შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასდროს უღალატო მეგობარს 2


31-08-2015, 00:12
ავტორი Nihilist
ნანახია 1 772

რუსთაველზე ხალხი ირეოდა , საღამო იყო , ყველა ტრანსპორტი გაჭედილი, აქა იქ ჩხუბის და თან სიცილის ხმას გაიგებდი, მაგრამ როგორც კი დავინახეის თავი ზღვისპირა კურორტზე მეგონა, მას ხელში ორი ყავა ეჭირა და ჩემკენ მოდიოდა ,მისმა დანახვამ ყველა ხმა გააქრო და მხოლოდ ყრუდ შიშინი მესმოდა, თითქმის გვერდი უნდა ჩაევლო როცა გამომხედა და სახე გაებადრა
–ლილიენ ,ლილიენ ლილიენ–უფრო და უფრო ხმამაღლა მიეორებდა ჩემს სახელს,გადავკოცნე და ვუთხარი
–ასე თუ გადავეყრებოდით ერთმანეთს ნამდვილად არ მეგონა , აბა შენ ხომ გადამგდები ხარ და ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე მიზეზებით მიშორებდი –და გავიცინე თითქოს ვხხუმრობდი მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლე იყო
–კარგი რა, წუწუნა რატომ ხარ, არა სოციალურ ქსელში მეგონა რომ ვამეტებდი ჩემს წარმოდგენებს არადა ზუსტად გამართლდა –გაიცინა და უხერხულადდაიწყო მოძრაობა ,აი ისე დამშვიდობება რომ უნდა და ეუხერხულება რამის თქმა.გავიცინე და ვუთხარი:
–ხო ,ვიცი აუტანელი რომ ვარ მაგრამ ,უმიზეზოდ არ ვწუწუნებ ,მართლა ხომ ასე იყო–ჩემი თავის მიკვირდა საიდან მქონდა ამდენი შესაძლებლობა რომ საერთოდ ფეხზე ვიდექი და ვლაპარაკობდი ,მუხლს ქვემოთ კანკალსვერ ვიჩერებდი მივხვდი რომ დროზე უნდა წავსულიყავი .სახიდან თმა გადამიწია და მითხრა
–ლილ რალამაზიხარ–ამან საერთოდ მგრძნობელობა დამაკარგინა და გავიღიმე და ვუთხარი
–ახლა არ ვარ ლამაზი და ღიპზე შემოვიდე ხელი ნახე ფეხმძიმედ გეგონები, ჩემი გამოთვლებით თუ ვიმსჯელებთ კიდევ 1 წელი ვერსად შეგხვდები , 1 წლის მერე ნახე რა გოგო დავდგე –ორივემ გავიცინეთ მუცელზე ხელი მომითათუნა დამითხრა
–აი თვით კრიტიკის ზენიტში ნუ აგყავს შენი თავი ,ლამაზი ხარ თანაც ძალიან ,ბავშვური და ლამაზი,უი მართლა ეს ყავა ძმაკაცთან მიმქონდა მაგრამ ის მოიცდის მოდი ჩამოვჯდეთ ყავა დავლიოთ და თან მოვწიოთ რაღაცეებ მოგიყვები და მომიყვები –საოცრად გამაბედნიერა ამ სიტყვებმა .და ამ დროს დავინახე ნიტა მოდიოდა ჩემკენ თან სახეზე ეშმაკების ჯგრო ეჯდა ისეთი ღიმილით დადიოდა ალბათ ფიქრობდა ‘ლილიენის ბედნიერების ერა დაიწყოო’
–ლილ, სიგარეტი ტელეფონები და ფულიც შენ გაქვს ამოიღე რაც გინდა ჩანთიდან და მომე რა შენი ჩანთა , თავისუფლებაზე ჩავალთ ბავშვები ლაშა უკრავს ცოტას დავეხმარებით
–ნი ეს ლევანია ,ლევან ეს ჩემი მეგობარი ნიტა რომელზეც ბევრი გსმენია –გაუღიმეს ერთმანეთს და ხელი ჩამოართვეს
–შენზე იმდენი რამ ვიცი ალბათ შენს დედასაც რომ არ ეცოდინება–უთხრა ლევანმა ნიტას
–ჰო არ გაგიჭირდებოდა ჩემი დაქალისგან ყველაფერს გაიგებდი–ამ დროს ჩანთა ამოვალაგე სიგარეტი ცოტა ფული და ჩემი ტელეფონი დავიტოვე და ლევანმა მითხრა
–სურვილი მაქვს ჩემს სიგარეტზე დაგპატიჟო ამიტომ გაატანე შენს დაქალს ეგ –გავიცინეთ და ნიტას გავატანე ჩანთა
–ლილიენ ხომ იცი 12 ის მერე ჯადოსნობა რომ მთავრდება –ენა გამომიყო და გაიქხა
–რა გიჟია ,ღმერთო ჩემო,მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მიტყვარს
–ეგ უკვე ვიცი ლილ, მითხარი შენზე რახდება სახლში კიდევ ჩხუბობ ?–მითხრა და ხელი მუხლზე დამადო მე კიდევ ვაბოლებდი სიგარეტს და მანქანებს ვაკვირდებოდი უხმოდ თავი დავუქნიე ერთხელაც მოვქაჩე და ვუთხარი
–არ მინდა ახლა ამაზე საუბარი მირჩევნია შენზე მომიყვე როგორ დასძლიე დეპრესია?
–არ იყო ადვილი მაგრამ უბრალოდ მოვიშორე ყველაფერი რაც დეპრესიას მიასმაგებდა
– ჰო , ის სითბოც მოიშორე რაც შენში იყო...
–იცი არ ვიცი, მაგრამ ალბათ კი ,ხანდახან მეც ვგრძნობ ამას მაგრამ ვაჯერებ ჩემს თავს რომ არა
–შენ იცი რომ მიყვარხარ,მაგრამ მე ის მიყვარდა ვინც აღარ ხარ , მერე რა რომ მთელი დღე კაიფობდი ,სახლიდან არ გამოდიოდი და წერდი, მაშინ უფრო საღი იყავი ვიდრე ახლა ხარ.
–კარგი რა ლილ ,ნუ მეუბნები იმას რომ გიყვარვარ ,უხერხულად ვგრძნობ თავს, სიყვარული აღარ შემიძლია იმის მერე რაც გადამხდა და შენ კარგად იცი რაც, რომ შემეძლოს გეფიცები აუცილებლად შეგიყვარებდი–თავი ჩავხარე საოცრად მინდოდა მეტირა მაგრამ ცრემლები არ მომდიოდა
–მომეცი ერთი ღერი–ვუთხარი და ხელი გავუწოდე და სიგარეტის მოცემის მაგივრად მაკოცა ხელზე
–არ გინდა , ახლა ჩააქრე
–მომე რა გთხოვ
მომცა სიგარეტი მოვუკიდე და სახეში შევაბოლე:
–იცი როგორ დავიღალე?მაინც ვერ ვხვდები შენი წარსულის გამო მე რა დავაშავე რომ არ შემიძლია ბედნიერი ვიყო, ზუსტად ვიცი რომ შენ ახლაც გიყვარს ვიღაც ან ცდილობ რომ შეიყვარო და ეს მე არ ვარ , ეს ჩემი ბრალია , ვიცი , მოგაბეზრე თავი ყველაფრით, ჩემი სიყვარული მოსაბეზრებელია ,ვითხოვ იმას რასაც ვგრძნობ შენ კიდევ ამას ვერასდროს ვერ მომცემ ,მაგრამ ბედნიერი ვარ უზომოდ რომ შენგან განსხვავებით ყველაფრის თქმა შემიძლია და სამი წლის მერე არ გეუბნები იმას რასაც ვგრძნობ.
–მართალი ხარ, შეიძლებოდა ყოფილიყო რამე ჩვენს შორის ,რომ არა შენი გაუთავებელი ეჭვები და მოოთხოვნები , გრძნობას ნუ მთხოვ
–იცი მე არც არადროს გამიკეთებია რამე შენს მისაზიდად, კარგად მიცნობ საკმაოდ იმისთვის რომ შენგან გრძნობის მეტს არაფერსრ ვითხოვდი მაგრამ მართალიხარ გრძნობა არუნდა მოითხოვო–ცრემლები მომდიოდა და არმინდოდა მისთვის შემეხედა თავი გვერდით გავწიე და ტელეფონი ავიღე ,ნერვიულად ვატრიალებდი ხელში , თავზე ხელები მომკიდა და მაკოცა თან ჩემი თმების სურნელი შეისუნთქა
–ტვინით სავსე თავს კარგი სუნი აქვს –მითხრა და გაიცინა,მე სულ არ მეცინებოდა და ვუთხარი
–ტვინი რომ მქონდეს ,ადამიანი რომელიც ჩემ გრძნობებს ხელს კრავს იმის გვერდით არ ვიჯდებოდი
–აუ, ნუ დაიწყე ისევ .მიყვარხარ მართლა მიყვარს შენი ბავშურობა ,ჯიუტობა ,ემოციურობა მაგრამ ეს არ არისის რომ მე და შენ ერთად ვიყოთ
–იცი რა ? ამას არ გეუბნები პასუხის დასაბრუნებლად , ჩემს გვერდით 10 დღეც ვერ აგიტანდი შენ მხოლოდ სოციალურ ქსელში ხარ კარგი მაშინ როცა გწერ მილიარდ ჩანაწერს და მეუბნები რომ გიყვარვარ მხოლოდ ამ დროს დანარჩენ დროს ისეთი აუტანელი ხარ რომ ,ცხოვრებაში ვერავის შევხვდები შენსავით აუტანელს
–აუ ლილიენ რა სასაცილო ხარ –მითხრა და ხელები წელზე შემომხვია და თავი მხარზე დამადო
–ხედავ რამხელა ვარ ხელებსაც ვერ მაწვდენ–აზრი არ ქონდ გაბრაზებული გოგოს თამაშს აღარ ვიყავი გაბრაზებული და ორივემ გულიანად გავიცინეთ ,ცოტახანი ვიყავით ასე , წავედი ღრმად ფიქრებში მეგონა რომ ისიც იმავეს გრძნობდა რასაც მე მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ასე არ იყო, ვერაფერს მომატყუებდა მე , ადამიანს რომელსაც ყყველაფრის დანახვა შეუძლია თვალებში
–ლევან ტელეფონი გირეკავს
–არც გამიგია –ჯიბიდან ამოიღო და ხელები ჩემს წელს მოაშორა თავიც აიღო და უპასუხა 2 წუთიანი ლაპარაკის შემდეგ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო
–ლევან მგონი საკმარისად დაგაყოვნე ,თუ გეჩქარება წადი მეც წავალ ბავშვებთან საღამოა უკვე კიარადა დაღამდა და მალე სახლშიც უნდა წავიდე
–წამოდი ერთად ჩავიდეთ შენს ბავშვებთან და მერე მე ბიჭებთან ავალ ისინიც თავისუფლებაზე არიან
მეტროთი წავედით, ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ჩემს გევრდით იდგა , ვაგონში ერთმანეთს ხმას ვერ ვაგონებდით და თან თმები სახეში მეყრებოდა ,ძალიან ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა თმა გადამიწია და ყურთან ახლოს მოვიდა და მითხრა
–შენ სულ ასეთი ბედნიერი უნდა იყო, მე მართლა არ ვიმსახურებ ამდენ სიყვარულს ,გთხოვ ლილიენ.
ხელები მის მაჯებზე მეკიდა გავუშვი და მატარებლის კარს მივეყრდენი თან რაღაც უაზრო წერტილს დავუწყე ყურება . ამოვედით თავისუფლებაზე და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედით მკლავზე ხელი ეკიდა და რაც უფრო ჩქარა მივდიოდი მქაჩავდა
–გთხოვ ლილ არღირს ჩემგამო , და მგონი შენთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და შენი მომავლისთვის ყველაზე უსიამოვნო რამ არის ამიტომ ჯობია წავიდე მითხრა შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა ,ავხედე ცრემლებით სავსე თვალებით და ვუთხარი
– არასდროს დამავიყწყდება ეს დღე მაგრამ დაიმახსოვრე შენი ცხოვრებიდან მალევე გავქრები შეიძლება ყველას ცხოვრებიდანაც ამიტომ მინდა რომ ერთი დღე გაქროობდამდე ჩემთან გაატარო მეთვიითონ მოგწერ ან დაგირეკავ ჩავეხუტე და კიბეებზე გავიქეცი გამომეკიდა და გამაჩერა ხალხს მიმოსვლაში ხელს ვუშლიდით ამიტომ კუთხისკენ მიმწია
–მომისმინე.....

---------
მაპატიეთ დაგვიანებისთვის :) მადლობა იმას ვინც კითხულობს .



№1  offline წევრი cancara

Dadam magaria male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent