შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (10)


24-08-2015, 18:41
ნანახია 3 055

3 დღეც და თბილისში წავიდოდა. არ უნდოდა იქ წასვლა, რადგან იცოდა, იქ არაფერი ელოდა.
არც აქ ჰყავდა ვინმე, სოფელში, მაგრამ მაინც არ უნდოდა.
მოგონებები ხომ ყველაზე მძაფრი რამაა, რაც ერთდროულად გვაკავშირებს წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან...
28 აგვისტო იყო. მარიამობა. ეკლესიაში არ წასულა. ნინელი და საბა იყვნენ წასულები.
წვიმის წვეთები თავგანწირვით ეცემოდნენ ოთახის ფანჯრებს. ფანჯრის რაფაზე იჯდა. ხელები მუხლებს შორის მოეთავსებინა, მათში კი ყავით სავსე ფინჯანი. ოთახში რომელიღაც კლასიკური მუსიკის ხმა ისმოდა.
ცისფერი ღრუბლები მტვერში ამოგანგლულიყვნენ და ხელ-პირს იბანდნენ.
ტიროდნენ ღრუბლები და მათთან ერთად ტიროდა სხვაც.
მოგონებების ზღვაში ჩაძირულ დეას აღარც ახსოვდა ყავა, რომელიც უკვე გაციებულიყო.
ახრჩობდა მონატრება და საკუთარი უსუსურობა.
დედამისმა დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა. იცოდა, გული აუჩუყდებოდა მისი ხმის გაგონებაზე და ატირდებოდა მერე. არ უნდოდა ტირილი, სულაც არ იყო ცუდ ხასიათზე.
ფეხები სწრაფად ჩამოსწია ფანჯრის რაფიდან. ყურადღება არ მიუქცევია, როგორ დაიღვარა მუქი სითხე იატაკზე.
რაღაც გიჟურმა სურვილმა შეიპყრო. თავს ვერ თოკავდა, ისე უნდოდა მტირალი ღრუბლების დარდის გაზიარება.
სმენა დაეძაბა და წვიმის ხმას მიჰყვებოდა. რაღაცას ეუბნებოდნენ დეას, მაგრამ გოგონას არ ესმოდა - რას.
კარი გააღო. ერთიანად დაეტაკა ცივი ჰაერი. ოდნავ შეაჟრჟოლა, მაგრამ მაინც გავიდა ეზოში.
სახე შეუშვირა მსუსხავ სითხეს. თითქოს მოუშუშებელი ტკივილი დაუამესო, ისეთი გრძნობა ჰქონდა.
ხელისგულები წინ გაიშვირა. თვალმოუშორებლად აკვირდებოდა მათ მოძრაობას.
ეს იყო რაღაც ენით აღუწერელი, თავგანწირული დაშვება.
უჩვეულო გრძნობა დაეუფლა, ამაღლებული და სასიამოვნო.
ხელებგაშლილი გაიქცა გზაში. გრძნობა ყოველი წვეთის დაცემას კანზე და უფრო და უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს. მაშინაც კი, როდესაც ასე შორს იყო მისგან თავისი ოცნების მამაკაცი.
პატარა ბავშვივით გამხიარებული ახტებოდა გზაზე დაგუბებულ წყალს.
ირმას სახლთან შეჩერდა. ჭიშკრის წინ ძაღლი იწვა. მაშინვე იცნო, თარაშის რომ იყო.
გული აუჩქარდა სიხარულით. ღობესთან დაყრილ ქვებზე შედგა და ეზოში გადაიხედა.
გაკვირვებულმა დაახამხამა თვალები. ჯაყელის მანქანა არსად ჩანდა.
„ალბათ სადმე წავიდა“.
ეზოში არავინ ჩანდა. არც სახლის აივანზე. თემურის მანქანა კი ფიცრულის ქვეშ დაეყენებინათ.
იმედგაცრუების მძლავრმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში. არადა როგორ ეგონა, რომ თარაში დაბრუნდა.
ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა. არ უნდოდა ატირებულიყო. ხომ იყო შეგუებული იმას, რომ თარაშს დიდი ხანი ვერ ნახავდა?! მაშ, რამ იმოქმედა მასზე ასე ძალიან?!
სველ ქვაზე ჩამოჯდა გზის მეორე მხარეს. ძაღლს დააკვირდა. თათებზე ედო თავი და გზას გაჰყურებდა.
ვერ გაეგო მოეჩვენა, თუ არა, მაგრამ რატომღაც იფიქრა, რომ ძაღლს სევდიანი თვალები ჰქონდა. ჰო, ჰო, ნამდვილად ასე იყო.
მერეღა გაახსენდა თვითონ რომ ძალიან ეშინოდა ძაღლების და გაუკვირდა, როგორ გაჩერდა მის წინ ამდენი ხანი, ან თვითონ ძაღლი როგორ არ გადმოვიდა შეტევაზე. გაუბედავად ადგა ფეხზე და ორიოდე ნაბიჯი გადადგა მისკენ.
დაფიქრდა. ძაღლის სახელის გახსენება უნდოდა. თვალები ძლიერად დახუჭა და გონება დაძაბა. არადა ახსოვდა, რომ ჰკითხეს მისი სახელი თარაშს.
„ჯანდაბა, ჯანდაბა, რა გქვია ძაღლო, რა?“ - ტუჩი მოიკვნიტა სიბრაზისგან და ამოიოხრა.
რა გაეწყობოდა, ვერ გაიხსენა და რას იზამდა აბა. კიდევ ფურო მიუახლოვდა. ძაღლმა ერთი დაიღრინა, დეამ შეჰკივლა და უკან გახრტა, მაგრამ მალევე დაწყნარდა, კიბამ რომ არაფერი მოიმოქმედა სხვა.
-კიბა, კიბა! - აყვირდა ძაღლის სახელის გახსენებით გახარებული და თამამამად დაიხარა მისკენ. - კიბა, ხომ არ მიკბენ? - დათაფლული ხმით ელაპარაკებოდა. ნელა წაიღო მარჯვენა მტევანი კიბასკენ და თავზე გადაუსვა. ძაღლი გაინაბა. დიდრონი, სევდიანი თვალებით შეხედა ჯავახიას და ისევ გზას გახედა.
„რა მგრნობიარეა, ამას მგონი პატრონზე უფრო მეტად აქვს განვითარებული ადაიანური გრძნობები“. - ხმამამაღლა გაეცინა საკუთარ ფიქრებზე.
ძაღლის დანაღვლიანების მიზეზს მიხვდა. რა თქმა უნდა, პატრონი ენატრებოდა სულიერს. ამიტომ იყო გზას რო გაჰყურებდა და წვიმის მიუხედავად, მაინც გარეთ რომ ელოდა.
ჯავახიაც დანაღვლიანდა. თვითონაც ძალიან ენატრებოდა თარაში.
-კიბა, როგორც ჩანს, ჩვენ ერთი და იგივე დ=საწუხარი გვაქვს. - ხმადაბლა უთხრა ძაღლსა და კიდევ ერთხელ მოეფერა.
სრულიან გაქრობოდა მის მიმართ შიში, მით უმეტეს, რომ ამხოვს თავიანთი პირველი შეხვედრა.
-მოდი, შევრიგდეთ, კარგი? - ისევ წამოიწყო ლაპარაკი. - დავივიწყოთ ძველი წყენა და დავპირდეთ ერთმანეთს, რომ არც შენ მიკბენ და არც მე გაგაბრაზებ. - ისე ელაპარაკებოდა, თითქოს ძაღლი მისი სიტყვების შინაარს გაიგებდა.
ბოლოს ხელი გაუწოდა, მისდა გასაოცრად, კიბამაც გაუწოდა თათი.
ჯერ თვალები ჭყიტა გაოგნებულმა, მერე კისკისი დაიწყო და ბოლოს ძაღლის თათი ხელში მოიქცია. არ ანაღვლებდა ის, რომ ხელი დაესვარა.
სიცილი ტირილში გადაიზარდა. გული აუჩუყა ცხოველის საქციელმა. ბევრი სხმენია, თუ როგორი ერთგულია ძაღლი, რა ძალიან უყვართ თავიანთი პატრონები. ბავშვი რომ იყო,ჟურნალ-გაზეთებშიც წაუკითხავს ომში წასულ პატრონს წლები რომ ელოდა ძაღლი მატარებლის სადგომზე.
გული დაუმძიმდა. ეცოდებოდა კიბა. თვითონ ადამიანი იყო, ჩვენ, ადამიანები კი ისეთები ვართ, ხან რაზე გადავიტანთ ხოლმე ყურადღებას, ხან - რაზე. ცოტა თუ დიდი ხანი, სატკივარს მაინც ვივიწყებთ და ასე ვიმსუბუქებთ ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს.
ძაღლი?! ეეჭვებოდა ჯავახიას მას თავის პატრონის დაბრუნებაზე არ ეფიქრა თავისებურად.
ფეხზე წამოდგა. გზაზე გავიდა და კიბას დაუძახა. ძაღლი წამოდგა. ისევ განაგრძნო დეამ გუბეებზე ხტომა, კიბა უკან მოსდევდა, თან კუდს აქიცინებდა და ცოტა გახალისებულიყო.
წყარომდე ჩავიდნენ ასე. გზაში არავინ შეხვედრიათ, წვიმის გამო ყველა სახლში შეყუჟულიყო.
ახალი გასართობი მოაფიქრდა ჯავახიას. ჯოხს გადააგდებდა ხოლმე შორს, კიბა გარბოდა და მასთნ მიჰქონდა.
-რა კარგი გაწვრთნილია, მეც კი მინდა ასეთი კარგი მეგობარი. - აღტაცებულმა წამოიძახა და მის წინ ჩაცუცქულ ძაღლს ხელი გაუწოდა, მის სიკარგეში დასარწმუნებლად. მანაც შეაგება თათი და მერე ხელი გაულოკა.
დასველებულ საათზე დაიხედა გოგონამ. აღარ მუშაობდა. დამწუხრებულმა ამოიოხრა და ძაღლთან ერთად გაუყვა გზას.
ირმას სახლს რომ მიუახლოვდნენ, შეჩერდა. ტუჩი მოიკვნიტა ჩაფიქრებულმა. ვერ გადაეწყვიტა დაეტოვებინა თუ არა კიბა მათთან. მართალია, პატრონისგან არ ჰქონდა მისი წაყვანის ნება დართული, მაგრამ ფიქრობდა, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ თვითონ წაიყვანდა სახლში.
-არამგონია ძალიან გაბრაზდეს თარაში. - ორჭოფით დახედა ძაღლს. - შენ როგორ ფიქრობ? - მოღუშულმა ჰკითხა, თითქოს მიიღებდა მისგან პასუხს.
კიბამ კუდი გააქიცინა. დეას გაეღიმა. თემურს დაურეკავდა და ეტყოდა, რომ კიბა მასთან იყო. კარგად მოუვლიდა და პრობლემაც არაფერი შეექმნებოდა.
სახლისკენ გაიექცა. წვიმა ნელ-ნელა წყდებოდა.
აქოშინებული შევიდა ეზოში და ძაღლს დაელოდა, რომელიც არ აპირებდა შეჰყოლოდა მას.
-შემოდი რა, კიბა! - შეემუდარა.
არაფერმა გაჭრა. ბოლოს პური გამოიტანა და ასე ცდილობდა მის შეყვანას.
-არ გისაყვედურებს თარაში ჩემთან თუ წამოხვალ.
ძაღლმა თავისი პატრონის სახელი რომ გაიგონა, ყურები ცქვიტა, კუდი გააქნია და ყეფა დაიწყო. გაიქცა, ალბათ ეგონა, რომ მოდიოდა.
შეშინებული დეაც გარეთ გავარდა, არ დაიკარგოსო.
მალევე დაბრუნდა კიბა, კიდევ უფრო მოწყენილი და დასევდიანებული. ჯავახიას ფეხებთან დაწვა , თათი გაილოკა და აწკმუტუნდა.
ტირილი უნდოდა დეას. გული უკვდებოდა მას რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა. მერე სიბრაზემ მოიცვა, რა საქმეზეა წასული ასეთზე, ძაღლი რომ მიატოვაო.
ძლივს ეიყვანა კიბა ეზოში.
ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო: შეეყვანა თუ არა სახლში. აივანზე რომ დახვედროდა ნინელის, იცოდა, გაგიჟდებოდა ქალი. სახლში რომ ენახა, ხომ მით უმეტეს, დეასაც გააგდებდა გარეთ და ძაღლს ზედ მიაყოლებდა. არადა ეცოდებოდა წვიმაში.
მერე აივანზე მიუჩინა ადგილი, სხვა გზა არ ჰქონდა უბრალოდ.
ნინელის თხოვდა, რომ დარჩენილი 2-3 დღე მათთან იქნებოდა. პირობასაც მისცემდა, რომ მას არ შეაწუხებდა. თითქოს უკვე მოაგვარა ეს პრობლემაო, ისე ამოისუნთქა. გაზზე აშიშინებული ქვაბი ჩამოდგა, წყალი მოანელა და სააბაზანოში შევიდა.
***
ბევრი ეხვეწა და ემუდარა თემურს, თბილისში წავიყვანო კიბას, მზრუნველობას არ მოვაკლებ და საჭმელსო, როგორც მეტყვი და რასაც, იმას ვაჭმევო, მაგრამ თავდაპირველად მტკიცე უარზე იდგა კაცი.
-დეა, რატომ არ გესმის, მართალია ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ რადგან თარაშმა კიბა მე ჩამაბარა, ჩემთან უნდა დარჩეს! მისთვის ეს ძაღლი სათამაშო დამდვილად არაა, ძალიან უყვარს და შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამე რომ დაუშავდეს, ან კიბამ რომ რამე დაუშავოს შენს ოჯახის წევრებს თბილისში, რა მოხდება, რას მოიმოქმედებს ჯაყელი! - უკვე მერამდენედ უხსნიდა საქმის ვითარებას ჯავახიას.
-ვიცი, ვიცი, მაგრამ გპირდები, რომ გარეთ როცა გავიყვან იმას გავუკეთებ.. რა ჰქვია.. აი ის რა, თავზე რომ უკეთებენ, ვინმეს რომ არ უკბინოს. ხშირად გავასეირნებ, კარგად ვაჭმევ, რომ არ გასუქდეს ერთად ვირბენთ ხოლმე დილაობით და საღამოსაც. გაწვრთნილი კია და თარაშის დაბრუნებამდე არ დაავიწყდება არაფერი! - არც დეა ეპუებოდა თემურს და მტკიდეც იდგა თავის აზრზე.
ბოლოს გაიმარჯვა. უსაზღვროდ გახარებული ჩახტა საბას მშობლების მანქანაში კიბასთან ერთად და თბილისისკენ აიღეს გეზი.
ახლა იქ ელოდა პრობლემები, მაგრამ სჯეროდა, რომ ამასაც გადალახავდა ბევრს სხვა სირთულესთან ერთად.

*****
რაღაცნაირი უაზრო თავია, ვიცი, მაგრამ ახლა ეს იყოს და ვეცდები 12-ის მერე 4-5 გვერდი კიდე დავწერო და დავდო.
ჰმ, მოტივაცია მინდა.
მოგწონთ კი საერთოდ?



№1  offline წევრი tamuna.s

აუ ამაღამ დადე რა გთხოვ. მოუთმენლად დაველოდები, შენი იმედი მაქვს winked

 


№2  offline წევრი my-ilen

უაზრო ნამდვილად არ იყო, უბრალოდ პატარა იყო,
12ის მერე იმედია დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent