შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

BAKING LOVE (თავი 1-ლი)


26-08-2015, 20:16
ავტორი salomeee...
ნანახია 1 961

-გამარჯობათ, მე გასაუბრებაზე მოვედი-მორცხვად წარმოთქვა გვანცამ და მორიდებულად გაუღიმა.
-ერთი წუთი დამელოდეთ. ილია ის გოგო მოვიდა დილით რომ დარეკა.
-არ შემოუშვა.
-რა გაგიჟდი?
-ალექსანდრე უკვე ავიყვანეთ ია გაიგე.
-მოდი შვილო, შემოდი- მაინც არ დაუჯერა ილიას-ბატონი გიორგი მალე მოვა, ილია კი აქ გადაწყვეტილებებს არ იღებს.
-ჰაჰაჰა, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს და თქვენ ამდენის უფლება გაქვთ? ნუთუ უნდა შეგახსენოთ რომ მე ვარ ბატონი გიორგის პირადი ასისტენტი, თქვენ კი მხოლოდ სახლის დამლაგებელი.
-არ უსმინო შვილო ამას, აბა მითხარი სად ნახე განცხადება და რატომ თვლი შენს თავს შესაფერის კანდიდატად?
-განცხადება, ჩემმა მეგობარმა სოფიმ ნახა, ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ამას რატომ გიყვებით, უკაცრავად.
-არა გააგრძელე.-გაუღიმა იამ.
-ახლახანს დავამთავრე კოლეჯი შვეიცარიაში და ახლა მინდა მთელი ცხოვრება ამ საქმეს დავუთმო, მართალია ჯერ საკმაოდ გამოუცდელი ვარ, მაგრამ ვთვლი რომ ეს ჩემი მისწრაფებაა და ყველაფერს შევძლებ, თან ადამიანმა საიდანღაც ხომ უნდა დაიწყოს?
-ილია მე ეს გოგო უფრო მომწონს.
-ნუ მაცინებ, ახლახანს დაამთავრა კოლეჯი ალექსანდრე კი გამოცდილი შეფ-მზარეულია. თავისი გადაცემაც ჰქონდა არ გახსოვს?
-მე მაინც ვთვლი რომ ახალგაზრდა თაობას გზა უნდა დავუთმოთ.
-მართლა ია დეიდა?-დასცინა ილიამ.
-შენთან შედარებით არც ისე უფროსი ვარ ილია, ამიტომ წესივრად მომმართე.
-თქვენ სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ რა-სიცილით შემოვიდა ოთახში გიორგი.
-ბატონო გიორგი, მე თქვენთვის საუკეთესო შეფ-მზარეული შევარჩიე.
-მართლა ვინ?
-ალექსანდრე გაბრიჭიძე.
-ოჰო, მერე თანახმაა?
-თქვენთან მუშაობაზე ვინ იტყვის უარს?
-და ეს გოგო ვინ არის?
-მე, ნება მომეცით აგიხსნათ, მართალია არ ვარ იმ ალექსანდრესავით გამოცდილი, მაგრამ გემრიელი საჭმლის მომზადება შემიძლია, თან ის ახლა აქ არ არის მე კი... რას მიირთმევთ?-ზედმეტად მონდომებული იყო გვანცა, არანაირად არ უნდოდა ამ შანსის ხელიდან გაშვება.
-ჰმმ, შენთვითონ მოიფიქრე.
გაიქცა სამზარეულოში, მაცივრის კარი გამოაგო და რაც სჩირდებოდა ყველაფერი გამოიღო. საჭმელი მალევე გააკეთა და გიორის წინ დაუდგა.
-უმმ, ძალიან გემრიელია.
-კარგით რა ბატონო გიორგი, ეს ხომ უბრალოდ შემწვარი კვერცხია, მსგავსს მეც მოგიმზადებთ.-არ ეშვებოდა ილია.
-სახელი შემახსენე
-გვანცა
-გვანცა გილოცავ, დღეიდან შენ ჩემი ახალი პირადი შეფ-მზარეული ხარ.
-რა მართლა?
-კი მართლა-გაუღიმა გიორგიმ.
-არ ვიცი, სიტყვებს ვერ ვპოულობ, უღრმესი მადლობა რომ მენდეთ.
-ოღონდ გამოსაცდელი ვადით?
-ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც თქვენ მეტყვით, ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ.
-მშვენიერია, მაშინ ხვალ საღამოს 8-ზე ჩემს შეყვარებულს ხელი უნდა ვთხოვო, ისეთი საჩმელი უნდა მოამზადო რომ დამთანხმდეს, თუ ყველაფერი სწორად გამოგივა ეს სამსახური შენია. ახლა შეგიძლია წახვიდე, დაისვენე და ხვალ ისეთ დროს მოდი რომ 8-მდე საჭმლის მომზადება მოასწრო. ეს სახლის გასაღებია, ეს საკრედიტო ბარათიც გამომართვი, ყველა საჭირო პროდუქტის საყიდლად კოდი 4 ერთიანია. და კიდევ თქვენობით აღარ მომმართო, აქ ყველანი ერთი ოჯახის წევრები ვართ.
-კარგით-გიორგიმ შეხედა-კარგი ყველაფერი გასაგებია.
გვანცა ყველას დაემშვიდობა და სახლში წავიდა.


-სოფი მოვედი... და სამსახურში ამიყვანეს.
-ააააააა-გადამეტებული სიხარულისგან წივილ-კივილი დაიწყეს-ვერ ვიჯერებ, არა განა იმიტომ ვერ ვიჯერებ რომ შენი იმედი რა მქონდა, ისე მიხარია ვერ ვიჯერებ, გილოცავ გვანც.
-მადლობა სიხარულო-თქვა და ცაეხუტა სოფის.-ახლა ბინის ქირის ნახევრის გადახდას შევძლება, ჰაჰაჰ რა ბედნიერებაა. ოღონდ ხვალ ვახშამი უნდა მოვაწყო და თ მოეწონებათ საბოლოოდ ამიყვანენ.
-ისე ბოსი როგორი ადამიანია? ბებერი და უხეში ხომ არ არის?
-არა, პირიქით. ძალიან დადებითი ადამიანია, ჩვენ აქ ოჯახი ვართო და რავი რა. ასაკიანიც არ არის, ჩემზე რამოდენიმე წლით უფროს იქნება. მაგრამ ასისტენტი ყავს რაღაცნაირი, წუწუნა ტიპია, სამაგიეროდ დამლაგებელი ყავს ძალიან პოზიტიური ადამიანი, დეიდაჩემს მახსენებს.
-მშვენიერია, მაშინ ავღნიშნოთ?
-სიამოვნებით მაგრამ, ხვალისთვის მორალურად უნდა მოვემზად, თან მენიუ შესადგენი მაქვს, რა უნდა მოვამზადო ისეთი რომ მათზე სთაბეჭდილება მოახდინოს?


***

5-ზე გიორგის სახლში იყო, ვახშმის მზადება დაწყებული ჰქონდა, როდესაც ილია შევიდა სამზარეულოში, დიდი ქაღალდის ყუთით ხელში.
-ილია ეს რა არის?
-ეს გეგმა ბეა.
-რა? რას გულისხმობ?
-სათადარიგო ვარიანტია, თუ ჩაშლი ამ ვახშამს ალექსანდრეს მომზადებული ვახშამი გადაგარჩენს. ნუ გადაგარჩენს რა გიორგის გადავარჩენ და შენ სამსახურს დაკარგავ.
-ილია ნუ თრგუნავ ბავშვს, შეეშვი. გვანცა შვილო, დამშვიდდი და ყველაფერი იდეალურად გამოგივა.
-მადლობა ია, ეს სწორედ ის სიტყვები იყო რისი გაგებაც ახლა მჭირდებოდა.


თითქმის დამთავრებული ჰქონდა ვახშმის მზადება, მობილური აიღო და სოფისთან დარეკა.
-ჰეი სოფი, მგონი ყვეაფერი კარგად გამომდის, წარმატებები მისურვე.
-არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, შენ მებრძოლი ქალი ხარ და ყველაფერში ან მოკლავ ან მოგკლავენ, ამიტომ ყველაზე პირველი უნდა იყო, რათა გადარჩე.
-უჰმ, ისევ შიმშილის თამაშებს უყურებ?
-შიმშილის თამაშებს არ უყურებენ, მას სწავლობენ.
-ოჰო, აღრ შეგიშლი ხელს, იმედია სანამ სახლში მოვალ ცოტა აზრზე მოსვლას მოასწრებ. გკოცნი.


-გვანცა შეგიძლია შეეშვა საჭმლის კეთებას?
-რა? კი მაგრამ რატომ? არ მოგეწონათ მაგიდა როგორც მოვრთე? სამსახურიდან მიშვებთ?
-არა რა სისულელეა, შენ არაფერ შუაში ხარ. ქეთამ დამირეკა, მგონი მოსვლას აღარ აპირებს.
-უი რატომ?
-ყველაფერი სწრაფად მოხდა და სჯობს ცოტახნით შევაჩეროთ ჩვენი ურტიერთობაო.
-ოჰჰ, გიორგი მე, მე ძალიან ვწუხვარ.
-შეგიძლია წახვიდე სახლში და დაისვენო.


-ასეთი მოწყენილი ბაბუამისის დასაფლავების შემდეგ არ მინახავს-განცვიფრებულმა ილიამ ეს სიტყვები წარმოთქვა.
-ხოო, ამჯერად გეთანხმები-შეწუხებული იყო ია.
-მაგრამ ამ ყველაფერს მეორე, დადებითი მხარეც აქვს. ვახშამმა კატასტროფულად ჩაიარა და შენც გაგანთავისუფლებს, წავალ ალექსანდრეს დავურეკავ.
-ილია, კი მაგრამ, ეს ხომ უსამართლობაა.-გვანცა უფრო შეწუხდა.
-რა ვქნათ საყვარელო, ცხოვრბა უსამართლოა, განსაკუთრებით შტერი ქერა გოგონებისთვის.
-აჰ, ასეთ შეურაცხყოფასაც არ ველოდი, თუმცა აღარც ეგ მიკვირს შენგან.
-ყოველთვის, როდესაც გიორგი შემოგხედავს, თავის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი საღამო გაახსენდება... ურაა.-გვანცას ნერვებზე თამაშს არ ეშვებოდა ილია.



გიორგი დაბლა ჩამოვიდა.
-ყველაფერი კატასტროფულადაა, ვერ ვიტან დღევანდელ დღეს.
-გიორგი მესმის რომ ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ ვიცი რაც დაგაღენებს კარგ ხასიათზე, ბებიაჩემის რეცეპტით მომზადებული ქათამი გასინჯე.
-ქათამი? ჰმმ, მიყვარს ქათამი.-ერთი ლუკმის გასინჯვაც საკმარისი იყო-უგემრიელესია, სიტყვები არ მყოფნის ამ არომატების არსაწერად... მარტომ უნდა ვჭამო? არ შემომიერთდები?
-იცი ეს არაპროფესიონალურია, მაგრამ რადგან ასეთი გემრიელია საჭმელი...

გაფუჭებულმა საღამომ მაინც კარგად ჩაიარა, საჭმელმა მართლაც შეძლო გიორგის კარგ ხასიათზე დაყენება. ვერანდაზე გვიანობამდე ისხდნენ, შამპანურს სვამდნენ და სასაცილო ისტორიებს იხსენებდნენ დიდი ხნის მეგობრებივით...


საღამო კარგი იყო, შეიძლება ზედმეტადაც...
დილით გვანცამ გაიღვიძა, მიმოიხედა და უცებ ვერ მიხვდა სად იყო.
-ო ღმერთო,-შეშინებულმა დაიყვირა მის გვერდით გიორგის დანახვაზე.-არა ოღონდ ეს არა-თავში ხელები წაიშინა და აღმოაჩინა რომ სრულიად შიშველი იყო.
ამ დროს გიორგისაც გაეღვიძა.
-ვაიმე გვანცა,-თვალებს არ უჯერებდა-არ მითხრა რომ ჩვენ...
-კი...


-------------------------------------------------------------------
ახლახანს დავიწყე ამ ისტორიის წერა, არ ვიცი რა გამომივა...

მიხარია ყოველი თქვენი კომენტარის წაკითხვა <3 ბედნიერი ვარ ვიღაცას მაინც რომ მოსწონს ჩემი ისტორიები.

როგორც ყოველთვის ჯანსაღი კრიტიკის მოლოდინში ვარ <3 <3



№1  offline წევრი Na Nuka

აიი ძაან მაგარი იყო <3 მალე გააგრძელე რაა <3

 


№2  offline წევრი chemi samyaroo

მაგარი იყო ძაან დამაინტერესა გააგრძელე :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent