შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ერთი ცალი ხარ! (5)


24-08-2015, 00:28
ავტორი anuki-ano
ნანახია 3 650

მარიმ უცებ აკოცა ბექას,ბექამ კი მოიცილა,მაგრამ ზუსტად იმ მომენტში მივედი მე სანამ მოიცილებდა.
სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა ძარღვებში,წამიერად გავიყინე,არ მინდოდა იმის დაჯერება რაც ამწამს ჩემი თვალით დავინახე.მაშინვე გამოვვარდი იქიდან.მივრბოდი,მაგრამ არ ვიცოდი სად მთავარი იყო იქიდან წამოვსულიყავი.სანამ ბექა ჩემს ძებნას დაიწყებდა მივხვდი,რომ აჯობებდა იქამდე მომესწრო სასტუმროდან ჩემი ნივთების წამოღება,რომ მეტი აღარ შევხვედროდი მას..გვიანი იყო და თბილისში ვერ დავბრუნდებოდი და გადავწყვიტე სანაპიროზე ღამის გათევა.ვიჯექი მარტო იმ ადგილას სადაც გუშინ ღამით ყველაზე ბედნიერი ვიყავი ჩემს ცხოვრებაში ბექას არსებობით თუმცა ახლა ყველაზე უბედური ვარ იმავე მიზეზით.მახსენდებოდა ყველა ის წამი რომელიც მასთან გავატარე,მაგრამ ამ ყველაფერს მალევე მიფარავდა ის ფაქტი რომელიც დავინახე რამოდენიმე საათის წინ.ვგრძნობდი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც ვფიქრობდი იმასაც თუ რამდენად სულელი ვიყავი როდესაც ლილეს გაფრთხილებას არ მოვუსმინე და სწორედ ახლა ვიმკი იმის შედეგს რომ სულელი ვიყავი მჯეროდა ბექას ყოველი სიტყვის.ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც ბექას მობილურიდან მომივიდა sms "იმედია მიხვდი,რომ ბექას ცხოვრებაში ზედმეტი ხარ ის შენი არასდროს იქნება!" ამ ფაქტმა უფრო მეტად იმოქმედა რომ გავაანალიზე ბექა ჩემთან გაერთო. გადავწყვიტე,რომ ბექას სამუდამოდ წავშლიდი ჩემი ცხოვრებიდან.მე ამას შევძლებ,მე ძლიერი გოგო ვარ ვარწმუნებდი საკუთარ თავს.ტელეფონი გავთიშე და დაველოდე გათენებას,რომ თბილისში წავსულიყავი.მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს.
ბექას მონაყოლი
როდესაც გარეთ გავედი ბარიდან მარი უკან გამომყოლია და წინ დამიდგა
-არ მოგენატრე?
-სისულელეს რომ მეკითხები ვერ ხვდები?მემგონი მე გაგაცანით ყველას გოგო რომელიც მიყვარს და ამით ყველაფერს ხაზი გადაესვა თუ რამე არსებობდა წარსულში.
-ბექა ისევ მიყვარხარ მე და არ დაგთმობ
წინადადება არ ქონდა დამთავრებული რომ მაკოცა მე გავწიე
-არ მინდა გაწყენინო მარი და შენ თვითონ შემეშვი
დავტოვე გარეთ და შევედი შიგნით ანუკის სანახავად ,მაგრამ ვერსად ვპოულობდი
-გიო ანუკი სადა ვერ ვნახე?
-არ ვიცი ბექა,შენ გეძებდა და გარეთ გამოვიდა,მაგრამ მგონი აღარ შემოსულა
შევხედე სადაც თვითონ იჯდა მარტო ჩემი ტელე იდო აღარც ანუკის ტელე იყო და არც ჩანთა.მაშინვე მივხვდი,რომ ანიმ ალბათ მე და მარი დაგვინახა ერთად და წავიდა.როდესაც წარმოვთქვი სიტყვა "წავიდა" გულმა სხვაგვარად დაიწყო ძგერა არა ამას ძგერა არ ექვა თითქმის წყვეტდა ფეთქვას.სატუმროში წავედი სასწრაფოდ,მაგრამ როდესაც ანის ოთახში შევედი იქ მისი არცერთი ნივთი არ დამხვდა და საბოლოოდ მივხვდი,რომ მან ყველაფერი არასწორად გაიგო და დამტოვა.როცა გავიაზრე ანის რა დაემართებოდა როდესაც მარისთან მნახა თავი უკანასკნელი არაკაცი მეგონა საკუთარ თავს ვადანაშაულებდი იმაში რომ ანი კლუბში წავიყვანე იქ სადაც მარიც იქნებოდა.ამ ფიქრებში ვიყავი გართული,გული მტკიოდა,ანის საწოლზე ვიწექი და მის ბალიშს ვეხუტებოდი.უცებ თვალიდან ცრემლი წამომივიდა ვერ ვხვდებოდი ეს ჩემ თავს თუ ხდებოდა მე ასეთი ძლიერი ადამიანი ვტიროდი.ეს,რომ ჩემს ძმაკაცზე გამეგო დავცინებდი როგორ უნდა იტიროს კაცმა თან ქალის გამო,მაგრამ ზუსტად ამ სიტუაციაში ვიყავი ახლა მე.რომ ამოვისუნთქე და დავწყნარდი ვიფიქრე დავურეკავთქო და ტელე რომ ვნახე არ მქონდა კლუბში დამრჩენოდა გიორგის დავურეკე რომ ტელე სასტუმროში მოეტანა არ მინდოდა მარისთან შეხვედრა.გიოს შევხვდი,ტელე გამოვართვი და ანის ძებნა გავაგრძელე ვიფიქრე შეიძლება სადგურში იყოსთქო მივედი თუმცა უშედეგოდ იქ არ დამხვდა ვურეკავდი,მაგრამ გათიშული ქონდა. ყველაფერს ვცდილობდი იმისათვის,რომ არ გამეშვა თითქოს ჩემს სიცოცხლეს ვეთხოვებოდი და მის გადასარჩენად ვიბრძოდი. სკამზე დავჯექი იქვე და დაველოდე. ანი სადგურში აუცილებლად მოვიდოდა,მაგრამ არ მასვენებდა ის ფიქრი,რომ ანი ახლა ასე გვიან მარტო იყო სადღაც და მე მის გვერდით არ ვიყავი. ასე ფიქრებში ჩამეძინა სკამზე.

ანის მონაყოლი
მზის ამოსვლას ზღვაზე შევხვდი ნამდვილი სასწაული იყო თუმცა ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი.ავდექი და სადგურში წავედი რომ მივედი დავინახე ვიღაცას სკამზე ეძინა იქვე მომესმა ხმები,რომ ლაპარაკობდნენ კაცები საწყალი ბიჭი მთელი ღამით შეყვარებულს ეძებდა და აქ ჩასძინებიაო.გავიფიქრე რა ბედნიერი ვიქნებოდი ბექასაც,რომ ასე ვყვარებოდითქო ცრემლი ჩამომიგორდა თვალზე და მარშუტკაში ავედი.

სახლში,რომ მივედი ლილესთვის არც დამირეკავს მარტო დარჩენა მინდოდა,მინდოდა მშვიდად შემეხედა ამ ყველაფრისთვის,მაგრამ როგორ გინდა ამ ყველაფერს მშვიდად უყურო და ხვდებოდე,რომ რაც იყო ეს მხოლოდ ილუზია იყო როცა ხვდები,რომ შენი გრძნობები ასე უმოწყალოდ დაგიმსხვრიეს არავინ იდარდა შენზე და შენს სიყვარულზე.როდესაც აცნობიერებ რომ დღეიდან ცხოვრებას აგრძელებ მარტო და აცნობიერებ რომ სიტყვა ჩვენ აღარ არსებობს.ნეტა შემეძლოს ყველაფრის წაშლა,მაგრამ ეს ცხოვრება ასე მარტივი ხო არაა ისე როგორ იქნება თუ ცრემლი არ დაღვარე და არ იტანჯე.უამრავი უაზრო ფიქრები დამტრიალებდა თავს.სულ ბექას ხმა ჩამესმოდა და მისი ნათქვამი "მიყვარხარ" რომელიც მისთვის მხოლოდ სიტყვა იყო,ჩემთვის კი მთელი ცხოვრება.ცრემლს თვალიდან ვერ ვიშრობდი,ბალიში სულ სველი იყო ვერ ვჩერდებოდი,მტკიოდა ჩემში ის სიცარიელე რომელიც ბექამ დამიტოვა, სულიც კი მტკიოდა..მტკივნეული იყო ისიც რომ ასე მოულოდნელად შენი ფერადი სათვალე ვიღაცამ ასე უმოწყალოდ დაგიმსხვრია და იძულებული გაგხადა ამ სამყაროს შეხედო ისეთს როგორიც არის. ჩემთვის ყველაფერი შავთეთრი იყო მხოლოდ ბექაზე მოგონებები შემომრჩა გონებაში ფერადი თუმცა თანდათან ეს ყველაფერიც უფერულდებოდა.ამდენი ფიქრის და ტირილის შემდეგ ძალა აღარ მქონდა არაფრის და ძლივს ჩამეძინა მოვწყდი ამ უფერულ სამყაროს.
მეორე დღეს საღამომდე მეძინა გათიშულს მაგრამ ისევ მწარე რეალობაში მაბრუნებდა კარზე ბრახუნი არ მინდოდა საერთოდ თვალის გახელა,მაგრამ სხვა გზა არ იყო.კარი გავაღე და ლიილე დამხვდა
-ან რა მოხდა ამიხსენი,ბექამ დაგვირეკა გაგიჟებული იყო ვერსად ვერ ვპოულობო,ტელეც გათიშული აქვსო. ამიხსენი რა ხდება?
-დაწყნარდი,შემოდი. ვნახე ბექა როგორ კოცნიდა სხვას ლილე ეს მე ჩემი თვალით დავინახე.იცი რა შეგრძნებაა ეს?როცა გულს ფეთქვის სურვილიც აღარ გაქვს? როცა ჰაერიც გეზედმეტება და აღარ გინდა მისი ფილტვებში ჩაშვება,შენ ეს გამოცდილი გაქვს?ძალიან ცუდად ვარ
-მოდი ჩემთან ჩემო სიყვარულო შენ მარტო არ ხარ შენს გვერდით ვარ.ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად არც ეს იქნება გამონაკლისი მალე კარგად გახდები
-არა ლილე,ბავშვები აღარ ვართ და ორივემ კარგად ვიცით,რომ ეს არასდროს გაქრება ეს იარებია რომლებიც თავს ყოველთვის შემახსენებს.ვფიქრობდი,რომ ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის და რეალურად არაფერი მქონია.ჩემთვის სამყარომაც ფერი დაკარგა არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო აღარ ვიცი.
-კარგი ასეთს ვერ გიყურებ ასეთი ძლიერიც არ ვარ.შენი ყოველი ცრემლი მტკივა.
ჩამეხუტა ლილე მერე მის კალთაში ჩავდე თავი და ის თმებზე მეფერებოდაა და ვიხსენებდით იმ დროს როცა იგივე სიტუაციაში იყო ლილე მაშინ მას ედო ჩემს კალთაში თავი და ტიროდა მე კიდევ თმებზე ვეფერებოდი.
-ანო ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ასე გვინდა!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent