შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით [11]


26-08-2015, 01:45
ავტორი lisebeth
ნანახია 3 684

ვერაფრით იჯერებდა ელენე ,რომ ასე სულელურად დაიგვიანა. არადა რამდენი საათით ადრე გამოვიდა სახლიდან. ნეტა პირდაპირ აქ წამოვსულიყავიო გაიფიქრა და ლამის მუხლები მოეხეცა. ადგილზე ტრიალებდა ინსტინქტურად და ვერ მოეფიქრებინა,რომ გაჩერებულიყო. გული ლამის ყელში ებჯინებოდა. ბრაზობდა იმის გამო ,რომ მმოვიდა...იმის გამო ,რომ დაიგვიანა...იმის გამო რომ მოიტყუა და იმის გამოც ,რომ საერთოდ არსებობდა ის ‘’რაღაც ‘’ რაც რატისთან აკავშირებდა. ხალხი აჩრდილებს დაემსგავსა მის გარშემო. ყურები დაუგუბდა და მოეჩვენა,რომ აღარ ესმოდა. განცდები კანკალში გადაეზარდა...ის იყო უნდა დაცემულიყო მესიჯი მოუვიდა.
‘’-სხვათაშორის გხედავ...’’
სიბრაზე ახლა მოლოდინში გადაეზარდა. ყველა მხრიდან ელოდა მის გამოჩენას. წამები საუკუნეებად გაეწელა.წამით მოეჩვენა თუ დაუშვა,რომ არ მოვიდოდა, მაგრამ ვიღაცამ მაჯაში წაავლო ხელი და ზურგისკენ შეაბრუნა. სასურველი სახის დანახვამ მხოოდ ღიმილი მოჰგვარა. წამიც და მისი ტუჩემი სხვისას შეეხო. გონება დაებინდა თითქოს სადღაც უსასრულობაში აღმოჩნდა. საერთდ არ შეწინააღმდეგებია. ხელი ,რომ გაუშვა არც მერე უთქვამს რამე ,მაგრამ თვალებში ისეთი სინათლე უკრთოდა რატი ისედაც ხვდებოდა რას გრძნობდა გოგონა.
-მეგონა აღარ მოხვიდოდი...
-მეც მასე მეგონა..._ხელები იდიოტივით ჩაიტენა ქურთუკის ჯიბეში. ადგილზე ქანაობდა ისე ,რომ ამას თვითონაც ვერ ხვდებოდა.
-უკვე გასასვლელთან ვიყავი,რომ დაგინახე.
-არ გაგვიანდება?
-სიმართლე გითხრა კი...სანამ ჯერ ისევ რიგი დგას შესვლაზე დრო მანამდე მაქვს_ელენემ ინსტინქტურად მიიხედა უკან და დაინახა,რომ ათიოდე კაციღა იყო დარჩენილი შემოწმებაზე.
-ესეიგი დრო ფაქტობრივად არ გაქვს.
-მიხარია ,რომ მოხვედი...
-მართლა?_თვალები გაუბრწყინდა ელენეს
-მართლა ...და ძალიან ვწუხვარ ,რომ უნდა წავიდე...
-აუცილებლად უნდა წახვიდე...უკვე ამთავრებ და აბა როგორ გინდა...
-მოგწერ...აუცილებლად მოგწერ ხოლმე ტელეფონზეც და ფეისბუქზეც ,მაგრამ ახლა მართლა უნდა წავიდე სანამ გასასვლელი დაკეტეს _რატიმ სპორტული ჩანთა მხარზე მოიგდო და იქეთ წავიდა. ორი ნაბიჯიც არ ქონდა გადადგმული რომ უკან მობრუნდა და ისევ აკოცა. ელენე მკერდამდე ძლივს წვდებოდა და მთელი ძალით აიწია ფეხის წვერებზე. წამიერად ჩახედეს ერთმანეთს თვალებში. მეტი დრო ისედაც აღარ ქონდათ...
-ჩემთვის პირველი კცნა არ ყოფილა...მაგრამ იცი? წუხელ ფილმს ვუყურებდი და რაღაც მოვისმინე...პირველი კოცნა მხოლოდ ის კოცნა შეიძლება იყოს ,რომელიც ნამდვილიაო ..._ელენეს აღფრთოვანებამ პიკს მიაღწია და მთლიანად ამოხეთქა. ისევ აიწია ფეხის წვერებზე და ამჯერად თვითონ აკოცა.
-ხომ მომწერ არა?_გაუღიმა რატიმ. ელენემ მხოლოდ თავი დაუქნია._ახლა სკოლაში წადი არ მინდა ჩემს გამო დაისაჯო._ელენემ ისევ თავი დაუქნია.რატიმ სირბილით გაიარა გზა და მალევე კარში გაუჩინარდა. ემოციებისგან დატვირთული ელენე იქვე სკამზე ჩამოჯდა და ცოტა ხანს დაფიქრდა. იმაზეც დაფიქრდა კიდევ როდის ნახავდნენ ერთმანეთს... რას ნისნავდა ეს ყოველივე ერთად იყვნენ? ერთმანეთი უყვარდათ? ახლა მის შეყვარებულად უნდა ეცნო თავი?
არც იცოდა ამ სიტუაციაში როგორ მოქცეულიყო. მხოლოდ ის მოახერხა გარეთ გამოსულიყო და ტაქსი გაეჩერებინა. მთელი გზა ამაზე ფიქრობდა. სკოლასთან ,რომ ჩამოხტა კარის დარაჯმა უპრობლემოდ გაატარა. ნინი და მარი შემოსასვლელში კიბეზე ისხდნენ. მარის უკვე მოეყოლა რომ ელენემ სკოლა გააცდინა.
-სად იყავი გოგო?_დაუყვირა ნინიმ. გული გამისკდა ...
-საქმე მქონდა და გავაცდინე
-რა საქმე?_დაუმატა ნინიმ._ჩვენთვის გეთქვა და დაგეხმარებოდით. იცი მაინც რამდენი რამ წარმოვიდგინე?
-არაფერი მომხდარა...კარგად ვარ და მორჩა...დამთავრდა ხო გაკვეთილები?
-კი დამთავრდა_ პირველად ამოიღო ხმა მარიმ
-ჯავახიშვილი დირექტორი გიბარებს._გამოვიდა ნანა და ელენეს კაბინეტისკენ გაუძღვა.უკვე იცოდა რაზეც იქნებოდა საუბარი. არც შემცდარა.
-ჯავახიშვილი ერთი დღე გაათენა როცა შენი გვარი არ მექნება გასახსენებელი...რა გემართება გამაგებინე...უკვე მრცხვენია შენს მშობლებთან დარეკვა.
-ჯერ არ დაგირეკავთ?
-ჯერ ამიხსენი სკოლა რატომ გააცდინე...
-სიმართლე გითხრათ დილითვე გამომიშვეს სკოლაში ,მაგრამ მე გავიპარე სხვაგან
-რა სითავხედეა.მშობლებს აქ ჰგონიხართ თქვენ კიდევ... ახლავე ვურეკავ ბატონ გიას.
-გთხოვთ არ დარეკოთ ყველაფერს აგიხსნით და მიხვდებით ,რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია...
-ეგ თქვენს მშობლებს აუხსენით...
-მომისმინეთ და გპირდებით ეს აღარ განმეორდება.
თემურმა ტელეფონი დადო და სმენად იქცა.
-საქმე ისაა,რომ დღეს ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ მიდიოდა და მის გასაცილებლად აეროპორტში გავიპარე. ცუდი არაფერი ჩამიდენია...ვიცოდი სკოლას არ გამაცდენინებდნენ და ამიტომაც წავედი...გთხოვთ არაფერი უთხრათ...მე ხომ აქ ვარ და არაფერი მომსვლია. როგორც გინდათ დამსაჯეთ ოღონდ ჩემებს არაფერი უთხრათ...წარმოიდგინეთ რამდენ ხანს ვერ ვნახავ ჩემს მეგობარს... იქნებ გამიგოთ ...
თემურს გოგონას ხვეწნა მუდარამ გული მოულბო და თავი დაუქნია. ელენეს თვალები გაუბრწყინდა.
-კარგი ,მაგრამ კიდევ თუ გაბედავთ გაპარვას გეფიცებით ყველაფერს ვეტყვი თქვენს მშობლებს.
-გპირდებით აღარ განმეორდება...გეფიცებით...
-ოთახში დაბრუნდით და ხვალინდელი გაკვეთილებისთვის მოემზადეთ.
გარეთ ,რომ გამოვიდა ირაკლი და ნანა ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.
-რით დაგსაჯეს ჯავახიშვილო?_ირონიულად გაიღიმა ნანამ და ირაკლიც აჰყვა
-თქვენ წარმოიდგინეთ არაფრით ..._კარი გაიხურა ელენემ. ორივეს ღიმილი შეეყინა სახეზე.
-ნანა რატომ არის დირექტორი ამ ბავშვების მიმართ ასეთი გულმოწყალე?
-იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს. შენ ეტყობა ვერც ხვდები ვინ არიან მაგენის მშობლები. ჩვენი სკოლა ასეთი პრესტიჟული სწორედ იმიტომაა ,რომ მასეთი ხალხის შვილები სწავლობენ აქ. იცი მაინც ჯავახიშვილის მშობელი სკოლაში რამდენ რამეს აფინანსებს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სამ სოციალურად დაუცველ ბავშვს გადასახადს უხდის. საჯაროებიდან კონკურსით შეარჩიეს საუკეთესოები. ერთ-ერთი რაიონიდანაა და არდადეგებამდე სკოლიდან ვერ მიდის.
-ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ტყუილად არ უთქვამს ბრძენ ხალხს.
-გირჩევ მაგათ არ გადაეკიდო...ეგრევე მშობლებთან გარბიან თუ რამე არ მოეწონათ. მერე მოცვივდებიან და ერთ ამბავს ტეხენ...მარტო ეგ ხუთეული კი არა, მასეთი აქ ათასია ...ასე ,რომ მოერიდე....წესრიგი დაიცავი,მაგრამ შორსაც ნუ შეტოპავ...ზღვარს ნუ გადახვალ._ნანამ ქაღალდები ამოიჩრა იღლიაში და დირექტორის კაბინეტისკენ წავიდა.
-ამ ლაწირაკების ჭკუაზე როგორ უნდა დავდიოდეთ_კბილებში გამოსცრა ირაკლიმ

დარბაზში რეპეტიცია მიმდინარეობდა. პირველად გამოჩნდა ანანო,რომელმაც ყველას გაუღიმა და გაეცნო. დიანას აშკარად მოეწონა სამეგობროდ. მალე დაჩიც გამოცნდა. დიანამ მთელი აღტაცება მოიკრიბა და ‘’შეყვარებულს’’ მოეხვია. მიუხედავად ამისა ყურადღების მიქცევა ვერ მოახერხა. ამ დროს სირბილით შემოვარდა ნინა და ვიღაც გოგოსაც მოათრევდა ხელით,
-რა ხდება ნინა?_მიაყვირა დათამ
-მეთხუთმეტე ვიპოვე_ძლივს ამოისუნთქა გოგონამ
-დასრულდა შერჩევა ნინა_თქვა დაჩიმ
-ეს ის არის რაც არ გვაქვს და რაც გვჭირდება
-ასეტი რა არის ?_თმების თამაშს მოჰყვა ანანო
-ბალეტი...გაიცანით ლელა დვალი ...ბალერინა ...
-რაა?_შეიყვირა დათამ
-საძინებელში შევუსწარი პარტიას ცეკვავდა ფილმიდან შავი გედი ...აი ხომ გაქვს ნანახი მგონი ნატალი პორტმანი თამაშობს არა? გასაოცარი იყო...
-შესარჩევ ტურზე რატომ არ მოხვედი ?_კითხა დაჩიმ
-რავიცი უკვე ერთი წელია არ მივარჯიშია....მას მერე რაც აქ გადმოვედი .
-გვანახე რა შეგიძლია_ თქვა დიანამ. ყველა საყურებლად გაემზადა. გოგონამ ფეხზე ამოიცვა ,რომელიც ხელში ეჭირა და ცეკვა დაიწყო.

ელენე ოთახში ,რომ შევიდა გოგონები იქვე ისხდნენ და აშკარად ელოდნენ. მოწყენილი და დამძიმებული იყო. თავს საშინლად გრძნობდა. ყველაზე მეტაად გაურკვევლობა კლავდა. ახლა ახსნა განმარტებების თავი ნამდვილად აღარ ქონდა. ისე უნდოდა დაძინება როგორც არასდროს მის ცხოვრებაში. საწოლზე ჩამოჯდა და მორჩილად დაელოდა რას ეტყოდნენ. მის და გასაკვირად მარიმ დაიწყო.
-ელენე შენ ჩემთან რამე პრობლემა გაქვს?
წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა ეპასუხა.
-არა რა პრობლემა უნდა მქონდეს?_თავი გააქნია მეტი დამაჯერებლობისთვის
-მე რა ვიცი...აღარ მელაპარაკები და საერთოდ ამომშალე შენი ცხოვრებიდან
-ნუ ამლაშებ რა შენ არაფერ შუასი ხარ . პრობლემა ჩემშია და ჩემს პრობლემებში. ვცდილობ ჩემი ცხოვრება დავალაგო და შენ ნამდვილად არაფერ შუაში ხარ. _გადაჭრით თქვა გოგონამ.
-დარწმუნებული ხარ?
-კი...
-აბა რატომ არ მელაპარაკები და თავს რატომ მარიდებ ?
-უბრალოდ არ ვარ კარგად და ვცდილობ ყველას მოვერიდო. რა არის აქ გაუგებარი.არ მაქვს უფლება ცოტა ხნით ჩემს თავთან მარტო დავრჩე?
-რატომღაც მხოლოდ მაშინ ღიზიანდები როცა შენს გვერდით მე ვარ. თითქოს წითელს გინთებ და შენც მაშინვე ფეთქდები...
-გეჩვენება პრობლემა სხვა რამაა და ვცდილობ მოვაგვარო...უფრო სწორად მგონი უკვე მოვაგვარე. მაპატიე თუ ცუდად გამომივიდა და ცუდად გაგრძნობინე. ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ეგ...უბრალოდ დრო მჭირდება ამ ყველაფრის გადასახარშად...მძიმე პერიოდი მაქვს...
-მეგობრები სწორედ იმიტომ ჰყავს ადამიანს ,რომ მაგ მძიმე პერიოდში მხარში დაუდგეს. რატომ არ ცდილობ გვითხრა რა გჭირს და დაგეხმაროთ?
-იმიტომ ,რომ ეს მე და ჩემს ოჯახს გვეხება და არ მსურს ამ საქმეში სხვები გაერიონ ...
-ჩვენ არ ვართ სხვები ...
-მარი გთხოვ ეს მართლა მათი ოჯახის საქმეა და სჯობს ჩვენ არ ჩავერიოთ_თქვა ნინიმ
-ესეიგი შენც იცი რა ხდება? მხოლოდ მე არ ვიცი? ახლა ყველაფერი გასაგებია
-მე შემთხვევით გავიგე და...არც მე ვერევი ამ საქმეში უბრალოდ ვიცი რაც ხდება....
-ეს დედაჩემს ეხება და არ ვარ ვალდებული საქვეყნოდ ვისაუბრო ამ თემაზე. არც შენთან და არც სხვასთან არ ვაპირებ ამაზე საუბარს. რაც გინდა ის იფიქრე ,მაგრამ უფლებას არავის მივცემ ამ ამბავში ჩაერიოს...არც თქვენ ...
-მარი ელე მართალია...უფლება არ გვაქვს მოვთხოვოთ გვითხრას ის რაც დედამისს ეხება. გეყოფა ეს სულელური ეჭვიანობა. უბრალოდ ადექით და შერიგდით.ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ რცა დრო მოვა და საჭირო გახდება თავად გიამბობს...ჰე ჩამოართვით ახლა ერთმანეთს ხელი და მრჩეს საბოლოოდ ამ თემაზე საუბარი.
-მაპატიე _ამოთქვა ელენემ
-მეც მაპატიე...უბრალოდ რატომღაც მომეჩვენა ,რომ ჩემთან გქონდა პრობლემა
გოგონები ძველებურად გადაეხვივნენ ერთმანეთს.
-ახლა გვითხარი სად გაიპარე _თითი დააქნია ნინიმ
-მეგობრის სანახავად ვიყავი.
-რომელი მეგობრის?_გაიკვირვა მარიმ
-თქვენ არ იცნობთ.ახლახანს გავიცანი და სამწუხაროდ უკვე წავიდა.
-სად წავიდა?_ იკითხა ნინიმ
- სად და ქუ...ქუთაისში ...ქუთაისელია ...
-სად გაიცანი?
-მაკდონალდსში რამდენიმე დღის წინ . დღეს მიდიოდა და მინდოდა გამეცილებინა. ვერ გავუშვებდი უნახავად..._ელენე თვითონაც ვერ იჯერებდა საიდან მოსდიოდა თავში ამდენი ტყუილი. თურმე რა შეძლებია ამ ‘’რაღაც’’ გრძნობას. ისე უტიფრად იტყებეოდა ვერც კი აცნობიერებდა. თან აზრები სულ უპრობლემოდ მოსდიოდა თავში .
-აწი აღარ მოგვატყუო რა...იცი როგორ ვინერვიულე ლუკამ ,რომ მითხრა სადღაც წავიდაო?
-კარგი ჰო არც მეგონა ასე თუ გადაირეოდით. ახლა ის მითხარით ხვალისთვის რა გვაქვს , თორემ ცუდადაა ჩემი საქმე.
-შენებს ხომ არ დაურეკავენ გაცდენის გამო?_შეშფოთდა მარი
-არა მოვაგვარე უკვე... დირექტორმა დიდსულოვნად გამიგო ...სიმართლე გითხრათ გამიკვირდა.
ელენე მთელი დღე რაღაცეებს წერდა. იმდენი რამ იყო სასწავლი ლამის გული წაუვიდა. ყოველ ხუთ წუთში ამოწმებდა ტელეფონს ისე რომ თვითონაც ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. ფეისბუქიც ჩართული ქონდა.
-კიდევ ვერ მორჩი?_გამოსძახა საბნის ქვემოდან მარიმ .
-ჩააქრე შუქი მეძინება_დაეთანხმა ნინიმ
-კარგი ჰო მოვრჩი ...თქვენ რა გენაღვლებათ....
პიჟამა ჩაიცვა და კბილების გასახეხად სააბაზანოსკენ აიღო გეზი. რამდენიმე წუთში სიბნელეში მისი ტელეფონი აზუზუნდა.
-ვინ არის ამ შუაღამეს და რა უნდა?_თვალები მოისრისა მარიმ
- გია ბიძია არ იყოს ან თამუნა_წამოხტა ნინიმ და მწვანედ ანთებულ ეკრანს დახედა
-ვინაა/?_თავი წამოყო მარიმ
-სამი წერტილი ...
-ვინ ?_გაოცდა მარი
-სახელი არ აწერია...მხოლოდ სამი წერტილი ...
-ეგ რას ნიშნავს?
-შენც ისევე გაიგე ,როგორც მე ...კაი თვითონ ნახოს ..პაროლიც დაუყენებია ეკრანზე ...
-სულ გაგიჟდა ეგ გოგო..._საბნის ქვეშ შეძვრა ნინი და ელენეც მოვიდა მელევე.
-ელე ვიღაც გწერდა ...
-ჰოო?_ სასწრაფოდ დაეტაკა ტელეფონს და სახე გაუბრწყინდა.
‘’გამარჯობა ახლა ლონდონიდან გწერ. იცი რა ცუდი ამინდია? ხასიათი წამერთვა. ახლა ყავას ვსვამ. ვისვენებ და შენზე ვფიქრობ. როცა ჩავფრინდები ფეისბუქზე მოგწერ ... ტკბილი ძილი პატარავ ...’’
ელენე მიხვდა ,რომ მიწერას აზრი არ ჰქონდა. შეიზლებოდა ახლა უკვე ისევ თვითმფრინავში ყოფილიყო. ფეისბუქზე შევიდა და იქ მისწერა.
‘’შენი ესემესი მომივიდა ,მაგრამ არ მოგწერე. არ ვიცოდი იქნებოდი თუ არა თვითმფრინავში. დღევანდელი გაპარვისთვის გადავრჩი. იღბლიანი ყოფილხარ თუ ვყოფილვარ არ ვიცი ... ‘’
ძალიან უნდოდა ამ ურთიერთობაზე საუბარი ჩამოეგდო და მისგან რამე მაინც მოესმინა რას ნიშნავდა ეს ყოველივე. გულს უღრღნიდა იმაზე ფიქრი ,რომ შეიძლებოდა ეთამაშებოდა.
‘’ბევრი ვიფიქრე იმაზე რაც ხდება ...სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია რა ხდება... უბრალოდ მინდა გითხრა ,რომ დაბნეული ვარ. შენ შეიძლება პატარა ბავშვივით მიყურებ ,მაგრამ პატარა არ ვარ...ყველაფერს ვხვდები. იმასაც ვხვდები საით მივყავართ ამ გაურკვეველ ურთიერთობას თუ რაც ქვია ... უფრო თამაშს ... ვხვდები რომ მეთამაშები და მე არ ვარ ამ თამაშისთვის მზად ... უბრალოდ გთხოვ შეწყვიტო ...’’
გააგზავნა. ტელეფონი მაგიდაზე შემოაგდო და თავი საბანში ჩაყო
‘’ ვხვდები რომ მეთამაშები და მე არ ვარ ამ თამაშისთვის მზად’’ გაუმეორა საკუთარ თავს ტუჩების ბუტბუტით და ატირდა . ცრემლებმა ბალიში დაუსველეს ,მაგრამ მისი ხმა არავის გაუგონია. არც ტელეფონისთვის მოუკიდია ხელი. უბრალოდ მოკუნტული იწვა სანამ არ დაათენდა და არ გაეღვიძა. გოგონებს ეღვიძათ ,მაგრამ არ ამდგარიყვნენ. უბრალოდ საუბრობდნენ.
-დილამშვიდობის _გაუღიმა ორივეს და ტელეფონი აიღო. გოგონებმა თვალი გააყოლეს. არასდროს ყოფილა ტელეფონზე ასე გადარეული.
-დილამშვიდობის_დაუბრუნა ორივემ პასუხი
ელენე ფეისბუქზე შევიდა.მესიჯი მოსული იყო . დააჭირა და გულის ფანცქალით გახსნა. სულ რაღაც შვიდი წუთის წინ მოსულიყო.
‘’ჩემთან დასამშვიდობებლად იმიტომ მოხვედი ,რომ დარწმუნებული იყავი გეთამაშებოდი ? არადა მინდოდა სხვანაირად გეფიქრა და ამიტომაც გნახე წასვლის წინ. მეგონა ის კოცნა უფრო მეტს გეტყოდა,მაგრამ შენ ვერაფერს მიხვდი. იმის ბრალია ,რომ ურთიერთობებში გამოუცდელი ხარ. გგონია,რომ ყველა გატყუებს და გიყენებს. მამაშენზეც ასე ფიქრობდი ... რატომ ექცევი საკუთარ თავს ასე? ყველაში ეჭვი რატომ გეპარება? ‘’
გული შეეკუმშა. ასე სასტიკ რეალობასთან ახლოს ჯერ არავის დაუყენებია. აშკარად ისე ესაუბრებოდა ,როგორც ქალი კაცს და არა ერთი ადამიანი მეორეს... თავი ვეღარ შეიკავა საბნის ქვეშ ჩაძვრა და მთელი ხმით ატირდა. ნინიმ და მარიმ ერთმანეთს გადახედეს და მეგობარს მივარდნენ ,მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მათთვის ერთხელაც არ შემოუხედავს



№1  offline წევრი Just give me a Hand . . .

კარგია მაგრამ დაჩის და მარისაც მოუხერხე რა რამე თორე მარტო ელენეზე როა აქცენტი გადატანილი ცოტა არიყოს და უაზრობაა :// :****

 


№2  offline წევრი mariko_2001

კარგია მარა დაჩი და მარი მიმენატტე ძაან . გთხოვ მიუბრუნდი და ყშველე იმათაც რამეე ძაან მომეონს ეგ წყვილიიიი

 


№3  offline წევრი lisebeth

Just give me a Hand . . .
კარგია მაგრამ დაჩის და მარისაც მოუხერხე რა რამე თორე მარტო ელენეზე როა აქცენტი გადატანილი ცოტა არიყოს და უაზრობაა :// :****

mariko_2001
კარგია მარა დაჩი და მარი მიმენატტე ძაან . გთხოვ მიუბრუნდი და ყშველე იმათაც რამეე ძაან მომეონს ეგ წყვილიიიი

მთავარი პერსონაჟები ელენე და რატია და მათი ურთიერთობაა მთავარი
რაც შეეხება მარის დს დაჩის... დაჩის ახლა პრობლემა აქვს დიანას სახით და ამასთანავე გადატვირთული გრაფიკი
ჯერ დაჩის მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს

 


№4  offline წევრი Tasika

heheee kargi gogoxar^__^ ho sheidzleba ukve guls girevs es sitkvebi magram tavebi gazarde ra<33 gavigvidze tuara egreve ak shemovvardi da es istoria ro davinaxe gamexarda^^ ubralod armeko://

 


№5  offline წევრი dancers

მე მეგონა მთავარი პერსონაჟი მარი იყო,ცოტა გული დამწყდა,მაგრამ მაინც კარგია.კარგი იქნება აქცენტს სხვებზეც თუ გააკეთებ.

 


№6  offline წევრი lisebeth

Tasika
heheee kargi gogoxar^__^ ho sheidzleba ukve guls girevs es sitkvebi magram tavebi gazarde ra<33 gavigvidze tuara egreve ak shemovvardi da es istoria ro davinaxe gamexarda^^ ubralod armeko://

dancers
მე მეგონა მთავარი პერსონაჟი მარი იყო,ცოტა გული დამწყდა,მაგრამ მაინც კარგია.კარგი იქნება აქცენტს სხვებზეც თუ გააკეთებ.

მარი რატომ გეგონა როცა მასზე აქცენტი არასდროს გამიკეთებია... მწ ნინი უფრო მთავარი ფიგურა მგონია ამ ამბავში თუმცა ყველას თავისებური ხედვაა აქვს რაც ლოგიკურია სხვაზეც გავაკეთებ აქცენტს აუცილებლად.

Tasika
heheee kargi gogoxar^__^ ho sheidzleba ukve guls girevs es sitkvebi magram tavebi gazarde ra<33 gavigvidze tuara egreve ak shemovvardi da es istoria ro davinaxe gamexarda^^ ubralod armeko://

არა რას ამბობ არც მიფიქრია

 


№7  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№8  offline წევრი nini :)

მალე დადე მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები love

 


№9  offline წევრი Queen ♛

კარგია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent