შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულმა იგრძნო (სრულად)


22-08-2015, 17:41
ავტორი daiana
ნანახია 6 244

საშინელი ბავშვი ვიყავი.ვამწარებდი ყველას და ვაფუჭებდი ყველაფერს.ბაღის მოსწავლე ვიყავი როდესაც ორი გოგო სულ ტირილით გავაქციე მასწავლებელთან.დაწყებითების მოსწავლემაც იგივე გავაკეთე ახლა კი მეთერთმეტე კლასში ვარ და ვერ ვიტან ვერავის და ვერაფერს - კალათბურთის გარდა.
გიორგი ქალდანი 17 წლის,კალათბურთელი.მყავს ერთადერთი ძმაკაცი და ერთი „დაქალი“ თუ რაცქვია რაა.. დემეტრე ავალიანი ისიც სვანია ჩემსავით და ალბათ მაგიტომ არის ჩემი ძმაკაციც რომ ყველანაირად ერთნაირები ვართ.ვაფასებ და ვამაყობ მე დემეტრეთი.სულ ცანცარის და მხიარულების ხასიათზე მაგრამ თუ გასვანდა მერეე ოოო..სწორედ ეს მაგიჟებს მის ხასიათებში.მისგან განსხვავებით მე ცანცარი არ შემიძლია და სულ ნაღდი სვანი ვარ.! ხო „დაქალი“ მარიამ გვიჩიანი ესეც სვანია.ოღონდ სვანობის არაფერი ეტყობა,ის „მამაპაპური გასვანებაც“ კი არ იცის.სულ იცინის და სულ კარგ ხასიათზეა სწორედ ამიტომ არის ჩემი „ჯამბაზი“. სამივე ერთ სკოლაში და ერთ კლასში ვარ.ცოთა გვაკლია რაა.ყველგან ერთად დავდივართ და სულ ვიცავთ მარიამ.და ხშირად მის გამოც მოგვდებს ყბებში.
ზემოთ ვთქვი ვერვიტან ვერავის და ვერაფერსთქო მოგატყუეთ ...ვაღმერთებ ჩემს მშობლებს მაგრამ ამას არასდროს არ გამოხვატავ და ვგიჟდები ჩემს ორ სვანზე.
888
-გიორგი ადექი დაგაგვიანდება - დილით ანას ყვირილმა გამაღვიძამესიკვდილებოდა ადგომა და სკოლაში წასვლა მაგრამ იძულებული ვიყავი.
-ჰოო ანა ვდგები - უკმაყოფილოდ ამოვიბუყუნე და ბალიშიდან თავი ავწიე.
-რას გიგავს თვალები გაათენე ხო ?
-აუუ ანა მაცადე რა ჩაცმა - სკამზე დაგდებული მაისური ავიღე და გადავიცვი.
-ამ ზამთარში მოკლემლკლავინებით ვინ დადის გიორგი?! - წარბაწელმა ამომხედა ანამ და მაისურზე მიმითითა.
-მე დედა მე - ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი - ბარო მამა გამიყვან,მანქანას მომცემ თუ ჩეით წავიდე?
-არ გაგიყვან,მანქანასაც არ მოგცემ მჭირდება და გადი შენით - კარისკენ მანიშნა და საათს გახედა.
-კაი ხო წავედი - გაბრაზებული გამოვედ სამზარეულოდან შესასვლელში დაკიდებული ქურთკი მოვიცვი და სახლი დავტოვე.
სკოლასთან ახლოს ვიყავი როცა ხესთან გოგონა დავინახე.შორიდანვე ეტყობოდა როგორ კანკალებდა,მივუახლოვდი და ვინარის?! - ელენე ასათიანი. ჩემი შეხედულებებით ეს გოგო სუფთა „შკოლნიკია“.დავიძაბე და ოდნავ დავიბენი როცა უცებ დათოვლილ მიწაზე დაეცა და თითქოსდა სუნთქვა შეწვიტა.არასდროს არ მომწონდა ეს გოგო სულ ნერვებს მიშლიდა მისი „კარგი გოგოობით“ მაგრამ იქ ასე ვერ დავტოვებდი.სწრაფად დავიხარე და ხელში ავიყვანე.ძალიან ფაფუკი და ცივი იყო.მასაც ჩემს მსგავსად თხელი მაისური ეცვა და უბრალო თხელი ჟაკეტი შემოეცვა.სავადმყოფომდე ვერ მივიყვანდიამიტომ სკოლის მედ-პუნქტში წავყვანე.
-ნანა ექიმო
-ბატონო .. ოო გიორგი შემოდი - აქ ხშირი სტუმრობის გამო ადვილად მცნობდნენ.
-რამოუვიდა?
-არვიცი სკოლის წინ ხესთან იყო კანკალებდა მივუახლოვდი თუ არ მაშინვე ძირს დაეცა - ავუხსენი სიტვაცია ექმს და უგონოდ მყოფ ელენე ასათიანს დავაკვირდი.
რაღაც განსხვავეული იყო ეს გოგო.ამას სულ ვამჩნევდი მაგრამ იმ მომენტში დავრწმუნდი.თხელი სახე,ლამაზი ტუჩები,შაოცრად რბილი თმები (ეს მაშჳნ ვიგრძე როცა ხელში აყვანილი მომყავდა)ლამაზი და განხვავებული იყო.
-გადი შენ გაკვეთილზე დაიწყო უკვე ელენეს მე მივხედავ - კარისკენ ანიშნა ექიმმა და მეც დავემორჩილე.კართა ვიყავი მისული როცა უცებ მვტრალდი
-ნანა ექიმო არუთხრათ მე რომ მოვიყვანე აქ
-კარგი.
ოთახი დავტოვე და გეზი ლასისაკენ ავიღე.კლასში დაუკაკუნებლად შევედი და ძალიან გამიკვირდა როცა მასწავლებელი არ დამხვდა.მერხთან მივედი ჩანთა მოვიძვრე ბეჭებიდან და სკამზე დავენარცხე.
-სკოლას აცდენდი და მანდატურმა მოგაბრუნა ხო ?
-ჩვენ როდის აქედან გვტეხავ შატალოდან ?
სწრაფად მომესმა უკნიდან კითხვები და გამეცინა.ვგიჟდებოდი მე ამათზე.
-რა გაცინებ ბიჭო?
-რაგინდა ჯამბაზო? - ღიმილით მივუბრუნდი უკან და წინ გადმოყრილ თმებზე დავქაჩე.
-ველურო მეტკინა - თმაზე თითები მომაცილებინა მარრიამმა და უკმაყოფილოდ შემომხედა - გეკითხები მემგონი შატალოზე ჩვენგარეშე მიდიოდი?
-გოგო ნუ წაიღე ტვინი არსადაც არ მივდიოდი და სადა მასწავლებელი?
-ნან ექიმმა დაურეკა უთხრა თქვენი მოსწავლე არის ცუდადო და წავიდა - ამდენი ხნის ჩუმათ ყოფნით დაღლილმა დემეტრემ ამოილაპარა და გაღიმებულმა გამომხედა - სად დაგიჭირეს აღიარე!
-აუუ ბიჭო ნუ წაატ....ჭამეთ ტვინი თქვენ.სკოლაში მოვდიოდი ხესთან ელენე ასათიანი დავინახე ცუდად იყო მოვიდე ხელი და ექიმთან მივიყვანე და მაგიტო დამაგვიანდა - სწრაფად ავუხსენი ორივეს ყველაფერი და წინ გავბრუნდი.ბავშვები ერთამენში საუბრობდნენ და ჩვენ ყურადღებას არავინ გვაქცევდა.
-რაა?
-ეეე ცუდია ალბათ მანდ წავიდა მასწავლებელი - შეწუხებული სახეც კი ვერ მიიღ დემეტრემ იმდენად მხირულ განწყობაზე იყო.
-მოიცათ რატომ იყო ცუდად გაიგე? - ჩაფიქრებულმა მარიამმა მკითხა და დაბნეულმა ამომხედა.
-არა რაში მაინტერესებდა! - მხრები ავიჩეჩე და ისევ წინ გავბრუნდი.ამასობაში გაკვეთილი დამთავრდა.
-წამოდით დღს ჩემთან დედაჩემა ტორტი გამომიცხო - პატარა ბავშვის ხმით დაიწყო მარიამმა ლაპარაი და ბიჭებს ხელებზე დაეჭიდა.
-ორი წლის ბავშვი ხარ
-მიდი გიო წავიდეთ ჩვენი რამიდის?! - სიცილით კითხა დემეტრემ და მარიამ ხელი გადახვია - ვარჯიშიც არგვაქ დღეს და გავერთოდ ცოტა.
-კაი ჰო
ჩუმათ მივაბიჟებდით ტროტუარზე რაც ძალიან უცნაური იყო ჩვენთვის.მარიამი შუაში გვედგა პატარა ბავშვივით ხელჩაკიდებული მოგვყავდა მე და დემეტრეს.
-ბიჭებო რაღაცას გეტყვით და არ ახტეთ ახლა თორე არ გაჭმევთ ტორტს - ორივეს გამაფრთხილებელი მზერით გამოგვხედა ჯამბაზმა.
-მოდი რავქნათ იცი ?! მივიდეთ ვჭამოთ ტორტი და მერე გვითხარი მოსულა ? - ინტერესიანი მზერით გავხედე ორივეს.დემეტრე ღიმილით დამეთანხმა მარიამი კი მთელი გზა უაზროდ ბურტყუნებდა.
-დე მოვედით - კარის გაღებისთანავე გაყვირა ოთახში მარრიამმა და გზა დაგვითმო.
-ოოჰჰ ბიჭები მოსულან მოდით ბავშვებო,მოდით! - ღიმილით შემოგვეგება მარიამის დედა და მისაღებში გაგვიყვანა.
-ჰე გვითხარი! - ტორტის ჭამას როგორც კი მოვრჩი მაშინვე მარიამს დავუბრუნდით.
-ესეიგი - ოთახი მოათალერე იმაში დასარწმუნებლად რომ მარტო ჩვენ სამნი ვიყავით იქ - ერთი ბიჭი მომწონს.
-ვინ არი ? - თითქმის ერთად ვკითხეთ მე და დემეტრემ.
-ოოო ნუ გაქვ ეგეთი სახეები რაა, სანდრო კიკნაძე.
-რააა? შანსი არ არი შენ მაგასთან! მარიამ შენ თავს ვფიცავარ ვაფშე დაგიკიდებ მაგასთან თუ იქნები! - საშინლად გაღიზიანდა დემეტრე და თავს ძლივს იკავებდა ბოლო ხმაზე რომ არ ეღრიალა.
-რატო?რატო?რატო? არშეიძლება ვინმე მეც მომწონდეს ან მიყვარდეს?არშეიძლება? ყოველ კვირას ახალი გოგოები გყავთ და მე არ შეიძლება ვინმე რომ შემიყვარდეს?! - ცრემლებით თვალები გავსებოდა დაცოტაც და ატირდებოდა.ისეთი იყო რაღაცნაირი,გული მეტკინა ასეთი მკაცრები რომ ვიყავით მის მიმართ.სკამიდან წამოვდექი და ჯამბაზთან მივედი,ხელები პაწაწინა მხრებზე ფრთილად მოვხვიე და ნიკაპი მის თავსჩამოვადე.
-მარიამ ეგ ბიჭი ჩვენ მოწინააღმდეგე გუნდშია და შენც კარგად იცი ეს!სწორედ ამიტომ არ მოგვწონს მე და დემეტრეს შენი არჩევანი თორემ სიყვარულს ვერავინ ვერასდროს ვერ დაგიშლის! მოდი ეხლა ეგ ცრემლები მოიწმინდე წავიდეთ და გავერთოთ!
-გიორგი ხოიცი რაც არი ეგ ახ...ეგ დებილი ბიჭი? - უჩვეულოდ დასერიოზულებულმა დემეტრემ მხარში ხელი გამკრა.
-მიდი გადი მარიამ მოწესრიგდი - მარიამი ოთახიდან გავუშვი - ვიცი ვიცი რაც არი მაგრამ რავქნა აა? პირველად იტირა ბიჭის გამო ვერხედავ ? სულ ვუშლით ბიჭებთან ურთიერთობას,სულლ! ახლა კი ჩვენც უნდა დავთმოთ და რაც არ უნდა არგვევასებოდეს ეგ დებილი უნდა შევეგუოთ რომ მარიამს უყვარს ან მოსწონს!
-ჰოო....კარგი მაგრამ იცოდე მის გამო კიდევ რომ იტიროს მის მოკვლაში ხელს არ შემიშლი! - მომლოდინე თვალებით გამომხედა ჩემგან თანხმობას ელოდებოდა.
-დაგეხმარები!
ამასობაშიც მარიამიც მოვიდა.მთელი ქალაქი შემოვიარეთ.პაკშიც ვიყავით მარიამი მოთხოვნით.ბოლოს დაღლილმა ჯამბაზმა აიტეხა ნაყინი მინდაო და მაღაზიაში გამაგდო.ნაყინის მაცივრიდან 20-მდე ნაყინი ამოვიღე და სალაროსთან მივიტანე.ჩემს წინ გოგონა იდგა ამიტომ მორჩილად დაველოდე ჩემს რიგს.უკნიდან ძალიან მეცნობოდა.სალაროსთან როდესაც ფულს იხდიდა მის სახეს მზერა შევავლე და ვიცანი!
ისევ ეს ელენე ასათიანი!
ფული როგორც კი გადაიხადა უკან გამობრუნდა.რომ დამინახა ტვალები ჯერ გაუფართოვდა მერე მორცხვად გამიღიმა და სწრაფად გაეცალა ტერიტორიას.
-ბიჭო ელენე მორცხვია? - ინტერესით ვკითხე მარიამს და მისგან ძლიერი მუჭის ჩარტყმაც ვიგემე.
-ჰოო თან იცი როგორი? აი ძალიან! ძალიან მიყვარს ეგ გოგო,რაღაც განსხვავებული და კარგი არის!ძალიან სუფთა! - ისეთი სითბოთი ლაპარაკობდა მარიამი მეც გავთბი ლამის - რატო მეკითხები ?
-რავი 11 წელია ერთ კლასში ვართ და 10 კლასის მერე სულ მორცხვად მიღიმის -დაბნეულმა ამოვილაპარაკე და ნაყინის შეფუთვა გავხსენი.
-კაი წავედი მე სოფი მელოდება და რასიზამთ თქვენ ? - ინტერესიანი თვალებით გამოგვხედა დემეტრემ და ტელეფონს ღიმილით დახედა.
-ოო ეგ რა ძან ჯიგარი ბავშვია ეე - ღიმილით ამოვილაპარაკე და მეგობარს გოგო შევუქე.
-კაი მივდივარ ახლა - დამშვიდობების სახით ენა გამოგვიყო დემეტრემ და სიცილით გაშორდა ტერიტორიას როც ჩვენი უკმაყოფილო სახეები და შეძახილები გაიგონა.
888
-აუუ ნელი მას კაი რაა,რათმინდა ეს მასწავლებელი ახლა მე ? ვისწავლი ჩემითაც არმინდა დამხმარე გთხოვ რა! - მასწავლებლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მთეი ათი წუთი იყო ვცდილობდი როგორმე აზრი შეეცვალა და დამხმარე მოსწავლე თავიდან ამეცილებინა.
-ქალდანო მოცილდი ახლა აქედან! კარგი იყო მე რომ მახვეწებდი ისწავლეთქო? ახლა ისწავლი კარგად! შენი დროებითი დამხმარე იქნება ელენე ასათიანი დამტკიცებულია უკვე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! - მკაცრად გამცა პასუხი და ოთახი დატოვა.
-რაო გიო? - უკნიდან მარიამის ეშმაკური ხმა მომესმა და ლამის მივუბრუნდი და ვუღრიალე.
-რაგინდა? - შევეცადე უხეშობა არ გამომევლინებინა მაგრამ ვაი რომ სვანი ვარ.
-რამინდა ? რამინდადა შენი კარგად ყოფნა! რადგან გაბრაზებულიხარ მე უნდა მეუხეშო და მე უნდა მიყვირო ?! ჯანდაბამდე გზა გქონია ქალდანო - ატირებული გავარდა ჩემი ჯამბაზი კლასიდან და კლასის კარი მოიჯახუნა.
-რამოუვიდაე? - გაკვირვებულმა დემეტრემ მერხიდან დამიყვირა.
-არაფერი.
ბოლო გაკვეთილი როგორც კი გამოვიდა ჩანთა მოვიკიდე და კლასის კარისაკენ წავედი.მარიამი არ გამოჩენილა რამაც დამაფიქრა ვცადე დარეკვა მაგრამ უშედეგოდ.სკოლის ეზოდან უნდა გავსულიყავი როდესაც ჩემი სახელი გავიგონე.ვიღაც მეძახდა.მივბრუნდი და ჰოი საოცრება.ელენე ასათიანი!.
-რაარი? - უხალისოდ ვკითხე.
-მასწავლებელმა მითხრა რომ უნდა დაგეხმარო - მორცხვად დაიწყო მიზეზის ახსნა და ფრთხილად ამომხედა - ქიმია უნდა გა...
-ჰოჰო ვიცი დაგიკავშირდები როცა მეცლება ახლა კი უნდა წავიდე - უხეშადგავაწყვეტინე წინადადება და აღარც კი შემიხედავს მისთვის ისე გამოვედი ეზოდან.
-დამიცადე ერთი წუთით - ისევ გავიგონე ზურგს უკან ხმა და უკმაყოფილოდ მივბრუნდი უკან.
-რაგინდა გოგო რა? არმცალიათქო ხო გითხარი?
-კი მაგრამ..
-არმცალია არაა.მარიამს ვეძებ გაქრა და როგორ გონია შენი მეცადინეობისთვის მეცლება?! - გაბრაზებულმა დავუყვირე და თვალებში ჩავაშტერდი.ოო როგორი ლამაზი და მრავლის მთქმელი იყო.
-კარგი ბოდიში..დაგეხმარები მისმოძებნაში
-რა? - დამცინავად გავხედე - არმჭირდები!
-ვიცნობ მეც მარიამს მემგონი და გთხოვ მაცადე როგორმე დაგეხმარო.იქნებ შენზე გაბრაზებულია და ამიტომ არ გპასუხობს როცა ურეკავ ? მე ვცდი.
ტელეფონი შარვლის ჯიბიდან ამოღო და ნომერი სწრაფად მოძებნა.
-გადის - მორცხვად გამომხედა და ისევ ტელეფონი ხმას დაუგდო ყური -ალო მარიამ...ჰო ელენე ვარ..არა მე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ ? სადხარ გეძებს გიორგი.....კარგი ნუტირი სადხარ მითხარი და მოგაკითხავ...კარგი მოვალ - ტელეფონი გათიშა და მე გამომხედა - არც იფიქრო გამოყოლა! - მიბრძანა და წინ გატრიალდა.რაა ელენე ასათიანმა მე მიბრძანა? ნურას უკაცრავად რა!
-გოგო არ გამაგიჟოთ ახლა,რასქვია ნუ გამოგყვები?!დავიჯერო მარიამს შენც ჩემსავით აღმერთებ ?! სად არის მითხარი!
-ვერა
-გოგო
-გოგოს სახელი აქვს და ვერ გეტყვი თვითონ მხოვა არ უთხრაო - გაბრაზებულმა მიპაუხა და გზა განაგრძო.
-ოო ახლა აქ მყავდე ჯამბაზო როგორ გცემდი - ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ისევ ელენეს ავეკიდე.
-ოხ როგორი ჯიუტი ხარ ქალდანო!
-ჩუმათ და გზა განაგრძე
-რატომ იჩხუბეთ?
-ასე იყო საჭირო და მიტომ!
დანიშნულების ადგილას რომ მივედით მეგარეთ დამტოვა ელენემ,ჯერ მე დაველაპარაკები იქნებ ცოტა დავამშვიდოო.გარეთ ვიცდიდი და ზამთრის სუსხს ვუმკლავდებოდი.კაფის კარს მივშტერებოდი როცა კარი გაიღო და იქედან აცრემლებული ასათიანი გამოვიდა.
-რაგჭირს ? რამოგივიდა? - სრაფად მივედი მასთან და ხელზე შევეხე.
-მარიამი გელოდება - ხელი უხეშად გამომგლიჯა და სწრაფად გადაკვეთა გზატკეცილი.
888
-ეს თამაში რო გავმაზოთ დაგკლავთ მთელ გუნდს! - სერიოზულად დაგვემუქრა ტრეინერი და ყველას გადმოგვხედა - იქ - ხელი სათამაშო ადგილისაკენ გაიშვირა - დადეთ თქვენი მაქსიმუმი. თამაში დაიწყო საკმაოდ ძლიერ გუნდს ვხვდებოდით მაგრამ მაინც დავამარცხეთ.
-გილოცავ - უხეშად მომილოცა მარიამა როგროც ჩანს გუშინდელმა საუბარმა შედეგი არ გამოიღო.
-მადლობა.
-გიორგი გილოცავ - უკნიდან ხმა გავიგონე დასწრაფად მივტრიალდი.არ მეგონა ეს გოგო კალათბურთის მოყვარული თუ იქნებოდა.ჰო ელენე იყო.ხელი გამომიწოდა ალბათ ასე აპირებდა მოლოცვას მაგრა მე მარიამის ნათქვამი გამახსენდა როცა მითხრა ნაწყენია შენზე გაიგო რომ არ გინდა ის რომ გასწავლიდეს - ო ამიტომ სწრაფად დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.თავიდან დაიბნა მერე გამიღიმა და წავიდა. და მაშინ დავადგინე რომ ამ გოგოს ღიმილი სერიოზულად მადებილებდა.
888
არც მეგობრები ვიყავით და არც შეყვარებულები მაგრამ რაღაც ნამდვილად იყო.ჩემი აზრით შეყვარებლობამდე ბევრი არაფერი გვიკლდა მაგრამ ელენე არ ჩქარობდა.საგრძნობლად შემცვალა ამ გოგომ და ამას ყველგან ვამჩნევდი.უკვე სითბოს და სიყვარულს ისე გამოვხატავდი ყველას რომ შეემჩნია.კლასელებთანაც გავიხსენი და განდეგილივით აღარ ვიყავი.მაგრამ ერთი რაღაც ზუსტად ვიცოდი მე ელენე ასათიანზე ვგიჟდებოდი! ამას არ ვეუბნებოდი მაგრამ ყველაფერში გამოვხატავდი.არშემეძლო გაცამტვერებული სიტყვებით მეთქვა რომ მიყვარდა.ამ ყოველივეს მერჩივნა საქმით და საქციელით დამემტკიცებინა ვიდრე გაუფასურებული სიტყვებით.
ზაფხულის დასაწყისში მეგონა მოვკვდებოდი როდესაც გავიგე რომ ელენე საქართველოდან წავიდა.
888
-არც მიხსენო ეგ გოგო რა - უკმაყოფილოდ ამოვიბურტყუნე და ბალიში ჩავრგე თავი - ორი წელი გავიდა და ისევ ისე მეშლება ნერვები მის საქციელზე.
-გიორგი კარგი რა ახლა მართლა სვანივით რატო იქცევი? გოგომ ბოდიშის მოხდაო მინდაო და შენ არც კი კადრულობ დალაპარაკებას? - გამკიცხავი მზერით გამომხედა დემეტრემ და სოფის თმებს წაეთამაშა.ჰო სოფი უკვე დემეტრეს მეუღლე იყო.
-არ ვკადრულობ დიახადაც! თქვენ მაინც იცით რა დამემართა როცა გავიგე რომ წავიდა.ორი წელი გავიდა და მაინც ისევ ისე მტკივა და ისევ ისემეშლება ნერვები,სადმე რომ დავინახო შეიძლება მოვკლა - გაბრაზებულმა ამოვიხვნეშე და ბალიში ოთახის კუთხეში ვისროლე.
-უყვარხარ შენ ელენეს უბრალოდ მაშინ იძულებული იყო რომ წასულიყო - ელენეს გამართლება დაიწყო მარიამმა და ლამის ფანჯრიდან გადავაგდე.
-უი მარტლა? - ირნიულად გავიღიმე - რომ ეთქვა მვდივარო რა დაშავდებოდა მითხარი? ხომ იცოდი რომ მეც მიყვარდა? მოვკიდებდი ხელს და წავიყვანდი მერე იძულებული აღარ იქნებოდამაგრამ არუნდოდა და თუ არუნდოდა იყოს იქ მე აქ მშვენივრად ვარ - კატეგორიული ტონით გამოვაცხადე და სიგარეტს მოვუკიდე.
-გეტყობა გიორგი გეტყობა! ჩაშავებულ თვალებზე,გამხდარ სხეულზე და თვალებზე გეტყობა როგორ მშვენივრადაც ხარ ! - ლამის მიღრიალა დემეტრემ და გაბრაზეულმა დატოვა ოთახი.
უაზროდ ჩავიცნინე.ნერვები მეშლებოდა ეს ბავშვები ასე რომ მიცნობდნენ.ერთს შემხედავდნენ და უკვე მათთვის გაშიფრული ვიყავი.
888
დემეტრეს სახლიდან გამოვდიოდი უცებ წვიმა რომ დაიწყო.გაჩერებას არ ვაპირებდი ქუჩაში გამოვედი.დავდიოდი და საშინლად ვსველდებოდი.უცებ გამახსენდა ყველაფერი რაც ელენეს უკავშირდებოდა.და ვაღიარე რომ ისევ ისემიყვარდა როგორც მაშინ.არა.უფრო მეტადაც კი.საშინელ მონატრებას ვგრძნობდი მაგრამ.... ნერვები მომეშალა.რატომ გამახსენდა?რატომ?!
მოსახვევში გავუხვიე და შემტხვევით ვიაცას შევეჯახე.სხეული უცებ ძირს დავარდა და გაითიშა.დავიხარე და გავქვავდი.ის იყო.ისევ ისეთი ლამაზი და ისევ ისეთი განსხვავებული.ოღონდ გაზრდილი.ბოროტმა ნაწილმა მიკარნახა წავსულიყავი და დამეტოვებინა მაგრამ ვაი რომ სიყვარული გამეფდა ჩემში.სწრაფად ავიყვანე ხელში და დემეტრეს სახლამდე მივიყვანე.იქ მერე სოფიმ მიხედა.გონს ჯერ კიდევ არ იყო მოსული მის თავთან ჩამოვჯექი და უკეთ დავაკვირდი.ოხხ როგორ მომნატრებია თურმე.მისი თმებისკენ ხელი წავიღე და უცებ ვალებიც გაახილა.საწოლიდან წამოხდა და წინ დამიდგა გაშეშებული.მეც წამოვდექი.ყველა გრძნობამ ერთა იჩინეს თავი ჩემს სხეულში დ არა მექნა არ ვიცოდი.ისეთი თვალებით მიყურებდა გეგონებოდა მის მოკვლას ვაპირებდი.მის ლოყაზე დადენილი ცრემლები მალევე შევამჩნიე და დაუფიქრებლად გადავდგი მისკენ ნაბიჯი.ორ ნაბიჯში მასთან გავჩნდი და ხელები მოვხვიე.მისი სურნელი მაგიჟებდა.სრული ბენდიერებისთვის მისი ღიმიი მჭირდებოდა.უკან გავწიე და აწყლიანებულ თვალებში ჩავაშტერდი.მერე დებილივით გამიღიმა და ბოლომდე ბედნიერებით გავივსე.
888
მერე დავფიქრდი.გულმა იგრძნო მოახლოვებული ბედნიერება და სწორედ მიტომ გამახსენდა მაშინ.სწორედ მიტომ გამღვიძა მივიწყებული გრძნობები რომ ჩემს სიამაყესა და სიჯიუტეს მოვრეოდი და დამემარცხებინა.!



№1  offline წევრი maridb

კარგია მომეწონა ძალიან <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი nini :)

კარგია მომეწონა ძალიან და ის მიტხარი ბოლოს მოიყვანა ცოლად? laughing love

 


№3  offline წევრი daiana

nini :)
კარგია მომეწონა ძალიან და ის მიტხარი ბოლოს მოიყვანა ცოლად? laughing love

კი wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent