შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი წინ (თავი 3)


28-08-2015, 21:47
ნანახია 2 263

მამა,რომ დამეღუპა რატისთან ურთიერთობა უკვე დამთავრებული მქონდა. სახლში დაბრუნებიდან ორი წლის შემდეგ დამტოვა კაცმა,ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს,რომ მერჩივნა.მამა ერთადერთი იყო,რომელთანაც ნებისმიერ საკითხზე დაუღალავად საუბარი შემეძლო და ისიც ჩემი მოსმენით არასდროს იღლებოდა.მამა მეუბნებოდა : „შენ ერთადერთი ხარ,რომელიც ჩემს სამყაროს ანათებს.შენ ჩემი ცხოვრების ის ნაწილი ხარ,რომელიც მინდა,რომ არასდროს დამთავრდეს.ხარ და იქნები ჩემი პატარა ნინა,გოგო,რომლის დაბადებასაც მამაშენი ელოდა.ჩემი სიამაყე ხარ.“ მე,როგორც მესაკუთრე ბავშვი,ამ სიტყვებს ყოველთვის ღიმილით ვხვდებოდი და არასოდეს,ვიმეორებ:არასოდეს,მბეზრდებოდა ამის მოსმენა.მისი ხმა ანგელოზის ჩურჩულს წააგავდა.ის ტკივილია.სულის ტკივილი,გულის ტკივილი,კუნთების ტკივილი,ტკივილთა ტკივილი და მაინც ყოველღამით მის სიახლოვეს სახესთან ვგრძნობ.ვგრძნობ,როგორ მეცემა სახეზე მისი თბილი სუნთქვა და გაღიმებულს ღრმა ძილით მეძინება.
იმ დღესაც სახლში მისულს,ისეთი ღრმა ძილით ჩამეძინა,რომ ვერც კი მივხვდი,როგორ გაიტანეს ჩვენი სახლი სულ რამოდენიმე საათში.
დილით დედის განწირულმა კივილმა გამომაღვიძა.გადასაფარებელში გახვეულმა,გაუცნობიერებლად გავიქნიე ხელ-ფეხი და საწოლიდან გადმოვვარდი.
-ნინა.
კიდევ ერთხელ დაიყვირა დედაჩემმა და მეც საღამურების თანხლებით მისაღებში გავჩნდი.გავჩნდი,მაგრამ ნეტავ სულ არ გამღვიძებოდა. კადრი რამოდენიმე წუთით გადავახვიე და ვისურვე ისევ თბილ ლოგინში ვყოფილიყავი ჩაფუთნული,ჩემს დათუნიასთან (სათამაშო,რომელიც საუკეთესო მეგობრისგან მერგო) ერთად.
-არ არსებობს.
გამოსაფხიზლებლად რამოდენიმეჯერ სახეში შემოვირტყი,მაგრამ არეული ოთახი,რომ არ დალაგდა,მივხვდი,რომ აქ გაგვეჭედა.ესღა გვაკლდა.
-ახლა რაღა უნდა ვქნათ ნინა.
მოთქვამდა დედაჩემი.
-პოლიციას დაურეკე,ახლავე.
-დავრეკე.-ტელეფონი ამიფრიალა დედაჩემმა და ოთახში შებრუნდა გამოსაცვლელად.
ოთახში შევბრუნდი მეც.ტრილიაჟს გიჟივით ვეცი,მაგრამ მთელი ჩემი ავლადიდება იქ დამხვდა.
-დე,რა წაიღეს?
მარინა ოთახში ქოთქოთით შმეოვიდა.თავზე წაკრული ნაჭერი შეისწორა და დივანზე ჩამოჯდა.
-ყველაფერი ადგილზეა,მხოლოდ გადანახული ფული წაიღეს და წავიდნენ.სხვა ყველაფერი აქაა.
-მეტი რაღა უნდა წაეღოთ.-ამოვიფრუტუნე მე,მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა,ენას კბილი დავაჭირე.
ათ წუთში მეტრეველების „საგვარეულო“ სახლი პოლიციელებით გაივსო.პოლიციას მოყვა გადამღები ჯგულიც და ასე და ამგვარად, თხუთმეტი წუთის შემდეგ ჩემი სახლი მონღოლებისგან გაპარტახებულ აპარტამენტს დაემსგასა (არც ისე აკლდა არეულობა).მე,როგორც სიწყნარის მოყვარულმა ოთახის კარი გრაციოზულად მივიხურე და საწოლზე ვარსკვლავის ფორმა მივიღე.
ცოტახანში კარი ქალბატონმა მარინამ შემოაღო და მაცნობა,რომ სახლი უვარგისი პარაზიტებისგან გაიწმინდა.ეს ხუმრობით რა თქმა უნდა.დედაჩემს უყვარს პოლიცია,მილიცია,FBI და ყველაფერი მასთან დაკავშირებული.მიზეზი: მას მოსწონს,ძლიერი პიროვნებები.მორალი: მორალი ჯერჯერობით არ მაქვს.
-მშია.
ყვირილით გავედი ოთახიდან და ტელევიზორის წინ მოკალათებულ დედაჩემს მყუდროება დავურღვიე.
-რა დროს ჭამაა,ვიღუპებით-ბრაზმორეული ხმით შემომჩივლა დედაჩემმა.
-მართლა?-გავიკვირვე მე და გვერდით მივუჯექი,-რაო, ომი დაიწყო?-ვიკითხე ინტერესით.
-რა ომი,რა ომი.უფულოდ დავრჩით-ცრემლმორეულმა ამომხედა და ზურგი მაქცია.“გამებუტა“გავიფიქრე ჩემთვის და უკნიდან ჩავეხუტე.
-კაი რა დე,მუშაობა დავიწყე და იმ შენ 3000 დოლარს ნუ გადაყვები გთხოვ.-თანხის რაოდენობის წარმოთქმისას სული შემეხუთა.
-შენ შვილო სიცხე ხომ არ გაქვს?
-არა დე,მე პოზიტივი მაქვს.
-ხოდა დაგღუპავს ეგ შენი პოზიტივი ერთ დღესაც.რატი მოგონება იქნება მე ვიცი.
-დე, პოზიტივით დაღუპული ადამიანი მე ჯერ არ მინახავს და ძალიან გთხოვ წარსულის შეცდომებზე ნუ მიმითითებ.რატი წარსულია.ის არც ჩემი აწმყოა და მითუმეტეს არც მომავალი.
-შენ ისეთი ხისთავიანი და გაუგონარი ხარ,ვიცი ყველაფერი დაგღუპავს.თვით პოზიტივიც კი.
-იცი რა? მე მშია და მშიერზე კარგ პასუხს ვერ გიბრუნებ,იმიტომ,რომ ჩემი ტვინი მალე გადაიწვება.ასე,რომ თუ გინდა,რომ ეს ერთადერთი შვილი ცოცხალი დაგრჩეს,რამე მოამზადე.მე მაღაზიაში ჩავირბენ.
-შენი გამოსწორება არ იქნება-უკან მომაძახა და სამზარეულოსკენ წავიდა.
ჩაცმაზე ბევრი არ მიფიქრია.სპორტულები გადმოვიღე და ტაზე მოვირგე.დედაჩემის ჩანთიდან ათ ლარიანი ამოვაძვრინე და სამზარეულოში გავედი.
-რა წამოვიღო?
-მაიონეზი და პური.-სწრაფად მიპასუხა.
-ანუ შოკოლადი,მაიონეზი და პური.კარგი.
ჩვენ ცხრა სართულიან შენობაში ვცხოვრობთ,მეექვსე სართულზე.ფეხით სიარული მიყვარს.არც ახლა დავიზარე და სპორტულ ფორმაში გამოკვანწულმა კიბეები სწრაფად ჩავირბინე.კორპუსის წინ მოხუცების შეკრება იყო.ლამრო დეიდა (და არა ლამრო ბებო,როგორც ის იძახის ამას) გუშინდელი სერიალის განხილვას აკეთებდა.
-არა რა,მაინც,როგორ ვერ მიხვდა ის ოხრად დასაწვავი.არადა რამდენი ვეძახე,ეგაა მამაშენითქო.მიდი და თქვი,რომ ყრუები არ არიან.არაფერი მაგათმა არ იციან.არა,როგორ ვერ უნდა იცნო საკუთარი მამა.არ მესმის,არა.-აზარტში შესული ხელებს ჰაერში იქნევდა.
-აბა კაცო,ეგ ვინ ყოფილა ეგა ჰაა-აქედან მე ჩავურთე და სიცილი ავტეხე.
-უ, შე პატარა ქალო-სიცილით მომიქნია ხელი მოხუცმა.
-რაღა პატარა ლამრო ბებო,საცაა თმაში ჭაღარა შემერევა და მეც მოგიჯდებით გვერდით ხუან-პაბლოს ამბების გასარკვევად.
-დედა,რამდენჯერ გითხარი გოგო ეგ ბებო მოაშორე აქედანთქო.მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ.
-ეჰ,სადღაა შვილო ჩვენი ხუან-პაბლო.ახლა თურქულებია,თურქულები-ამოიოხრა ნინელიმ და თავი დანანებით გააქნია.

მაღაზიამდე სწრაფად მივედი.პარკში მაიონეზთან და პურთან ერთად შოკოლადებიც ჩავყარე და მოლარეს წინ ავუფრიალე.ფულის გადახდის შემდეგ პარკს ხელი ვტაცე და პატარა შენობიდან გავედი.მაღაზიის წინ საკმაოდ კარგმა მანქანამ გააჩერა.მძღოლმა კარი მოხდენილად გააღო და სათვალეები მოიხსნა.მე ელდა მეცა.ნაცნობმა მამაკაცმა არც კი შემომხედა,ისე ჩამიარა გვერდით და კარს იქით გაუჩინარდა.
-უხეში,ხეპრე-ჩემთვის დავიჩურჩულე და სახლისკენ წავედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent