შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარიერი. -2-


23-08-2015, 17:26
ავტორი ჯია
ნანახია 4 778

უკვე ჩემს თავზე მეშლება ნერვები ამდენ დროს რომ ვუთმობ, იმ თავხედზე ფიქრს. უბრალოდ არ ვარ მიჩვეული მამაკაცისგან ასეთ საქციელებს, პირიქით რა გზას არ მიმართავენ ხომლე ჩემს მოსახიბლად. ეს კი, ისე მექცეოდა თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მე კიდევ თავს ყოველთვის განსაკუთრებულად ვგრძნობდი, უფრო სწორედ მაგრძნობინებდნენ.
მანქანა კომპანიის პარკინგზე გავაჩერე და ჩემს კაბინეტში ავედი.
-ბატონი, დავითი გიბარებთ. -მითხა კაბინეტის წინ მჯდომმა ჩემმა მდივანმა ქეთიმ.
-კარგი, მადლობა. -გავუღიმე და პირდაპირ უფროსის კაბინეტისკენ გავეშურე.
კარებზე დავაკაკუნე და ოდნავ გამოვაღე.
-ბატონო დავით, შეიძლება?
-მოდი, ტაისია. -თბილად დამიძახა უფროსმა, ალბათ 50 წელს გადაცილებული იქნება, ძალიან სიმპატიური კაცია. აქ მუშაობის დაწყების დღიდანვე შვილივით მიმიღო და ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს.
-როგორ ხართ? -გავუღიმე და მისი მაგიდის წინ სავარძელში ჩავჯექი.
-კარგად, შვილო. შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, მადლობთ.
-შენთან ერთი თხოვნა მაქვს. - ისეთი თვალებით გამომხედა, უკვე ვხვდები რომ ჩემთვის არასასიამოვნო თხოვნა აქვს.
-გისმენთ, ბატონო დავით.
-ჩემი ძალიან ახლო მეგობრის შვილს, საგურამოში აქვს მიწის დიდი ნაკვეთი, სადაც აგარაკის აშენება უნდა. მინდა, რომ ამ მშენებლობას ხელი შენ მოკიდო.
-ბატონო დავით.. -ამოვილაპარაკე უკმაყოფილოდ.
-ვიცი, ტაისია, -არ დამამთავრებინა წინადადება. -ჩვენ შევათანხმდით, რომ მსგავს პატარა პროექტებზე არ მოგაცდენდი, მაგრამ გამიგე, ძალიან ახლობლები არიან და მხოლოდ საუკეთესო არქიტექტორს თუ ვნადობ მათ საცხოვრებელ ადგილებს.
-მესმის, მაგრამ თვის ბოლოს ხომ გარეუბნების ბინების რესტავრაციას ვიწყებდით?
-მაგ საქმეს ირაკლის გადავაბარებ. შენ კი ძალიან, გთხოვ საგურამოს მიმიხედე.
-რა გაეწყობა, ბატონო დავით, როგორც თქვენ მეტყვით. - უკმაყოფილოდ ამოვილაპარაკე, დავემშვიდობე და ჩემი კაბინეტისკენ გავემართე.
კაბინეტში შესვლისას ჩემი ამდენი ხნის ნაშრომი ავიღე და ქეთის გავუტანე.
-ეს ირაკლის გადაეცი. -ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი.
-ქალბატონო, ტაისია. -დამიძახა ქეთიმ. - ბატონმა დავითმა გადმოგცათ, აგარაკთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალ საღამოს 8 საათზე რესტორან „მონტე-კარლოშიაო“. -უბრალოდ თავი დავუქნიე და კაბინეტში შევედი. საშინელ ხასიათზე ვარ, ცუდი კვირა მაქვს, ჯერ კარგი არაფერი მომხდარა. ჯერ იყო და დიმას დავშორდი, მერე ის თავხედი, ახლა კი ეს საგურამო შემომეტენა. არ მიყვარს კერძო პროექტებზე მუშაობა, ჭკუიდან გადავყავარ კლიენტებს, ისეთი არაზებუნებრივი მოთხოვნილებები აქვთ, ყოვლის შემძლე ბრუსის შესაძლებლობებსაც კი აღემატებოდა. უგორე ახლა წითელი კვერცხი ვიღაცეებს. იმედია, გამიმართლებს და ამჯერად მაინც შემხვდება შეგნებული ხალხი. ამ ფიქრებში გართული, პასტას მაგიდაზე ვაკაკუნებდი.. ამ დროს ჩემი ტელეფონი ამღერდა, შიშისგან ოდნავ შევხტი. მალევე გამოვერკვიე და ვუპასუხე.
-ტაისია, შეგიძლია შემხვდე? -დიმა იყო, ანერვიულებული მომეჩვენა.
-რა ხდება?
-ლაპარაკი მინდა.
-კარგი, ნახევარ საათში შეგხვდები, ადგილს მოგწერ. -საქმე მაინც არაფერი მქონდა, დროს მაინც გავიყვანდი ცოტას. ჩანთა ავიღე და კომპანია დავტოვე. მანქანაში ჩავჯექი, დიმას სმს_ით შევატყობინე რომელ კაფეში უნდა მოსულიყო და სიგარეტს მოვუკიდე. ჯერ დრო მქონდა, ამიტომ მანქანის დაძვრას არ ვჩქარობდი.

ზუსტად ნახევარ საათში კაფეში ვიჯექი და დიმას ველოდებოდი, 5 წუთში ისიც გამოჩნდა.
-დაგაგვიანდა. - არც მივესალმე და ფეხზე ადგომაც შემეზარა.
-ნუ გიყვარს ეს წამების თვლა. -წაიწუწუნა დიმამ და ჩემ წინ დაჯდა
-დროის ფასი რომ არ იცი, იმიტომაც ხარ ნაკლებად რეალიზებული. -მწარედ წავკბინე მამაკაცი.
-აქ მაგაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ.
-გისმენ.
-მინდა, რომ კიდევ ერთი შანსი მომცე.. -დაიწყო დიმამ, მე ჩემს ფეხებზე დავიხედე. ღმერთო ჩემო, ეს კაბა როგორი მოკლე ყოფილა დაჯდომის დროს, სამსახურში მეორედ აღარ ჩავიცმევ. კაბაზე გამახსენდა, ხვალინდელი შეხვედრისთვის რამე ახალს შევიძენ, აქედან აუცილებლად გავივლი მაღაზიებში. -ტაისია, მისმენ? .. ტაისია!
-კი, კი გისმენ.
-ხოდა რას იზამ? - რაზე მეკითხება ნეტავ, არაფერი მომისმენია.
-მაპატიე, დიმა, ახლა გამახსენდა 3ზე გადაუდებელი შეხვედრა მაქვს. -ფეხზე წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე.
-კარგი, მაშინ როდის გავაგრძელოთ ლაპარაკი?
-ჩემი აზრით, ამ შეხვედრასაც არანაირი აზრი არ ქონდა. წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში. -გავუღიმე და კაფე დავტოვე.


მაღაზიებში ბოდიალი და შოპინგი კარგი თერაპიააო ამბობენ, მე კი რესტორანს და ერთ ჭიქა წითელ ღვინოს ვარჩევდი, მაგრამ ესეც მშველის რაღაც პერიოდი. ბევრი დრო არ დამიკარგავს, კლასიკურ შარვლას პიჯაკი და პერანგი შევუხამე და ვიყიდე, ჩემი მოსაწონი მაღლები კი არც ერთ მაღაზიაში არ იყო. საერთოდ ფეხსაცმელს საქართველოში არ ვყიდულობ.. გზად ლენუკას საყვარელ მაღაზიაში გავიარე, რამოდენიმე კაბა ვუყიდე ნათლულს და მისი სახლისკენ ავიღე გეზი.

კარი როგორც ყოველთვის ღიაა აქვთ.
-ერთხელაც იქნება, შემოგიხტებიან ყაჩაღები და მერე ისწავლით ჭკუას. -ბუზღუნით შევედი მისაღებში.
-მოიცა რა, რაღა დროს ყაჩაღებია. -გადაიკისკისა ანეტამ.
-ლენუკა ისევ არ არის სახლში?
-მასწავლებელთან არის, მაგრამ წესით უკვე უნდა მოვიდეს. წამო ყავა დავლიოთ. -გამიღიმა დაქალმა და სამზარეულოში წავიდა.
-კაბები ვუყიდე, ოთახში დავუდებ და მოვალ. -მივაძახე და ლენუკას საძინებელში გავედი.
-რატომ იცი ხოლმე ასე უაზროდ შეწუხება? -უკმაყოფილოდ მკითხა ანეტამ, როდესაც სამზარეულოში შევედი.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩემი ნათლულისთვის არასოდეს ვწუხდები. -გავუღიმე და სიგარეტს მოვუკიდე.
-აუტანელი ხარ.. დიმას ხომ არ დაურეკავს?
დაქალს მოვუყევი დღევანდელი ამბები, აგარაკზეც წავიწუწუნე და გუშინდელი თავხედიც არ დამვიწყებია.
-ჯერ ძველი ურთიერთობიდან არ გამოსულხარ, უკვე ახალს იწყებ. -გაეცინა ჩემს გადარეულ დაქალს.
-რა ახალს, თან პატარაა.
-მერე რა მოხდა? -მხრები აიჩეჩა ანეტამ.
-ის მოხდა, რომ 40 წლის კაცები არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულნი და ახლა 30 წლის ლაწირაკები მაზრდევინე. -ხელი ავიქნიე უკმაყოფილოდ და ყავა მოვსვი.
-იქნებ ჩამოყალიბებულია? -თვალებ დაწვრილებული დამაკვირდა დაქალი, მის ასეთ მზერაზე სიცილი ამიტყდა. -კარგი ხო, ნუ გადაბჟირდი.
-ისე სახელი როგორ არ მითხრა. - ახლა გამახსენდა, რომ მისი სახელი არ ვიცოდი.
-მეორედ თუ შეხვდები, ე.ი. ბედია! -მტკიცედ მითხრა ანეტამ და მისაღებში გაიხედა. -მგონი, ლენუკა მოვიდა.
-ნათლიას გოგო. -დავიძახე და ფეხზე პატარა ბავშვივით წამოვხტი, სამზარეულოში ლენუკა შემოცქრიალდა და გადამეხვია. -მომენატრე, ჩემო ლამაზო. -გემრიელად ჩავკოცნდა და ამხელა გოგო კალთაზე დავისვი. -რას შვები? ემზადები სტუდენტობისთვის?
-აუ, კი და ისე გადავიღალე უკვე, ლამის ფარ-ხმალი დავყარო და „ქალი ვიცი მე კუხნაში“_ს თეორიას დავეთანხმო. -გაეცინა ლენუკას.
-ჩემი გიჟი გოგო, მე ვიცი შენ ყველაფერს შეძლებ. -გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე. - გადაწყვიტე რაზე გინდა ჩაბარება?
-შენსავით წარმატებული არქიტექტორი უნდა გამოვიდე. -ამაყადა გაიმართა წელში და თვალი ჩამიკრა. გული სითბოთი ამევსო, ხელები მოვხვიე ნათლულს და გულში მაგრად ჩავიკარი. ძალიან გამეხარდა, რომ ვინმესთვის კარგი მაგალითი ვარ, განსაკუთრებით კი ჩემი ნათლულისთვის.
კიდევ ცოტახანი მოვესიყვარულე ნათლულს და საღამოს სახლში წამოვედი. ხვალისთვის ტანსაცმელი მაქვს მოსაწესრიგებელი და თან ადრე უნდა დავიძინო, ხვალ დალაგებული სახით ხომ უნდა წავიდე შეხვედრაზე, თორემ ოდნავადაც რომ მაკლდება ძილი სახეზე მაწერია და ხასიათშიც გადამდის.

დილით კომპანიაში შევიარე, თუმცა საღამომდე აღარ გავჩერებულვარ, შუადღეს წამოვედი. სანამ საგურამოს პროექტზე ვიმუშავებ, ნაკლებად მომიწევს აქ სიარული. კარგია, ირაკლისთან და ვასოსთან მუდმივმა შეჯიბრმა დამღალა, ცოტას დავისვენებ მათგან.

საღამოს 8 საათზე უკვე რესტორანში ვიყავი და ჩემს სახელზე დაჯავშვნილ მაგიდასთან ვიჯექი. მიწის მფლობელი იგვიანებდა, რაც ჩემს ნერვებს აფორიაქედბა. ვერ ვიტან როდესაც აგვიანებენ, მე არასოდეს ვაგვიანებ არსად, არც სამსახურში, არც შეხვედრაზე, არც პაემანზე, მოკლედ საერთოდ არსად. ძალიან პუნქტუალური ვარ, ამიტომ ვერ ვიტან სხვაც რომ აგვიანებს და საერთოდ, ეს ლოდინი მკლავს. ღვინო შევუკვეთე და საათს დავხედე, უკვე 9ის 10 წუთია. ცოტაც და თუ არ მოვა, ჯანდაბაში გავაგზავნი თვითონ მფლობელს და მის აგარაკსაც. სასმელი მომიტანეს და ნელ-ნელა სმა დავიწყე, უცებ ჭიქა ტუჩთან რომ მიმაშრა. ის თავხედი უტეხად მიღიმოდა და ჩემკენ მოემართებოდა, რაღაც ფურცლებით ხელში.
-როგორ ხარ, დეიდა ტაისია? - მკითხა და წინ დამიჯდა. აი, ახლა ყურებიდან ბოლს თუ არ გამოვუშვებდი და არ ავფეთქდებოდი არ მეგონა.
-უკაცრავად, სხვას ველოდები. -სიმშვიდის შენარჩუნება მაქსიმალურად ვცადე და წყნარად ვუთხარი.
-მე მელოდები. -მისი ცისფერი თვალები შემომანათა და გამიღიმა.
-ბატონო? -გაოცებული მივაშტერდი ბიჭს.
-დიახ, ჩემი აგარაკის დაპროექტება დაგევალა. -თვალი ჩამიკრა და ჩემი ჭიქიდან ღვინო მოსვა. -მმ.. გემრიელია. მეც დავლევ. - მიმტანს ხელით ანიშნა და გამომხედა. პირდაღებული ვაკვირდებოდი ბიჭის საქციელებს, ჩემი ჭიქიდან რომ დალია რეაქცია არ მქონია, რადგან უფრო დიდი სადარდებელი მქონდა. ამ თავხედის ატანა მომიწევს რამოდენიმე თვე, ან უარეს შემთხვევაში წელი. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში და მთელი ჭიქა სასმელი ჩავცალე.
-კარგი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. -რა თქმა უნდა, არაფერი შევიმჩნიე და არც ჩემი პროფესიონალიზმი დავკარგე. -პირველ რიგში ადგილ-მდებარეობა უნდა ვნახო, რომ შევძლო შეფასება შესაძლებელია თუ არა იქ რამის აშენება.
-ეგ უკვე გავარკვიე, ყველა საბუთი აქ მაქვს, ადგილობრივი მმართველობის ხელმოწერებით. -გამიღიმა და საბუთები ჩემკენ ჩამოაცოცა.
-ძალიან კარგი, მაგრამ ადგილი მაინც უნდა ვნახო, რადგან უკეთ მოვახერხო შენი სახლის დაგეგმვის ესკიზის დახაზვა.
-რამდენი ხნის თემაა ეგ?
-1 კვირაში ყველა ესკიზს განახებ, შემდეგ დეტალებზე შევთანხმდებით და ყველაფერს მშენებლებს გადავაბარებ. მე თითქმის ყოველღე ვივლი და თვალ-ყურს მივადევნებ მშენებლობის პროცესს, მაგრამ შენ უფრო მეტად კონტაქტი მშენებელთან გექნება. -შესანიშნავი იდეა მომივიდა თავში, ბიჭთან კონტაქტის თავიდან ასარიდებლად.
-მე პირდაპირ არქიტექტორთან მირჩევნია.
-სამწუხაროდ, მე სხვა პროექტებიც მაქვს.
-დავითმა მითხრა, რომ მხოლოდ ჩემი აგარაკის მშენებლობას ჩაიბარებდი. რაღაც გაუგებრობაა მგონი, ახლავე დავრეკავ და გავრკვევ.
-იყოს, არ არის საჭირო. იყოს, როგორც შენ გინდა. რა დროც არ უნდ აიყოს, თუ რამე კითხვა გაგიჩნდება შეგიძლია დამირეკო. -ძალით გავუღიმე, უკვე მაღიზიანებს ისეთი აუტანელია ყველა საკითხში.
-ძალიან კარგი. -კმაყოფილმა ჩაიღიმა. -მოკლედ, ხვალ დილით დაგირეკავ, გამოგივლი და საგურამოში წავიდეთ.
-კარგი. სხვა კითხვები თუ აღარ გაქვს, მე წავალ. -ვუთხარი და წასასვლელად გავემზადე.
-ერთი ჭიქაც დაგველია. -შემომთავაზა ბიჭმა.
-არა, მადლობა. დილით ადრე უნდა ავდგეთ. - ფეხზე წამოვდექი და გავუღიმე. ისიც წამოდგა და დამემშვიდობა.
-როგორ მოგმართო? - უცებ მობრუნდი ბიჭისკენ.
-მაქსიმე. -მიპასუხა და მისი მომხიბვლელი ღიმილით დამაჯილდოვა.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესოდ წერ.ორიგინალურია და მაინტერესებს ამ 30 წლის ბიჭისა და ტაისიას ურთიერთობის განვითარება.მომწონს ეს ქალი რაღაც და ველი შემდეგს.

 


№2  offline მოდერი ჯია

drunkinlove
საინტერესოდ წერ.ორიგინალურია და მაინტერესებს ამ 30 წლის ბიჭისა და ტაისიას ურთიერთობის განვითარება.მომწონს ეს ქალი რაღაც და ველი შემდეგს.

მადლობა, მარიამ love

 


№3 სტუმარი გიული

ტაისია ,,დეიდაზე,,ვიხალისე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent