შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილ ქმართან,რომ სექსი გაქვს... სხვა რამის ნიშანია...(მეორე ნაწილი)


23-08-2015, 17:23
ავტორი lisebeth
ნანახია 3 680

იმ ამბებიდან სამი თვე გავიდა.
შევრიგდით ,მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ. ჯონი ჩვენთან მოდიოდა და რჩებოდა. ფართო საზოგადოებისთვის ჩვენ ისევ დაშორებულები ვიყავით.ერთხელ გადავწყვიტეთ სიმართლე გვეთქვა ,მაგრამ იმ ღამით ისე ვიჩხუბეთ ლამის ვინანე ,რომ საერთოდ შანსი მივეცი.
ერთ დილით ქვემოთ ჩამოვედი და დავინახე ნენსი და ჯონი რაღაცაზე აღფრთოვანებით საუბრობდნენ. მეც დავინტერესდი და ხმისამოუღებლად , მაგრამ მაინც შევუერთდი. მერე მივხვდი,რომ ოფისის რემონტზე საუბრობდნენ. ნენსის ფერები და ყველაფერი შეერჩია . მხოლოდ ჩემს თანხმობაას ელოდნენ.
-კარგი რა ნენსი რა დროს რემონტია_ უკმაყოფილება გამოვთქვი...
-სწორედ რომ დროულია...ზაფხული მოდის და ბერი საქმე არ გვექნება. ყველა და ყველაფერი ისვენებს. შემოდგომამდე მოვრჩებით...
-მანამდე სად წავიდეთ?_თავის დაძვრენა ვცადე მე
-ჯონს აქვს იდეა..._საჩვენებელი თითი გაიშვირა ჩემი ექს თუ ახლანდელი ქმრისკენ. ინტერესით აღსავსე მზერა ვესროლე
-აქ...
-სად აქ?
-აქ ამ სახლში...რა ვერ დავეტევით?
-ვერ ხართ თქვენ ნორმალურები ..._ხელი ავიქნიე და ყავა მოვითხოვემაგრამ ...
მაგრამ არ გამომივიდა. ნენსი რამეს ,რომ იყროდა ვინ გადააფიქრებინებდა. იმდენი მიჩიჩინა დამიყოლია. ერთ კვირაში დავცალეთ ოფისი და ჩემს სახლში გადმოვბარგდით. კატასტროფას გავდა ეს ყველაფერი. ყველგან ქაღალდები,ყუთები და საწერი კალმები ეყარა. ფაქტობრივად ყველაფერი თავზე მეყარა. ალექსი ამ ყველაფერს აპროტესტებდა თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი თანამშრომლები აჯავვრებდნენ და რასაც ახალს მოიფიქრებდნენ ყველაფრის მასზე გამოცდა უნდოდათ. ფაქტობრივად საცდელად გაიხადეს. ერთ დილას გამომიცხადა მეგობრის აგარაკზე მივდივარო. თავი გავიგიჟე ვერ წახვალთქო რვა წლის ბავშვი მეგობართან ერთად ასე შორს როგორ გამეშვა. მაგას მერჩივნა ესენი ყველა გამეყარა სახლიდან.
არ გამომივიდა....!
ჯონმა გამომიცხადა გავუშვათ მარტო ხომ არ მიდიან მშობლებიც მიყვებიანო და ბოლოს იმდენი ქნა ,რომ გადაწყვეტილება შემაცვლევინა.ჩავაბარგეთ და გავუშვით. მიუხედავად იმისა ,რომ ალექსი კარგად ცურავდა მკაცრად გავაფრთხილე აუზთან ფრთხილად იყავითქო. ვიცოდი ჩემი შვილი წყლის გიჟი იყო და არც მისმენდა.
მხოლოდ მის წასვლაზე მეფიქრებოდა და ნერვებად ვიქეცი. აქამდე ერთი ღამეც კი არ ქონდა განათევი სხვის სახლში. ისე ვნერვიულობდი ჩემს ადგილს ვერ ვპოულობდი ვერსად. იმ სარამოს გოგონები ადრიანად გავყარე სახლში და საძინებელში ავედი. ჯონი სიგარეტს ეწეოდა. ზოგადად არ იყო მწეველი ,მაგრამ პერიოდულად გამოუფრენდა ხოლმე და...მოკლედ ახლა სწორედ ეგ პერიოდი იყო. მწეველი არც მე ვიყავი ,მაგრამ როცა ვნერვიულობდი ნერვების დასამშვიდებლად ვიყენებდი.
საწოლზე პირაღმა წამოვწექი. ჯონმა სიგარეტი საფერფლეზე დადო . ჩემსკენ გადმობრუნდა და კისერზე მაკოცა.
-რა გჭირს? ნერვიულობ?
-ცოტას...
-სამაგიეროდ სახლში მარტო დავრჩით... _ეშმაკურად გამომხედა.მივხვდი რასაც გულისხმობდა .
-ოოოოჰ...._ მეორე მხარეს გადავბრუნდი.
-რა უჟმური ხარ რა...
-დავიღალე და ეგაა. სამი თვეა ნორმალურად არ ამომისუნთქავს. მინდა ჩემს სახლში ისე ვგრძნობდე თავს როგორც ''ჩემს სახლში''. იცი რა კოშმარია როცა სახლშიც კი სამსახური გაქვს? თუმცა შენ საიდან იცი ...სამსახურშიც კი ვერ გრძნობ რომ უნდა იმუშაო. ვეღარ ვეგუები აქ ამდენი ხალხის ტრიალს... დავიღალე...გადავიღალე...
-მოდი სადმე წავიდეთ. ზღვასთან ახლოს...სერფინგით დავკავდეთ და სხვა ბევრი რამითაც... ხომ გიყვარს სერფინგი? თან გადის ზაფხული და არსად წავსულვართ...
-არ მინდა შენთან ერთად არსად წასვლა მით უფრო ,რომ ყველას გაყრილები ვგონივართ.
-მოიცა ამ გოგონებმაც არ იციან ,რომ ერთად ვართ?
-მხოლოდ ნენსიმ
-ნუ ახლა ნენსი ...ნენსია..
-რამე ახალი მჭირდება...რამე ისეთი რომ ყურადღება გადავიტანო.ახლის გაკეთების სურვილს ვყავარ შეპყრობილი...
- მოდი ბავშვი გავაკეთოთ..._ვერ მივხვდი სერიოზულად თქვა თუ არა ,მაგრამ ვერც მივხვდი როგორ გადამაბრუნა მისკენ. საერთოდ ძნელი გამოსაცნობი იყო როდის საუბრობდა სერიოზულად. ამდენი წელია მის გვერდით ვარ და მეც კი მიჭირს მიხვედრა.
-იმედია ხუმრობ..._განვუცხადე და ალერსში ავყევი.
-შენ როგორც გინდა. მთავარია ,რომ ახლა შენთან მინდა.
-კარგი ,მაგრამ არანაირი ბავშვი იცოდე. _კატეგორიული სახით გავხედე.
ერთადერთი რასაც ვერასდროს ვუყარვყოფდი ის იყო ,რომ მასთან ყოფნა მომწონდა. უფრო სწორად ერთმანეთთან ყოფნა მოგვწონდა. ამიტომაც იყო ,რომ გაყრის მერეც ხშირად ''დავძვრებოდით'' ერთმანეთთან ,როგორც ნენსი ამბობდა ხოლმე. ჰო...ზუსტად ასე დაგვცინოდა ერთმანეთთან დაძვრებითო.
კიდევ დიდხანს დაგვავიწყდებოდა გარშემომყოფები კარზე რომ არ დაეკაკუნებიათ. ხელი ვკარი, ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე. მსახური იყო ტელეფონით ხელში.
-რა მოხდა?
-ალექსმა დარეკა დედა მობილურზე არ მპასუხობსო. კიდევ დარეკავს ...
_ჯანდაბა ის ყოფილა ცოტა ხნის წინ ჯონმა ,რომ არ მაპასუხებინა. _გავიფიქრე გულში და ტელეფონი გამოვართვი. კარი მივკეტე და მის ზარს დაველოდე.
-რა მოხდა?_მკითხა ჯონმა ,რომელიც არც კი გარყეულიყო საწოლში.
-ალექსს დაურეკავს სახლის ტელეფონზე. ცოტა ხნის წინ ეგ იყო ალბათ _ მობილური დავძებნე იატაკზე_იქნებ რა უნდა ბავშვს.
-კარგი რა აილინ...სახლის ტელეფონის ხმა აქ ვერ გავიგეთ?
-გოგონებმა ყველა ოთახში მოხსნეს ტელეფონის აპარატები და ქვემოთ ჩაიტანეს. სამუშაოდ გვჭირდებაო. მოკლედ არ გვაქვს ...თუ აქამდე ვერ შეამჩნიე.
ტელეფონმა ისევ დარეკა. ალექსი იყო. მომიყვა კარგად ვიმგზავრეთ და ახლა კოცონთან ვსხედვართ და ხორც ვწვავთო. კიდევ რაღაცეები მომიყვა. მოკლედ კარგად იყო . ცოტა დავმშვიდდი. ჩემს მობილურს ბლოკი ავხსენი და ნამდვილად მისი ზარები იყო შემოსული.
-დამშვიდდი?დაწყნარდი? მოდი ახლა ისევ ჩემთან _ხელი მსტაცა ჯონმა და საწოლზე წამაქცია.
-როგორ შეიძლება ამ ქვეყნად არაფერი გაინტერესებდეს სექსის გარდა. _ბალიში გამოვაძრე თავიდან და მსუბუქად დავცხე. ბავსვებივით ვიჩხუბეთ ბალიშებით , მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.
მისი მხიარული და ენერგიული ხასიათი ერთ-ერთი იყო რაც განსაკუთრებით მომწონდა მასში და მიზიდავდა. რაც არ უნდა ცუდად ვყოფილიყავი ისეთ რამეს გააკეთებდა მასინვე ხასიათზე მოვყავდი.
დილით გოგონების ხმაურმა გამაღვიძა. თვალი ,რომ გავახილე ვერც მივხვდი სად ვიწექი. ჩვენი ნაომარი ოთახი ბალიშებით იყო მიმოფანტული. ჯონი არსად ჩანდა. თავის აწევა ვერ მოვასწარი ნენსი ,რომ შემოვარდა ქოთქოთით.
-ნენსი თავი მისკდება თუ შეიძლება ნუ ხმაურობ
-ჯანდაბა რასაგავს აქაურობა.თქვენ რა მთელი ღამე არ გიძინიათ?
-დაახლოებით მასე იყო და ნუ ყვირი მეთქი გითხარი
-სულაც არ ვყვირი ეს შენ გეჩვენება რაღაცეები. _ნენსიმ ოთახში მიმოყრილი ბალიშები აგროვება დაიწყო და ყველას თავში მესროდა. ფაქტობრივად დამმარხა...
-იცი ახლა რა მინდა?
-ყავა..._დიდმნიშვნელოვნად წამოიყვირა
-რომ გაღმერთებ უკვე მაქვს შენთვის ნათქვამი? თუ არა ახლა გეუბნები ... მომიტან?
-არა..._იმედები გამიცრუვდა. მას მერე რაც ენაზე ტყავი გადავიძრე მასთან ლაქუცით უარი არ მტკიცა? თავი წამოვწიე და შევუბღვირე._ შიშველი არ ვიყო ვიცი ახლა რასაც გიზამდი.
-გუშინ ,რომ დამირეკე სალონში უნდა წავიდე დიდი გეგმები მაქვსო ჯერ ისევ ძალაშია?
-კი... თუ ავდექი კი...ჯონი არ გინახავს? აუზში ხტუნაობს...გოგონებს კი კითხვები უჩნდებათ რატომ დანავარდობს შენს სახლში ასე თავისუფლად.
-შენ რა უთხარი?
-ისედაც იციან ,რომ დრო და დრო სექსი გაქვთ... მე კი მოვბოდე რაღაცეები წუხელ დალია და აქ დარჩათქო...დაავიწყდა ,რომ ალექსი წასული იყოთქო მაგრამ ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ,რომ არცერთმა არ დამიჯერა
-ანუ რა გინდა თქვა ,რომ ახლა იქ ქვემოთ ჩვენზე მიმდინარეობს გაცეცხლებული ჭორაობა?
-ნამდვილად მასეა
ჯონი შემოვიდა პირსახოცშემოხვეული. თან თავს იმშრალებდა. ნენსი კი დაინახა , მაგრამ არაფრად ჩაუგდია. ჩემზე დაყრილი ბალიშები გადახვეტა და მაკოცა.
-იმედია იმდენი მაინც მოიფიქრე ,რომ უკანა შემოსასვლელიდან შემოსულიყავი სახლში.
-საუკეთესო ღამე იყო რაც კი როდესმე და ვინმესთან მქონია... _ყური აარიდა ჩემს ნათქვამს
ისე მომეშალა ნერვები პირდაპირ სახეში ვლეწე. არც დავიქრებულვარ ჩემს საქციელზე.
-შე გაიძვერა...როგორ ბედავ შენს უგვან საყვარლებთან ჩემს შედარებას? _ როგორც იყო თვალებში გამოიხედა და გონს მოვიდა.
-კატასავით ნუ იკაწრები გოგო ..._კბილებში გამოსცრა და ისევ მაკოცა
-ჯანდაბა აქ ისევ რაღაც მოხდება_სახეზე ხელები აიფარა ნენსიმ და ოთახიდან გავარდა.
-ვერ ეღირსება მაგას..._ხელი ვკარი და ფეხზე წამოვხტი.
-კარგი რა აილინ ...ხომ იცი ,რომ გაჯავრებ ...
-ნაკლებად მაინტერესებს დღეს ბევრი საქმე მაქვს იცოდე ჩემი მოცდენა არ გაბედო თორემ მეორე მხრიდან მოგხვდება სიფათში.
გამოვეწყვე და ქვედა სართულში ჩავედი. ბევრი არც მიფიქრია. თეთრი კლასიკური ზედა და შავი მაღალწელიანი კაბა სწრაფად შევუხამე ერთმანეთს. გოგონები აშკარად ჭორიკნობდნენ და როგორც კი დამინახეს მაშინვე გაჩერდნენ.
-როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურები_მომაძახეს აქეთ იქედან.
-კარგი მე გავდივარ საქმეები მაქვს და თქვენ შეეცადეთ უფრო მეტი იმუშაოთ ვიდრე იჭორაოთ. ნენსი წავედით_მივაძახე ჩემს მეგობარს და ისიც მაშინვე წამოხტაა.
-სად მივდივართ?
-დღეს დიდი გეგმები მაქვს ...ნახავ სადაც ...
-აილინ ...მომაძახა ჯონმა . მივტირალდი და კიბეზე იდგა.
-რა...
- ყურადღება...ყურადღება...შენი ყოფილი მაზლი და გოგონების რისხვა ჩამოდის დღეს საღამოს. გოგონებო მოემზადეთ შეიძლება ,რომელიმეს გაგიმართლოთ_ გააჯავრა ჩემი თანამშრომლები,რომლებსაც მაშინვე ეცვალა ფერი.
-შენი ძმა ჩამოდის?_მივაძახე ,როგორც კი გვერდი ჩამიარა
-უკვე გზაშია
-როდის გაიგე?
-ამწუთას დამირეკა.
-კარგი ...ყველაფერი გარგადაა...
-გინდა მე წაგიყვანო?_ისევ ჩამიკრა თვალი.
წარბი ავწიე და ისე გავიარე არაფერი მითქვამს .თუმცა ორი აზრი არაა ისეც მიხვდებბოდა რა ვიგულისხმე

________
როგორც შეგპირდით ეს ნაწარმოები გავაგრძელე და ახალი ნაწილი შემოგთავაზეთ
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.
მიყვარხართ და მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს.
მუდამ თქვენი ''Lisebeth''



№1  offline წევრი Thamo :)

momwons es swyvili zaliannn

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyooo

 


№3  offline მოდერი ჯია

ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს ❤️

 


№4  offline წევრი nini :)

ძალაიან საინტერესოა ველი გაგრძელებას

 


№5  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას <3

 


№6 სტუმარი Guest კოლინა

ვერ მივხვდი უნდა გააგრძელოთ,თუ დასრულდა....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent