შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

InkeD


31-08-2015, 03:01
ავტორი ელი
ნანახია 5 303

ნელ-ნელა ყველაფერი გაქრა... მერე ყურთასამენა გაუმძაფრდა,კარგად გაარჩია ნაცნობი ხმა,რომელიც საოცრად როლებში შესული მიუთითებდა რაღაცას. ჯერ არ გახელილი თვალები გადააპრიალა დახურულ დარაბებს ქვეშ და მარჯვენა ხელი ზემოთ აწია.ფარდის გადაწევა და მისი თავის მკვირცხლი წამოწევა ერთი იყო. გარეთ ნაცნობი პატარა,ეულად მდგარი ტყემლის ხე დაინახა შემდეგ გზაზე ჩასავლელი კიბე,ალაგ-ალაგ მწვანე ბალახი. გზის მეორე მხარეს ბოსტნები. მთელი სიცოცხლეა ამ ხედით იღვიძებს,ჯოგჯერ ფიქრობს რომ ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოუვიდა,მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლის და მაინც უყვარს აქაურობა-ხალხის გარეშე.
თითქოს თვალში რაღაც დააკლდა.უცებ აიხედა ზემოთ და მზე ვერსად შენიშნა, წარბები უცებ შეხარა და სანამ თვალი დაახამხამა ზეციდან მსხვილი წვიმის ანცმა წვეთებმაც იწყეს ხტუნვა. წვიმა უყვარს,მაგრამ როს და ხასიათს გააჩნია. დღეს არ უნდოდა წვიმა მაგრამ ისე ძიერ წვიმს...
ერთი ამოიფრუტუნა და ფარდას ხელი გაუშვა. დაბლა გადაიხედა და კომპიუტერს მიმჯდარი,უფრო სწორად მასში შემძვრალი ძმა დაინახა. ერთი ღრმად ამოისუნთქა,თხელი საბანი გადაიძრო და ფეხები დაბლა გადაყო. ჰოპ და უცებ ჩახტა საწოლის მეროე სართულიდან. მართალია არ უნდოდა,მაგრამ ამინდზე გაბრაზებულმა და ნახევრად ჯერ ისევ მძინარებ კიბის საფეხური ვერ მოზომა და დაბლა გააადინა ზღლართანი.
უცებ წამოხტა ფეხზე და ძმას გახედა,თუმცა რა გინდა ისეა შემძვრალი ამ თამაშში რომ ვერც კი გაიგო დის დაბერტყების ამბავი თორემ აიკლებდა სახლს სიცილით. უცებ წამოხტა ფეხზე და ვითომც არაფერიო ძმას თავზე ხელის წამორტყმით მიესალმა.
-ივლიტა ერთხელაც იქნება და მაგ ხელეს ძირში დაგამტვრევ-თავი არც კი მოუბრუნებია ისე დამიღრინა.
-ნუ გავიწყდება რომ გოგო ვარ და ვერაფერსაც ვერ მიზამ-ენა გადმოვუყავი ძმას,რადგან ვიცოდი მაიმნც ვერ დამინახავდა
-ასე თუ გააგრძელებ ნახავ მე რასაც გიზავ-სერიოზულად ჩაილაპარაკა და ისევ თავის ტანკებს მიუბრუნდა.
მე კარადასთან მივედი და ტანსაცმელი გამოვიღე კარადის ამოვეფარე და საღამური გავიხადე. ის--ის იყო ნაჭრის შორტში ფეხი უნდა გამეყო რომ...
-ბიჭო ნახე რა ვიდზეა ე...-მომესმა უცხო ხმა. გული სად მქონდა არ ვიცოდი. სირცხვილით სად წავსულიყავი ვერ ვფიქრობდი. უკვე სუნთქვაც შეკრული მქონდა.
-ჰო ბიჭო მართლა მაგარ ვიდზეა-მომესმა ჩემი ძმის ხმა. ამაზე უფრო ცუდად გავხდი-5000 მაკლდება და მაგ ლამაზ ტანუკნიასაც ვიყიდი...-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გიომ და უცებ ვიგრძენი როგორ აღმიდგა ყველა ფუნქცია.
უცებ გადავიცვი, ჩემი გრძელი თმა დავიწრიხე და ზემოთ დავიდგი,ოთახის კარი გამოვიხურე და გარეთ გამოვედი. სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში მოფუსფუდე დედას უკნიდან მოვეხვიე.
-დილამშვიდობისა დე...-ვუთხარი და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. როგორ მიყვარს დედის სურნელი ნეტავ იცოდეთ.
-ჰო დილამშიდობისა არა?-გაიცინა დედამ-უკვე პირველის ნახევარია.
სახეზე უკვე აფერისტული ღიმილი ავიფარე და გონებაში ომი გავაჩაღე „რატომ დავიძინე ასე გვიან რა ძალა მედგა რა...
მერე უცებ გონებაში ნათურა ამენთო და
-დანაშაულს გამოვისყიდი...-გავხედე დედას.
-ოხ რა ეშმაკი ხარ...-გაეცინა დედას.
მეც გამეღიმა კიდევ ერთხელ ვაკოცე და ყავის მომზადება დავიწყე.
სამზარეულოში ვისხედით მე და დედა წყნარად ვსვავდით ყავას, უცებ გამახსენდა რომ წვიმდა და მოვიღუშე.
-აუ რატ წვიმს რა...-ამოვიფრუტუნე მე.
-რა? წვიმს?-გაიოცა დედამ
-ჰო დე იცი რა მაგრად?-დავიწუწუნე მე.
-ვაიმე სარეცხი-ფეხზე წამოხტა დედა.
-იყავი დე მე გავალ და ჩამოვხსნი უცებ-მეც წამოვდექი და აივნისკენ გავემართე.
აივნის კარი გამოვაღე და შესანიშნავი სანახაობა დამხვდა. 5 თოკზე იყო სარეცხი დაფენილი.
-კაით რა მეტი აღარ იყო?-დავიწუწუნე და თოკები მოვწიე.რაც შემეძლო სწრაფად ვხსნიდი სულ მთლად ჩამპალ სარეცხს და იქვე მდგარ კალათში ვყრიდი. უკვე ბოლო თოკზე ვიყავი გადასული ქვემოთ გზიდან სიცილის ხმა რომ მომესმა. გავიხედე და შავი მანქანა იდგა. კარგი ვიდიანი ჯიპი.ერთი კი გავიფიქრე „ ვისი ხარ ლამაზო თქო“,მაგრამ ვიღაც ისე იცინოდა რომ მაშინვე მოვედი გონს. აშკარად ჩემზე იცინოდა,რადგან შემ გარდა ამ საშინელ წვიმაში არამც თუ გარეთ არამედ აივანზეც არავინ იყო.
ბოლო თოკი სწრაფად მოვხსენი და სველი ტანსაცმლით სავსე კალათასხელი დავავლე და სწრაფად შევვარდი სახლში.
ისე მომეშალა ნერვები რომ სააბაზანოშ შეტანილი კალათი მაგრად დავახეთზე ძირს.
-საზიზღრები-ერთი ამოვიბურტყუნე და სამზაეულოში გავედი.
დედას ვუთხარი რომ სარეცხი ჩამოვხსენი და ჩემ ოთახში ვიქნებოდი.
მთელი დღე ჩემ საწოლზე ვიჯექი, ხან ვხატავდი ხან ვკითხულობდი,მუსიკას ვუსმენდი... კვლავ წვიმდა. მეც ჩემებურ ხასიათზე მოვედი. მეორე სართულიდან უკვე კიბეებიტ ვინებე ჩამოსვლა და ფანჯარასთან მივედი ფარდა გადავწიე და ფანაჯარა გამოვაღე. უცებ შმოიჭრა ოთახში გრილი ჰაერი. ჩემი საყვარელი არომატით- წვიმის სუნით გაჟღენთილი.კარადიდან თბილი პლედი გამოვიღე და ფანჯრის რაფაზე შემოვსკუპტდი.
ჩემი ფანჯარა ისევე როგორც აივანი კორპუსის უკანა მხარეს იყო. სწორედ იქეთ საითაც აქტიურად მოქმედი გზა გადიოდა. ახლაც არ მაკლდა ამ წვიმაში მანქანების ფარების სინათლე. ნეტავ გამაგებინა ამ წვიმაში ასეთი გადაუდებელი რა საქმე აქვთ ასე რომ დარბიან.
კვლავ გადავიხედე ქვემოთ. თვალით მოვზომე სიმაღლე. პირვლე სართულზე ვცხოვრობ. სულ მინდოდა ხოლმე ფანჯრიდან გადაძვრომა და ვერცერთხელ ვერ გავბედე,თუმცა ერთხელ მაინც გავბედავ.
ვიჯექი ვუყურებდი სიბნელეს,ვუსმენდი წვიმას და ვფიქრობდი იმ ყველაფერზე რაც მქონდა.
მყავს თბილი ოჯახი: დედა,მამა და ძმა. ვცხოვრობ რაიონში. ვსწავლობ კარგად. მყავს მხოლოდ ერთი დაქალი. არადროს ვმეგობრობ ბიჭებთან. ერთადერთი ბიჭი ვისთანაც მართა ურთიერტობა მაქვს ჩემი ძმაა და ნუ კიდე მამაჩემი.ხო სწორედ მამას დამსახურებაა ეს. ის სხვა ტიპია. უამრავ რამეს მიკრძალავს. როგორც იტყვიან ხოლმე კვლავ კომუნისტების დროშია.მართალაი მამა ძალიან მიყვარს ,მაგრამ ხშირად,არა...უფრო სწორად მუდამ წედმეტი მოსდის. ჩემი ცხოვრება არ გავს ჩვეულებრივი 16 წლის გოგოს ცხოვრებას.არ ვამბობ რომ მამა მცემს,მიყვირის ან რაიმე მსგავსი სისულელე... არა. ის ხშირად მეფერება,ძალიან ვუყვარვარ,მაგრამ ამავროულად ის მე მახრჩობს. ხო სწოორედ ასეა. ის მე თავისი აღზრის მეთოდებით და ცხოვრების სტილით მახრჩობს.
მახრჩობს,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. მესმის კიდეც მისი. ერთი გოგო ვყავარ, უნდა რომ კარგი შვილები ვყავდეთ მეც და ჩემი ძმაც,მაგრამ იმიას ვერ ხვება რომ ამით მე მაზარალებს.
უამრავ რამეზე ვამბობობ,უფრო სწორად მათქმევინებს უარს.
არ ვიცი რა იქნება როცა სკოლას ავმთვრებ დ თბილისში მომიწევს წასვლა. იქ როგორ ვიქნები არ ვიცი.მაგრამ ერთი მაინც ზუსტად ვიცი რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა ძალიან გამიჭირდება ელემენტარული ხალხთან კონტაქტში შესვლა. მითუმეტეს ბიჭებთან.
არადა ყოველთის ვოცნებობ ძმაკაცზე. რომ საუბრობენ ხოლმე გოგოები რომ აი ასეთი ძმაკაცი მყავს და ასე ზრუნავს ჩემზე, ისე მინდება ხოლმე რომ მეც მყავდეს ძმაკაცი, ბიჭი რომელისთვისაც არაბიოლოგიური და ვიქნები მაგრამ,ბევრ ბიოლოგიურს ვაჯობებ. მინდა ვიყო მისი იმედი რომ ჩხუბიდან ნაცემი რომ დაბრუნდება შეეძლება ჩემტან მოსვლა და მეც ჯუჯღუნით დავუმუშავებ ნატკენ ადგილებს. მინდა ვინმემ ხელი გადამხვიოს და თქვას ეს ჩემი დაიკოა.
განა ჩემ ძმას არ ვუყვარვარ,მაგრამის მაინც ჩემზეც პატარაა ერთი წლით... თან სულ ნერვებს მიშლის.
უბრალოდ მინდა მყავდეს ძმაკაცი,მაგრამ მამას არ სჯერა გოგოს და ბიჭის მეგობრობის და შესაბამისად მიკრძალავს ამას მეც. მაგრამ მე მჯერა და მწავს რომ გოგოს და ბიჭის მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერი და მტკიცეა.
ფიქრებით ახლა მომავალ დასვნებაზე გადავედი...
უკვე აგვისტო დაიწყო და როგორც იქნა მოახლოვდა ჩემი დასვენების პერიოი. მთელი ზაფხულია სახლში ვარ ახლა კი ანისთან ერთად წავალ რაჭაში 2 კვირით...
ისე მიხარია...ერთი სული მაქვს როის გავა ორი დღე რომ აქედან წავიდე.
დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად და გეგმისამებრ იქნება...
იმედია მამა კვლავ არ გადაიფიქრებს ჩემ გაშვბას და აქ არ დამტოვებს...
ფიქრებიდან ნაცნობმა,საყვარელმა ჰანგებმა გამომიყვანეს...
ტიგინას“წვიმა“ იყო.
მანქანამ არც თუ ისე სწრაფად ჩაიარა და ჩაათარა ამინდისათვის შესაფერისი სიმღერა...
გონებაში სიმღერას ვღიღინებდი და თან წვიმის წვეთებს ვუწვდენდი ხელებს.
ოთახის კარი უცებ დედამ შემოხსნა.მეც მისკენ მივიხედე.
-ივლიტა დე ჩამოდი და დაიძინე გვიანია უკვე თან გრილა და არ შეგცივდეს.-ჩემკენ წამოვიდ დედა.
მეც უცებ ჩამოვტი რაფიდან და შემ ფლედთან ერთად კიბეებზე ავედი და საწოლზე მოვკალათდი პლედი გადავიპარე და დედას დაველოდე,რომელიც ფანჯარას ჯეტავდა.უკან მობრუნებულს ხელი დავახვედრე და გავაჩერე.
-რაღაც გავიწყდებათ ქალბატონო-ეშმაკურად ჩავილაპარაკე მე.
-ოხ შენ ხო არ დაგავიყდა სამაგიეროდ-თავი ქვემოთ გადავყავი და დედამაც გემრიელად მაკოცა.-ძილინებისა-
-ძილინებისა დე-ჩავილაპარაკე მე და თავი ბალიშზე დავდე.
უცე გაქრა ჩემ ოთახში დერეფნიდან შმომავალი შუქი და მთლად ჩაბნელდა. დღეს გიო სოფელში წავიდა და მეც ვნავარდობდი მარტო ოთახში. გვერდი ვიცვალე და კედელზე ჩემ ნახატებებს შევავლე თვალი....
ერთი ჩამეღიმა და მერე თვალები დავხუჭე... საოცრად მაგარია წვიმის ხმაზე დაძინება.
მეც სასიამოვნოდ გადავეშვი ძილის სამყაროში

ჩემო მონატრებულებო... მოკლედ არ ვიცი ჩემი მკითხველებიდან რამდენი წახვედით საიტიდან და რამდენი დარჩით. მე დავბრუნდი ახალი იტორიით... იმედია კვლავ ჩემ გვერდით იქნებით... ეს პირველი თავი ცოტ ისეთი იყო ი მერე იწყება არ დავიწყება. ძალიან მომენატრეთ...
მუდამ თქვენი ელი



№1  offline მოდერი MyLove

რამდენი ხანი ველოდებოდი, შენი ახალი ისტორიის დადებას და არც კი იფიქრო, რომ ცუდია!
შეწყვეტა საერთოდ არ გაბედო, ჩემო კარგუშკავ :დ <3
იცოდე, მალე დადე, ველოდებიიი
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№2  offline მოდერი ელი

MyLove
რამდენი ხანი ველოდებოდი, შენი ახალი ისტორიის დადებას და არც კი იფიქრო, რომ ცუდია!
შეწყვეტა საერთოდ არ გაბედო, ჩემო კარგუშკავ :დ <3
იცოდე, მალე დადე, ველოდებიიი



ჩემი ტკბილი გოგო <3 არა არ შევწყვიტავ...

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ ისევ აქ ხარ. ჩემი ლამაზი, გადარეული, უჩკვიანესი, უნიჩიერესი გოგო ხარ შენ. როგორც ყოველთვის შეუდარებელი შესავალი. არ მალოდინო. გელოდები. ისტორია მომწონს მაგრამ ეს ის არ არის. შენეულ ინტრიგებს ველოდები. მიყარხარ ჩემო გოგო.

 


№4 სტუმარი Ana-maria

მხოლოდ ახლა წავიკითხე ეს ისტორია და ძალიან მომეწონა. ვიცი რომ ჩემ კომენტარს ძალიან დააგვიანდა, მაგრამ კარგად წერთ და ეს ისტორიაც შედგა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent