შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები..... (თავი 12)


30-08-2015, 17:11
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 505

სააბაზანოდან გამოსულს საწოლზე დადებულმა ყუთმა მომტაცა მზერა,ფრთხილად ავხადე თავი და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.კაბა ყუთიდან ამოვიღე და გავშალე.მისი სილამაზის ანარეკლი მთელს ოთახს მოედო.სწრაფად გადავიცვი და სარკის წინ ამაყად დავტრიალდი....სახეზე ღიმილი მომედო მაგრამ ეს ღიმილი უმალ შეცვალა ცრემლებმა...ერთი დღით ხდება ეს ყოველივე,მხოლოდ ერთი დღით! ერთი დღით არის ის ჩემი!მწარედ ამოვიჩურჩულე ეს სიტყვები,ცრემლები მოვიწმინდე,მაკიაჟი შევისწორე,თმა გვერდზე გადავიწიე და კიბეზე დავეშვი....
მისაღებში დედა დავინახე და გაოცება ამესახა სახეზე,არ ველოდი...გულში ვიმეორებდი მხოლოდ ერთს;''რა ვუთხრა,რომ ამ საღამოზე არ გაიგოს?'' თან ტყუილის თქმაც არ მინდოდა.
-ნანამ მითხრა,რომ სადღაც წვეულებაზე მიდიხარ და აღარ შეგაწუხე...ულამაზესი ხარ,გასაოცარი კაბაა,ძაალიან ,მომწონს,ჩემს გემოვნებას სავსებით აკმაყოფილებს...
-გამეღიმა და გულში ვთქვი;''კაბა კი ჯდება შენს გემოვნებაში,მაგრამ მისი მყიდველი არაა''.... მაადლობა დეე...აქ ვიყიდე კარგა ხანია,მაგრამ შესაფერისი საღამო ვერ გამოვძებნე რომ ჩამეცვა...
-ვერც ნაკაშიძეებთან წვეულებაზე? მაინც მწარედ ჩამირტყა...
-ვერაა...ან რა შუაშია აქ ნაკაშიძე?
-ის კაბაც გუშინ რომ გეცვა აქ იყიდეე?
-დედა რატომ მისვამ ამდენ კითხვებს?მითხარი პირდაპი რა ხდება?..
-სად მიდიხარ?
-წვეულებაზე,ერთერთი ინვესტორის სამშენებლო ფირმის დაარსების 25 წლისთავია....დედაჩემმა გადააგდო ჟურნალი,რომელიც ხელში ეკავა და ფეხზე წამოდგა დივნიდან...
-ვინაა ეგ ინვესტორი?აქაურიაა?
-არა,უბრალოდ აქ იხდის...ურცხვად ვიცრუე..რატომ არ ვეუბნებოდი სიმართლეს?!მისთვის ახსნა-განმარტებების თავი არ მქონდა ალბად...მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო და უეცრად კარზე ზარი გაისმა...დედამ გააღო.
-საღამომშვიდობისა ქალბატონო..ქალბატონ ნინის ბატონი ალექსი ელოდება...ალექსის დაცვა იყო..
პირკატა ეცა დედაჩემსაც და მეც...ტყუილში გამომიჭირა...
-5 წუთში გამოვა ქალბატონი ნინი,გადაეცით ბატონ ალექსს...უთხრა დაცვას დედამ და კარი მიხურა....
-უცხოელია არაა ეგ ინვესტორი და ალექსთან ერთად მიდიხარ ხოო?მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა ტანში ჟრუანტელმა დამიარაა...ალბად ეგ კაბაც იმ უცხოელმა გაჩუქა,ოღონდ თქვენ იყავით გამორჩეულიო არა?
-დედი,არ ვიკამათოთ კაი...მოგატყუე და ბოდიში...ალექსის ჰოლდინგის იუბილეაა.......
-მერე შენ რა გინდა იქ?დაგავიწყდა ასე მალე ის ღვარღვალება ცრემლები?ის 2 კვირა ტკივილში და ტირილში თეთრად,რომ გალიეე?ნინი შენ თავს პატივს საერთოდ არ ცემ,რატომ?სად გაქრა ჩემი ამაყი და თავმოყვარე გოგო სად?ნაკაშიძე გატკენს,ისევ და ისევ...შენ არ თქვი ჩემი სიამაყის გადათელვა მოინდომა და აკეთებსო ართქვი?...
-დედა..ის ჩემს ''მეობას'' და სიამაყეს ვერასდროს გადაუვლის ვერასდროს!
-მან უკვე გადაუარა შვილო,გადაუარა..და მწარედ ჩაღიმა ქალბატონმა მარიამმა.
-არა დე ცდები,არა..
-გაჩუმდი და მომისმინე,შენ ამ საღამოს მასთან არ უნდა წახვიდე...არ გცხვენია,სხვა ქალის საქმროა და შენ ეკიდები?
-მე არავის არ ვეკიდები,მისი საცოლე პრაღაშია...ჩვენ მეგ..მეგ..მეგ...მეგობრები ვართ..ძლის მოვაბი სიტყვებს თავი ბლუკუნით.
-ადრეც მეგობრობდი შენ მაგასთან და ფაქტი სახეზეა,გიყვარს თანც სიგიჟემდე და გტკივა...რამდენი წელი უნდა იტანჯო ნინო რამდენი?მთელი დარჩენილი ცხოვრება?არ წახვიდე უარი უთხარი და ისევ შენს სიმაღლეზე დადექი..ხვალ ღამით გაფრინდები ლონდონში და მასზე ფიქრებიც გაფრინდება...
-მართალი ხარ,მე ხვალ მივფრინავ ამიტომ უნდა წავიდე დღეს ამ წვეულებაზე,დღეს უნდა ვიცხოვრო მისით,უნდა შევიგრძნოო,როგორია ერთი საღამო შენს საყვარელ მამაკაცთან,უნდა...და ხმა ამიკანკალდა მივხვდი საუბარს ვეღარ გავაგრძელებდი..რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დედას ხმამ შემაკრთო...
-იცის რომ ზეგ მიფრინავ?
-არა...
-უთხარი,რატომ არ ეუბნები?
-დედა,გთხოვ...მხოლოდ ერთი საღამო...მხოლოდ ერთი და ყველაფერი დამთავრდება,გთხოვ...დედას აღარაფერი უთქვამს.
-დარჩები თუ წახვალ?ხმა არ გამცა და უკანა კარიდან გავიდა...
დაცვას უხმოდ გავყევი ალექსის მანქანამდე...
მთელი გზა ალექსი ლაპარაკობდა,მე კი ცრემლ მორეული ვუსმენდი...ასეთი სულელი,როგორ ვარ...ჩემს თავზე ვბრაზობდი...როგორ მეთამაშებოდა და როგორ მეთამაშება ...ახლა ისევ ისეთი,თბილი და მხიარულია ადრე როგორიც გავიცანი,იმ ალექსთან არაფერი აქვს საერთო გუშინ წინ რომ იყო წვეულებაზე...როგორ შეეძლო ასეთი კარგი მსახიობი ყოფილიყოო.ასე თბილად მოეხვია ჩემთვის ხელი,ასეთი სიყვარულით ჩაეხედა თვალებში და ეთქვა,რომ ყველაზე ლამაზი ქალი ვიყავი მთელს მსოფლიოში...როგორ მეფლირტავებოდა...მისი სიტყვები ისედაც პირ-ღია მტკივნეულ ჭრილობას კიდევ უფრო მატკიებდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი...მანქანები რედისონთან გააჩერეს...ჯერ ალექსი გადავიდა,მერე მე დამეხმარა გადასვლაში...ჩემი მოწყენილი ხასიათი მხედველობიდან არ გამოპარვია...მაგრამ არაფერი უთქვამს...დარბაზში უამრავი ადამიანი ირეოდა,მაგრამ არავინ იყო ჩემთვის ნაცნობი...ალექსმა ჭიქა ღვინო გამომიწოდა..
-არ მითხრა,რომ დღეს არ დალევ...
-არა,ალექს,ვერ დავლევ...
-რატომ?და თვალი თვალში გამიყარა...
-იმიტომ...
-სულ ცოტა კაი,სულ,სულ,სულ ცოტა...და იმ ღიმილით გაიღიმა ასე,რომ მიყვარდა ადრიდანვე...
-სულ,ცოტას აი,ამ ჭიქას...
-გაგვიმარჯოს...თქვა ომახიანად და ვნებიანად...
-გაგვიმარჯოს..ჩურჩულით,მაგრამ არანაკლებ ვნებიანად გავიმეორე მისი ნათქვამი...
ნელ-ნელა ხალხი აირია,ისე ეს და საბოლოო ჯამში დაშლა დაიწყეს უკვე სათი თორმეტს უჩვენებდა...
-არ წავიდეთ ალექს?...ვკითხე დაღლილი ხმით...
-გვერდზე გამწია და ყურში ჩამჩურჩულა...ყველა წავა მაგრამ ჩევნ არა,ჩევენი საღამო ახლა იწყება...გამაჟრჯოლა,ამ სიტყვებზე...
-იქნებ არ ღირს?!თვალები მოვჭუტე და ისე ვუთხარი...
-ღირს,ღირს...მხოლოდ ერთი საღამო,ყოველგვარი მტრობის და შურისძიების გარეშე...
უხმოდ დავუქნიე თავი და გავისუსე...სტუმრები გააცილა და და ჩემსკენ წამოვიდა რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ...
-წავედით...მზად ხარ,ხომ თავგადასავლებისთვის?
-გააჩნია რას გულისხმობ მაგ თავგადასავლებში? და თვალები ავაფახუნე...თითქოს ხასიათიც გამომიკეთდა...
-ეშმაკუნა ხარ,შენ...გაიცინა და თვალი ჩამიკრა...ძაალიან დაიღალეე?
-არამეთქი,რომ გითხრა მოგატყუებ,კი დავიღალე,მარტო ადამიანების გაცნობით,მაგრამ იცი რა არის სასაცილო,ხვალ ვერცერთს ვერ ვიცნობ...
-რატომ?
-ასე ნაუცბათებად სახეები და სახელები მერევა ერთმანეთში და მაგიტომ...გაგვეცინა ორივეს..რედისონის ბოლო სართულზე ავედით და საოცარი,რამ დამხვდა...მაგიდა,ორ კაცზე,სანთლები,ვარდის ფურცლები,ორქედეების უზარმაზარი თაიგული მომართვა პატარა ულამაზესმა გოგონამ,რომელიც ფერიას გავდა,თვალზე ცრემლებიი მომადგა მაგრამ უმალ უკუ ვაგდე და გავიღიმე... ამ გარემოს რაც მთავარია ჩემი საყვარელი მელოდია და ვიოლინოს ჰანგები უფრო ალამზებდა...და კიდევ ბადრი მთვარე,მშფოთვარე ფანტელების გარემოცვაში მყოფი...
-საიდან იცოდი რომ ვიოლინო და ეს მელოდია მიყვარდა,როდესაც დავჯექით ვკითხე?
-მე ყველაფერი ვიცი შენზე..ნიშნის მოგებით გამიღიმა...
-ორქედეებზე ვინ გითხრაა?
-მითხრეს...ისევ გამიღიმა,მივხვდი ვინაობას არ გამიმხელდა ვინც უთხრა და აღარ ჩავაჯინდი...
-ვგიჟდები ორქედეებზე,ჩემი ყვავილია ეს და თეთრი ლილიები,ნუ გვირილებიც მიყვარს,მაგრამ ამათ სხვა დატვირთვა აქვს ჩემთვის...
-მაინც რა?თვალები მოჭუტა და ისე ჩამაცქერდა ...
-გიო სულ მეუბნებოდა;''შენ ორქედეასავით ძვირადღირებული და ერთეულთათვის ხელმისაწვდომი,ლილიებივით დახვეწილი,სუფთა გული და გემოვნება გაქვს,ხოლო გვირილებივით უბრალო,ბუნებრივი და ჰაეროვანი ხარო''..უეცრად სევდით გავიჟღინთე და ხმა ამიკანკალდა...
-მართალი უთქვამს შენს ძმას...ორქედეებს მართლა ძაალიან,გავხარ...''შენ ის ძვირადღირებული ქალი ხარ,ერთეულები,რომ წვდენიან,მხოლოდ''...არ მინდოდა ტკივილი მომეყენებინა დღეს შენთვის მაპატიე რა...
-არაუშავს...იცი მაგნოლიები და ენძელები მაჩუქა ბოლო 8 მარტს და მითხრა,თუ რამე მომივიდა ეს ორი ყვავილი მაჩუქე ხოლმე,შენი სურნელი აქვსოოო..მის საფლავზე,ორქედეები,ლილიები,მაგნოლიები და ენძელები სულ არის,სულ...
-მოდი დავივიწყოთ ტკივილი კაი?ახლა გავმხიარულდეთ...ეს ჩევნი საღამოა,ჩვენი...
-კაგი,მაგრამ სული მიფორიაქებს და სინდისი არ მასვენებს...
-რატომ?რამე ხდებაა და არ ვიცი?
-შენ საცოლე გყავს მე კიდევ...
-გაჩუმდი და გეყოფა...ანი აქ არ არის,თანაც ჩვენ ისეთს არაფერს ვაკეთებთ,ამიტომ სულსაც და სინდისაც ასე გადაეცი ჩემგან ''დაოკდნენ''! თორემ....გაგვეღიმა,ორივეს..
-ჭიქა ჰაერში აწია და სადღეგძელო თქვა....შენ და ამ საღამოს გაგიმარჯოთ!და დალია...მე ჭიქა მხოლოდ მივუჭახუნე და დავდგი...
-რა შენ დალევას არ აპირებ,გაოცებული სახე მომაპყრო ალექსმა...
-არა.. და გავუღიმე..
-კაი რა..ცოტა გაგახალისებს,თან ვიცი რომ წითელი ღვინო გიყვარს მიდი...
-მმმ...არა...უფრო მეტად გამებადრა ბაგეები...
-სამადლობელი მაინც მოიხადე,მიდი...თვალებში ჩამხედა და სული გამითბა ის,ის ალექსი იყო ასე,რომ მიყვარდა...
-კარგი...ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს და ზამთარის ამ თეთრ საღამოს,ასე რომ მოგვწონს და გვათრობს მისი სილამაზით ორივეს...მეც მას მივბაძე და დავლიე...
-რა პოეტურ-რომანტიკოსი ყოფილხარ შენ...ისევ გაიცინა...მე კიდევ უხეში,ცივი და სულ სხვანაირი მეგონე,შენ და რომანტიკა ერთად ვერ წარმომედგინეთ...
-ცივი ვარ,მაგრამ გული მეც მაქვს,ასე რომ...რომანტკა და სილამაზის აღქმა გულიდან მოდის,გულიდან...გულზე ხელი დავიდე და ისე ჩავხედე თვალებში...
-ზამთარი ასე,რატომ გიყვარს?უეცრად ის კითხვა დამისვა,ვერასდროს,რომ ვერ წარმოვიდგენდი თუ კი მკითხავდა ოდესმე...
-არვიცი...რაღაცნაირად ჩემია,მე მგავს,მისი ქარ-ბუქიც კი მიყვარს და მაბრუებს...
-გინდა მე გითხრა,რატომ გიყვარს?უხმოდ დავუქნიე თავი...
-შენნაირი ჯიუტი,ანცი,ცივ-თბილი,მგზნებარე,ვნებიანი და ბობოქარია...ხან წყნარი ხან კიდევ...გაეღიმა მივუხვდი ნათქვამს...
-განაგრძე...
-მეც შემიყვარდა ზამთარი,მიუხედავად იმისა,რომ შენამდე ვერ ვიტანდი...
-რატომ შეგიყვარდაა?ჩამქრალი ხმით ვკითხე...
-შენი თვალების ფერი ზამთარში კამკამა ლურჯია,ზღვასავით ლურჯი,ხოლო სხვა წელიწადის დროებში კი სულ სხვააა...გავჩუმდი,მისი ნათქვამი იმდენად მესიამოვნა ვერაფერი ვთქვი...
-ტანსაცმლის,წელიწადის დროების,ამინდის მიხედვით სულ გეცვლება თვალის ფერი...საოცარი ფერის თვალები გაქვს........მიყვარს შენი თვალები,ვგიჟდები მათზე... მივხვდი უკვე ფლირტში გადაგვივიდა საუბარი,მაგრამ მაინც არაფერი ვთქვი...
-რატომ არაფერს ამბობ?
-რა ვთქვა,მტერის თვალები გიყვარს...სიტყვა არ დამამთავრებია...
-დღეს არა გაჩუმდი,დღეს მტრობა არა, ხომ შევთანხმდით?! თავი დავუქნიე კარგახნის დუმილის შემდეგ ისევ მან განაახლა საუბარი...
-ვიცეკვოთ?! ისე მკითხა,ვნება არეულმა...თავი დავუქნიე და გავყევი...
-მელოდიაც ისეთი,ვნებიანი და სიყვარულით იყო აღსავსე,მინდოდა არ დასრულებულიყო...მოშიშვლებულ ზურგს მიწვავდა მისი ხელის გულების სიმხურვალე,ხოლო თვალებში ჩამდგარი ვნება მაფორიაქებდა...
-ულამაზესი ქალი ხარ ნინ...ისე მომართა როგორც ადრე ''ნინ''...შენზე ლამაზი ქალი მსოფლიოში არ მეგულება...მტკიოდა სხვისი საქმრო მე,რომ მეუბნებოდა ამ სიტყვებს...
მელოდია დასრულდა და დავჯექით ისევ მაგიდასთან..ხან რაზე ვსაუბრობდით ხან რაზე,ბევრი ვიცინეთ..უეცრად ალექსს სახე შეეცვალა...
-რამე მოხდა ალექს?მან გაფართოებული თვალები მომაპყრო და ცხვირთან ახლოს ხელები მიიტანა..
-ეს რა არის?სისხლი მოგდის ცხვირიდან ნინ?უმალ დამეწვეთა სისხლი ხელისგულზე..ფეხზე წამოვხტი და საპირფარეშოში შევარდი...დაახლოებით ნახევარი საათი ვცილობდი ცხვირიდან მდინარი სისხლის შეკავებას და ძლივს შევძელი...უეცრად გამახსენდა დათოს სიტყვები;''მალე სისხლდენებიც დაგეწყება ცხვირიდან,ეს კი იმის ნიშანი იქნება,რომ შენი დაავადება უფროდაუფრო იკიდებს შენში ფეხსს''...მწარედ გამეღიმა..მერე სარკეში ალექსი დავლანდე,უკნიდან მომეკრა...ცრემლები წამომივიდა...
-რა გჭირს,რატომ წამოგივიდა სისხლი ცხვირიდან?
-არ ვიცი ალბად..გაციებული,რომ ვარ იმის ბრალია..
-თუ სურდოს ბრალია,რა გატირებს?გაოცება და აღშფოთება ვერ დამალა ალექსმა...
-სისხლის მეშინია,მეშინია ალექს..
-რატომ გეშინია?-წარსული მახსენდება,მის სუნს ვერ ვიტან,რომ ვერ ვიჩერებდი ასე მეგონა...
-ჩუუ...ეგ არ თქვა...შენ არასდროს მოკვდები,სანამ მე შენთან ვარ,მანამ მაინც...ჩემს გვერდით ნურაფრის ნუ გეშინია...თავი მას მივადე მკერდზე და მის სითბოში გავიტრუნე...
რამდენიმე ჭიქა ისევ დავლიეთ და ბოლოს ისე გამოვიდა ორივე კარგად გავბჟუვდით,რაზეც უფრო გვეცინებოდა...საათი უკვე 4-სს,უჩვენებდა...
-ჩემი წასვლის დროა...ამოვიჩურჩულე და თავი ჩავხარე,რათა მის ვარსკვლავებივით კაშკაშა,ციმციმა თვალებს არ გადავყროდი...
-კარგი...სევდა ნარევი ხმით ამოთქვა....
გარეთ ბარდნიდა,აი ისე მე,რომ მიყვარდა...უეცრად წარმოვთქვი..
-ახლა,რომ სხვა ფორმაში ვიყო გამოწყობილი გარეთ უაზროდ ვირბენდი და გეგუნდავებოდი...ჩემმა ნათქვამმა მე თვითონ მომგვარა ღიმილი...
-რა თქვი?მეგუნდავებოდი?
-ხო,გეგუნდავებოდი და მერე ვიკოტრიალებდი თოვლში,ანგელოზსაც გავაკეთებდი...
-რა ბავშვი ხარ...ხმამაღლა თქვა და გაიცინა...ჩემი დიდი ბავშვი ...ეს კი ისე ჩაიფრუტუნა გულში,რათა ნინის ვერ გაეგოო..
-მოდი ნინ სახლში მიგიყვან გამოიცვალე და აბა ვნახოთ,რა შეგიძლია,კაი?
-კარგი,ჭინკები ჩამიდგნენ თვალებში.
ქუდი,ხელთათმანები,თბილი ქურთუკი,ქაშნე ავიღე და დაბლა ჩავედი,ეზოში ჩავედი და ჩემი ალექსი ფიფქებს ''თოვლის კაცად''ექციათ...
-აჰა,ხელთათმანები მოგიტანე და ვნახოთ აბა რა შეგიძლია...იმედია მოგივა,ჩემია....
-სად ჩემი ხელი და სად შენი მერე?გაეცინაა..
-იწელება...ტუჩები როგორც ბავშვობაში გავბუსე და ხელი გავაშლევინე,რათა ჩამეცმია...ის კი იცინოდა...
-ნუ დამცინი ნაკაშიძე...
-მიდი,მიდი ჩამაცვი იქნებ გაიწიოს..და უფრო უმატებდა სიცილს...
-ნუ დამცინი მეთქი..გავიბუტე,ხელები გავშალე და თოვლში ჩავჯექი მოწყვეტით...
-ბავშვი ხარ,რა....ერთი ისე შევუბღვირე...
-კაი,ვჩუმდები...მანქანაში მაქვს ხელთათმანები ავიღებ და დავიწყოთ...
3 წუთში ბრძოლის ველად ვაქციეთ,ეზო,ხან მე ვესროდი,ხან ის გუნდებს...ერთმა გუნდამ ქუდი მომაძრო და თმაში სითეთრე შემერია...
-ნაკაშიძე მოგკლავ...ვესროლე გამეტებით გუნდა,იმას ფეხი აუცდა და ბრახ ძირს...
-ამაყენე რა,ნინ...
-არა,როგორი იყო,თავში,რომ მომარტყი,მართლა ბავშვურად ვამბობდი....
-მოდი რა ფეხი,მტკივა..ვაი...იზმუვლა ნაკაშიძემ...შემეშინდა მართლა,ხომ არაფერი მოუვიდათქო და ხელი გავუწოდე,უეცრად ხელში მწვდა და მეც ძირს აღმოვჩნდი,მერე გადაკოტრიალდა ჩემზე,მოკრული,ისსე აღმოჩნდა,რომ დაღმართამდე მივედით და დაღმართი სულ კოტრიალით და ჟივილ-ხივილით ჩავიარეთ...
-ალექს დამენტვრა გვერდები..აწუწუნდი...
-შენ რა დაგემტვრა ზევიდან მაწევხარ გოგოოო,მე დამემტვრა,შენით...ეს რომ გავიაზრე ელდა,ნაცემივით წამოვხტი ფეხზე და გავიქეცი სადაც იყო სახლს უნდა მივახლოებოდი,რომ დამიჭირა და ისევ მის გულზე აღმოვჩნდი გაშოტილი,სულ მაკოტრიალა თოვლში...
-ხომ გიყვარს,გუნგლაობაა და კოტრიალი თოვლში?!...აჰაა ესეც შენ....მაგუნგლავებდა და იცინოდა,თავზე თოვლს მაყრიდა,რაც მე მაღიზიანებდა,ბოლოს მეც ქვევიდან შევაყარე უკვე ფეხზე მდგომ ალექსს და ისევ ფეხი აუცდა,ზემოდან დამეცა და თვალებში სხვა გვარი ჭინკები გაუჩნდა და ტუჩები გაილოკა...
-გამიშვი ალექს..
-ნწუ..არაა...
-გამიშვი მეტკინა....
-არა..ისევ გაილოკა ტუჩები და ჩანაფირს მივუხვდი,ტავის დაძვრენა ვცადე,მაგრამ...ტუჩებზე დამაცხრა,მოწყურებულივით მკოცნიდა,მერე გადაკოტრიალდა და მე მომიქცია,ზემოდან..კოცნა არცერთი წამით არ შეუწყვეტია..მერე მსუბუქად მიკბინა ზედა ტუჩზე,რამაც მეც გამახელა....ხან ერთ ტუჩს ვუკოცნიდი და მიკოცნიდა ხან,მეორეს...მერე მეც ვუკბინე მის წითელ ქვედა ტუჩს,მაგრამ ძლიერად,რამაც ღიმილი მოგვარა,მას..წამით შეწყვიტა კოცნა..
-ასე,არა გედენიძის ქალოო?!
-ნიკაპზე დამასო კბილები,მსუბუქი კვნესა ამომხდა,ის ტკივილი და სიამოვნება არ მქონდა გააზრებული, მეორედ,რომ,ქვედა ტუჩზე მეძგერა კბილებით,მერე კი კოცნით დაამიამა მტკივანი ბაგეები...ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს თოვლში..მერე უცებ გაჩერდა,თვალებში ჩამხედა და ჩურჩულით ამოთქვა;
-არ მინდა ეს საღამო და ღამე ოდესმე,რომ დამთავრდეს ნინ,არ მინდა რომ დამთავრდეს არაა!...და ისევ დამაცხრა ტუჩებზე..მერე მე შევწყვიტე მისი კოცნა...
-სამწუხაროა,მაგრამ როგორც ყველაფერს ამ ღამესაც აქვს დასასრული ალექსს...
-ყველაფერს არ აქვს დასასრული,სიყვარული არასდროს არ სრულდება,ნინ...
-მერე ჩვენ,რომ ერთმანეთის სიყვარული ბედში არ გავქვს?!
-ეს ღამე დასრულდება ნინ,მაგრამ გაგრძელდება ეს ყოველივე სხვა ღამეებში,რადგან ჩვენი სიყვარული ბედს იქითაა ნინ,ბედს იქით!
ჩემსკენ მოვიქაჩე და მომთხოვნად დავუწყე კოცნა,რამაც ცოტა არ იყოს გააოცა,მერე ისევ ვუკბინე ტუჩზე,მერე ისევ ვაკოცე...ბოლოს კარგა ხნის მერე, მფეთქავ არტერიაზე დავუტოვე მხურვალე,ვნებიანი და სველი კოცნა...მერე ავდექი, წამოვედი და დავტოვე,ბადრი მთვარის ქვეშ, თოვლში მწოლიარე,ჩემი ბედს იქით მყოფი სიყვარული და საყვარელი მამაკაცი...


ესეც მეთორმეტე თავი...
შემიფასეთ,არ ვიცი რა გამომივიდა...ისე ცუდად ვარ ძლივს დავწერე...
თქვენი თითეული კომენტარი მამხნევებს,მადლობა,რომ კითხულობთ.

მე კი ვიცი რაც ელით ნინის და ალექსს,მაგრამ თქვენი აზრიც მაინტერესებს რა ელით მათ,თქვენი გადმოსახედიდან?
გამახარეთ თქვენი კომენტარებით და პროგნოზებით ჩემო ტკბილებოოო.... <3



№1 სტუმარი elene

კარგია <3 ძაან საყვარლები არიან <3 <3

 


№2 სტუმარი darina beridze

Dzalian gamixarda rom shemovedi da axali tavi damxvda, vgijdebi nakashidzeze miuxedavad misi siuxeshisa mainc dzalian sayvarelia

 


№3  offline წევრი mariko_2001

გამოჯამრთელებას გისურვეეებ . მაინტერესებს ალექსი როდის გაიგებს ნინის ავადმყოფობის შესახეებ ველოდები ბედნიერ დასასრუულს და კიდევ წრთხელ გისურვებ გამოჯამრთელებაას<3 <3 <3

 


№4  offline წევრი nini abashidze

Pirvel rigshi g

Piiirvel rigshi gamojanmrtelebas gisurveb <3 dzalian miyvars es istoria :* ratqmaunda minda rom nakashidzestan darches.kargi iqneba tu nakashidze droulad gaigebs ninis daavadebaze da ar gaushvebs,rom wavides.ninim imkurnalos ,da happy end-it daasruleee gtxov raa <>3

 


№5  offline მოდერი aleqsandra

nini abashidze
Pirvel rigshi g

Piiirvel rigshi gamojanmrtelebas gisurveb <3 dzalian miyvars es istoria :* ratqmaunda minda rom nakashidzestan darches.kargi iqneba tu nakashidze droulad gaigebs ninis daavadebaze da ar gaushvebs,rom wavides.ninim imkurnalos ,da happy end-it daasruleee gtxov raa <>3

love

mariko_2001
გამოჯამრთელებას გისურვეეებ . მაინტერესებს ალექსი როდის გაიგებს ნინის ავადმყოფობის შესახეებ ველოდები ბედნიერ დასასრუულს და კიდევ წრთხელ გისურვებ გამოჯამრთელებაას<3 <3 <3

მაადლობა ჩემო გოგო love
darina beridze
Dzalian gamixarda rom shemovedi da axali tavi damxvda, vgijdebi nakashidzeze miuxedavad misi siuxeshisa mainc dzalian sayvarelia

მოკლედ ნაკაშიძეს ფან კლუბი გაუჩნდა აქაც კი,რეალურშიც ყოლია ამბობენ.... ძაალიან დიდი მაადლობა ყველას ძაალიან მიყვარხართ. love

 


№6 სტუმარი natia

არ ვიცი მაგრამ 12 თავი ისე წავიკითხე რაც დავითვალე 5 ჯერ ვიტირე :(

 


№7  offline წევრი cacu

ველოდები ახალ თავს.იმედი მაქვს მალე დადებ.

 


№8 სტუმარი nini

რა მაგარიაააა მალე დადეთ რა ახალი თავიიიიი მაგარია მომწონსსსს

 


№9 სტუმარი teo

ახალ თავს როდის დაგვიდებ ?^^

 


№10  offline მოდერი aleqsandra

ხვალ დაგიდებთ ახალ თავს ჩემო საყვარლებოოო <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent