შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადვოკატი (1)


24-08-2015, 12:02
ავტორი Na Nuka
ნანახია 4 113

სახლში საშინლად დაღლილი მოვედი... დავიძინე... საღამოს 8 საათი იყო რომ გამეღვიძა და მეგობრებთან წავედი... რა თქმა უნდა მთელი საღამო ჩვენი პროფესიის ირგვლივ ვლაპარაკობდით, თითქმის ყველა ადვოკატები ვართ...
სახლში გვიან დავბრუნდი...
დილით ცხრა საათზე გამეღვიძა ... მაგვიანდებოდა... სწრაფად მოვწესრიგდი და სამსახურში წავედი... შესვენებაზე კაფეში ჩავედი.. ტელეფონმა დამირეკა:
-გამარჯობათ, ადვოკატი ნინა შენგელია ბრძანდებით?
-დიახ...
-სად შეიძლება თქვენი ნახვა? ჩემს შვილს თქვენი დახმარება სჭირდება.
-კარგით... ჩვენი ოფისი თუ იცით სადაა ?
-დიახ.
-მაშინ ნახევარ საათში იქ მობრძანდით.
-კარგით.
ოფისში ავედი... ნახევარ საათში მოვიდა ის კაცი.
-რით შეიძლება დაგეხმაროთ ?
-იცით ჩემი ვაჟი დაიჭირეს და მინდა მისი ადვოკატი იყოთ.
-კარგით მაგრამ მანამდე ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით...
-ჩემი შვილი არის სანდრო წერეთელი 25 წლის... ჩხუბი მოუვიდა და დაიჭირეს... ის ბიჭი, რომელიც ცემა საავადმყოფოშია... დღეს შეგიძლიათ ნახოთ სანდრო და ის ყველაფერს უკეთესად გეტყვით.
-კარგით მაშინ ახლა საქმეები მაქვს, მოვაგვარებ ყველაფერს და ორ საათში ერთად მივიდეთ.
-დიდი მადლობა.
საქმეებს რომ მოვრჩი, მივედით ციხეში. სანდრო ვნახე... ასეთს არ ველოდი... საშინლად სიმპატიური იყო...
-რა ლამაზი ადვოკატი მყოლია-ჩაიცინა
-თუ შეიძლება ზედმეტი კომენტარების გარეშე. დაწვრილებით მომიყევით ყველაფერი.
-მოგიყვებით იმ პირობით, რომ როცა აქედან გამოვალ შემხვდებით.
-მე არაფერს გპირდებით, აქ საქმისთვის მოვედი.
-კაი ჰო რა გჭირს... მოკლედ ტიპი ჩემ დას ეჩალიჩებოდა . ხოდა მივედი და შენ ხოარ უბერავ-თქო... ნუ ეს ცოტა ზრდილობიანად გეუბნევი, თორე სხვანაირად ვუთხარი.
-გააგრძელეთ.
-დამიწყო კაჩაობა და დავარტყი, მერე იმანაც დამარტყა, მერე კიდე დავარტყი, დაეცა და ისე ვცემე ვეღარც ადგა... მერე ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა, რო გამოვალ იმას ცალკე მივხედავ, ვინც დარეკა.
-ნორმალურად თუ შეიძლება.გააგრძელეთ
-თქვენობით ნუ მელაპარაკები. რაღა გავაგრძელო აღმოვჩნდი ციხეში.
-კარგით... ჯერჯერობით საკმარისია... ყველანაირად ვეცდები, რომ დაგეხმარო.
ციხიდან პირდაპირ სახლში წავედი...



რას იტყვით გავაგრძელო ?



№1  offline წევრი eRtI sWeRvA GoGo

ოჰო....დახვეწა ჭირდება ცოტა...თავების გაზრდა........და მეტი ინფორმაცია და კიდევ ბევრი დიალოგებია

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

dzaan patara iyoo.... cota intrigac arawyenda :)) dzaan mshrali tavi iyooo male dade da didebiii :))

 


№3  offline წევრი nini :)

თავები გაზარდე და ინტრიგა დაამატე მალე გააგრზელე

 


№4  offline წევრი Na Nuka

მადლობთ რჩევებისთვის <3 გავითვალისწინებ <3

 


№5  offline წევრი chemi samyaroo

Na Nuka
მადლობთ რჩევებისთვის <3 გავითვალისწინებ <3

როდის გააგრძელებ???

 


№6  offline წევრი Na Nuka

გავაგრძელე უკვე <3 ნახეე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent