შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო, მიყვარხარ!


26-08-2015, 18:55
ავტორი მარუშკა
ნანახია 3 802

-არ არსებობს!!!!
გადარეული ყვიროდა ნინე ოთახში და ლეპტოპს მთელი ძალით იხუტებდა გულში. ყვირილზე მისი ძმა შემოვარდა.
-რა იყო, მოიგე რამე?
-კი! ბანაკში საგზური!
-ე მაგარია! გილოცავ ნი!
-ხომ გეუბნებოდი, გავიმარჯვებთქო!
სანამ ნინე ეიფორიიდან გამოაღწევს, მანამდე გავიცნოთ ის. ნინე წერეთელი 16 წლის. იცით სწავლა როგორ უყვარს? შეიძლება რომელიმე ოჯახის წევრზე მეტადაც კი. კარგით, ვაჭარბებ, ოჯახის წევრზე მეტად თავისი თავიც არ უყვარს. ჰყავს უფროსი ძმა, ილია (იგივე ილო), დედა, მარიამი და მამა, სანდრო. არ გეგონოთ რადგან სწავლა უყვარს, წიგნების გარდა ვერაფერს ამჩნევს. მეგობრებიც ჰყავს და ერთი ორი ნაცნობიც, რომლებიც ცუდის მეტს არაფერს უსურვებენ. აი, როგორც იქნა, ნინე გონს მოვიდა და საწოლზე წამოწვა. მაშინვე ჩამორეკა ოჯახის ყველა წევრთან სათითაოდ და ყველას გააგებინა ამბავი.
-სანდრო გაიგე?
-კი, უკვე დამირეკა.
-გავუშვათ?
-მგონი ძალიან ადრეა მაგისთვის ბანაკები.
-ნუ ბოდავ სანდრო, თექვსმეტი წლისაა უკვე! თანაც, ხომ მიყვება ილოს მეგობარი!
-არ ვიცი, ილიას მეგობარი, მასზე ჩლუნგი თუ აღმოჩნდა დავღუპავთ ბავშვს!
-მორჩი შენი წინასწარი დასკვნების გამოტანას რა!
-არ ვიცი რა!
-მე ვიცი, ვუშვებთ!
-კარგი.
*1 კვირით ადრე*
ოჯახის ოთხივე წევრი მაგიდასთან ისხდა და ნინეს ბანკში წასვლის ამბავს განიხილავდა.
-დედა მისმინე! პატარა აღარ ვარ! ჩემხელა გოგოებს ამ ასაკში ქმრები და სამ-სამი შვილი ჰყავთ. მოდი რა, ბევრს ნუღარ იფიქრებ და გამიშვით!
-შენ ხო არ გიქრის გოგო? ლონდონში მარტო ხო? მაგრა მიგიქარია! ეგღა მაკლია ვიღაცამ თქვას ილო წერეთლის და ლონდონის ქუჩებში, ათასი მანიაკის გარემოცვაში დაბოდიალობდაო! დაეგდები სახლში!
ნინემ ტირილი დაიწყო.
-ილო, ასე დრამატიზირებულად რომ არ გამოგეხატა შენი აზრი, არ შეიძლებოდა?
-იცით რა?! გაუშვით ქალაქგარეთ და მეც წავყვები, მაგრამ სანამ ქვეყნიდან გასვლა აკრძალული მაქვს, არსად არ წავა!
-იქნებ იმაზეც დაფიქრდე რომ
ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა ჩემი ბრალი არ არის? და ილია, მე შენს ადგილზე ყვირილს არც გავბედავდი! ტირილით უყვირა ნინემ, ნარკოტიკებს მე არ ვიღებდი ლამის ყოველდღე, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და სრული უფლება მაქვს რომ წავიდე, მგონი. იქნებ დაემსაგვსო იმ ძმებს, დებს რომ სახლიდან არ უშვებენ, მაგ კაბაში ხალხი სხვა თვალით შემოგხედავსო? არანაირად არ ვაპირებ რომ დაგიჯერო და საერთოდ არ ვაპირებ რომ აგყვე! ნუ ამოიჩემებ ხოლმე ამ იდიოტიზმს ძალიან გთხოვ!
-ნინე, ადგილზე დაეგდე. შენი თავი არ მაქვს. ერთი წამი დამაცადე.
ილო ოთახიდან გავიდა და 10 წუთში შემოვიდა გაბრწყინებული სახით.
-ჩემო დაო, მიმადლოდე!
-რა არის?
-ჩემი მეგობრის მამა იცნობს მაგ ბანაკის უფროსია თუ ჩემი ფეხები. ხოდა ჩემი ძმაკაცი გაგყვება და თვალს არ მოგაშორებს იცოდე. ჯერ რა იცი, იქნებ არ გაქვს კარგი შედეგი?
-ილო მიყვარხარ!!! აუ შენზე მაგარი ძმის დედა ვატირე რა!
ილომ გადაიხარხარა.
-და მაინც, რა იცი რომ მიდიხარ?
-ხომ შევამოწმე პასუხები ილო რა გჭირს!
-ააჰ. კარგი.
-ილია კარგი ბიჭია შენი მეგობარი? დაეჭვებით ჰკითხა სანდრომ.
-მაგარი ბიჭია ძაან!
-მერე მაგას ქვეყნიდან გასვლის უფლება აქვს?
-ეგ არ არი იმ საქმეში გარეული.
-კარგი. წაცუნცულდი ნინე დაიძინე ეხლა.
***
-ბანაკში მივდივარ! ბანაკში მივდივარ! ლონდონო, მოვდივარ! იყვირა სიხარულისგან და საწოლზე დაენარცხა.
-გინდოდა გეთქვა, თბილისო ტრ***ე მაკოცე, ლონდონო მოვქრივარო ხო? ილო ხარხარებდა.
-ხო მაგრამ, შენგან განსხვავებით, ეგეთ საკითხებში კორექტულობას ვინარჩუნებ.
ორივე ხარხარებდა.
-მოიცა და რამდენი დღით მიდიხარ?
-ორი კვირით.
-ეეე, მერე რო წახვალ, ვინ ვაწვალო, ტო?
-შენი ბარბი აწვალე!!!(ნაგულისხმევია ილოს შეყვარებული. ნუ, ილოს ზოგადად მექალთანეობა ჩვევია, იმ გოგოს გაუმართლა, ილოსთან რეკორდი დაამყარა! სახელგანთქმული ილო ერთ გოგოსთან 1 თვეზე მეტს გაჩერდა!)
-ეხა ყოფა გეტირება იცოდე!
-კაი, ოღონდ ნელა ფეხი არაფერს წამოკრა!
-აუ ნინე!
ნინე გიჟივით გავარდა ტვალეტში და კარ ჩაკეტა. ილომ გარედან შუქი ჩაუქრო.
-ილო, ჩემო ძამიკო, შიგნითაც როა შუქი არ ,,გსმენავს" მაგის შესახებ?
-ფუ ამის! ხმამაღლა შეუკურთხა ტვალეტს ილომ, ამ ტვალეტის დედაც მოვ***ნ!
-ილია რა გაღრიალებს შვილო? რა არის ეს ყოველ წამ-წუთას გინება? ოთახში მალე! ნინე გამოდი, წავიდა.
ნინე ტვალეტიდან გამოვიდა, ოთახში შევიდა და ხვალინდელ დღეზე დაიწყო ფიქრი.
***
გამარჯობა, ძალიან მაინტერესებს ყოველი თქვენგანის აზრი ამ ისტორიაზე, რადგან პირველია და აქამდე არასდროს მიცდია რაიმეს წერა. რაც შეიძლება მეტი კრიტიკა მინდა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება გარამატიკაზე, მართლწერაზე, თუ რაიმე სხვაზე. დიდი სიხარულით ველოდები მკითხველებს.



№1  offline წევრი maridb

მე მომწონს... გააგრძელე<3როგორც პირველი კაია<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი Na Nuka

კარგია <3 ცოტა ინტრიგა აკლია <3 აი ჩემი აზრით ისტორიის პირველივე თავი ისეთი უნდა იყოს, რომ შემდეგი თავის ინტერესი გკლავდეს <3

 


№3  offline წევრი მარუშკა

maridb
მე მომწონს... გააგრძელე<3როგორც პირველი კაია<3

Na Nuka
კარგია <3 ცოტა ინტრიგა აკლია <3 აი ჩემი აზრით ისტორიის პირველივე თავი ისეთი უნდა იყოს, რომ შემდეგი თავის ინტერესი გკლავდეს <3

დიდი მადლობა რჩევებისთვისაც და შექებისთვისაც... აუცილებლად გავითვალისწინებ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent