდა,რომ მისი შეხება ძალიან ესიამოვნა.“იქნებ ბედნიერებისთვის ეს მჭირდება“-გონებაში ახალი საკითხი წამოჭრა და დათოს გაუღიმა. -წამოდი-გოგონას ხელი მოწყვეტით მოხვია და კაფისკენ უბიძგა-აი,მოვედით-გაუღიმა და პირველი შეუსვა.“ძალით ჯელტმენი თუ..“-გაიფიქრა ნიაკომ და დათოს გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა. -ყავა,ბევრი ნაღებითა და კარამელით-მიმტანს გაუღიმა ზრდილობიანად და მერე გოგონას გადახედა. -მეც იგივე-ზემოთ აიხედა გოგონამ და შემდეგ წამაწამები ისევ მაგიდიდსკენ დახარა. -კიდევ ინებებთ რამეს?-მიმტანი ერთი ნაბიჯით უკან წავიდა და წყვილს შორიდან შეხედა. -ლიმონის ნამცხვარი-ნიაკომ უპასუხა და შემდეგ ისევ ჩვეულ პოზას დაუბრუნდა.მეცო,ჩესმა დათოს ხმა,რომლის სექსუალურობა უფრო ღრმად გააანალიზა და ახლად წამოჭრილ საკითხზე დაიწყო ფიქრი. სიყვარულზე არასდროს ფიქრობდა.არც სენტიმენტალური იყო და არც მეოცნებე,არც ამაღელვებელი ფილმები უყვარდა და არც რომანტიკული კომედიები,საშინელებები იზიდავდა,კომედიებსაც შეათვალიერებდა ხოლმე. -ანაბელი როგორ არის?-ინტერესით შეეკითხა დათო,რომელსაც ტელეფონში ჩუმად შეემოწმებინა ნიაკოს დის სახელი,რომელიც იმ დღეს მიწერა გოგონამ. -კარგადაა-უხერხულად უპასუხა და მიმტანს ყავა გამოართვა. -ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ პაემანზ პირველად ხარ?-კითხვის მოულოდნელობისგან გაწითლდა გოგონა,მაგრამ მაკიაჟმა უშველა,რომ მისი ემოციები არ გამომჟღავნებულიყო. -თითქმის-მორცხვად ჩაილაპარაკა და ყავა მოსმა. -რომანტიკა გიყვარს?-დამაბნეველი კითხვების მოფიქრება დაიწყო დათომ.ეტყობოდა,რომ კიდევ ახალ-ახალ სიუპრიზების მოწყობას აპირებდა გოგონასთვის. -არ ვიცი,ალბათ,არა-ამაყად ასწია თავი და ბრაზისგან თვალები დააკვესა. -სენტიმენტალური?-თვალი ჩაუკრა დათომ. -არ ვიცი.არა,არ ვარ.გონება უპირველეს ყოვლისა-ნიაკო საკუთარმა სითამამემ გააკვირვა და ხარხარი აუტყდა. -გეცინება,არა? -მგონი,კი-უხერხულობისგან გათავისუფლდა და გაშნაურებულად განაგრძო საუბარი.დათოსაც ეს უნდოდა! მამაკაცმა გოგონას ხელს თავისი შეახო და თითებზე ნაზად გადაუსვა ხელი.გოგონას ესიამოვნა და იფიქრა,ნეტავ,დიდ ხანს გაგრძელდესო. -არც მე ვარ ზედმეტად რომანტიკული,ვეტწყობით,არა?-ისევ ცამჭრელი მზერა ესროლა გოგონას და ჩანგალს ხელი მოკიდა-ჩემი ნამცხვარი უფრო გემრიელია-ტუჩები წაათამაშა და გოგონას გამომეტყველებას მიაშტერდა. -ორივე ლიმონისაა-მხრები აიჩეჩა ნიაკომ. -უფრო გემრიელია-ჩანგალი დაასო და გოგონას პირისკენ გააქანა-გააღე-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.ნიაკო დაემორჩილა და შემდეგ კმაყოფილად ჩაიცინა. -ასეა არა?-დათოს რიტორიკულ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია ნიაკოს. -კომფორტული მანქანაა-წასვლისას კარები გამოაღო და გოგონას გაცილება შესთავაზა. -კი,ალბათ-გაუღიმა თამამად და მანქანაში ჩაუჯდა.დათო დიდ ხანს არ ქოქავდა და ნიაჯოს სახეს აკვრიდებოდა. -იცი,როგორ მომწონხარ? ზემდეტი რომანტიკა ზედმეტია,არა? სენტიმენტალური სულელები როგორ მაციენენებ-თითქოს გოგონას რაღაც საზღვარს უქმნიდა და თვალებით აშიშვლებდა. -მართალი ხარ-გაუღიმა ნიაკომ და საერთოს ყველაფერი დაავიწყდა მოზღვავებულმა ვნებამ. დათო მისკენ წაიწია და ხელებში მოიქცია გოგონას სახე.ტუჩებით ნელა შეეხო ნიაკოს ბაგეებს და შემდეგ მისი რეაქციით კმაყოფილმა უფრო თამამად აათამაშა ბაგეები გოგონარ მარწყვისფერ ტუჩებზე.“რა გოგოა“-გაიფიქრა და უფრო ახლოს მიიხიდა ნიაკო.“ღმერთო,ეს რა იყო“ გამომეტყველებით დაასრულა გოგონამ ბაგეების მოძრაობა და დათოს ახედა. -როგორ მომწოხარ,მეც ახალ გრძნობებს ვეძებ-ეტყობოდა,რომ ადამიანის ფსიქოლოგიას ადგვილად ხვდებოდა. -აღელვება ზოგჯერ მეც მიყვარს-თვალი ჩაუკრა და ანიშნა,მესიამოვნაო.ეს მართალიც იყო ათი წუთი უხმაუროდ ისხდნენ და ჰორიზონს ადევნებდნენ თვალს. -აი,მოვედით-მამაკაცმა კარი გაუღო.“ჯენტლმენურ ჟესტებს არ ივიწყებს“-გაეღიმა გოგონას და კაბის სწორებით წამოდგა. -მოგწონს?-ანიშნა დიდ ეზოში მოთავებულ თანამედროვე სახლზე. -ძალიან,მაგრამ,გონი,აგერია გზას-გოგონამ უკმაყოფილოდ ჩაილაპრაკა. -მოდი,დაგათვალიერებინებ-ხელი წელზე შეახო და თავისკენ მიიზიდა. -არა,არა!-წამოიძახა და მანქანისკენ წავიდა. -განა შენ მითხარი მისამართი?-გოგონა დაიბნა.მართლაც არ უთქვამს!-ხომ არ დამესიზმრებოდა!-გაოცებული მზერა ესროლა ნიაკოს და გოგონას ბაგეებს განმეორებით დდაეუფლა.ამჯერად ნიაკო თამამად აჰყვა.სხეული უთრთოდა და გრძნობდა,რომ ეს კოცნა,ეს პირველი კოცნა,ახალ გრძნობათა და შეგრძნებათა საწყისი იყო.დათოს ძლიერი მკლავები რომ არა ნიაკო,ალბათ,ძირს მოახდენდა ზღართანს.დათო ამის საშულებას წამითაც კი არ აძლევდა. სახიდან გოგონას კისერს ჩაუყვა და მკერდამდე მისულმა ღრმად ამოისუნთქა,ხელში აიყვანა ვნების მორევში გადაჩეხილი გოგონა და ოთახში შეიყვანა.უცხო სურნელი მოხვდა ნიაკოს,მაგრამ თვალები არ გაუხელია.“ნეტარებაა“-გაიფიქრა და მამაკაცას მიენდო. გრძნობდა დათოს ხელები როგორ ეხებოდა მის სახეს და როგორ ცდილობდა შეესწავლა,მერე კისერზეც იგრძნო ტუჩები,რომლებსაც მკერდამდე მიეღწიათ და გოგონას სასიამოვნო შეგრძნებებს გვრდიდა.“ტუჩებს ამხელა ძალა თუ ჰქონია არ მეგონა“-თვალებგახელილს ფიქრები სახეზე ეტყობოდა. -რა ლამაზი ხარ-დათოს ხმაში საოცარი ვნება ჩანდა. -გასაოცარია-ძლივს მოახერხა ჩალაპარაკება და მამაკაცს მიენდო. ნიაკო გაათკეცებულ ენერგიასა და ჟრუანტელს შეიგრძნობდა.მუცელში რაღაც სიმაგრე იგრძნო.ცოტა ხანში შიშველ მუცელზე შეიგრძნო დათოს ხელი,რომელმაც ზურგიდან ნაზად მიიკრა და კისერზე შეახო ვნებიანი ტუჩები.გოგონას ისე ყნოსავდა,თითქოს ეს უკანასკნელი ყვევილის საამო სურნებლებას აფრქვევდა. შიშველ სხეულზე მამაკაცის მხურვალება იგრძნო და მთელი ტანი ხორკლმა წაართვა.ნიაკო გრძნობდა მამაკაცის ურიტმო სუნთქვას და ადრენალინი უფრო ღმრმად ჩაეღვროდა ტვინში. „ორი ერთში“-მძმედ ამოისუნთქა და მამაკაცს მიესვენა-სიამოვნების გარდა ვერაფერს გრძნობდა.დილას თვალები უხერხულად გაახილა და დათოს შეხედა.ალბათ,ერთი წამითაც არ უნანია,რაც წინა ღამეს მოხდა.“ვცდებოდი..:-გაიფიქრა და მამაკაცს უფრო ძლიერად მიეყრდნო. -დილა მშვიდობის-მამაკაცს გაუღიმა და ოდნაც წამოიწია.დათო ფეხზე წამიერად ადგა და უხმოდ გავიდა სამზარეულოში. -არაფერი არ არის-საძნებელში გავიდა ისევ და შარვლის შეკვრა დიწყო. -შესანიშნავი იყო!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნიაკო.რა იცოდა რა იყო შესანშნავი,მაგრამ მაინც როგორ თამამად აცეცებდა ენას! -დიახ,კარგი იყო-ორონიით ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა-რომანტიკა არ გიყვარს,არც მე მიყვარს და,ამიტომ შეხვედრებს აღარ ვიმეორებ-კარები გააღო და გასვლისას გოგონას მიაძახა-ნოხის ქვეშ დატოვე გასაღები. ნიაკოს ცრემლი მოადგა თვალზე.არაფერი ესმოდა.რა იყო რომანტიკა,რა იყო სიყვარული და ან რა იყო სექსი.ამ თემაზე კაცები თამამად ლაყბობენ,მაგრამ ქალებს ამის ახლომახლოსაც კი უჭირთ წერა.“ის მისთვის სპორტის სახეობივითაა..ნარკოტიკივითაა...“-ამოილუღლუღა და ტანსაცმელს დასწვდა...“კაცებისთვის სექსი სპორტია“-კარები გამოაღო და უცნობ ქუჩას გაუჰყვა.“ისინი ამით ანადგურებენ ქალეს,ემოციურად აუპატიურებენ,ფსიქოლოგიურად ღლიან..“-საკუთარ თავზე გაეცინა და ქუჩას აუყვა. „ეს ახალი ფაზაა? ახალი დაბრკოლებების დასაწყისი თუ უბრალოდ სექსუალური თამაში..სულელი ვარ“-გააჩერა „ტაქსი“ და მისამართი უკარნახა იმის იმედით,რომ ნანა და ანაბელი ღამით სახლში არ დაბრუნდებოდნენ... „ქალები კაცების ნერვებზე ვთამობთ,ისინი კი ვნებებზე..“ ____ იმედია,მოგეწონებათ. ველი შეფასებებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.