შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენზე მეოცნებე 2


27-08-2015, 14:31
ავტორი shenzemeocnebe
ნანახია 1 969

ბექა 17 წლის ბიჭი იყო. ძალიან სახელგანთქმლი ოჯახიდან. რაღა დაგიმალოთ და ამ უკანასკნელს ამ ორი შეყვარებული ადამიანის გარშემო არსებული საზოგადაოებისთვის გადამწყვეტი არა თუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა.ბექა ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. ამიტომ დიდად არავის გახარებია ნიას ბედნიერება. არც ნია იყო ნაკლები ოჯახის, თუმცა ბექაზე მაინც განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ყველას.ბექა აბიტურიენტი იყო და ექიმობას აპირებდა.ბევრი ლაპარაკის შემდეგ მოახერხა ის, რომ ნიასაც მოანდომა ექიმობა და 1 წლის შემდეგ ნიამ სამედიცინოზე ჩაბარება მყარად გადაწყვიტა.ბექა ერთი წლით დიდი იყო რაც ნიშნავდა იმას რომ მშობლიური ქალაქიდან დედაქალაქში უნდა გადასულიყო ბ და 1 წელი ასე სიშორეში უნდა ეცხოვრათ - თუმცა შეგუებულები იყვნენ ამ ფაქტს. ბექამ წარმატებით ჩააბარა და მოვიდა მისი გამგზავრების დღე. სულ იცოდა ნიამ რომ წავიდოდა და არ ეშინოდა, დარწმუნებული იყო მათ სიყვარულს მანძილი ვერაფერს დააკლებდა,მაგრამ ახლა როცა ფაქტის წინაშე დადგა რაღაც სასწაული დაემართა ცრემლები მოსდიოდა და მოსდიოდა,თბილად მოკალათებულიყო ბექას კალთაში, თავი მის მკერდზე დაედო და ტიროდა,არაფერს არ ამბობდა უბრალოდ ტიროდა. არ იცოდა ეს წინათგრძნობა იყო თუ უბრალოდ მისი ჭირვეულობა.ეს წამი თითქოს გაიწელა ისე რომ გაახსენდა ყველაფერი რაც მათ შორის იყო,რაც ასე ლამაზად ეხატებოდა ცნობიერში ნიას და ვერც კი წარმოედგინა თუ ოდესმე ამ სილამაზეს რამე უხეში შტრიხე შეემატებოდა.ახსენდებოდა წვიმის მერე სეირნობა, სულ პატარა გუბე, რომელზეც გადასვლის უფლება არ მისცა ბექამ, ხელში აიყვანა და ისე გადაიყვანა,ახსენდებოდა მაშინ ძალიან რომ წვიმდა ღამით და ბექა რომ მივიდა მასთან გარეთ ეზოში იდგა და სველდებოდა თან ნიას ეძახდა,განწირული ეძახდა. ნიამ გაიხედა და ბექა დაინახა სულ სველი, კოვბოის ქუდით. მისკენ გაიქცა ამ დროს ბექამ ისე აკოცა, ალბათ საუკუნე რომ გავდეს არ დაავიწყდება ნიას ეს კოცნა.არ დაავიწყდება უცებ გაჩერებული დრო,მას სჯეროდა რომ კოსცნის დროს მართლა გაჩერდა დრო.ამ ფიქრებში ვერც კი მიხვდა ნია რამდენი დრო გავიდა, რომ გამოფხიზლდა ისევ გიგა მიქაბერიძის შენთვის ვმღერი ჟღერდა - ეს მათი სიმღერა იყო, ისევ ბექას მკერდზე იყო მიკრული და თვალებზე ნამტირალევი ცრემლები კიდევ შერჩენოდა,როგორც პატარა ბავშვს წამწამებზე ქონდა წვეთებად ჩამოკიდული.ბექამ შეამჩნია და ისე როგორც მამა ზრუნასვ თავის პატარა პრინცესაზე მოწმინდა ცრემლები და დაპირდა რომ აღარასდროს იტირებდა ნია და რომ მთელი ცხოვრება ერთად და ბედნიერად იცხოვრებდნენ.ასე წავიდა ბექა და დაპირდა რომ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდოდა და ნიას ნახავდა.ნია ბევვრს ფიქრობდა,მთელი გულით ცდილობდა ბექას დაჯერებას,იმას რომ ბექა არასდროს უღალატებდა და სულ ზუსტად ესე ეყვარებოდა, მაგრამ იყო რაღაც სიტყვით უთქმელი გრძნობა,უსიამოვნო გრძნობა რომელიც რაღაც ცუდს აუწყებდა.ცდილობდა თავსი გამხნევებას, მაგრამ ეს გრძნობა არ სუსტდებოდა და შიგნიდან ღრღნიდან ამ პატარა, მეოცნებე და უბოროტო არსებას..



№1  offline მოდერი ჯია

კარგიაა love
უბრალოდ, ცოტა გაზარდე თავები და დიალოგებიც შემატე..

 


№2  offline წევრი shenzemeocnebe

ჯია
კარგიაა love
უბრალოდ, ცოტა გაზარდე თავები და დიალოგებიც შემატე..

მადლობა ჯია აუცილებლად გავაგრძელებ და გავითვალისწინებ :)) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent