შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერეთელი.(სრულად)


24-08-2015, 07:58
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 5 773

3წელია გათხოვილია ლილე ფარულავა, მისი ქმარი გიორგი ბარბაქაძეა, ორი შვილი ჰყავთ, ნინა და ნიკო.
თითქოს ბედნიერები არიან, თითქოს ერთმანეთი უყვართ, თუმცა სულ ჩხუბობენ, ყველაფერზე, არც ერთს აღარ შეუძლია, მაგრამ მაინც ერთად არიან, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება.
ლილე ბავშვებს აძინებს, გიორგი სიგარეტის ბიჩოკს ნაგავში აგდებს და ბავშვების ოთახში შედის.
-რამდენჯერ უნდა გითხრა გიორგი?! ნუ ეწევი სახლში რა!
-ნუ გამი**აკე საქმე გოგო, სადაც მინდა იქ მოვწევ.
-ბავშვებს ვაძინებ და რა გაყვირებს?
-შემეშვი რა.
გიორგი ოთახიდან გადის, ლილე ბავშვების დაძინებას აგრძელებს და ბოლოს მათთან ერთად ეძინება.
-ლილეე გაიღვიძე!
-რა ხდება?
თავი წამოყო ლილემ და თვალები მოიფშვნიტა.
-ბიჭები უნდა ამოვიდნენ და მიდი რამე გააკეთე.
-ყოველდღე დალევა არ შეიძლება! დავიღალე.
-აეთრიე ეხა მალე და ჭკუას ნუ მასწავლი.
-არაფერს არ გავაკეთებ, რაც გინდა ის ქენი.
-ადექი სანამ ყვირილს დავიწყებ და ბავშვებს გავაღვიძებ.
-მეზიზღები.
-წესიერად.
გიორგიმ ლილეს სახეზე ხელი მოუსვა და საკოცნელად გაიწია, ლილემ თავი შეატრიალა და სამზარეულოში გავიდა.
-დღეს რას აღნიშნავთ?
-ბექას ძმაკაცი ჩამოვიდა გერმანიიდან.
-როგორ გამიხარდააა.
-დააყენე ერთი ადგილი თორე მოგხვდება.
-გაიწიე.
ლილემ მაგიდა გაშალა და აივანზე გავიდა მოსაწევად.
-ნუ ეწევი.
სახლიდან დაუყვირა გიორგიმ და ატირებულ ბავშვთან შევიდა.
-ლილე ბავშვი ტირის.
-აიყვანე გიორგი.
-მოდი რაა.
ლილემ სიგარეტი გადააგდო და გიორგისთან მივიდა.
-მომიყვანე.
ბავშვი გულზე მიიწვინა და სავარძელში ჩაჯდა.
ცოტახანში გიორგის ძმაკაცები მივიდნენ.
-გიოო ეს წერეთელია ჩემი ძმაკაცი, ჩამოვიდა თუ არა ეგრევე შენთან წამოვიყვანე.
გიორგიმ და წერეთელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ბარბაქაძემ ბიჭები მაგიდასთან მიიყვანა და დასხა.
ლილე ოთახიდან გამოვიდა, ბავშვთან ერთად.
-გამარჯობათ ბიჭებო.
-პრივეეტ ლიილ, ძინავს პატარას?
-არა ბექა.
-აუ მომიყვანე რაა ჩემ თავს გაფიცებ.
ლილემ ბავშვი ბექას დააჭერინა და თვითონ გიორგის სკამს დაეყრდნო.
-ეს გიორგის ცოლია რატი, ლილე ეს წერეთელია, ჩემი ძმაკაცი.
წერეთელმა ლილეს სასიამოვნოდ გაუღიმა, ფეხზე ადგა და მის ხელს ემთხვია, ქათინაურიც არ დაიშურა.
-შენსავით ლამაზი შვილი გყავს.
-შენ მეორე უნდა ნახო.
ლაპარაკში ლუკა ჩაერთო, გიორგის სახე შეეცვალა და ცოლს მიუბრუნდა.
-ბავშვს მიხედე.
-მე მყავს და რანაირად უნდა მიხედოს?
-წაიყვანე ლილე!
ტონს აუწია გიორგიმ, ლილემ ბექას ბავშვი გამოართვა და საძინებელში შეიყვანა, ბიჭებმა სმა დაიწყეს, ლილე ბავშვს ოთახში ეთამაშებოდა, ნიკუშას გაეღვიძა.
-დედაა, დედაა.
-ხო დე.
-გავიგვიძე.
ლილემ პატარა ნინა საწოლზე დააწვინა და ნიკოს მიეხმარა ლოგინიდან გადმოსვლაში, ჩააცვა და ბავშვი გიჟივით გავარდა იმ ოთახში, სადაც მამა ეგულებოდა.
-მააა.
დაიიყვირა და გიორგის მივარდა.
-გაიღვიძე?
-ხო.
ლუკა ბავშვისკენ მიიწია.
-ეს არი ჩვენი კაცი.
ბავშვი მამას მიეკრო.
-გშია მაა?
-კი.
-ბავშვს შია ლილე.
-ვიცი გიორგი.
-მერე მოეთრიე და გაუკეთე საჭმელი.
-წესიერად მელაპარაკე.
ლილე აქეთ გამოვიდა და გიორგის ბავშვი გამოართვა.
-მამასთან მინდა.
-გაჩუმდი.
სკამზე დასვა და გაკეთებული საჭმელი გაუცხელა.
-მამასთან შევჭამ.
-შენი და მოიყვანე.
-ხელში ავიყვანო?
-კალიასკაში წევს და იმით მოიყვანე.
ნიკუშამ პატარა და დედას მიუყვანა, თვითონ ისევ სკამზე დაჯდა.
-მე გაჭამო თუ შენ შეჭამ?
-მამამ.
-მამაშენს შენთვის არ ცალია ნიკუშა.
-მაშინ შენ.
ლილემ თეფში ხელში აიღო, ნინამ ტირილი დაიწყო.
-გიო, მოდი რა გთხოვ, ბავშვი აიყვანე.
-შენ რას მიკეთებ?
-ნიკუშას ვაჭმევ.
-არმცალია რა.
ფარულავამ თეფში მაგიდაზე დაახეთქა და ბავშვი ხელში აიყვანა.
-მშია.
-შენთვითონ შეჭამე ნიკუშა, 2წლის აღარ ხარ.
-არ მინდა!
სამზარეულოში წერეთელი შევიდა, ბავშვის თეფში აიღო და წინ დაუჯდა.
-გინდა გაჭამო?
-კი.
ბავშვს სახე გაუბრწყინდა, ლილე გაოცებული უყურებდა წერეთელს.
-არ არის საჭირო, თვითონ შეჭამს, დიდი მადლობა.
თბილად გაუღიმა სტუმარს ფარულავამ.
-ბავშვები მიყვარს.
ლილემ ისევ გაუღიმა.
-შვილები გყავს?
მოულოდნელად ჰკითხა ნიკუშამ წერეთელს.
-კი, ერთი შვილი მყავს.
-პატარაა?
-5წლის.
-გიყვარს?
ლილემ ნიკუშას თავზე ხელი გადაუსვა.
-კითხვებით ნუ დაღლი ჩემო პატარა.
-არ ვღლი დედი.
წერეთელმა გაიცინა.
-რა თქმა უნდა, მიყვარს.
-სად არის ახლა?
-გერმანიაშია.
-შენთან არ არის?
-მე დღეს ჩამოვედი.
ბავშვს სახე მოეღუშა, ჭამა დაამთავრა, სტუმარს მადლობა გადაუხადა და იქით ოთახში გავარდა.
-კარგი შვილები გყავს.
წერეთელი ლილეს მიუახლოვდა და ბავშვს ხელი მოკიდა.
-დიდი მადლობა.
-ქმარი გყავს ყ**.
-რატი!
-არაა?!
-იქით გადი.
-მომიყვანე ბავშვი.
-არა, გადი იქით.
წერეთელი სამზარეულოდან გავიდა და სუფრასთან დაჯდა, ნიკუშა წაიქცა და ტირილი დაიწყო.
-ლილე მოაკეტინე ბავშვს.
წერეთელს სახე შეეცვალა და თავი აიძულა გიორგისთვის ყურადღება არ მიექცია.
-გამოა**ი და მიხედე ბავშვს გოგო!
წერეთელმა თავი ვეღარ გააკონტროლა, ფეხზე ადგა და გიორგის სახეში შემოარტყა, ბარბაქაძე სკამიდან გადმოვარდა და ცხვირიდან სისხლი წასკდა, ბექა წამოხტა და ბარბაქაძეს წერეთელი მოაშორა.
-გამო**ევდი რატი?
-შემეშვი ბექა!
ლუკამ ბარბაქაძე წამოაყენა, წერეთელი ისევ მივარდა, ორივე ხელი მაიკაში ჩაავლო და ზემოთ აათრია.
-მეორეჯერ შენს ცოლს კიდე მიაყენებ შეურაცხყოფას და მოგკლავ!
სავარძელზე მიაგდო და კარისკენ წავიდა, გზაში ლილე შეხვდა.
-წადი და არასდროს აღარ დაბრუნდე.
-რატო ითმენ ამხელა დამცირებას?
-წადი.
ლილე ქმართან მივიდა, ლუკა და ბექა სისხლს წმენდნენ.
-გტკივა?
-შენ გამო მოხდა ლილე, ყველაფერი ცუდი შენ გამო ხდება.
დასარტყმელად გაიწია და ბექამ გააჩერა.
-კაი მართლა ზედმეტი არ მოგივიდეს.
ლილემ ბავშვები ოთახში გაიყვანა და კარი ჩაკეტა.
-მამას ვინ დაარტყა?
-შენ ნუ ფიქრობ მაგაზე, მამაშენს არაფერი არ მოუვა.
-დეე გარეთ მინდა.
-საღამოს გავიდეთ.
-ახლა მინდა.
-ნიკო!
-ჩემი მეგობარი გარეთ არის.
-ვინ მეგობარი?
-ლიზი.
ლილეს სასიამოვნოდ გაეღიმა, ბავშვებს ჩააცვა და გიორგისთან გავიდა.
-ბავშვები გამყავს გარეთ.
-გაათრიე.
-შენ ვერაფერი ვერ გამოგასწორებს!
-ხოო? შენ ხო არ შეუკვეთე ამ ბიჭს ჩემი ცემა?
-გაკლია გიორგი.
ლილემ ნიკუშა კარისკენ შეატრიალა და გარეთ გავიდა, ბექა დაეწიათ.
-არ ინერვიულო რა ლილე, გაღიზიანებულია.
-მაგას მარტო მე და ჩემი შვილები ვაღიზიანებთ.
ბექა ლილეს დიდი ხნის მეგობარია, ლილემ და გიორგიმ ერთმანეთი ბექასგან გაიცნეს.
-დაველაპარაკები.
-შეეშვი.
ბექამ ლილეს შუბლზე აკოცა და სახლში შევიდა.
-ნელა ჩადი კიბეზე ნიკუშა!
-შეიძლება ნინა მე დავიჭირო?
-დაგივარდება ჩემო სიცოცხლე.
ლილე ბავშვებთან ერთად გარეთ გავიდა, ნიკუშა საქანელაზე დასვა და თვითონ ნინასთან ერთად დაჯდა სკამზე.
დაჟინებულ მზერას გრძნობდა უკნიდან, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, მალე ნაბიჯების ხმაც გაიგო, წერეთელი მიუჯდა გვერდზე.
-ქმარმა სახლიდან გამოგაგდო?
-არა.
ლილეს კითხვა არ ესიამოვნა და ცივად შეხედა.
-რატო არ შორდები?
-რატო უნდა დავშორდე?
წერეთელმა ფარულავას სახეზე მოუსვა ხელი და თმაზე მოეფერა, ლილეს დააჟრიალა და ეს გრძნობა მხოლოდ იმას დააბრალა რომ გიჟდება როცა თმაზე ეხებიან.
-ბედნიერი ხარ?
-რა?
-ბედნიერი ხარ ლილე?
-რატო მეკითხები?
-მოგწონს შენი ცხოვრება? გიყვარს შენი ქმარი? არ გიტყდება ეგრე რო გექცევა?
-არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება.
-არც ვერევი, უბრალოდ ვცდილობ გავარკვიო რატო არ შორდები იმ ნაბი**არ ბიჭს.
-ნიკუშა ჯერ პატარაა და მამაზე მეტად არავინ არ უყვარს, არ შემიძლია მამის გარეშე დავტოვო ჩემი შვილები.
ლილეს ამ თემაზე არასდროს არ ულაპარაკია, არც დედასთან, არც დაქალებთან, საერთოდ არავისთან და ახლა იმდენად ახლოდ გრძნობს წერეთელს, რომ არ შეუძლია მოატყუოს.
-ეხლა უყვარს ნიკუშას მამა, მაგრამ როცა გაიზრდება მამამისის მოკვლის სურვილით დაიძინებს და გაიღვიძებს, დამიჯერე, მეც იგივე მაქვს გამოვლილი.
-მამამისის მოკვლის სურვილით რატო დაიძინებს და გაიღვიძებს რატი?
-ბიჭისთვის დედაზე მნიშვნელოვანი არავინ არ არის და როცა ხედავს როგორ ამცირებს ვინმე, ეგრევე ზიზღდება და მოკვლის სურვილი უჩნდება.
-შენ რა იცი?
-დიდხანს ვუყურებდი მამაჩემის ყ**ობებს, ბოლოს მაგრად ვცემე და სახლიდან გავაგდე.
-ნიკუშა მაგას არ იზავს.
-ჯერ არა ლილე, მაგრამ იზავს, დამიჯერე. ამიტომ შენთვის და შენი შვილებისთვის ჯობს მოშორდე.
-არ შემიძლია.
-კაი რაა.
-არ მინდა შენთან ჩემი ცხოვრების განხილვა.
-კარგი გოგო ხარ ლილე, მეცოდები მაგ ბიჭთან.
-ერთი საღამო გვნახე ერთად და ეგეთ დასკვნებს რატო აკეთებ?
-ეგრევე ყველაფერს მივხვდი და ზუსტად ვიცი რო არ ვცდები.
ნიკუშა დედასთან მივარდა.
-დეეე, დეედი.
-ხო ნიკო.
-შეიძლება ლიზისთან წავიდე?
-არა დედი, რა გინდა ლიზისთან?
-დამპატიჟა.
-თვითონ წამოვიდეს ჩვენთან დე.
-არა, არ მოდის, შენ წამოდიო.
-არა ნიკო ვერ გაგიშვებ რა.
ბავშვი მოიღუშა, თვალებში წყენა დაეტყო, წერეთელმა თავისკენ მისწია.
-გაუშვი ლილე, ცოდოა.
-შენ ნუ ერევი, ვერ გავუშვებ.
-მაშინ წავალ და ვითამაშებ.
-წადი დე.
ნიკუშა გაიქცა და ბავშვებს შეერია.
-რატო არ გაუშვი?
-პატარაა.
-არც ისე.
-ჩემთვის არის, დედა ვარ.
რამდენიმე საათი ილაპარაკეს, ბოლოს დაღლილი ნიკუშა დედასთან მივარდა და სახლში წაყვანა სთხოვა, ლილე ადგა და ბავშვს ტანსაცმელი გაუსწორა.
-უნდა წავიდე.
წერეთელიც ადგა.
-შევხვდებით.
-არამგონია.
მოეხვია და ხელში რაღაც ბარათი ჩაუდო, ლილეს არ უნახავს სახლში ისე მივიდა.
გიორგის ეძინა, ბავშვებიც დააძინა, თვითონ აივანზე დაჯდა და სიგარეტს მოუკიდა, წერეთლის სუნი ასდიოდა ტანსაცმელზე და დაუსრულებლად სუნავდა, ბარათი გაახსენდა, ჯიბიდან ამოიღო და დახედა.
'12საათამდე დაგელოდები შენს სახლთან, თუ არ მოხვალ, გპირდები რომ ვეღარასდროს მნახავ.'
საათს დახედა, 12ის ნახევარი იყო, გული აუჩქარდა, არ იცოდა რა ექნა, როგორ მოქცეულიყო.. არ იცოდა სად ეპატიჟებოდა წერეთელი და ამიტომ ეშინოდა წასვლა.. მაგრამ მისი სუნი, მისი ტანი და ტუჩები მეხსიერებიდან არ ამოსდიოდა, წერეთლის კიდევ ერთხელ გახსენებამ ჭკუიდან შეშალა, ფეხზე ადგა და გარეთ გავიდა, წერეთელი მანქანასთან იდგა.
-ჩაჯექი.
ლილე მანქანაში უცებ ჩაჯდა.
-ვიცოდი რომ ჩამოხვიდოდი.
-სად მივდივართ?
-ჩემთან სახლში.
-მარტო ვიქნებით?
-კი.
10წუთში მივიდნენ წერეთლის სახლში.
-დალევ?
-ვისკს.
წერეთელმა ყინულით სავსე ჭიქაში სასმელი დაასხა და ფარულავას გაუწოდა.
4ჭიქა დალიეს, წერეთელმა მაიკა გაიხადა, ლილემ შიშველ სხეულზე თითები შეახო და ტუჩზე იკბინა, წერეთელმა ხელით მისკენ მისწია და ტუჩებში აკოცა, ფეხზე ადგა, ხელში აიყვანა და კოცნით მიიყვანა საძინებლამდე, ლოგინზე დაჯდა და ლილე კალთაში ჩაისვა, ტუჩები მოაშორა და მაიკა გახადა, ზურგზე ხელები ჩამოუსვა და ლიფი გაუხსნა, ლილემ წერეთელი ლოგინზე დააწვინა და თვითონ ზემოდან გადააწვა, მთლიანად გაშიშვლდნენ..
წერეთელმა სიგარეტს მოუკიდა.
-უნდა წავიდე.
-სასწაული იყავი.
-შენც.
ლილე წერეთელთან მიიწია და ტუჩზე უკბინა.
-დარჩი რა.
-გიორგი გაგიჟდება სახლში რომ არ მივიდე.
-ხვალ მოხვალ?
-ვნახოთ.
წერეთელი ფარულავას ზემოდან მოეხვია და კოცნისგან ტუჩები გაუწითლა.
ლილემ ტანსაცმელი ჩაიცვა და რატის სახლიდან ჩუმად გავიდა, სახლში მისულს ყველაფერი ისე დახვდა როგორც დატოვა.
ლოგინში ჩაწვა და გრძნობდა რომ ვიღაც ეზიზღებოდა, თუმცა არ იცოდა ზუსტად ვინ, საკუთარი თავი, გიორგი, თუ წერეთელი.
მთელი ღამე მასზე ფიქრში გაატარა, ისევე როგორც წერეთელმა.
დილით გიორგი საქმეებზე გავიდა, ნიკუშა და ნინა ლილეს დედამ წაიყვანა თავისთან, ფარულავა ლოგინზე წამოწვა და ცოტახანში მისმა ტელეფონმაც დარეკა, წერეთელი იყო.
-სად ხარ?
-სახლში.
-არ გავიმეოროთ?
-მოხვალ?
-5წუთში მანდ ვარ.
იგივე გაიმეორეს, ახლა უფრო ნასიამოვნები იწვა ლოგინზე ორივე.
-არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ.
-შენნაირი ქმარი იმსახურებს.
-წადი, მალე მოვა.
-შენთან მინდა.
-წადი გთხოვ.
წერეთელმა შარვალი ჩაიცვა, ლოგინზე დაჯდა და წინ გადაიხარა ფეხსაცმლის ჩასაცმელად, ლილე შიშველ ზურგზე მოეხვია და ყელში აკოცა.
-ღამე ვერ გამოხვალ?
-არ ვიცი რატი, ალბათ ვერა.
-ხვალ?
-არ ვიცი.
-უკვე მინდიხარ.
-წადი.
გაუცინა ლილემ და ფეხზე ააყენა.
წერეთელი მოტრიალდა და ტუჩებში აკოცა.
-გეყო, წადი.
რატი ადგა და გარეთ გავიდა, ლილემ სახლი მიალაგა და სავარძელში ჩაჯდა, გიორგი მალევე დაბრუნდა სახლში.
-მშია, მაჭამე რამე რა.
-რა გაჭამო?
-რამე გოგო რამ დაგაშტერა?!
ლილემ ქმარს საჭმელი გამოუღო და მაგიდაზე დადო.
-ბავშვები სად არიან?
-დედაჩემთან.
-როდის მოიყვანს?
-გვიან.
-სად მიათრევს ამ ბავშვებს?
-დედაშენი წელიწადში ერთხელ რომ ხედავს ეგეც გვყოფნის.
-ნუ წაიგდე ენა გოგო თორე მოგაჭრი ძირში.
-ნუ მემუქრები!
ბარბაქაძემ ლილეს ხელი მოუჭირა და სახეში გაარტყა.
-საქონელი ხარ გიორგი!
თვალცრემლიანმა აიფარა ლოყაზე ხელი და იგრძნო როგორ ეწვოდა.
სახლიდან გავიდა და წერეთელს დაურეკა.
-ამოხვალ ლილე?
-ხო.
ტაქსიში ჩაჯდა და წერეთელთან მივიდა, კარი გაუღო და კოცნით მიიყვანა სავარძლამდე.
-სახეზე რა გჭირს ლილე?
-არაფერი.
-რას მატყუებ? გაწითლებული გაქვს და მალე ჩაგილურჯდება.
ხელი მხურვალე ლოყაზე მოუსვა.
-არ ვიცი რა მჭირს.
-შვილებს გაფიცებ სიმართლე მითხარი.
-გიორგი..
წინადადება ვერ დაასრულა ფარულავამ.
-გაგარტყა?
-ჩემი ბრალი იყო..
-დედასმოვუ***ავ.
წერეთელი ფეხზე წამოხტა და უჯრებში რაღაცის ძებნა დაიწყო.
-დაჯექი რატი.
-მოვკლავ! მოვკლავ მაგ ნაბი***რს.
-დაწყნარდი გთხოვ რა.
ლილე წერეთელს ჩაეხუტა და ასე ეცადა მის დამშვიდებას.
-როგორ გიბედავს?
-ავადმყოფია.
-დამპირდი რო დაშორდები თორე შვილს გეფიცები მოვკლავ! ჩემი ხელით მოვკლავ ლილე!
-დავშორდები.
-დამპირდი!
-გპირდები.
წერეთელი ლილეს მთელი ძალით ჩაეხუტა.
-აღარ წახვიდე იმ სახლში.
-შვილები მყავს.
-აქ წამოიყვანე.
-სად აქ გააფრინე?
-ჩემთან იცხოვრეთ.
-შენს შვილს მიხედე გირჩევნია.
-მიხედილი მყავს.
-იმიტომ არის შენთან.
-დედამისთანაა, რა ვქნა შვილს ხო არ წავართმევ დედას.
-ერთად რატო არ ხართ?
-შემთხვევით დაორსულდა და აბორტი არ გავაკეთებინე, არასდროს არ მყვარებია და ცოლად ვერ მოვიყვანე, მარა იმდენ ფულს ვაძლევ რომ ორივეს ეყოს.
-კაი ბიჭი ხარ.
ლილე ტახტზე დამჯდარ წერეთელს მიეხუტა და თავი დაადო.
-უნდა წახვიდე?
-ხო.
-დღესვე უთხარი.
-ვეტყვი.
-გეშინია?
-მეშინია.
-ხოდა მეც წამოვალ.
-ჩვენი საქმეა რატი.
-თქვენი საქმე აქამდე იყო, ეხლა ჩემიც არის.
-ხო შეგპირდი? 5წლიან ურთიერთობას შენ გამო ვანგრევ .
-აქამდე უნდა გექნა ეგ, ვერ ხვდები?
ლილემ არაფერი უპასუხა, მთელი სხეულით მიეკრო.
სახლში წავიდა, გიორგი სავარძელში იჯდა ნიკუშასთან ერთად.
-ნინა სად არის?
-დედაშენმა დააძინა.
-აქ არის?
-წავიდა.
-ნიკო შენს ოთახში გადი.
-მამასთან მინდა.
-გადი_თქო.
ნიკუშა ფეხზე ადგა და თავის ოთახში გავიდა.
-გიორგი.
ტელევიზორი გამორთო ფარულავამ.
-შენ გოგო შ** ხოარგაქ?
-გშორდები.
-რა?
-აღარ მინდა შენი ცოლი ვიყო, მეზიზღები, ჩემი თავიც მეზიზღება! 5წელი ვიყავი ერთგული ცოლი და უკვე აღარ შემიძლია, აღარ მინდა, აღარ მიყვარხარ.
-შენ გგონია მე მიყვარხარ?
-არ მგონია.
-ხოდა გაა**ი სადაც გინდა, შე ნაბი**არო გოგო! მოიწყინე ხო ჩემთან?
სავარძელზე დააგდო და სახეში გაარტყა.
ოთახიდან ნიკუშა გამოვარდა.
-მამააა.
უკნიდან მივარდა და ფეხზე მოეხვია, წერეთელმა ხელით მოიშორა და ლილეს ცემა გააგრძელა.
ლილეს წერეთელმა დაურეკა და ნიკუშამ აიღო, იქით ოთახში გავიდა.
-ალო.
-ნიკო შენ ხარ?
-ჰო.
-დედა სად არის?
-მამიკო სცემს მე ვერ მოვაშორე.
-სცეემს?
-ხო.
-კაი.
წერეთელმა ტელეფონი მოისროლა, სახლიდან გავარდა და მანქანაში ჩაჯდა, 5წუთში მივიდა ფარულავასთან, კიბეზე აირბინა და სახლის კარი შეაღო, იმ ოთახში შევიდა საიდანაც ხმა გამოდიოდა.
-შე ნაბო***რო.
ხელები მაიკაში ჩაავლო და ძირს დააგდო, ბარბაქაძე ადგომას ცდილობდა თუმცა ვერ შეძლო, წერეთელი ზემოდან ედგა და წიხლებს ურტყავდა, ლილემ მოაშორა.
-შეეშვი.
-გადი იქით.
-გთხოვ შეეშვი!
წერეთელი ბარბაქაძეს მოშორდა.
-ჩაიცვი და წამოდი.
-წადი რატი და მეც წამოვალ.
გიორგი ფეხზე ადგა.
-არ შეგარჩენთ.
გარეთ გავიდა და კარი გაიჯახუნა.
-დროზე ჩაიცვი და ბავშვებსაც ჩააცვი.
-არ მინდა, აქ ვიქნები.
წერეთელი სკამზე დაჯდა და ფარულავა წინ დაიყენა.
-აქ ვერ დარჩები.
-რატი..
-დაგავიწყდა რას დამპირდი?
მუხლზე დაიჯინა და მიიხუტა.
-არა.
-ნიკუშასთან მიდი, ცოდოა.
ლილე ფეხზე ადგა და ბავშვთან გაიქცა, ლოგინზე იწვა, ხელები თვალებზე ჰქონდა აფარებული და ტიროდა.. ლილემ ხელში აიყვანა და ჩაეხუტა.
-არ ინერვიულო დე, არაუშავს.
-რატო დაგარტყა?
ცრემლები მოიწმინდა პატარამ.
-არ ვიცი დე.
ბავშვს თავზე აკოცა და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა.
-წავიდეთ სანამ მამა მოვა, მეშინია.
-წავალთ ჩემო პატარა, წავალთ.
ლილემ ბავშვების და თავის ტანსაცმელი ჩაალაგა და იქით ოთახში გავიდა.
-მზად ხარ?
აივნიდან თავი შემოყო წერეთელმა.
-დედაჩემთან წავალ.
-კოჯორში ავიდეთ ჩემს სახლში, ბავშვებიც დაისვენებენ და შენც დაისვენებ ცოტახანი, მერე ჩამოვალთ და ყველაფერს მოვაგვარებთ.
-ეგეთი მარტივი არ არის რატი.
წერეთელი ლილეს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
-ბარგს ჩავიტან და ჩამოდით.
ნიკუშა დედას მოეხვია.
-სად მივდივართ დეე?
-დასასვენებლად.
-მამაც მოდის?
-არა.
ბავშვი ბედნიერი გავარდა იქით ოთახში, წერეთელმა ბარგი ქვემოთ ჩაიტანა და ლილეს ააკითხა.
ხელი მოხვია მომხდარისგან განერვიულებულ ფარულავას.
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება სანამ მე შენთან ვარ.
-მერე შენც წახვალ?
-იოცნებე.
გაიცინა წერეთელმა, ნიკუშა ხელში აიყვანა და კიბეზე ჩაირბინა.
-ნელა, ბავშვი გიჭირავს!
დაუყვირა ლილემ და კარი ჩაკეტა.
მანქანაში ჩასხდნენ, ლილეს გიორგიმ დაურეკა.
-ვინ არის?
-გიორგია.
-მომეცი.
-არ ავიღებ.
-მომეცი_თქო.
წერეთელმა ფარულავას ხელიდან ტელეფონი გამოგლიჯა და აიღო.
-რა გინდა ბარბაქაძე? საკმარისად ვერ გცემე?
-ჩემი ცოლი და ჩემი შვილები სახლში მიიყვანე!
-შენს ცოლზე და შენს შვილებზე აქამდე უნდა გეფიქრა.
-სახლში მიიყვანე_თქო.
-ლილე შენი ცოლი მალე აღარ იქნება, ამიტომ შეეშვი.
-შენ შეეშვი შე ნაბი**არო.
-შენ მოგი**ნავ კარგის ტრ**ს.
-ლილეს და ბავშვებს შეეშვი თორე ცოცხალი ვერ გადამირჩები.
გიორგიმ გათიშა, წერეთელმა ტელეფონი ფანჯრიდან მოისროლა.
-რას აკეთებ გააფრინე?
-ყველასგან დაისვენებ.
ფარულავა გაჩუმდა და სავარძელს მიეყრდნო.
კოჯორში ჩავიდნენ, ყველაფერი დაალაგეს, ბავშვები დააძინეს და საძინებელში ლოგინზე დასხდნენ.
-მოდი ჩემთან.
-მეშინია რატი.
-რისი გეშინია?
-გიორგი ავადმყოფია! შენ არ იცნობ, მეც მომკლავს და ბავშვებსაც.
-ვერაფერს ვერ გიზავთ.
წერეთელი დაწვა, ფარულავა ზემოდან გადააწვა და კოცნა დაუწყო, მაიკა გახადა და თვითონაც გაიხადა.
-მიყვარხარ!
თავისდაუნებურად წამოსცდა წერეთელს.
-მაკოცე!
დაეძინათ, ნიკუშამ ლილე გააღვიძა.
-რა იყო დედი?
საბანი მიიფარა ფარულავამ.
-შენთან მინდა.
-დაწექი და მოვალ.
ნიკუშა თავისი ოთახისკენ გაიქცა, ლილე ადგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?
-ბავშვთან.
-მოდი რა ჯერ ჩემთან.
-მელოდება.
-კაი მიდი.
ლილე ბავშვთან შევიდა და კარი ჩაკეტა, წერეთელი ადგა, ჩაიცვა და საჭმლის კეთება დაიწყო, ნახევარ საათში ფარულავა ოთახიდან გამოვიდა.
-რას შვები?
მაგიდასთან მდგომ წერეთელს უკნიდან მოხვია ხელები და მხარზე აკოცა.
-საჭმელს გიკეთებთ.
-10წლის მერე არავის არ გაუკეთებია ჩემთვის საჭმელი.
-ხოდა მე გაგიკეთებ.
-მაშინ რაც მითხარი..
-რა გითხარი?
-მიყვარხარო.
წერეთელმა თავი წინ მისწია და ტუჩებში აკოცა.
-ბავშვები მოიყვანე.
-ნიკოოოო.
დაიყვირა ფარულავამ და თეფშზე შემწვარი კარტოფილი გადმოუღო.
ნუკუშა დედას გვერდზე მიუჯდა და ჭამა დაიწყო.
წერეთელმა სიგარეტს მოუკიდა.
-ბავშვებთან ნუ ეწევი რა გთხოვ.
-კაი ჩემო პატარა.
აივანზე გავიდა..
ივახშმეს, ბავშვები დააძინეს და თვითონაც დაწვნენ.
-შენთან ბედნიერი ვარ.
-ხოდა სულ ჩემთან იყავი.
ჩახუტებულებმა დაიძინეს, დილით წერეთელს ბექამ დაურეკა.
-სად ხარ?
-კოჯორში.
-ბავშვები და ლილე შენთან არიან?
-ჰო, რა იყო?
-არაფერი, ისე მაგარი ყ** ბიჭივით მოიქეცი და არც ჩემგან არ შეგრჩება.
-შენი ძმაკაცი უკეთესად იქცეოდა?
-კი.
წერეთელმა ტელეფონი გამორთო.
-ვინ იყო?
-ბექა.
-უთხარი რომ აქ ვართ?
-ჰო.
-გაგიჟდი? რატო უთხარი?
-დაწყნარდი ლილე.
ერთმანეთს მოეფერნენ, ლოგინიდან ადგნენ, ლილე ბავშვს აჭმევდა, წერეთელი გიტარაზე უკრავდა, კარებზე ვიღაც აბრახუნებდა, წერეთელმა გიტარა გადადო და კარისკენ წავიდა, გიორგი იყო, ბექასთან ერთად, სახლში შევარდნენ და ლილეს ძებნა დაიწყეს, რომელმაც მათი ხმის გაგონებაზე პოლიციაში დარეკა, ოთახში შევარდნენ, გიორგი ლილეს ხელებში ეცა და ლოგინზე მიაგდო, წერეთელმა მოაშორა, ბარბაქაძე ისევ ადგა და კარადიდან ტანსაცმლის გადმოყრა დაიწყო.
-ამაში გამცვალე ხო, ამ ყ** ბიჭში გამცვალე?
ბექამ ბავშვები ოთახში ჩაკეტა, ატირებული ნიკუშა ბარბაქაძე შველას ითხოვდა.
პოლიცია მივიდა და სახლში შევარდა, მათ დანახვაზე ბარბაქაძემ იარაღი ამოიღო.
-დააგდეთ იარაღი.
გიორგიმ გადატენა და ზურგით მდგარ წერეთელს ესროლა, თავისი საქციელით დაშოკილმა იარაღი ისროლა და ხელები შარვალზე შეიწმინდა.
ბორკილები დაადეს და ბექასთან ერთად დააყენეს, სასწრაფო გამოიძახეს და წერეთელი ტახტზე დააწვინეს, გაგიჟებული ლილე თავზე დაადგა და ჭრილობაზე ნაჭრებს აფენდა, ექიმები მოვიდნენ, მაგრამ წერეთლის სხეული უკვე გვამი იყო..
ბარბაქაძეს ოც წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ცოცხალ-მკვდარი ლილე სახლში დაბრუნდა ბავშვებთან ერთად, იმდენად განადგურებული იყო ბავშვებსაც კი ცუდად ექცეოდა. საკუთარ თავს ვერ პატიობდა რამდენიმე საათიან ბედნიერებას, რომელსაც წერეთელი შეეწირა..
დაკრძალვის დღიდან ყოველ დღე, მინდვრის ყვავილები მიჰქონდა წერეთლისთვის და პატიებას სთხოვდა სულ რამდენიმე წუთიანი ბედნიერებისთვის..
__________________
მოგეწონათ?❤ძალიან მომენატრეთ! ბედნიერ დღეს გისურვებთ❤❤❤



№1  offline წევრი ninee

Vaimee dzalian katgi ikoo magram ar mindoda wereteli rom momkvdariko :-/

 


№2  offline წევრი Na Nuka

უმაგრესი იყო <3 დიდი ხანია ასეთი ისტორია არ წამიკითხავს <3

 


№3  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა ბავშვებო❤❤

 


№4  offline წევრი maridb

მაგარი იყოო ყოჩაღ <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5  offline წევრი Ketacharkviani

გმადლობ მარიამ❤

 


№6  offline წევრი Drama Queen

ვაიმეეეე! როგორ მომენატრე'ქეთაჩარკვიანო' love შენი ისტორიებიც მაკლდა. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი 'დანახვა' love რაც შეეხება 'წერეთელს' მომეწონა. ზოგადად მიყვარს ტრაგიკული ისტორიები, ეს სწორედ ჩემი სტილის ისტორიაა. შეუდარებლად გეწერა, თუმცა მოვლენები ოდნვ სწრაფად გქონდა განვითარებული, მაგრამ არაუშავს, მაიც მიყვარხარ :დ love

 


№7  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, მეც მიყვარხარ!❤

 


№8  offline წევრი black))

ვაიმე <3 აი ძალიან ძალიან მაგარიიყო <3 განსხვავებული <3 ნუ სიმართლე გითხრა ბოლოში ცოტაარიყოს გული დამწყდა მაგრამ მთლიანობააში ძალიან მაგარი ისტორია იყო <3

 


№9  offline წევრი marikuna meshveliani

ყოჩაღ <3

 


№10  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა გოგოებო❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuh es ra iyoo :(( ras erchodi rato mokali wereteli uup :((

 


№12  offline წევრი Ketacharkviani

შემომაკვდა

 


№13  offline წევრი KGB

Armomecona boloshi
Kvelaferi ertad miakare ras erchodi am bichs ver gavige xoshegedLo isini ubralod daechirat davso
Cudi gogoxar shen (imedia male gadamivlis es eiforia):D

 


№14  offline წევრი tatiko.1995

Shemecoda wereteli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent