შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგო, მიყვარხარ (2)


27-08-2015, 20:13
ავტორი მარუშკა
ნანახია 4 319

დილით ნინეს ძალიან ადრე გაეღვიძა. ქვემოთ ჩავიდა და ილოს ტელეფონი მოხვდა თვალში.
,,უხ, ილო, ეხლა განახებ ჩემი შანტაჟი როგორ უნდა"
მაშინვე მიირბინა ტელეფონთან და მესიჯებში შევიდა. თვალში მოხვდა საინტერესო ნომერი და ნაწერები წაიკითხა.
,,მისმინე, ბიჭები არ გამაგონოს. კარგად მოექეცი იცოდე. რაზეც შევთანხმდით ხო გახსოვს"
,,კი ძმა, არავის არ გავაკარებ. ნუ ნერვიულობ. კი მახსოვს"
,,ხოდა, გაითვალისწინე. რო აწყენინო..."
,,კაი, კაი. დავაი წავედი მე"
ნინე ჩაფიქრდა. რაზე შეთანხმდნენ? აშკარად იმ ბიჭს სწერდა, ნინეს რომ უნდა გაყოლოდა. მაგრამ, რატომ სწერდა ილო რომ, ნინესთვის არ ეწყენინებინა? გოგონა ფიქრში წავიდა როცა კარზე ზარის ხმა გაიგონა. გაკვირვებულმა ახედა საათს. 9 საათი. კარი გააღო და უსიმპატიური, შავგრემანი ბიჭი დაინახა. მასზე 2 წლით უფროსი იქნებოდა, მხოლოდ.ულამაზესი მწვანე თვალებით და სწორი ცხვირით. ნინე კინაღამ კართან ჩაიკეცა, ისე საყვარლად გაუღიმა.
-შემომიშვებ, ლამაზო?
-მე... ისა... ე... რა ქვია... ხო.
-მადლობა. ნინე არა?
-დიახ.
-მე გიგა ვარ.
ნინემ ხელი გაუწოდა და ბიჭმაც მაშინვე ჩამოართვა ხელი.
-ილოს ღვიძავს?
-არააა.
-არ გააღვიძო. შენ მზად გაქვს ჩემოდანი?
-კი. ჩამოვიტან და წავიდეთ თუ გინდა.
-ხალათით წამოხვალ?
-უი. ხო გამოვიცვლი.
-ტიპური გოგოებივით 1 საათი არ მოანდომო, კარგი? საყვარლად გაუღიმა. ნინე კინაღამ ჩამოდნა.
-ხოო... კი არა და... არა, ეგეთი არ ვარ.
-ძაან კაი. გარეთ დაგელოდები.
-კარგი, როგორც გინდა.
ნინე 4 კიბეს ერთად ახტებოდა რომ მალე გამოეცვალა და გიგას მწვანე თვალები ისევ დაენახა. 5 წუთში გამოიცვალა და ჩემოდნიანად ჩაგრიალდა ილოს ოთახში.
-ილო!
-ხო, ნინე მიდიხარ უკვე?
-კი, მოვიდა შენი მეგობარი.
-მოიცა...
-არა იყავი, იწვესო გიგამ.
-აჰ, გაცნობაც მოგისწრია.
-დიახაც. დედას და მამას უთხარი აღარ გაგაღვიძათთქო.
-მიდი, კეთილი მგზავრობა.
ნინემ კიბეები ჩაირბინა და კართან ისევ მის მწვანე თვალებს შეეჩეხა. ბიჭი კინაღამ წააქცია. სახეები ისე ახლოს ჰქონდათ ერთმანეთთან, რომელიმეს ერთი განძრევა და ერთმანეთის ტუჩებს შეეხებოდნენ.
-ეე...
-არაუშავს. წამო, დაგვაგვიანდება.
-ხო, წავიდეთ.
მანქანაში ჩასხდნენ და გიგამ ისეთი სიჩქარით გააქროლა მანქანა, საწყალ ნინეს გული შეუწუხდა.
-გიგა... ძლივს ამოიჩურჩულა.
ბიჭმა მაქანა მკვეთრად დაატორმუზა და ნინე კინაღამ მინას შეასკდა.
-რა მოხდა?
-გთხოვ, ცოტათი ნელა ატარე, კარგი? აკანკალებული ხმით სთხოვა გოგონამ.
-აა, უი. კაი. მართლა ნელა ვატარებ გპირდები, კაი?
-ხო...
აეროპორტში პირველები მივიდნენ. არც უფროსი იყო მოსული და არც რომელიმე
ბავშვი.
- ეეხლა რა ვქნათ?
-არ ვიცი. მოდი დავჯდეთ, დაველოდოთ. ანდაც წამოდი რეგისტრაცია გავიაროდ და გასასვლელთან დავუცადოთ. უფრო კარგად მივხვდებით.
-კარგი, როგორც შენ იტყვი.
-კაია რო მიჯერებ.
ნინეს გაეცინა.
-იმიტომ რომ, შენ ჩემზე უფროსი ხარ.
-და შენ რამდენი წლის ხარ?
-16. შენ?
-მე 18.
-მაგარია. სრულწლოვანი ხარ. ალბათ გოგოები თავს იკლავენ შენ გამო.
-ეგრე რატო ფიქრობ?
-რავიცი, მაინც უფროსკლასელი ხარ და თან მახინჯიც არ ხარ.
-ანუ გინდა თქვა რომ გესიმპატიურები?
ნინე გაწითლდა და მორცხვად ჩაეცინა.
-ხო რა ვიცი.
გიგას გულში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ნინეს სიმორცხვეზე.
-სულ გაწითლდი.
ნინეს ისევ გაეცინა.
-რა გაცინებს? საყვარლად გაუღიმა გიგამ. ზუსტად ისე ნინეს რომ აშტერებდა, მე გაცინებ?
-არა.
-აბა რა?
-რა და, პატარა გოგოს რომ ეკითხები, დაინტერესებულია თუ არა შენით.
-ანუ პატარა გოგო ხარ?
-შენთან შედარებით მართლაც პატარა გოგო ვარ.
-მერე რა. მაგრამ, თუ ასე მოგწონს, დღეიდან ნინეს კი არა, პატარა გოგოს დაგიძახებ. გაწყობს?
-როგორც გინდა. მაონც ვერ შეგეწინააღმდეგები.
-ვითომ რატომ?
-ბიჭების გადარწმუნება ხომ ძალიან ძნელია...
-არა რატოა ძნელი. ჩემი გადარწმუნება ადვილია. უბრალოდ ჩახუტებაც საკმარისი იქნება რომ რამე გადამაფიქრებინო.
-შენ რა, გინდა რომ ჩაგეხუტო?
-ხო, მინდა.
-ვერ მოგართვი! მერქვას ეგ პატარა გოგო! რა ვქნა?
-ჩამეხუტე რა იყო, რას გთხოვ ისეთს? ხომ არ გთხოვ მაკოცეთქო.
-არა.
-აუუ! სკამიდან წამოდგა, ნინეს წინ ჩაიმუხლა და ქვემოდან ახედა, მიდი რა! ჩამეხუტე!
-არაა! მტკიცედ მიუგო ნინემ.
-კაი იყოს ეგრე. ვნახოთ, შენც მოგინდება ჩემი ჩახუტება!
-არ მომინდება!
-მოგინდება!
-არა!
-კი!
-არა!
-კი!
-რეისი ნომერი****. მგზავრებს ვთხოვთ გამოცხადდნენ სარეგისტრაციო დახლთან.
-წამოდი.
-მოვდივარ.
-მძიმეა ეგ ჩემოდანი. არ გინდა რომ წამოვიღო?
-არა, მადლობა. არ არის მძიმე.
ამ დროს შეამჩნია ნინემ რომ ერთი ბიჭი მას დაჟინებით მისჩერებოდა. მანაც სუსტად დაუქნია ხელი და გაუღიმა. გიგას ეს არ ესიამოვნა, მხრებზე ხელი მოხვია და სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა.
-მისმინე, პატარა გოგო! შენ აქ ბანაკში დასასვენებლად მიდიხარ და არა საფლირტაოდ, გაიგე?
ნინემ თავი ჩახარა და ტუჩები საყვარლად გამობურცა.
-ეგრე ნუ აკეთებ.
-შენ რა გინდა?
-მართლა გინდა გაიგო რა მინდა?
-ხო კარგი, მოვრჩი.
-ძალიან კარგი.
-პასპორტები თუ შეიძლება.
-ინებეთ.
მთელ ამბებს რომ მორჩნენ, გასასვლელთან დადგნენ. მათთან ერთი კაცი მივიდა. ჭაღარა თმა ჰქონდა თუმცა, როგორ ილო იტყოდა, ჯანზე იყო რა!
-გამარჯობა, ნინე წერეთელი და გიგა ქისტაური, არა?
-დიახ.
-აქეთ წამობრძანდით, თქვენ და კიდევ ერთს ველოდებით. გაიცანით ბავშვები.
ნინეს არ ესიამოვნა როგორ მიაშტერდნენ გოგოები გიგას.
,,ნინე სრულ ჭკუაზე თუ ხარ? შენ რა ეჭვიანობ?! გააფრინე? შენი არავინაა და რა ეჭვიანობა აგიტყდა?"
,,ძალიან მომწონს გიგა და რა ვქნა"
,,იქნებ შეყვარებული ჰყავს, ნინე ამაზე არ გიფიქრია? სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააგებ ნინე. გაფრთხილდი!"
ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია და გიგას მწვანე თვალებს გადააწყდა.
-ნინე რა გჭირს?
-არაფერი, უბრალოდ... თავბრუ დამეხვა.
-მოდი დაჯექი.
-სად დავჯდე? ყველა სკამი დაკავებულია.
-ერთი თავისუფალია. მე დავჯდები და შენ კალთაში ჩამიჯექი.
-შენ ხო არ გააფრინე?
-რა იყო, რა გითხარი ისეთი?
-რა მითხარი და კალთაში ჩამიჯექიო!
-მერე?
-მერე, არა!
-კარგი ასე იყოს.
სკამზე თვითონ დაჯდა. ნინე ოდნავ მოშორებით ფანჯარასთან გასასვლელთან ახლოს დაჯდა და თვითმფრინავებს მიაშტერდა. ცოტა ხანი იყო გასული რომ გვერდით ვიღაც ბიჭი მიუჯდა.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოს.
-საით გაგიწევია?
-ლონდონში.
-ეე, მეც ლონდონში მივდივარ! ბანაკიდან ხო?
-დიახ.
-რამდენი ქულა აიღე?
-98/100
-აუ მაგარი ხარ.
-შენ?
-მე ნუ... სახარბიელო ვერაფერი. მარა რამდენიმე ასდოლარიანმა მოაგვარა ყველაფერი.
ნინეს ირონიულად ჩაეცინა.
-ასდოლარიანები ყველა პრობლემას აგვარებენ, ასე არ არის?
-ნამდვილად. და რა გქვია?
ამ დროს მათ გიგაც შეუერთდათ.
-ოხ, პატარა გოგოს ბიჭების გაცნობაც მოუსწრია.
- რა გინდა გიგა?
-არაფერი.
-ხო რა, რა გინდა? ბიჭმა წამოყო თავი.
-რას ავარდი ინდაურივით, საწყის ადგილს დაუბრუნდი.
-გოგოს რანაირად ელაპარაკები!
-მოიცა, თექვსმეტი წლის ღლაპებმა უნდა მასწავლონ როგორ უნდა ვილაპარაკო?
-გიგა წამოდი!
ნინემ გიგა მოშორებით გაიყვანა და აკანკალებული ხმით სთხოვა:
-გიგა, ეჭვიანი შეყვარებულივით ნუ იქცევი ძალიან გთხოვ... გასაგებია რომ, შენ და ილო რაღაცაზე შეთანხმდით, რომ ბიჭებს არ უნდა გავუთამამდე მაგრამ, ასე მე პრობლემებს მიქმნი.
-აბა რა ფლირტი აგიტყდა ვერ გავიგე?!
-ჯერ ეს ერთი, შენი საამე არ არის ვის ვეფლირტავები და ვის არა. მეორე, რაც გინდა ის დამაბრალე ოღონდ ფლირტი არა! შენ ადგილზე ამდენს არ ვიყოყოჩებდი.
-ნინე, რეებს ბოდავ?
-განა ფლირტი არ იყო ჯერ ჩახუტება და მერე შენს კალთაში ჩახტომა შემომთავაზე?
-მერე მე...
-რა შენ.
-იწყება ჩასხდომა რეისზე **** მგზავრებს ვთხოვთ გამოცხადდეთ გასასვლელთან.
-წამოდი.
-ერთი წუთი ნინე.
-გისმენ.
-დიდი ბოდიში. გპირდები მეტჯერ არ ვიზამ ეგრე.
-ნუ მებოდიშები. ბოდიში რა შუაშია. უბრალოდ პრობლემა მაგ მხრივ არ შემიქმნა. არ მინდა ვინმემ ისე მომიხსენიოს, როგორც შენი დაცვის ქვეშ მყოფი.
-ხო, მართალი ხარ. ცუდად მოვიქეცი.
-არაუშავს. წამოდი, წავიდეთ.
-ადგილები სად არის?
-ჩემი 18А.
-ჩემი 18В.
-კაია გვერდიგვერდ ვიჯდებით.
-დიახ.
თვითმფრინავში. მართლად გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ მათ მოპირდაპირე მხარეს ორი მოხუცი იმხელა ხმაზე ჩხუბობდა, ნინე კინაღამ გამოყრუვდა.
თვითმფრინავმა აფრენა რომ დაიწყო, ნინე გიგას ხელს ჩაეჭიდა.
-რა იყო? გეშინია?
-აუ გიგა...
-ხო.
-ჩამეხუტე რა...
-ოჰ, ეხლა მოგინდა ჩახუტება? ვერ მოგართვი.
ნინემ თავი გაატრიალა, ყურებში თითები დაიცო, თვალები დახუჭა და დაელოდა როდის აფრინდებოდნენ.
-კაი მართლა კი არა. მოდი ჩაგეხუტო.
-მართლა?
-ხო. მოდი ჩემთან.
ნინეც მაშინვე მიეხვია წელზე და თავი მის მკერდში ჩარგო. გიგას სხეული უსაშველოდ თბილი იყო. ბიჭმა გოგონას ლოყა თავზე დაადო და ჩუმად ჰკითხა:
- ნინე...
-ხო.
-მოგწონს?
-რა.
-ჩემი ჩახუტება.
ნინე თავიდან ფეხბამდე გაწითლდა.
-კი...
-ვიცი რომ ახლა გაწითლდი!
-ხო...
ამ დროს თვითმფრინავიც აფრინდა. ნინემ უფრო მჭიდროდ შემოხვია ხელები გიგას და მის მკლავებში გაიტრუნა. თვალები დახუჭა და სიზმრების ქვეყანაში გაემგზავრა...

***
ესეც მეორე თავი...❤️ შემიფასეთ :)



№1 სტუმარი Tako Cecxladze

Gaagrdzelee aucileblad da male dade axali tavii..dzalian kargiaaa ♥♥

 


№2  offline წევრი BF(boyfriend)

Ra
sayvarlobaaa

 


№3  offline წევრი nino(g)

kaia gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent