შენ ჩემი გახდები.... (თავი 11)
როგორ მიყვარდა ზამთარი,ჩემსავით ცივ-თბილი-სუსხიანი,მშფოთვარე,ბობოქარი,განსხვავებული და სპეტაკი...მაგრამ ისე მტკიოდა სული და გული, ზამთარი და მთვარიანი ღამეც კი ვერ მიამებდა ოდნავადაც ტკივილს...ჩემი ''სულის ნაწილიც'',რომ დავკარგე,მაშინაც არ შემიწყვეტია მთვარისთვის თავლის ჩაკვრა,მაგრამ დღეს ამის თავიც არ მქონდა,რომ მოვლამუნებოდი მთვარეს შორიდან,ისე ჩემებურად გიჟურად...ყველაფერმა ელფერი დაკარგა და ისევ გაშავ-თეთრდა ჩემი ცხოვრება,მხოლოდ ოჯახი იყო ჩემთვის ფერადი...ეს ყოველივე კი ნაკაშიძის ფერის დაკარგვამ გამოიწვი ჩემს გულში,ის ელფერი დამაკარგვინა,რომელიც ჩემს ცხოვრებას 3 წლის წინ,შესძინა...სიცოცხლის და ცხოვრების სიყვარულის უნარი დამბირუნა,მაგრამ დღეს ისევ ბურუსია,ჩემთან,ისევ ისე ბნელა,თუმცაღა დედამიწას ვებერთელა ბურთი დანათოდა თავს და ცდილობდა ღამის წყვდიადი გაეფანტა,თუმცარა შეიძლება ღამის წყვდიადი გაფანტოს ჩამქრალი მთვარის ნათებამ,მაგრამ ჩემი სულის წყვდიდას ვერ გაანათებს.... მიშა ძიამ სახლთან ჩამომსვა,უკვე ღამის 2 იქნებოდა,მაგრამ რატომღაც ''მარტოო მყოფ სახლში'' შესვლა არ მოვინდომე,მართალია ნერვებისგან და დაავადებისგან სხეული სულ მიკანკალებდა,მაგრამ მაინც განვაგრძე გზა და წავედი სად მეც არ ვიცოდი...მე ყოველთვის მეშინოდა ღამის,მაგრამ ამავდროულად ძაალიან მიყვარდა,დღეს ტკივილმა ეს შიში დამაძლევინა და ტროტუარს გავუყევი...წელს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა,გასულ წლებთან შედარებით...თოვლს ვტკეპნიდი და თითეული ჩემი ნაბიჯის გადადგმას თვალს ვადევნებდი...თითქოს თითეული ნაბიჯი ჩემი ცხოვრების ეპიზოდი იყო....ვიხსენებდი ჩემს მიერ განვლილ ცხოვრებას და ტკივილი უფრო და უფრო მიღრმავდებოდა...რა დავაშავე,რა?ჩემს თავს მხოლოდ ერთ კითხვას ვუსვამდი,მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი...ცხოვრებაში სამი შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომებმა გამანადგურეს...2-ს აღარ ეშველებოდა,მაგრამ მესამის შველა შეიძლებოდა რათა უფრო არ დავტანჯულიყავი...ეს მესამე კი ნაკაშიძის შეყვარება იყო,თანაც თავდავიწყებით...თოვლი მუჭში მოვიქციე,ერთერთ მერხზე დავჯექი და ჩურჩული დავიწყე... -მიყვარს,სიგიჟემდე მიყვარს... ჯერ კიდევ როდის მითხრა ჩემმა მეგობრებმა,რომ მიყვარდა,მაგრამ არ დავიჯერე,მერე დედამ მაგრამ ისიც არ დავიჯერე,თუმცაღა დღეს უკვე ყველაფერმა აზრი დაკარგა,ის სხვას ირთავს ცოლად....ყოველთვის ვიცოდი,რომ მე მისი ცოლის სტატუსი არასდროს მერგებოდა,ასე შთავაგონე ჩემსთავს და დღემდე ასეა...სად მე და სად ის?! ის დიდი ალექსანდრე ნაკაშიძეა,სამშენებლო კომპანიის მფლობელი,აწ უკვე ცნობილი ინჟინერი და ბიზმესმენი...მე კიდევ ცხოვრებამ ისე გამანადგურა აღარაფერი შემარჩინა...არც ღარიბი ვარ,მაგრამ მათი ფენის მე არ ვარ..ადრე წარსულში განვეკუთნებოდი მათ ფენას და ეხლა აღარ,ახლა გაჩხერილი ვარ საშუალო ფენაში ვერც წინ მივდივარ და ვერც უკან....ნეტავ შემეძლოს მის ვარსკვლავებივით ციმციმა კაშკაშა თვალებს ერთჯერ მაინც შევეხო,ერთჯერ მაინც ჩავეხუტო ისე,როგორც მე მინდა,თუმცა არააა,ეს ის ოცნებაა რაც არასდროს ამიხდება...ეს ყოველივე ვთქვი და ფეხზე წამოვდექი,ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. რა საცოდავად გამოიყურება ჩემი სახლი,გავივლე გონებაში და გული შემეკუმშა....მართალია ნაქირავები მქონდა,მაგრამ ჩემ ჭკუაზე გადავაკეთე,ჩემი ხელი დავატყვე და ამ წამს ვინანე ეს რომ ვქენი... -ადრე უფრო მხიარული და სავსე იყავი ვიდრე დღეს ხარ...თეთრი,ცივი და მიუკარებელი ხარ...მართალი ყოფილა რომ ამბობდნენ;''სახლი პატრონს გავსო'',როგორ დამემსგავსე...შენც ყარხარ ამ დაწყევლილი ტკივილის და სევდის სურნელით! სამზარევლოში შევედი და ერთი ბოთლი წითელი ღვინო მეგულებოდა,ავიღე და მისაღებში მაგიდაზე დავიდგი,პირდაპირ ბოთლიდან დავიწყე დალევა...უეცრად ამომიტივტივდა დედას და დათოს სიტყვები''როდის დაეცი ნინი ასე?,რომ დალევაც დაიწყეე?!''.... -მართალი ხარ დედიკო,მე დავეცი....ფხიზელი თვალით ვეღარ ვუყურებ სამყაროს და სმაც დავიწყე,თანაც როგორ ვიყავი დღეს დილით?! ვთქვი და მწარედ ჩამეღიმა...უეცრად წამოვხტი ფეხზე,კარი გადავკეტე და მანქანა უმალ მოვწყვიტე ადგილს...ჩანთაში გასაღები მოვძებნე,კარი გავაღე,მშობლიური სითბო ვიგრძენი...''აი,ნამდვილი სახლი და პატრონი რას ქვია'' გავივლე გუნებაში და ჩემთვის კარგად ნაცნობი ოთახისკენ ავიღე გეზი,ვიცოდი,ახლა მხოლოდ სიყვარული და სითბო მიშველიდა...კარი შევაღე და შუქმა მომჭრა თვალები...დედა წიგნს კითხულობდა და თავი,რომ შევყე და შევედი გაოცებული თვალები მომაპყროოო... -ნინი..დე შენ ამ დროს აქ რა გინდა?რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი?რომ გეთქვა ხომ შემოგეგებებოდი?!.... -აი,ამიტომ მიყვარხარ ესე...საოცარი ქალი ხარ,მარიამ დედიკო,საოცარი..შენი სითბო და სიმკაცრე,ორივე თავბრუს დამხვევია...მიყვარხარ დეე...პირველად ვუთხარი დედაჩემს ეს სიტყვები ხმამაღლა პირისპირ და ცრემლები გადმომცვივდა... -რა გჭირს ნინ?ცუდად ხარ დეე,ისევ გული,ხოომ?გაიკეთე რა დე ოპერაცია თუ გიყვარვარ,გაიკეთე დედი... -მართალი ხარ დე როგორც ყოველთვის,ისევ გული...მაგრამ ეს იცი,როგორი გულის ტკივილია?!,მჭამს დეე,მჭამს!! და მოთქმით დავიწყე ტირილი და ხმამაღლა ლაპარაკი... -დე მჭამს,ეს ტკივილი,მტკივა დე,მტკივა...ამ ტკივილის არანაირი მკურნალობა არ უშველის....ყოველთვის მართალი იყავი,არადა ჩემი სიჯიუტის და სიამაყის გამო არასდროს არ გიჯერებდი,ყოველთვის გტკენდი,შენც და საერთოდ ყველას,ვიცი დღესაც გატკენ,მაპატიე რააა,ერთადერთი ხარ ვისაც პატიებას ვთხოვ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე...არც აქ შეცდი იცი,დღეს მივხვდი და ვაღიარე...''მე მართლაც ტკივილისგან და სიყვარულისგან გაგიჟებული ქალი ვარ''!!!...თავი მწოლიარე დედას კალთაში ჩავუდე და კიდევ უფრო,ავზლუქუნდი... -პატარობის მერე ასე შენს კალთაში არ მიტირია,გიოც ვერ ვიტირე დე,ჩემი გიოც კი,მაგრამ დღეს ვტირი და იცი ვის ან რისგამო გამო?!.... სიყვარულის გამო,ხო სიყვარულისგამო დე....,გავიზარდე დე...მამას ''პრინცესა და საგანძური'',დედას''მარად დიდი გოგო'',გიოს ''სიამაყე, ნუცი'' და ნიკოს ''ჯინიანი და საამაყო'' გავიზარდე...დღეს სიყვარულის ტკივილისგან გამწარებული ქალი ვარ,ქალი!!!....ბოლო სიტყვები უფრო ხმამაღლა ვთქვი და ვიკივლე... დედამ თმაზე მეფერებოდაა და მკოცნიდა შიგადაშიგ...როგორც იქნა ხმა გაიღო.... -რა მოხდა ნინია? -დე დღეს გავიგე,რომ მართლა მყვარებია,ასე გიჟურად და თავდავიწყებით,ვაღიარე დეე,რომ მიყვარს,ნაკაშიძე მიყვარს დე...მთელი არსებით,მაგრამ მას დეედი სხვა მოყავს ცოლად სხვააა... -ჩუუუ..მე ხომ გითხარი ნინია,რომ არ შეგეყვარებია,გაიხსენე 3 წლის წინ აციმციმებული,რომ მოხვედი სახლში,მაშინ გითხარი;''შენ ეგ ნაკაშიძე შემთხვევით არ შეგიყვარდეს,თორემ დაიტანჯებითქოო'' გახსოვს? -მახსოვს...ტკივილიანი ხმით ამოვთქვი,კარგახნის შემდეგ...დე მაშინ მეგონა უბრალოდ ხუმრობით მითხარი,ეგ,მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს?!.... დე 2 წლის წინ,პირველ კურსზე,რომ ვიყავი მაშინ,ჩემი ერთი ძველი მეგობარი ვნახე,მას მაგისთვის უთქვამს,რომ მნახა და უნივერსიტეტთან გამომეცხადა...არაფერი მომხდარა იქ,უბრალოდ მოვიკითხეთ ერთმანეთი და მე ვუთხარი რომ ჩემს ცხოვრებაში ძველი ნაცნობების ადგილი აღარ იყო,გაშრა,მაგრამ ვერაფერი მითხრა....მერე რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ჯგუფელის დაბადების დღეზე ვნახე და იქ მითხრა,მისი გრძნობების შესახებ...მითხრა,რომ ამ ეტაპზე ვერ მეტყედო რომ ''ვუყვარდი'',რადგან ვერ ვაღიარებ ამ ყოველივეს ჩემს თავთანაცო..მერე ის,ეს და ცუდი რაღაცეები ვუთხარი,ხომ იცი როგორი ამაყი და ჯიუტიც ვარ,ისეთები ვუთხარი,წავიდა და ასე მითხრა,''შენნაირ ქალზე,ჩემმნაირ კაცსს სიტყვები არ უნდა დაეხარჯაო!''...მერე 1 წელი გაქრა,ნიკოს ავარიაზე ჩამოვიდა გვერდში დამიდგა,ისე როგორც არავინ...არაფერი გვითქვამს ''ჩვენზე''...მერე ერთი ძველი ჩვენი ნაცნობი და ეგ ''თანამედროვე შეყვარებულების სტილისები'' ყოფილან და იმ გოგომ იქ ბერლინში სცენები გამიმართა საავადმყოფოს წინ....ალექსს უნდოდა აეხსნა ყველაფერი,მაგრამ არ მოვუსმინე,როგორც ყოველთვის,აქაც ჩემი სიამაყე და გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან....მერე მიშამ ერთ შეხვედრაზე წამიყვანა და მაგის სამშენებლო კომპანიაში აღმოვჩნდი,პროექტზე ხომ იცი?! უხმოდ დამიქნია დედამ თავი...მერე,ის...მერე გიგიზე გავიგე რაღაც რომ მასთან დამნაშავე იყო,გიგის დედამ გამლანძღა და კომპანიაში მივუარდი.თათბირი ქონია,კოლორიტებთან,მდივანს არ მოვუსმინე და საშინელი სიტყვები ვუთხარი,ხომ იცი როგორ ვიცი როცა მბმძვინვარე ვარ?!დაუფიქრებლად და ზოგიც გაუაზრებლად და სააბოლოოდ დაიფიცა,რომ ჩემს სიამაყეს ფეხქვეშ გათელავდა და ამას აკეთებს დეე,ჩემი ბრალი იყო...დღეს კიდევ ცოლი მომყავსო წვეულებაზე განაცხადა,ამ განცხადებამ მიმახვედრა,რომ მიყვარდა თანც იცი,როგორ...3 წლის წინ დავიფიცე და ვთქვი,მაგის მალულად,რომ ''შენ ჩემი გახდები''მეთქი და აი,შედეგიც....მტკივა დე.... -ვიცი,რომ გტკივა,მაგრამ ამ საქმეს ვეღარ უშველი,მას სხვა მოყავს ცოლად..ის იქნება იმათი,რძალი და ალექსის ცოლი და შვილების დედა...შენ კი...უეცრად გაწყვიტა სიტყვა დედამ... -ნუ ღელავ თქვი,სხვისი ცოლი ვიქნები,სხვისი....მე სულ ალექსი მეყვარება დეე,პირველად და სამუდამოდ,უკანასკნელად მიყვარს... -დაწყნარდი,მე არაფრის გაკეთება არ შემიძლი,ასევე შენც... -გავისუსე და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ თავი ავწიე დედის კალთიდან,ცრემლები მოვიწმინდე და... -მე ბედნიერი ვეღარასდროს ვიქნები,რადგან სხვისი ქმარი იქნება,ის სხვისი ბავშვების მამა და ''ჩემი არასოდეს გახდება''...ამიტომ ასე სჯობს,რომ მოვიქცე... შენც კარგად იცი,დემეტრეს მე როგორ ვუყვარვარ ბავშვობიდან,მის ოჯახსაც,მამას ძმაკაცის შვილი კია,მაგრამ შევუყვარდი და რა ქნას...რამდენჯერმე ვნახე,ცოლობაც მთხოვა შენთვის არ მითქვამს...დავთანხმედები გავყვები ცოლად,აქედან სამუდამოდ წავალ...იქნებ დემე მაინც იყოს ბედნიერი,მე კიდევ ალექსის სიყვარულით დავიდაგები... -ნინო რას ამბობ?! შეშფოთდა დედაჩემი...არაფერსაც არ გაყვები ცოლაად დემეტრეს,მაგრამ აქედან კი მალე წახვალ...მე არ მინდა უბედურს გხედავდე,არა! იქუხა დედაჩემმა. -შენა არ ამბობდი,შენს და ალექსის ერთად ყოფნას არასდროს არ დავუშვებოოო?!ჰაა შენ არ ამბობდი?! ავკივლდი,ისევ.... ახლა რა შეიცვალა დედა რაა? -არც არაფერი შეცვლილა არც დავუშვებ! რისთვის თხოვდები,რისთვის?მიდი,მითხარი.... -ვდუმდი და ხმას ვერ ვიღებდი,მეც არ ვიცოდი რისთვი ვაკეთებდი ამას,ან და ვერ ვაღიარებდი... -იცი რისთვის აკეთებ,ნაკაშიძეს რომ სამაგიერო გადაუხადო...'შენ თუ ჩემი არ გახდი,მეც გავხდი სხვისიო'' ეს გინდა გამოგივიდეს ეს?! -კი,მინდა...ჩემს მიმართ რომ გრძნობები აქვს ვიცი და იმ გრძნობებს მინდა გადავუარო დედა,იმათ...მინდა ისე მოვუკლა გული,როგორც მე მომიკლა დღეს,ისე ვატკინო როგორც მე მტკივა! ეს ვთქვი და თაავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი სახლიდან მტკიოდა გაუსაძლისად,ჩემი სახლის წინ მუხლებით თოვლში დავემხე და საშინელ ხმაზე ავბღავლდი...დედაჩემი აივნიდან მიყურებდა და არ ცდილობდა ჩემს შეჩერებას,რადგან ასე გულს მაინც მოვიოხებდი...არ ვიცი,რამდენ ხანს ვიყავი,თოვლში მუხლებზე დაცემული და რამდენხანს ვბღაოდი,როცა გონს მოვედი ხმა აღარ მქონდა უკვე,ფეხები დავიფერთხე და დედაჩემს მივწერე არ ინერვიულოთქო... მერე ავხედე ნაღვლიანი თვალებით დედას და ხელი დამიქნია... *** ნინის როდესაც ასე ტკიოდდა ალექსი,მასზე აშლილ ვნებეს სხვადასხვა ქალთან იოკებდა,ყოველ ღამე სხვადასხვა,მხოლოდ ნინუცას ნატრობდა და ის უნდოდა,მაგრამ კარგად იცოდა,რომ ''ის მისი არასოდეს გახდებოდა და არც გაიხდიდა''... *** დღეები ერთმანეთს მისდევდა,მიშას დედამ უთხრა რომ ცუდად ვიყავი და ბაკურიანში წამიყვანა დასასვენებლად,მიშამ კი ალბად ალექსს....ოთახში გამოვიკეტე,არც ხალისი მქონდა არც ემოცია.ყველა გრძნობა როგორც მოვიდა ისე გაქრა,მის გარეშე,სადღაც დაიკარგა...ჩემს თავს ვერ ვცნობდი,მის გარეშე გავნადგურდი ამ გრძნობით,ასე მეგონა ადამიანობა დავკარგე.....დღისით უაზროდ დავეხეტებოდი ოთახებს შორის,ღამით კი შუქს არ ვანთებდი და აივანზე ვათენებდი ზამთრის თეთრ, დიდ და გაუსაძლის ღამეებს...თითქოს ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიე და შევწყვიტე სუნთქვა..კოტეს დავურეკე რომ აქედან მივდიოდი და ვიზა მინდოდა,სულ ერთი იყო,რომელ ქვეყანაში,სიხარულით ცას ეწია ლექტორი,მაგრამ მე...სასოწარკვეთილებამ მოიცვა ჩემი მთელი ცხოვრება.ტელევიზორში,გაზეთებში ყველგან მასზე და მის ქორწილზე წერდნენ.....მისი სიუხეშეც კი მენატრებოდა,მისი შეხება...მხოლოდ ერთი უკანასკენელი კოცნა დამიტოვა და სხვასთან წავიდა...ისევ ცრემლები მომაწვა...არავის არ ვუშვებდი და არც მოდიოდნენ იცოდნენ ჩემი ხასიათი... ერთ დილასაც ზარი გაისმა ჩემს კარზე,დათო იყო...ძალით ამაყენა ლოგინიდან... -ადექი მალე,ასე აღარ შეიძლება.გესმის? -შემეშვი რა დათ...შენი ნერვები არ მაქვს....არ მინდა ადგომა... -არ გეკითხები რა გინდა და რა არაა...ადგები და წამოხვალ... -ვიცოდიი სადაც მიპირებდა წაყვანას...არ წამოვალ,ახლა საავადმყოფოში წოლის თავი არ მაქვს.... -ნინი ნუ მეწინაარმდეგები.წამოხვალ და მორჩა...მერე იქიდან სამსახურში წავალთ...თუ არ წამოხვალ გეფიცები ძაალით წაგათრევ....ყველაფერი შენი ბრალია,შენი განა შენ არ მეუბნებოდი არ მიყვარსოოო?ცივსისხლიანია,უხეშიაო,ნაგავიაო... -გაჩუმდი მორჩა.ყურებზე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე...მიყვარს დათო,სიგიჟემდე მიყვარს,ხო ხედავ მის გარეშე ვერ ვსუნთქავ ვკვდები,ჰაერი მეცოტავება....სიცოცხლე მეძნელება... -ხოდა ეს ყველაფერი მისთვის გეთქვა იმ უაზრობების მაგივრად,მან შენსკენ ნაბიჯი გადმოდგა,შენ კი...რა გააკეთე,რაა?!თქვენს შორის იმხელა უფსკრულია ახლა წლები დაგჭირდება მის გადასალახად.... -დათო გაჩუმდი რა,ისედაც მტკივა,ადამიანი ხო ხარ,გაჩუმდი...... საავადმყოფოში არ წავყევი მიშასთან წავედი კომპანიაში.შესასვლელში შევდგი თუ არა ფეხი სული დამეხუთა....ძალა არ მქონდა ავსულიყავი,მაგრამ დათო არ მეშვებოდა ...ავედი ჩემს კაბინეტს მივაშურე... *** ნაკაშიძეების ჰოლდინგში ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და ალექსი იკითხა,მდივანმა შეხვედრა აქვს ინვესტორებთანო..კარგა ხანს ელოდა ახალგაზრდა ბოლოს როგორც იქნა მდივანმა დაუძახა შებრძანდით გელოდებათო. კარი შეაღო და ფეხზე მდგომი დახვდა ალექსანდრე. -გამარჯობათ ალექს,მე დავით ფორჩხიძე ვარ...თქვენ არ მიცნობთ,ნინი გედენიძის გარდაცვლილი ძმის ძმა-ძმაკაცი,და ოჯახის მეგობარი ვარ... -სასიამოვნოა დავით...დაბრძანდით,რამეს დალევთ?რამ შეგაწუხათ? -არაფერი არ მინდა ნუ წუხდებით...რამ შემაწუხა და ნინის შეეშვი,რა გინდა მისგან,რა?მშვიდად ლაპარაკობდა დათო... -იცი მან რა გადაიტანა,იცი?ან ახლა რა დღეშიაა?სიკდილს ხედავს თვალებით,მაგრამ მაინც განაგრძობს სიცოცხლეს....თქვენ ალექსანდრე გიგრძვნიათ რაა არი ახლობლის დაკრაგვა,გიგვრძვნიათ?თანაც,რომ იცი რომ შენ ხარ დამნაშავე...ვარწმუნებთ,რომ გიოს სიკვდილში არაფერ შუაშია,მაგრამ სინამდვილე სხვაა...იმ დაწყევლილ დღეს იმ მანქანით ნინი უნდა წასულიყო და არა გიორგი,ის უნდა მომკვდარიყო,ასე ქონდათ გამიზნული მამამისის და საერთოდ მისსი ოჯახის მტრებს,მაგრამ გიომ დაასწრო დანიშნულ ადგილზე მისვლა გიო გრძნობდა,რომ რაღაც ისე არ იყო,ტაქსით მივიდა,ნინუცა მერე მივიდა,მაშინ 16 წლის იყო,მაშინაც ასეთი უშიშარი და გამბედავი იყო...შენობაში შევიდა,გიოს არ ელოდა იქ,ვიღაცამ ამასობაში მუხრუჭები გადაჭრა..გარეთ,რომ გამოვიდნენ კი ვიღაცა გამოექანა მანქანით და ნინის უნდა დაჯახებოდა გიო,რომ გადაეფარა...მერე გიო მანქანაში ჩასვა ნინიმ ,მერე მუხრუჭმა არ დაუჭირა ნინუცა გადმოაგდო დაცემის წნევამ ძირს გიო კი ხრამში ჩაიტანა,მან ის ვერ გადაარჩინა,დაააგვიანდა და თანაც გასვენებაზე დარეკეს და თქვეს,რომ ნინი უნდა მომკვდარიყო და არა გიორგი,და გიორგის სიკვდილიმა ნინიოს სიცოცხლე გადაარჩინა,არავინ იცის ჯერაც რა უნდათ ნინისგან და ვინ იყვნენ..მან იცი რა გადაიტანაა?!ყოველღამე კოშმარშია და ახლა შენ დაემატე ნაბ***ვრული ქცევებით...დაანებე თავი,შეეშვი,გაუშვი,ცოლი ხომ მოგყავს ბედნიერი იყავი,ამას დაანებე ტავი ნუ ტანჯავ და ნუ ეთამაშები!....დაანებე თავი,თუ არ აბედნიერებ ნუღარ უსწრაფებ ისედაც მოსწრაფებულ სიცოცხლეს! გეფიცები,მის თავლზე კიდევ ერთი ცრემლი რომ დავინახო,მოგკლავ ალექსს ნაკაშიძე,მოგკლავ! -მე მაგ ტრაგედიასთან და მისი ოჯახის საქმესთან რა ხელი მაქვს?არანაირი..ჩემი და ნინოს ურთიერთობა თქვენ არ გეხებათ და ნუ ერევით...და ასევე ნუ მემუქრებით,თქვენი მუქარის მე არ მეშინია...ის ჩემი მტერია და მე მას გავანადგურებ! -მოგკლავე,გეფიცები,მოგკლავ!იქუხა აქამდე მშვიდად მოლაპარაკე დათომ დაა ყელში წვდა,ნაკაშიძეს...ნაკაშიძემ ხელი გააშვებია და დაცვაც ყვირილზე შემოვარდა,დათო კაბინეტიდან გაიყვანეს...ალექსი კი დარჩა გაოგნებული..მერე გაეცინა და ჩაილაპარაკა:-აჰაა,გედენიძის ქალო ბინძურად შენც დაიწყე თამაში?კარგი რაღამც არ იშლი,ნუ იშლი! არა ეს ვინ იყო დამქაში?!უნდა იტიროს,ნახოს ჯერ კიდევ სადაა,ტირილს,რომ გაიგებს,რომ უკვე ჩემი ცოლია,მერე ნახავს ტირილს!ვნახოთ შენი აჯობებს თუ ჩემი!ეს თქვა და მაგიდას მუშტი დაკრა. *** უეცრად გიჟივით წამოვხტი სკამიდან და გავვარდი....კიბეზე ჩამოვჯექი და ტირილს ვუმატე...ვბრაზობდი ჩემს თავზე,მასზეც,რომ ერთჯერ არ დამირეკა,არც კი მეჩხუბა რომ არ მივედი სამსახურში....ერთხელ არ მომიკითხა რა მჭირდა...მეგონა ვუყვარდი,მეგონა მისთვის რაღაცას წარმოვადგენდი,მაგრა...მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და მისკენ მივტრიალდი... -რამდენი ხანი მალოდინე...ყველაფერზე თანახმა ვარ ოღონდ არ მიმატოვო რა გთხოვ,არასდროს არ მიმატოვო....ჩუმად ვუთხარი და მისკენ შევტრიალდი,გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა...ჩემს წინ გიგი იდგა და მიღიმოდა... -ყველაფერს გპატიობ ნინი,შენც და ნაკაშიძესაც...ვერ დაგივიწყე ვერ...მოდი გავიქცეთ,ყველაფერი მივატოვოთ და ვიყოთ ''ჩვენ''! -ხო,არ გადაირიე შენ?მე შენ ოდესმე რამეს დაგპირდი? ამაზე კი იქამდე უნდა გეფიქრა სანამ დედაშენს სალამძღავად დამიგეშავდი... -ნინი შენ ჩემი ხარ,ჩემი და სულ ასე იქნება...მხოლოდ ჩემი იქნები... -შენი არასოდეს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები...ჩემს თვალში კაცობა მაშინ დაკარგე ქვეყანას რომ მოსდე ნაკაშიძემ მცემაო და თან ხმა გაავცელე აზრის უფრო გასამტკიცებლად უყვარს და ნინის საქმროააო....ჩემთვის გეთქვა და მე გავცემდი პასუხს,სხვებს რატომ უთხარი?>! -მაპატიე... კარგი? ჩვენი სიყვარული ასე მალე ვერ დამთავრდება... -მართალი ხარ,რაც არ ყოფილა ვერც დამთავრდება... -ვერ გავიგე... -რა ვერ გაიგე?!მე შენთვის ოდესმე მითქვამს მიყვარხარმეთქი?!.....ძარღვები დაეჭიმა სიმწრით... -ვინ გიყვარს ის ნაბ****ვარი? -წესიერად მელაპარაკე გიგი,სულ ნუ დმაკარგიებ წარმოდგენას შენზე...ხო მიყვარს,მის გარეშე წუთიც ვერ ვძლებ,ახლა მივხვდი რა არის სიყვარული თანაც ნამდვილი... -ანუ ასე ხო..შენც ყველა ქალივით მოღალატე ყოფილხარ..სიტყვა დამთავრებული არ ქონდა,რომ მთელი ძალით გამარტყა სახეში.რაღაც თბილი ვიგრძენი სახეზე...ცხვირიდან სისხლი მდიოდა,ტუჩიც გამხეთქვოდა..ხელი გავაშვებინე და შენობაში შევვარდი...ჩემმა თანამშრომელმა მამუკამ დამინახა თუ არა ფერი ეცვალა სახეზე... -რა მოგივიდა ნინუცა? -გიგიმ გამარტყა... -არაკაცი...მოვკლავ ხელი,როგორ დაგაკარა... -დამშვიდდი მამუკა,და ოდნავ თუ პატივს მცემ შეეშვი,იმას ისეთი ვუთხარი,რომ არ გაერტყა ეგ იქნებოდა საკვირველი...წამოდი კაბინეტში შევიდეთ... *** ვიცოდი მიშას გული გაუსკებოდა გასიებული ტუჩით,რომ დავენახე,და ისე ვაპირებდი სახლში წასვლა,რომ მიშას არ შევხვედროდი....მისი კაბინეტიდან კამათის ხმა გამოდიოდა.... ნუთუ ეს ის სანატრელი ხმა იყო,ჩემი გული ორი კვირა რომ ნატრობდა,ნუთი ის იყო,თვალწინ დამიდგა მისი თვალები,ხელები,ტუჩები,მთელს სხეულში ვიგრძენი მისი სითბო...ასე შორიდანაც კი შემეძლო მისი ალერსით გავმთბარიყავი...უკან გავბრუნდი და ჩემს კაბინეტში სირბილით შევიკეტე... ჩემი კაბინეტის აივანზე ვიდექი ეზოს გადავყურებდი,და უფროდაუფრო ვრწმუნდებოდი,რომ ზამთარი ჩემი წელიწადის დრო იყო,როგორ მგავდა,ჩენაირი ხასიათი ქონდა ზუსტადე,ხან წყნარი და მზიანი,ხან ბობოქარი...ქარი ფანტელებს აქეთ-იქით ფანტავდა და სახეში მაყრიდა..თითქოს არც კი ვგრძნოვდი ამ სიცივეს,იმაზე ფიქრი რომ ის აქ იყო ასე,ახლოს,რამდენიმე კედლის დაშორებით და მასთან მხოლოდ ორი ნაბიჯი მაშორებდა სტიმულს მაძლევდა... თმებზე მისი ხელი ვიგრძენი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა...ხარბად დაყნოსნა მუჭში მოქცეულ ჩემს თმებს და მერე ორივე ხელი შემომხვია... -რაც უფრო შორს ხარ მით უფრო მინდება შენი სიახლოვე... -მეც ალექს... -ჩემი შემობრუნება ცადა მაგრამ არ შემოვბრუნდი...არ მინდა როცა მე შენთან ვარ შენი თავლები სხვა რამეს უყურებდნენ...ისევ გავუძალიანდი და არ შემოვბრუნდი... -ვიცი რატომაც არ ტრიალდები,მამუკამ მითხრა; მისკენ თავ დახრილი შევტრიალდი,სახე ამაწევინა და მომენტალურად ხელი გამიშვა..... -ეს რა არის? -მამუკამ რა გითხრა აბა ეს თუ არა? -ის,რომ ცუდად იყავი...რა მოგივიდა? -კიბეზე დავეცი და ტუჩი გამისკდა,ცუდად რომ ვარ... -კიბეზე დაეცი არაა?ვიცი რაც არის...ხელებს დავამტვრევ ამ საქციელისთვის,რაც მაშინ დავაკელი ახლა ავუნაზღაურებ...მობილური ამოიღო და სადღაც დარეკა...ხუთ წუთიანი საუბრის შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე მაკოცა...სანამ მე შენთან ვარ არაფრის არ შეგეშინდეს... -რატომ ზრუნავ ჩემზე? შენ და მე ხომ მტრები ვართ?შენ ხომ მე უნდა გამთელო და გამანადგუროო?!თანაც შენ საცოლე გყავს და არაა ლამაზი სხვა ქალს,რომ კოცნი... -''ის სხვა ქალი'',როგორც შენ თქვი ჩემი მტერია,ანუ სხვა არ არის და მას შუბლზე ვკოცნი და არა ტუჩებში...გთხოვ დღეს დაივიწყე ჩვენი მტრობა და ვიყოთ არც მეგობრები და არც შეყვარებულები,რაღაც შუალედში მოვექცეთ კაი? რაღაცის თქმა დავაპირე,მაგრამ გამაჩუმა...ტუჩებზე ხელი ამაფარა... -ჩუუ...გთხოვ დამთანხმდი,გთხოვ...დღეს ჩემთან უნდა წაგიყვანო ფირმაში,მამაჩემის და აწ უკევე ჩემი ჰოლდინგის დაარსების 25 წლისთავია და ავრნიშნოთ...მხოლოდ დღეს,გთხოოვ.... -კარგი,თანახმა ვარ...არ ვიცოდი რატომ დავთანხმდი,ზეგ ღამით მივფრინავდი ლონდონში 3 წლით და ალბად ერთი დღე მინდოდა,მქონოდა მისით,მაგრამ საცოლე? -კი,მაგრა შენი საცოლე?! -ის აქ არ არის გუშინ გაფრინდა,პრაღაშია..ნუ ღელავ... -მაინც არ არის ლამაზი,ეს ყოველივე... -ჩეუუ,მარტო დღეს გთხოვ....მინდა ეს კაბა ჩაიცვა,შეწინაააღმდეგებას აზრი არ აქვს,არ გაგივა მითხრა და სამუშაო მაგიდაზე დადებულ ყუთზე მიმითითა. 8-ზე მზად იყავი. არ ვიცი,რა გამომივიდა ძლივს დავწერე სიმწრით ისე ცუდად ვარ...შემიფასეთ ველი ბევრ კომენტარს თქვენგან,მაინტრესებს დღევანდელ თავზე თქვენი აზრი და რას იზამენ შემდეგ თავებში?პროგნოზი მინდა.... ყველანი ძაალიან მიყვარხართ და თითეულის კომენტარი ამ ჩემთვის მძიმე დროს სტიმული....მიყვარხართ,განუზომლად! <3 მარიამობას,გილოცავთ,ოდნავ დააგვიანებით,მაგრამ მთელი გულით,ღვთისმშობლის კურთხეული კალთა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!!!... <3 უყვარხართ ყველანი თქვენს ალექსანდრა,ალექსს. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.