შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი წინ (თავი 4)


30-08-2015, 20:52
ნანახია 2 600

სახლის კედლებს შორის გამეფებული მყუდროება ჩემი ტელეფონის განწირულმა კივილმა დაარღვია.არეული საწოლიდან თავი ძლივს წამოვწიე და მობილურს დავწვდი.ჩემი საუკეთესო მეგობარი,დაქალი,დობილი და ჩემი და რატის ურთიერთობის ყველზე დიდი გულშემატკივარი,თვით ნატალია ამირეჯიბი მირეკავდა.
-დაკარგულ მეგობარს ჩემგან გულთბილი სალამი-ტელეფონს მიღმა მხიარული ხმა გაისმა.წამში ვიგრძენი მისი მონატრება და ტელეფონს ლამის ჩავეხუტე.
-გამომიარე რა-პირდაპირ ჩავძახე და პასუხის მოლოდინში გავისუსე.
-ორ წუთში მანდ ვარ.
უკმაყოფილოდ ამოვიფრუტუნე.ტელეფონზე დრო შევამოწმე და წყლის გადასავლებად აბაზანას მივაშურე.თბილი შხაპის შემდეგ ყავა მომინდა და წყლით სავსე ჩაიდანი გაზზე შემოვდგი,ასადუღებლად.მისარებში ტელევიზორი ავახმაურე.ფანჯრები გამოვაღე და სახლი გავანიავე.ამასობაში წყალი ადუღდა და ყავის ჭიქით ხელში,კინოს ასარჩევად კვლავ ტელევიზორისკენ გავემართე.კინოს არჩევის შემდეგ მაგიდაზე თითები ავათამაშე და ტელეფონზე საათი შევამოწმე.
კარზე ზარის ხმამ არ დააგვიანა.
-ნახევარი საათი.გილოცავ ახალი რეკორდია-გულიანად გადავიკისკისე და მონატრებულ მეგობარს კისერზე ჩამოვეკიდე.
-აქ რა ჯანდაბა ხდება-გაკვირვებულმა მოავლო თვალი სახლს და სავარძელზე ჩამოჯდა.
-გაგვქურდეს.ყველაფერი წაიღეს,ყველაფერი-თვალზე ცრემლი მომადგა.შეძრწუნებული სახლით ამომხედა და ოდნავ წამოიკივლა.
-ქალბატონი მანანა სად არის?
-ისიც ხელს გააყოლეს-ყალბი ცრემლები მოწყენლი სახით მოვიწმინდე.
ნატალიამ ერთხანს გამოშტერებული სახით მიყურა,შემდეგ დაიძაბა,მხრებში მოიხარა,სატირლად მოემზადა,თავზე ხელები წაივლო და...მე სიცილი წამსკდა.მეგონა იატაკზე გართხმული ფეხზე ადგომას ვეღარ შევძლებდი.მუცლის კუნთები ტკივილამდე დამეჭიმა.
-ოხ შე საძაგელო ადამიანო-თვალებით მიწაში ჩამდო და მერე შემომიერთდა.ცოტახნის შემდეგ,როდესაც ორივე დავმშვიდდით,ფეხზე წამოვდექით და ნორმალური ადამიანის სახე მივიღეთ კარები დედაჩემმა შემოაღო და ჩვენ ისევ ისტერიული სიცილი აგვიტყდა.ქალბატონი მარინა შემოსასვლელში იდგა და ვერ ინძრეოდა.ხან თმებზე წაივლო ხელი,ხან კაბა შეისწორა,მაგრამ ვერაფერი,რომ ვერ გაიგო ხელი ჩაიქნია, „თქვენ არაფერი გეშველებათ“-ო მოგვაძახა და სამზარეულოში გავიდა პროდუქტების დასახარისხებლად.უკან გავყევით.
-მარინა დეიდა ნეტავ იცოდეთ,როგორ მომენატრეთ თქვენც და თქვენი გემრიელი საჭმელებიც-დედაჩემს ყელზე შემოეხვია და ლოყები დაუკოცნა.
-ამ საძაგელს ასეთი დახვედრა ჩემთვისაც კი არ მოუწყვია. „შენც ჩემო ბრუტუს?“-შემოვყვირე მეტი დრამატულობისთვის.
-შენ გემრიელ რამე-რუმეებს ვერ აკეთებ-ენა გამომიყო ნატალიამ და სკამზე ჩამოჯდა.
-მაშინ იყავი აქ და ჭამე შენი გემრიელი რამე-რუმეები.რომ გასუქდები მერე ნუ იწუწუნებ.
ნატალის შესანიშნავი სხეული აქვს.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის წონაზე წუწუნებს,ჩემგან განსხვავებით მას არ აწუხებს ზედმეტი გრამები.და ასევე ჩემგან განსხვავებით მან რამდენიც არ უნდა ჭამოს არასდროს ერგება.ახლა იკითხეთ,როგორ ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით მე.არა, არ გინდათ ნუ იკითხავთ.
-შენ იცი,რომ მიყვარხარ-უკან გამომეკიდა და სავარძელზე გაჭიმულს კალთაში ჩამიხტა.
-მეც მიყვარხარ.
-მაგრამ მე საჭმელი უფრო მიყვარს-ცხვირზე ხელი დამკრა და ჩამეხუტა.
კინოს ყურება გადავდეთ.მისაღებში დედაჩემმა უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი შემოიტანა და ცხვირწინ დამიდო.ამირეჯიბმა გახარებულმა ხელები ერთმანეთს შემოკრა და მოზრდილი ნაჭერი გადაიღო.მე მცირე ულუფას დავჯერდი და მოწყურებულმა,დიდი ჭიქით წყალი დავაყოლე.
-დღეს ჩემთან დარჩი რა-კატის თვალები შემომანათა.
-ოღონდ ეს გამოხედვა არა-თვალებზე ხელები ავიფარე.
-გთხოვ-ამოიზმუვლა.
-კარგი,მხოლოდ იმ პირობით თუ ჩემს საწოლში არ დაწვები და არ შემავიწროვებ.
-გპირდები-გულზე ხელის დადებით შემომფიცა და ლოყაზე მაკოცა.
საღამო იყო სახლიდან,რომ გამოვედით.გზაში ბოდიალის შემდეგ ნატას სახლს მივაგენით და დაღლილები დივანზე მივწექით.
-წყალი-ამოიხავლა.
-სამზარეულოშია-თავით მივანიშნე და ჩავიხითხითე.
-საძაგელი ხართქო,რომ გეუბნები მიბზარდები.
-შენი ძმა სადაა?-ცარიელ სახლს თვალი მოვავლე.
ნატას მშობლები უცხოეთშ ყავს.მისი ძმა სერგო ოცდაათი წლისაა და ჯერ ცოლის მოყვანაზე არ ფიქრობს.ამბობს თავისუფლების ბედნიერი წუთები ბოლომდე უნდა შევირგო და ცოლს უკვე ხანში შესულმა უნდა ვაშლევინო ნერვებიო.მიდი და ასეთი აზროვნების ადამიანთან სერიოზულად ილაპარაკე.ვერც ველაპარაკებით.სერგო ორი წლის ბავშვს ჰგავს.ეს მხოლოდ ახლობლებში და მეგობრებში.სახლის გარეთ ისეთ სახეს მიიღებს ხოლმე,მგონია მასში ორი სული ცხოვრობს.ერთს სიცილისა და ხარხარის მეტი არაფერი შეუძლია,მეორე მისგან სრულებით განსხვავებულია.მოკლედ თუ უფროსი ამირეჯიბი სახლში არ არის,აქაურობა აკლდამას ემსგავსება და მიჩნდება სურვილი სახლიდან გაქცევის.
-ძმაკაცთანაა.დღეს იქ დარჩება.
ამოვიოხრე.არადა,როგორ მიყვარდა მასთან ერთად დროის გატარება.გაიზარდა ბიჭი და თითქმის ერთი წელია ნორმალურად არ მინახავს.ხან სამსახურიო,ხან კლუბები და დროს ტარებებიო,მეგობრებიო,ნა*ებიო და დაუსრულებელი სია გართობის.
-დაურეკე და თხოვე მოვიდეს რა-გაბუსხულმა ამოვიტირესავით.
-ტელეფონის ნომერი ხომ გაქვს?ადექი და დაურეკე.მე რომც ვუთხრა მაინც არ დამიჯერებს.
ტელეფონი მოვიმარჯვე,ერთი ღრმად ამოვისუნთქე და დავრეკე.
-გისმენთ-ტელეფონს მიღმა საკმაოდ სერიოზული ხმა გაისმა.დავიძაბე.ეს არ გავდა სერგოს ხმას.
-სერგო,შენ ხარ?
-არა-იყო მოკლე პასუხი.
-შეგიძლიათ სერგოს დაუძახოთ?-კიდევ უფრო ხმადაბლა ვიკითხე.
-არ სცალია.ცოტახანში გადმორეკეთ-სწრაფად მიაყარა და გათიშა.
გაკვირვებულმა დავხედე ტელეფონის ეკრანს და მერე ნატალიას ავხედე,რომელიც სამზარეულოს კარს მიყრდნობოდა და კითხვანარევი მზერით მიყურებდა.
-შენ ძმას ასეთი უხეში მეგობრები ჰყავს?
მხრები აიჩეჩა და ოთახში გავიდა,თეთრეულის გამოსაცვლელად.ცოტახანში დასაწოლად მოვემზადე და ცივ ლოგინში სერგოს მაიკით შევწექი.მაინც მომწონს ის მომენტი,როდესაც ბიჭის მაისურს ატარებ.თუნდაც ღამით და თუნდაც მეგობრისას.ძილბურანში გახვეული კარზე კაკუნის ხმამ გამომაფხიზლა.საწოლიდან ნელა წამოვდექი და ნატალიას ოთახისკენ წავედი.გადასაფარებელში ახლართული სხეული ძლივს ვიპოვე და გავაღვიძე.რამოდენიმეჯერ წამობუზღუნა,რაღაც გაურკვევლად თქვა და ძილი შეიბრუნა.ხელი ჩავიქნიე.ვიცოდი მაინც ვერ გავაღვიძებდი და კარების გასაღებად თავად გავგრიალდი.კარს იქით სერგოს სხეული იდგა და იკრიჭებოდა.
-როგორ მომენატრე-მონატრებულ სხეულს კინაღამ ზედ შევახტი.
-რა გაცვია გოგო-თვალები შუბლზე აუვიდა და ვიღაცას გასძახა არ შემოხვიდეო.
სირცხვილისაგან ლოყები ამიხურდა.უკან შებრუნებას ვაპირებდი კარში კიდევ ერთი სილუეტი,რომ დავლანდე.გაოცებულმა პირის დაკუმვაც კი ვერ მოვახერხე და გაურკვეველი ბგერები ამოვუშვი.არ მელანდებოდა,არც მეძინა.ნამდვილად ის იყო.
-ძმაო ხომ გთხოვე არ შემოხვიდეთქო-სერგო წინ გადამეფარა და თვალებით დაღებული პირისკენ მანიშნა.აზრზე,რომ მოვედი უკვე ჩემს ოთახში ვიდექი და ტანსაცმელს ტანზე ვირგებდი.
-ნინა სადაა ჩემი და-კარებში სერგოს გაბურძგნული თავი გამოჩნდა.
-სძინავს.ღმერთო რა სირცხვილი ვჭამე.გაგეფრთხილებინე მაინც,რომ მოდიოდით ასე,ხომ აღარ გამოვიდოდი.
-მე რა ვიცოდი კარს ნახევრად შიშველი ქალი თუ გამიღებდა-გულიანად გადაიხარხარა.
-კარგი რა სერგო.შენი დაცინვაღა მინდა.ისედაც მომეჭრა თავი.
-შენც გაუთხოვარი უმწეო ქალი არ მყავდე რა.დაიკიდე და გამოდი დროზე.
სუნთქვითი ვარჯიშები ჩავიტარე.დაცვარული შუბლი მოვიწმინდე და მისაღებში გავედი,სადაც მხოლოდ სერგოს მეგობარი იჯდა და ტელევიზორს უინტერესოდ მიშტერებოდა.
-სერგო სად არის?-ვკითხე და გვერდით მივუჯექი.
-ნატალისთანაა-ისევ მოკლედ გამცა პასუხი და პულტს დასწვდა.
ცოტახანში და-ძმა ჰორიზონტზე ერთად გამოჩნდა.პროვე ცდილობდა არ გასცინებოდა.თვალები დავაწვრილე.მივხვდი ოთახში ჩუმად გამჭორეს.
-მოგკლავთ-ავისმომასწავლებლად ჩავისისინე.
-გეყოფა შენი ჭირიმე რა-თვალი ჩამიკრა უფროსმა ამირეჯიბმა და მოპირდაპირე სავარძელში ჩაემხო-გაიცანით უკვე ერთმანეთი?
-არა.შენი მეგობარი საკმაოდ უზრდელი და სიტყვაძუნწია-არც ვაციე არც ვაცხელე,მაშინვე მივახალე რასაც ვფიქრობდი.
-რას ვიზამთ.ყველა შენნაირი ენაწყლიანი ვერ იქნება-გვერდიდან ხმამ დაიგრგვინა.
-არ გინდათ ეს კატა-თაგვობანა.დიდები ხართ უკვე.ერთმანეთს არც კი იცნობთ.ნორმალური ადამიანები ხართ და ბავშვებს ნუ დაემსგავსებით-მზერა ჩემზე გადმოიტანა ნატამ.
-კარგი-მხრები ავიჩეჩე მე და „ნაცნობ-უცნობ“-ს მივუბრუნდი-ნინა მეტრეველი.
მამაკაცმაც არ დააყოვნა.ჩემსკენ ნელა მოტრიალდა და გამოშვერილ ხელს დახედა.მერე ამომხედა,ისევ ხელს დახედა და ბოლოს თავისი ხელიც შემომაგება.
-მირზა გელოვანი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent