The Ghost
The Ghost (Horror) ელის ჰანფრიმ როგორც იქნა ყველაფერი მოაწესრიგა თავის ახალ სახლში.ელისი აქეთ იქით დადიოდა დაოთახებს ათვალიერებდა ტკბებოდა მისი ახალი სახლის ყურებით რომელიც ძალიან იაფად და უპრობლემოდ შეიძინა.ელისი თავისი საძინებლიდან გამოვიდა თუ არა მსხვრევვის ხმა გაიგოის უკან შებრუნდა და ძირს დავარდნილი ჩარჩოში ჩასმული ფოტო დაინახა რომელზეც მისი 16 წლის შვილი ქეითი იყო გამოსახული.ელისმა ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქცია ჩარჩო გაადააგო ფოტო კი უჯრაში შეინახა.ნახევარი საათის შემდეგ სახლში ქეითი და მისი ძმა 14 წლის სტეფანი მოვიდნენ. -დედა მოვედით!-დაუძახა სტეფანმა -ახლავე ჩამოვალ ძვირფასო და მომიყევით როგორი იყო თქვენი პირველი დღე ახალ სკოლაში. -მხოლოდ ერთ გოგოს დავუმეგობრდი დანარჩენები უცნაურად გვიყურებდნენ და გაგვირბოდნენ-თქვა ქეითმა -რატომ რა მოხდა?-იკითხა დედამ და დაბლა ჩამოვიდა -არ ვიცი ვერაფერი გავიგე ისე თუ დააკვირდები არც მეზობლები მოსულან ჩვენთან თავს გვარიდებენ. -ორი დღეა რაც გადმოვედით მხოლოდ. -თუ გახსოვს 3 წლის წინ ახალ სახლში რომ გადავედით პირველივე დღეს მოვიდნენ მეზობლები.-უთხრა ქეითმა,დედამისმა პასუხი აღარ გასცა სამზარეულოში შევიდა ამ დროს გაისმა ყეფის და ჩხავილის ხმა. -რა ხდება?-იკითხა სტეფანმა -ალბათ ჩარლი(ძაღლი) უყეფს სპიდის(კატა,წავალ ვნახავ რა ხდება-უთხრა ქეითმა და თავის საძინებლისკენ წავიდა.ქეითმა კარი შეაღო და საკმაოდ უცნაური რამ დაინახა სპიდი და ჩარლი ქეითის საწოლზე ისხდნენ და რაღაც სიცარიელეს უყურებდნენ ჩარლი ყეფდა ხოლო სპიდი საშინლად ჩხაოდა.ქეითმა ცხოველები ვერაფრით ვერ დააწყნარა და ოთახიდან გამოვიდა. -ქეით რა მოხდა?-ჰკითხა დედამ -ჩარლი და სპიდი სიცარიელეს უღენენ ვერაფრით ვერ დავაწყნარ-უთხრა ქეითმა ამ დროს ოთახიდან სპიდი გამოვარდა მას მოყვა ჩარლსი ისინი გიჟებივით მიაწყდნენ გასასვლელს.......... შუა ღამე იყო ქეითი საწოლიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.უსიცოცხლო თვალებით იყურებოდა აქეთ იქით თითქოს მთვარეული იყო,უეცრად მან ტირილი დაიწყო ბოლოს კი საშინელი კივილი მორთო ეს კივილი გულის განგმირავად ისმოდა მთელ სახლში. ---------------- იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 თუ წაიკითხავთ და მოგეწონებათ დააკომენტარეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.