შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაღაც განსხვავებული


31-08-2015, 19:23
ავტორი T.M
ნანახია 1 566

ნაწილი I
თავი 1

წინასწარ გაფრთხილებთ ჩემი ამბავი არ არის ჩვეულბრივი .არც ბანალური სიყვარულის ისტორიაა , რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს ... როგორ მინდა რომ გითხრათ ყველაფერი კარგად დამთავრდება ,როცა ბედისწერა საწინააღმდეგოს მიმზადებს . არა , მე ჩემი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ ,რადგანაც ბევრი სიხარული გამომიცდია .მხოლოდ იმედგაცრუებული დავრჩი ყოველივე მომხდარის გამო . რატომ ვკარგავთ ყოველთვის იმას რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის .ნუთუ ასე რთულია გაუფრთხილდე მას . სამწუხაროა რომ დრო ჩვენს ხელთ ...

მე ელიზაბეტი ვარ. ვცხოვრობ პარიზში,საფრანგეთში. მალე თვრამეტი წლის გავხდები და სორბონის უნივერსიტეტში დავიწყებ სწავლას .ვცხოვრობ დიდ და თანამედროვე სახლში. დედა დიზაინერი მყავს ,იმდენად ცნობილი რომ პარიზის მოდის კვირეულზე არაერთხელ ნახავდით.მამაჩემი მიშელინის 4 ვარსკვლავინი რესტორანის შეფია ,რომელსაც ხშირად სტუმრობს ცნობილი ხალხი.ასე რომ ისეთი ვარსკვლავის ნახვა როგორიცაა ჯონი დეპი ანდა ბენ სტილერი ჩვეულებრივი ამბავია . კიდევ მყავს ძმა ალექსანდრე .მუდამ მასთან ერთად ვერთობი, თუ რათქმაუნდა ჩემს B.F.F სამანტასთან არ ვარ. შეყვარებული ? რათქმაუნდა . ჩემი რჩეული ყველაზე პოპულარული და სიმპათიურია მთელს სკოლაში , უკვე მეორე წელია საუკეთსი წყვილად გვასახელებენ. რისთვისაც საგაზაფხულო ბალზე დიადემებით დაგვაჯილდოვეს ( ხომ გესმით მეფე და დედოფალი ) . გარეგნობას რაც შეეხება დასამალი რა მაქვს : ვარ მაღალი , ქერა ,ლურჯთვალება იდეალური ტანით. რათქმაუნდა თაყვანისმცემელი არ მაკლია.... თუმცა ვის ვატყუებ ,ეს ყველაფერი ტყუილია . ტყუილი და მეტი არაფერი.უბრალოდ ეხლახანს საიმონმა ულამაზესი დღიური მაჩუქა ( ისეთი არაა როგორიც ჩემს თანატოლებს უყვართ ,გულებით და ვარდისფერი ბეწვით . უფრო რამდენიმე საუკუნის წინანდელი სტილით გამოირჩვეა ... ტყავის ყდას და ყვითელ ფურცლებს ვგულისხმობ ) და გადავწყვიტე პირველი გვერდები ორიგინალურად შემევსო იმედია გამომივა. მრავალი წლის შემდეგ როცა მე უკვე აღარ ვიქნები ცოცხალი ,ჩემი შვილი კი ამ დღიურს აღმოაჩენს და წაიკითხავს იმედია მოიფიქრებს და რომელიმე რეჟისორს აჩვენებს კინო რომ გადაიღონ . რათქმაუნდა ეს ნამიოკი იყო ...მინდა იდეალური ცხორება მქონდეს ისეთი აქ რომ ჩავწერე . სინამდვილეში როგორც იტყვიან : my life sucks . ოჯახში მარტო მე და დედა დავრჩით. მამა მეზღვაური იყო და ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა .მისგან მხოლოდ ერთი ფოტო და დედის მოგონებები დამრჩა. თუმცა მას არ უყვარს მამაზე საუბარი, ამიტომ მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი 7 წლის რომ გავხდი და მანაც მიპასუხა „ როცა ერთი წლის იყავი „ოჰ რათქმაუნდა სულ დამავიწყდა ,კლარისა მქვია მაგრამ კლერის მეძახიან ,. ძმა არ მყავს ,თუმცა ძალიან მინდა, ხომ გესმით ის დამცავდა იმ საშნელებებისგგან რომელიც ამჟამად ბრუკლინში ხდება. მყავს ორი საუკეთესო მეგობარი . გვენი და საიმონი ( დღიური რომ მაჩუქა) . ახლა ცოტას მოგიყვებით ჩვენი მეგობრობის შესახებ.. საი და მე იმის შემდეგ ვმეგობრობთ რაც 6 წლისებმა ერთმანეთს სანაყნესთან შევეჯახეთ და ნაყინით დავითხუუპნეთ. მაშინ ტირილი დავიწყე საიმ დედამისთან წამიყვანა ( არც კი ვიცი უცხო ბიჭს რატომ წავყევი ალბათ ვიგრძენი რომ მეგობრები გავხდებოდით ) , მან კი თმებიდან ნაყინი ჩამომბანა და სახლში მანქანით მიმიყვანა .სასაცილოა არა? გვენს სულ რაღაც 4 წელია ვიცნობ. მაშინვე დავმეგობრდით რაც გავიგეთ რომ ორივეს ფანტასტიკა მოგვწონდა. ახლა კი ჩვენ სამივე საუკეთესო მეგობრები ვართ. მგონი მიზანს მივაღწიე და პირველი გვერდები ორიგინალურად შევავსე. ეხლა კი უკვე 11.58 -ია 2 წუთიც და 16 ის ვხდები.. დროა დავიძინო და ხვალინდელ დღეს გამოძინებული შევხვდე.


მაღვიძარა მაღვიძებს და მეც სააბაზანოში შევდივარ შხაპის მისაღებად . სარკეში ვიხედები და წითურ თმას ვივარცხნი . ლურჯ ჯინსს, თეთრ მაისურს და ოკეანისფერ პერანგს ვიცვამ შემდეგ კი კიბეებით დაბლა ჩავდივარ . მისაღებში დედა და მისი მეგობარი სიუ მხვდება .
- იუბილარმა გაიღვიძა .- ამბობს სიუ და მეხუტება - დაბადების დღეს გილოცავ ძვირფასო. იმედია დღეს სკოლაში არ მიდიხარ უნდა გავერთოთ . მერედიტ მითხარი რომ საკუთარ შვილს იმ ჯოჯოხეთში არ უშვებ .
- დაბადების დღე არაა სკოლის გაცდენის საბაბი . სკოლა ხომ ეხლახანს დაიწყო- პასუხობს დედაჩემი და თან ყავას მისხამს - თან დარწმუნებული ვარ რომ საიმონს და გვენს ეწყინებათ თუ არ მიხვალ.
- დედა მართალია . უნდა წავიდე თორემ დამაგვიანდება .
- კაი , ძალიან არ დააგვიანო .
- რათქმაუნდა - ვეუბნები და კარს ვიხურავ.




სკოლა ახალია დაწყებულია. არ მჯერა რომ ორი წელიც წელიც და უნივერსიტეტში დავიწყებ სწავლას . ჩემი ოჯახი არაა შეძლებული ამიტომ სტიპენდიის შოვნა მომიწევს შესაბამისად კარგად ვსწავლობ . არ იფიქროთ რომ გიკი ვარ და მთელი დღე წიგნებს ვუზივარ, ანდა სკოლის იმ ჯგუფს ვეკუთვნი რომელსაც ვერავინ ამჩნევს . არა , ნამდვილად არა .
შესასვლელთან საი და გვენი მელოდებიან .

- კლეეერ გილოცავვვვ - ყვირის გვენი და მეხუტება . როგორც ყოველთვის შავი თმა შეკრული აქვს . ის სწორედ ისეთი გოგოა ყველა ბიჭს რომ მოსწონს . კარგი ტანით და ცისფერი თვალებით . პრობელმა ისაა რომ პოპულარობის გიჟი არაა ამიოტმაც თაყვანისმცემლებს ყურადრებას არ აქცევს . ამბობს რომ იმ ერთადერთს ელოდება . მაგიტომაც ვმეგობრობთ
- ჰმმმ, მადლობბ .
- კლერ შენთვის საჩუქარი მაქვს - მეუბნება საი და ხუჭუჭა თმებში ხელს ისვამს მეორეთი კი პატარა ყუთს მაწვდის . მეც მას ვხსნი და ვერცხლისფერს სამკაულს ვხედავ .
- ვაუ , ლამაზია მაგრამ ვერ მივხვდი B რას ნიშნავს .
- როგორ ვერ ხვდები სულელო , არ გაგიგია B.F.F -ამბობს და კისერზე ჩამოკიდებულ სამკაულს მაცვენებს რომელზეც ასო F არის დაკიდებული
- ესეთ მეც მაქვს - ამბობს საი და იგივენაირ სამკაულს ვაჩვენებს .- ჩვენ ხომ სამუდაომოდ მეგობრებად დავრჩებით კლერ . ერთად რომ არ ვიყოთ ერთმანეთის ნაწილი მაინც გვექნება თან. უკან ჩვენი სახელებიც აწერია .
- რა ამაღელვებელია.ხო რაც შეეხება ჩემს საჩუქარს ... დაახლოებით რვა საათისთვის ნახავ .
- კაი - ვამბობ და გაკვირვებულს სახეს ვიღებ - გეგმები ხომ არ შეცვლილა ?
- არა, გაკვეთილების მერე ფრენკის კაფეში - ამობობს საი . - ახლა კი დროა შევიდეთ კლასში 2 წუთში ზარია .


პირველი გაკვეთილი სამივეს ერთ კაბინეტში გვქონდა . გაძლიერებული სწავლის ბიოლოგიის კაბინეტში შევედით და მაშინვე ჩემი თანაკლასელი მოვიდა და მომეხივია.
-კლერ , გილოცავვვვვვვ. გაიგე გუშინ ღამით რაც მოხდა ?- შეშინებული ხმით მეკითება სინდი .
- არა . რამე სერიოზულია ?
- სერიოზული? გაგიჟდი ? ვილოუვ სტრიტზე ჯეიმი მოკლეს . გახსოვს ჩვენი კლასელი რომ იყო.
- ეგ შენი ქუჩა არაა კლერ ? მეკითხება საიმონი .
-ამბობენ დასახიჩრებულიაო. და არ ვიცი მართალია თუ არა მაგრამ ხმლით მოუკვლიათ . ნუ , არ ვიცი შეიძლება ჭორია . კლერ? კარგად ხარ? ღმერთო არ უნდა მეთქვა ასე უცებ . კაი ბოდიში უნდა წავიდე მისტერ ბენქსი მოდის .
- კლერ? რა გჭირს?- მეკითხება გვენი და ხელს მხარზე მადებს .
- გვენ ის ჩემს ქუჩაზე მოკლეს . ჩემი მეგობარი... მართალია ღმერთმა იცის ბოლოს რამდენი წლის წინ ვნახე მაგრამ... არ მესმის ... ის ხომ წასული იყო ამ დაწყევლილი ადგილიდან რატომ დაბრუნდა ? ან როდის ? ან ვინ მოკლა ?- უამრავი კითხვა მაწუხებდა . ჯეიმი მაკონგი ჩემი მეგობარი იყო . ჯერ კიდევ მახსოვს ბურთით როგორ ვთამაშობდით ექვსი წლისები რომ ვიყავით . ძალიან კარგი ბავშვი იყო და მეგობრობაც შესაბამისი გვქონდა . თუმცა, ერთ დღეს გაქრა ... ისე რომ არც გამაფრთხილა . კიდე კარგი საიმონი გავიცანი თორემ ძალიან გამიჭირდა მეგობრის დაკარგვა.

- აბა ბავშვებო როგორ ხართ ? იმედია კარგად გამოიძინეთ . დღეს ახალ თემას ვიწყებთ. თუმცა სანამ ამას გავაკეთებთ ადგილები უნდა შეგიცვალოთ ?
- რაა ? რატომ ? - იკითხეს უკმაყოფილო გვენმა .
- იმიტომ რომ სხვა ბავშვებსაც მისცეთ საშუალება ისარგებლოს თქვენი მეზობელი მის ფრეის ცოდნით . არ თვლით რომ უსამართლობა იქნება მარტო თქვენ რომ იწერდეთ ტესტებს მისგან ?- ამობბს მისტერ ბენქსი სიამაყით. არ გეგონოთ რომ ცუდი მასწავლებელია . ის ყველას უყვარს . მასალას საინტერესოდ გვიხნის და სახალისო დავალებებსაც იფიქრებს ხოლმე.
- კი მაგრამ სერ, ის ხომ ჩემი მეგობარია . არასწორი იქნება მისი მარტო დატოვება .
- დარწმუნებული ვარ მის ჯონს ახალი მეგობრის გაჩენა არ გაგიჭირებათ . არც მის ფრეი დარჩება მარტო . ეხლა კი ადექით ისინი ვინც მარცხნით ზიხართ და ერთი მერხით უკან გადაიწიეთ . ვინც ბოლოში ზის კი პირველ მერხზე გადმოხვალთ . - მე ვარჯვნივ ვიჯექი თანაც წინა მერხზე ასე რომ ჩემს ადგილას დავრჩი. მაინტერესებდა თუ ვინ მოხვდებოდა ჩემს გევრდით. იმის გამო რომ სწვლა ახალი დაწყებული იყო ვერ დავიმახსოვრე ვინ სად იჯდა ასე რომ ახალ პარტნიორს სულმოუთქმენლად ველოდი .ვერც ვხედავდი ვინ მოდიოდა ჩემსკენ რადგანაც ბავშვები ერთმანეთში ირეოდა. თვალებიც კი ამიჭრელდა ასე რომ ფანჯარაში გავიხედე . სკოლასთან რამდენიმე ხე იდგა რომელზეც ყოვეთვის სხვადასხვა სახეობის ჩიტი იჯდა მაგრამ ყველაზე ხშირად ყავევბი მხვდებოდნენ . ყურება რომ მომბეზრდა თავი შემოვატრიალე და რამის გული გამიჩერდა . როდის დაჯდა ვერც კი შევამჩნიე . აშკარად არ მიმართლებს . მის კუპრივით შავ თვალებს ისე მივაშტერდი რომ ვერც კი მივხვდი რამდენი ხანი ვუყურე . ბოლოს კი გადავწყვიტე რამე მეთქვა. იქნებ მისი არაფრისმთქმელი სახე შემეცვალა .
- უჰჰ, შემაშინე ვერც კი გავიგე როგორ დაჯექი . მე კლერი ვარ - გავუღმე ( ან რატომ გავიღმე. ხომ შევატყვე რომ არ ვაინტერესებ ... კაი კლერ დაწყნარდი ). საპასუხოდ კი სიჩუმე მივიღე .თუმცა ძნელად შესამჩნევი ღმილი შევნიშნე.
- მის ფრეი იმედი მაქვს თქვენ ახალ პარტიონრს მისტერ სმიტს კარგად შეეწყობით . დარწმუნებული ვარ თქვენი დახმარება დასჭირდება ცოდნის მიღებაში - ( ვაუ მაგარია ... სულელიც ყოფილა ) . გეფიცები ისეთი მზერა აქვს რომ მბურძგლავს . ზუსტად ისეთი ტიპია მშობლები რომ მიახლოებას გიკრძალავენ . თმაც თვალებივით შავი აქვს . გაგიკვირდებათ და შავი ტანსაცმელი აცვია . ვერ გავძელი და ვკითხე ...
- გოთი ხარ? - იდიოტი ხარ იდიოტი კლერ ფრეი ... იდიოტი . გოთი ხარ? ვაუ მაგარი კითხვაა ეგრე გააგრძელე კლერ.
- ჰმმმ. არა ... ბევრი ლაპარაკი გიყარს ხო ?
- რაა ? რაღაც არ ვფიქრობ , რომ ბევრი ვილაპარაკე .
- აი ისევ .
- დამცინი ? ო ღმერთო ჩემო . -მე მიყურებს და დარწმუნებული ვარ იცინის თუ მაგას სიცილი ჰქვია ოღონდ .
- სიჩუმე. როგორც უკვე გითარით ახალ თემას ვიწყებთ . რომლის შესახებაც პროქტს მოაამზადეთ . ასე რომ კარგად მისმინეთ. სისხლი... რამდენი ლიტრი სისხლია ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ? მის ფრეი ?
- 5 ლიტრი სერ.
- მართლალია . კარგი შემდეგი კითხვა ეძღვნება მისტერ სმიტს ... რა არის მისი მთავარი ფუნქცია ?
- არ ვიცი სერ . - დაუფუქრებლად ამბობს . როგორ შეიძლება არ იცოდეს ?
- სამწუხაროა . იმედია მის ფრეი დაგეხმარებათ .
- მეც დიდი იმედი მაქვს - გავიყინე ... მას შევხედე და მისი გამოწვევი მზერა შევამჩნიე .

გაკვეთილმა უაზროდ ჩაიარა . ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა. ნუ იტყვი, მშვენიერი საჩუქარი მივიღე.

ეს მხოლოდ დასაწყისია . წინ ბევრი საიდუმლოება გელოდებათ . იმედია მოგეწონათ და რაც მთავარია მეორე თავსაც მალე წაკითხავთ .
-




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent