შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების მჭერი (15)


31-08-2015, 10:22
ნანახია 2 923

თვალმოუშორებლად გაჰყურებდა თავისი ოთახის ფანჯრებიდან თბილისის ქუჩებს.
გონებით კი ვინ იცის სად დაქროდა.
მარცხენა ხელის არათითზე შემოხვეულ ოქროს რგოლს დახედა. ბოლო დროს უცხო გრძნობები ეუფლებოდა ხოლმე, ჯერ არ განცდილი და მეტისმეტად ამაღელვებელი.
იმასაც ამჩნევდა საკუთარ თავს, ადრინდელთან შედარებით უფრო გულჩვილი რომ გამხდარიყო. ახლაც, ბეჭედს რომ დაჰყურებდა, ბურთი მოაწვა ყელში და თვალები აუცრემლიანდა.
ფრთხილად წამოიძრო ბეჭედი, რომელისთვისაც ვერ გაეგო რა დაერქმია „ნიშნობის“, „საქორწინო“, თუ უბრალოდ „სამახსოვრო“, როგორც თარაშმა უთხრა ეს.
ერთხანს ისე უყრებდა ხელისგულზე მოთავსებულ ნივთს. მერე მარჯვენა ხელის არათითზე გაიკეთა და დააკვირდა.
თითები შეათამაშა. უხდებოდა. აშკარად მოეწონა ბეჭდის ეს პოზიციაც.
სიმწრით გაეცინა. რომ ახსენდება რა პანიკები ატეხა 13 ოქტომბერს, მათი ქორწინების დღეს, სირცხვილის გრძნობა შემოუტევს ხოლმე.
რამდენჯერ მოიმარჯვა ტელეფონი ხელში, ჯაყელთან რომ დაერეკა, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრებდა ხოლმე.
ჯერ კიდევ არ იყო მზად.
ამასობაში კი ნოემბრის თვეც იწურებოდა.
აცივდა თბილისში. მეტისმეტად აცივდა, ამას კი დეა უფრო გრძნობდა, ვიდრე სხვა.
არც მამაკაცს შეუწუხებია ჯავახია. მხოლოდ ერთხელ გაუგზვანა მოკლე ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ არაფერს აძალებდა გოგონას და ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც დეა მოისურვებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი გულით უნდოდა დეას, თარაშს მისთვის დაერეკა, ან ენახა... მაგრამ მაინც არ აღიარებდა ამას. ის კი არა, თავის თავს რომ შეამჩნია ეს, გულოს უხილავ კუნჭულში მიკუჭა და ცდილობდა, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლებად ეფიქა ამაზე. და საერთოდ, ნაკლები ეფიქრა თარაშზე, მათ ქორწინებაზე და იმავე დღეს „განშორებაზე“.
და მაინც, უნდოდა, რომ არასდროს წასულიყო მზე მისგან, როგორც ეს მთელი გრძნობით უთხრა თავის პირად მზეს - თარაშ ჯაყელს, სექტემბრის უკანასკენლ დღეს.
კარზე დააკაკუნეს.
-ვიღაც გელოდება.
კარებთან მამამისი - როსტომი იდგა და დაზუსტებით ვერ იტყოდა, მაგრამ მოეჩვენა, რომ უცნაურად უყურებდა კაცი.
სპორტული ჟაკეტი შემოიცვა და მისაღებში გავიდა. არავინ დახვდა.
მერე გასასვლელისკენ აიღო გეზი, ღია კარებშივე შენიშნა სადარბაზოში მდგომი თარაში.
ადგილზე გაშეშდა. ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა. ყველაზე ნაკლებად მას ელოდა და მით უმეტეს, თავისი ბინის კართან. არც გაუფრთხილებია, რომ მისვლას აპირებდა.
ბაგაბუგი გაჰქონდა გულს. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და დიდი ძალისხმევის შედეგად გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი.
ღიმილით შეავლო ჯაყელმა თვალი დეას მარჯვენა ხელზე მორგებულ ბეჭედს.
-როგორ ხარ? - ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა ჯავახიამ და მოურიდებლად ჩაეხუტა კაცს. იცოდა, რომ მის უკან ოჯახის წევრები იდგნენ და მერე რაღაცების ახსნა მოუწევდა, მაგრამ არ ანაღვლებდა.
მონატრებოდა ჯაყელის სიახლოვე და ვერ იტყოდა მის ჩახუტებაზე უარს.
-ჯერ არ ვიცი. - ჩაიცინა თარაშმა. - შენზეა დამოკიდებული ჩემი კარგად თუ ცუდად ყოფნა.
-ეგ როგორ? - ოდნავ მოსცილდა კაცის სხეულს და გაკვირვებულმა ახედა.
გრძნობდა, რომ მშობლები მათ საუბარს ისმენდნენ. მშობლები თუ არა დედამისი მაინც.
-მინდა, რომ უშგულში წამოხვიდე. - დაბალ ხმაზე უთხრა.
ერთიანად დაუარა ცხელმა ტალღამ ტანში. ანგარიშმიუცემლად ასრიალებდა ხელებს ჯაყელის ზურგზე, ლოყა მის გულის ფიცარზე ედო და მთელი არსებით შეიგრძნობდა მამაკაცის არსებობას.
-დეა, რა ზრდილობაა ეს, სახლში არ უნდა შემოიპატიჟო სტუმარი? - ჯავახიას ყურთასმენას დედამისის ხმა რომ მისწვდა, დამდუღრულივით მოშორდა საყვარელ სხეულს და კედელს აეკრო დამნაშავე ბავშვივით დასჯის მოლოდინში რომაა.
-დიდი მადლობა, მეჩქარება ცოტა არ იყოს. - სწრაფად ჩაილაპარაკა თარაშმა და მაია რომ კარს მოცილდა, ისევ დეას შეხედა.
-არ ვიცი, უფროსობას უნდა დაველაპარაკო. - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა გოგონას სახეზე. - ხომ ხვდები, რაღაცები უნდა ავუხსნა. ისედავ ბევრი რამ დაუგროვდათ საეჭვო მასალები.
ჯაყელის შემოთავაზება, რომ თუ უნდოდა თვითონაც შეყვებოდა სახლში და ერთად ეტყოდნენ მათი ურთიერთობის შესახებ - უარყოფილი იქნა.
დაპირდა, რომ საღამოს პასუხს ეტყოდა. ფეხისწვერებზე აიწია, სრაფად აკოცა მამაკაცს და არაფრის თქმა დააცადა, ისე შევიდა სახლში.

***
-ბავშვობის ასაკიდან 5 წლის წინ გამოვედი, დედა. - თვალები გადაატრიალა და წვალება დაუწყო ბეჭედს. - მგონი ხვდებით, რომ მთელი ცხოვრება ასე მარტო ვერ ვიქნები და მეც რომ გამაჩნია ადამიანური გრძნობები, ჰა? - გამომცდელად შეათვალიერა დივანზე მსხდომი მშობლები.
-თუ ასეთი კარგი ვინმეა ეგ შენი შეყვარებული...
-საქმრო, დედა! - საუბარი დეამ შეაწყვეტინა და ხელი ჰაერში დაატრიალა, კარგად რომ დაენახათ მის თითზე ნიშნობის ბეჭედი.
არ აპირებდა ამის თქმას, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ვერ ენდობოდა მაია „ვიღაცას“, ხოდა დეაც იძულებული შეიქმნა დაერწმუნებინა, რომ მათი ურთიერთობა არასერიოზული არ იყო და პირიქით, დანიშნულიც კი ეთქმოდა.
-ჰო, საქმრო! რატომ არ შემოვიდა ჩვენ გასაცნობად, ან შენს დასახმარებლად, ენას რომ ძლივს აბრუნებ პირში? - თვალები დააკვესა ქალმა.
ბრაზი მოერია ჯავახიას. მკერდი აუბუყბუყდა და თვალებში სისხლი მოაწვა. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა დასამშვიდებლად. ვერ აიტანდა სულ ცოტათი მაინც აგდებულად რომ ეთქვა ვინმეს რამე თარაშზე, ვერ აიტანდა!
-მაია, ჩემზე რაც გინდა ის თქვი, მაგრამ მასზე ცუდის თქმას ვერ მოვითმენ! - ხელებს მუშტავდა გაბრაზებული, თუმცა კი იმასაც ცდილობდა, გაწონასწორებული და დამშვიდებული რომ ყოფილიყო მშობლებთან საუბრის დროს.
-შვილო, როგორც ჩანს, ძალიან უნდა გიყვარდეს ის.. რა ჰქვია? თარაში, თარაში ჰო! - საუბარში როსტომი ჩაერთო. - ვერც მასთან ურთიერთობას დაგიშლი და ვერც ნებისმიერ სხვასთან. ან რატომ უნდა დაგიშალო, ვერ გამიგია, ცუდი პიროვნება არ უნდა უყოს, მგონი. - ჩაფიქრებულმა გამხდარ ლოყაზე ჩამოისვა ხელი. - შენ გიყვარს და შენ უნდა იყო მასთან. დედაშენს ყურადღებას ნუ მიაქცევ, თვითონ 20 წლისაც არ იყო მშობლებს რომ გამოეპარა და ცოლად გამომყვა. - წარსულის გახსენებაზე გაეცინა კაცს. - ვაფასებ შენს საქციელს, რომ გვაყენებ საქმის კურსში. თუ სვანეთში ასვლა გინდა - წადი, მე არ გაკავებ. - ფეხზე წამოდგა კაცი და დეასკენ წავიდა. - ოღონდ კიდევ ერთხელ გთხოვ, რომ დედაშენზე ნუ გაბრაზდები. არ გეგონოს ცუდი ქალია, მეტისმეტი სიყვარულით იცის ხოლმე გაკაპასება. - მზერით მოეალერსა ცოლს, მერე კი შვილი ჩაიკრა გულში და კარგა ხანს იყვნენ ასე.
გული აუჩუყდა უმცროს ჯავახიას, ძლიერად შემოხვია მკლავები მამამისის სხეულს და ასლუკუნდა.
***
-გპირდებით, საღ-სალამათს ჩამოვიყვან თქვენს შვილს უკან. - ღიმილით ჩამოართვა ხელი თარაშმა როსტომს და სახლის კარი გამოიხურა.
სიხარულისგან ლაპარაკის უნარი წართმეოდა ჯავახიას. თვალები უბრწყინავდა.
გული გამალებთ უძგერდა.
მანქანა დაიძრა.
თბილისს გაცდნენ თუ არა ჯავახიამ ფანჯარა ჩამოწია და სახე შეუშვირა ჰაერის ცივ ნაკადს. თვალები დახუჭა და თავი სავარძელს მიადო.
უეცრად რომ ცივი ჰაერი ვეღარ იგრძნო, დაბღვერილმა გახედა თარაშს, რომელიც წარბაწეული უყურებდა გოგონას.
-შენი გაციება არ მაწყობს. - ცალყბად ჩაიცინა და სიჩქარეს უმატა.
ფანჯრის მიმართულებით რომ აღარაფერი ესაქმებოდა დეას, ახლა მამაკაცს დაუწყო ყურება, თან ოცნების მჭრერს ათამაშებდა. მერე, მანქანის სალონში მიმაგრებული სარკის ქვეშ ჩამოკიდა ოცნების მჭერი, „უფრო ხშირად გაგახსენდებიო“ ჩაიბუტბუტა და თვალები დახუჭა. ძილი ერეოდა.

***
ძილბურანში მყოფი გრძნობდა სხვისი სხეულის სიახლოვეს.
მამაკაცის ზურგზე ჩამოასრიალა გაშლილი ხელი და კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრო.
მისი სურნელი აბრუებდა და არ უნდოდა გაღვიძებოდა.
დაამთქნარა და თარაშის ყელში ჩარგო თავი. გაუცნობიერებლად აკოცა კაცს ლავიწისა და ყელის შესაყარზე. რომ ეგემრიელა, მერე კიდევ აკოცა, თან უაზროდ ეღიმებოდა.
ცალი თვალი გაახილა და გარემო მოათვალიერა. ეუცხოვა, თანაც ძალიან.
საკუთარ თავზე გაბრაზდა, ისე როგორ ჩამეძინა მთელი გზა ვერაფერი გავიგე და მით უმეტეს, თუ უშგულში ვართ უკვე, გზაში ხედების ცქერით ვერ დავტკბიო.
მთლიანად მოცილდა მამაკაცის სხეულს და ლოგინზე წამოჯდა. ინტერიერი არანაირად არ ჰგავდა სოფლის სახლისას, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა სვანეთში და რა იცოდა, იქებ ჰქონდათ კიდეც კაპიტალური რემონტი გაკეთებული სახლებში.
-ზუგდიდში ვართ, სასტუმროში. - ცნობისმოყვარეუბა ჯაყელის ნათქვამმა დაუკმაყოფილა და გაღიმებული აბობღდა ისევ ლოგინზე. მუხლებს ეყრდნობოდა, ხელები ფეხებზე დაეკრიფა და ასე უყურებდა საყვარელ კაცს.
მერე ერთბაშად წასკდა სიცილი. თარაშმა გაკვირვებისგან წარბები შეკრა.
დეა მოწყვეტით დაეშვა ჯაყელის სხეულზე და ძლიერად ჩაეხუტა.
-გიჟი არ გეგონო, უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ შენს გვერდით. - მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა და ძლივს მისწვდა მამაკაცის ტუჩებს საკოცნელად.
თარაშმა ჩაიცინა. ჯავახია თავისკენ მიიზიდა და გვერდით მოიწვინა, ისე რომ ხელი მის წელზე ჰქონდა შემოხვეული და ძალიანაც რომ სდომოდა გოგონას, თავს ვერ გაითავისუფლებდა.
-ჰო არა?!
იწყინა დეამ ჯაყელის ტონი. ეგონა, რომ დასცინოდა და გაიბუსხა. ტუჩები მოკუმა და რამდენადაც შეეძლო გვერდი იცვალა, რომ სურვილს არ დაეძლია, ისევ ჩახუტებოდა კაცს ან ეკოცნა მისთვის.
-ბოლოს რომ გნახე, კი კარგად გამოიქეცი ჩემი სახლიდან და... - ღიმილით აგრძელებდა თარაში. ერთიანად წამოწითლდა სახეზე ჯავახია, რომ გაახსენდა რა ისტერიკები ატეხა და ბოლოს რომ მაინც წავიდა.
ერთ თვეზე მეტი გასულიყო მის მერე. მთელი ეს დრო კი სწავლის ნაცვლად მგონი იმაზე ფიქრს დაუთო, რა მოემოქმედებინა: ეღიარებინა მისი ცოლობა, თუ ჯერ კიდევ არ იყო მზად?!
-უნდა გაგეფრთხილებინეთ. კამფეტს კი არ მჩუქნიდით სიურპრიზი რომ მომიწყვეთ. თქვენს სიურპრიზს მეც სიურპრიზად ვუპასუხე და კი იცი რაც მოხდა. - კისკისით გადაბრუნდა თარაშისკენ, რადგან დისკომფორტს განიცდიდა მისგან ცოტათი მაინც რომ იყო შორს და ისევ აეკრო მის სხეულს.
-ახლა? - თვალებში ჩააცქერდა ჯავახიას.
სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა გოგონამ. უნდა გაეთვალისწინებია, რომ ეს კითხვა გაუჩნდებოდა ჯაყელს, უნდა დაფიქრებულიყო ამაზე, უნდ ჰქონოდა პასუხი...
-არც ახლა ვიცი. - ძლივს ამოთქვა მერე და თავი მხარზე დაადო, არ უნდოდა თარაშს თავისი სახე დაენახა.
მამაკაცმა ამოიოხრა, მაგრამ თქმით კი აღარაფერი უთქვამს.
გამოძინებული იყო ჯავახია და ძილი აღარ ეკარებოდა, არადა ის ღამე ზუგდიდში უნდა გაეთენებინათ და მეორე დილით დაადგებოდნენ გზას. ერთი რომ წამოსცდა ქალაქში გავიაროთო, მერე დაფიქრდა, რომ თარაში უძილარი იქნებოდა და ბევრს ეცადა გადაეფიქრებინა მამაკაცისთვის თავდაპირველი შეთავაზება, მაგრამ ამაოდ. ხან ის მოიმიზეზა ხასიათზე აღარ ვარო, ხან დაღლილი ვარო, მაგრამ თარაში მაინც ვერ დაარწმუნა.
სასტუმრო დატოვეს და ქალაქში არსებულ შემოდგომის სუსხს შეერიენ.

**************
12-ის მერე რომ ახალ თავს დავდებ მაგას ვიმედოვნებ.



№1  offline წევრი gvichiani

მმმ როგორ გამიხარდააა love
აი ვგიჟდები შენზეე,უძალიან მაგრესი ხარ love ველოდები მოითმენლად ახალ თავს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent