შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადვოკატი (4)


28-08-2015, 16:20
ავტორი Na Nuka
ნანახია 2 826

არცკი ვიცი როგორ ვუპასუხე:
-კი თანახმა ვარ...
-მართლა ? ძალიან მიყვარხარ... უბედნიერესი ადამიანი ვარ შენ რომ მყავხარ...
-მეც...
-მაპატიე ასე არარომანტიულად რომ გთხოვე ხელი, მაგრამ ხვალამდე ვერ დავიცდიდი...
-არაუშავს... მოდი ხვალ ვილაპარაკოთ...
-კარგი... ძილინებისა პრინცესა....
7 საათზე გავიღვიძე. მოვემზადე და სამსახურში წავედი... გზაში ლილეს ველაპარაკებოდი. ყველაფერი მოვუყევი... გაკვირვებულმა მკითხა:
-მერე სანდრო ?
-სანდროზე ძალიან ვარ გაბრაზებული...
-რატო ?
-ჰო მოგიყევი მაგისმა ცოლმა რა ისტერიკები გამართა...
-მერე სანდრო რა შუაშია ?
- არ ვიცი...
-რავი შენი გადასაწყვეტია ...
-მე უკვე გადავწყვიტე თორნიკეს ცოლად მივყვები... მოიცადე პოლიციამ გამაჩერა.
ტელეფონზე ლაპარაკის გამო დამაჯარიმეს... სამსახურში შესვენებისას თორნიკეს შევხვდი... დანახვისთანავე ჩამეხუტა და მკითხა :
-როგორ ხარ საყვარელო ?
- რავი ცოტა დავიღალე შენ ?
- მეც დავიღალე.... მომენატრე ...
-მეც, მაგრამ ცოტა დრო მაქვს, სანდრო უნდა ვნახო. თან სასამართლოსთვის უნდა მოვემზადო .
- უხ, ისევ სანდრო...
- რატო ბრაზდები ? ჩემი მოვალეობაა... მე მისი ადვოკატი ვარ.
- არ მომწონს მაგ ბიჭთან რომ კონტაქტი გაქვს... როდის დამთავრდება სასამართლო, რომ აღარასდროს ნახო.
- სასამართლოს შემდეგაც შევხვდები... თითმის ყველა ჩემს კლიენტთან ვმეგობრობ...
- არა სანდროს არ შეხვდები.
-რატო ?
- იმიტომ, რომ მე არ მინდა
- უკვე დაიწყე ხო ? გადავიფიქრებ.
- კაი მაპატიე...
- კაი წავედი რა, შესვენება მალე დამთავრდება...
-კაი ჭკვიანად.
წამოსვლისას თორნიკემ ბეჭედი მაჩუქა...
სამსახურის შემდეგ ციხეში წავედი... სანდრო ვნახე...
-რას შვები ლამაზო?
-შენ არ იცვლები... რავი არაფერს... როგორ ხარ ?
- კარგად... მომენატრე...
-სანდრო...
- ჰო რაიყო... ეს ბეჭედი რას ნიშნავს ?
-ეგ ჩემი საქმეა.
-კაი რა გჭირს მაინტერესებს.
-დავინიშნე...
სანდროს სახე შეეცვალა და უხეშად მითხრა:
-ვისზე ?
- თორნიკე ახვლედიანი იცი?
- კი
- ჰოდა ეგაა ჩემი მომავალი ქმარი....
- წადი - დაიყვირა სანდრომ
- რა ?
- ჰო წადი. აღარ დამენახო. ხვალ სასამართლოზეც არ მოხვიდე... მეზიზღები...
- რა გჭირს ? ნორმალურად მელაპარაკე...
-ეხლა მეკითხები ხო რა მჭირს ? ფულის მეტი არაფერი გაინტერესებს... მიყვები მილიონერს და მე ფეხებზე დამიკიდე.
-ჩემი საქმეა რასაც გავაკეთებ... ფული არაფერ შუაშია...
-ხოდა არც ვერევი შენს საქმეში. წადი...
-სანდრო დაწყნარდი...
-დაწყნარებული ვარ...
სანდრო საშინლად ყვიროდა... სკამი მიახეთქა და წავიდა.
ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ სიტყვებმა ... სახლში მკვდარივით მივედი... ამეტირა... ჩემი დღიური მოვძებნე, რომელიც დიდი ხანია არ გადამიშლია და წერა დავიწყე:
"დღეს საშინელი დღე იყო. თორნიკემ ცოლობა მთხოვა და მეც დავთანხმდი... მგონი მიყვარს, მაგრამ სანდროზე ვნერვიულობ... საშინლად მეჩხუბა. მინდოდა მეგობრები ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოვიდა... შენი დანახვა არ მინდა, სასამართლოზეც არ მოხვიდეო... მართალია მივალ, მაგრამ ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის. რომ არაფერი გამოვიდეს? რომ ვერ შევძლო მისი ციხიდან გამოყვანა ? ვაღიარებ, სანდრო ჩემთვის ჩვეულებრივი კლიენტი არ არის, ის რაღაც სხვანაირია... ძალიან მინდა მეგობრებად დავრჩეთ. მოკლედ, არ ვიცი რა გავაკეთო... ახლა კი უნდა დავიძიუნო. ხვალ მნიშვნელოვანი დღე მელოდება.



№1  offline წევრი chemi samyaroo

გააგრძელეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე მაგარიაა

 


№2  offline წევრი Na Nuka

მადლობ <3 გილოცავ მარიამობას <3 გავაგრძელებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent