შენ ჩემი გახდები..... (თავი 10)
უეცრად ყველაფერი ფერს იცვლის,ცხოვრების მდინარე კალაპოტსს და დინების მიმართულებას....ეს ყოველივე ისე უეცრად ხდება თვალსაც ვერ ახამხამებ...მერე გინდა ამ ცხოვრების არასწორი დინების მქონე მდინარეს, დინების მიმართულება შეუცვალო,მაგრამ ხელს ვერ ატოკებ...გინდა იტირო,მაგრამ არც ამის ძალა აღარ შეგწევს,რადგან ნელ-ნელა ტკივილი, დანაშაულის გრძნობა,სიყვარული და მონატრება ერთად განადგურებს....მიუხედავად ამ ყოველივესი ცხოვრებას მაინც ვაგრძელებთ და მზეც ისევ ამოდის,ახალი იმედებით,მაგრამ ხდება კი ეს იმედები?!.... მზემ უხვად მომაყარა სახეზე სითბო.მთელი სხეული მტკიოდა.თვალები ძლივს გავახილე და ისევ აყირავდა ყველაფერი თავში,ისევ მიჭირდა წონასოწორობის შენარჩუნება...თავი ისე ძალიან მტკიოდა მეგონა სადაცაა გასკდებათქოო,ეს ღებინების შეგრძნებაც არ მასვენებდა....ტელეფონის ძებნა დავიწყე,გამახსენდა რომ სამზარევლოში დავტოვე...რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და თავბრუ საშინლად დამეხვა,მერე თვალებში დამიბნელდა,ჩავიკეცე გონება არ დამიკარგავს,მაგრამ ირგვლივ ყველაფერი მიორდებოდა...ძლივს მივაღწიე სამზარევლომდე და დათოს ნომერი ვიპოვე...ზარი გავიდა და უმალ მიპასუხა დათომ... -გისმენთ... -დათ მიშველე რაა.....დათომ ვერ გაიაზრა ჩემი სიტყვები და ხმა ვერ გამცა... -დათო ცუდად ვარ,თანაც ძაალიან... -დათოს აღელვება და შეშფოთება დაეტყო ხმაში...რა მოგივიდა ნინი? -გუშინს მერე გული მერევა,თავბრუ მეხვევა და თავი მისკდება,თანაც მაცხენა ხელის ხმარებაც მიჭირს მიშველე რა... -ერთ ადგილას დაჯექი,მალე მოვალ და კლინიკაში ერთად წავიდეთ კარგი?მეც არ წავსულვარ ჯერ... -კაი დათ... -დაახლოებით 20 წუთში დათო ზარს რეკავდა ჩემს კარზე,სად უნდა დავმჯდარიყავი სხვაგან,კარების ძირში ვიჯექი..მალევე გავუღე კარი და დათო ფერ დაკარგული შემოვიდა... -როგორ ხარ ნინი? -არ ვიცი...სატირლად მოვემზადე,მაგრამ ერთი ცრემლიც არ გადმომიგორდა.... -ძაალიან გტკივა თავი?უხმოდ თავი დავუქნიე..კაი ახლა მე შენ კლინიკაში წაგიყვან და გიშველი,არ ინერვიულო კაი?თან მომიყვები ასე რაზე ინერვიულე,რომ ამ დღეში ჩავარდი... დათომ ხელში აყვანილმა ჩამიყვანა ქვევით და მანქანაში უკანა სავარძელზე დამაწვინა...მალევე მივედით კლინიკაში,სასწრაფოდ თავის კაბინეტში შემიყვანა და დამაწვინა,მერე რაღაც წამლები და სისტემები დამალევინა და გამიკეთა..საბოლოოდ 2 საათში უკვე კარგად ვიყავი,თავი ისე აღარ მტკიოდა და აღარც გული მერეოდა ისეთი ინტენსივობით... -უკეთ ხარ ხომ?დათომ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა... -კი დათ,მაადლობა შენ,რომ არა... -სუუ,ეგ აღარ გაიმეოროოო..მე გიოს პირობა მივეცი ჯერ კიდევ,როდის რომ შენზე ვიზრუნებდი...შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ,რომელიც არასდროს მყოლია,შენამდე...ძაალიან მიყვარხარ და მინდა სულ ბედნიერს გხედავდე... -მე არ მიყვარხარ...ვუთხარი და ენა გამოვუყე... -არ გიყვარვარ და ნუ გიყვარვარ,მთავრია,რომ მე მიყვარხარ თანაც ძაალიან....აი,ახლა ისევ ის ნინი ხარ,ბავშვური და მხიარული გეტყობა უკვე საკმაოდ კარგად ხარ...ახლა მითხარი რა შეგემთხვა ასეთი,რომ ამ მდგომარეობაში ჩავარდი? არ დამიმალო მიდი.. -არაფერი დათ,უბრალოდ როგორც შენდა გიო ამბობდით ხოლმე ბევრი ვიწიკვინე და შედეგი ესააა,მერე გუშინ 1 ლიტრა ტეკილით გამოვთვერი და აჰაა....თავი ისე გადავაქნიე თითქოს არაფერი მომხდარიყოს რითაც ძაალიან გავაღიზიანე დათოოო... -გოგო შენ ..აი.,არ ვიცი რა გითხრა...იცი შენი თავის ამბავი და...ხომ გითხარი არაფერზე არ ინერვიულოთქოოო,ხომ გითხარი?!თანაც კიდევ სასმელის სმაც დაიწყეე...როდის აქეთ დაეცი ასე ნინი,როდის აქეთ?გიორგი გედენიძის საამაყო და სად გაქრა სად?! -გულზე შუშის ნამსხვრევებად მომხვდა დათოს სიტყვები....ის იმ დღეს მოკვდა,როცა გიო გაფრინდა ჩემგან 17 აპრილს მოვკვდი მეც...დედაჩემივით ნუ დამიწყე სმაზე და ჩემს დაცემაზე ლაპარაკი..მე არ დავცემულვარ,არა დათო,იმას თუ დალევ, გაილეშები და ამ სამყაროს გაბრუჟებული თვალით შეხედავ დაცემას არ ნიშნავს,არა... -შენ ის ნინი არ ხარ მე რომ ვიცნობდი და მტკივა ამისგამო..ის ნინი ასე მალე არ დანებდებოდა ავადმყოფობას,იბრძოლებდა სიცოცხლისთვის,შენ კიდევ ისწრაფებ!შანსი გაქვს,რომ გამოძვრე ამ მდგომარეობიდან და იცოცხლო,შვილები გყავდეს,ოჯახი შექმნა და შენი კვალი დატოვო...როდემდე უნდა ატყუო ყველას,რომ სარქველი გაქვს შესაცვლელი,როდემდეე?! -მე არ მინდა სიცოცხლე არა..საამისო მიზეზი არ მაქვს..მე გიოსთან მინდა,ჩემს ძმასთან,მას ვუყვარდი მარტო,მას ესმოდდა ჩემი ტკივილი,მას..მე ვერც კი ვიტირე,მანამ სანამ არ გავაცნობიერე,რომ ჩვენი სახლიდან სასაფლაოზე წაიყვანეს და კუბოზე თავის დაჭედებას აპირებდნენ,მაშინ გავაფრინე,რომ მივხვდი,რომ მის გაყინულ სახესაც ვეღარასდროს შევეხებოდი და დავინახავდი...მისი ლურჯი თვალები სამუდამოდ დაიხუჭა..და იცი რა არის ყველაზე მტკივნეული,ჩემი ბრალია რომ მოკვდა,მე მკვლელი ვარ დათო,მკვლელი,ჩემს ხელებში დალია სული,მკლავები გავშალე წინ და სახესთან მივუტანე დათოს...აი,ამ მკლავებში ედო თავი,აი ამ ხელებმა დაუხუჭეს ზღვასავით ლურჯი თვალები...მე სიცოცხლის ღირსი არ ვარ,არა...ის ყველაფრისგან მიცავდა,მე კი ვერ დავიცავი ვერააა...გავიგებ მაინც ვინ გადაჭრა მუხრუჭი და გიოს სულს ვფიცავ,დედა ბუდიანად ამოვჟლიტავ,ხო იცი რო ვიზამ... -კარგი დაწყნარდი,გთხოვ... -არა დათო,რა დამაწყნარებს..რა უნდოდათ გიოსთან რააა?!იმან ვის რა დაუშავა?მე მოვეკალი ვინმეს ოღონდ ის არა...ის ჩემი სულის ნაწილი,იყო,გული მამაჩემმა მომიკლა მისი წასვლით,გიომ კი ის მკვდარი შუაზე გამიგლიჯა და წაიღო,ნახევარი....მე მათ მკვლელად მაქციეს,საკუთარი ძმის...მენატრება,იცი როგორ?!...არ იცი,აი ამიტომ არ ვმკურნალოვ სერიოზულად,მხოლოდ გაჩერებიებ პროცესს,ისიც იმიტომ რო დედა და ნიკო მეცოდებიან...ვიცი ეტკინებათ,თანაც ძაალიან ეტკინებათ,განსაკუთრებით კი დედას.... -მერე ამას ხვდები და ამის დედას შ****ი,რატო არ მკურნალობ?!გინდა მოკლა დედაშენი ტკივილით,გინდაა?! გიო მოკვდა და დამთავრდა,მან თავისი მისია ამოწურა შენ კიდევ უნდა იცოცხლო...გიოს დაპირდი შენ,რომ ბედნიერი იქნებოდი,გაახსოვს? -მახსოვს,მაგრამ.... -არავითარი,მაგრამ..დაივიწყე წარსული გთხოვ,მარიამ დედა შეიბრალე,გთხოვ...მუდარა თხოვნა,ტკივილი ყველაფერი ერთად აესახა დათოს სახეზე... -უეცრად სიცილი ამიტყდა,ისტერიული...გახსოვს როგორ ვბრაზდებოდი დედას შენც დედას რო ეძახდი?სახე რო დაგიკაწრე,მაგის გამო გახსოვს?! -რა დამავიწყებს,მაგას?!თავიდანვე აფთარი იყავი... -ახლა 27 იქნებოდა...შენსავით ისიც ექიმი...ჩემი გიო... -გეყოფა,გთხოვ გულს ნუღარ იკლავ და თავიდან ის აზრი ამოიგდე,რომ შენ მოკალი ის გაიგეე?! გავისუსე ხმა აღარ გამიცია...გუშინ ვნახე მარიამ დედა და მითხრა პროექტზე თქვა უარიო ვიღაც ნაკაშიძესთანოო..ვინაა?ცნობილი პერსონა ყოფილა,მაგრამ ვინაიდან ახლახანს დავბრუნდი ქვეყანაში და არ ვიცი ვინაა... -არავინ არაა ისეთი,ბიზმესმენია,სამშენებლო კომპანია აქვს თუ რაღაცა ეგეთი..დაანებეთ ნაკაშიძეს შენც და დედა მარიამმაც თავი..კიდევ რა გითხრა?! -ის,რომ გიყვარს...მართლა გიყვარს?ხომ იცი არავის ვეტყვი მითხარი,მიდი... -ელდა მეცა, გავისუსე,მაგრამ მცირე ხნისმერე ავბლუკუნდი........რა დაგიმალო დათო,არ ვიცი,მეგონა არ მიყვარდა,მერე მეგონა მიყვარდა,მერე ისევ არ მიყვარდა და არვიცი,ოღონ მართლა....მე რომ ალექსანდრე ნაკაშიძეს ვიცნობდი ის აღარ არსებობს....ახლა მეზიზღება და მძულ,მხოლოდ... - და მერე მაგის გამო გაილეშე ხოომ?! სიყვარულსადა სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯია ჩემო ნუცი! კმაყოფილმა ჩაიღიმა და მხურვალედ მაკოცა... *** ნაკაშიძეებთან დიდი ზარ-ზეიმი იყო,ალექსანდრე სახლის შემოსასვლელში იდგა და სტუმრებს ეგებებოდა,სულ არ ანაღვლებდა არავინ მისი თვალები ერთს,ეძებდნენ ის ერთი კი არ ჩანდაა... საათის ისრები უკვე 8-ს გადაცდა და გამოჩნდა ბატონი მიხეილი და მისი მეუღლე ლელა,მაგრამ მარტონი ნინუცა არ ჩანდა...ალექსმა ვერც გაუბედა კითხვა,რატომ არ მოვიდაო...ცხრა ხდებოდა უკვე ნაკაშიძეს მოთმინების ფიალა,რომ აევსო და დადას ანიშნა მასთან მისულიყოოო... -რა მოხდა ალექს?აღელვებული ჩანხარ... -ხედავ არ მოვიდა დადა...ისევ დამცინა,თანაც მწარედ...მე დავიფიცე,რომ თუ არ მოვიდოდა თრევით მოვათრევდი და ასეც იქნება... -რას აპირებ? -მუქარის ასრულებას... -რა მართლა ძაალიათ უპირებ მოყვანას?! -სწორედ გამოიცანი,მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ,მე ალექსანდრე ნაკაშიძე ვარ!!! -შენ სულ გადაირიე და გაგიჟდი,მგონი... -გედენიძემ გამაგიჟა და გადამრია,თავის ქცევებით!ეს თქვა და ადგილს მოწყვიტა მანქანა,ეზოში გამაყრუებელი საბურავების წუილი ისმოდა მხოლოდ.... *** დათომ სახლში მიმიყვანა და საძილე საშუალება დამალევინა,რათა დამესვენა...მიშას ვუთხარი,რომ დედა იყო შეუძლოდ,როგორც მე და ვერ წავიდოდი წვეულებაზე... ახალი ჩაძინებული ვიყავი და სიზმარშიც კი ვიღაცეებისაგან გავრბოდი...უეცრად ვიგრძენი სიცივე და სისველე...შეშინებულმა გავახილე თვალები და კანკალმა ამიტანა როცა ჩემს წინ ორ მეტრიანი ნაკაშიძე დავლანდე. -გეგონა თავი დაიძვრინე ჩემგან ქალბატონოო? -რას აკეთებ ველუროო?შენ სულ გაუბერე...ამ ზამთარში ცივ ვანაში,რომ მაგდებ,დეგენერატოოო,მძულხარ!რომ გავაცნობიერე რაც გაამიკეთეა,ტვინში სისხლამა ამასხა,მთელი ხმით ვუკივლე და იმ წამსვე ვინანე რადგან თავში რაღაც საშინელი ტკივილი ვიგრძენი კვლავ... -სულ ფეხებზე შენი აზრები...ადექი მივდივართ... -შენ კარგად ხარ?!..მე შენ არსად არ წამოგყვები.. აქ რა ჯანდაბას აკეთებ?ან საიდან შემოხვედი?ცხოველი ხარ,ცხოველი ალექსანდრე!... -შენი საქმე არა მე საიდან შემოვედი და სანამ მეტი სიცხოველე გაჩვენე ადექი და გამომყევი... -ვანიდან ამოვედი და სულ მაკანკალებდა სიცივით ისედაც სიცხე მქონდა და ახლა კიდევ ეს....როგორ მძულდა ნაკაშიძე არავის წარმოედგინა...თავბრუ დამეხვა ისევ და კარს მივეყდენი ისე,რომ მას არ შეუმჩნევია... -გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდან...და მოქნეული ხელი ჰაერში გამიკავაა... -შენ რაღაც თავიდანვე მიეჩვიე ჩემზე ხელის აწევას,ხელები და ენა დაიმოკლე და ტვინი დაიგრძელე...წამოდიმეთქი! -არ წამოვალ მე არსად,გაეთრიე აქეან ნაგავოო... -წესიერად მელაპარაკე გოგო,თორემ მართლა ამოგგლეჯ ენას...ეს თქვა და თრევით ჩამიყვანა მანქანამდე და შიგნით შემტენა... -მძულხარ ნაკაშიძე,მძულხარ...სად ჯანდაბაში მიგყავარ თან ასე,სველი საღამურებბით!რატომ არ მანებებ თავს,რატოომ? -მტრებს თავს არ ანებებენ ნინუცა...ცინიკური სახე მიიღო და გაიღიმა...სიჩქარის პედალს მიაწვა და გააქროლა მანქანა,საშინლად ჩქარა მიქროდა... -ნაკაშიძე შეანელე სიჩქარე! ...მვრძანებლური ტონით ვუუთხარი... -რა თქვი?რათქვიმეთქი?რაღაც ვერ გავიგე...და უფრო უმატა სიჩქარეს... -წარსული თვალწინ წარმომიდგა ისევ და ხელები სახეზე ავიფარე და ვიკივლე! -ალექსმა შეანელა სვლა და მომღიმარი სახით გადმომხედა... -გთხოვ გააჩერე რა ალექს მანქანა...ისევ ღებინების შეგრძნება მომაწვაა...უმალ გააჩერა მანქანა რაც გამიკვირდა,გარეტ გადავედი და თავბრუ დამეხვა და ჩავიკეცე იქვე მანქანის ძირში,თოვლში....ღებინების შეგრძნებამ გამიარა სუფთა ჰაერზე...ალექსი გაშტერებული მიყურებდა და ვერ მეკარებოდა ბოლოს როცა კანკალმა ამიტანა სიცივით,ხელი შემაშველა ისევ მანქანაში შემსვა და მისი ქურთუკი მომაფარა... -რა გჭირს?სეცდიანი და შეშფოთებული ხმის ტემბრით მითხრა და თვალებში ჩამაშტერდაა... -არაფერი... -რა გჭირსმეთქი? -აღშფოთება ვეღარ დავმალე და ღმამაღლა დავიწყე ლაპარაკი...რა მჭირს და სულ რომ მანერვიულებ,ნერვებს მიშლი და მტანჯავ,აი ეს მჭირს,შედეგი სახეზეა... -რა გჭირს?ჩამქრალი ხმით მკითხა ისევ... -ნერვები საშინელ მდგომარეობაში მაქვს.... მეტი აღარაფერი უთქვამს ძრავა ჩართო და მანქანა ადგილს მოწყვიტა...სახლთან მალე მივედით...გადმოდიო მანიშნა,მაგრამ არშემეძლო და დავუძახე... -ალექსს აქ რა ჯანდაბა მინდაა? -ჩემი დის დაბადების დღეა და ის გინდა,შენ ჩემი პარტნიორ-თანამშრომელი ხარ... გადმოდი და იმ კარში შედი ხელით მიმითითა,იქაა ყველა საჭირო ნივთი რითაც თავს მოიწესრიგებ,ჩაიცმევ და ა.შ...და მალე ჩამოდი... 15 წუთში მზად იყავი,თორემ გეფიცები ასე ჩამოგიყვან როგორც ხარ... -ნაგავი ხარ,ნაგავი!თავი მძულდა რადგან ვერ შევძელი მასთან გაძაალიანება და აქ იძულებით ცხოველურად მაინც მომათრია,თავისი გაიტანაა... -სიტყვები და ტონი აკონტროლე... სიცივისგან და ისეც სიარული მიჭირდა,ვხვდებოდი ვერ მივიდოდი დამოუკიდებლად კარამდე და სიამაყეს ვძლიე... -დამეხმარე,,მცივა და ვერ დავდივარ! -ცხოველები და ნაგვები არავის არ ეხმარებიან,ამიტომ... გული მატკინა მან ამ სიტყვებით...და ნიშნის მოგებით გამიღიმა. -ვცადე ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ სულ გავთოშილიყავი და ვერ შევძელი...ალექს...გთხოვ დამეხმარე!...ვედრება ჩამდგარი ხმით ვუთხარი...უეცრად შედგა,შემოტრიალდა და ხელი გამომიწოდა,ძაალიან ნელა ვადგამდი ნაბიჯებს,უეცრად ჰაერში ამიტაცა და მის ხელებში აღმოვჩნდი...ოთახში,შემიყვანა,ჩევენი სახეები ისე ახლოს იყო,ერთმანეთთან ჩვენივე ნასუნთქი ჰაერი გველამუნებოდა...სადაც იყო ჩვენი ტუჩები ერთმანეთს უნდა შეხებოდა,რომ ხელი გამიშვა და საწოლზე დამაგდოო..... -საქმეს მივხედოთ გედენიძის ქალოო!შენ ცხელი აბაზანაც გჭირდება,რომ გალღვე,შენს ხელით თრევას არ ვაპირებ კიდევ...წავალ მე წყალს აგივსებ,აჰაა ხალათი და პირსახოცი და შენც შემოდი,კაბა საწოლზეა და ფეხსაცმელებიც...შპაკლები კი სარკესთანაა,ბევრი არ წაისვა არ მიყვარს.... -სულ შენ დაგეკითხები რა...და აბაზანის კარი მოვუხურე.... -მაგასაც ვნახავთ ნინუცა,სულ მალე ჩემი საკუთრება გახდები გაჩენის დღეს გაწყევლინებ! *** დადა ადი მაღლა ნინოა და ჩამოიყვანე... დადა უხმოდ დამორცილდა ერთი კი თქვა;ეს ბიჭი გაგიჟდა მგონი მართლა.... 15 წუთში საოცრება მოახდინა,ნინუცამ..თბილმა წყალმა გაალრო,მერე კაბა ჩაიცვა,თმა გაიშრო და მაკიაჟიც გაიკეთა,თანაც უნაკლო,კარგა გვარიანი,ამით მაინც ხომ უნდა აეთხარა ნაკაშიძე ნერვებზე...ბოლო შტრიხი შეიტანა მაკიაჟში და კარზე დადამ დააკაკუნა, -შეიძლებაა?იკითხა დადამ. -შემოდი დადა.... -როგორ ხარ ნინი? -როგორ უნდა ვიყო შენი გადარეული ძმაკაცის ხელში?!დადა მაგან სულ გააფრინა,რა უნდა ჩემგან რაა?იცი აქ სულ ძაალით მომათრია...რა ჯანდაბა მინდა აქ?რა უნდა ჩემგან გეცოდინება,ღმერთი არ გწამს მითხარი..რატომ არ მანებებს თავს?! -არ ვიცი...აქ რა გინდა არც ის ვიცი და არც ის თუ შენგან რა უნდა...ერთს გეტყვი და გთხოვ,მის ნერვებზე ძაალიან ნუ ითამაშებ,და გაშორდი წადი აქედან,ამ ქვეყნიდან დაავიწყდები და დაგანებებს თავს. -მე არსად წასვლას არ ვაპირებ მაგ ცხოველის გამო..შეხედე ჩემს ხელებს შეხედე,ისე მიჭერსხოლმე სულ დალურჯებული მაქვს! -ერთმანეთზე მეტი ჯიუტები ხართ ორივე და რა გითხრა..წამოდი ჩავიდეთ ქვევით... *** წითელი მოკლე კაბა მეცვა,ზურგ მოშიშვლებული..გემოვნებას ვერ დაუწუნებდი ბიჭსს..შავი ფეხსაცმელებით ჩავბაკუნდი ქვემოთ,მიშას ფერი ეცვალა აქ რაგინდაო?ხომ თქვი,რომ? -უბრალოდ მე დავურეკე და ვთხოვე,რომ მოსულიყო ბატონო მიშა,რაღაც საქმე გვაქვს და მოვიდა კიდეც...უეცრად ჩვენთან გაჩნდა ალექსანდრე და გაბადრული სახით მოახსენა ყოველივე მისა ძიას... მერე თითი მოწონების ნიშნად მიჩვენა და შამპანურით სავსე ფუჟერი გამომიწოდა... -მე არ ვსვამ... -დღეს დალევ რა პრობლემააა,უკვე დიდი გოგო ხარ! -არამეთქი!რატომ მომიყვანე აქ? -დალიე და ენა გააჩუმეე...ვირაც გოგო მოემართებოდა ჩვენსკენ ალექსს ჩამოეკიდა კისერზე... -გაიცანი მარიკო ეს ნინოა ჩემი პარტნიორ-თანამშრომელი ეს კი ჩემი დაა მარიკო... -მოხარული ვარ და გილოცავთ,ყველაფერსს საუკეთესოს გისურვებ მარი,გავუღიმე და ისე ვუთხარი ეს ყოველივე. -მადლობა,მეც მიხარია ჩემი ძმის პარტნიორ-თანამშრომელის გაცნობა,იმედია ვიმეგობრებთ?! -რა თქმაუნდა... -კარგი მე დაგტოვებთ ცოტა ხნით...დააახლოებით 10 წუთში მიკროფონით ხელში იდგა ალექსანდრე და მოსმენას ითხოვდა... -მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაფასებისთვის და მობრძანებისთვის. დღეს ჩემი ერთადერთი დის დაბადების დღეა და სხვაგან სად უნდა მეთქვა ეს ორი სასიხარულო ამბავი თუ არა აქ?! ალბად ყველამ იცით ჩვენი ოჯახი,როგორი ქველმოქმედია,ასეთივე ერთი ახალგაზრდა გოგონაც და მისი ოჯახიც,მინდა ნინუცა გედენიძეს ვთხოვ ჩემს გვერდით მოვიდეს...ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა,მერე ისევ გაიმეორა,რომმასთან მივსულიყავი,ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული და მისკენ წავედი...გვერდით დავუდექი და განაგრძო... -ვიცი რომ ეს შემოთავაზება ძაალიან გაგახარებს და უარს არ იტყვით ჩემო პარტნიორ-თანამშრომელო,მინდა ჩვენ ორმა დავეხმაროთ ამ პროექტით რასაც ამ ეტაპზე ვაკეთებთ მე და შენ უპატრონო ბავშვებს,რას იტყვი?ვიცი რომ უარს არ იტყვი ნინუცა...და მომღიმარი ჩამაშტერდა თვალებში.მინდოდა გაშლილი ხელი მელეწა იმ მომღიმარ სახეში... -არ ვიცოდი რა მეთქვა ამდენი ხალხის წინ,კარგა ხნის დუმილის შემდეგ ძლივს ამოვიბლუკუნე..რა თქმა უნდა თანახმა ვარ ალექს... -ამაზე დიდი საქმე არ არსებობს ნინუცა და მადლობა შენ,რომ დამთანხმდი და ეს ყოველივე წერილობით დავადასტუროთ გთხოვთ... -რაღაც საბუთებს მოაწერა ხელი და მერე მე გამომიწოდა,არასდროს არ მიყვარდა წაუკითხავ საბუთზე ხელის მოწერა....ახლა კითხვის დრო არ არის ნინუცა,მოწერე ხელი და მოვრჩეთ ამ საქმეს,ჩამჩურჩულა მკაცრად ყურში ნაკაშიძემ...მოვაწერე რამდენიმე ადგილას ხელი და გავშორდი ნაკაშიძეს... -ახლა კი მეორე ამბავი უნდა გამცნოთ....მინდა წარმოგიდგინოთ,ჩემი სიყვარული და გულის ნაწილი,ადამიანი,რომელმაც მიმახვედრა რა არის ეს დიდი გრძნობა და რას მოიცავს ის,ანი ბაღათურია...ანი სულ რაღაც 1 წელში მორცება სწავლას და ქორწილში გეპატიჟებით ყველას,უკლებლივ... თითქოს ფეხებში ძალა წამერთვა მისი სიტყვების გამგონე,მისკენ ლამაზი,თეთრი საშუალო სიმაღლის გოგო მიემართებოდა,მიუახლოვადა და ტუჩებში კოცნაც აჩუხეს ერთმანეთს...არ მეგონა გული თუ არ გამიჩერდებოდა,გამოვიქეცი სიბნელეში ვპოვე თითქოს სიმშვიდე...მინდოდა მლაშე სითხისთვის გამეტანებია ეს დამცირება და ტკივილი,მაგრამ..... ნაბიჯების ხმა გავიგე...რატომ ხარ მარტოო? -რა ცირკებს მართავ შენ ის მითხარი? -რაზე ამბობ საქველმოქმედო საქმეზე თუ ჩემს საცოლზეე? -ორივეზე...სიტყვა ბანზე ამიგდო და თემა შეცვალა. -ულამაზესი ხარ,ისე ხო გაგაფრთხილე შპაკლი ბევრი არ გინდათქო,მაგრამ შენ... -მოკეტე და მომისმინე...ამ ცირკზე დასასწრებად მომათრიე აქ?რას გავს შენი საქციელი?არ ვიცი რა ჩაიფიქრე,მაგრამ ვერ გამანადგურებ ეს იცოდე! შენნაირი ცოდვილი სულის მქონე ადამიანს ახლა მოგინდა ქველმოქმედება და სულის ცოტა გასუფთავება?მარტო ვერ იზამდი ამ საქმეს თუ ჩემი გამწარება ამ საქმეში შედის? ჯოჯოხეთის კარსაც კი არ გაგირებენ ნაკაშიძე შენ და რომ შეგიშვან გახვეწნიებენ! ურჩხული ხარ,ურჩხული! უეცრად ფეხზე წამომაგდო და მხრებში ხელი ძლიერად მომიჭირა,ისე ძვლებმა ტკაცა-ტკუცი დაიწყეს.... -როდის უნდა ისწავლო ენის დამოკლება,როდის?! შენი საქმე არ არის მე ჯოჯოხეთში შემიშვებენ თუ არა...სულ ფეხებზე ყველა შენი აზრი ჩემთან მიმართებაში...არც ისაა შენი საქმე ურჩხული ვარ თუ ანგელოზი...მე ასეთი ურჩხული ვუყვარვარ ანის,რა იყო გული აგეწვა და მაგიტომ იგესლები?!შენ არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო გაიგეე?!....გაგანადგურებ ნინო,კაცობას ვფიცავ ძირს დავცემ შენს სიამაყეს და შენს ''მეეს'' და ზედ გადაგივლი,შენ ვერ დააფასე ჩემი გამოწვდილი ხელი,ამიტომ პასუხს აგებ ყველაფრისთვის,გაგანადგურებ და სისხლის ცრემლებით გატირებ და თუ ეს არ ვქნა მე არ ვიყო ალექსანდრე ნაკაშიძე! ეს თქვა და შემიშვა ხელები და წავიდე,მერე თითქოს რაღაც მოაგონდა.. -ერთი დაიმახსოვრე ყველა შენს ქცევას დაუკვირდი ყველასთან მიმართებაში და ორშაბათს ფირმაში მოდი,თორემ დღევანდელი დღე მონაგონი იქნებააა! *** სტუმრები დაიშალნენ და კაბინეტს მიაშურა ალექსს ნაკაშიძემ,კმაყოფილი სახით უყურებდა,ლეპტოპში მოციმციმე ნინუცას ფოტოს თან ვისკს წრუპავდა და მხოლოდ ერთს იმეორებდა;''დღეიდან ჩემი ხარ ნინი,ჩემიიი....მარტო ჩემი და სხვა არავისი!!!''.... ----------------------- ბავშვებო ძაალიან ცუდად ვარ,რამდენიმე დღეა საავადმყოფოში ვწევარ და ახლა ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი თუ არა დავწერე და დაგიდეთ,არ ვიცი რა გამომივიდა...შემიფასეთ და გამახარეთ თქვენი კომენტარებით... <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.