შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წარსულიდან[დასასრული]


24-08-2015, 00:17
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 068

მაგრამ თვალები არ ცდებოდნენ.დიახ,ეს დემეტრე იყო.ეს იყო ის დემეტრე ჩაჩუა,რომელმაც თავი ცოცხლად მაგრძნობინა,ისედაც პოზიტიურს,ცხოვრება უფრო ნათელ ფერეფში მომივლინა და დამანახა რა არის სიყვარული,სიხარული,აღტაცება,თრთოლვა,ვნება..და,ბოლოს, მონატრებისთვისაც გამასინჯინა გემო.ახლა კი მოდის,მაე კარებს შემოაღებს და მოულოდნელ სიხარულსაც მაჩუქებს,სწორედ იმ სიხარულს,რომელზეც რომანებსა და სასიყვარულო ისტორიებში წერენ.დიახ,ჩვენი სიყვარული ნამდვილია,ვერ ვეხები,მარგამ ვგრძნობ,რომ არსებობს,ვგრძნობ,რომ ნამდვილია.
გული ამიფანცქალდა,როცა დავინახე წელში გამართული დემეტრე.ჯინსის ბრიჯი ეცვა და ნაცრისფერი მაისური,რომელიც მისი სხეულის სიძლიერებს უფრო კვეთავდა,კუნთები დაჭიმვოდა.ვგრძნობდი,რომ იმ მომენტში ისიც გახშირებულად სუნთქავდა.ის სუნთქვა,რომელიც მიყვარდა,მე მიახლოვდებოდა,რა მინდოდა მეტი!
ხმაურიანად ავდექი ფეხზე და კარები გავაღე,ლიფტით ჩავედი დაბლა ისე,რომ გული ამოვარდნაზე მქონდა,ვთრთოდი,სხეული მიხურდა და თავი მისკდებოდა.ეს ყველაფერი უეცარი სიხარულის მეგობრები იყვნენ.ლიფტის კარი გაიღო თუ არა ის დავინახე,მის თვალებში ისევ ელვარედა რაღაც საოცარი ნათება,რომელსაც მზის სხივებსი სითბოც კი ვერ შეედრებოდა,ხელები გაეშალა და არ იძროდა,სახეზე ისეთი ღიმილი გადაკროდა,როგორც არასდროს,სახე დაძაბვოდა,მის ხელებზეც კი ვხედავდი ძარღვებს,რომლებიც თავს არ მალავდნენ ისევე,როგორც დემეტრე ჩემს სიყვარულს.
-ქ-ე-თ-ი-ჩემი სახელი დამარცვლით წარმოთქვა და უფრო გაშეშდა,მეც მის წინ ვიდექი და გაქვავებული ვუმზერდი მის მთრთოლვარე მარცხენა მხარეს,ეს ხომ სწორედ ისიყო,რაც მიყვარდა.
-შენ მოულოდნელობები გიყვარს..-ავსლუკუნდი,მაგრამ წინ ერთი ნაბიჯით კი არ გადამიდგამს.
-მენატრებოდი,თავისით მომიყვანა გულმა,ძალა არ დამიტანებია..ეს ჩემს გეგმებში ნამდბილად არ იყო...-დაიწყო ახსნა,თითქოს სასამართლოზე ყოფილიყო და,როგორც სიკვდილმისჯილი დამნაშავე,საშინლად კრთოდა,მეც არანაკლები აღელვება დამუფლებოდა.
-მენატრებოდი,მეც,მეც-ტირილს ვუმატე და სახე ხელებში ჩავრგი.
-დღეს საღამოა,რომელიც დავტოვე და,იცი,რატომ?იმიტომ,რომ ეს მონატრება გასაქანს არ მაძლევდა.ნუთუ,გეგონა,რომ სექტემბრამდე მოვიცდიდი?-დემეტრემ მგზნებარედ გააგრძელა საუბარი და ხმასაც აუწია,თითქოს ვინმე ამტყუნებდა,თითქოს მე არ მიხაროდა მისი ხილვა!
-სენტიმენტალური სულელი ვარ-ტირილი განვაგრძე,მაგრამ ისევ არ მიცვლია ადგილი.
-იცი,რამდენ ხანს ვუმკლავდებოდი იმ მონატრებას,რომელსაც სახელად ქეთი ჰქვია? ყოვემ მომდევნო წამს,როცა შენ წახვედი,როცა თვალს მიეფარე.იმ ბავშვს ვგავდი,რომელიც ტკივილს ვეღარ ითმენს და ათბალიანი სისტემით ათ ბალს აძლევს..არ მეგონა,ამას თუ გეტყოდი,მაგრამ მიყვარხარ,ქეთი კალანდაძე..ამ სიტყვებს ვინახავდი და ახლა,როცა ყველაზე უსუსურად ვგრძნობ თავს,ვამბობ იმ სიტყვებს,რომლებსაც მუდამ ტრივიალურობის გამომჟღავნებად მივიჩნევდი.
ხმამაღლა ავბღავლდი.კიდევ კარგი დემეტრე მოვიდა და პირზე ხელი ამაფარა,თორემ მთელ სამეზობლოს შევიხედავდი.
-დაწყნარდი,პატარა-ლიფტში შემიყვანა და სანამ გაიღებოდა თავისებურად მაკოცა,ნაზად და მგზნებარედ-მგონი,დროა,რომ შენი ოჯახი გავიცნო-გამიღიმა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-მამაჩემი თბილისშია-ამოვილუღლუღე და დემეტრეს დავეყრდენი.
-არაუშავს,მამაშენს სხვა დროს გავიცნობ.
-ხომ არ სჯობს ყველა ერთდროულად გენახა,თუმცა დღეს თბილისში მივდივართ და ერთ საათში მამაც ჩამოვა ჩვენს წასაყვანად.
-მაშინ დაველოდები,ერთ საათში მაინც ხომ არ წავიდოდი-კკარები ღია იყო და პირდაპირ შევედით.ჩემი გასვლა მხოლოდ ეკატერინეს გაეგო,რომელიც კარებისკენ მოემართებოდა.როცა დაგვინახა გაშეშდა.იცნო დემეტრე,მას ხომ მის სურათებს ვაჩვენებდი ხოლმე.უხერხულად გაუღიმა ჩაჩუას და ამათვალიერა.ალბათ,შეყვარებულის მზერას იჭერდა.
-ეს ჩემი დაქალია ეკატერინე-დემეტრეს ვანიშნე გოგონაზე და შემდეგ ეკატერინეს გავუღიმე,ეს დემეტრეა-მეთქი.
ამ დროს გიო გამოვიდა,ხელში „აიპადი“ ეჭირა და რაღაცას გამალებით აწკაპუნებდა,როცა უცხო შენიშნა თავი ზემოთ ასწია და წინ წამოვიდა.
-გამარჯობა,შენ ქეთი მეგობარი ხარ? მე რომ არ გიცნობ?-ბავშვის გულუბრყვილობაზე ჩაჩუას გაეღიმა და თავზე ხელი გადაუსვა.
-ეს დემეტრეა-დაბალი ხმით დავიწყე და გიოს შევხედე,რომელიც დაბნეული იდგა და თვალს ძლივს გვისწორებდა.
-ეს ჩემი ძმა გიოა-გავუღიმე მამაკაცს და თვალებით ვანიშნე,ხომ გეუბნებოდი,რომ ძალიან საყვარელია-მეთქი.
ამ დროს დედაჩემიც გამოვიდა,რომელმაც დემეტრე იცნო და ხელები აუკანკალდა.
-აქ სასამართლო კი არ გვაქვს-ჩაიღიმა ჩაჩუამ,რამაც საშინლად დამაბნია-თქვენ,ალბათ,მანანა ხართ,ქეთის დედა,არა?-შინაურულად დაუწყო ქალს საუბარი.უკვე მერამდენეჯერ მიმტკიცებს,რომ უბრალოა მისი ოჯახი,იმისდა მიუხედავად,რომ დიდი კაპიტალის მფლობელია!
-დიახ,თქვენ მალხაზ ჩაჩუას ვაჟი არ ხართ..დავიბენი-ჩაილუღლუღა დედაჩემმა და ისეთი თვალებით შემომხედა,ვიფიქრე,შემჭამსო.გაკვირვებული იყო და ეს უკანსკნელი ზენიტში ადიოდა.
-ჩვენ ერთმანეთი დიდი ხანია,რაც გვიყვარს.შესაფერის მომენტს ველოდით,ვირტუალური სივრციდან ძნელია ასეთი ამბის ცნობა-დემეტრემ,მგონი,კარგად გაართვა თავი.არა,მართლაც შესანიშნავად ჩამოაყალია სათქმელი.დედაჩემს ფერი ეცვალა,სახე გაუნათდა,მაგრამ მაინც ვერ მოდიოდა აზრზე.
-ეს ჩემთვის მოულოდნელი რამ იყო-დაიწყო ქალმა და ხმა გაუწყდა.
-დემეტრეს უყვარს მოულოდნელობები-დედაჩემს გვერდით ამოვუდექი და თბილად გავუღიმე-მოდით,მისაღებში გავიდეთ.ახალი ბინაა,დედაჩემს შარშან ჩააბარეს-შევიპატიჟე მამაკაცი.
-მამაშენი იქნება-ეკატერინე კარებისკენ წავიდა.
-როგორ ხართ?-არჩილი დაღლილი სახით შემოვიდა.მის ხმაზე ფეხზე წამოდგა დემეტრე და კარებისენ წასვლას აპირებდა,მაგრამ შევაჩერე,დააცადე-მეთქი.
-გამარჯობათ-არჩილი პირდაპირ მისაღებში შემოვიდა და ყველა ღიმილით დაგვასაჩუქრა.დემეტრე მაშინვე ფეხზე წამოდგა და მეც გვერდით მივიდექი.მამაჩემს უფრო დაწვრიელბით აუხსნა ყველაფერი.არჩილი თავიდან დაბეული ცანდა,მაგრამ მერე მოეშვა და შინაურულად დაუხვდა სტუმარს.
ეკატერინემ ინგლისურად დაბეჭდილი სტატია გამოქექა,რაზეც ყველამ ვიცინეთ.ეს გოგო რას არ მიაგნებს!
^^
დემეტრე თბილისში რამდენიმე დღე დარჩა,მერე კი ცრემლების ღვრით გავაცილე.არ მინდოდა ამდენი სენტიმენტალურობა,მაგრამ გული ისე დამისუსტა ჩაჩუამ,რომ ვეღარ გავუძელი.რამდენიმე ახალი სტატია ააფრიალეს და თანაც ქართულ პრესაში,რამაც უხერულობა მაგრძნობინა,მაგრამ დემეტრეს სიტყვებმა დამამშვიდა და შევეცადე ამ ყველაფრისთვის ყურაღება არ მიმექცია.
მივხვდი,რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა საშინლად ძნელია.“აი,თურმე ცნობილ ადამიანებს როგორ აბეზრებენ თავს პაპარაც-ჟურნალისტები“-გავიფიქრე უღიმღამოდ და თვალები დავხუჭე.
დედაჩემი მეგრელია,გვარად სოსელია.ზუგდიდში აქვს სოფელი,რომელსაც მუდამ სტუმრობს.ბებია და ბაბუა გველიან ხოლმე ყოველ ზაფხულს.წინაზე ვერ ვესტუმრე და ახლა მაინც უნდა წავიდე.დედაჩემს სამსახურში შვებულებას სულ უმატებენ ხოლმე,ისე ენერგიულად დადაუღალავად ასრულებს ყველაფერს,რომ უფროსი უარს ვერ უებნება.
-წავედით-ბათუმიდან ჩამოსვლიდან ერთ კვირაში ისევ შევკარით ბარგი და ზუგდიდისკენ გავემართეთ,მაგრამ ამჯერად მატარებლით და ეკატერინეს გარეშე.დედას ორი კვირა უნდა,რომ დარჩეს,მაგრამ მე სამ დღეში უკან ვბრუნდები.
ბებია ძალიან თბილი და მოსიყვარულე ქალია.დაგვინახა თუ არა შვილიშვლიბი იმდენ ხანს გვკოცნა,სანამ ბაბუა არ შეეცინა,ახლა შენს შვილს მიხედე,ბავშვები მანახეო.
მერე ღომი დაგვიწყო მაგიდაზე,თქვენთვის ვიშრომე შვილებოო,კიდევ გაგვილაგა ათასი რამ,მაგრამ მაინც ღომს უსვამდა ხაზს.ფელამუშიც გააკეთა,რაც,მართალია,მიყვარს,მაგრამ კახური თათარის მერე მისკენვერ ვიხედები,რადგან თათარის კი არა ფელამუშის გემოც დამვიწყებოდა ამერიკაში,დიდი საიმოვნებით შევექეცი ფელამუშს,რომლის შემდეგ ვერაფერი შევჭამე და ბებიამ მისაყვედურა,ღომი ტყუილად გავაკეთეო.
-ხვალ გავაცხელებ და ისე შევჭამ,მეორე დღეს უკეთესია-დავამშვიდე და ლოყები დავუკოცნე,შემდეგ ჩემს ოთახში გავედი და ტელეფონს ვუპასუხე.
-ბებიაჩემთან ვარ და მენატრები-ამჯერად სიტყვის თქმა არ დავაცადე მამაკაცს.
-ჩემო პატარა,რამდენ ხანს რჩები?
-მხოლოდ სამი დღე,ფელამუშს გაგასინჯებდი,მაგრამ შორს ხარ,ვირტუალური სივრციდან კი ეს შეუძლებელია,ნუ,ჯერჯერობით მაინც-გადავიხითხითე და დემეტრეს ამონასკვნილი ძარღვები წარმომიდგა თვალ წინ.
-მზრუნველი ქეთი..
^^
სამ დღეს კი ვიძახდი,მაგრამ ორ კვირას დავრჩი.ისე მომნატრებოდა ქაურობა,რომ გულმა ვეღარ გამიძლო.თბილისში ხომ მაინც არ მყავდა დემეტრე!
-ჩემი გოგო,პიცა გავაკეთოთ და ფილმს ვუყუროთ-სახლში ეკატერინე დამხვდა,რომელიც მამაჩემს შემოესვა.
-ვაიმე,როგორ გამიხარდა შენი დანახვა-გადავეხვიე დაქალს და ისე ვუჭერდი ბეჭებზე ხელებს წამოიკივლა,არ დამახრჩოო.
ეკატერინეს გადაწყვეტილებით,“საუზმე ტიფანებთან ჩავრთეთ“.მართალია,ბევრჯერ გვაქვს ნანახი,მაგრამ მაინც სიამოვნებით ვადევნებთ ხოლმე თვალს,თუმცა გამოგიტყდებით,რომ ასე მხოლოდ ჩემი დაქალის ხათრით ვიქცევი,თორემ მეორეჯერ არც ერთი ფილმის ყურება არ მიყვარს.მირჩევნია ახალს ვუყურო,თუნდაც ძველზე ბევრად უინტერესო იყო.დაძაბულობა და ინტრიგა მიყვარს.ეს უკანასკნელი ხომ ჩემს საყვარელ ადრენალინს იწვევს!
წიგნების კითხვაზე ხომ ვგიჟდები და,აი,მეორეჯერ წიგნს ხელსაც კი ვერ მოვკიდებ.სოფელში წიგნბის მონატრებულმს თაროები რომ დამხვდა, მთელი დღე ვკითხულობდი,რაც ებბიას სიამოვნებდა,ჰარვარდელმა გოგონამგვიკადრაო.რა თქმა უნდა,ხუმრობით თქვა! ჰარვარდელი კი არა მსოფლიოს მბრძანებელიც ხომ გავხდე ოჯახს ზურგს არასდროს შევაქცევ-მეთქი,სულ სიცილით ჩავუკაკლე ბებიას.
დარჩენილი ზაფხული ეკატერინეს სოფელში გავატარე.სვანეთიდანა ჩემი დაქალი,გვარად ონიანი და ხშირად მივყვები ხოლმე.ბევრი რომ არ გავაგრძელოთ,დრო მალევე გავიდა.შემოდგომაც მოვიდა და ისევ განმეორდა მომენტი,რომელიც ერთი წლის წინ გვატირებდა ყველას.
აეროპორტში დემეტრე დამხვდა,მაგრამ ამჯერად არ გავქვავებულვართ.სიხარულით გავექანე ჩაჩუასკენ და გაშლილ ხელებში შევუძვერი.ისეთი თბილი იყო მისი მზერა და ისეთი ამარელვებელი მისი ხმა,რომ ვეღარ მოვითმინე,რომ მინდოდა,მუდამ მის მკლავებში ვყოფილიყავი.
მეორე დღეს სანდრას ერთად დავხვდით,,უფრო სწორედ სანდრასა და ნიკს,რომლებიც საოცრად კმაყოფილები ჩანდნენ.
-გავიმეოროთ ორმაგი პაემანი-ნიკმა გაგვიზიარა იდეა და ამაყად მოავლო თავლი გარემოს.ბიჭის აზრი ყველას მოგვეწონა,დავთანხმდით და გავუზიარეთ ჩევნი იდეები.
ჰარვარდი დაიწყო და მეორე კურსის სტუდენტი გავხდი.პირველ დღეს მანქანით მომადგა დემეტრე და ჩვენს საყვარელ კაფეში შევედით.ვსაუბრობდით მხოლოდ სასიამოვნო თემებზე და ბედნიერებით ვავსებდიტ ერთმანეთს.
-საერთოდ ვერ დაისვენე,არა?-თბილად ვკიტხე მამაკაცს და ხელი ხელზე დავადე.
-ეგ არაფერი,მომავალ წელს ერთად დავისვენებთ იქ,სადაც მოგესურვება-არაფერი მიპასუხია და მხოლოდ გავუღიმე.თადარიგს მუდამ იჭერს ეს მოულოდნელობებით სავსე ბიჭი!
^^
ერთ ცივ დღეს,საავადმყოფოში პრაქტიკებზე გაგვგზავნეს,რამაც ისეთი დადებითი ემოციები დამიგროვა,რომ დემეტრეს სულ ემოციებში ჩაძირული ვუყვებოდი.ის ხომ მუდამ მისმენს და თანაც ესმის ჩემი! ეს ყველაფერი მახარებს!
სექტემბერი მალე გავიდა,მერე ოქტომბერიც,რომელსაც ნოემბერიც მიჰყვა და ხელში სუსხიანი დეკემბერი შეგვატოვა.
-საახალწლოდ არ ვიქნები აქ,საქმეები მაქვს..სხვა შტატში მივდივარ-დემეტრემ ნაღვლიანად შემომხედა,მე კი გავუღიმე და „არაუშავს“ მზერით შევხედე.
-როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი,ზუსტად შეგატყობინებ-30-ში დამემშვიდობა,მაგრამ საჩუქრად კოცნა მაინც დამიტოვა.იმ დღეს ტუჩზე არაფერს ვიკარებდი,ვაითუ,მომშორდეს და დემეტრეს სუნი ვერარ ვიგრძნო-მეთქი.
სულ დამავიწყდა მომეყოლა იმის შესახებ,რომ შობას დემეტრეს ოჯახტან ერთად შევხდით ოღონდ არა ხმაურიან წვეულებაზე,არამედ მშვიდ ოჯახურ გარემოში.კიდევ ერთხელ დამტკიცდა დემეტრეს სიტყვები,უბრალოდ ოჯახი მყავსო.დილას მთელი დღე სანდრასთან გავატარე,გოგონების წვეულებააო და ნიკსაც კი არ მოასუნინა.ის ხომ,რასაც იტყვის,მუდამ ასრულებს!
^^
ახალ წლის წინა დღეს სანდრა და ნიკი ერთად იყვნენ,მე კი სახლში მარტო დავრჩი.
-წამოდი,გთხოვ-მეხვეწებოდა სანდრა,მაგრამ უარი ვუთხარი,აქ კარგად ვიქნები-მეთქი.რეალობაში კი არაფრის ხალისი არ მქონდა.მუდამ დემეტრეს სახე მედგა წინ.გამახსენდა წინა ახალი წელი,როცა გულის ფორმის კულონი მაჩუქა და ცრემლები მომადგა.ნაძვის ხის ქვეშ დავჯექი და ავსლუკუნდი.საათი თორმეტის ნახევარს უტყავდა,მე კი ესუკანსკნელი ნერვებს სასტიკად მიშლიდა.
თორმეტს ხუთი წუთი რომ დააკლა ფეიევერკთა ხმა გაისმა და,ამავდრპოულად,კარების ხმა მომესმა და ფეხზე წამოვფრინდი.
-სანდრა,რატომ დაბრუნდი?-გავაღე კარები და გული ლამის იყო წამსვლოდა..ისევ დემეტრე იდგა ჩემ წინ და ისევ დიდი შეფუთული ყუთი ეჭირა.
-მოულოდნელო სანტავ!-გავუღიმე ჩაჩუას.
-გილოცავ ახალ წელს-საათს უყურებდა და,როცა თორმეტი გახდა მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა და საჩუქარი გამომიწოდა.
-მეც გილოცავ-გამოვართვი და თბილად გავუღიმე,თანვანიშე,შემოდიო,მაგრამ ის ჯიუტად ზღურბლზე იდგა და ფეხსაცარ დგამდა ოთახში-რატომ არ შემოდიხარ?-უკმაყოფილოდ ვკითხე.
-მხედავ?-თვალი ჩამიკრა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-კი,გხედავ.
-ახლა მე ზღურბლზე ვდგავარ,შენი ოთახის ზღურბლზე.როგორც ჩვენურთიერთობაში ვარ ზრურბლზე ისე ვარ აქაც-დავიბენი,არ ვიცოდი რა მეპასუხა.რომანტიკას ახლოდან კი მანახებდა ხოლმე,მაგრამ ამას ნამდვილად არ ველოდი!
-ხოდა შემოდი,გიშვებ-გავუღიმე და ქურთუკიტ შიგნით ვუბიძგე.
-არ,ჯერ გახსენი!-კატეგორიული ტონით მითხრა და ტუჩის კიდე ზემოთ ასწია.
-შემოდი და ერთად გავხსნათ-პატარა ბავშვს რომ ეხვეწებიან ისე დავუწვე ვედრება.
-არა,ჯერ გახსენი-მაინც თავისას გაიძახოდა დემეტრე.ისე დავიბენი და ავთრთოლდი ინტერესისგან,რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავ,გამაეხსნა თუ არ გამეხსნა.ხუთწუთიანი ყოყმანისა და დემეტრეს თვალების ცეცების შემდეგ,გავხსენი და პატარა ყუთი გადმოვარდა დიდი ყუთიდან.გამიკვირდა,ასეთ რამეს არ ველოდი,მაგრამ,როცა ეს უკანსკნელი გავხსენი,მთლად გავფითრდი და სახეზე უხერხული სიხარულის გრძნობამ გადამირბინა.ბეჭედის ბრილიანტის თვალი აციმციმდა ჩემს თვალებთან ერთად,გული მიფანცქალებდა,მე ხომ ამის გარდა ყველაფერს ველოდი!
დემეტრე დაიხარა მუხლებზე,თანაც ზუსტად ზღურბლზე და ბეჭედი გამომართვა,ხელში დაიჭირა და ვნებიანი მზერა მესროლა.
-ცოლად გამომყვები,ქეთი კალანდაძე..გინდა,რომ ჩვენი სიყვარული ზრურბლიდან შინ,გულში,შემოვიდე?-ცრემლები მომადგა და ერთი ეული გადმომვარდა კიდეც,სახეზე ავიფარე ხელები და დემეტრეს მზერა ძლივს გავუსწორე.ხმა არ ამომიღია,მაგრამ ჩაჩუამ ყოყმანი შემატყო,თითქოს ფიქრებს მიმიხვდა,ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა,რომ დამშვიდდები მერე მიპასუხე,მაგრამ ჩემი პასუხი მანაც იცოდა,იცოდა,რომ თანახმა ვიყავი.ლოგინზე ჩამოვსხედით და ფანჯრიდან თვალს ვადევნებდით მოელვარე ფერებს,რომლებიც ცისკენ მიდიოდა,მიდიოდა ისე,როგორც ჩვენი ბედნიერება და ჩვენი სიყვარული.
სამი საათი იქნებოდა,როცა დემეტრე ფეხზე წამოვვარდა,დამიცადეო.ჩაჩუამ ჩანთიდან რვიმო შავი ღვინო ამოიღო და ორ ჭიქაში ჩამოასხა.
-მე რომ არ ვსვა ხომ,იცი?-გავაპროტესტე მისი ქმედება.
-ეს ის ღვინოა,რომელიც მამაშენმა მომცა და მითხრა ნიშნობისას გახსენიო..არ შეგიძლია,რომ არ დალიო-გავუღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-სიყვარულს გაუმარჯოს წარსულიდან-მომიჭახუნა ჭიქა და ისეთი სიფაქიზით შევსვით სასმისები.
სიყვარული წარსულიდან...სიყვარული,რომელიც მუდამ ცოცხლობდა...მგონი,სიყვარული არის ერთადერთი რამ,რაც შეიძლება წამოიღო წარსულიდან....

დასასრული.
____

ამქვეყნად დასასრული ყევლაფერს აქვს და,აი,ჩემს ისტორიასაც დაესვაწერტილი.

მადლობა ჩემს მკითხველებს,რომლებიც მხარში მედგნენ,მიფასებდნენ თითოეულ თავს.მადლობა თითოეული თბილი სიტყვისთვის ყველას.
ველი შეფასებებს.იმედია,მოგეონებათ.
მიყვარხართ ძალიან!



№1  offline წევრი TIME

vaime davtkbi davtbi dzalian dzalian magari iyooo♥♥♥♥♥

 


№2  offline წევრი lamazi gogona

Momewona dzalian saintereso da magari ilko.

 


მომეწოან მომეწონა სიგიჟემდა ძალიან მაგარი წყვილია...<3

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

TIME
vaime davtkbi davtbi dzalian dzalian magari iyooo♥♥♥♥♥

lamazi gogona
Momewona dzalian saintereso da magari ilko.

შეყვარებული გოგონა
მომეწოან მომეწონა სიგიჟემდა ძალიან მაგარი წყვილია...<3

მადლობთ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent