შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის და ობიექტივის მთავარი სამიზნე ხარ (1)


31-08-2015, 18:08
ავტორი Maariiaam
ნანახია 2 560

ცხოვრება არავისთვისაა ძალიან მარტივი, თუმცა ბევრისთვის არც ისე რთულია. და ვარსებობ მე. რომელსაც, იღბალმა უბრალოდ ზურგი აქცია.
17 წლის ვარ, თუმცა ასე მგონია 50 წელია ვცოცხლობ, იმდენი რამ მაქვს გადატანილი. დედა რომ გარდაიცვალა 7 წლის ვიყავი. სისხლის გათეთრება სჭირდა, მდგომარეობა გამოუვალი იყო. მკურნალობა სიცოცხლეს თუ გაუხანგრძლივებდა უბრალოდ, თუმცა ესეც ვერ მოვახერხეთ ... უსახსრობის გამო.
10 წლის რომ ვიყავი მამაჩემმა ალქაჯი გაიცნო, არ ვაჭარბებ. მართლა ალქაჯია, ჩემს დედინაცვლად წოდებული ეკა. სიცოცხლეს მიმწარებს. მის გამო არ მაქვს პირადი ცხოვრება. 7 წელია ჩემზეც დ მამაჩემზეც ესე რომ ვთქვათ „ბატონობს“.
მთელი სახლი ჩემი მისახედია. დალაგება, საუზმე, სადილი, ვახშამი. თვითონ ?! დადის თავისნაირ დაქალებში და მეტი არაფერი უნდა. ვგიჟდები მამაჩემი ასე რამ შეცვალა. ყველაფერზე თავს უქნევს. მხოლოდ იმიტომ მოიყვანა ცოლად რომ მე ზრუნვა მჭირდებოდა, არა რა თქმა უნდა სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ, თუმცა ეს იყო ძირითადი მიზეზი. არადა, პირიქით მოხდა. ქალბატონი ჩემი მისახედი გახდა. არ მინდა ოჯახში ჩხუბი ავტეხო და მამაჩემის ტანჯვის მიზეზი მე ვიყო. ამიტომ ყველაფერს ვითმენ. ჯერჯერობით.
მდიდრები არც არასდროს ვყოფილვართ. საშუალო ფენას მივეკუთვნებოდით, თუმცა რაც ეკა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ოჯახის ბიუჯეტი სად მიდის ვერ გაიგებ. მამას ხელფასს სვავივით აცხრება. ხარჯავს ფულს ტანსაცმელში და ათას უმნიშვნელო წვრილმანში.
ამდენი უბედურების მერე ჩემს ცხოვრებაში ძლივს რაღაც სასიხარულოც მოხდა. თბილისის #1 კერძო სკოლა აცხადებდა ასეთ კონკურსს. მოსწავლეები, ვისაც სურვილი ჰქონდა გამოცხადდებოდნენ ამ სკოლაში, დაწერდნენ ტესტსს და 3 საუკეთესო ნაშრომის პატრონი ამ სკოლაში ისწავლიდა, სრულიად უფასოდ. მიუხედავად იმისა, რომ ათასი საქმე მაქვს საუკეთესოდ ვსწავლობ, რეპეტიტორების გარეშე. სულ 97 მსურველი იყო. თუმცა, ვაღიარებ ყველა ძალიან ძლიერი. ტესტი დავწერე, პასუხები სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდებოდა და გავიგებდი ძველ სკოლაში დავრჩებოდი, თუ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდოდი. 1 თვიანმა ლოდინმა მომკლა ლამის. თუმცა როდესაც ჩემი შედეგი ვნახე და გავაცნობიერე რომ იმ სამში მოვხვდი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ამ სკოლაში საქართველოს საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან და 1 წელიწადში ძალიან დიდ ცოდნას მივიღებ. აქ სწავლაზე ვოცნებობდი და ეს ტესტი ჩემი შანსი იყო და გამიმართლა კიდეც. აბა ისე 1 თვე სწავლა დოლარები ღირს და ამდენი საშუალება მამაჩემს არ ჰქონდა და საჯარო სკოლაში სიარულსაც ვეგუებოდი. თუმცა რაც მართალია მართალია, ზუსტად ამ სკოლამ მომცა საშუალება ჩემი ოცნება ამეხდინა, აქ მივიღე იმდენი განათლება რომ გადავსულიყავი ჩემი ცხოვრების ახალ და სასურველ ეტაპზე. ეს ასეც მოხდა. ღიღინით მოვამზადე ვახშამი და მამას მოსვლას დაველოდე. კრუელა ( ეკას შევარქვი ) ისედაც არ იყო სახლში. მალე ორივე მოვიდა, სუფრა გავაწყვე და ჭამას შევუდექით.
- მამა, ახალი ძალიან კარგი ამბავი მაქვს.
- მითხარი.
- საუკეთესო სამეულში გავედი- მამას სახე გაუბრწყინდა.
- გილოცავ ჩემო ლამაზო-მაკოცა. ეკას დიდად არ ესიამოვნა და მოვალეობის მოხდის მიზნით მითხრა.
- ძალიან კარგია, გილოცავ-მეც უგერგილოდ გავუღიმე. მამას თანდასწრებით მექცევა ცოა ნორმალურად. როცა მარტონი ვართ მაშინ ურევს. ამ საღამომ ნორმალურად ჩაიარა.
ერთი რამ მიხეთქავდა გულს. იქ მდიდარი მამიკოს გოგო-ბიჭები სწავლობენ და იმათ ფონზე მე რა გამოვჩნდებოდი ? ბევრი რამის მოთმენა მომიწევდა, თუმცა თავზე მაინც არასდროს არავის დავისვამ. სასკოლოდ მოვემზადე. ბევრი რამ არ მიყიდია, უფრო სწორად ვერ ...
დილით, ძალიან კარგ განწყობაზე ავდექი. შხაპი მივიღე, ჩავიცვი, თმა უბრალოდ გავიშალე, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი. მაკიაჟი არც არასდროს გამიკეთებია. რა საჭირო იყო ?
მამა უკვე წასული დამხვდა. ქალბატონს ეძინა. ისე ვნერვიულობდი, ვერც ვისაუზმე პირდაპირ გაჩერებისკენ წავედი. სასურველ ავტობუსში ავედი და დავჯექი.
უკვე აბიტურიენტი ვარ. რამდენი გამოცდა მელის წინ, სასკოლო, ეროვნული და ცხოვრებისეული... ამ ფიქრებშ ვიყავი გართული როცა დანიშნულების ადგილამდე მივედი. ავტობუსიდან ჩამოვედი და ამ დიდ შენობას გავხედე. აქ 1 წლის გატარება მომიწევს.
- ღმერთო გამაძლებინე-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ეზოში შევედი უამრავი ბავშვი ირეოდა. ავტოსადგომს გავხედე..
„ იიფ, რა მანქანებია “- გავიფიქრე. არცაა გასაკვირი, აქ ხომ მდიდარი ხალხი სწავლობს. სად მოხვდი ნინი დვალო ხვდები მაინც ?! - დავუსვი ეს კითხვა ჩემს თავს, პასუხს არავინ გამცემდა. თავი გავიქნიე უაზრო ფიქრები რომ ტვინიდან გამომებერტყა და შენობაში შევედი. ყველაფერი საოცარი იყო. მეორე სართულზე ავედი და დირექტორის კაბინეტს მივაშურე.
- გამარჯობათ, შეიძლება ქალბატონო ნანა?
- მობრძანდი. შენ ნინო დვალი ხომ ?
- დიახ.
- გილოცავთ. თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ხართ. - გამიღიმა საშუალო ასაკის ქალმა.
- გმადლობთ. - მეც გავუღიმე საპასუხოდ.
- 2 წუთში ზარია და მე შეგიყვან შენს საკლასო ოთახში. მანამდე ჩამოჯექი- მეც მის პირდაპირ დავჯექი. - აქ ბევრი ბავშვი არ სწავლობს, რადგან ძალიან ძვირიანი სკოლაა და ბევრს არ აქვს ამის ფული. თუმცა უმაღლესი ხარისხის სწავლაა. პრობლემა ისაა რომ გატოტოჩებული ბავშვები არიან. ბევრს სწავლა საერთოდ არ უნდა, უბრალოდ მშობლებმა იციან რომ სხვა სკოლებში უფრო გაფუჭდებიან და ამიტომ ასწავლიან აქ. თუმცა, ბევრი კარგი ბავშვია. ნურავის მიაქცევ ყურადღებას რაც არ უნდა გითხრან. შენ აქ სწავლისთვის მოხვედი ნინო, გესმის ?!
- დიახ ქალბატონო ნანა, ეს ყველაფერი დიდი ხანია უკვე გათავისებული მაქვს და ამიტომაც მოვედი შესარჩევ ტესტზე.
- გეტყობა ძალიან კარგი გოგო ხარ - გავწითლდი. ზარიც დაირეკა.. - წამოდი, კლასში წაგიყვან.
- კარგით - კაბინეტიდან გავედით და საკლასო ოთახისკენ წავედით, რომელიც ამავე სართულზე იყო. კლასში შევედი და რამდენმა წყვილმა თვალმა გამომხედა აღარ ვიცი. ძალიან შემრცხვა.
- მოგესალმებით ბავშვებო. ეს თქვენი ახალი კლასელია, ნინო დვალი რომელიც აქ მოხვდა თავისი ნიჭის წყალობით. იმედია, გულთბილ დახვედრას მოუწყობთ. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ. - გამიღიმა და კლასიდან გავიდა. ნეტავ ეს ქალი ყველასთან ასეთი თბილია ? დირექტორი და ასეთი კარგი, პირველად ვნახე.
- მოგესალმებით ნინი.- მითხრა მასწავლებელმა. - მე შენი ახალი დამრიგებელი ვარ და მათემატიკას გასწავლი. ლელა იმნაძე. მოდი აქ დაჯექი - შუა რიგში, მესამე მერხზე მიმითითა. ვიღაც გოგოს გვერდით დამსვა. პირველმა გაკვეთილმა ნორმალურად ჩაიარა, ჯერ ვინ გადავიდოდა სასწავლო პროცესზე. ძირითადად, მეგობრულად საუბრობდნენ დამრიგებელთან და ზაფხულის ამბებს ყვებოდნენ. ზარი 30 წუთში დაირეკა, დღეს რახან პირველი დღეა შემოკლებული გაკვეთილები იყო.
- მე ანი ვარ - მითხრა ჩემმა გვერდით მჯდომმა, როცა ზარი დაირეკა. გულთბილად გამიღიმა.
- სასიამოვნოა.- მეც გავუღიმე. ბავშვებს მოვავლე თვალი, რატომღაც ყველა ამრეზით მიყურებდა გოგო-ბიჭიანად. ცხვირს იბზუებდნენ. მანდ მივხვდი რომ ჩემი ტანჯვა დაიწყო.
- რომელი გარეუბნიდან ხარ მოსული ? - მითხრა ერთმა გატყლარწულმა გოგომ. სახეზე რომ ტონა მაკიაჟი ესვა და 15 სანტიმეტრიანებზე იყო შემობარჯღული, ძლივს რომ დადიოდა. წამოვენთე მის რეპლიკაზე.
- ბოდიში შენსავით ვაკელი რომ არ ვარ. - შევუბღვირე.
- ვაიმე საწყალი. - ისეთი გულისამრევი ხმით ჩაილაპარაკა, მეთქი ეხა ავდგები და თმებში ვწვდები-თქო.
- კაი დაანებე რა ლიკუ თავი. თავისი გაჭირვებია - მეორე ანალოგიურმა „პუტანკამ“ წამოყო თავი. ამაზე მოთმინების ფიალა ამევსო და ფეხზე წამოვვარდი.
- მომისმინე „ლიკუ“ - სახელი ზიზღით და ირონიით წარმოვთქვი.-და შენც მისნაირო-მეორე გოგოს მივმართე - ვაღიარებ აქვე რომ მე თქვენს სოციალურ ფენას არ მივეკუთვნები. მამაჩემი არც ბიზნესმენია და არც რაღაც კომპანიის მეთაური. ჩვეულებრივი ოჯახიდან ვარ, მაგრამ ამის აღარების არ მცხვენია. არც თქვენსავით ვაკელი ვარ, არც ბოლო მოდელის მანქანა მყავს, მაგრამ მაქვს ის, რის გამოც დღეს აქ მოვხვდი . ჭკუა რომელიც შენ ჩემო ლიკა ეჭვი მეპარება გაგაჩნდეს. მე არ ვიცი შენი აკადემიური მოსწრების შესახებ, მაგრამ გოგოს რომელსაც ელემენტარული კულტურა არ გაგაჩნია და თავი რაღაც გგონია, არა მგონია ფრიადოსანი იყო. მე აქ სწავლისთვის მოვედი და არა იმიტომ რომ შენ და შენნაირებს აქ ჩაცმაში, ბიჭების კერვაში და ა.შ კონკურენცია გაგიწიოთ. გასაგებია ეს შენთვის ?! - სახეზე წამოწითლდა და ეს ვერც მისმა სახეზე წასმულმა „გაჯმა“ დაფარა. ხელი აიღო რომ ჩემთვის გაერტყა, თუმცა ჰაერშივე შევუჩერე და მთელი ძალით მოვუჭირე.
- ნეტავ ეგ გაგებედა. ნახავდი რასაც დაგმართებდი. არ მგონია პირველივე დღეს ახალ კლასელთან კონფლიქტი კარგი იყოს. არ გცხვენია ? რით გგონია თავი სხვაზე მეტი ?
- არარაობა ხარ - მითხრა გაბზარული ხმით. უკვე ტირილის დაწყებას აპირებდა, ასე როგორ მიაყენეს გოგოს შეურაწყოფა? ნწ , რა უნამუსო ვარ .. ეს რა თქმა უნდა ირონიით.
- არარაობის განმარტება არ იცი ეტყობა ლიკა - მწარედ გავიღიმე, მისი ხელი ისევ ისე მეჭირა, მეჯაჯგურებოდა გამიშვიო, თუმცა უშედეგოდ. - არარაობა რომ ვიყო ახლა აქ არ ვიქნებოდი. არარაობები ცხოვრებაში ვერაფერს ვერ აღწევენ. შენ შეიძლება დღეს ჩემსავით აქ ხარ მაგრამ, განსხვავებული გზებით მოვხვდით ამ სკოლაში. ფული საშუალებას არ გაძლევს ყველას თავზე გადაუარო. დღეს გაქვს, გარანტია გაქვს რომ ხვალ გექნება ?! ნუ ხარ მატრაკვეცა და დამიჯერე უფრო სუფთა სინდისით იცხოვრებ. საკუთარ სულზე მაინც იფიქრე ხანდახან. სხვაზე თუ არ ფიქრობ, შენს თავს მაინც მიხედე ბოლომდე - უხეშად გავუშვი ხელი.
- მთელ წელს გაგიმწარებ იცოდე. განანებ აქ რომ მოხვედი - დამემუქრა თავისი ჭკუით.
- აბა შენ იცი, ჩემო კარგო - ირონიული ღიმილით მივუგე და გასასვლელისკენ წავედი.
- ველური კატა - მომაძახა ბოხმა ხმამ უკნიდან, შემოვბრუნდი და ვიღაც ბიჭის ანთებულ თვალებს შევეჩეხე, რომელიც უნამუსოთ მათვალიერებდა. ეს სავარაუდოდ კლასის „ბაბნიკია“.
- იდიოტი - მის გასაგონად ჩავილაპარაკე და დერეფანში გავედი. ამან გააგრძელოს ესე.. მივსვამ ლიკასავით თავის ადგილას. კლასს მოვშორდი და ფანჯარასთან დავდექი, თავი ცივ მინას მივადე. სიმწრისგან წამოსული ობოლო ცრემლი მოვიწმინდე.
„ ნეტავ ყველა ასეთია ? ყველას გავცემ საკადრის პასუხს მაგრამ ასე ხომ ყველას შევძულდები ?! არ მინდა ასე იყოს. ნუთუ მეგობარი ამხელა კლასში არ უნდა გამომიჩნდეს?“
- ნინი - უკნიდან ვიღაცის ხმა მომესმა. გავიხედე და ანი იყო, წეღან რომ გამეცნო. ამანაც თუ ისეთები დამიწყო, გადავხტები ამ ფანჯრიდან რაა.
- გისმენ ანი.
- დაივიწყე რა რაც ლიკამ გითხრა. ეგ ეგეთია. ყველას რაღაც ნაკლს უძებნის და დასცინის. განა მარტო სოციალური სტატუსის გამო ? აი ელემენტარული თმის ბეწვი რომ ცუდად აგიფრიალდეს, მოგაძახებს შე გაჩეჩილოო. ეგ ეგეთია. სხვის ნაკლს ხედავს და თავისას არასდროს. ღორჯოს გავს, უბრალოდ წესიერად იცვამს და მაკიაჟს იკეთებს თორემ რას გავს იცი ? - გადაიკისკისა. მეც გამეღიმა - თავი კლასის და სკოლის დედოფალი გონია მაგრამ ერთ დღეს ვიღაცა არ მოუთმენს ამას და ღრუბლებიდან პირდაპირ მიწაზე დაანარცხებს. არ გაგრძელდება მაგის პარპაში დიდხანს. გულიც ნუ გეტკინება. შენ არაფრით ხარ მასზე ნაკლები. პირიქით ულამაზესი ხარ, მაკიაჟის გარეშეც და შეშურდა. ბოღმა რას არ გააკეთებინებს კაცს. შენ მგონი პირველი ხარ ვინც მაგას ასე პირდაპირ მიახალა ყველაფერი. ძალიან გაბედული ხარ. ყოჩაღ ! - მეგობრულად გამიღიმა.
- ანი, აქ ყველა ასეთები არიან ?
- არა, ლიკა მთლად ნამეტანია, მაგრამ არიან მატრაკვეცებიც. თუმცა არიან ისეთებიც ვისთან მეგობრობაც შეიძლება.
- მაგალითად შენ. - გავუღიმე. მართლა კარგი გოგო ჩანს.
- სულ რამდენიმეს ვუგებ ამ კლასში. ყველასთან ურთიერთობა არც მაქვს. შენ გეტყობა როგორი კარგი გოგოც იქნები და ჩვენ დავმეგობრდებით. მერწმუნე- ხელი მომითათუნა ლოყაზე და თვალი ჩამიკრა. ახლა გაიღიმე და ასეთი სახით დავბრუნდეთ კლასში. არ ღირს ლიკა მაისურაძე შენი ნერვების ფასად. უბრალოდ დაიკიდე რასაც გეტყვის. მაგას განგებაც დასჯის ერთ დღეს თავისი ქაჯური ქცევების გამო.
- მადლობა ანი. დამამშვიდე.
- რას ამბობ ? არაფერს. ბოლო-ბოლო ჩემს გვერდით ზიხარ. - თვალისმომჭრელად გამიცინა. - შენ იცი ?! ანის ჩემი ძმა უყვარს. როგორ დასდევს იცი ? გიორგი არის მაგის სუსტი წერტილი.
- შენს ძმას საიდან იცნობს ?
- ჩვენ ტყუპები ვართ. ჩვენს კლასში სწავლობს ეგეც. უბრალოდ, იტალიაში იყო ახლა სამოგზაუროდ. ფოტოგრაფია. ვერ მოასწრო დღეისთვის ჩამოსვლა. ზეგ ჩამოდის.
- აჰამ ძალიან კარგი. იმედია შენი ძმაც იმ ხეპრე ბიჭს არ ჰგავს.
- ვის ლუკას ? წეღან რომ მოგაძახა. ეგ სრული იდიოტია, ყურადღება არ მიაქციო მის რეპლიკებს. გიორგი ძალიან კარგი ადამიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ჩემი ძმაა. უბრალოდ ძალიან თბილი და კეთილი ადამიანია. იცი როგორ მომენატრა ?! 1 თვეა არ მინახავს.
- მადლობა ღმერთს, რომ შენ მაინც ხარ ამ კლასში ჩემს გვერდით. ჩაგეხუტები რა - მოწყენილი ხმით ვუთხარი.
- მოდი - გამიღიმა და გადამეხვია. ამ დროს ზარიც დაირეკა.
- დავბრუნდეთ კლასში კარგი ? - მითხრა მან.
- უფრო ჯოჯოხეთს ვუწოდებდი - ხმამაღლა გავიცინეთ ორივემ და დანიშნულების ადგილისკენ გავწიეთ.


P.S ბავშვებო, ეს თავი საცდელად დავდე, გავაგრძელო ? გთხოვთ, თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსიროთ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent