დაუვიწყარი(18)
ერთმანეთს ვკოცნიდით, როცა თითქოს ნაცნობი ხმა გაისმა. -მოგესალმებით, მეგობრებო. თორნიკე უცებ მომშორდა, ძარღვები დაეჭიმა და სუნთქვა გაუხშირდა. სცენისკენ გაიხედა, მეც მის მზერას მივყევი. სცენაზე ის ცისფერთვალა ბიჭი იდგა, გიორგი. გიტარა ჰქონდა გადაკიდებული და ღიმილით იყურებოდა ჩვენსკენ. იდახ, თორნკეს თვალს თვალში უყრიდა. ღიმილზე ეტყობოდა, რომ თავს ამაყად გრძნობდა. თორნიკე უფრო და უფრო იძაბებოდა, აშკარა იყო, რომ ეს ბიჭი აღიზიანებდა. ისევ გიორგის გავხედე, ამჯერად მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა, მზერა ავარიდე.. თოკომაც მე გამომხედა, თვალებში საშინელი ზიზღი დავინახე, შევკრთი.. ცხვირის ნესტოები გაფართოებოდა სადაცაა ყველაფერს დალეწავდა. -გავიდეთ. ხელი ხელზე მოვკიდე და წამოვდექი, იმედი მქონდა რომ გამომყვებოდა, მაგრამ ადგილიდანაც არ დაძრულა.. -დიახ, მე დავბრუნდი.. მე ისევ აქ ვარ. გიორგი საუბარს განაგრძობდა, ამჯერად ჩვენ აღარ გვიყურებდა. თორნიკე ერთ ადგილს იყო მიშტერებოდი, ვთხოვდი, რომ წამოსულიყო, მაგრამ არ მისმენდა.. ვგრძნობდი, რომ სხვა სამყაროში იყო.. ძალიან ავნერვიულდი, არ მინდოდა ჩხუბი მომხდარიყო.. -ლუკა! გამახსენდა თორნიკეს ძმა, წამოვდექი და სწრაფად მივედი ბართან. -ეს ბიჭი ვინ არის? თითით მივანიშნე მონროზე -ომ.. ეგ რთული შემთხვევაა. ბარიდან გადმოხტა და არყის ჭიქით წავიდა თოკოსკენ, რათქმაუნდა მივყევი. -ნუ შეიშლები და ნუ აჩვენებ, რომ გაღიზიანებს.. უთხრა ძმას და ჭიქა მიაწოდა,თორნიკემ დაუფიქრებლად გადაჰკრა.. ხელით მანიშნა კალთაში ჩამიჯექიო, ვგრძნობდი რომ ვჭირდებოდი.. კალთებში ჩავუჯექი და ხელები თბილად მოვეხვიე. -საზურგეს მიეყრდენი. ვუთხარი, უსიტყვოდ დამემორჩილა.. სუნთქვის გაკონტროლებას ცდილობდა, მივეხუტე. ხელები წელზე მომხვია. ლუკმა გაგვიღიმა და სამუშაოს დაუბრუნდა.. -დიახ, დღეს ვიმღერებ.. და ეს სიმღერა მინდა ყველა ჩემს ძველ მეგობარს მივუძღვნა. ცინიკურად თქვა გიორგიმ და გიტარის სიმებს ჩამოჰკრა.. ვგრძნობდი რომ მე მიყურებდა, არ მინდოდა მისთვის შემეხედა.. ვიცოდი, ეს თორნიკეს გააღიზიანებდა.. ამიტომ კისერში დავუწყე კოცნა, ეს ყოველთვის სიამოვნებდა.. წელზე ნაზად მისმევდა ხელს და სუნთქვაც ნელ-ნელა უმშვიდდებოდა.. არ ვიცი რატომ, მაგრამ მთელი ყურადღება მონროსკენ მქონდა მიმართული.. ალბათ ინტერესის გამო.. უნდა ვაღიარო, რომ სიმღერა საკმაოდ კარგად გამოსდიოდა.. თვალი ჩუმად გავაპარე, სუნთქვა შემეკრა, როცა პირდაპირ თვალებში შევხედე.. ზღვასავით ცისფერი თვალები ჰქონდა, მაგრამ ცივი.. გამიღიმა და ისევ ჩამიკრა თვალი.. ჩემდაუნებურად გამეღიმა, მეც არ ვიცი რატომ. -ნუ მაიძულებ ფეხებში გავიგდო და სიკვდილამდე ვურტყა.. შევკრთი, როცა თორნიკემ ეს სიტყვები წარმოთქვა.. მართალია ტონი მშვიდი ჰქონდა, მაგრამ მაინც.. სწრაფად მოვიყვანე საკუთარი თავი გონს, წამოვიწიე და ვნებიანად ვაკოცე ტუჩებზე.. -მხოლოდ შენ ხარ აქ.-ხელი თავთან მივიტანე..- და აქ.. ამჯერად მისი ხელი ავიღე და ჩემს გულთან მივატანინე, გულისცემა გაუხშირდა, სუნთქვაც. ორივე ხელი სახეზე მომკიდა და მაკოცა.. -მარტო ჩემი გოგო ხარ.. ჰო? თავი დავუქნიე და ისევ მივეხუტე.. მსიამოვნებდა, როცა ვხვდებოდი, რომ მისთვისაც იმავეს ვნიშნავდი, რასაც ის ნიშნავდა ჩემთვის. *თორნიკე: თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.. ვგრძნობდი, რომ ისიც კარგად იყო ჩემთან და ეს უფრო მეტად მახარებდა.. მსიამოვნებდა, როცა ვხვდებოდი, რომ ვიღაც, რაღაც თბილს გრძნობდა ჩემს მიმართ და ამ გრძნობით ჩემს გაყინულ გულსაც ათბობდა. კარგად ვიყავი.. ამაყად გავხედე მონროს, მინდოდა დაენახა რამხელა სიმდიდრე მყავდა.. მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ეს მას არასდროს ეღირსებოდა.. მინდოდა ეგრძნო, რომ ბედნიერი ვიყავი.. შეშურებოდა და ზიზღის ნაპერწკლები ეყარა თვალიებიდან.. სუნთქვა შემეკრა, როცა დავინახე როგორი ბინძური თვალებით აკვირდებოდა ანასტასიას. გამახსენდა რა ვუთხარი ნიკას კოცონის დროს.. ავნერვიულდი, ცივმა ოფლმა დამასხა, ავწრიალდი. -რა ხდება? მკითხა ანამ, მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე.. წარმოვიდგინე, რისი გამკეთებელი იყო მონრო.. საკუთარი თავი შემზიზღდა. -წავიდეთ. -რატომ? -არ მსიამოვნებს აქ ყოფნა. -კარგი. გაკვირვებული დამთანხმდა და წამოდგა. -კარებთან დამელოდე, ლუკას ვეტყვი რომ მივდივართ. თავი დამიქნია და გასასვლელისკენ წავიდა. -ლუკა, მივდივართ ჩვენ. -რა? რატომ? -მონროს ნახვა არ მსიამოვნებს.. მოვატყუე. -და მაგის გამო მიდიხარ? კარგი რა ! თან ნიკამ შენი გეგმის შესახებ მიამბო და მინდა გითხრა, რომ ძალიან მომეწონა. დროზე დააბრუნე ანასტასოა და დილანს დაანახე, რომ ძალიან ძვირფასია შენთვის. -ლუკა, ნუ სულელობ. არ გამოვა ეგ. -მე კი არა, შენ სულელობ, იცი რა თვალებით უყურებდა? თვალებით გახადა და ლოგინშიც ჩაიგორა.. გადაიხარხარა, მაგრამ მე მინდოდა სახეში გემრიელი მუშტი მეთავაზებინა. საკუთარ თავს ვაწყნარებდი, მაგრამ არ გამომდიოდა.. -მაგას კიარა, მეც ძალიან მომეწონა ეგ გოგო.. მალე მიხედე საქმეს, ქალიშვილის თავი არ მაქვს.. ისევ გაიცინა, ახლა ნამდვილად ვერ მოვითმინე, მაისურში ვწვდი და ჩემთან ახლოს მოვიყვანე.. -მისმინე, იდიოტო ! ანასტასია ვერავინ, ვერასდროს ვერ შეეხება, გასაგებია? ჩემს გარდა ვერავინ მიეკარება ! -ჰეი, ჰეი, დამშვიდდი ! შენ სულ ჩაბერე? მამის საფლავზე დადებული პირობა დაგავიწყდა და სერიოზულად შეიყვარე საკუთარი მამის მკვლელი? ხელი უხეშად მომაშორებინა.აი, ახლა მართლა ვიგრძენი რაღაც სისხლში.. თითქოს, მდორე სითხე აირია, რომელმაც სინდისის ქენჯნაც გამოიწვია.. ფიცი. მამას დავპირდი.. შინაგანი მე ორად გაიხლიჩა.. ერთი მეუბნებოდა, რომ უნდა წავსულიყავი, მეორე მამის საფლავზე დადებულ ფიცს მახსენებდა.. -ბევრი სასმელი მომივიდა. ვუთხარი ლუკას და ანას ხელი დავუქნიე.. ღიმილით მოვიდა ჩვენთან.ეტყობოდა ვერ დაინახა ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა.. -დავრჩეთ ცოტახანი. გავუღიმე. -კარგი. მანაც ღიმილით მიპასუხა და ბარის მაგიდასთან მდგომ სკამზე ჩამოჯდა. გიორგიმ სიმღერა დაასრულა, რათქმაუნდა ბევრი აპლოდისმენტი დაიმსახურა.. ჰაჰ, ის სიმღერა მაინც არ დაეკრა, რომელიც მე ვასწავლე. რომელსაც ჩემთან ერთად მღეროდა.. ჯანდაბა ! -გმადლობთ, გმადლობთ.. მაგრამ ეს არაჩვეულებრივი შესრულება, მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, ამაში ერთი ადამიანი დამეხმარა.. ღმერთო, ნუთუ იტყვის? მისკენ გაბრწყინებული სახით მივბრუნდი. რამდენიმე წამით ვიფიქრე, რომ ძველი გიორგი დაბრუნდა. წარმოვიდგინე, რომ უკვე სცენაზე ვიდექი მასთან ერთად, ხელგადახვეული. -ეს სიმღერა ასეთი შესანიშნავი არ გამოვიდოდა, თუ ამ ბარში ერთი მომხიბლავი გოგონა არ იქნებოდა.. მისი სილამაზის შექების სურვილმა და აღფრთოვანებამ შემმატა ხიბლი.. სწორედ მას მივუძღვენი ეს ყველაფერი. დებილი ხარ აბაშიძე, იდიოტი. საკუთარ თავზე სიმწრისგან გამეცინა.. იმედგაცრუებულმა შევხედე, ანასტასიას უყურებდა.ისევ გაიღვიძა იმ გრძნობამ, რომელიც მეუბნებოდა, რომ ანა აქედან უნდა წამეყვანა.. მას შევხედე, ფეხებს ათამაშებდა და მის კედებს აკვირდებოდა. სიმართლე მითხრა.. მის გონებასა და გულში მხოლოდ მე ვიყავი. -ჩემო ფერია. უაზროდ მომინდა მისთვის მეკოცნა, ვაკოცე კიდეც.. სხვანაირად.. უფრო თბილად და ტკბილად. -თორნიკე ლუკამ მაიძულა კოცნა გამეწყვიტა.. -ეს გამომართვი და გამახსენე, სახლში სერიოზულად დაგელაპარაკო. სასმელით სავსე ჭიქა მომაწოდა. -აღარ მინდა დალევა. ჭიქა მაგიდაზე დავაბრუნე. -თოკო! აქ არ გელოდი. ზურგსუკან ნაცნობი ხმა გავიგე.. ის ! -საოცარია.. აქ ხომ ჩემი ძმა მუშაობს. ცინიკურად ვუპასუხე. -გიორგი. ჩემთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, ისე გაუწოდა ანას ხელი და გაუღიმა. -ანა.. უხეშად უპასუხა ანასტასიამ, ხელი არ მიუცია.. გამეღიმა, მართლა ჩემი გოგოა. -როგორც ვხვდები, შეყვარებულია.არა აბაშიძე? მარცხის შემდეგ, ისევ მე მომიბრუნდა. -დიახ. ამაყად ვუპასუხე, მაგრამ მაშინვე გამახსენდა რისი გაკეთება შეეძლო მონროს ჩემს გასამწარებლად. -და საკმაოდ სერიოზულიც.სხვებს არ გავს, ასე არაა? არ ვიცოდი რა მეპასუხა. არ მინდოდა ანას რამე დაშავებოდა, მაგრამ ყურში ფიცი ჩამესმოდა. -ჰო, ჩემი გოგოა.მხოლოდ ჩემი! მკაცრად ვუპასუხე.. ახლა ნამდვილად გადავწყვიტე რას გავაკეთებდი.. მე დავიცავდი! არ შემეძლო ანა გამეწირა.. ეს გოგო მართლა ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. არ ვიცი რატომ, როდის ან როგორ, მაგრამ მოახერხა და ის შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რაც ვერავინ შეძლო.. ვგრძნობ რომ ჩემზე ზრუნავს, რომ მისთვის სულერთი არ ვარ.. არ მაინტერესებს რა მოუნდება გიორგის. მე მას დავიცავ ! არავის მივაკარებ, არასოდეს ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.