შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თვალები ჩემი მონატრების ფერია... (სრულად)


30-08-2015, 20:16
ავტორი sopiko
ნანახია 7 162

იდგა და გზას გაჰყურებდა. ხედავდა მხოლოდ წყვდიადს და... სხვას არაფერს. უნდოდა ეფიქრა რომ სიბნელეში იდგა, მაგრამ არ შეეძლო. მან არ იცოდა სინათლე რა იყო... არ იცოდა როგორი იყო მერცხალი, რომელიც გაზაფხულის მოსვლას ახარებდა ხოლმე... არ ენახა თავისი სოფელი, ასე, უბრალოდ რომ უყვარდა... და რაც მთავარი იყო... საკუთარ თავს არ სცნობდა... რომ გეკითხათ რა ფერის იყო მისი გახუნებული კაბა, ვერ გიპასუხებდათ. ეგონა თვალები შავი ჰქონდა... სინამდვილეში კი... ეჰ, სინამდვილეში ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. დანამდვილებით ერთი რამ იცოდა... ტკივილი ბნელი იყო... კუპრივით შავი... ან კუპრი კი შავი იყო?... თუმცა ნინია ამის მეტს ვერაფერს ხედავდა... ახლაც ელოდება... მამას ელოდება... მიუხედავად იმისა რომ იცის აღარ მოვა. ისიც წყვდიადში დარჩა, ისევე როგორც დედა.
-ფრთხილად!-მოესმა ვიღაცის ხმა, ძლიერმა დარტყმამ ფიქრებიდან გამოარკვია და დანისლული მზერა გარემოს უმისამართოდ მოავლო.
-თვალები სად გაქვს? დაბრმავდი? კინაღამ გაგიტანე...-უხეშად მიმართა უცნობმა.
-მე... ვერ ვხედავ...-ჩაილუღლუღა გოგონამ და ცრემლებს გზა მისცა. თვალები სად აქვს, ესეც არ იცის... ყველას ხელს უშლის... ამ ქვეყანაზე მისი ადგილი არაა... ვერც ვერასდროს მოიძებნება.
-მაპატიე...-გულში ჩაეღვარა ეს ერთი სიტყვა და გაიღიმა... უცნობს გაუღიმა... განა კი იცოდა რა იყო ღიმილი? ახსოვს მამამ უთხრა: ღიმილი ძალიან გიხდებაო და იმ დღის მერე ცდილობდა ხშირად გაეღიმა, მშობელი ამით მაინც გაეხარებინა.
-შენ ხომ არ იცოდი...-ჩაიჩურჩულა ნინიამ და ბიჭს თხოვნით მიმართა-შეგიძლია იმ ქოხთან მიმიყვანო?-ხელი გაიშვირა თავისი სახლისკენ.
ბიჭმა თავი ჩაჰხარა. იქით არავითარი ქოხი არ იდგა, გოგონას ალბათ უნდოდა საპირისპირო მხარეს მიეთითებინა, მაგრამ...
-სანაცვლოდ რას მივიღებ?-ხუმრობით ჰკითხა ნინიას და ვერც კი მიხვდა როგორ შეშინდა გოგო. ღიმილი სახიდან გაუქრა, უკან დაიხია და ქვას ფეხი წამოჰკრა. ბიჭის სწრაფი მოქმედება რომ არა ნამიან ბალახზე დაეცემოდა. ნინია ციებიანივით აკანკალდა და ფართხალი დაიწყო.
-კარგი, გეხუმრე-სიილით უთხრა ბიჭმა-სანაცვლოდ შენს სახელსაც არ მეტყვი?
ნინიამ დაიმორცხვა. ესიამოვნა ბიჭის სითბო და მისი მკლავებისგან განთავისუფლების მცდელობა შეწყვიტა.
-ნინია-ჩაიჩურჩულა და თავი დახარა. პირველად გაუქრა შიშის და დაძაბულობის გრძნობა მამის გარდაცვალების შემდეგ. პირველად იყო მამაკაცთან ასე ახლოს.
-რადგან არ მკითხე, პირდაპირ გეტყვი, მე ჯაბა მქვია, ამ სოფელში მოხუცი მამიდის მოსანახულებლად ჩამოვედი. შენ კი ალბათ აქ ცხოვრობ, ხომ?-ამ სიტყვებით ნინია ბუმბულივით აიტაცა ხელში და გეზი ქოხისკენ აიღო.
ნინიას დროის შეგრძნება დაეკარგა. უნდოდა ასე უსასრულოდ ევლოთ მას და ჯაბას... ჩახუტებულებს... ბიჭის სითბომ ისე აუბნია თავგზა რომ პასუხის გაცემაც ვეღარ მოახერხა. უნდოდა ეს წუთები ღრმად ჩაებეჭდა გონებაში რომ არასდროს დავიწყებოდა.... ჯაბას მიეხუტა და მისი გულისცემის დათვლა დაიწყო... ღმერთს სთხოვდა ეს სასიამოვნო მელოდია დიდხანს... ძალიან დიდხანს გაგრძელებულიყო. რა გადატრიალება მოხდა ნინიას გონებაში, სულში და გულში? დიახ, მას შეუყვარდა, ასე ბრმად და უგონოდ შეუყვარდა... და ეს სიყვარული ისეთი წმინდა და უმანკო იყო, ანგელოზებმა ზეცაში აიტაცეს.
დადგა ის წამიც როცა ბიჭმა საწოლში ჩააწვინა და შუბლზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია.
-იცი რა ლამაზი თვალები გაქვს ნინია?-გაიცინა ჯაბამ. აი ნინიას კი საერთოდ არ ეცინებოდა, სატირლად ებრიცებოდა ტუჩები, უჭირდა გაყინულ საწოლში წოლა, როცა წუთის წინ სიცხით იყო გაბრუებული.
-არ ვიცი...-თავს ძალა დაატანა და გაიღიმა-თუმცა როგორ არა, მამა მეუბნებოდა რომ...
-ცისფერი, ზღვისფერი თვალები გაქვს, თუ კარგად დააკვირდები ისინი გამჭვირვალენი ხდებიან. მის იქით უდიდეს სითბოს და ამავდროლად სევდას ვხედავ.-დაასრულა ბიჭმა.
-და მე რომ არ ვიცი... მე...მე... არ ვიცი...-ატირდა გოგო რადგან ვერაფერი მოიფიქრა. არადა უნდოდა დრო გაეყვანა. როგორ აბნევდა, სწვავდა ბიჭის მზერა... მერე რა რომ ვერ ხედავდა... ხომ გრძნობდა... სულელი იყო აბა რა... შეუყვარდა, თანაც ისე უბრალოდ შეუყვარდა, რომ არ იცოდა სად, როდის და რატომ ეწვია ეს ლამაზი გრძნობა. ალბათ იფიქრებთ ბიჭი არ უნახავს და ალბათ სულაც არ იყო ეს სიყვარულიო, მაგრამ თქვენ ცდებით! ნინიას უნდოდა არასდროს წასულიყო ჯაბა მისი ცხოვრებიდან მაგრამ თუ ის ამ ქოხიდან გავიდოდა, აღარ დაბრუნდებოდა.
ნინიამ სიმღერა დაიწყო, მერე რა რომ ხმა უკანკალებდა... ხო გულით მღეროდა... მართალია აქმდე თავისი ხმა არ გამოუცდია მაგრამ სიყვარულმა აამღერა.
''შემოდგომის ნისლია, მიფრინავენ მერცხლები,
მიფრინავენ მიდიან, ნუთუ შენც გამეცლები...''
ამ სიმღერას მამა მაშინ ღიღინებდა ხოლმე როცა სევდა შემოაწვებოდა. ნინიასაც ეშინოდა ჯაბა არ წასულიყო და ეს შიში სითამამეს მატებდა.
''...ისევ დაბრუნდებიან წეროების გუნდები,
მაგრამ შენ კი... თუ წახვედი... აღარ დამიბრუნდები...''
ბოლო სიტყვებზე ტირილი აუვარდა... დიდხანს, ძალიან დიდხანს ტიროდა. ჯაბას საკუთარი თავი შესძულდა ამ პატარა ანგელოზს ვერაფრით რომ ვერ ეხმარებოდა. ის ხომ იმასაც ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა გოგონა.
-ძალიან ლამაზი ხმა გაქვს... ნაზი, ფაქიზი... აი, სულში რომ ჩაგწვდება ისეთი...-ამოღერღა ბოლოს და ნინიას ღიმილით მიაჩერდა.
-არა...არა...-ტირილს აგრძელებდა გოგონა-შენ ვერ ხვდები...
ჯაბა დაიხარა და ნინიას შუბლზე ეამბორა. ამ ამბორით ყველაფერი იყო ნათქვამი.
-მშვიდობით ნინია...
ნინიამ ხმა ვერ ამოიღო... უძლური იყო... ჯაბა წავიდა, თუმცა ამ შეხვედრამ ორივეს ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. რატომ მიატოვა? ამაზე პასუხი არც თავად ჰქონდა. უბრალოდ არ შეეძლო ნინიასთვის იმის მიცემა, რაც მას სურდა... ვერ მოატყუებდა... და როცა მიხვდა რომ ყველაფერი თავისი ხელით დაანგრია... დარწმუნდა რომ ნინიას თვალებს ვერასდროს დაივიწყებდა, შუაღამისას მანქანაში ჩაჯდა და წავიდა... იქ სადაც მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ელოდა. ღიმილით შეაღო კარი და იქვე გაშეშდა, საყვარელი ქალის სხვა მამაკაცთან დანახვამ სიცოცხლე წაართვა.
-გაჩერდი!-უყვიროდა ის ვიღაც და ნინიას საწოლზე დაგდებას ცდილობდა, თან უხეშად უკოცნიდა ბაგეებს. უმწეოდ ფართხალებდა გოგონა, სახე ცრემლებით დასველებოდა, გაქცევას ლამობდა, მაგრამ ძლიერ მამაკაცს ვერაფერს უხერხებდა.
ძალიან, ძალიან ეტკინა ჯაბას... ასეთი ტკივილი არასდროს განეცადა. თვალებში ცეცხლი აენთო და სახლში შევარდა. მხოლოდ ის ახსოვს რომ გამეტებით ურტყამდა მუშტებს კაცს, ნინია კი კუთხეში ჩაკეცილი ქვითინებდა. ხმაზე იცნო... მიხვდა ჯაბა დაბრუნდა... ანდა რა მიხვედრა უნდოდა... მონათესავე სულები ხომ ყველაფერს გრძნობენ... დაბრუნდა... ის კი ასეთ მდგომარეობაში დახვდა... ალბათ გული როგორ ატკინა... მერე რა რომ მას არ უნდოდა... ხომ შეიძლებოდა უფრო მეტი სიფრთხილე გამოეჩინა. კარი ჩაეკეტა. თავის ასე დაცვა ხომ შესაძლებელი იყო. ბოლოს მიხვდა რომ თუ ახლა ჯაბას არ შეაჩერებდა, ის არაკაცი შემოაკვდებოდა.
-ჯაბა გთხოვ, თავი დაანებე...-ხელის ცეცებით იპოვა საყვარელი არსება და მისი შეჩერება სცადა.
ჯაბამ ნინიას ნამტირალევი სახე და გახეთქილი ტუჩი რომ დაინახა კაცს კიდევ ერთხელ ზიზღით გახედა და გოგონა გულში ჩაიკრა.
-როგორ დამეტანჯე... მაპატიე.. გთხოვ მაპატიე...-ჩურჩულებდა და სახეს უკოცნიდა. ოჰ, როგორ ნანობდა თავის სისუსტეს. ასე უსინდისოდ როგორ მოიქცა და ნინია მარტო დატოვა.
-მიყვარხარ, საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ...-ამოთქვა ბოლოს და ამოისუთქა. ახლა მხოლოდ ნინიას პასუხი იყო საჭირო.
-მეც... მეც მიყვარხარ...-ცრემლები გადმოსცვივდა გოგონას.
ჯაბა მიხვდა რომ უბედნიერესი კაცი იყო, ღმერთმა ნინიას სიყვარულის ღირსად რომ ჩათვალა. აპატია ის ლაჩრული საქციელი, არ წაართვა სიცოცხლის მიზანი. ნინია მისი ანგელოზი იყო, უსინათლო ანგელოზი... ანდაც რა მნიშვნელობა ჰქონდა მხედველობას, მათ ხომ უყვარდათ ერთმანეთი, ეს სიყვარული გაუნათებდათ გზას უკეთესი მომავლისაკენ.

...ერთი წლის შემდეგ...
-აბა ნინია სამამდე დაითვალე და სახვევებს მოგხსნი.-გაუღიმა ექიმმა.
-ერთი...ორი...სამი...-ჩაიჩურჩულა ნინიამ, თან არასდიდებით არ უშვებდა ხელს ჯაბას.
ექიმმა ცალ თვალზე სახვევი მოხსნა და...
-ჯაბა ვხედავ, აღარ ბნელა გესმის? ეს, ეს რა არის?-ჭერისკენ იშვერდა ხელებს და აღტკინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
-ეს...ეს შენ ხარ ჯაბა?-გაკვირვებულმა შეხედა, ბიჭს მერე თვალებში ჩააჩერდა-შენი თვალები ჩემი მონატრების ფერია ჯაბა...
ასეც იყო. ჯაბას შავი თვალები ჰქონდა. აქამდე ნინია სულ წყვდიადში იყო და საყვარელი მამაკაცის დანახვა ''ენატრებოდა'', მასაც უნდოდა ჯაბას თვალებში ჩაძირვა და ახლა... ახლა თავის შეკავება აღრ შეეძლო. გაუბედავად შემოჰხვია ხელები კისერზე და ჯაბას ბაგეებს წაეტანა.
სადაც სიყვარულია იქ არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ჯაბამ და ნინიამ ხელიხელჩაკიდებულებმა მიაღწიეს ბედნიერების ზენიტს და ახლა უკვე შეეძლოთ სრულფასოვნად დამტკბარიყვნენ ამ ტკბილი და სასიამოვნო გრძნობით.

.........................................................
დავისვენე... განვიტვირთე... მუზა თქვენამდე შემოვინახე და ეს კიდევ ერთი ლავ სთორი შემოგთავაზეთ. დღეიდან ისევ, ისევ გამოვჩნდები და გაგახარებთ ახალ-ახალი სიახლეებით. ველოდები თქვენს შეფასებებს დაგაყარეთ კისები...



№1  offline წევრი Inn1

კარგი ხააარრ love

 


№2  offline მოდერი nicol

თბილი იყო, მაგრამ არ მეყო love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline მოდერი sopiko

მადლობა ჩემო კარგებო <3 მიხარია თუ მოგეწონათ... ხვალ ახალს დავდებ "ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... ( სრულად) "

 


№4  offline წევრი TIME

vaime ra kargi iyo,rogori tbili da tkbili istoria iyo,yochag ! ♥ ♥ ♥ velodebi shens axal istoriebs.adrec maqvs wakitxuli sheni istoriebi,dzalian kargi weris stili gaq da warmatebebs gisurveb♥

 


№5  offline მოდერი sopiko

TIME
vaime ra kargi iyo,rogori tbili da tkbili istoria iyo,yochag ! ♥ ♥ ♥ velodebi shens axal istoriebs.adrec maqvs wakitxuli sheni istoriebi,dzalian kargi weris stili gaq da warmatebebs gisurveb♥

მადლობა დიდი <3 აქამდე შენი კომენტარი არ შემხვედრია და ახლა ძალიან გამახარე. ახალს ხვალ დავდებ. დასვენების შემდეგ უფრო აქტიურად შევუდგები საქმეს :-D

 


№6  offline წევრი Be_the_ONE

სოფი ძალიან ძალიან თბილი მოთხრობა იყო love ვგიჟდები სახელ ნინიაზე და ძალიან გამიხარდა ამ სახელის ნახვა. smile არ გინდა სულ პატარა თავი გაგრძელებაც დაწერო ? :დ
პ.ს. ზემოთ რომ ფოტოა ძალიან მომეწონა და წარწერა ხო საერთად უმაგრესია... რო მოვიცლი დავყვები და შენს მოთხრობებს გავეცნობი :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent