უკანასკნელი თოვლი
90-იანი წლები. არვიცი, ეს წლები ზოგისთვის ტანჯვა იყო ზოგისთვის ტკბილი მოგონებები... ჩემთვის კი ორივე ერთად. 17 წლის ვარ და თბილისის ერთ-ერთ ეზოში ვცხოვრობ სადაც ვერასდროს მოიწყენ. ყოველ საღამოს უამრავი ბავშვი იყრიდა თავს ერთად რათქმაუნდა მათ მეც ვუერთდებოდი. ბევრი მეგობარი მყავდა და სიმართლე რომ გითხრათ სულაც არ მიჭირდა ახალი მეგობრების ადვილად შეძენა, მაგრამ რამოდენიმე გამორჩეულად მიყვარდა ალბათ იმიტომ, რომ ერთად ვარტ გაზრდილები. ნუცა, გიო, ლევანი, მაკო და ლექსო აი ეს იყო ჩემი სამეგობრო წრე. არასდროს მქონია მათთან პრობლემა და ნებისმიერ შემთხვევაში თვალდახუჭული ვენდობოდი თითოულ მათგანს... თითქმის ყველას ერთნაირი შეხედულებები გვქონდა მაგალითად ყველას გვიყვარდა სიმყუდროვე, გართობა, ლექსები , წიგნები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ერთ რამეზე ვთანხმდებოდით : ყველა უბრალოდ ვგიჟდებოდით ზამთარზე და თოვლზე.... -ელენე, წამოდი რა ეზოში, ლექსო გველოდება. - მოვდივარ, მოვდივარ რაიყო. მარტო ლექსოა თუ გიოც გელოდება?- რაც შეიძლება ეშმაკურად შევაპარე ნუცას. ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა და არც თვითონ დამრჩა ვალში. - არა ელე, მარტო ლექსო გელოდება თანაც უკვე ნახევარი საათია... ამიტომ შეგიძლია ადგე და წამომყვე- ოდნავ გაბრაზებული ხმით მითხრა ნუცამ და მეც წინააღმდეგობა აღარ გავუწიე. - ოღონდ იცოდე ისევ შენებურად არ დაიწყო ლექსოზე თორემ იქვე მოგკლავ- მკაცრი ხმით ვუთხარი ნუცას მაგრამ მის გამოხედვაზე მაინც გამეცინა. ეზოში ჩასულებს ლექსო დაგვხვდა მაღალი, წაბლისფერთმიანი, მწვანეთვალება. თეთრი მაისური ეცვა და მუქი ჯინსი. თავისი არაამქვეყნიური ღიმილით დაგვაჯილდოვა - ნახევარი საათია აქ გელოდებით, მალე გიო და მაკო გველოდებიან ნუცას მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე მან კი უბრალოდ გამიღიმა და ლექსოს გავყევით. გზაში ბევრი ვიცინეთ ბოლოს კი ერთ ეზოში შევედით სადაც გიო და მაკო ისხდნენ ჩვენი მისვლიდან 5 წუთში ლევანიც შემოგვიერთდა. ალბათ მიხვდით რომ ჩემი და ლექსოს ურთიერთობა მთლად მეგობრული არიყო, მაგარამ ამას არც ერთი არ ვაღიარებდით. - რაჭაში მივდოვარ ორი კვირით- ვთქვი როცა ყველა სალაპარაკო თემა ამოვწურეთ - აუ კაი რა, რა გააძლებინებს ეხლა ლექსოს ორი კვირა შენს გარეშე - თქვა გიომ მაგრამ ჩემი მზერის მერე ინანა. ლექსომ უხერხულობისგან უბრალოდ გაიღიმა და შემომხედა, საპასუხოდ მეც გავუღიმე 11 საათი ხდებოდა როცა დავიშალეთ ლექსომ რათქმაუნდა გამომაცილა რაც ძალიან მესიამოვნა. - არშეიძლება არ წახვიდე რაჭაში? - მკითხა ლექსომ თავჩაღუნულმა - მეც ძალიან მინდა დარჩენა, მაგრამ ვერ დავრჩები.- ვუთხარი და თვალებში შევხედე - აუუ, ჩაგეხუტები რა ისედაც ორი კვირა ვერ გნახავ- ჩუმად თქვა ლექსომ. არცკი დავფიქრებულვარ ისე მოვხვიე ხელები მანაც იგივე გააკეთა და ასე ვიდექით დიდი ხანი... მერე ხელები გავუშვი და ვუთხარი: - ორ კვირაში გნახავ, არ მოიწყინო - სახლში ავედი. რაჭაში 1 კვირაზე მეტი არ დავრჩენილვარ. თბილისში რომ ჩავედი ყველა ეზოში იყო ლექსოს გარდა. ბავშვები მოვიკითხე მერე მაკო გავიყვანე და ვიკითხე: - ლექსო სადაა? - რაც შენ წახვედი სახლიდან არ გამოსულა .- უნებურად გამეღიმა მერე ისევ ბავშვებთან მივბრუნდით. გიო და ლევანი რაღაცაზე კამათობდნენ მერე ჩემთან მოვიდნენ და ლევანიმ დაიწყო : - ესეიგი, პირდაპირ გეტყვით რა ბევრი ლაპარაკის გარეშე უბრალოდ გვინდა იცოდე რომ ლექსოს სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ და ყველაფერს გააკეთებს შენს გამო. - ხოიცით, რომ მეც ძალიან მიყვარს ლექსო? -კაირა, ვიცით რო ხვდები ყველაფერს და თქვენი სიყვარული მეგობრულს აღარ გავს.- ღიმილთ თქვა ლევანმა. - ოო, კარგით რა ნუ ბოდიალობთ რაღაცეებს.- მთელი ღამე ბიჭების ნათქვამზე ვფიქრობდი და ვგრძნობდი რომ ბედნიერი ვიყავიი. მეორე დღეს როგორც ჩანს ლექსომ გადაწყვიტა რომ ჩემთვის ყველაფერი ეთქვა - ჰო- ნუ - დაიწყო ლექსომ - მგონი ყველამ კარგად გითხრა ყველაფერი ხომ? - გააჩნია რას გულისხმობ- გავიკვირვე -ვითომ ვერ ხვდები რომ.. - რა რომ? რას გაჩუმდი თქვი რამე- ვაწვებოდი მე ნუ- დაიწყო ისევ და გაჩუმდა. - მარი სახლში ამოდი გავიგე დედაჩემის ხმა - მოვდივარ დე. - აუ მიდიხარ?- თითქოს განაწყენებულმა მკითხა ლექსომ - ხო. - აუ ორი წუთი დარჩი რა - არა, არშემიძლია წავედი ხვალ გნახავ- უთხარი?- მომესმა გიოს ხმა - არა, მაგ დროს თქვენ მოხვედით და...- ძლივს თქვა ხმაშეცვლილმა ლექსომ.გადავწყვიტე ლექსოსთვის ყველაფერი გამეადვილებინა მეორე დღეს დავუძახე და სათქმელი პირდაპირ ვუთხარი - ლექსო ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი.- ვთქვი დაძაბული ხმით- იმედია შენც ყველაფერს ხვდები. აღარარის საჭირო არაფრის ახსნა. ლექსო ღიმილით მიყურებდა მერე წელზე მისი ძლიერი ხელები ვიგრძენი მეც მოვეხვიე და დიდხანს ვიდექით ასე... - მიყვარხარ- მითხრა ჩუმად - ყველაზე და ყველაფერზე მეტად- ჩუმადვე ვუპასუხე მეც. ცხოვრება თავის ტემპში ჩადგა, ყველაფერი კარგად იყო და დიდი ლოდინის შემდეგ დადგა ნანატრი ზამთარიც რომელსაც ყველა ასე ველოდით... ვგიჟდებოდი თოვლზე, მაგრამ ფიფქები არ ჩქარობდნენ მიწაზე დაშვებას. მე და ლექსოს იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით და ასე გადიოდა დღეები... კვირები... ყველაფერი მოყინული იყო გზები, ხიდები,ხეები,ბალახი მე კი არ მციოდა რადგან ლექსო სულ გვერდით მყავდა.დილით რაღაც უცნაურმა ხმამ გამაღვიძა რომ გამოვფხიზლდი მივხვდი რომ ვიღაც ჩემს ფანჯრებს კენჭებს ესვროდა მეც გადავიხედე და ლექსო იყო. - ელეეეენეეე ჩამოოდიი შეეენთვიის თოვვვს- ყვიროდა დაბლიდან. გამეღიმა და გავხედე ქალაქს, მართლაც ულამაზესი სანახაობა იყო. თოვდა... თოვდა.. არ ჩერდებოდნენ თოვლის ფანტელები. - სასწრაფოდ ჩავიცვი და ლექსოსთან ჩავედი . - ნახეე ...შენთვის თოვს მარტო შენთვის შეხედე რა ლამაზია.- გამეცინა და ლექსოს ჩავეხუტე მერე ერთად ვსეირნობდით. დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ მენახა ლექსო ალბათ იმიტომ რომ თოვდა... უბრალოდ კიარა ჩემთვის თოვდა. -ელე, ახლავე მოვალ რა ორ წუთში მაღაზიასთან დამელოდე.- და ლოყაზე მაკოცა - კარგი - გავიღიმე მე - მაღაზიამდე გადასასვლელად გზა უნდა გადამეკვეთა.ძალიან მოყინული იყო ამიტომ ვფრთხილობდი მერე მანქანის მოსრიალების ხმა გავიგე და უკნიდან რაღაცის ძლიერი დაჯახება ვიგრძენი.ძირს დავვარდი და წამით თვალთ დამიბნელდა მერე ისევ დამიბრუნდა მხედველობა. არასდროს მესმოდა ამ ფრაზის მნიშვნელობა " მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაუარა", მაგრამ ახლა მთელი სიცხადით წარმომიდგა ყველაფერი თვალწინ. გადარჩენის აღარავითარი იმედი აღარ მქონდა, მაგრამ თვალწინ მაინც ლექსო მედგა ბოლო წუთამდე... ბოლო წამამდე... ვხედავდი მის საოცარ ღიმილს, ვგრზნობდი მის ჩახუტებას რომელიც ყველზე ცივ ზამთარშიც მათბობდა. და ახლაც ბუნდოვნად ვხედავდი ნაცნობ სილუეტს რომელიც ჩემსკენ მორბოდა ხელში ჯერ კიდევ ეჭირა დიდი დათუნია რომელიც ჩემთვის უნდა ეჩუქებინა. ჩემთან მოვარდა დაიჩოქა ხელებში ჩემი თავი მოიქცია... არასდრომ მენახა ლექსოს ტირილი ახლა კი ის ტიროდა, ტიროდა და თან არაამქვეყნიურ ტკივილს განიცდიდა. - ნუ ტირი, გთხოვ - ჩუმად ვუთხარი -გაუძელი ელე, ყველაფერი კარგად იქნება არდამტოვო. შენს გარეშე... ხომიცი რომ შენს გარეშე არშემიძლია. დარჩი... ჩემთან დარჩი. გესმის? ელენე არ დამტოვო. შენი ჩახუტება მინდა მაგრამ არ შემიძლია არ მინდა ასეთი ცივი მახსოვდე... შენ ჩემთვის ყველაზე თბილი ადამინი ხარ და ასე იქნება სამუდამოდ- ამ სიტყვებს ტირილით ამბობდა მონდოდა მებრძოლა გადარჩენისთვის... მინდოდა მებრძოლა მისთვის, მაგარ სუსტი აღმოვჩნდი მხოლოდ ის მოვახერხე გამეღიმა. მანაც გამიღიმა და იმ წუთში ბედნიერი ვიყავი რადგნ ის იღიმოდა. მერე ძალა გამომელია თვალები დავხუჩე და სიბნელეში ჩავიძირე. 2 დღის შემდეგ ლექსო ელენეს საფლავთან იჯდა, მაგრამ აღარ ტიროდა... ის უბრალოდ ელაპარაკებოდა ელენეს და სჯეროდა რომ ესმოდა მისი. - მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. მადლობა მინდა გითხრა რადგან იმ ყოველდღიური ცხოვრებისგან გამომათრიე და ახალი სამყარო შევქმენით. ჩვენ შევქმენით გესმის? მე და შენ. არასდროს დამავიწდება შენი ღიმილი. მახსოვს... მახსოვს რომ გამიღიმე ყველაზე ძნელ წუთებში. არმაქვს უფლება ვიტირო რადგან შენ იღიმოდი. შენ მიღიმოდი იმ ღიმილით რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ. ვერ მოვახერხე შენი დაცვა, ვერ შევძელი. მაპატიე... მაპატიე გთხოვ. ელენე სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და მაპატიე რომ იმ დღეს შენთვის უკანასკნელად თოვდა... მაგრამ შენთვის თოვდა. შენი ჩახუტება მენატრება... შენი ლურჟი თვალები, შენი თმა, ყველაფერი მენატრება. რატომ დამტოვე... მიყვარხარ - მერე გვერძე გადაიწია ხელში ის დათუნია ეჭირა... ხო, ისდათუნია რომელიც იმ დღეს უნდა ეჩუქებინა. სათამაშოს შუბლზე აკოცა და საფლავთან დადო. - ის შენამდე მოიტანს ჩემ კოცნას ელენე- წინადადება როგორც კი დაამთავრა თოვა დაიწყო... თოვდა... ლექსომ ცაში აიხედა - ვიცოდი რომ გესმოდა ჩემი-თქვა ჩურჩულით და საფლავზე დაემხო... ფიფქები მშვიდად ცვიოდა ციდან თითქოს ქათქათა მაგრამ ისინი ხომ ელენეს სისხლს მალავდნენ... მიკვირს, როგორ შეძლეს.. მიკვირს. დეკემბრის თეთრ თოვლში კი მკვეთრად იკვეთებოდა ახალდაყრილი კუპრივით შავი მიწა და ბიჭი რომელიც ტკივილნარევი ღიმილით იღიმოდა... მაინც იღიმოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.