ამ თვალით უწვდენელ ჰორიზონტამდე...{1}
მოგესალმებით :) მოკლედ,ეს ჩემი ნაწარმოებია,რომელიც მოგვითხრობს ელისა და სანდროს ამაღელვებელი სიყვარულის ისტორიას.ვიმედოვნებ მოგეწონებათ და დაგაინტერესებთ. :* :) ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დატოვეთ. მადლობა <3 --------------------------------- ბალიშში თავჩარგულ ელის მშვიდად ეძინა.თუმცა მობილურის ზარმა ძილი დაურღვია.როგორ ვერ იტანდა როცა აღვიძებდნენ.საბნიდან ხელი გამოაცურა და საწოლის გვერდითა ტუმბოზე მობილურს გადაწვდა.ჯერ კიდევ თვალებდახუჭულმა უპასუხა. -ალოო… -ელლ,მაპატიე,ვიცი გაგაღვიძე..ცუდი ამბავი მაქვს-თავი გაიმართლა მართლაც დამწუხრებულმა კატომ. -აუუ,კატო,რა..ჯერ რა დროს მირეკავ,მაღვიძებ და კიდევ მეუბნები ცუდი ამბავი მაქვსო?!go and take your own life რაა-ჩასისინა ელიზამ.-კაი ჰო,ჯანდაბას.აღარ იტყვი რა მოხდა? -sorry ქალბატონო-“უკბინა” კატომაც.-აუუ,გოგო,ბექას მამა გარდაიცვალა-წყნარად დააბოლოვა დაქალმა. -არ არსებობს-სუნთქვა შეეკრა ელის. -სამწუხაროდ არსებობს-სახე მოეღრიცა კატოს.-ასეთ ბექას ნაღდად ვერ ვუყურებ.მაგარი გულჩათხრობილია. ელიმ ვერაფერი უპასუხა.ბოლოს სიმყუდროვე ისევ კატომ დაარღვია. -არ ჩამოხვალ ხო?-მაინც გაბედა ამის კითხვა. -მეე..-დაიწყო ელიმ.თუმცა კატომ სიტყვა გააწყვეტინა. -ვიცი ადვილი არ არის იმის შემდეგ რაც მოხდა აქ ისე დაბრუნდე თითქოს არაფერი მოხდა.კი,კი,ელლ,ვიცი რთულია-ღრმად ამოისუნთქა და ისევ განაგრძო.-არ მინდა რამე დაგაძალო..მაგრამ ბექას ძალიან გაუხარდება ხომ იცი.ყველას რომ მოგვენატრე თქმაც არ ჭირდება მგონი… -კატო,მერე გადმოგირეკავ რა.უნდა დავფიქრდე..ხო ხვდები-ელის მართლა სჭირდებოდა ფიქრი.ამ ამბავმაც ცუდი გავლენა იქონია მასზე. -კაი,ელ..კი,კი ვხვდები..აბა გკოცნი-კატოც ხვდებოდა,რომ გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი ელიზასთვის. სატელეფონო კავშირი გაწყდა.ელიზაბეტმა თავი ისევ ბალიშში ჩარგო და ფიქრების კორიანტელში გაეხვია.ელი აქამდეც ბევრჯერ ეცადა ამ ფიქრების თავიდან არიდებას.მაგრამ ბოლოს მაინც მოუწევდა გადაწყვეტილების მიღება.სამუდამოდ ნიუ-იორკში ხომ არ დარჩებოდა,ყველასგან და ყველაფრისგან შორს.ოდესღაც მაინც მოუწევდა იქ დაბრუნება.ეს მომენტიც დადგა.ახლა ფიქრებს ვერ გაექცეოდა,გადაწყვეტილები უნდა მიეღო.როგორც ადრე ახლაც შუაზე გაიხლიჩა მისი სხეული.ერთ ნაწილს დაბრუნება უნდოდა,მეორეს არა.მათი ომი სულს უღრღნიდა .მაგრამ უნდა მოეთმინა.ამჯერად ვეღარ დააღწევდა თავს ფიქრების ნიაღვარს.ან ერთი მხარე გაიმარჯვებდა,ან მეორე.ან წავიდოდა,ან დარჩებოდა.”როგორ მომენატრნენ ყველანი.ჩემი სახლი სადაც 17 წელი გავატარე.ის ქალაქი,სადაც დავიბადე და გავიზარდე.რას არ მივცემდი,რომ ისევ ჩემი მეგობრების გვერდით ვიყო.მათთან გატარებული ყველა წამი უნდა დავიბრუნო.კი,კი უნდა დავბრუნდე.”ფიქრობდა ელიზას ერთი ნაწილი,მაგრამ მეორე ნაწილიც არ ნებდენოდა.”გამორიცხულია,დაუშვებელია,აბსურდია,ნონსენსია…იქ არ დავბრუნდები.ყველა რომ მოკვდეს მაშინაც კი.იმის მერე რაც სანდრომ გამიკეთა,იქ როგორ დავბრუნდე.”მისი სახელის გაფიქრებაზე შეაჟრჟოლა.უკვე თავი ატკივდა.ეს ფიქრები სულს უხუთავდნენ და ავიწროვებდნენ. -საკმარიაიიიიაააა-ფეხზე წამოვარდა ელი.ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.იგრძნო როგორ აეწვა ყველაფერი.იგრძნო როგორ ეკვროდა სუნთქვა.ფანჯარას ეძგერა და გააღო.ჰაერი ჭირდებოდა.თითქოს ფიქრებმა თავბრუ დაახვიეს,წაბარბაცდა და იქვე ფანჯარასთან მდგომ სავარძელში ჩაეშვა.თვალები დახუჭა.კვლავ გაექცა ამ საზარელ ფიქრებს.როგორც იქნა მალე დაუბრუნდა საღად აზროვნების უნარი.ეუცრად მთელი მისი შიგანი ამოტრიალდა და ელიზაბეტი სხვად გარდაისახა.იგრძნო როგორ ღრღნიდა შურისძიების დაუოკებელი სურვილი.ჰოდა მიიღო გადაწყვეტილება…”დავბრუნდები…დავბრუნდები მხოლოდ ჩემი ოჯახისა და მეგობრებისათვის.რაც შეეხება დანელიას მის მიმართ ანგარიში მაქვს გასასწორებელი.”სწრაფად აიღო მობილური და კატოს დაურეკა.წამსვე უპასუხა,როგორც ჩანს სულმოუთქმელად ელოდა დაქალის ზარს. -ჰო,ელლ…რა გადაწყვიტე? -მოვდივარ-მშვიდად უპასუხა ელიზამ.უკვე დაწყნარებულიყო და უხაროდა კიდეც მშობლიურ ქალაქში დაბრუნება.ახლა უკვე თავის თავში ღრმად დარწმუნებულმა დაქალს საკუთარი გადაწყვეტილება გაუმეორა-ჰო,ჰო მოვდივარ.ახლავე გადავურეკავ მამას.საღამოს რეისს დავჯავშნი და ხვალ მანდ გავჩნდები. -ჰაა?-კატომ თავი წაიყრუა და გაკვირვებისაგან შეჰკივლა.ნამდვილად არ მოელოდა.-ვაიმეე,გოგო,ღადაობ?-აშკარა ბედნიერება იგრძნობოდა მის ხმაში. -არა,გოგო,რას ვღადაობ.მართლა მოვდივარ.კაი ახლა მამაჩემს გადავურეკავ.ხვალამდე,კატ,გკოცნი..-პასუხს არც კი დაელოდა ისე სწრაფად გაწყვიტა სატელეფონო კავშირი დაქალთან.ეგრევე მამას გადაურეკა.თითქოს აზრის შეცვლის ეშინოდა.მამამ დაგვიანებით უპასუხა. -ელიზაბეტ(ის ყოველთვის ოფიციალურად მიმართავდა შვილს)ხომ კარგად ხარ? -კი,კი,მაამ..იცი მე მოვდივარ,თანაც დღესვე.ხო დამხვდები? პასუხმა დაიგვიანა.მერე კი როგორც იქნა ამოღერღა-კი,შვილო,როგორ არ დაგხვდები,მაგრამ…-ხმა ჩაუწყდა მამას.მალევე ჩაიწმინდა ყელი-კი,მაგრამ ორი დღის წინ ამაზე საუბარიც კი არ გინდოდა.ახლა რა შეიცვალა? -კაი რა მაა.ხოიცი ბექას მამა გარდაიცვალა.თან საკმარისია დასვენება.თქვენც მომენატრეთ.არა თუ არ გინდა ჩემი დაბრუნება.-გაეხუმრა მამას და გულიანად ჩაიცინა. -კარგი,ელიზაბეტ.შემატყობინე რომელ რეისს მოყვები და დაგხვდებით.როგორ გგონია არ მიხარია 2 წლით გადაკარგული შვილის დაბრუნება?-აშკარად ეუხამუშა შვილის ხუმრობა. -გეხუმრე,მამ,გეხუმრე.კაი დაგირეკავ.დედა მომიკითხე,ჩემი დუდი ჩამიკოცნე.თქვენც გკოცნით.-და გათიშა. ელიზაბეტი ბარგის ჩალაგებას შეუდგა,რასაც საღამომდე მართლა ვერ დაამთავრებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.