ბნელი დღეები
ბნელი დღეები არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ნარკოტიკებს ვიღებ, მიყვარს გართობა, დალევა და ხშირად არაპროგნოზირებადი ვხვდებოდი, და ამ ყველაფერს თავისი შედეგიც მოჰქონდა! ყველაფერი იმიტომ ხდებოდა რომ უბრალოდ ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოვჩნდი ისეთ ადამიანებთან ერთად როგორიც მე ვარ ეხლა! როდესაც სკოლაში ვსწავლობდი მაშინ ჩემი მშობლები ჩემით ამაყობდნენ , კარგადაც ვსწავლობდი და ცურვაც კარგად მეხერხებოდა, ტურნირებზე გამოვდიოდი ხოლმე, ეხლა კი მათთვის უბრალოდ დიდი ლაქა ვარ! ჩვეულებრივი დღე იყო, კოკაინით ვიყავი გაბრუებული, და ჩემს ოთახში ვიწექი, როდესაც ჭურჭლის მტვრევის ხმა მომესმა! მაშინ უბრალოდ გავიფიქრე რო მხოლოდ ჭურჭელი გატყდა, მაგრამ მალევე მამაჩემი ყვიროდა სწრაფად სასწრაფოში დარეკეთ! მე აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა ვიდრე მამაჩემი არ შემოვიდოდა და თითონ არ დარეკავდა სასწრაფოში! მე ვკითხე: -რა ხდება? მანკი უბრალოდ ისე გავარდა არც კი შემოუხედავს! წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, იქ კი დედა იყო დავარდნილი იატაკზე! ხმაც კი ვერ ამოვიგე ისე ვიყავი დაბნეული! როდესაც საკაცეზე დააწვინეს და მანქანაში გადაყავდათ, მე კიდე ასე უმოქმედათ ვიყავი, არაფრის მაქნისი ნარკომანი, რომელიც დედასაც კი ვერ უყურებს თვალებში, მაშინ სიკვდილი მინდოდა, მიუხედავად იმისა რო „კაიფში“ ვიყავი ყველაფერ ვაანალიზებდი! როდესაც სასწრაფო მოვიდა და დედაჩემი წაიყვანეს იმ ღამით არ მძინებია. გათენდა თუ არა მეორე დილა უნდა წავსულიყავი სავაადმყოფოში, მაგრამ არ ვიცი რომელში, ამიტომაც დაურეკე მამას! -დედა როგორ არის, რომელ სავაადმყოფოში ხართ? -ცენტრალურ სავაადმყოფოში და მან გამითიშა, მაშინვე იქ წავედი! როდესაც შევედი მოვიკითხე თუ რომელ პალატაში იწვა დედაჩემი! -პალატა ნომერი 44, სართული მესამე! -გმადლობთ! როდესაც პალატაში შევედი დავინახე როგორ შემომხედა თვალებში, ამ მზერის შეუმჩნევლობა უბრალოდ შეუძლებელი იყო! მის გამოხედვაში სინანული დავინახე, თითქოს ნანობდა რომ ასეთქი გამოვდექი! მაშინვე მასთან მივედი ხელი ჩავჭიდე და ვაკოცე. ამ დროს კი მამაჩემმა გამომხედა -გცხვენოდეს, რა შეცდომა დაუშვით ასეთი შენს აღზრდაში? -მა** (შემაწყვეტინა ლაპარაკი) -ჩუმად იყავი! შენს შეცდომას მართლა ვერ ხვდები? იმის ნაცვლად რო გამოსწორდე, ისევ ისე იქცევი! -გთხოვ ოღონდ ეხლა არა(დედა) მე ხმა აგარ ამომიგია ვიცოდი რო ამით უფრო გავამწვავებდი მდგომარეუბას! ამ დროს კი გავიფიქრე, თავი დამენებებინა ნარკოტიკზე, დალევაზე რაც ცუდად ისახებოდა ! წინააღმდეგ შემთხვევაში დედაჩემს რო რამე მოუვიდეს, ჩემთავს ვერ ვაპატიებ, ვიცოდი რო ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა, თითქმის შეუძლებელიც, მაგრამ მე ეს უნდა მეცადა მაინც. ამ დროს კი ექთანი შემოვიდა! -უკაცრავად პაციენტი სუსტადაა, დასვენება სჭირდება, შეგიძლიათ ხვალ მოინახულოდ, ეხლა კი უნდა გამომყვეთ! -კარქი უნდა წავიდეთ.(მე) -საყვარელო უნდა გავიდეთ აქვე ვიქნებით, მიყვარხარ! -მეც მიყვარხარ. დედაჩემმა მანიშნა მივსულიყავი მასთან! მე მიუახლოვდი, და მან მითხრა: -ცვლილება რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა! ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე! როდესაც გამოვდიოდი, დედა ისევ მე მიყურებდა მე კიდე მას! -თავს გაუფრთხილდი ! და პალატიდან გამოვედით, ექიმებმა კი მამაჩემს დაუძახეს. -ნიკა დამელოდე ეხლავე დავბრუნდები(მამა) -კარგი. მე კიდე ისევ გაუგებრობაში ვიყავი! არ ვიცი რა დაემართა დედაჩემს, და არც მეუბნებიან! ნახევარი საათის შემდეგ, მამაჩემიც გამოჩნდა! -რა ჭირს დედას? -არ ვიცი, პასუხს ხვალისთვის გვეტყვიან, მხოლოდ ის ვიცი რო გონება დაკარგა! აქ დარჩენას აზრი არ ქონდა ამიტომაც სახლში წავედით. დილით ადრე გამეღვიძა თავს ძალიან შეუძლოდ,ვგრძნობდი! -სწრაფად ადექი უნდა წავიდეთ, ექიმებმა დარეკეს. -რა ხდება? -უბრალოდ სწრაფად ჩაიცვი და წამოდი! მაშინვე ჩავიცვი და სახეზე წყალი შევისხი, 25 წუთში უკვე სავაადმყოფოში ვიყავი! მამა ექიმებს ელაპარაკებოდა და ცდილობდა გაერკვია რა მოხდა, გასულ საღამოს. ექიმმა მამაჩემი თავის კაბინეტში შეიყვანა. ნამდვილად არ ვიცი ექიმმა რა უთხრა მაგრამ იქედან რო გამოვიდა, თითქოს ყველაფერი შეიცვალა! -რა ხდება დედას რა ჭირს? ის კი დუმს! -რატომ გაჩუმდი, დედას რა ჭირს? პასუხი ვერც ახლა მივიღე, მაშინვე ექიმთან მივედი. -დედაჩემს რა ჭირს, მითხარით ბოლოს და ბოლოს! -მამათქვენმა არ გითხრად? და მაშინვე მამას გახედა. არ ვიცი მაშინ რა მოხდა მაგრამ ექიმმა მხოლოდ ეს მითხრა! -ისეთი არაფერი, როგორც ჩანს ბევრი ინერვიულა და გონება დაკარგა. -მაშინ რატომ არ შეიძლება წავიყვანოთ ეხლა სახლში!? ამ დროს მამა მოვიდა და ლაპარაკი გაგვაწყვეტინა. -დედაშენი კარგად არის, არ ინერვიულო, რამოდენიმე დღეში გამოწერენ. ვიცოდი რო რაღც რიგზე არ იყო მაგრამ, სიმართლე არავინ მითხრა. ვხედავდი რომ მამაჩემი რაღაცაზე ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ სხვას არაფერს მეუბნებოდა! ისღა დამრჩენია რომ დაველოდო. მართლაც რამოდენიმე დღეში, დედაჩემი გამოწერეს სავაადმყოფოდან, და სახლში მოვიყვანეთ. მათ ველაპარაკებოდი როცა, თავი შეუძლოდ ვიგრძენი და გადავწყვიტე ცოტა დამესვენა და ოთახისკენ წავედი, უეცრად, ყველაფერი ბინდმა დაფარა, და მერე არ ვიცი რა მოხდა. ზუსტად არ ვიცი მაგრამ რამოდენიმე წუთში გამოვფხიზლდი. -თავს როგორ გრძნობ?(დედა) -უბრალოდ თავი მტკივა მეტი არაფერი! მაგრამ ყველამ ვიცოდით რის გამოც მოხდა ასე! -ნარკოტიკი(მამა) -მარტო დამტოვეთ უბრალოდ ცოტა დასვენება მინდა! მეორე დილით გავიღვიძე და ვფიქრობდი რომ ჩემი გამოსწორების მხოლოდ ერთი გზა არსებობდა, სადაც შევეცდებოდი რომ თავი დამენებებინა კოკაინისთვის, და სხვა ნარკოტიკებისთვის. ეს სერიოზული გადაწყვეტილება იყო და ამასთანავე რთული, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩემა მეგობრებმა გაიგეს(ვისაც არ ქონდა დამოკიდებულება ან ქონდა და აღარ აქვს ნარკოტიკისადმი) მომდევნო 2 თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ეს ამად ღირდა. მშობლები ეს დრო არ მყავდა ნანახი და მაშინვე სახლში წავედი! -მამა, დედა სახლში ხართ? -შვილო შენ დაბრუნდი, იმედია ყველაფერმა წარმატტებით ჩაიარა!? -იმედია! და მათ გადავეხვიე დიდი ხანია ესე არ მიგვრძვნია თავი! ამ დღის აღსანიშნავად, რესტორანში წავედით, კარგა ხანია ესე არ ვყოფილვართ. მაგრამ შემთხვევით ოფიციანტი გოგონა რომელიც ჩვენს გვერდითა მაგიდას ემსახურებოდა, წაიქცა და ლანგარი ხელიდან გაუვარდა, მაშინვე მივედი მის დასახმარებლად, და მან უეცრად თვალებში შემომხედა, მისი თვალები რომლებიც ბრწინავდნენ, ამის დავიწყება შეუძლებელია. -როგორ ხარ? -კარგად! -ხო არაფერი იტკინე? -მხოლოდ ხელი გავიჭერი, არაფერია! ხელი გავუწოდე და ადგომაში დავეხმარე, -გმადლობთ, ეხლა კი უნდა წავიდე! -კარგი! ეს იყო და წავედით სახლში! ყველანი დაღლილები ვიყავით ამიტომ მალევე ჩაგვეძინა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.