შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანი [1]


23-08-2015, 23:42
ავტორი Eleniko❤️
ნანახია 1 670

–გამარჯობა კეტრინ, როგორ ხარ? ბავშვები როგორ არიან? მიხარია რომ გაგახსენდი, შენმა წერილმა ბევრი ცრემლი მომგვარა, კეტ ჩემთან ყველაფერი კარგადაა, ძალიან მენატრები და მთელი გულით ვისურვებ რომ კიდევ შეგხვდე. შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ და იმედი მაქვს არასდროს დაგავიწყდები. კეტ, მე მთელი ცხოვრება მემახსოვრება ის 2 თვე, რომელიც ერთად გავატრეთ. საუკეთესო იყო. არ დამცინო, მე ისევ ისეთი ვარ, როგორც შენ ამბობ "ლამაზი და სექსუალური ლუზერი", მაგრამ რა ვქნა... ეს სახალისოა. თუმცა აქ არ არსებობენ "ლუზერები" აქ არსებობენ "შკოლნიკები" ან რაღაც ამდაგვარი, რასაც შენ ვერ გაიგებ. საახალწლოდ ვისურვებ, რომ კიდევ შეგხვდე და კიდევ განმეორდეს "პარიზის დრო", მე ამის მჯერა და თუ შენც დაიჯერებ, აუცილებლად ახდება. მიყვარხარ კეტრინ და გაუსაძლისად მენატრები.

(1)

–ნინე გამოხვალ?
–ვერა.
–რატო?
–ვმეცადინეობ თათუკა, რა მინდა გარეთ–ცივად ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.
მეორედ დარეკა, მაგრამ ამჯერად არ ავიღე და ლექსის დაზუთხვა გავაგრძელე.
–ნინე–ოთახში თავი შემოყო მარინამ და თბილად გამიღიმა–შეიძლება?
–მოდი–მეც გავუღიმე და წინ ავესვეტე.
–პურის ყიდვა დამვიწყებია, თუ არ გეზარება ჩაირბინე სიხარულო, მეც როგორ დამავიწყდა, გამოვშტერდი სულ ამ სიბერეში–ბრაზობდა მარინა.
–მარი–გავუცინე–შენ სულაც არ ხარ გამოშტერებული, შენ ხარ ყველაზე საყვარელი და კეთილი ძიძა მთელს მსოფლიოში და მადლობელი ვარ ჩემი მშობლების,რომ შენ გიპოვეს–ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე ქალს–ჩავალ და ამოვიტან პურს, არ მეზარება!
–შენ გაგახარა ღმერთმა–სახე დამიკოცნა და მაღაზიაში გამიშვა.

***

-აბა ვერ ჩამოვალო–უკან ამედევნა თათუკა.
–მაღაზიაში ჩამოვედი.
–ჩემზე კიდე გაბრაზებული ხარ?
–არა–თათუკას მივუტრიალდი და მის პასუხს დაველოდე.
–ნინე, რა გემართება?
–თათუ, ცუდ ხასიათზე ვარ, ხვალ ამოდი და ვილაპარაკოთ.
–კაი–ლოყაზე მაკოცა და უკან გაიქცა.
მაღაზიაში ღიმილით შევედი და 2 ცალი პური ვიყიდე. რომ გამოვედი თათუკა აღარ დამხვდა. ალბათ სახლში ავიდათქო გავიფიქრე და სადარბაზოში შევედი.

***

-ვინ არის ყველაზე ლამაზი?–ვიყვირე და ქერა გოგონას გავეკიდე.
–ვინ არის ყველაზე საყვარელი–კისკისით დავსდევდი დას.
–გამანებე–ხარხარებდა ანასტასია და სამზარეულოს მაგიდას წრეებს ურტყავდა–არანორმალურო.
–მე შენ მიყვარხარ–გავიცინე და ტასის ქერა თმას ჩავეჭიდე.
–მტკივა ნინე–დასერიოზულდა და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
ანასტასია 4 წლისაა, თუმცა იმაზე უკეთ აზროვნებს და მეტყველებს, ვიდრე მისი ასაკის ბავშვები. არ უყვარს როდესაც ენას "ვუჩლიფავთ" და კატეგორიულად ითხოვს გამართულად ველაპარაკოთ. ჩემგან განსხვავებით ბევრად უფრო ქერაა, დიდი ცისფერი თვალები მის პატარა სახეს და კოხტა გამხდარ სხეულს ამშვენებს. ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მომავლისთვის ანასტასია შესანიშნავი ეგზემპლიარი იქნება მოდის ინდუსტრიისთვის.
ჩემზე კი იგივეს ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ტუსას არ ჩამოვუვარდები, თანაც არაფრით, მე ნაკლებად მიზიდავს მოდა და ამდაგვარი საქმეები. დედას უნდოდა მივეყვანე რამოდენიმე კასტინგზე, მაგრამ მაინც კატეგორიული უარი განვაცხადე. ჩემი პარამეტრები ზუსტად ჯდება მოდელის პარამეტრებში-ავადმყოფურად გამხდარი ვარ და ზედმეტად მაღალიც, მკაცრი გამომეტყველების ნაკვთებით. მიზიდავს სპორტი, სწავლა, წიგნები და ამდაგვარი "შკოლნიკური" რაღაცები. გამომდის ხატვა და ცოტა–ცოტა სიმღერაც. არ მიყვარს შოპინგი და მაღალი ქუსლები, რის გამოც ყოველთვის მომდის დედასთან კამათი. ჩემს გარდერობში ძირითადად ჯინსები და ზოლიანი მაიკებია. ეს ძალიან მიყვარს. მყავს უამრავი ადამიანი და საბოლოოდ ვარ ბედნიერი. ხშირად დავდივარ საფრანგეთში, იქ ერთ–ერთ კოლეჯში ვსწავლობ. საფრანგეთი, ეს ის ადგილია, რომელიც არასოდეს მომწყინდება. მე იქ გავიჩინე უამრავი საუკეთესო მეგობარი, ვის გამოც მე დღეს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ თავს.
თათუკა–ეს უკვე სულ სხვა თემაა. თათუკა ჩამოყალიბებული გიჟია. არ სწავლობს, არ ძინავს, არ არის ბენდიერი და საერთოდ, არაფერი არ არის. თათუკა-ეს ის გოგოა, მთელი დღე უბანში რომ ზის და ხან ვის აეკონწიალება, ხან ვის, მაგრამ მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარია, და მაინც ყველას უყვარს თათუკა.
მამაჩემი–ზურა ზედმეტად სერიოზული კაცია. მუშაობს სამინისტროში და იშვიათად იცლის ჩვენთვის. მამა კატეგორიული წინააღმდეგია ჩემი თათუკასთან მეგობრობის, რის გამოც დღეში მილიონჯერ ვჩხუბობთ, თუმცა მიზანს ვერასდროს აღწევს. ვთვლი რომ ჩემი მეგობრები-ეს ჩემი საკუთარი საქმეა და არა მამაჩემის.
დედაჩემი–ქეთი ზედმეტად მხიარული ქალია. აინტერესებს მოდის სფერო და დიდი წარმატებები აქვს. მუშაობს ერთ–ერთი მოდური ჟურნალის გამომცემლობაში და აპირებს დაარსოს სამოდელო სააგენტო.
–ანასტასია წავედით–დაიძახა დედამ და მანქანის გასაღები ხელში ააჩხრიალა.
–სად?–წამოვხტი მე.
–მაღაზიებში–ენა გამომიყო ტუსამ და დედას გაეკიდა. თვალები გადავატრიალე და მობილურში ძრომიალი განვაგრძე.

*ამოდი ჩემთან* მომივიდა თათუს მესიჯი. ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გავედი.
*სადარბაზოსთან ვარ, ჩამოდი გავისეირნოთ* მივწერე და კედელთან ავიტუზე.

გზის მეორე მხარეს ვიღაც ბიჭები იდგნენ და "ძაან ისე" მათვალიერებდნენ. უკვე ბნელდებოდა და აქ დგომის შემეშინდა კიდეც. თათუკას კიდევ ერთხელ მივწერე, მაგრამ პასუხი კვლავ არ გამცა, იცმევსთქო გავიფიქრე და აქეთ–იქით ყურება გავაგრძელე. ზუსტად 5 წუთში ჩემს წინ ისეთი ჩხუბი ატყდა ვერც კი გავაანალიზე როგორ და რანაირად. ჰოპ და უცებ "კრწანისის ველს" დაემსგავსა მთელი ფალიაშვილი. დანების ტრიალი და გინების ხმა ისმოდა, შეშინებული, გაოცებული ვიდექი და კედელს ვეკვროდი. ჯანდაბა! რა არის სადარბაზოს კოდი.ვერც სადარბაზოში შევედი და ვერც სხვაგან წავედი, როდესაც დავინახე როგორ აპირებდა შავგვრემანი ბიჭი დანა ჩაერტყა თათუკას ერთ–ერთი ძმაკაცისთვის ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და შავგვრემანს გიჟვით ვეცი.

–გაუშვი–ვიკივლე და ზურგში მუშტების რტყმა დავუწყე–გაუშვი მოკლავ–საყელოზე მოვქაჩე, უკან გამდოიწია და უკნიდანვე, ხელი სახეში ისეთი სიძლიერით დამარტყა, რომ ძირს დავეცი და რამდენიმე წამი უგონოდ ვეგდე.. თვალებიდან ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა,თითქოს ფილტვებში ჰაერი გამეყინა. შავგვრემანი მოტრიალდა და ჩემს დანახვაზე შეკრთა, ხელები მომუშტა და წარბებშეკრული დამაშტერდა. გული ამიჩქარდა და სიკვდილის მოლოდინში თვალები დავხუჭე. რამდენი წამში თათუკას ძმაკაცმა, რომელიც "გადავარჩინესავით" ფეხზე ამაყენა და აწითლებულ სახეზე ხელი მომისვა.
–არ იტირო–ჩამჩურჩულა ქერამ და ცრემლები მომწმინდა.
–მტკივა–ამოვიკვნესე და ლოყაზე ხელი მოვისვი.
–შენ შ*გ ხო არ გაქ–გავიგე ვიღაცის ხმა.
–წესიერად–დაიღრინა შავგვრემანმა–არ ჩარეულიყო და არ მოხვდებოდა, ეტყობა არ იცის რა მოსდით როცა ჩემს საქმეში ერევიან.
–არაკაცი–ზიზღით სავსე თალებით ავხედე.
–ხმას ნუ იღებ–ჩემსკენ გამოიწია და თვალებში ჩამაშტერდა–თორე მეორე ლოყასაც დაგილურჯებ ბავშვო.
–ჯერ ჩემი ჯერია–შევუღრინე და ისეთი მწარე სილა გავაწანი, მგონი მასაც ჩემსავით ჩაულურჯდა.
–აი ეს არ შეგრჩება–მშვიდად იღიმოდა.
–ხოო? არც შენ არ შეგრჩება.
–აუ ბავშვი რა ქურდია–უკნიდან გაიცინა ვიღაცამ.
შავგვრემანი მომიახლოვდა, მისი ლურჯი თვალები მატყვევებდა, თანაც ბრაზისგან ავსებული.. თავი დავხარე. ნიკაპი თითით ამაწევინა და ირონიული მზერით მომაჩერდა.
–ძაან დაგერხა.
–უკვე მეზიზღები–მკერდზე ორივე ხელი მივარტყი და გვერდით გავწიე. ან გაიწია. ყველას ზიზღით გადავხედე და სახლში ტირილით გავიქეცი.
მესამე სართულამდე მესმოდა როგორ დამცინოდა უცნობი შავგვრემანი.

***

დილით ლოყაზე სილურჯე ტონალურით დავიფარე და სკოლაში წავედი. მერე თათუკას ავუარე და ყველაფერი იქ ვიმეცადინე. სახლში დაღამებამდე არ მინდოდა მისვლა, ქეთი სილურჯეს შენიშნავდა და ერთი ამბები ატყდებოდა. ამიტომ გვიანობამდე კაფეში ვიჯექი. 11 რომ შესრულდა და დავრწმუნდი
სახლში ყველა დასაძინებლად დაწვებოდა, კაფე დავტოვე და სახლისკენ დავიძარი.

–ბუ–სადარბაზოში ფეხი არ მქონდა შედგმული რომ უკან გავხტი. სიგარეტის კვამლში იყო უცნობი გახვეული.
–შევაშინე–გადაიხარხარა და წინ წამოვიდა.

ჯანდაბა შავგვრემანი.

–რა გინდა?–ავკანკალდი.
–მე რაც მინდა შენ იმას ვერ შემისრულებ და...–ისევ გადაიხარხარა– თანაც ძალიან პატარა მკერდი გაქვს–თვალები მოჭუტა და მომიახლოვდა, ასეთი რამ ცხოვრებაში არავის უთქვამს ჩემთვის. ნერვიულობისგან სულ ოფლი მასხავდა.
–თავი დამანებე–ამოვიკნავლე და მივხვდი, რომ ჩემი ხმა ჩემი აღარ იყო.
–სად იყავი ნინე?(საიდან იცის რომ ნინე მქვია?)
–ვა რა დაინტერესებული პირი ხარ–ირონია არ დავაკელი.
–ღამე სეირნობა გევასება?
–რა თამაშს თამაშობ–შევუღრინე.
–ღამე სეირნობა გევასებათქო?–ხმა გაუმკაცრდა.
–არა–ისევ დამეტყო ხმაში შიში.
–მერე რა პონტში სეირნობდი?-სიგარეტი ჩემ უკან ისროლა და კვლავ გამიყარა თვალი თვალში.
–შემეშვი–ხელი ვკარი მაგრამ არ გაწეულა, პირველ კიბეზე იდგა და..
–სანდრო–ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.
–ნინე–ჩამოვართვი მეც–ახლა გაიწიე.
–და რო არა?
–მეღადავები?–გავბრაზდი.
–წამო გავისეირნოთ, ხო გევასება ეს ღამე სეირნობები–გადაიხარხარა სანდრომ.
–სამეცადინო მაქვს–მოვიტყუე და გვერდით გავიწიე.
–აუ–თავზე ხელი გადაისვა–დამავიწყდა ლაწირაკი რო ხარ.
–გაიწიემეთქი–რამის ვიყვირე ისე მომეშალა ნერვები.
–ნუ წივიხარ გოგო.
–მომისმინე–ღრმად ჩავისუნთქე და დაწყნარება ვცადე–მშობლები მელოდებიან სანდრო, ის არ გეყო მთელი სახე რო დამილურჯე? მომასვენე გთხოვ, უბრალოდ წადი.
–ეწევი? (ეს გიჟი ხო არ არის?!)
–არა.
–მიდი ერთი მოწიე–სიგარეტი გამომიშვირა.
–გთხოვ–ბოლოჯერ შევევედრე და გზას გავხედე, იმის მისანიშნებლად რომ უნდა წასულიყო.
–გეშინია–გაიღიმა.
–არა.
–კი! ისე კანკალებ, აი ახლა რომ მოგიახლოვდე ალბათ შიშისგან გული გაგისკდება–არჩერდებოდა.
–რამე დაგიშავე?!–ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა და მაშინვე ავარიდე თვალები.
–არა–თმაზე ნაზად გადამისვა ხელი–არაფერი, არ იტირო რა, ნინე.
–მაშინ შემეშვი.
–წავედი–ხელები მაღლა აწია–ამ დროს გარეთ აღარ გნახო, მერე ცრემლებიც აღარ გიშველის–თქვა და უკან გაბრუნდა. კიბეებზე გიჟივით ავვარდი და ჩემს ოთახში შევიკეტე, მთელი ღამე გაუჩერებლად ვბღაოდი.

***

–ნინე გაიღვიძე დედიკო.
–ეხლავე–სააბაზანოში შევედი და სახეზე ტონალური წავისვი, სილურჯე ნელ–ნელა გადადიოდა. ტუსა ჩავკოცნე და სკოლაში წავედი. მთელი დღე უხასიათოდ ვიჯექი ჩემს ადგილზე და სანდროზე ვფიქრობდი. რა გამიკეთა? მომაჯადოვა?
საოცრად მინდოდა ფეხზე ავმდგარიყავი და სადმე შორს გავქცეულიყავი. მასწავლებლის ხმასაც კი ჭკუიდან გადავყავდი, თითქოს ჩემს ვენებში სისხლის მოძრაობას ვგრძნობდი. ტვინი შეუჩერებლად გუგუნებდა, მე კი არაფრისმთქმელი მზერით ვცდილობდი როგორმე შემეჩერებინა თავის ტკივილი.

***

მეორე დღეს ისევ სადარბაზოში დამხვდა, პირველივე კიბეზე იდგა და ეწეოდა. სიგარეტის კვამლში გახვეული კვლავ ვერ ვიცანი და შიშისგან შევხტი.
–მშიშარა–სერიოზული იყო სანდრო.
–სადარბაზო ჩვენი შეხვედრის ადგილად იქცა?–ირონიით ვთქვი და გარემოს თვალი მოვავლე.
–ხო და ზუსტად მაგის გამოსასწორებლად მოვედი.
–სამწუხაროა–დავიჭყანე.
–წამო.
–ხო აბა რა–გადავიხარხარე-მე შენ გამოგყვები.
–ნინე ნუ ბავშვობ არ მოგკლავ.
–ჩემი სახე საწინაღმდეგოს ამტკიცებს.
–დავაი წავედით–მკლავზე მომქაჩა და სადარბაზოდან პირდაპირ მანქანაში ჩამტენა.
–გააღე–დავიყვირე–ჩქარა გააღე–შიშმა ამიტანა, მე 16 წლის მართლა ლაწირაკი ბავშვი ვიჯექი უცნობი ბიჭის მანქანაში, რომელმაც მთელი ძალით გამარტყა, ჰო კიდევ ღმერთმა იცის სად ჯანდაბაში წამიყვანს და ცოცხალს დამტოვებს თუ არა ეს მანიაკი.
–აბა რახდება, სწავლობ?
–კი.
–მერე, როგორ?
–კარგად.
–ძაან კაი. სად წავიდეთ?
–გთხოვ არ მომკლა–მივუტრიალდი და შეშინებული სახით გავხედე, რასაც მისი ხმამაღალი ხარხარი მოჰყვა.
–არა უნდა მოგკლა.
–გთხოვ სახლში მინდა, გამიშვი–სანამ სანდრო იცინოდა კარი გავღე და მანქანიდან გადავხტი, წამის მეასედში ავვარდი კიბეებზე და სახლშიც გიჟივით შვვარდი. საკუთარი გულისცემა ჩემს ყურთასმენას მოსწვდა, მეგონა ცოტაც და გული საგულედან ამოხტებოდა.
პანიკა იყო ეს ყველაფერი, საცოდავი ბავშვივით მთელი შაბათ-კვირა საწოლზე ემბრიონის ფორმაში ვიწექი და ვცდილობდი ამ ყველაფრისგან გამოსავალი მეპოვნა. ვფიქრობდი ჩემზე და სანდროზე, ვფიქრობდი რომ ძალიან მომწონდა, მაგრამ მაშინვე თვალწინ მიდგებოდა ის დღე როდესაც ხელი დამარტყა და ბოდიშიც კი არ მომიხადა, ვფიქრობდი რა იქნებოდა სხვაგვარად რომ გამეცნო, სხვა სიტუაციაში, მაშინ ყველაფერი თავისით მოხდებოდა, თავისით აეწყობოდა და მეც აღარაფერი შემაკავებდა...

***

ორშაბათს საღამოს ტუსა გამოვიყვანე და სახლთან ახლოს კაფეში დავჯექით. ვილაპარაკეთ, გავერთეთ, ბრაუნიც მივირთვით და ისე მოგვეწონა იქაური სიტუაცია 10 საათამდე სახლი არ გაგვხსენებია. მეც ცოტა გადავერთე და ანასტასიას გულმოდგინედ ვუსმენდი. კაფიდან რომ გამოვედით საკმაოდ ბნელოდა. სიცილ–კისკისით მოვდიოდით ქუჩებში და ერთმანეთს დავცინოდით.
სადარბაზოსთან გავჩერდი. ისევ საშინელი ბოლი გამოდიოდა. ავნერვიულდი, ბავშვით ვერსად ვერ გავიქცეოდი, ღრმად ჩავისუნთქე და ნაბიჯები გადავდგი წინ.
–გამარჯობა–გაისმა ბოხი ხმა და სიგარეტი პირდაპირ ჩემს ფეხებთან დავარდა. ტუსა შეშინებული მომეკრო და უცნობს მიაშტერდა.
–გამარჯობა სანდრო–მივესალმე მშვიდად და ტასოს ხელი მოვუჭირე.
–რომელი საათია ნინე–გაბრაზებული წამოვიდა ჩემსკენ, როგორც ჩანს ბავშვი ვერ დაინახა.
–სანდრო ბავშვთან ერთად ვარ–ხელით გავწიე უკან და მანაც მაშინვე ქვემოთ დაიხედა.
–უი–ჩაიკუზა და ტუსას მოეფერა–ეს ვინ ყოფილა აქ, პატარა პრინცესა.
–ეს ჩემი დაა ანასტასია.
–მე სანდრო–ტუსამ პატარა ხელი ჩამოართვა სანდროს და თბილად გაუცინა.
–წავედით ტუს–დას ხელი მოვკიდე და წინ წავედით.
–ტუსა გაისეირნებს ჩემთან ერთად–მკაცრი იყო სანდრო–შენ ვერა–თმაზე ხელი დამისვა–დასჯილი ხარ, 10–ზე რო მოხვედი სახლში.
–ნუ ბოდავ, ტუსა დაღლილია.
–არ ვარ–ანასტასიამ ხელი გამიშვა და ახლა სანდროს აეწეპა.
–წავედით ჩვენ–მითხრა სანდრომ და ბავშვთან ერთად სადარბაზოდან გავიდა.
–გაგიჟდი?–გავეკიდე მეც–სახლში მომკლავენ ბავშვის გარეშე ვერ ავალ.
–ხოდა დაჯექი–ბრაზით შემომხედა. უყოყმანოდ დავიკავე წინა ადგილი, უკან მივბრუნდი და ანასტასიას წავეჩხუბე, სანამ სანდრო მანქანაში ჩაჯდებოდა.
ხილის ასორტი მივირთვით და კვლავ სახლში დაგვაბრუნა, ცოტა ვილაპარაკეთ, შევეცადე მისთვის გამეგო, მინდოდა უკეთესად გამეცნო, მინდოდა მისი დადებითი მხარე დამენახა და ყველაფერი თავიდან დამეწყო.

***

ზოგჯერ მინდა ავდგე და ყველაფერი გითხრა. რა მჭირს. მინდა ყურთან ბაგე მოგადო, გაგიღიმო და... მინდა თმაზე ხელი შეგახო და გითხრა... -რა დამმართე?!

***

– რა ხდება?
–რაზე?–გაუკვირდა სანდროს.
–რა რაზე, ნინეზე.
–რა უნდა ხდებოდეს..
–ცუდად გადაეკიდე.
–დაიკიდე ბრატ, ვერთობი რა .
–პატარა ბავშვია და არ ღირს, ცხოვრება წინ აქვს სანდრო–რჩევა მისცა ძმაკაცმა და სიგარეტი გააბოლა.
-შენ არ გეხება ლევან.
-არც ვამბობ რო მეხება, "პროსტა" რასაც ვხედავ არ მომწონს სანი. ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება.
-ვნახოთ-მოკლედ მოუჭრა ძმაკაცს და ლუდის ბაკლი მოიყუდა.

***

–სად ხარ ნინე?–მობილურს ვუპასუხე თუ არა მაშინვე მომესმა მისი ხმა.
–სახლში მივდივარ.
–სად იყავი?
–მამაჩემი ხარ?–გავბარზდი და ტელეფონი გავთიშე.
მეორედ დარეკა.
–რა გინდა?–მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე.
–სახლთან გელოდები გავიდეთ სადმე.
–სად?
–სადმეთქო.
–არ მინდა.
-არ მიკითხავს.

***

სადარბაზოს წინ იდგა, მანქანის კარი გამოვაღე და უხმოდ დავჯექი.
-რა ხასიათზე ხარ?-მკითხა და მანქანა დაქოქა.
-სანდრო მომისმინე-დავიწყე თუმცა მუსიკას აუწია და სათქმელის დასრულება არ მაცადა.
-სანდრო! მუსიკას დაუწიე.
-მომწონს ეს კატეგორიულობა-გაეღიმა.
-დავიღალე ამ ურთიერთობით. შენ ისეთი გაურკვეველი ხარ, მე არ მინდა შენთან ურთიერთობა, არ მინდა გიცნობდე. მე დედამიწის ერთ მხარეს ვარ, შენ მეორე მხარეს, მე და შენ ვერც კი ვიმეგობრებთ-წვიმის მიუხედავად მანქანას მაინც სწრაფად მიაქანებდა-უბრალოდ მე-მე ვარ, შენ-შენ, ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და არც არასდროს გვექნება. გთხოვ სანდრო დავამთავროთ. აღარ მინდა, აღარ მინდა შენთან, შენი ცხოვრება არ მომწონს სანდრო, შენ მე გამანადგურე და მეშინია-უკვე ვტიროდი-მეშინია გესმის? მეშინია სანდრო, გააჩერე-ვიკივლე და მანაც მაშინვე გააჩერა მაქანა.
-ანუ დავამთავროთ-სწრაფად მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა.
-კი-თავს ვუქნევ.
-ანუ ჩემი გეშინია?
-კი.
-გასაგებია. მაშინ წადი.
-რა?-ვერ მივხვდი რა თქვა.
-წადი, წადი-ხელებს იქნევდა-კარი გააღე და სადაც გინდა იქ წადი-
კარებს დავეჯაჯგურე, ძლივს გავაღე და გადავედი.
-სად ვართ?-გზა არ მეცნო, ამიტომ ჩუმად ვკითხე, წვიმისგან უკვე ვილუმპებოდი.
-ასეთი გაბედული ხო ხარ, ხო და გზას როგორმე გააგნებ.
-სანდრო გაგიჟდი?
-შენ გამაგიჟე ნინე!
-სახლში წამიყვანე!
-მაგაზე ოცნებაც არ გაბედო-კარი შიგნიდან დახურა და ელვის სისწრაფით გაქანდა.
-გააჩერეთ-ხელებს ვაქნევდი და უცხო მანქანების გაჩერებას ვცდილობდი. ბოლოს ვიღაც ქალმა გამიჩერა.
-კარგად ხარ?
-გთხოვთ წამიყვანეთ-ტირილით შევევედრე მას. ღმერთის წყალობით მანქანაში ჩამსვ და სახლამდე მიმიყვანა. სულ სველი ვიყავი და სიცივისგან ვკანკალებდი. ამას არასოდეს ვაპატიებ.
საღამოს დამირეკა. ტელეფონი არ ამიღია. მერე საერთოდ შემეშვა. აღარ მხვდებოდა, აღარ მირეკავდა და აღარ მწერდა. სანდრო ხვედელიძეზე აღარაფერი მსმენია. თითქოს "მიწამ ჩაყლაპაო" ისე გაუჩინარდა. სულ ცოტა მომენატრა კიდეც. იმდენად ვიყავი მიჩვეული, რომ სადარბაზოში სულ ფრთხილად შევდიოდი, მეგონა დამხვდებოდა და შემაშინებდა, მეგონა ირონიულად დამელაპარაკებოდა, ან ძალით წამიყვანდა სადმე, მაგრამ არა...
არც ერთხელ აღარ გამოჩენილა და მე იმდენად მენატრებოდა, თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ დამერეკა. მონატრება ყველაზე საშინელი რამაა, მონატრება ეს ის გრძნობაა რომლის დროსაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, რომლის დროსაც თითქოს შენი სხეული ნაწილებად იქცევა. როცა გენატრება გრძნობ რომ სიცოცხლესაც კი გაიღებ მისი სახის დანახვისთვის, მისი ხმისთვის. მონატრება არაფერს გავს.
მონატრება მხოლოდ ერთია.

***
ჩემი კლასელის დაბადების დღიდან სპეციალურად გვიან წამოვედი. 12 საათი ხდებოდა. მინდოდა სანდრო შემხვედროდა და ეთქვა რომ გვიან სახლიდან არ უნდა გამოვსულიყავი. მინდოდა ეთქვა, რომ
მე ძალიან მშიშარა ლაწირაკი ვიყავი. მინდოდა, მაგრამ არ სრულდებოდა. უბანში შევდიოდი, მანქანაზე იყო აყუდებული, იცინოდა, ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, მეორე ხელი ვიღაც ქერა გოგოზე გადაეხვია და თავი მის კისერში ჩაერგო, მისი ძმაკაცებიც იქ იყვნენ. გული საშინლად მეტკინა, წამით გავჩერდი და მოხარხარე სანდროს მივაშტერდი. რას მიკეთებ, როგორ გამოგდის ეს ყველაფერი?! რატომ ცდილობ ჩემს შეცვლა?! ქერას კისრიდან თავი ამოწია , თვალი თვალში გამიყარა, ძარღვები დაეჭიმა და ჩემსკენ წამოვიდა, უძრავად ვიდექი, თვალებში წყალი ჩამდგომოდა. მომიახლოვდა, სიგარეტის და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილიყო.

-მე შენ არ გაგაფრთხილე?!-იყვირა, იმდენად შემეშინდა, თვალები დავხუჭე და უკან დავიხიე-რომელი საათია იცი?
-12-მე თვითონ ძლივს გავიგე ჩემი ხმა.
-მერე გარეთ რატო ხარ?!
-არ შეიძლება?-მშვიდად ვიკითხე.
-ხო არ ატრაკებ? გარეთ რატო ხარ მეთქი?
-დაბადების დღეზე ვიყავი და გვიან წამოვედი, რამე პრობლემაა?
-პრობლემაა-მოკლედ მომიჭრა.
-და ამას შენ მეუბნები?
-კი მე გეუბნები და ბევრს ნუ ტლიკინებ, სახლში ადი.
-არ ავალ-წარბები ავწიე და ხელები გადავაჯვარედინე.
-მართლა?-ირონია არ დააკლო-მაინც რას აპირებ?
-შენი საქმე არ არის-გავუღიმე.
-დროზე სახლში ადითქო-ისევ დაიღრიალა და ზევიდან გადმომხედა.
-არათქო-ვუყვირე მეც.
-ნერვებს მიშლი!
-შემეშვი.
-ნინე სახლში ადი.
-არა სანდრო.
-ნინე!-მკლავში ხელი მომკიდა და გვერძე გამიყვანა-ან სახლში ახვალ..
-ან?-დავინტერესდი-ან რას იზამ დამარტყავ? დამჭრი? მანქანიდან გადამსვავ თუ პირდაპირ ტყვიას დამახლი?
-ბევრს ტლიკინებთქო-გამიმეორა.
-რატომ არ მეშვები? რა ჯანდაბა გინდა? ვერ ხედავ რომ ფეხებზე ? ვერ ხედავ რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავ? შემეშვი, მე შენი სათამაშო არ ვარ, ჩემი ცხოვრება მაქვს-კიდევ ვაპირებდი უამრავი რამის თქმას თუმცა მაჯაში ხელი ჩამავლო მისკენ მიმწია და ისე ვნებიანად მაკოცა ვერც კი გავაანალიზე საერთოდ რა ხდებოდა. აქოშინებულმა ხელი ვკარი და ლოყებაწითლებული გავიქეცი თათუკას სახლისკენ.

*********************

ჩემი ახალი ისტორია:) რომელიც დავწერე ნინისთვის, იმედი მაქვს მოგეწონება'თ!



№1  offline წევრი ხატული♥

მომეწონაა ძაან კაია ♥♥♥ მალე დადე შემდეგიი ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent