შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილისფერი


25-08-2015, 00:47
ავტორი lizbeth
ნანახია 1 261

წვიმდა.ძლიერად წვიმდა და გუბეები დაეყენებინა გზაზე. ის კი მიდიოდა და დიდი ნაბიჯებით და ცდილობდა ხმაურიანად ჩაებიჯებინა გზაზე დამდგარ გუბეებში. ხუჭუჭა მზისფერ თმას წვიმა უსველებდა და წვეთები სახეზეც ჩამოსდიოდა. დროდადრო ხმამაღლა ესალმებოდა აჩქარებით სახლისკენ მიმავალ თანასოფლელებს და ისევ ისე ნელა აგრძელებდა გზას სკოლისკენ. გუშინ 15ის გახდა,უკვე დიდია,მალე სკოლასაც დაამთავრებს და... რას იზამს მერე სკოლას რომ დაამთავრებს?! ამაზე ფიქრობდა თვითონაც და ოცნებები ერეოდა თავში. ასე ოცნებით გართული სკოლის კარსაც მიადგა,ავიდა თავის საკლასო ოთახში და კლასის ბოლოში ერთ პატარა მერხს მიუჯდა. ბავშვებს გადახედა,მაგრამ არაფერი უთქვამს. მერე იმ გოგოს უყურებდა, 2 დღის წინ რომ უთხრა ბოროტი თვალები გაქვსო, აინტერესებდა როგორი იყო იმ გოგოს თვალები, როგორ მიმხვდარიყო კეთილი იყო თუ ბოროტი. თან გაჯავრებით იყურებოდა, ბოროტი თვალები სულაც არ მაქვსო ფიქრობდა. მართლაც არ ჰქონდა ბოროტი თვალები თომას.ჰო დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა,თომა ერქვა. ჰოდა იმას ვამბობდი,სულაც არ ჰქონდა თომას ბოროტი თვალები,უბრალოდ უმუქდებოდა წლებთან ერთად და სიკვდილისფერი ერეოდა თვალებში. გინახავთ სიკვდილისფერი თვალები?! ოჰ ისეთი იყო,ჟრუანტელი დაგივლიდათ და მოგაჯადოვებდათ თან. ჭაობისფერ თვალებში შერეული სიკვდილის ფერი. მაღალი ბიჭი იყო თომა,მზისფერი კულულებით, გამხდარი და ერთი შეხედვით აწოწილი. ჭკვიანი იყო მაგრამ შენიშვნებს და დაბალ ნიშნება იღებდა ხშირად, უყურადღებო იყო და იმიტომ.მთელი გაკვეთილი თავის ფიქრებში იყო და ის შენიშვნებიც არ ესმოდა ზოგჯერ. ასე იყო ყოველთვის. ყოველ დილით მიაბიჯებდა სკოლისკენ და არცერთ გუბეს არ აცილებდა ფეხს და ისევ ისე ჩაფიქრებული მოდიოდა უკან მძიმე ჩანთით ბეჭებზე.
მერე სახლშიც მივიდოდა და დედა ხვდებოდა, შრომისგან გაუხეშებულ,მაგრამ მაინც ნაზ ხელს თავზდ გადაუსვამდა და იაევ საქმეს აგრძელებდა. თომაც მონახავდა თავის კუთხეს დედისთვია ხელი რომ არ შეეშალა და იჯდა იმ კუთხეში საათობით. კითხულობდა ან ფიქრობდა. მერე ჩაეძინებოდა ასე წიგნით ხელში და იმწუთას გაჩნდებოდა დედის სურნელი მის თავთან,დედია ნაზი და უხეში ხელები გადააფარებდნენ თბილ საბანს,მერე დედის ტუჩებს იგრძნობდა შუბლზე მძინარესაც კი ჩაეღიმებოდა ბედნიერებისგან. ბედნიერებისგან რომელსაც ნალე დაარღვევდა ხმაურიანი ნაბიჯები, არყის და ღვინის სუნი და ჩახლეჩილი,საძაგელი ხმა.
მერე საძაგელ ხმიანი კაცი ეჩხუბებოდა თომასათვის ყველაზე ძვირფას,დედას. სანამ თომა პატარა იყო შეშინებული იმალებოდა,საბანში მაგრად გამოეხვედოდა და ტირილსაც ვერ ბედავდა,საძაგელ ხმიანი კაცისა ეშინოდა,კაცის რომელსაც მამამისად იხსენიებდნენ. ახლა უკვე დიდი იყო თომა და სძულდა ის ხმაურიანი ნაბიჯები,სასმლის სუნი,ჩახლეჩილი ხმა და აწითლებული სახე,სძულდა მამა. და უფრო მეტადაც სძულდა ვიდრე ადრე,რადგან როცა ის კაცი დედამისს სცემდა დედამისი უხმოდ იტანდა და მეორე დღეს დალურჯებულ სახეს არიდებდა თომას. ხოდა ახლაც იგივე მოხდა,მოვიდა ხმაურიანი ნაბიჯები და თომამ გაიგონა როგორ წაიქცა მეორე ოთახში სკამი,მერე მეორეც,მერე ვიღაც დაეცა და გაგუდული ხმით ატირდა. თომას ჯერ თვალები ჩაუწითლდა,მერე წამოჯდა,კარს შეხედა და უეცრად სულ აირია. ხის კარზე გამოყვანილ ზოლებს დაუწყო თვლა და გაკვირვებული ფიქრობდა მე უფრო ნაკლები მახსოვდაო. მერე წამოდგა,ოთახიდან გავიდა და კართან დადგა. რამდენჯერ უფიქრია ამაზე საბანში გამოხვეულს და დამალულს ,ამ მომენტზე.იცოდა,ყოველთვის იცოდა რომ მისი სიკვდილისფერი თვალებიდან ოდესღაც სიკვდილი გამოჟონავდა,იცოდა მაგრამ არ სჯეროდა მაინც. ხოდა ახლა კარებთან იდგა,მაგიდიდან დანა აეღო და ისე თითქოს ეს არაერთხელ გაეკეთებინოს,თითქოს ყოველდღიურ საქმეს ასრულებსო, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და ოთახში სიკვდილის სუნიც დატრიალდა.
მერე თომამ წლები დაკარგა. მეზობლებმა თქვეს მშვიდი და კარგი კაცი იყო ცხონებულიო და თუ ხანდახან ცოლს ეჩხუბებოდა ეგ რა ჩვენი საქმეაო.თომამ ახლა დროც რომ დაბრუნდეს იგივეს ვიზავდიო ისევ. ხოდა დაკარგა თომამ 7 წელი და 22 წლისა გაათავისუფლეს. მხოლოდ მზისფერი კულელები და სიკვდილისფერი თვალები შერჩენოდა,ისე კი სულ გამოცვლილიყო. თავისუფლება,უცნაურად ჟღერდა ეს სიტყვა მისთვის როცა ულოცავდნენ. ჯერ კიდევ პატარა,სკოლის მოსწავლე ბიჭი იყო და უცებ 22 წლის კაცად იქცა,ის 7 წელი დაიკარგა,წაართვეს. დაეხეტებოდა ქუჩებში თომა,ოღონდ გუბეებს გვერდს უქქცევდა ამჯერად და თავის დაკარგულ 7 წელა ხედავდა ყველა გუბესთან. დაეხეტებოდა და ცხოვრება ბეჭებით დაჰქონდა.სახლში გვიან ბრუნდებოდა და დარდისგან მოტეხილი დედის მზრუნველი მზერა არ ასვენებდა. და როგორც დედა დალურჯებულ სახეს,ისე უმალავდა თვითონ თვალებს,მის მზერას გაურბოდა,არ ვიცი ცოდვა არ ასვენებდა თუ უბრალოდ არ სურდა დედას შეემჩნია როგორ გაიზარდა და შეიცვალა. და უყურებდა სიკვდილისფრად ყველაფერს და ქუჩაში სიარულისას თავდახრილი დადიოდა სულ ან სულ ზეცას აჰყურებდა სხვას არც არაფერს. მერე კი მის სიკვდილსფერ თვალებს რაღაც სხვა ფერი შეერია უცნაური ფერი. ეს იყო შავთმიანი,სიცოცხლით სავსე გოგონას-ანასტასიას ბრალი.ქუჩაში შეხვდნენ, თომა ზურგიდან მიჰყვებოდა და რაღაც ნაცნობი სუნი იგრძნო ახალსა და სასიამოვნო სუნში არეული, ბავშვობის დროინდელი სითბოს სუნი ასდიოდა ნასტასიას ზურგს,ბეჭებს,ნაბიჯებს,მაგრამ ეს სუნი განსხვავდებოდა ბავშვობისდროინდელ დედის სითბოს სუნისაგან. ანასტასიამ რამოდენიმეჯერ სწრაფად მოიხედა უკან,გრძელი შავი თმა ჩამოეშალა და ზურგს უკან გადაიყარა,გზა განაგრძო,მაგრამ უფრო ნელა ვიდრე მანამდე.თომამაც უკლო ნაბიჯს,უნდოდა დიდხანს დარჩენილიყო მის ზურგს უკან და დიდხანს ეგრძნო სუნი რომელიც მის მხრებს და ნაბიჯებს ასდიოდა.ბიბლიოთეკის წინ შეჩერდა ანასტასია,თომას მიანათა უცნაური ფერის თვალები და სწრაფად შევიდა. თომა კართან შედგა,ცოტა იყოყმანა,მერე წასასვლელად შემობრუნდა,ის სუნი მოაგონდა და სულ დაიბნა. მერე უცებ თვალები დახუჭა,რაც იქნება იქნებაო ჩაიბურტყუნა და სწრაფად შევიდა ბიბლიოთეკაში. ჯერ ირგვლივ მიმოიხედა და ნაცნობი ზურგიც დაინახა. მიუახლოვდა სულ ახლოს მივიდა და რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით ჩამოჯდა მის ზურგთან. ანასტასიამ,თითქოს ზურგზე თვალები ჰქონოდეს,გამოიხედა და ჩაიღიმა,მთელი ცხოვრება ჩაეტია მის ერთ ღიმილში. მისი თვალების ფერს დააკვირდა თომა და მართალია ეს ფერი ვერაფერს მიამსგავსა მაგრამ ძალიან კი მოეწონა. სიყვარულისფერი თვალები ჰქომდა გოგონას,რომლის ნაბიჯებსაც სითბოს სურნელი ასდიოდათ. ანასტადია უცებ წამოდგა და ოდნავ დარცხვენილი ღიმილით მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით თომას წინ ჩამოჯდა. ხელი უხერხულად გაუწოდა და კიდევ უფრო უხერხულად შეაგება თომამაც თავისი.
-მე ანასტასია მქვია: უთხრა გოგონამ დაბალი ხმით და პასუხის მოლოდინში ისე დაიძაბა თითქოს მისი სიცოცხლე წყდებოდა.
-თომა: უთხრა ჩუმად ბიჭმაც და უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
ანასტასია წავიდა,წავიდა და თან წაიღო სურნელიც და სიყვარულისფერი სამყაროც,მაგრამ თომას დაუბრუნა იმედი,ოცნებები და მიზნები. მეორე დღეს თომა დილიდან ბიბლიოთელაში იჟდა და იცოდა რომ ანასტასია აუცილებლად მოვიდოდა.მოვუდა კიდეც. ერთმანეთს უფრო თავისუფლად მიესალმნენ ვუდრე წინა დღით. თომამ ამასტასიას თითების სითბოც შეიგრძნო ხელზე და გაიღიმა.რა ხანია ასეთი ბედნიერი ღიმილი არ გაჩენილა მის სახეზე. ამ დღის შემდეგ კი ხშირად იღიმოდა და მის თვალებსაც ერეოდა სიყვარულის ფერი. ყველაფერი უამბო ანასტასიას ანასტასიამ კი უთხრა მესმისო შენი,დედის გამო მეც გავაკეთებდი იგივესო და ერთბაშად გული დაუმძიმდა თომას ტკივილით,მერე ცრემლების დასამალად თავი მიაბრუნა და უთხრა:
- ყველაფერი უაზრობა როცა დედა ტირის, თვით სიკვდილიც კი. თუ დედა ტირის,მკვდარიც რომ იყო უნდა გაცოცხლდე.
სახეში შეხედა თომას გაუღიმა და მაგრად მოეხვია. და იმ წამს, პირველად შეიცვალა თომაში რაღაც. იმ წამს ისიც სიყვარულის ფერი გახდა.
სიკვდლისფერ თვალებიანი ბიჭის ცხოვრებაში მოვიდა გოგონა სიყვარულისფერი თვალებით და ბიჭის ცხოვრება თავისი თვალების ფერი გახადა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent