ხშირად სინანული გვიანია (სრულად)
- ტაქსი. - ხელი დაუქნია შავ მანქანას გოგონამ. - ლვოვის ცამეტზე რამდენად გამიყვანთ. - ჰკითხა ჭაღარა შერეულ მამაკაცს. - ათ ლარად. - განუცხადა ბოხი ბარიტონით. - ხუთად. - შეევაჭრა გოგო. კაცმა თავი გააქნია, უარის ნიშნად. - შვიდი. - არ წყვეტდა გოგონა. - კარგი, ჩაჯექი. - უთხრა უკმაყოფილოდ. უკანა სავარძელი დაიკავა. ანამარია ავალიანი, 26 წლის. საქართველოში სულ რაღაც სამი დღეა ჩამოვიდა და უკვე თბილისის ჭორიკნები ალაპარაკდნენ. ყველამ გაიგო მისი დაბრუნება. ახლა კი ტაქსში, მანქანის ჩამოყვანის დაგვიანების გამო, ზის და ლილესთან მიდის, "დაქალთან", რომელიც ექვსი წელია არ უნახავს. რა მოხდა ასეთი? ოო, ამას მალე გაიგებთ. - გმადლობთ. - მძღოლს თანხა გაუწოდა და მანქანიდან გრაციოზულად გადმოვიდა. ნაცნობი ადგილის დანახვისას წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა, მწარე წარსულის. ამაყად წავიდა რკინის, ნაცრისფერი კარისკენ და ზარის ღილაკს მიაჭირა თითი. კარი შავგვრემანმა, მასზე ოდნავ მაღალმა გოგომ გაუღო. - ანამარია!. - შეკივლა გოგომ და ექვსი წლის უნახავ დაქალს გადაეხვია. ანამარია კი უემოციოდ გაშეშებულიყო. მალევე მოშორდა ლილე. - როგორ შეცვლილხარ, გალამაზებულხარ და ხასიათიც ცოტა შეგეცვალა. - ცოტა? ჰაჰ, სასაცილოა. გოგონა რადიკალურად იყო შეცვლილი. ადრე ლაღი, თბილი, მხიარული და ნაზი გახლდათ, მაგრამ ახლა.. იგივეს ვერ ვიტყვი. ახლა ცივი, უემოციო, ძლიერია. - როგორ ხარ, ლილე? - მისი სიტყვები უყურადღებოდ დატოვა და უემოციოდ მოიკითხა დაქალი. - კარგად. - მის ხმაში ოდნავ იმედგაცრუება იგრძნობოდა, რაც ანამარიამ შენიშნა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. - შემოდი, დიტოსაც დავუძახებ. - შინ შეიპატიჟა, თავად კი ქმრის დასაძახებლად სხვა ოთახში გავიდა. გოგონა აკვირდებიდა ნაცნობ ნივთებს, თუმცა მასში არანაირ ემოციას იწვევდა ისინი. ტყავის, ყავისფერ სავარძელზე ჩამოჯდა. წინ შუშის პატარა მაგიდა ედგა, რომელზეც რამდენიმე ჟურნალი ეწყო. ნაბიჯების ხმა მოესმა და თავი მარცხნივ გაატრიალა. ლილე და მისი ქმარი მისკენ მოემართებოდნენ. წამოდგა და დიტოს მიესალმა. - ანამარია? როგორ ხარ? - გაკვირვებულმა კაცმა იკითხა. - არამიშავს. - უპასუხა ცივი ხმით და ისევ ჩამოჯდა. დიტომ ცოლს გახედა, უცნაური მზედით. - ყავა, ჩაი? - შესთავაზა გოგონამ. - ყავა, ორი კოვზი შაქარი. - პასუხიც არ დააყოვნა. მალე დაბრუნდა ლილე და მის პირდაპირ მოკალათდა. - აბა, მოყევი როგორი იყო ევროპა? - ინტერესით იკითხა. - მშვენიერი. - მიკლედ უპასუხა. - უი, ირაკლიც მოვიდა. - ეს თქვა ლილემ და კარზე ზარი გაისმა. ცოტა ხანში მაღალი, ქერათმიანი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც გაკვირვებული შესცქეროდა ანამარიას. - ანამარია? ჩამოხვედი ტო? - სიხარულით იკითხა და ფეხზე წამომდგარ გოგოს გადაეხვია. - ხო. - უპასუხა. მის ხმაში ვერაფერს ამოიკითხავდით. ბიჭი უცებ მოშორდა. მის მწვანე თვალებში სევდა იკითხებოდა. - როგორ ხარ? - მოიკითხა. - კარგად. - მობეზრებულად უპასუხა. მერამდენედ სცემს ერთსა და იმავე კითხვას პასუხს. ირაკლიმაც დაიკავა თავისი ადგილი. საუბრობდნენ ბევრს, მაგრამ არა ანამარია. მოკლე და უემოციო პასუხებით შემოიფარგლებოდა. სამი ახალგაზრდა უშედეგოდ ცდილობდა მის გამხიარულებას. ყველა იცინოდა ანამარიას გარდა. სერიოზული, გაყინული მზერით იჯდა და მათ საუბარს უინტერესოდ უსმენდა. - რა გჭირა ამის დედა ვა**რე?! - წყობიდან გამოსულმა დიტომ დაიყვირა. ანამარიამ გაქვავებული სახით შეხედა. - მე? - არაფრისმთქმელად ჰკითხა. - ხო, შენ. ასე რატომ გვექცევი? გავიგეთ ექვსი წლის წინ ლილემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ არ უნდა აპატიო? განა რა გაგიკეთეს იმ შვიდი თვის განმავლობაში ასეთი?! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა. ანამარიას წარბიც არ შეხრია. მშვიდად უყურებდა სახეაწითლებულ კაცს. - გაინტერესებს რა მიქნეს? - ორ წუთიანი დუმილი ანამარიას ხმამ დაარღვია. სამივემ ინტერესით შეხედა. - შენ ამბობ არაფერი დაუშავებიათ ისეთი, რომ ახლა ასეთი ვიჯდე თქვენს წინ? - დიახ, რა გაგიკეთეს ასეთი, რომ გულქვა გახდი?! - აგდებით უთხრა კაცმა. გოგონა ფეხზე წამოდგა. ნაცრისფერი, სადა, მოკლემკლავიანი ზედა გადაიძრი და ზურგი აქცია. სამივეს თვალები ბუდიდან ამოუცვივდათ. გოგონას ზურგი შრამებით იყო სავსე. დასერილი, ნაცემი. საშინელი შესახედაობა გახლდათ. მთელი ზურგი ასეთ დღეში ჰქონდა. - ეს.. - წაილუღლუღა ლილემ. - აჰჰ, ჯერ არ დამისრულებია. - განაცხადა ანამარიამ. ზედა ისევ გადაიცვა და ჩანთიდან სპეციალური სველი ხელსახოცი ამოიღო. იდაყვამდე იწმინდა მარცხენა ხელი და ნათლად გამოჩნდა ზურგზე მყოფი იარებს იდენტური ნიშნები. გოგონა ტატუს დასაფარ კრემს ისვამდა, ნაიარევის დასამალად. ხელიც ასევე დასერილი ჰქონდა. ასევე საშინელი შესახედაობის. - ეს სულ მცირეა. - განაგრძი გოგონამ. ნაიარევებს თვალს არ აშირებდნენ გარშემო მყოფები. - მთელი სხეული ამ დღეში მაქვს, კრემებს ვისვამ მათ დასაფარად. არაკაცმა გამტაცებლებმა სახის გარდა სხეულის ყველა ადგილი დამისერეს. მე შენ დაგირეკე. - ლილეს გახედა და სავარძელზე ჩამოჯდა. მშვიდად და აუჩქარებლად საუბრობდა. - დახმარება გთხივე სამი დღის გატაცებულმა, სამი დღის მშიერ-მწყურვალმა. იცი რა გავაკეთე იმ ერთი, თხუთმეტწამიანი ზარის გამო? ხელებზე მიბმულო თოკი სულ ფრჩხილებით დავბრდღვენი და ხელები გავიუბედურე, ვიღაც კაცი გავთიშე და მისი მობილურიდან დაგირეკე. დრო ისედაც ხოტა მქონდა. გამტაცებელი სულ რაღაც ოც წუთში უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ მე არ მადარდებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ მიშველიდი, მოხვიდოდი ერთ-ორ დღეში და წამიყვანდი. შენ? შენ რა გააკეთე? მიპასუხე, გაიგე მე რომ ვიყავი, იმასაც მიხვდი რაღაც რომ მიჭირდა, მაგრამ, როდესაც სიტყვა "დახმარება" ჩაგესმა ყურში არ მცალია, დიტოსთან მხურვალე ღამე მელოდებაო მიპასუხე და ისე გათიშე, არაფრის თქმა არ მაცადე. სექსის გამო დაქალი დაიკიდე. იცი მე მაგის გამო რა გამიკეთეს? მამაჩემისგან ფული უნდოდათ და არაფერს დამიშავებდნენ, მაგრამ ჩემი ამ საქციელის გამო იცი საერთოდ რა გამიკეთეს? გამაუპატიურეს, მცემეს, სხეული დამისერეს და შენ.. შენ სექსით იყავი დაკავებული ქალბატონო. - მშვიდად აგრძელებდა საუბარს ანამარია და თვალებაწყლიანებულ ლილეს ცივად შესცქეროდა. - შენ? - დიტო ალაპარაკდა. - რამე გაგიკეთებია ლილეს გამო? - არა, როგორ ბედავს და ამას ამბობს ეს უსინდისო კაცი. - არ გამიკეთებია? - იკითხა ცინიკურად. პირველი ემოხია, რაც მათთან ყოფნისას გამოხატა, ცინიზმი. - არა ლილე? - გოგონას ჰკითხა. - მე.. - ხმა გაბზარვოდა. ვერაფერი თქვა. - გახსოვს მეშვიდე კლასში დაბადების დღე რომ გქონდა და სკოლაში რომ მოხვედი. ნათლად მახსოვს წინა საღამოს მეუბნებოდი რომ გაინტერესებდა ვინ რას გეტყოდა. აღმოჩნდა რომ არავის ხსომებია შენი დაბადების დღე. მე ეს გავიგე და ჩემი სკოლიდან გამოვიპარე, ოცი ლარით პატარა ტორტი და ბუშტები გიყიდე. ყველა დავბერე, ერთად ავკინძე და ტორტმომარჯვებული შემოვედი შენს სკოლაში. შენი გახარებული სახის დანახვამ გამაბედნიერა. მაშინ გავიფიქრე "ჩემი ბავშვობის დაქალს მუდამ ასეთ სახეს მივაღებინებ"-მეთქი და პირობასაც პირნათლად ვასრულებდი არა? იცი მაგ დღის მერე რა მომივიდა? არ მითქვამს შენთვის, მშიბლები ოთხი დღით იყვნენ სოფელში წასულები და ეს ოცი ლარი დამიტოვეს, მე კიდევ შენ შემოგახარჯე და ოთხი დღე დაობებულ საჭმელს მივირთმევდი. ეს შენი ერთი დღით გაბედნიერებისთვის. - ლილე ცრემლებად იღვრებოდა. ბიჭები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ანამარია კი კმაყოფილი ღიმილით, აუჩქარებლად აგრძელებდა საუბარს. - ის თუ გახსოვს, მეათე კლასში ვიღაც ბიჭი რომ გაწუხებდა. მაშინ შეგიყვარდა დიტო და არაფერი გაიტერესებდა მის გარდა. მე მშვენივრად ვატყობდი, რომ ვიღაც გაწუხებდა. მერე მომიყევი კიდეც. შენ არც ძმა და არც შეყვარებული გყავდა, რომ ის ბიჭი ადგილზე მოესვა. გადავწყვიტე მე მივსულიყავი მასთან და მშვიდად ამეხსნა რომ თავი დაენებებინა შენთვის. მგონი ანდრია ერქვა, არ მახსივს. მივედი და იცი რა მითხრა? შენნაირი პუტა**ა გოგოსგან ბრძანებეს არ ვიღებო. დამამცირა გესმის? მაგრამ ავიტანე, შენს გამო. არაკაცი ნაბი**არი ხარ-მეთქი ვუთხარი და გაინტერესებს რა გააკეთა? მუშტი გამომიქანა, მაგრამ ხელი ავიფარე და ძვალი გამიბზარა. ტკივილისგან თავბრი დამეხვა, მაგრამ შენი შეწუხებულო მზერა გამახსენდა და ძალა მოვიკრიბე, არ დავნებდებოდი. რადგანაც გადავწყვიტე ამ საქმის წამოწყება, ბოლომდე გავიყვან-მეთქი. ფეხებშუა ძლიერად ამოვარტყი და ძირსდავარდნილს სახეში წიხლი ვუთავაზე. წასვლას ვაპირებდი, როდესაც შემაბრუნა და სახეში მუშდი გამარტყა. კიდევ კარგი მოსი ძმაკაცები იქ იყვნენ და დაიჭირეს, თორემ შემოვაკვდებოდი. ხელი თაბაშირში ჩავისვი და მოგატყუე კიბეზე დავგორდი-მეთქი, მაგრამ საქმე იმაშია რომ არც გიკითხავს რა მომივიდა, მე მოგახალე. სულ გეკიდა ჩემი მდგომარეობა. - არ წყვეტდა გოგონა წარსულის გახსენებას. - შეწყვიტე, ვერ ხედავ რა დღეშია?! - უყვირა დიტომ და ატირებული ცოლი გულში ჩაიკრა. - მახსოვს შენ და დიტო ერთად იყავით და პირველად იჩხუბეთ. მაშინ ამაზე უარეს დღეში იყო. თვითმკვლელობაც სცადა იცი? - დიტოს ჰკითხა, რომელიც ხან მას, ხან ცოლს შეხედავდა გაკვირვებული მზერით. - მე რომ არა, ახლა მანდ არ იჯდებოდა. სააბაზანოში შევუსწარი ზუსტად რომ დროულად. ვენებს იჭრიდა, მაგრამ ხელიდან გამოვგლიჯე ბრიტვა და ოთახში გავიყვანე. ერთი კვირა გვერდიდან არ ვშირდებოდი. ყველაფერს ვცდიკობდი მისი დეპრესიიდან გამოსაყვანად და ბოლოს მიზანსაც მივაღწიე. მერე ისევ შერიგდით. გამიხარდა, რადგან ისევ ბედნიერს გხედავდი.. ის თუ გახსოვს მე და ირაკლი ერთად რომ ვიყავით? - ჰკითხა გოგის და ქერათმიანს გადახედა. - რომ დამშორდა გახსოვს. ეგრევე შენ დაგირეკე. ნამტირალევი ხმით ძლივს ვლუღლუღებდი. გთხოვე რომ ჩემთან მოსულიყავი და შენ რა მითხარი? ეხლა არ მცალია და მერე მოვალო. ჰაჰ, რა სულელი ვიყავი. დაგიჯერე. მეგონა მართლა არ გეცალა.. - მარ-რთლა არ მეცა-ალა. - ასლუკუნებულმა გააწყვეტინა. ცინიკური ღიმილით ჰკითხა ლილეს: - მართლა? ისეთ რას აკეთებდი, მეგობრისთვის დრო რომ ვერ გამონახე? - ისევ ატირდა. - მეგონა მართლა არ გეცალა და რამე სერიოზული საქმით იყავი დაკავებული. მერე გავიგე შენს კურსელებთან ერთად კლუბში მიდიოდი და იცი რა გავიფიქრე? ჩემს გამო გართობას ხომ არ მოიკლებს-მეთქი. არადა, მე ის ერთი კვირა წესიერადაც არ მიჭამია, რომელ გართობაზეა საუბარი. შენ გყვებოდი თან, მხოლოდ შენ მადარდებდი. არ გეცალა თურმე. - სარკასტული ტონი, მეორე ემოცია. არანაირი სითბო, ბრაზი, სევდა. - გთხოვ.. გა-აჩუმდი. - ამოიკნავლა ლილემ. - ოო, მთავარი დამრჩა. ბათუმში იყავი ჩასული კურსელებთან ერთად. მაშინ მამაჩემის ბიზნესი მწვერვალზე იყო. ფულის გამო დამირეკე, თუმცა მაშინ ვერ მივხვდი მაგას. ორასი ლარის გამოგზავნა მთხოვე და მითხარი რომ ჩამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, დაგთანხმდი. ფული მანამდე გამოგიგზანე და მერე ჩამოვედი. გზად შენი მშობლების მანქანა შემხვდა, ნომრით ვიცანი. ბნელოდა. უცებ, წინ ტრაილერის მკვეთრმა შუქმა მომჭრა თვალი. მივხვდი, შენებს ეჯახებოდა და მაშინვე გავუსწარი. შენებმა კი დაამუხრუჭეს, მაგრამ მე ავარიაში მოვყევი. გაინტერესებს ეს რატომ გავაკეთე? ვიცოდი, მშიბლების დაკარგვა რამდენად გეტკინებოდა და საკუთარი თავი სიკვდილს პირისპირ შევახვედრე შენს გამო. ექვსი თვე ვმკურნალობდი. აქედან სამი კომაში ვიყავი, ხოლო დარჩენილი სამი თვე წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. სამი ნეკნი მქონდა მოტეხილი, მარცხენა ფეზი, მარცხენა ხელი და თავი სამ ადგილას გაბზარული. გაწერამდე ექიმს ვკითხე ვინმემ მინახულა თუ არა. იცი რა მიპასუხა? მხოლოდ ტრაილერის მძღოლმა, რომელიც გლანძღავდათო. დავიჯერო ექვსი თვე ჩემი არ ყოფნა ვერ შეამჩნიე. მაშინ სასწაულად მეწყინა, თუმცა საკუთარ თავს გავუბრაზდი ასე რომ ვიფიქრე ბავშვობის მეგობარზე. - არ ჩუმდებოდა ანამარია. გრძნიბდა, რომ ლილე ყველაფერს ნანობდა, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მისთვის. - ყველაფერს იცი როდის მივხვდი? მოტაცებული რომ ვიყავი. მაშინ მივხვდი, რამდენად უვარგისი იყავი. დაუნახავი, უსინდისო, არაფერის ღირსი. თითოეულ ჭრილობაზე უარესად მძულდებოდი. ბოლოს ამ გრძნობასაც აღარ იწვევდი ჩემში. ახლა არაფერს წარმოადგენ. დედაჩემი თვალწინ, წამებით მომიკლეს. დახმარებას მთხოვდა, მეძახდა, შველას ითხივდა. მე არაფერი შემეძლო. უჭმელი, უძლური ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ შენ, რომელიც საკუთარ თავზე წინ დაგაყენე, არაადამიანი იყავი. არაფერის ღირსი ხარ. ფურთხის ღირსიც არ ხარ ლილე. - დაამთავდა ანამარიამ. ცივად შეჰყურებდა ისტერიკულად ატირებულ გოგონას და ფერდაკარგულ ორ მამაკაცს. - მაპატიე.. მა-აპატიე ანამ-მარია.. - ასლუკუნდა ლილე. - მე კარგახანია გაპატიე. - ვნანობ.. მარ-რთლა ვნანობ. - ეგ უკვე ძალიან გვიანია. მაშინ უნდა დაგეფასებინე, როცა დად მიმაჩნდი. - ჩანთას ხელი დაავლო და ნელა, გრაციოზულად დატოვა შენობა. წარსულს არ ნანობდა, მაშინ ხომ ლილე უყვარდა, დად მიაჩნდა. ამაყობდა საკუთარი თავით. ნამდვილი მეგიბარი იყო, მაგრამ არ დაუფასეს, გამოიყენეს. ლილემ ინანა, მაგრამ ხშირად სინანული გვიანია. —•— ძველია, მაგრამ ჩემი ნაჯღაპნებიდან ერთადერთია, რომელიც მომწონს. იმედია თქვნც მოგეწონებათ ^_^ გამიხარდება თქვენს აზრს, დადებითს თუ უარყოფითს, დააფიქსირებთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.