შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

BAKING LOVE (თავი მე-2 და მე-3)


27-08-2015, 13:45
ავტორი salomeee...
ნანახია 1 820

-მეორე ფეხსაცმელი სად გაქვს?-განცვიფრებულმა სოფიმ იკითხა.
-გრძელი ამბავია-გაშტერებული დაჯდა დივანზე.
-უჰმ დრო მაქვს.
-წუხელ ქეთა გიორგის დაშორდა. მერე მე და გიორგიმ ვივახშმეთ, ცოტა დავლიეთ... ცოტა არა, ბევრი დავლიეთ. მე მხოლოდ მისი კარგ ხასიათზე დაყენება მინდოდა, მაგრამ როგორც ჩანს ზედმეტი მომივიდა. დილით მის გვერდით გავიღვიძე. მერე დილით ია შემოვიდა ოთახში, სავარაუდოდ ილიამაც ყველაფერი იცის, ღმერთო როგორ მცხვენია. ისეთი არეული გამოვვარდი როგორც ჩანს მეორე ფეხსაცმლის ჩაცმაც კი დამავიწყდა. სოფ რა ვქნა? რა მეშველება? ახლა ხომ უეჭველი გამომიშვებს სამსახურიდან...
-ოჰო მართლა ყველაფერი აგირევია.
-ხო ვიცი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი...
-მოიცა შენ ის მოგწონს?
-არა, ვერ ვიტან სიმპატიურ ბიჭებს უამრავი ფულით-ირონია გაურია გვანცამ.-უბრალოდ მე ის რომც მიყვარდეს, ჩემნაირ უბრალო გოგოს არ ამჯობინებს არისტოკრატების ქალიშვილ ქეთას, დებილიც კი არ ზამს ამას.
-კარგი დამშვიდდი და დაივიწყე ყველაფერი, უბრალოდ იქ აღარ მიხვიდე.
-მართალი ხარ... ვაიმე სოფ
-რა იყო?
-ჩემი დანების კომპლექტი დამრჩა იქ.
-ჰმმ ახალი რომ იყიდო?
-შეიშალე? უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩემი მანქანა.
-ხოოო, მაშინ მოგიწევს წახვიდე და მოიტანო.


-ია მე მხოლოდ დანების წამოსაღებად მოვედი.
-გვანცი დღეს ისეთი განცვიფრებული ვიყავი იქ რომ დაგინახე...
-ხო მესმის-თავი ჩაღუნა სირცხვილისაგან.
-ვაა ეს ვინ მოსულა, პერსონალური შეფი, რომელიც ზედმეტად პერსონალური გახდა.
-ილია უბრალოდ მოკეტე, ვერ ხედავ ისედაც როგორ გრძნობს ბავშვი თავს?
-ხო მართალი ხარ ია, ვწუხვარ გვანც, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია... ალექსანდრე გაბრიჭიძეს ვურეკავ!


ზარის ხმა გაისმა. გიორგი საძინებლიდან გამოვარდა და კარი გააღო.
-გიოო-იყვირა და გადაეხვია ქეთა.
-ქეთ არ გელოდი.
-ხო ვიცი, ვწუხვარ გუშინ რაც გითხარი იმაზე, ბოდიში რა.
-ქეთ საბოდიშო არაფერია.
-ჩემს ფსიქოლოგს ველაპარაკე და მან მითხრა რომ უნდა დაგლაპარაკებოდი. იცი გუშინ ბარში ვიყავი, ზედმეტი დავლიე და დილით... ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ წუხელ ვიღაც კაცთან ვიწექი. არ ვიცი მაპატიებ თუ არა, მაგრამ მიყვარხარ გიო.
-გაპატიებ...
-მართლა?
-კი ქეთა გაპატიებ, რადგან წუხელ მეც ვიღაცასთან გავატარე ღამე...
-მოიცა რაა?
-ეს ისე მოხდა, ნასვამი ვიყავი... არაფერი მახსოვს... სისულელე იყო უბრალოდ და ჩემთვის არაფერს ნიშნავს. შეგიძლია მაპატიო?
-იცი, უბრალოდ აჯობებს წუხანდელი ღამე ორივემ დავივიწყოთ.
-და ქეთ, კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა-ცალ მუხლზე დაიჩოქა და ბეჭდის ყუთი გახსნა.-ქეთ შნ ყველაზე იცნაური, მისტიური და რთული ქალი ხარ ვინც ოდესმე შემხვედრია, მაგრამ სწორედ ეს მხიბლავს შენში. ცოლად გამომყვები?
-კი, კი და კი... მიყვარხარ გიო.-ეს სიტყვები წარმოთქვა და უშველებელი ბრილიანტს თვლიანი ბეჭედი თითზე გაიკეთა.-წავედი მშობლებს დავურეკავ.

მათი ეს საუბარი გვანცამ სამზარეულოდან თავიდან ბოლომდე მოისმინა. როდესაც შეუმჩნევლად სახლის დატოვება სცადა გიორგიმ დაინახა და შეაჩერა.
-გვანცა, აქ რას აკეთებ?
-მე... მე ვიცი რომ არ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ დანების წასაღებად მოვედი...
-არა შენ ვერ გამიგე. მე სამსახურიდან არ გამინთავისუფლებიხარ, თუ შნთვის რთული იქნება ამ მოგონებების გამო მუშაობა, მესმის, შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ეს სამუშაო შენია, თუ სურვილი გექნება.
-რაა? მართლა? ყურებს ვერ ვუჯერებ.
-ხო...-გაუღიმა გიორგიიმ-დილით 11-მდე არ ვიღვიძებ ამიტომ საუზმის მოსამზადებლად შეგიძლია 10-მდე არ მოხვიდე...


(თავი მე-3)


-ამას ვის ვხედავთ.-წაიბურდღუნა ილიამ.-წუხელ ვისთან გაატარე ღამე?
-კარგი რა ილია ახლა ამისი დრო არ არის.
-კარგი, აი ეს არის ის საუზმე რომელიც ქეთას და გიორგის უნდათ დღეისათვის.-თქვა და პლანშეტი გაუწოდა გვანცას.
-ოჰო, გემოვნება კარგი ჰქონიათ.
-რაღას უცდი? მალე გაიღვიძებენ.
-ხო მართალი ხარ, მიკვირს ამ სიტყვებს რომ ვამბობ-სიცილით წამოთქვა გვანცამ.
-ხო და კიდევ ამ საღამოს შანხაელი ბიზნესმენები მოდიან ვახშამზე, საკმაოდ სერიოზული პოექტის შესახებ უნდა ისაუბრონ... ეცადე არ ჩაფლავდე.
-არც იოცნებო ილია, ყველაფერი იდეალურად იქნება.


-ქეთას ამ საღამოსათვის კაბა აქვს ასარჩევი და ვერ ისაუზმებს ჩემთან ერთად,-წარმოთქვა გიორგიმ-ისე გვანცა დალაპარაკება მინდოდა შენთან, ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი რავი ნორმალურადაა-ცოტათი დაიბნა გოგონა.
-არა მე ჩვენზე გეკითხები, ჩვენს შორის რა ხდება?
-გიორგი შენ დაინიშნე, ქეთა შენი საცოლეა, ხოლო მე მხოლოდ მზარეული ვარ, ჩვენს შორის მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა უნდა იყო და მეტი არაფერი.
-მართალი ხარ, გეთანხმები. ანუ ყველაფერი რიგზეა? დავივიწყეთ ის ღამე?
-კი ყველაფერი რიგზეა.


საღამოსგვანცამ ვახშმის მოსამზადებლად დახმარება სოფის თხოვა.
-ვაიმე გვანც არ მჯერა ასეთ ლამაზ სახლში მუშაობ? ვაიმე ხედი რა მშვენიერია... წავალ სელფებს გადავიღებ.
-ხო რავი, მე მეგონა დამეხმარებოდი...



საღამოს ჩინელები მოვიდნენ.
-საღამომშვიდობისა ბატონებო და ქალბატონო ქეთა, ნება მომეცით დღევანდელი მენიუ გაგაცნოთ. იხვი პეკინურად, ქათამი ჩილით და კარტოფილის გარნირით, ასევე ვეგეტარიანული ხიაოლონგბაო და საჭიროდ ჩავთვალე რაღაც ისეთიც მომემზადებინა რაც ჩინური სამზარეულოდან არ არის, ამიტომ ჩემი საყვარელი სპაგეტი მოვამზადე ყველითა და ხაჭოთი.
-ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ თქვენც მხოლოდ ჩინური სამზარეულო არ დაგვახვედრეთ, უკვე ყელში ამოვიდა.
-მიხარია რომ მოგწონთ, რადგან კმაყოფილები ხართ ჩემი იდეით დესერტი ნამდვილად მოგეწონებათ.-აღფრთოვანებული იყო გვანცა.
-მითხარი რომ ხილის ნამცხვარია.
-ვაშლის-საბოლოოდ გაბედნიერდა გოგონა.



ვახშმის დასასრულს, როდესაც გვანცას სახლს ტოვებდა და ლიფტს ელოდებოდა, გიორგი გამოვიდა.
-გვანც მადლობა მინდა გადაგიხადო, პირველად მოხდა რომ ამ ხალხს სამსახურის გარდა სხვა თემებზეც ველაპარაკები, ასეთი მხიარულები არასდროს მინახავს. შენმა მომზადებულმა ვახშამმა იმოქმედა
-მიხარია რომ მოგეწონათ-გაუღიმა გვანცამ.-ახლა შემიძლია წავიდე?
-აჰ, კი რა თქმა უნდა, ხვალამდე შეფ.
-ხვალამდე ბოს.-დამშვიდობების შემდეგ ლიფტში შევიდა, სანამ კარი დაიკეტა გიორგი იქ იდგა და უყურებდა.
მე ყველაფერი სევძელი... მხოლოდ ეს ფრაზა უტრიალებდა გვანცას თავში...



№1  offline წევრი nini :)

მაგარია მომეწონაძალიან საინტერესოა

 


№2 სტუმარი chemi samyaro

მაგარიაააააბ გააგრდზელე

 


№3  offline წევრი Sexy Mädchen

რაღაც დამაკლდა ორივე თავში. ნუ აფუჩეჩებ და მოსპე ამდენი დიალოგი რა.
--------------------
:)

 


№4 სტუმარი beauty22

იიიი მაგარია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent