შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანჰეტენი და სიყვარული?! აბა, რა გითხრათ....


26-08-2015, 21:04
ავტორი vienna2
ნანახია 1 835

პარკ-ავენიუზე მობილურების გამაყრუებელი ზარები და გაუთავებელი საუბრები ისმოდა. სექტემბერი მანჰეტენზე ყოველთვის დიდებული და ხმაურით აღსავსეა. ეს წელიც არ იყო გამონაკლისი. ცხელი და დამღლელი ზაფხულის შემდეგ სექტემბერი დგება. ლურჯი ცა სულ მოწმენდილია ხოლო ნიუ-იორკის ქუჩები ხალხით სავსე.

სასწავლო წელი დაიწყო, მეკი გამოსაშვებ კლასში გადავედი. საჯარო ბიბლიოთეკის უკან სულ მალე ვოგის შენობის კიბეები შავი ხალიჩით დაიფარება მის გარშემო კი შეიკრიბებიან ჩემი თანატოლები მათი ერთადერთი სურვილი იქნება შორიდან მაინც მოკრან თვალი თავის საყვარელ დიზაინერებსა თუ ვარსკვლავებს. ზოგჯერ ძაიან მინდა მათნაირად ვცხოვრობდე მაგრამ უკვე მეორე წელია ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ანუ იმას ვგულისხმობ რომ ვოგის მთავარი რედაქტორის მოადგილე ვარ. გაგიკვირდებათ თუ რატომ ვმუშაობ 18 წლის ყოფილი ბრუკლინელი გოგო ვოგში. დედაჩემის, ემილის მესამე ქმარი ჯორჯი მუშაობდა ვოგში. ალბათ მამაჩემსაც ვერ გავუგებდი ისე როგორც ჯორჯის უგებდი. 13 წლიდან ყველა ჩვენებასა თუ დახურულ წვეულებაზე დავყავდი. სამწუხაროდ მათმა ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა რადგან ჯორჯმა მოულოდნელად გადაწყვიტა რომ გეი იყო და ქელვინ ქლეინის მოდელ მამაკაცთან გააბა რომანი. მედიასა და პრესას არაფერი გამორჩებათ. ყველა მათ ტრაგიკულ განშორებაზე ლაპარაკობდა ეს კი ჯორჯისთვის ადვილი არ აღმოჩნდა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად თავის ახალ ბოიფრენდთან ერთად. ამაში არ ყოფილა არანაირი ტრაგედია აგერ უკვე 8 წელია, დღიდან დედასი და ჯორჯის ნაცნობობისა ისინი მეგობრულად ედგნენ გვერდში ერთმანეთს.

ვოგის დირექტორის სახელი ნაომია და ნამდვილი შანელში ჩაცმული სატანაა .დღესაც მახსოვს როგორ შემომთავაზა მან ვოგში მუშაობა

- ნაომი ეს ანასტასიაა, მუშაობდა ისეთ პიროვნებებთან როგორებიც ..... პაოლომ შეაწყვეტინა კეტს სიტყვა რომელიც ქასთინგზე მოსულ გოგონას აცნობდა.
-ჯორჯის გოგონა! ის მჭრდება.-თქვა ნაომიმ და წარბები სათვალიდან ზემოთ ამოსწია.

-ჯიჯის გულისხობ? ის ხომ თინეიჯერია არმგონია ამდენ სტრესს გაუძლოს. -კეტი

-ჯორჯი მიდის პარიზში საცხოვრებლად. მისი ვალია რაიმე დაგვიტოვოს ხოდა აი ჯიჯიც. თანაც ეს გოგო მისი გამოზრდილია.-

იმ დროს ჯორჯის ყუთების გამოტანაში ვეხმარებოდი კაბინეტიდან როცა კეტიმ ნაომისთან შემიყვანა. მეც სიხარულით დავთანხმდი და გამოსვლის წინ ლოყაზე ვაკოცე. ეს ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის თითქოს იარაღის ლულა მივაბჯინე სახეზე. გამოსვლისწინ ისღა მომაძახა დახეულ ჯინსებს და ნაიკებს ჩემს კაბინეტში არაფერი ესაქმებათ და გაითვალისწინეო.

2015 წელი
3სექტემბერი

9საათიდან 4 მდე სამსახურში ვიყავი. სახლში დაბრუნებისას როდესაც ლიფტიდან გამოვდიოდი დედაჩემი შემეჩეხა ვიღაც კაცთან ერთად. თვალი ჩავუკარი და სახლში შემოვედი მანამდე გავიგე როგორ უთხრა დედაჩემა ეს ჯიჯი იყო მოგვიანებით გაგაცნობო.ჩემდა გასაკვირად დედაჩემს რომანი არ ქონია 2 წლის განმალობაში ამიტომ დროული იყო.
სკოლაში არ დავდივარ ამიტომ კერძო მასწავლებელი მყავს ვისთანაც ვემზადები რათა წლის ბოლოს გამოცდები ჩავაბარო. ისე რუბენდიქის კერძო, პრესტიჟული სკოლის მოსწავლე ვარ.
ეს ესაა დედას შეტყობინება მომივიდა. მთხოვს ლამაზად ჩავიცვა და მანჰეტენზე ფრანგულ რესტორან "დანიელში" მივიდე. მეც არ დავაყოვნე და მივწერე მხოლოდ იმ პირობით თუ შენი გარდერობიდან ამოვირჩევმეთქი რამეს. ოღონდაც ახალი პრადას პიჯაკი არა და სხვა რაც გინდაო მიპასუხა.დედას გარდერობი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე. ძვირადღირებული კაბების ნახევარი მისი ქმრების და ბოიფრენდების საჩუქარია მის კარიერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შავი ვალენტინოს კომბინიზონი ჩავიცვი და წამოვედი. რესტორანში შესულს დედას ახალი ბოიფრენდის ოჯახი შემრჩა თვალწინ.

-ეს ჯიჯია ჩემი გოგონა.- თქვა ემილიმ და ისეთი სახით შემომხედა მივხვდი მოეწონა თავისი ვალენტინო ჩემს ტანზე. შემდეგ განაგრძო ჯიჯი ეს ტიმია ჩემი საქმრო და მისი დედა ბეატრისი.

-საქმროო ამაზე სისხლი გამეყინა მაგრამ არ შევიმჩინე და ვთქვი: ეს მე ვიგებ ყველაფერს გვიან თუ თქვენ დააჩქარეთ მოვლენები?

-ტიმმა უხერხულად მაგრამ მომხიბლელად გამიღიმა და თქვა სიყვარული ისეთი ამოუცნობი ძალაა რომელმაც არც დრო და არაფერი არ იცისო.

-მანჰეტენი და სიყვარული?! აბა, რაგითხრათ... ეს არასენტიმენტალური აზრი მომაწვა მაგრამ ხმამაღლა არ გავაჟღერე.

როგორც მოგვიანებით უკვე ბურბონით დამთვრალი დედისგან გავიგე ტიმი საინვესტიციო ბანკში მუშაობდა და ასე, ოთხ მილიონამდე წლიური შემოსავალი ქონდა. ისიც გავიგე რომ ის და დედაჩემი სამი კვირა დადიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი და იყვნენ... სანამ ტიმმა დედას ხელი არ სთხოვა. მისი პირველი ცოლი ავტოავარიაში გარდაიცვალა რის შემდეგაც ტიმს 7-წლის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა არავისთან ჰქონია. ალბათ ემილის მკერდმა ყველაფერი დაავიწყა. ტიმს ერთი შვილი ჰყოლია მაგრამ არც ისე ნამდვილი შვილი. თავისი აწ გარდაცვილი ცოლის შვილი იყო რომელზეც ტიმს მზე და მთვარე ამოსდიოდა ისევე როგორც მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს.

მე და ბეატრისი საშინლად დავთვერით ბურბონით როდესაც ტიმმა თქვა- ღმერთო ჩემო სად არის ეს ბიჭი აქამდე?
-ვინმეს ველოდებით? ნასვამი ხმით ვთქვი
-ჯონათანს. ნასვამი ხმითვე მიპასუხა ბეატრისმა
-ოჰ აი ისიც, ეს ჯონათანია ჩემი ვაჟი. ამაყად თქვა ტიმმა
-როგორც წესი ფეხსაცმლიდან დავიწყე და სახემდე ავყევი ჩემს ახალ ძამიკოს მაგრამ ნეტავ არ ავყოლოდი.
-იმედი მაქვს ეს ბურბონია და არა შენ-ჩავიბურტყუნე
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს ? ტიმი
-ნეტავ არ ვიცნობდე -ჯონათანი იცინის
-რა პატარაა ეს ქვეყანა-ტიმის დედამ მეოთხე ჭიქა გამომიცურა.
-ვინმე იტყვის საიდან იცნობთ ერთმანეთს ? -ტიმი
-არაფერი ისეთი, საქმიანი ურთიერთობ..... ჯონათანმა გამაწყვეტინა და გააგრძელა :- მე გეტყვით რაშიცაა საქმე, დაიწყო ჯომ და უკვე შემრცხვა. მე და ვოგის სატანას ნაომის შემოგვისწრო კაბინეტში როდესაც მე და ის .. ოჰ ღმერთოეჩემო საკმარისია. ის ხომ თითქმის 60 წლისაა.-გაბრაძდა ტიმი
-არ შემიძლია არ დავასრულო.-არ ჩერდებოდა ჯონათანი.ჩვენ უკვე მაგიდაზე ვიწქით როდესაც 16 წლის გოგონა შემოვიდა ორი სტარბაქსით ხელშ და ჩვენს დანახვაზე სისხლი გაეყინა. უნდა გენახათ მისი სახე ყინულის დედოფალს გავდა. იცინოდა ჯო

-ღმერთო ჩემო, თუ დაასრულე შენი აღვირახსნილი ამბების მოყოლა და თუ როგორ "გათანგე" ვოგის სატანა, მე წავალ. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა,არ დაგიმალავთ და გეტყვით ქალბატონო ბეატრის ერთადერთი ადამიანი ხართ ამ რესტორანში ვინ მომწონს. ნახვამდის! ეს ყველაფერი 10 წამში ვთქვი და წამოვედი.

-ნამდვილი ენერგო ვამპირია, თქვა ჯომ და ჩემს ადგილას დაჯდა.

გავაგრძელო თუ არ ღირს ? თქვენი აზრი მაინტერესებსსსსსსს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent