ნაბიჯი წინ (თავი 2)
ცხრა წლის განმავლობაში გემოვნება ფაქტიურად ახლიდან ჩამომიყალიბდა.ადრე თუ უპირატესობას რომანტიკულ და ლამაზ ბიჭებს ვანიჭებდი,ამ დროის განმავლობაში უდრეკი და რაღაც დოზით უხეში მამაკაცებით დავინტერესდი.ალბათ გარკვეული გავლენა იქონია სხვადასხვა მოთხრობებისა და წიგნების კითხვამ.იმდენად მომხიბლა „ქარიშხლიანი უღელტეხილი“-ს პერსონაჟის,ჰიტკლიფის სიყვარულმა,ჩემი გადმოსახედიდან იმ ჩერჩეტი კეტის მიმართ,რომ მომინდა ასე ძლიერ და მაინც სასტიკად ვიღაცას მეც შევყვარებოდი. მთელი ჩემი 26 წლის ცხოვრების მანძილზე ვრწმუნდებოდი და ახლაც ვრწმუნდები,რომ „მიყვარხარ“ სიტყვამ მნიშვნელობა დაკარგა.გააუფერულეს ამდენი ტყუილი ხმარებით და აღარც იმდენად სასიამოვნოდ ჟღერს ახლა სათქმელად.ადრე რატი,რომ მეტყოდა მიყვარხარო,მეგონა ელექტრო სკამზე მსვავდნენ და მთელი ქალაქის დენს ჩემში ატარებდნენ,იმდენად მომწონდა,მისი პირიდან ამოსული ეს სიტყვა.მაგრამ დროთა განმავლობაში სიყვარულის ახსნებს მოუხშირა და მეც მომბეზრდა.ვნატრობდი ერთი დღე მაინც ისე გასულიყო,ჩემი თავი მზესა და ვარსკვლავებისთვის არ შეედარებინა,მაგრამ ღამით დაწოლილს თავი „ვეფხისტყაოსნის“ გმირი მეგონა. ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ არც მე ვყოფილვარ უფრთო ანგელოზი.ეჭვიანობის გრძნობა ჩემში რაღაც დოზით,რომ იდო ამას ბავშვობიდანვე ვხვდებოდი.ოჯახში ერთადერთ ბავშვს ისეთი მესაკუთრე ხასიათი მქონდა,დედაჩემს ჩემს დეიდაშვილებთან მიკარებულს,რომ დავინახავდი იქ იწყებოდა მესამე და ისიც ყველაზე დამანგრეველი ომი.ჰოდა ასეთები დამეწყო რატისთანაც.ჩემი ყოფილი ქმარი პროფესიით მეან-გინეკოლოგი გახლდათ. მისი საქმაინობიდან გამომდინარე დღეში მინიმუმ 3-4 ქალთან მაინც უწევდა ყოფნა,ჩემთვის არასასურველ პოზაში.ვიღაც იკითხავს თუ იცოდი თავიდანვე რატომ არ დაფიქრდიო.აკი გითხარით მთელი სამი საათი ვფიქრობდითქო,მაგრამ ჯანდაბას მომაწვა ჰორმონები და გავთხოვდი.ასე და ამგვარად თქვენს მონა-მორჩილს ეჭვიანობის დიდმა ტალღამ შეუტია და გადაყლაპა.კაცს,რომ ოდნავ სივრცესაც აღარ დაუტოვებ და შენს ჭკუაზე ათამაშებ ის უკვე კაცი აღარ არის.მე არ მომწონდა ის ფაქტი,თუ,როგორ ყველაფერზე ადვილად მომყვებოდა რატი.მამაკაცს საკუთარი აზრი და სიტყვა უნდა გააჩნდეს და ვერანაირმა ძალამ ეს ფაქტი ვერ უნდა მოშალოს.რატისთან ჩემმა ძალამ მოშალა.მოშალა და კი დარჩა ეგრე.დავიღალე წარსულზე საუბრით.მინდა ცოტა წინაც წავიდე. პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი გახლავართ.აქამდე არსად მიმუშავია,თუმცა ამ ბოლოდროს ვაანალიზებ,რომ მხოლოდ მშობლების კისერზე ვერ ვიქნები და გადავწყვიტე ჯერ მხოლოდ ბავშვების მომზადებით დავკმაყოფილებულიყავი.განცხადება ინტერნეტში განვათავსე და მოვლენების განვითარებას დაველოდე.ტელეფონზე ზარმა არ დააყოვნა და მესამე დღეს თხუთმეტი წლის ანუშკის მშობლებთან შესახვედრად გამოვიკვანწე.ჩემი საყვარელი შავი კაბა და კლასიკური ფეხსაცმელები მოვირგე,თმა ზემოთ ავიწიე და ტაქსი გამოვიძახე.ქალბატონმა მარინამ თხემით-ტერფამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მოწონების ნიშნად ცერა თითი ამიწია. -შენ დედას სიხარული ხარ-კოცნა გამომიგზავნა და სამზარეულოსკენ გასწია. მიუხედავად იმისა,რომ დედაჩემს სხვანაირი წარმოდგენა აქვს ოჯახზე და მის შიგნით არსებულ კონფლიქტებზე,ჩემსა და რატის ამბავში დიდად მაინც არ ჩაერია.არ მოსწონდა ჟოვადინოვიჩი,ამას არც ადრე მალავდა და არც ახლა.მიყვარს დედაჩემი,თავისი მკაცრი და თბილი გამოხედვებით. -ნინა დე,ტაქსი მოვიდა-ფიქრებიდან გამომაფხიზლა და წარმატება მისურვა. ტაქსი თექვსმეტსართულიანი კორპუსის წინ გაჩერდა.ლიფტით მგზავრობაზე თავს უარი განვუცხადე და მეხუთე სართულამდე ფეხით ავედი.დიდი,შავი კარების წინ ორი წამით შევჩერდი და ღრმად ამოვისუნთქე.ტანსაცმელი შევისწორე,თმაზე ხელი გადავისვი და კარებზე დასაკაკუნებლად მოვემზადე,ვიღაცამ,რომ გააღო.ხელგაშეშებული მივაჩერდი ჩემს წინ აღმართულ მაღალ სხეულს,რომელმაც არ დააყოვნა გვერდით ოდნავ უხეშად გამწია და კიბეებზე სწრაფად დაეშვა.კარებში თვალებჩაწითლებული ქალი შემომეგება. -ბოდიშს გიხდით.შემობრძანდით.-ხელით მისაღებისკენ გამიძღვა და ყავა შემომთავაზა. -ჩაი მირჩევნია,გმადლობთ. სამზარეულოსკენ წასულს უკან ავედევნე და მაღალ სკამზე შემოვჯექი. -ანუშკი მეგობართანაა წასული.მასწავლებლის აყვანის აზრი დიდად არ გახარებია,მაგრამ ვფიქრობ უკმაყოფილო არ უნდა დარჩეს. ჩაი ლამაზ გაბერილ ჭიქაში ჩამომისხა და წინ დამიდო. -თქვენი სახელი.-დამთბარი ხმით მკითხა. -ნინა,ნინა მეტრეველი. -სასიამოვნოა ნინა,მე მაკრინე მქვია. გასაუბრებამ კარგად ჩაიარა.მაკრინე ჩემით კმაყოფილი ჩანდა,მე - მისით.საღამოხანს სახლში მაკრინეს ქმარი,ბატონი დიმიტრი დაბრუნდა.მათთან საუბარს ისე შევყევი,ვერც გავიგე,როდის დაღამდა.სკამიდან სწრაფად წამოვფრინდი,ჩანთას ხელი დავავლე და ცოლ-ქმართან დამშვიდობების შემდეგ ბინა დავტოვე.კიბეებზე კვლავ ფეხით დავეშვი.კორპუსის სადარბაზოში ორი მხრებგანიერი ბიჭი იდგა და რაღაცაზე საუბრობდა.ჩემი დანახვისას ლაპარაკი შეწყვიტეს.მე ჩამეღიმა.შედარებით მაღალმა თვალი გამომაყოლა.მეც მზერით შეწუხებულმა გავხედე და რამოდენიმე საათის უკანდელი ინციდენტი თვალწინ დამიდგა.თვალი სწრაფად მოვწყვიტე, ჩემთვის უხეშ ბიჭს და კორპუსი უკან მოვიტოვე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.