შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -1-


23-08-2015, 03:42
ავტორი ჯია
ნანახია 7 198

გამწარებულმა, გაბრაზებულმა და გაცეცხლებულმა ავირბინე ანეტას სადარბაზოს კიბეებზე და კარებზე დავაკაკუნე.
-ღიაა. -შემომძახა ანეტამ. რა თქმა უნდა, როდის იყო კარებს კეტავდა. ჩუმად დავჯექი, ნერვიულად ამოვიღე ჩანთიდან სიგარეტი და ერთ ღერს მოვუკიდე.
-დიმა? -წინ დამიჯდა დაქალი.
-აუ, ყავა მომიდუღე რა.. -კითხვა წავუყრუე და შევევედრე ანეტას, ცალი ხელი თმაში შევიცურე და იდაყვით მაგიდას დავეყრდენი. -ლენუკა სად არის?
-მამამისთან, დღეს იქ რჩება. -ყავის მოდუღება დაიწყო ანეტამ.
-გეხმიანება? - ინტერესით გავხედე დაქალს.
-მოდის ხოლმე, ლენუკას იმიზეზებს, დამიჯდება სამზარეულოში საღამომდე, ხმას არ იღებს და მერე დგება და მიდის. ცოტა აკლია. -თითი საფეთქელთან დაიტრიალა ანეტამ, მეორე ხელით კი ყავას ურევდა.
-კი არ აკლია, უყვარხარ.
-ტაისია, ისევ დაიწყე? -ყავა წინ დამიდო და უკმაყოფილოდ გამომხედა.
-უბრალოდ არ მესმის, როგორ დაანგრიე 18 წლის ოჯახი. კაი, ოჯახს თავი დაანებე, მთელი ცხოვრებაა ერთმანეთი გიყვართ. ვერ წარმომიდგენიხარ დემეტრეს გარეშე.
-როდესაც გრძნობა ქრება, იქ წლებს არ აქვს მნიშვნელობა. -მითხრა და ჩემს სიგარეტს დასწვდა.
-არ მჯერა, რომ აღარ გიყვარს. -გაკვურვებული მივაშტერდი, როგორ ცდილობდა სიგარეტის მოკიდებას ჩემი არამწეველი დაქალი. -შენ რა მოწევა დაიწყე?
-მე მიყვარს, მას აღარ ვუყვარვარ. - დაამთავრა წამება და პირველი ნაფასი დაარტყა, ისეთი ხველება აუტყდა ლამის დაიხრჩო. -დღეს მინდოდა დამეწყო. -ამოილუღლუღა ძლივს და ყავა მოსვა.
-რა აღარ უყვარხარ, რაებს მოიგონებ ხოლმე რა. -ხელიდან ავაცალე სიგარეტი და მე გავაგრძელე მოწევა. არადა ორი წამის წინ ჩავაქვრე, ცოტა უნდა მოვუკლო რაოდენობას.
-მოვრჩეთ რა ჩემზე, შენ რა გჭირს?
-დიმას დავშორდი, მიზეზი არ მკითხო.. მორიგი სისულელე. -მივაყარე სწრაფად და მესამე ღერი ამოვაძვრინე ყუთიდან.
-ოდესმე გაიცნობ შენს შესაფერის ადამიანს?
-ალბათ, არასდროს მეღირსება ბედნიერება. -ამოვილაპარაკე სინანულით და ღრმა ნაფასი დავარტყი.
-ნუ ლაპარაკობ 60 წლის დედაბერივით რა. -ხელი აიქნია უკმაყოფილოდ ანეტამ.
-60 წლის არა, მაგრამ უკვე 36 წლის ვარ, ვბერდები.
-მოიცა რა, რა დროს სიბერეა. აი ნახავ, ღირსეულ ადამიანსაც გაიცნობ და ბედნიერიც იქნები. -დამამშვიდა დაქალმა და თანაგრძნობის ნიშნად ხელი მხარზე მომითათუნა.
-ამდენი ხანი არაფერი გამომდიოდა, არც მომავალში მაქვს რამის იმედი. ნეტა შვილი გამეჩინა, ეგ მაინც დამრჩებოდა.
-ნუ ლაპარაკობ სასოწარკვეთილივით, თითქოს ცხოვრება დამთავრდა. შენ ძლიერი და განათლებული ქალი ხარ, უბრალოდ ისეთებს ხვდებოდი, შენ გვერდით ყველა კომპლექსდება. ნახე რა ლამაზი ხარ, ბევრ 20 წლის გოგოს ჯობიხარ. აუცილებლად გამოჩნდება შენი შესაფერისი მამაკაცი. -გამიღიმა ანეტამ.
-აღარავინ მინდა, მარტო მირჩევნია. ნერვებს მაინც არ მომიშლის არავინ. ლენუკა მომენატრა. -თემა შევცვალე, აღარ მინდოდა ჩემს პირადზე ლაპარაკი.
-ლენუკასაც მოენატრე, ძალიან ცუდი ნათლია ხარ. -მისაყვედურა დაქალმა, სხვათაშორის დამსახურებულად.
-გპირდები, გამოვსწორდები და ხშირად გამოგივლი. -პირობა დავდე გულწრფელად. -ახლა წავალ, ჩამიკოცნე ლენუკა და დემეც მომიკითხე როცა შემოივლის. -წამოვდექი, ანეტას გადავეხვიე და წამოვედი.

ძალიან ბევრი ვისეირნე მანქანით, მამშვიდებს ქუჩებში ასეთი ბოდიალი და მუსიკების მოსმენა. რომ მოსაღამოვდა, ერთ-ერთ რესტორანთან მივაყენე მანქანა და შიგნით შევედი, ცოტა დალევა არ მაწყენდა. ხშირად ვსტუმრობ აქაურობას, მიყვარს საღამოობით განმარტოება და ერთი-ორი ჭიქა წითელი ღვინის დალევა. კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ხომ საერთოდ მისწრებაა. ჩემს სამსახურში კი თითქმის სულ დაძაბულობაა. არ იფიქროთ, რომ ჩემი სამსახური არ მიყვარს, უბრალოდ რთულია საქართველოში წარმატებული არქიტექტორობა, როდესაც ქალი ხარ. თავიდან კლიენტები ეჭვის თვალით გიყურებენ და გაორმაგებული ძალებით უნდა მოიპოვო მათი ნდობა, „კოლეგები“ კი ცდილობობენ ყველანაირად გადაგიარონ და დაამტკიცონ, რომ ეს მხოლოდ კაცის საქმეა.
მაგიდასთან დავჯექი, შეკვეთა არც დამჭირდა, ეგრევე მომიტანეს ჩემი საყვარელი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო.
-კიდევ რამეს ხომ არ მიირთმევთ? -გამიღიმა ნაცნობმა მიმტანმა.
-არა, დათო, მადლობა. -მეც ღიმილით ვუპასუხე და სასმლით სავსე ჭიქას დავწვდი.
რესტორანს თვალი მოვავლე, რამოდენიმე ნაცნობს მოვკარი თვალი. საბედნიეროდ, არც ერთს შევუმჩნევივარ. მეზარება ახლა მათთან ლაპარაკი, ფარისევლური ღიმილი და თბილი მოკითხვები.
ღვინოს ნელ-ნელა ვსვამდი, სიმართლე გითხრათ არაფერზე ვფიქრობდი. დავიღალე, მუდმივად რაღაცაზე ვფიქრობ, ან პროექტებზე, ან ჩემს პირადზე. ახლა კი არც ერთი მაინტერესებს, უბრალოდ მინდა ცოტახნით მაინც გავთავისუფლდე ყველაფრისგან. უცებ შევამჩნიე, რომ ვიღაც ბიჭი მოემართებოდა ჩემკენ.
-მარტო ხართ? -მკითხა ღიმილით. ძალიან სიმპატიურია, ღიმილიც მომხიბვლელი აქვს, მაგრამ...
-სრულწლოვანი ხარ? - ავხედე ალმაცერად.
-შენ? -ისიც ეგრევე „შენობით“ ფორმაზე გადმოერთო, სკამი გაიწია და დაჯდა. ნაგლი ლაწირაკი.
-მე, დაახლოებით დედად გეკუთვნი. -ირონიულად გავუღიმე და სასმელი მოვსვი. ბიჭსაც ჩაეღიმა, მიმტანს ხელით ანიშნა ერთი ჭიქა მოეტანა, შემდეგ ჩემი ღვინის ბოთლიდან სასმელი ჩამოისხა და მანაც მოსვა.
-არ დამიპატიჟებიხარ. -უკვე ვბრაზდებოდი მის სითამამეზე. მიწას არ აცილებია და უკვე რა დღეშია.
-პირიქით, ეს მე დაგპატიჟე. -თვალი ჩამიკრა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა. -და რამდენი წლის ხარ?
-36. -ვუთხარი და გავუღიმე. იმ კატეგორიის ქალებს არ ვეკუთვნი, ასაკს რომ მალავენ.
-მე 30ის, ასე რომ დეიდად უფრო მეკუთვნი. - ირონიაში არც ეს ბიჭი ჩამომრჩებოდა, ვერ დავუკარგავ. არა, პირდაპირ ასაკზე რომ გადავიდა, ჯერ სახელი მაინც ეკითხა. მოიცა, რაო? 30 წლის ვარო? არც ისე პატარა ყოფილა, მე კიდევ მაქსიმუმ 20 წლის მეგონა. ისე, რა გიკვირს ტაისია, არც შენ გავხარ 36 წლის ქალს, წავიკეკლუცე საკუთარ თავთან.
-ასაკს თუ არ მალავ, სახელსაც არ დამიმალავ. -ამ მომხიბვლელი ღიმილით უნდა მომაჯადოვოს? არაფერი გამოუვა. არ მიყვარს ნაგლი ტიპები. თან მე ხომ მარტო ყოფნა გადავწყვიტე, დროებით მაინც.
-ტაისია.
-სასიამოვნოა. -მითხრა და ფეხზე წამოდგა. -ახლა უნდა წავიდე, სამწუხაროდ. ღვინის გადახდილია, იმედია ისევ შევხვდებით, ტაისია დეიდა. -დაასრულა და წავიდა.
მადლობა მინდოდა გადამეხადა, მაგრამ ღიმილი სახეზე შემაშრა. დეიდაო? ნაგლი და თავხედი!


-----------
ჯერ არ წავსულვარ და უკვე დავბრუნდი :)) მართალია, მინდოდა
რამოდენიმე თავი მომეგროვებინა და შემდეგ დამეწყო დადება, მაგრამ ვერ გავძელი.
იმედია მოგეწონებათ. :)



№1  offline წევრი Ignifex

ოპაა:D განსხვავებული და საინტერესო ჩანს,დაველოდები შემდეგს,წარმატებები ♡

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო ჩანს.უცხო სახელიც შგირჩევია.

 


№3  offline მოდერი ჯია

Ignifex
ოპაა:D განსხვავებული და საინტერესო ჩანს,დაველოდები შემდეგს,წარმატებები ♡

drunkinlove
საინტერესო ჩანს.უცხო სახელიც შგირჩევია.

მადლობააა love love

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ნურაღაც განსხვავებული ჩანს. მითუმეტეს იმისა რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის რომ ქალი დიდი უნდა იყოს კაცზე მაინც კარგი ჩანს. არც ის არმომწონს ქალი რომ ეწევა. ნუ ძაან ჩამორჩენილი ტიპი ვარ მგონი მაგრამ ისე ძაან კაი იყოო. ველოდები მოვლენების განვითარებას და ისტორია შესანიშნავია შეენსავიით ^_^

 


№5  offline მოდერი ჯია

ტომაჩკა
ნურაღაც განსხვავებული ჩანს. მითუმეტეს იმისა რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმის რომ ქალი დიდი უნდა იყოს კაცზე მაინც კარგი ჩანს. არც ის არმომწონს ქალი რომ ეწევა. ნუ ძაან ჩამორჩენილი ტიპი ვარ მგონი მაგრამ ისე ძაან კაი იყოო. ველოდები მოვლენების განვითარებას და ისტორია შესანიშნავია შეენსავიით ^_^


სიყვარულმა ასაკი არ იცის, ტომაჩკა :))
მადლობა, შეფასებისთვის love

 


№6  offline წევრი nini31323

მომკალით და ვერვიტან ქალი სიგარეტს რომ ეწევა. რაც გინდათ ის მიწოდეთ უბრალოდ ასე მაქ ყვინში გამჯდარი

 


№7 სტუმარი Nene

Momwons sheni stili zalian

 


აუ, მომწონს, ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent