დაუვიწყარი (17)
*** -ანა, მოდი ერთი წუთით. დამიძახა მაკამ. -გისმენ.. -მამაშენი წავიდა? -არ ვიცი.. ვუპასუხე და მაგიდაზე შემოვჯექი.. -ხომ იცი, არ მიყვარს, როცა მაგიდაზე ზიხარ.. -ვიცი. გავეკრიჭე და ფეხების ქნევა დავიწყე.. -მშია. მოულოდნელად წამოვიძახე, ხელი მუცელზე მოვიკიდე.. –მაცივარი გამოაღე.. მაგრამ მანამდე საქმე მაქვს.. -გისმენ. მაგიდიდან ჩამოვხტი და მაცივართან მივედი.ნაყინის დიდი ყუთი გამოვიღე, კოვზიც ავიღე და მისაღებ ოთახში გავედი. სავარძელში მოვკალათდი.მაკა გამომყვა. -ვიცი, რომ ღამე სახლში არ იყავი.. კოვზი დამივარდა.. -რა სისულელეა.. კოვზი ავიღე და ვითომ ახლის ასაღებად სამზარეულოში გავიქეცი... -ანა, ტყუილი არ გეხერხება.. გამომყვა და სამზარეულოს კარი ჩაკეტა რომ არ გავქცეოდი.. -ისიც ვიცი, რომ ოთახშიც არ ხარ ხოლმე მარტო.. -მაკა, ნუ სულელობ, გამატარე.. ნაყინი უნდა ვჭამო.. -ანა, სისულელე არ გააკეთო. -ნუ სულელობ. კიდევ ერთხელ გავუმეორე და უხეშად მოვიშორე.. ისევ სავარძელში დავბრუნდი და ნაყინის ჭამა დავიწყე.. სიცივემ ოდნავ დამამშვიდა, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი.. მათ არაფერი არ უნდა სცოდნოდათ.. განსაკუთრებით მამას.. თუ გაიგებდა, თორნიკესთან მიახლოების საშუალებასაც არ მომცემდა.. რაიმე უნდა მომეფიქრებინა.. მაკა ჩემთან აღარ მოსულა, თავის საქმეებს მიუბრუნდა.. მე ტელეფონის ვიბრაციამ გამომაფხიზლა. „აბა, ჩემი ლამაზი გოგონა რას აკეთებს?” რათქმაუნდა, ჩემი შავი ბიჭი იყო.. ყველაფერი გადამავიწყდა, ღიმილით ავკრიფე ტექსტი.. „ნაყინს ჭამს. ჩემი შავი ბიჭი?” “მმმ.. ისიც შეჭამდა ნაყინს, ოღონდ შენი ტუჩებიდან..“ მთელს სხეულში სუსხმა გაიარა.. დამბურძგლა.. არ ვიცოდი რა მიმეწერა, უბრალოდ ღიმილით ვუყურებდი სიტყვებს.. „ცოტა შეინახე, საღამოს შევჭამოთ.” მიხვდა, რომ პასუხის გაცემა გამიჭირდებოდა. „საღამოს მოხვალ?.“ „აბა რა, ჩემო პატარა.. უშენოდ ვეღარ ვიძინებ..“ ისევ გავშტერდი.. ისევ დებილივით ვიღიმოდი და ალბათ თხუთმეტი წუთი ვკითხულობდი ორ პატარა წინადადებას.. „მეც მსიამოვნებს შენს გვერდით ძილი..“ ვერაფერი ვუთხარი ამის გარდა.. ღმერთო, როგორ მინდოდა მალე დაღამებულიყო და მოსულიყო.. უცებ გამახსენდა მაკას სიტყვები.. „ხოდა დღეს ადრე დაწექი..” „ათის მერე სასტიკად დაიღლები და წახვალ დასაძინებლად..” ამ მესიჯებზეც გამეღიმა.. „კარგი.“ მივწერე და ნაყინის ჭამა გავაგრძელე.. კიდევ დიდი ხანი ვწერდი თორნიკეს, მიყვებოდა რას აკეთებდა.. მაცინებდა.. მსიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.. თავს კარგად ვგრძნობდი.. ვერც კი მივხვდი ისე გავიდა დრო, მამის ხმამ გამომაფხიზლა.. ავნერვიულდი.. მანაც იცოდა? მაკამ უთხრა? უამრავი კითხა აიბურდა გონებაში.. -მამიკოო. დავუძახე და ჩავეხუტე.. დავმშვიდდი, როცა მანაც თბილად მომხვია ხელები. -როგორ ხარ? როგორი დღე გაატარე? დაიღალე? კითხვები მივაყარე.. -წამოდი, საჭმელს მე გაგიმზადებ.. ხელჩანთა გამოვართვი და იქვე დავდე, სამზარეულოში გავიყვანე.. მაკას არ ვაკარებდი, არ მინდოდა მარტო დარჩენილიყვნენ.. ვახშამიც მე თვითონ გავუშალე, მაგიდაც მე ავალაგე.. სულ თან დავყვებოდი.. -უი, ანა. მაკამ რაღაც მითხრა, სულ გადამავიწყდა.. წელს ქვემოთ მოვიკვეთე, როცა ეს სიტყვები გავიგე.. თითქოს მუცელში ქარიშხალი დატრიალდა.. -რა? აკანკალებული ხმით ვკითხე.. -გახსოვს რომ მითხარი ფიზიკაში მომზადება მჭირდებაო? ჰოდა იმ მასწავლებელს ბევრი ვეხვეწეთ და დაგვთანხმდა.. -და მაკამ რა გითხრა? ისევ შეშინებული ვიყავი.. -ზუსტად ეგ, დაგვთანმდაო.. -აააჰ ! ამოვისუნთქე.. ღმერთო, ვერ წარმოიდგენთ როგორი შვება ვიგრძენი.. -თან აღარც მეცადინეობ.. კალაპოტშიც ჩადგები.. ხვალ გეწყება მეცადინეობები.. -კარგი.. დაუფიქრებლად ვპასუხობდი.. ძალიან ვინერვიულე, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა.. ტელეფონის ვიბრაციამაც კი გული გამიხეთქა.. „პატარავ, სად წახვედი? რატომ აღარ მპასუხობ?“ თორნიკე იყო..პასუხი სულ დამავიწყდა. „თოკო, მერე მოგწერ, მამაჩემი მოვიდა.“ „კარგი ანგელოზო, მეც მალე მოვალ.” ანგელოზო.. უცებ დავმშვიდდი, გავიღიმე და სამზარეულოში გავედი მაკასთან.. მინდოდა რაიმე ეთქვა, ან ეკითხა.. -მას წერ, არა? -ვის? გავიკვირვე.. -აი იმ ბიჭს, მოტოციკლიანს.. თვალები შუბლზე ამივიდა.. -ანა, ცოტა ჩუმად უნდა გაიპარო ხოლმე.. -მამასთან ხმა არ ამოიღო ! -ვინ არის? -ვერ მიხვდები. -ის ლაქებიც მან დაგაჩინა ხო? -ჰო. -ანა, მანერვიულებ. -ნუ ნერვიულობ, ქალიშვილი ვარ. გემრიელად გადავიკისკისე. -ანასტასია! სახე შეეცვალა. -დამშვიდდი მაკა შეყვარებულია. -სწორედ ეგ მაშინებს.. არ მინდა სისულელე გააკეთო და მერე ინანო. -დამიჯერე მაკა, სხვანაირია.. მშვიდად გავუღიმე და საათს გავხედე.. ათი სრულდებოდა.. დავამთქნარე.. -ძალიან მეძინება.. მამასთან გავედი, ლოყაზე ვაკოცე და ტკბილი ძილი ვუსურვე.. ოთახში ავედი, სიცილი ამიტყდა, როცა ჩემს საწოლზე წამოწოლილი თორნიკე დავინახე. -რა გაცინებს? მანაც სიცილით მკითხა. -რავი, არ გელოდი. -უკვე ათი წუთია გელოდები. -მერე ვერ მომწერ ამოდიო? კარები დავკეტე და საწოლისკენ დავიძარი.. -ტელეფონს დახედეთ, მისის ბერიძე. გამეცინა, ტელეფონი ამოვიღე. „პატარაავ, ამოვძვრები ახლაა..“ „ჩემო გოგო, შენს ოთახში ვარ და შენი სურნელით ვტკბები..“ „გავბრუვდი, მალეე..“ „ტრუსები აღარ ეძებო“ -თორნიკე! სიცილით შევხედე.. ხელი საბნის ქვეშ შეაცურა და ჩემი რამდენიმე ტრუსი მუჭით დამანახა.. -აუ, თორნიკე. სიცილი ამიტყდა, მასთან მივედი და ტრუსების წართმევას შევეცადე, ამაოდ. ხელს ხან იქეთ წევდა, ხან აქეთ.. ბოლოს ზემოდან დავეცი. -მიზანი მიღწეულია.. მშვიდი ღიმილით თქვა, ტრუსებს ხელი გაუშვა, გადამაგორა და ის მოექცა ჩემს ზემოდან.. -უკვე უშენოდ ვეღარ ვძლებ.. არ მომწონს.. მითხრა და ვნებიანად დამიწყო კოცნა.. მეც ასევე ვპასუხობდი.. შეუძლებელი იყო მისი ტუჩებისთვის კოცნაზე უარი გეთქვა.. უტკბილესი, უგემრიელესი იყო.. -გაგხდი.. უფრო ახლოს მინდა გიგრძნო.. ხმა არ ამომიღია.. მანაც დუმილი თანხმობად მიიღო და ნელა დამიწყო გახდა.. ჯერ მაისური წამომიწია და თბილი მტევანი ნაზად გადამიტარა მუცელზე.. გამაჟრჟოლა.. მაისური გადაიძრო და მეც გამხადა.. ვგიჟდებოდი, როცა შიშველი კანით მეხებოდა.. მთელი სხეულით ვგრძნობდი მის რბილ, თბილ კანს, რომელიც სისხლს მიყინავდა და სუნთქვას მიმეჩხერებდა.. -თორნიკე.. შევიშმუშნე, როცა ხელი ქვემოთ ჩააცურა.. -პატარავ. მინდა სიამოვნება მოგანიჭო. გთხოვ, მომეცი ამის უფლება. -გთხოვ.. დღეს არა.. -ჩემი გეშინია?. სახეზე შეწუხება დაეტყო. -არა, არა.. ჩემმა ძიძამ დაგვინახა.. -მერე? -დაიწყო ვნერვიულობო. ნუ ხო ხვდები არა? -კარგი, მაშინ უბრალოდ ჩაგეხუტები. თორემ შენს კვნესას მთელი სახლი გაიგებს. სიცილით გადმომიყო ენა. -გაეთრიე, თორნიკე.. სიცილით ვუთხარი. -ნაყინი შემინახე? წარბები აათამაშა. -რათქმაუნდა. -ამოიტანე, უნდა მოგტყიპნო და მერე შევჭამო.. გამიცინა და გადაგორდა.. წამოვდექი, მისი მაიკა გადავიცვი და დავტრიალდი.. -გიხდება. გავეკრიჭე, კარი ჩუმად გამოვაღე და ქვემოთ ჩავედი ნაყინის ასატანად.. *თორნიკე: ღიმილით შემოვიდა ოთახში და კარი ჩაკეტა.. ხელში დიდი ნაყინის ყუთი ეკავა, მეორე ხელში კოვზი დაეკავებინა.. ჩემი მაისური მართლა უხდებოდა, უფრო საყვარელს ხდიდა.. -მარწყვითაა.. ენა გადმომიყო, წამოვჯექი.. ლოგინზე ამოძვრა და წინიდან დამიჯდა მუხლებზე.. -ოჰ, ეს უკვე მომწონს.. გავუცინე და ვაკოცე, მანაც კოცნით მიპასუხა.. ისეთი ტკბილი იყო.. ნაყინის ყუთს თავსახური მოაძრო და კოვზი მომაწოდა.. კოვზი ღრმად ჩავასე და ნაყინის დიდი ნაჭერი მოვჭერი.. ჯერ პირთან მივიტანე, ვითომ მართლა ჭამას ვაპირებდი, მერე უცებ გავაკეთე სხარტი მოძრაობა და მის ზემოდან აღმოვჩნდი.. -შენს ტუჩებთან ერთად უფრო მეგემრიელება.. ღიმილით ვუთხარი, ნაყინი ტუჩზე დავადე და შევჭამე.. *ანასტასია: შიშვლები ვიწექით, ერთმანეთზე მიხუტებულები.. ტავი მის მკერდზე ემდო და გულისცემას ვუსმენდი.. თმებში თითებს ხლართავდა, თამაშობდა.. მთელი ღამე ერთმანეთს ვეფერებოდით და მაინც ვერ ვძღებოდით.. ან როგორ შეიძლებოდა მისი ტუჩების კოცნა მოგბეზრებოდა.. როგორ შეიძლებოდა აღარ მოგდომებოდა მისი ნაზი კანის შეხება.. ღმერთო.. ნაყინით გამწეპა.. მაგრამ ყველაფერი კოცნით მომაშორა.. მგონი უკოცნელი ადგილი არ დაუტოვებია... მთელს სხეულზე მისი ნაზი სურნელი ამდიოდა. -ხვალ, ანუ დღეს ხო გეცლება?.. სიჩუმე თორნიკემ დაარღვია.. -რატომ? -ჩემი ძმა უნდა გაგაცნო, დაგავიწყდა? ღიმილნარევი ხმით მკითხა, ისევ ჩემს თმებზე განაგრძობდა თამაშს.. -აუ.. დღეს ფიზიკა მაქვს.. -ფიზიკა? რატომ? -არ მითქვამს? მამაჩემმა კალაპოტიდან ამოვარდიო.. -ანუ მომზადება დაიწყე? -ჰო. -მერე ეგ რა პრობლემაა, გააცდინე.. -ვერა, პირველ დღეს ვერ გავაცდენ.. ძიძა შემამოწმებს და აუცილებლად ეტყვის მამაჩემს.. ცოტა ხნით ჩაფიქრდა.. -მამაშენმა რომ გაიგოს, გაბრაზდება? -ძალიან. ისევ დადუმდა.. მერე თავზე მაკოცა და დამამშვიდა: -კარგი ჩემო პატარა, ზეგ გაგაცნობ.. პირველი დღე არ გააცდინო, მერე რამეს მოვიფიიქრებთ.. ღიმილით ავხედე, მანაც გამიღიმა.. -გმადლობ. -რისთვის? გაუკვირდა. -იმისთვის, რომ გესმის.. განვუმარტე, ღიმილით ვიკბინე ქვედა ტუჩზე, წამოვიწიე და ვაკოცე.. მანაც მაკოცა. სიამოვნება აშკარად დაეტყო.. -დამაწექი რა.. მიყვარს. გამეღიმა, სურვილი შევუსრულე და ზემოდან მოვექეცი.. ხელები სახეზე მომკიდა, ჩემსკენ მოიწია და ცხვირზე მაკოცა.. -იცი, პირველ დღეს ნამდვილად არმეგონა ასეთი თბილი თუ იყავი.. ოდნავ მორცხვად ვუთხარი, იდაყვებით გულ-მკერდს დავეყრდენი, თავი ხელებზე დავიდე.. -თბილი ვარ? ისევ გაიკვირვა.. -ჰო, ძალიან.. იმდენად, რომ მეც ვთბები.. ენაზე ვიკბინე, როცა სახის გამომეტყველება შეეცვალა.. არ უნდა მეთქვა? *თორნიკე: ანასტასია მართალი იყო.. ზედმეტად თბილი გავხდი.. და უბედურება იმაშია, რომ არ ვთამაშობ.. ვიქცევი ისე, როგორც მინდა.. არ ვფიქრობ იმაზე, რომ რამეს არასწორად გავაკეთებ.. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. შევიცვალე.. შემცვალა.. -ანა.. -გისმენ. მისი სახით მივხვდი, რომ რეაქცია სახეზე დამეტყო.. ისევ თბილი გამომეტყველება დავიბრუნე და ვკითხე: -როგორი თორნიკე ჯობია? მკაცრი თუ თბილი? გაეღიმა, დაფიქრდა. -ჰმ.. მე არც მკაცრ თორნიკეს ვიცნობ, არც თბილს.. ახლა მე ვერ გავიგე მისი ნათქვამი.. -ყველაზე მეტად ეგ მხიბლავ.. მკაცრიც და თბილიც ერთდროულად.. ღიმილით განმიმარტა, მოიწია და ნაზად მაკოცა.. შეუძლებელი იყო კოცნითვე არ მეპასუხა.. მესიამოვნა.. ვხიბლავ.. მოვწონვარ.. მეც მომწონს. _______________________________________________________ *ანასტასია: -ანასტასია, გაიღვიძე! თერთმეტ საათზე კარზემამა დამიკაკუნა.. რა იცოდა, რომ მთელი ღამე არ მიძინია და სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, ჩემი შეყვარებული გავაცილე აივნიდან. შეყვარებული. ჩემს ფიქრებზე გამეღიმა. ჰო,თორნიკე ჩემი შეყვარებული იყო.ჩემი შავი ბიჭი.. ჩემი ტკბილი და გემრიელი. ისევ გაღიმებული, გაშტერებული ვფიქრობდი, როცა კიდევ ერთხელ გავიგე კარზე კაკუნი. -ან.. ამჯერად მაკა იყო, ანერვიულებული ხმით. წამოვდექი და კარი გავაღე. -დამშვიდდი, მარტო ვარ. ღიმილით ვუპასუხე. -ახლა კი. ეს რა, მითვალთვალებს? -მაკა, ეს ღამე მარტო გავატარე.. მინდოდა გამომტყდარიყო საიდან იცოდა ყველაფერი.. -ანასტასია, ნუ მატყუებ! ის ისევ აქ იყო.. -საიდან იცი? -ოთახში ბიჭის სუნამოს სუნია. ახლოს მოიწია. -შენც მისი სურნელი გაქვს. ხელი თმაზე მოვიკიდე და ცხვირთან მივიტანე.. მართლაც მისი სურნელი ამდიოდა. ერთიანად გამაჟრჟოლა, ჩემდაუნებურად კისკისი ავტეხე.მაკა შეშინებული მიყურებდა, ამაზე უფრო გამეცინა. -აუ, იცი რა საყვარელია? იციი? სიცილით ვუთხარი და საწოლზე წამოვგორდი, უბედნიერესი ვიყავი ! -ანასტასია! ფიზიკაზე გაგვიანდება.. მხოლოდ ეს მითხრა და კარებისკენ წავიდა.. -ჩაიცვი, ჭამას ვერ მოასწრებ. კარები მიიხურა.. აშკარად არ მოსწონდა ჩემი და თორნიკეს ურთიერთობა.. თუმცა, მას რა გაეგება, ენრვიულობს.. ჰგონია, რომ თორნიკე გამომიყენებს და მიმაგდებს.. მან ხომ არ იცის როგორია ჩემი შავი ბიჭი.. თბილი, ტკბილი, გემრიელი, საყვარელი, ცოტა მკაცრი.. და ღმერთო, ეს სრულყოფილება ჩემია ! მხოლოდ ჩემი ! ****საღამო**** „მოვრჩი.“ მივწერე თორნიკეს გამოსვლისთანავე.. პასუხს ველოდებოდი, უნდა მოეკითხა.. გავიდა ორი წუთი, სამი, ოთი.. იგვიანებდა.. -მაინტერესებს როდის შემამჩნევ. გავიგე ნაცნობი ხმა.. თორნიკე ქუჩის მეორე მხარეს მოტოციკლით მელოდებოდა, გავეკრიჭე და მისკენ წავედი.. ვაკოცე, უკან მივუჯექი.. -აბა, როგორი იყო? სიცილით მკითხა.. -საშინელი ! ტვინი მტკივა.. -ძალიან კარგი, განვიტვირთოთ.. გამიცინა და მძრავა აამუშავა.. -ეგ კიარა, რაღაც პროექტი მოგვცა მე და ვიღაც ბიჭს.. ძრავა გააჩერა. -ბიჭს? ვერ წარმოიდგენთ როგორ მესიამოვნა ! -დამშვიდდი, თხუთმეტი წლისაა, რვა ჩემხელა სათვალე უკეთია.. სიცილით დავამშვიდე, წამოვიწიე და ლოყაზე ვაკოცე.. გაეღიმა.. -ანუ, არ უნდა ვიეჭვიანო? -არანაირად ! ისევ ვაკოცე, ოღონდ ამჯერად მეორე ლოყაზე.. -მაშინ, განვიტვირთოთ.. ზრავა კვლავ აამუშავა. -სად მივდივართ? -ჩემს ძმასთან, ბარში. ქარის გამო სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ამიტომ ერთმანეთს ყვირილით ვესაუბრებოდით. -ბარი გაქვთ? -არა, უბრალოდ იქ მუშაობს.. ვარჩიე აღარაფერი მეკითხა.. ასეთ მომენტებში, მერჩივნა მის მხარზე მოვკალათებულიყავი და მაგრად მივკვროდი.. ასეც მოვიქეცი.. ვგრძნობდი, რომ მასაც სიამოვნებდა ეს.. -მოვედით პატარავ.. მოტოციკლი მანქანებისგან მოსორებით გააჩერა.. ბარში ხელჩაკიდულები შევედით და პირდაპირ ბარმენისკენ გავემართეთ.. -ლუკა! დაუძახა მასზე უფროს ბიჭს, რომელიც ძალიან ჰგავდა თორნიკეს.. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მისი თვალები უფრო ღია იყო.ან, რაღაცნაირად ცივი.. ისეთი ღრმა არა, როგორც თორნიკეს. ბიჭმა ჯერ მე ამათვალიერა, მერე თორნიკეს ხელი ხელზე დაარტყა. -ეს ის არის? ჰკითხა ჩემზე. -დიახ, გაიცანი, ჩემი შეყვარებული, ანასტასია. ანა, ეს ჩემი ძმაა,ლუკა -სასიამოვნოა. ღიმილით ვუთხარი, მან ისევ ამათვალიერა და თოკოს თვალი ცაუკრა.. სიმათლე გითხრათ, ვერ მივხვდი და ოდნავ ამაღელვა კიდეც ამ ჟესტმა. -აბა, რას დალევთ? იკითხა ლუკამ -კოქტეილი ჰო? მკითხა თორნიკემ, თავი დავუქნიე.. სანამ ლუკა კოქტეილს ამზადებდა, ბარს თვალი მოვავლე.. ორი საბილიარდე მაგიდა იდგა, იქეთ სავარძლები.. საკმაოდ მყუდრო სიტუაცია იყო, მაგრამ მაინც არ ვიყავი კომფორტულად.. ყველა მე და თორნიკეს მოგვშტერებოდა, გოგონები თვალებით მჭამდნენ. არც კაცები მაკლებდნენ.. ვგრძნობდი რა საზიზღრობებს ფიქრობდნენ მათი ბინძური თვალებით.. -თორნიკე მას მივეკარი, როცა ერთ-ერთმა ბლიარდის მოთამაშემ გამიღიმა. -გისმენ. ხელი წეზლე მომხვია, უმალვე დავმშვიდდი.. -არა, არაფერი.. რაღაც მომეჩვენა. მოვატყუე, არ მინდოდა ეჩხუბა. გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და კიდევ უფრო მიმიკრა.. -აი, თქვენი კოქტეილიც მზად არის. ღიმილით გვითხრა ლუკმა, ჭიქა გამოვართვი.. -იქეთ დავსხდებით, უთხრა თორნიკემ ლუკას და სავარძლებისკენ წამიყვანა. პატარა სცენა შევნიშნე. -აქ კონცერტები იმართება? ინტერესით ვკითხე თორნიკეს -ჰო, ხან კლიენტები მღერიან, ხან რომელიმე ადგილობრივი ჯგუფი. მიპასუხა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. როგორ უხდებოდა. -გინდა? სიცილით მკითხა, როცა ჩემი დაჟინებული მზერა შენიშნა.. -არა. თავი ზიზღით გავაქანე. -მოიცა, არ მითხრა, რომ ესეც არ გაგისინჯავს. შემრცხვა, წამოვწითლდი და ისევ გავაქანე თავი. გაეცინა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ არ მესიამოვნა, გაჩერდა. -გასინჯავ? თითებში მოქცეული სიგარეტი ტუჩთან მომიტანა. ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და ის იყო სიგარეტის ღერი პირში უნდა ჩამედო რომ. -ქალბატონო, უკაცრავად? წარბები ამიწია და გაბრაზებულმა შემომხედა. შეშინებულმა შევხედე. დასამშვიდებლად გამიღიმა. -არ გინდა. შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა. ესეც მესიამოვნა. კოქტეილი მოვსვი. -მმ. ტუჩები ენით გავილოკე. -გემრიელია? მკითხა თორნიკემ, თავი დავუქნიე. -გამასინჯე. ჭიქა მივაწოდე, თავი ღიმილით გააქნია. -ასე არა პატარავ. ჭიქა გამომართვა და იქეთ გადადო, ხელი მის წელზე დამადებინა და ვნებიანად მაკოცა.. ენა რამდენჯერმე გადამისვა ტუჩზე. -ყოჩაღ ლუკას.. თავი რამდენიმე წამით გაწია და ეს ორი სიტყვა წარმოთქვა, მერე ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.