შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მი სი მალატ (სვანურად)

23-08-2015, 23:06
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 5 294

დამღლელი ათ საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა კვლავ შევძელი მიწაზე დადგომა, ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს თბილისიდან გამოყოლილი დაღლილობა ამ ერთ ამოსუნთქვაში ჩავატიე და ახლა უკვე ბედნიერმა მოვავლე თვალი გარემოს. ცამდე ასვეტილმა თოვლიანმა მთებმა თავისუფლების შეგრძნებით ამავსო, მჭიდროდ მოვიხვიე საგულდაგულად შენახული საშემოდგომო მოსასხამი, ჩემს პატარა ზურგჩანთას ხელი მოვკიდე და მძღოლის მიერ მითითებულ გორაკს ავუყევი. კიდევ კარგი, რომ ტანსაცმელი გავყავი და შემდგომ გამომიგზავნიან - გამეფიქრა და თვალწინ დედ-მამისა და ძმის სევდიანი თვალები თვალები დამიდგა. რამდენს მეხვეწნენ, დარჩი და როგორმე აქ იშოვე სამსახურიო, მაგრამ ბავშვობის სურვილს გამოვყევი და ახლა სრულიად უცნობ გარემოში მივაბიჯებ. მართალია, სვანეთში ყოფნაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ახლა გაურკვეველ შიშს შევუპყრივარ, არ ვიცი, როგორი ხალხი დამხვდება, იქნებ ბავშვებს სულაც არ მოვეწონო, ვფიქრობ და ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ ვიმუხტები მღელვარებისაგან. იმედია, დიასახლისი კარგი ქალია და მისი ქმარ-შვილიც, უცებ მეუცნაურა , მე ხომ მხოლოდ ქალბატონის სახელი და გვარი მითხრეს.უჰ - ამოვისუნთქე და როგორც იქნა გორაკიც დავამთავრე, ჭიშკარს მივადექი და მასპინძელს დავუძახე. გამიკვარდა, როდესაც კარი მოხუცებულმა ბებიამ გამიღო, რომელმაც გულში ჩამიკრა და სახლისკენ წამიყვანა. ბებია, დამეფსოს ეს გონება, სულ გამოვშტერდი და დამავიწყდა, რომ დღეს ჩამოდიოდი - თბილად გამიღიმა მართა ბებიამ, მისაღებში დამსვა და სულ მალე სვანური კუბდარით ხელში დაბრუნდა. ჭამე ბებია და მერე ერთმანეთი გავიცნოთ - ღიმილით მიმითითა ცხელ კუბდარზე და თეფშზე გადმომიღო. მეც, გზისგან გადაღლილმა და მგელივით მოშიებულმა, გემრიელად მივირთვი და ბებიას ნახელავი შევუქე. გასწავლი ბებია, ამ ერთი წლის განმავლობაში აბა რას ვიზამ - კვლავ თბილად მომიგო და ერთმანეთის უკეთ გაცნობას შევუდექით. ბებია აქედან ყველა გარბის და რა კარგია, რომ ღმერთმა მარტოობისთვის არ გამიმეტა და შენ გამოგზავნა. გამეცანი და მითხარი რამ გადაგაწყვეტინა სვანეთის მკაცრ ბუნებასთან შეჭიდება ამ პატარა გოგოს - ინტერესიანი თვალები მომაპყრო ბებიამ და მეც ჩემი თავგადასავლის მოყოლა დავიწყე. ბებია, მე , კესანე ჩხაიძე ვარ თბილისიდან, წელს დავამთავრე ინგლისური ენის ფაკულტეტი და როდესაც ჯერი სამსახურის შოვნაზე მიდგა, გადავწყვიტე, ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და სვანეთს ვსტუმრობოდი. ვიცი, ძნელია აქაურ მკაცრ ზამთართან შეჩვევა, მაგრამ სვანეთის სკოლის მოსწავლეებიც იმსახურებენ, რომ სრულფასოვან განათლებას იღებდნენ თავისსავე რეგიონში, იქნებ, მერე მაინც შეჩერდეს მთის ტრადიციებისა და კულტურის დაკარგვა. როგორ შეიძლება, რომ ამ მხარიდან გაქცევა გიწევდეს, აქ, ხომ ყველაფერი იმდენად სუფთა და თავისუფალია. იმდენი წამიკითხავს ამ მხარეზე, რომ ჩემი გულის ნაწილად მიმაჩნია. სწორედ ამიტომ ვარ აქ - უხერხულად გავუღიმე მომღიმარ ბებიას. ბებია შენნაირი ახალგაზრდები გვიმრავლოს უფალმა - მომეხვია და თან მეორე სართულისკენ წამიძღვა, ჩემი ოთახი მიჩვენა და სახლიც დამათვალიერებინა. გავოცდი, იმდენად მყუდრო, ძველებური სურნელით აღსავსე და, ამავდროულად, თანამედროვე სახლი იყო. ბედნიერების პიკი იყო, როდესაც მეორე სართულზე კაპიტალურად მოწყობილი აბაზანა მიჩვენა. არ მჯერა - ბედნიერებისგან აღმომხდა, მე ხომ წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან მივტიროდი ჩემს აბაზანს, რა ვქნა, ყველანაირ კომფორტს შეველევი,მაგრამ აბაზანა ჩემთვის ის სამოთხეა, რომლის გარეშეც არცერთი წამი წარმომიდგენია. აბაა, ენაცვალოს ბებია, ჩემმა გადარეულმა შვილიშვილმა გააკეთა - სიამაყით მომიგო ბებია და მოსაწესრიგებლად დამტოვა. ამოვბარგდი, ტანზე გადავივლე და სახლის ტანსაცმელის ჩაცმას შევუდექი, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს დასაწყისია, ჩემთვის მაინც საშინლად ცივა და შემოდგომის ტანსაცმელში გამოვეწყვე. როგორც კი ცოტათი ამოვისუნთქე, მაშინვე მშობლები გამახსენდა და დარეკვა გადავწყვიტე. ჩემს ტელეფონზე არსებულმა ხაზებმა მიმანიშნა, რომ პირველ გამოწვევასთან შეჯახება მიწევდა და უხალისოდ მივაგდე ტელეფონი. დაბლა სართულისკენ გავემართე და ბებიას ვკითხე, თუ საიდან შევძლებდი დარეკვას - ეხ, შვილო, აქ არ იჭერს, ხვალ დილით დაბლა ჩავიდეთ და დარეკავ - მეც დავეთანხე და ბებიას სამზარეულოში გავყევი. ბებია, ჩაის დალევ თუ რძეს - მომიბრუნდა ბებია და მეც ახლა გამახსენდა ზურგჩანთის უკანა ნაწილში ჩატენილი ცხელი შოკოლადის მარაგი. ბებია, ცხელ შოკოლადს ხომ მიირთმევ? - ღიმილით მივუბრუნდი და მაღლა სართულიდან წამებში ჩამოვიტანე ჩემი სასიცოცხლო მარაგი. ერთად მოვამზადეთ და მისაღებში გავედით. ბებიას თავისი ოჯახის შესახებ უნდა მოეყოლა, მეც სმენად ვიქეცი, ხელებში მოვიქციე ჭიქა და საინტერესო ამბის მოლოდინში გავისუსე...

---------------------------------------------------------------
ბავშვებო, ძალიან გთხოვთ, თქვენი აზრი გამიზიარეთ. smile ღირს გაგრძელება ? რამდენად გიყვართ მთა?

№1  offline წევრი Xatia_27

Xevsuretze maqvs msgavsi istoria wanakitxi anu tbiliseli gogo rom maswavleblad midis mtashi.

№2  offline მოდერი nicol

ვაიმე... არ დაიჯერებ და ეხლა ვწერ ერთ ისტორიას და ეს დასაწყისი ძალიან გავს ჩემსას... დაახლოებით ორი თავი მაქვს დაწერილი wink გეხვეწები გააგრძელე, მაინტერესებს რამდენად დაემსგავსება ეს ისტორიები ერთმნეთს... წერითაც საინტერესოდ წერ... გამართულად. ესაა მთავარი love
--------------------
თინა ნიკოლ

№3  offline წევრი Be_the_ONE

Xatia_27
Xevsuretze maqvs msgavsi istoria wanakitxi anu tbiliseli gogo rom maswavleblad midis mtashi.

შეიძლება საწყისი დაემთხვა, მაგრამ ნამდვილად არ წამიკითხავს ის ისტორია და, მით უმეტეს, არც მიმიბაძავს. მადლობა კომენტარისთვის smile

nicol
ვაიმე... არ დაიჯერებ და ეხლა ვწერ ერთ ისტორიას და ეს დასაწყისი ძალიან გავს ჩემსას... დაახლოებით ორი თავი მაქვს დაწერილი wink გეხვეწები გააგრძელე, მაინტერესებს რამდენად დაემსგავსება ეს ისტორიები ერთმნეთს... წერითაც საინტერესოდ წერ... გამართულად. ესაა მთავარი love

დამაინტრიგე wink აუცილებლად გავაგრძელებ და შენს ისტორიას მე ბოლოს წავიკითხავ(ჩემის დასრულებისას), მეც მაინტერესებს როგორ განვითარდება ჩვენი ისტორიები smile მადლობა კომენტარისთვის, ვერ წარმოიგენ როგორ გამახარე feel

№4  offline მოდერი sopiko

დაბრუნდაა :-D შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე ♡♥♡ სიმართლე გითხრა დიდად სვანებზე არ ვგიჟდები მაგრამ თვალი მოვკარი შენს სახელს შემოვტუსტუსდი :-D ახლა წავიკითხავ დარწმუნებული ვარ უმაგრესი იქნება...

ვაუუუ მაგარი იყო ♡♥♡ მგონი შენ მთას შემაყვარებ ამ რაჭის მოყვარულ გოგოს და თანაც ახლა რაჭაზე ვწერ მეც მსგავსი დასაწყისით მოთხრობას :-D თან არ მინდა წავიკითხო რომ მერე ვინმემ რამე არ დამაბრალოს მაგრამ აქედან მაინც მივდივარ და ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ. აუუციილეებბლაად გააგგრძელე ♡♥♡

№5  offline წევრი Be_the_ONE

sopiko

შენ არ იცი მეც როგორ ველოდი შენს შეფასებას wink პირდაპირ მათბობ შენი დამოკიდებულებით ♡♥♡ love აბა რა, მიზანი დასახულია - სვანეთი უნდა შეგაყვარო wink მეც აუცილებლად წავიკითხავ შენს რაჭაზე, როცა დავასრულებ ამ ისტორიას smile

№6  offline მოდერი sopiko

Be_the_ONE

დაა მი სი მალატ მე შენ მიყვარხარს ნიშნავს? :დ

№7  offline წევრი Be_the_ONE

კი, მე შენ მიყვარხარს ნიშნავს smile

№8  offline წევრი cacu

სიამოვნებით ველოდები ახალ თავს და დადეთ თუ შეიძლება!

№9 სტუმარი Natia

Rato agar gaagrdzeleee??

№10  offline წევრი Be_the_ONE

cacu
სიამოვნებით ველოდები ახალ თავს და დადეთ თუ შეიძლება!

მადლობა კომენტარისთვის, დღეს დავდებ ;)

Natia
Rato agar gaagrdzeleee??

დღეს დავდებ smile

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent